Jump to content
Club-Monadire.Ge

წყალქვეშ ნადირობა.


Recommended Posts

ეგ რა თევზია .რამდენჯერ წავედი წყალწითელაზე სათევზაოდ იმდენჯერ წამოვედი უკმაყოფილი.ტივტივაზე ზემოთ თუ ვიჭერდი თევზს საფიჩხიაზე, ხიდივით რომ არის (ხშირად ბანაობს მანდ ხალხი) თორე ქვემოდ სულ ღორჯოები მოდის ....ვაკვირდებოდი სულ და მაგ თევზს იჭერდენ მხოლოდ პარაშუტია თუ რასაც ეძახიან იმით ,მაგრამ მე არ მომწონს ეგრე და თანაც მდინარეც ბინძურდება (არაა ეგ თევზაობა)..ქუთაისელი ყოფილხარ და მითხარი რა ძმურად რა მეთოდით და რაზე დავიჭირო მანდ თევზი და რა თევზია ძირითადად მანდ .ორი კვირის უკან ვიყავი და ისეთი სუფთა წყალი იყო რომ ყველაფერი ჩანდა ,დავინახე ეგ ახვარი ტევზი :spiteful: და ცხვირის წინ მიუყვანე ოპარიში მაგრამ არ მიეკარა .ნერვებზე მოვიშალე წამოვედი .

AK5335 მოგესალმები ქუთათურო, ისე სიმართლე გითხრა ეს ნიკი ვერაფრით ვერ დევიმახსოვრე და მერე მივაკოპირე ძლივას. ხო და თუ კაი ქუთაისელი ხარ დასამალი არაფერი გეჭირვება და დაწერე შენი ნამდვილი სახელი მაქანე. :Laie_99:

ახლა რაც შეეხება ამ ახვარ თევზს ,, კოლხური ტობი,, ქვია და წყალწითელაზე მრავლადაა.პრობლემა იმაშია ძმა რო ეს ტობი ცხოველურ საკვებს მხოლოდ ზამთარში იღებს .ზაფხულზე მარტო ხავსით იკვებება.წყალწითელაზე ანკესით ამ პერიოდში შესაძლებელია ქაშაპის ,წვერას და ვიმბას (რებეცი) -ს დაჭერა. ეს კი ცოდნას მოითხოვს .

ნუ მეიშლი გეხუტე ნერვებს გამოდი ჩემთან ძველ პროფილაქტიკაში(წყალწითელაზე.იკითხე ავთო. ) და დაგაკვალიანებ ისე რო დაწყნარებული დაბრუნდე ამ სილამაზიდან სახლში. :old:

Link to post
Share on other sites
  • Replies 870
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გამარჯობათ მეგობრებო.დიდი ხანია არ ვყოფილვარ წყალქვეშ და ვერც ფორუმზე შემოვდიოდი სავარაუდოდ გათიშული იყო. მოკლედ რამდრნიმე დღის წინ წავედით მეგობრები ანკესებით თბილისთან ახლოს მიტოვებულ ტბებზე, წყალი

კიდევ ერთი გასეირნება მეზობელ ტბებზე დათბა და დიდი თევზები ბალახებში იმალებიან კიდევ ვიყავი რამდენჯერმე ამ დღის მერე მაგრამ კილოიანზე დიდი საერთოდ არ შემხვედრია ბალახებს ვქექავ მაგრამ აზრი არ ააქ 2 მე

ეს დგევანდელი.    

Posted Images

ავთია როგორც ყოველთვის ფორმაშია.

 

ჯანი მოგცეს ძმაო. :hi:

 

ისე რა კოხტად იცი თევზის კალათში ჩალაგება. :yes:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მოგესალმებით ყველას! თევზაობის და ბუნების მოყვარულ ხალხს გაუმარჭოს! წავიკიტხე თემა... ყველა 26 გვერდი.... და რა დასანანია რომ ეს ბრწყინვალე სპორტი როგორც სპორტის სახეობა და არა დროის ტარების საშუალება საქართველჯში არარსებობს!(((((

Link to post
Share on other sites

გუშინ თბილისის ზღვაზე ავიღე მსხვილი კარასები, საზნები. და რაც მთავარია ერთი ცალი პატარა ხრამული))))

post-1006-0-65643200-1406177801_thumb.jpg

post-1006-0-37837600-1406178300_thumb.jpg

Edited by GRENDAIZER
Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

 

არაუშავს კი არა, მაგხელა საზანების გულისთვის ხალხი ღამეებს ათენებს ზღვაზე.

 

ბარაქა.

Link to post
Share on other sites

არა თორნიკე წელს ჯერ არმინახავს. და საერთოდ თბილისის ზღვისთვის უკვე გვიანია(( ვგულისხმობ არც ისეთი ადვილია შუა ზაფხულში მანდ ლოქოს ნახვა(( აი გაზაფხულზე კი შანსი დიდია, ახლა ღრმად წევს... დიდ ლოქოებს ვნახულობთ ხოლმე აკვალანგებით რომ ჩავდივართ კიბორჩხალების შესაგროვებლად, მაგრამ ამ დროს თოფი მე არ მაკვს პრინციპულად. ელჩი – მეც არანაკლებ დროს და გაცილებით მეთს ენერგიას ვხარჯავ! ვნადირობ 5–7 საათის განმალობაში, მაგრად ვიღლები :karochera: მაგრამ მაგას რა ჯობია თან საღამოს დაღლილზე პივით ხელში შინი საქუთარი ხელებით მოპოვებულ ნადავლს რომ მიირთმევ)))

post-1006-0-86036500-1406260384_thumb.jpg

post-1006-0-33053300-1406260460_thumb.jpg

post-1006-0-99419700-1406260542_thumb.jpg

Edited by GRENDAIZER
Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

 

მშვენიერებაა! პატარა მონადირეს რომ გეშავ ეს ძალიან მომეწონა. მაგარი კაცი ჩანს ღმერთმა კაი ქართველი გაგიზარდოს! :Laie_99:

რაც შეეხება წყალქვეშ ნადირობისას დაღლას ,ბევრჯერ დამიწერია აქ და კიდე დავწერ, ეს დაღლა არაა, ესაა ,,იმენნა კაიფში ყოფნა,,! ;) საიამოვნო მომენტების და ემოციების ფონზე რო გეძინება ადამიანს ამაზე კაი რა უნდა იყოს? :old:

Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

 

ახლა გავხსენი ფორუმი და სხვა თემაში ვაპირებდი დაწერას, თუ რის გაკეთებას ვაპირებ დილისთვის, ანუ 5-6 საათში.

13 საათია დროში განსხვავება ახლა ჩემთან ღამის 10:15-ია.

 

თემაც მაქვს ფორუმზე გახსნილი, სახელად მონადირე-მეთევზის სამზადისი/სადღაც ამდაგვარი სათაურია/.

 

ვერ ავიყოლიე ხალხი.

უმაგრესი გრძნობაა.

წუთებში არა, წამებში გავთვალე ყველაფერი.

მოვასწარი მაღაზიის დაკეტვამდე იქ შესვლა და ყველა იმ ატრიბუტის შეძენა, რაც ხვალ დამჭირდება.

მოვედი სახლში და ამათაც უნდათ კი არა და ესენი არიან ჩვენი ცხოვრების დირექტორები, ქალებზე ვუბნობ.

ეს რატომ არ მოგვიტანე, ის რატომ არ გააკეთე, მეთქი მამეშვით.

შევედი შხაპი მივიღე და მერე ყველაფერი გადმოვყარე მანქანიდან.

 

შევალაგე საჩვენო ბარგი-ბარხანა და წესით უნდა დავისვენო, რადგან ისეთ ადგილზე მომიწევს თევზაობა გამთენიისას, ბევრი ფხიზელიც ვერა ქაჩავს მანდ.

 

ეგე, ბრაუნინგი აქ არის, აქ იყო და წაიშინა თავში ხელები წყალს როცა მივქონდი.

წამიღო მომცრო ჩანჩქერმა და სპინინგს ხელი არ გავუშვი, ძლივს ამოვფორთხიალდი უკან, ვერც ვერავინ მეხმარებოდა, დიდ ლოდებზე მოდებ ხავს ვებღაუჭებოდი.

მხოლოდ ერთს იძახდნენ: გაუშვი ხელი მაგ სპინინგს და დინებას ცურვით დაუყევიო.

 

ჰოო, მაგ ჭკუაზე ვიყავი, ვაარ და ვიქნები, ეგონოთ მაგათ. :d030:

 

ამოვფორთხდი უკან, მაგრამ კინაღამ გავიყინე შუა ივლისში.

 

კიდევ კარგი დიდი თავი მაქვს და იქ ისეთი ადგილიც არის ტვინის გარდა, სადაც ესეთი შემთხვევებისათვის რაღაც "ილემენტები" ირთვება.

მოკლედ, სათადარიგო ტანსაცმელი ყოველთვის დამაქვს, თავის დიმპიტაურებიანად./დიმპიტაურებში მინიმუმ 2 ZIPPO და რამოდენიმე "ცეცხლგამჩენი" თავის თოკებიანად, მოკლედ კიბორგივით დავდივარ. :haha:

 

რისი თქმა მინდა, როგორც თავიდან ვსთქვი, "სხვაგან" ვაპირებდი დაწერასთქო და შენი ნადავლი ნამეტანი მომეწონა იმის მერე, თუ გავითვალისწინებთ თბილისის ზღვის სიღრმეებს და წყლის ტემპერატურას.

 

მე არ შეგეკითხები აქ ღიად, თუ სად დაყვინთე და სად ინადირე, არა ძამია, ბევრი ავი თვალი უყურებს ჩვენნაირ ფორუმებს, მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს.

 

იარაღი არა, რა დასაყვინთი კოსტუმი გეცვა, ანუ რამდენ მილიმეტრიანი და რა სიღრმეზე ჩადიოდი, მხედველობის არეალი რა გქონდა?

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

საღოლ ძმაო, მაგარი საზნებია :yes:

ნადირობის დროს კალმახისთვის ხომ არ მოგიკრავს თვალი?

 

შებოლილიც გემრიელად გამოიყურება :)

Link to post
Share on other sites

ძალიან გამიხარდა რომ ფორუმს და წყალქვეშა მონადირებს დაგვემატა კიდო ერთი წ–მონადირე.

 

GRENDAIZER მშვენიერი ნადავლია მეგობარო და იმედია კიდო გაგვახარებ ასეთი ლამაზი სურათებით,

Link to post
Share on other sites

სარფი დიდები ვერაფერი ვნახე,

 

e610a897e7fd.jpg

 

c650314b501e.jpg

 

0b3c667df4f3.jpg

 

უკვე მერამდენედ ვტვირთავ ამ სურათებს სულ იშლება

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით! სამსახურის გამო სულ ერთ ამბავში ვარ.... ეგრევე ვერ გიპასუხეთ ხალხნო(((

 

ავთო – გაიხარე ძმაო! ჩემს ბიჭს სანდრო ქვია, მუდმივათ დამყავს სანადიროდ. ჩემს უკან ცურაობს, ყვინთაობს თევზებს უყურებს მე მიყურებს და სწავლობს) მაგრამ როგორც ვატყობ ანკესებისაკენაც თვალი გაურბის.....))) მაგრამ მე მაგ ამბავში არც ისე ბევრი გამეგება(((

 

ელჩი – (ბევრი ავი თვალი უყურებს ჩვენნაირ ფორუმებს) – ეგ რა მითხარი... დასანანია მაგრამ ასეა რა...((( კოსტუმი რა ფირმის არი არც მახსოვს, რო არ მოგატყუო ეს კოსტუმი სულ მცირე 12–13 წელი რაც მაკვს, ადრე დაივინგისთვის ვიყენებდი იყო 4 მილიმეტრიანი. ახლა კი დაიპრესა წნევისგან და ალბათ 2.5 – 3 მილიმეტრი იქნება. დაივინგისთვის სხვა კოსტუმები მაკვს და ეს აღარ მენანება გასაფუჭებლად) სიღრმე – გააჩნია რაზე ვნადირობ... თბილისის ზღვაში სანადიროდ ვარგისიანი საშუალო სიღრმე არის მანდ 7–10 მეტრია, არი ვარიანტი დაბალ სიღრმეზე მაგალითად კარასზე. ანუ თევზს, სეზონს, ამინდს გააჩნია. მხედველობის არეალი მაკსიმუმ 3 მეტრი... ისე 1.5 მეტრი. და თუ ღრმად ჩავდივარ (ჩემთვის ეს 20–21 მეტრი, მეტი აღარ შემიძლია... ვეწეოდი) მაშინ ფანარი აუცილებელია.

 

ქევხო – ვიცი რომ ეს ოხერი ბინადრობს მანდ, მაგრამ სამწუხაროდ არ მინახავს. მაგრათ მინდა დავიჭირო კალმახი, თან იძახიან რომ დიდებიც არიო უკვე !!! ზამთარში მინდა ვცადო, ვიცი სადაც უნდა იყოს მაგ დროს.

 

zaza-04 - ბოლო სურათი ადამიანის სილუეტით მზის სხივებში მაგარი გამოგივიდა!) ბოლოს რო ვიყავი, ამ თვის დასაწყიში ზუსთად იმ ადგილას პლაჟთან არ მისული მშენებლობის წინ ვნადირობდი კეფალზე. საქმაოდ ბევრი იყო. ოღონდ თალღები იყო, ფაკთიურად შტორმი, მაგ დროს კეფალი კარავნებით დადიოდა საკვების მოსაპოვებლად და იკვებებოდა ზუსთად იმ ქვებზე შენს სურათში რომ არი. სარფში ვნადირობ ოღონდ რბილი "ტრაინიკით" და არა "ოდინარნიკით" ნაკონეჩნიკით, დიდი თევზი მანდ რა უნდა იყის ისეთი რო ნორმალური "ტრაინიკით" ვერ აიღო) ისე კი რო გამაზავ და ამ ქვებს რო მოხვდება მერე დედიკო აღარ ეყოლება ნაკონეჩნიკს... :karochera:

Edited by GRENDAIZER
Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

 

 

აი ყოჩაღ. კაი ნადავლია და კარგი რთული სათევზაო მეთოდით დაჭერილიც :yes:

 

 

ეგ მიკვირს სად იყავი აქამდე რომ არ შემოგვიერთდი? :drinks:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...