pescatore 27 Posted August 15, 2014 Report Share Posted August 15, 2014 ძალიან მკაცრად უნდა დაწესდეს ლიმიტები და უნდა დაიშვას კალმახზე თევზაობა ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted August 16, 2014 Report Share Posted August 16, 2014 (edited) pescatore თორნიკე რეხვიაშვილი ქუთათური +1 100% იანია. თუ ამ ჩათლახ ბრაკონიერებს მიხედავენ , ანკესით თევზს ვერ გადააშენებს კაცი, (მე ასე მგონია) და თუ დანარჩენ პრობლემებს მიხედეს ჩვენც გვეშველება... Edited August 16, 2014 by TOZI777 ციტირება Link to post Share on other sites
vano ძია 3 Posted August 16, 2014 Report Share Posted August 16, 2014 ბევრი აკრძალვა კანონში საკამათო და შეუსაბამოა ჩემის აზრით, მაგრამ რახან ეგრე წერია უნდა დავემორჩილოთ. პატიოსანი მეთევზეების და მონადირეების აზრს თუ გაითვალისწინებენ და კანონებს დახვეწავენ უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც. ციტირება Link to post Share on other sites
GRENDAIZER 0 Posted August 19, 2014 Report Share Posted August 19, 2014 ძალიან გამიხარდა ასეთი მყვინთავების რაზმის დანახვა! ეგ რო თბილისის ზღვაზე იყოს ერთი 15 - 20 წლის წინ წარმომიდგენია მაშინდელი "მაშველების" რეაკცია თქვენს გამოჩენაზე))) უცხოპლანეტელები ვნახეთო... ითყოდენ რა :blink: ))) ყოველ შემთხვევაში მე თქვენს ასაკში მანდ რო ვყვინთაობდი როგორც კოსმონავტს ისე მიყურებდნენ)) (ვნახე ახალი პოსტები და ძალიან მომეწონა თქვენი ნანადირევი და მინდა რომ ერთხელ ერთად წავიდეთ თბილისის ზღვაზე სანადიროდ ან სადმე თუ იცით გამჭირვალე წყალი.) - Lasha.K ეს თუ მე მომწერე, და მე რატომღაც მგონია რომ ეგრეა) კი ბატონო მე ყოველთვის "ЗА" ვარ! სხვათაშორის თბილისის ზღვაზე რო ვიყავი ბოლოს რამდენიმე დღის წინ ძაან ცუდი სიტუაცია დამხვდა სანადიროდ, წყლის დონე დაეწია, მხედველობა ცუდია, თევზი წავიდა სიღრმეში, თან ძალიან "ჩუტკი" გახდა... ახლოს არ გიშვებს უკვე. მოვკალი ერთი საზანი 1.5 კილოზე, მეტი ვერ შევძელი. ვიყავი გაცივებული (სურდო მქონდა) მაგრამ თავი ვერ შევიკავე და მაინც ღრმად ჩავდიოდი, შედეგად მივიღე ყურის მორიგი ბაროტრავმა... აზარტის ბრალია რა)) ერთი ან ორი კვირა ცყალში ვეღარ ჩავალ სანამ არ შემიხორცდება. რაღაც უნდა გითხრათ ეხლა, ოღონდ არ უნდა გეწყინოთ... თქვენთვის არის ეს და უნდა იყოს მნიშნელოვანი! 1 - თქვენს სურათებში არსად ჩანს დანა... ყოველ შემთხვევაში იქ სადაც ის უნდა იყოს წესით, არცერთს არ გაქვთ!!!!? ეს ვეში მერწმუნეთ აუცილებელი რამ არის დაივინგის დროს მითუმეთეს თავისუპალი ყვინთაობის დროს. დაკარგული ბადეები... "კატანკის" ხელა სისქო ლესკები... ზაცეპზე მიტოვებული კაუჩები!!!! მითუმეთეს თბილისის ზღვაში ეგეთი მილიონია, კითხეთ ამ ფორუმზე ვის არ დაუკარგავს მანდ კრუჩოკები ლოქოზე... მე მიპოვია არა ერთი.. იქიდან ორი საქუთარი სხეულით რაზეც სამახსოვროთ დამრჩა შრამები ხელზე და მუცელზე... დანა რომ არა ისეთ სიტუაციაში სიკვდილი გარდაუვალია! რამდენიმე ზედმეთი წამი წყალ ქვეშ და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იქნება...! 2 - თუ გეგმაში მაინც გაქვთ ლოქოზე ან სხვა სერიოზული ზომის და წონის თევზებზე ნადირობა, მაშინ ეს სტანდარტული ქარხნული ბაწრის "ნამოტკა" დაივიწყეთ და აუცილებლად დააყენეთ კატუშკა 20 - 30 მეტრიანი ბაცრით ზაპასში! კიდე კაი რო ვერ ნახეთ ლოქო... რადგან იარაღის ისეთი კომპლეკტაციით მის ამოყვანას ვერშეძლებდით მაინც (მითუმეთეს ტრაინიკებით)... ტყუილად გააფუჩებდით ცოცხალ არსებას და ეგ იქნებოდა. თუ კაი ფლაჟოკიბი გაქვს გარპუნზე შეგიძლია 5 - 8 კილომდე თევზი აიყვანო, უპრო დიდს თქვენი იარაღით გაგიჩირდებათ ძალიან და თუ ნახავთ მართლაც დიდ თევზს თყვილად არ უნდა გააფუჩოთ და უნდა იყოთ მზად მასთან საბრძოლელად. ამიტომ დააყენეთ კატუშკები) 3 - და ყველაზე საშიში მომენტი რაც ჩანს ფოთოზე.... ისწავლეთ გუნდური ნადირობის უსაფრთხოების წესები!!!! როდესაც ერთ ადამიანს უჩირავს ხელში თოფი და 1.5 მეტრში ზურში "უმიზნებს" მეორეს...!!!!!!!!! დაინტერესდით ამ "იტალოპნევმატების" თოფების კონსტრუქციული ხარვეზების შესახებ! ის ისვრის თვითონ, ოდნავ დააჩერ ხელს თუ არა "ლინესბრასივატელზე" დახვეულ ბაწარს, რათგან "ლინესბრასივატელი" და სასხლეთი მექანიზმი ზოგი ერთ მოდელში ნამეტანი ცუდათ არის დაკავშირებილი რამდენიმე ადამიანი უკვე დაღუპულა და არა ერთს გაეხვრიტა მუცელი მაგრამ გადარჩა, თან ბევრი ეგეთი შემთხვევა მოხვდა ნაპარნიკის შემთხვევითი გასროლით შემიძლია გაჩვენო, არსებობს დაღუპული წყალქვეშა მონადირეების უზარმაზარი სია - ეს სია შექმნილია უბედური შემთხვევების ანალიზისათვის. 4 - (ისევ სურათიდან) იარაღის დატენვა ხდება ოღონდ წყალში (თქვენ მოიხსნებით ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან ამის გამო) რადგან ეს ცესი არის დაუწერავი კანონი. ღმერთმა დაგიფაროთ ბიჭებო ასეთი შემთხვევებისაგან! მაგრამ იარაღი თქვენს ხელშია და ის სათამაშო არარის ლაშა თუ რაიმე ტექნიკური შეკითხვები გექნება ჩემთან ვეცდები გიპასუხო აუცილებლად. წყალზე შევხდებით ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted August 19, 2014 Report Share Posted August 19, 2014 GRENDAIZER :yes: ციტირება Link to post Share on other sites
vano ძია 3 Posted August 19, 2014 Report Share Posted August 19, 2014 GRENDAIZER :yes: ციტირება Link to post Share on other sites
l.kutsia 2 Posted August 21, 2014 Report Share Posted August 21, 2014 (edited) GRENDAIZER მადლობა რჩევებისთვის. დანას რაც შეეხება წყლიდან ამოსულები ვიყავით სურათები რო გადავიღეთ ორი დანა მიკეთია ერთი ფეხზე ერთი გულზე ბრონიჟილეტის ჯიბეს თუ დააკვირდები დაინახავ + ფეხზე მიკეთია 60 ჩასუნთქვიანი სამაშველო ბალონი. მდინარეზე დანას არ ვიკეთებ ვერ ვიკეთებ წყლის სისწაფის გამო მაძრობს და აუცილებელიც არაა არც ბადეებია და არც ღრმა წყალი. გარპუნის თავებად ზღვაზე ჩანგლებს არ ვხმარობ 1 იანები მაქვს. რაც შეეხება მეექვსე სურათს სადაც ზურგში მიმიზნებს მანდ ტარით არის თოფი ჩემსკენ ყვითელი ტარი ჩანს კარგად, ჰააერში დატენვაზე ნამდვილად მართალი ხარ მაგრამ მდინარეში სადაც მუხლებზე ოდნავ მეტია წყალი სხვანაირად ვერ ხერხდება ჩქარ წყალში ვერ შეხვალ სხვანაირად. თოფებზე თოკები შეცვლილი მაქვს კატუშკა აუცილებელია ლოქოზე და სხვა დიდ თევზებზეც მაგრამ იმ დროს არ მქონდა. Edited August 21, 2014 by Lasha.K ციტირება Link to post Share on other sites
l.kutsia 2 Posted August 21, 2014 Report Share Posted August 21, 2014 დღეს ვიყავი საბანაოდ შუადღეს სათვალე და თოფი გავიყოლე და ნახევარისაათი ვიყვინთავე მერე შემცივდა ამოვედი. ციტირება Link to post Share on other sites
GRENDAIZER 0 Posted August 21, 2014 Report Share Posted August 21, 2014 GRENDAIZER მადლობა რჩევებისთვის. დანას რაც შეეხება წყლიდან ამოსულები ვიყავით სურათები რო გადავიღეთ ორი დანა მიკეთია ერთი ფეხზე ერთი გულზე ბრონიჟილეტის ჯიბეს თუ დააკვირდები დაინახავ + ფეხზე მიკეთია 60 ჩასუნთქვიანი სამაშველო ბალონი. მდინარეზე დანას არ ვიკეთებ ვერ ვიკეთებ წყლის სისწაფის გამო მაძრობს და აუცილებელიც არაა არც ბადეებია და არც ღრმა წყალი. გარპუნის თავებად ზღვაზე ჩანგლებს არ ვხმარობ 1 იანები მაქვს. რაც შეეხება მეექვსე სურათს სადაც ზურგში მიმიზნებს მანდ ტარით არის თოფი ჩემსკენ ყვითელი ტარი ჩანს კარგად, ჰააერში დატენვაზე ნამდვილად მართალი ხარ მაგრამ მდინარეში სადაც მუხლებზე ოდნავ მეტია წყალი სხვანაირად ვერ ხერხდება ჩქარ წყალში ვერ შეხვალ სხვანაირად. თოფებზე თოკები შეცვლილი მაქვს კატუშკა აუცილებელია ლოქოზე და სხვა დიდ თევზებზეც მაგრამ იმ დროს არ მქონდა. არა რა...(((( უბრალოდ არ მესმის რისთვის არის ეს ყველაფერი! წლების მანძილზე იმდენი მიტრიალია ხელში ეს თოფები რომ ცალი თვალიდაც ვხედავ რა და როგორ არი.... ყვითელ ტარიან თოფს პრიალა რესივერი აკვს და არა შავი (ანოდირებული და არა გაკრასკული).... ახალგაზრდას უჩირავს ხელში თეთრ ტარიანი თოპი, დატენილი! და გემიზნებს შენ! ყვითელი ორი ლაქა წყალში კი შენი საკეთარი ფეხები (ლასტები ფაკტია რომ არ გიქეთია). აი ეს გვღუპავს ქართველებს რა(( საქუთარი შედსტომების არ აღიარება და ათასი მიზეზეზის მოგონება.... ოღონდ რისთვის, რატო...(( ლაშა თუ კონსტრუქციული რჩევის მიღება შენთვის ისე ძნელია, (რჩევები კი მქონდა არც მასკები გივარგა, გრუზებთანაც დიდი პრობლემები გელის ადრე თუ გვიან...) მაშინ მაპატიე თავს აღარ მოგაბეზრებ და აღარ დავხარჯავ ტყუილად აქ საქუთარ დროსა და ცოდნასა. p.s. კატუშკებიც როგორც ასეთი ამ ბოლო ფოტოზეც კი არსად ჩანს და არც სამაგრები რესივერზე საამისოდ))) ისე ჩანს რომ არც ერთ თოპზე კატუშკა არ ეყენა არასოდეს ციტირება Link to post Share on other sites
l.kutsia 2 Posted August 21, 2014 Report Share Posted August 21, 2014 შენიშვნების და რჩევების მიღება აუცილებელია ყველასთვის მითუმეტეს ჩემთვის ხშირად ვერ დავდივარ ზღვაზე და დიდი გამოცდილება არ მაქვს. მაგ სურათზე გაუგებრობაა 2 თოფი უჭირავს ხელში ფეხზე შავი წყლის ბოტი მაცვია ლასტები არა. გრუზებზე პრობლემები მაქვს ზღვაზე ვერ ვხმარობ საერთოდ ქამრიანს(ვერც რეზინის ქამარს ვერც კაპრონიანს) და ჟილეტი მაქ გამოწერილი უნდა ვცადო. კატუშკა 55სმ იანებზე არ დამიმაგრებია არასდროს პატარებს მარტო მდინარეში ვმხარობ. მარესის მაქვს 70სმ იანი თავის კატუშკიანად იმით დავდვარ ზღვაზე ამჟამად პორშინი აქ გატეხილი და დემფერიც და ისვენებს კარადაში.სათვალეები მაქვს შავ სილიკონიანი სიღრმეში არ მტკენს ცხვირს და ძალიან კომფორტულია, ეხლა რაც მაქვს სურათებზე სათვალე ჩქარი და პატრა წყლისთვის მაქვს წაღებული და კარგად ვიყენებ. Cressi Evolution 6 მეტრზე ღრმა წყალში ამას ვხმარობ თუ არ ვარგა ზღვისთვის მითხარით. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 22, 2014 Report Share Posted August 22, 2014 ლაშას 544# პოსტის სურათებში, მეოთხე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე სურათში, კარგად დააკვირდით "კალმახის" კუდს. ეგ კალმახი არ არის, ეგ უკვე ორაგულია, ანუ JACK SALMON. ვისაც არ გჯერავთ, სანაძლეოზე წამომსვლელი ვარ სიამოვნებით. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted August 22, 2014 Report Share Posted August 22, 2014 GRENDAIZER :yes: კარგია !!! იგრძნობა პროფესიონალური მიდგომა საკითხისადმი ! ციტირება Link to post Share on other sites
GRENDAIZER 0 Posted August 22, 2014 Report Share Posted August 22, 2014 salamandra როგორც იძახის ერთი ჩემი კაი მეზობელი იმერელი ბაბუ - "შენი არ იცოდეო და სხვისი არ გესმოდესო!" )))) მე კი მართლა არ მენანება თუ ვინმეს შემიძლია რო დავეხმარო, ჩემს დროს ინტერნეტი არ იყო... ვსცავლობდი საქუთარ შედსტომებზე და გამოცდილებიდან გავიგე ისეთი ნუანსები რაზეც წიგნებშიც კი არ ეწერა. ახალგაზრდა რომ ვიყავი მეც ჩემი თავი რემბო მეგონა)))) მაგრამ კარგ დროს მივხვდი თუ რა სერიოზული ძალა ემელება ცოდნაში და არა " რემბოებში". დღესაც ვსცავლობ! არ მერიდება ვიკითხო თუ რამე არ ვიცი ან არ მესმის! მირჩევნია ერთხელ ვიკითხო და გავერკვე საკიტხში, რომ მეორედ აღარ დამჩირდეს))) ამაში სამარცხვინო არაპერი არარი, სამარცხვინოა სულ სხვა (მაგრამ ამაზე აღარ ღირს ლაპარაკი). ციტირება Link to post Share on other sites
l.kutsia 2 Posted August 23, 2014 Report Share Posted August 23, 2014 ეხლახანს ამოვედი მდინარიდან ძლივს მოდიოდა წყალი კრგახანია არ უწვიმია არც თევზი აღარაა დიდი კალმახი არ შემხვედრია ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted August 23, 2014 Report Share Posted August 23, 2014 ლაშა შენ შემოგევლე ერთ აუცილებელ რამეს მიაქციე ყურადღება და მომავალში წესად იქონიე.ეს არაა ჩემი მოგონილი.ასეა მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში.ფორუმზე გამოწელილ-გამოფატრული,დასახიჩრებული,ტალახით ან სისხლით მოთხუპნული თევზის სურათის, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ,დადება არ შეესამაბემა ეთიკურ ნორმებს.იმედია გამიგებ არ მიწყენ ციტირება Link to post Share on other sites
GRENDAIZER 0 Posted August 25, 2014 Report Share Posted August 25, 2014 (edited) გუშინ რაც მოხდა უნდა დავწერო რა! მოკლედ სახლში პრობლემები... ბიზნესში ჩავარდნა... სამუშაო არარი... მოკლედ უხასიათოდავარ მაგრათ! მაგ დროს მშველის ორი რამ - ან მთაში წასვლა ალპინისტურად ან წყალქვეშ) მთაში ვერ წავიდოდი დროის უქმარისობის გამო, და წავედი თბილისის ზღვაზე. დიდი ხანია გადაწყვეტილი მაკვს ლოქოზე ნადირობა (ოღონდ სერიოზულად და სერიოზულ ეკზემპლიარზე) ტროფეიზე ასე ვთქვათ! გუშინ შევცვალე 8 ტოჩკა, დავარტყით 2 წრე ზღვის გარშემო... და კვალს მივაგენი. აღმოვაჩინე პერსპიკტიული ადგილი და დავიწყე ტერიტორიის შესცავლა. ბნელი და ვიწრო ადგილებით სავსე ტერიტორია... ერთერტ ჩაყვინთვაზე დავინახე ისეთი რამ... რო ნუ უბრალოდ არ ვიცი ეს არსება თევზით როგორ დავარკვა!!!! ისიც არ ვიცი ზუსთად ეს კარპი იყო თუ საზანი... იმდენათ დიდი იყო რომ მოძრაობისას ფრაგმენტებად ჩანდა (იმდენად დიდი იყო რომ ერთიანად ვერ დავინახავდი) ან და მხედველობა წყალში იყო 120 - 150 სმ. არანაკლები!!! თავიდან დავიბენი, პსკერზე ვიწეკი ის რო გამოჩნდა. ჩემზე თვიტონ გამოვიდა მარჯვენა მხრიდან თოფი კი მარცხნივ მკონდა მიმართული. როცა დავინახე გამოვშტერდი, მუცელი გქონდა ფეხმძიმე ქალივით!!! უზარმაზარი ტერი - მოყვითალო გაბერილი მუცელი. 15 კილოგრამიანები მინახავს უკრაინაში კონევსკოის წყალსაცავზე ეს კი იყო იმათთან შედარებით თითქმის ორჯერ დიდი! თან ეს არანორმალურად უზარმაზარი მუცელი! ეგეთი თევზი ჩემი აზრით წონით გაქაჩავდა 22-25 კილოზე.... ჩემს გვერძე ნახევარ მეტრში გაჩერდა შემომხედა და ნაზად აუჩწარებლად ადგილზევე დაიცყო დატრიალება (აი ზუსთად ამ დროს ვხედავდი ფრაგმენტებად მისი სხეულს) და საიდანაც მოვიდა ზუსთად იმ კურსით ნელ ნელა წავიდა. ვერგადმოგცემთ თუ რახთებიდა ჩემს თავში და საერთოდ რა დღეში ჩავარდი... სანამ ეს "გრუზავიკი" ადგილზე დატრიალდა მეც აუჩქარებლად მოვატრიალე იარაღი და დავუმიზნე... ბოლოს ნქონდა 2-3 წამი გასროლისთვის, რაც იყო საკმარისსე მეტია. მაგრამ არ გავისროლე.... ეხლაც თვალწინ მიდგას ეს სურათი - დამიზნული იარაღის ფონზე უზარმაზარი ზურგი რომელის სილუეტი ნელ ნელა ქრება სიბნელეში. მინდა გითტხრათ არ ვნანობ, რო გავაანალიზე მივხვდი რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება გამეშვა მაშინ ეს რელიკტი. ეხლა ოღონდ არ დამცინოთ რა.. მაგრამ რაღაცნაერი სიამაყის გრძნობა გამიჩნდა რომ ისეთი თევზები არსებობენ ჩვენთან!!!! და ეგეთს თუ დაიჭერს კაცი უნდა ჩემის აზრით აწონოს, დაზომოს, გადაიღოს სურათი და გაუშვას!!! გუშინდელმა შოკში ჩამაგდო, წუხელ ღამე არ მიძინია მშვიდად, სულ იმაზე ვფიქრობდი... დღეს წავედით ისევ იქ, ისევ დასაზვერად, რათქმაუნდა გუშინდელი ბაბუ ვეღარ ვნახე)) ავიღე იქვე ორი თევზი, ერთი 3200 მეორე კი 1300კგ. ან და ორივე ერთად იმასთან შედარებით როგორც ლიპსიტია ისე)) ჩავძვერი ინტერნეტში მეთქი რამე გავიგო იქნებ ყავდეს ვინმეს ზღვაზე დაჩერილი ეგეთები, მაგრამ ბევრი ინფორმაცია ვერაფერი ვნახე(( იქნებ იცით ვინმემ რამე, მაქსიმუმი რა ზომის კარპი ან საზანი დაუჭერიათ და როდის? და თუ არი ეგეთი თევზი (იმედია ეს ბოლოს შემორჩენილი და ერთადერთი ეკზემპლიარი არ იქნება!) მაშინ უბრალოდ ვერ იჭერენ ანკესებზე ეგრე გამოდის, წარმომიდგენია რა ძლიერი უნდა იყოს ასეთი თევზი!!!! სხვათაშორის 6-8 კილოიანი კარპი ბევრად დიდ წინააღმდეგობას მიწევს ხოლმე ვიდრე ორჯერ დიდი ლოქო, ლოქო უფრო მალე იღლება და ისეთი "რესკი" რივოკები არაკვს. Edited August 25, 2014 by GRENDAIZER ციტირება Link to post Share on other sites
GRENDAIZER 0 Posted August 25, 2014 Report Share Posted August 25, 2014 Lasha.K - სთან მაქვს შეკითხვა, როგორი კუკანი გაქვს, რა ტიპის? თევზების აქინძვისას ლუყუჩებში არჭობ? ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted August 25, 2014 Report Share Posted August 25, 2014 ვაიმე როგორ დამაინტრიგებელი და საინტერესო ფაქტია! იმედია კდიევ შეგხვდება და ამ სასწაულს მერე ჩვენც ვიხილავთ შენი დახმარებით! ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 25, 2014 Report Share Posted August 25, 2014 GRENDAIZER ციტირება Link to post Share on other sites
GRENDAIZER 0 Posted August 25, 2014 Report Share Posted August 25, 2014 TOZI777 ანუ ფიქრობ რომ უნდა გამესროლა მაშინ არა? არვიცი რა მეც უკვე მაგარ ლომკებში ვარ რა((( ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი ტიპი იყო, რო ვუყურე ნატურალისტმა აჯობა ჩემში მონადირეს, და ამიტომ ალბათ არ ვესროლე.... მოკლედ არ ვიყავი მზად ისეთი შეხვედრისთვის... სადმე ვოლგაზე ან დნეპრზე კი ბატონო... მაგრამ არა თბილისის ზღვაში რა! უბრალოდ არ ველოდი... ციტირება Link to post Share on other sites
vano ძია 3 Posted August 25, 2014 Report Share Posted August 25, 2014 GRENDAIZER საინტერესო რეპორტია! კარგი ქენი რომ არ ესროლე! შენის ნებართვით ამ რეპორტს http://sportfishing.ge/forum/index.php?გადავიტან. ციტირება Link to post Share on other sites
GRENDAIZER 0 Posted August 25, 2014 Report Share Posted August 25, 2014 ვანო ძია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted August 25, 2014 Report Share Posted August 25, 2014 ყოჩაღ მეგობარო,კარგია რომ არ ესროლე--მისი ლანდი აღარ მოგასვენებს და კიდე ბევრჯერ ჩაგაყვინთვინებს მაგ ადგილას :) ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted August 25, 2014 Report Share Posted August 25, 2014 GRENDAIZER არა სროლა არე მიგულისხმია, ან ფოტო ან კიდევ სხვა გაგრძელების ისტორიას მოვისმენთთქო მაგ ვთქვი. ინტრიგაში ეგ ვიგულისხმე ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted August 25, 2014 Report Share Posted August 25, 2014 GRENDAIZER მშვენიერი გასვლა ქონია, ამიტომ არის წყალქვეშა ნადირობა მიმზიდველი :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.