Jump to content
Club-Monadire.Ge

წყალქვეშ ნადირობა.


Recommended Posts

  • Replies 870
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გამარჯობათ მეგობრებო.დიდი ხანია არ ვყოფილვარ წყალქვეშ და ვერც ფორუმზე შემოვდიოდი სავარაუდოდ გათიშული იყო. მოკლედ რამდრნიმე დღის წინ წავედით მეგობრები ანკესებით თბილისთან ახლოს მიტოვებულ ტბებზე, წყალი

კიდევ ერთი გასეირნება მეზობელ ტბებზე დათბა და დიდი თევზები ბალახებში იმალებიან კიდევ ვიყავი რამდენჯერმე ამ დღის მერე მაგრამ კილოიანზე დიდი საერთოდ არ შემხვედრია ბალახებს ვქექავ მაგრამ აზრი არ ააქ 2 მე

ეს დგევანდელი.    

Posted Images

pescatore

თორნიკე რეხვიაშვილი

ქუთათური

 

 

+1

 

 

100% იანია. თუ ამ ჩათლახ ბრაკონიერებს მიხედავენ , ანკესით თევზს ვერ გადააშენებს კაცი, (მე ასე მგონია) და თუ დანარჩენ პრობლემებს მიხედეს ჩვენც გვეშველება... :yes4:

Edited by TOZI777
Link to post
Share on other sites

ბევრი აკრძალვა კანონში საკამათო და შეუსაბამოა ჩემის აზრით, მაგრამ რახან ეგრე წერია უნდა დავემორჩილოთ. პატიოსანი მეთევზეების და მონადირეების აზრს თუ გაითვალისწინებენ და კანონებს დახვეწავენ უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც.

Link to post
Share on other sites

ძალიან გამიხარდა ასეთი მყვინთავების რაზმის დანახვა! ეგ რო თბილისის ზღვაზე იყოს ერთი 15 - 20 წლის წინ წარმომიდგენია მაშინდელი "მაშველების" რეაკცია თქვენს გამოჩენაზე))) უცხოპლანეტელები ვნახეთო... ითყოდენ რა :blink: ))) ყოველ შემთხვევაში მე თქვენს ასაკში მანდ რო ვყვინთაობდი როგორც კოსმონავტს ისე მიყურებდნენ))

 

(ვნახე ახალი პოსტები და ძალიან მომეწონა თქვენი ნანადირევი და მინდა რომ ერთხელ ერთად წავიდეთ თბილისის ზღვაზე სანადიროდ ან სადმე თუ იცით გამჭირვალე წყალი.) - Lasha.K ეს თუ მე მომწერე, და მე რატომღაც მგონია რომ ეგრეა) კი ბატონო მე ყოველთვის "ЗА" ვარ! სხვათაშორის თბილისის ზღვაზე რო ვიყავი ბოლოს რამდენიმე დღის წინ ძაან ცუდი სიტუაცია დამხვდა სანადიროდ, წყლის დონე დაეწია, მხედველობა ცუდია, თევზი წავიდა სიღრმეში, თან ძალიან "ჩუტკი" გახდა... ახლოს არ გიშვებს უკვე. მოვკალი ერთი საზანი 1.5 კილოზე, მეტი ვერ შევძელი. ვიყავი გაცივებული (სურდო მქონდა) მაგრამ თავი ვერ შევიკავე და მაინც ღრმად ჩავდიოდი, შედეგად მივიღე ყურის მორიგი ბაროტრავმა... აზარტის ბრალია რა)) ერთი ან ორი კვირა ცყალში ვეღარ ჩავალ სანამ არ შემიხორცდება.

 

რაღაც უნდა გითხრათ ეხლა, ოღონდ არ უნდა გეწყინოთ... თქვენთვის არის ეს და უნდა იყოს მნიშნელოვანი!

 

1 - თქვენს სურათებში არსად ჩანს დანა... ყოველ შემთხვევაში იქ სადაც ის უნდა იყოს წესით, არცერთს არ გაქვთ!!!!?

ეს ვეში მერწმუნეთ აუცილებელი რამ არის დაივინგის დროს მითუმეთეს თავისუპალი ყვინთაობის დროს. დაკარგული ბადეები... "კატანკის" ხელა სისქო ლესკები... ზაცეპზე მიტოვებული კაუჩები!!!! მითუმეთეს თბილისის ზღვაში ეგეთი მილიონია, კითხეთ ამ ფორუმზე ვის არ დაუკარგავს მანდ კრუჩოკები ლოქოზე... მე მიპოვია არა ერთი.. იქიდან ორი საქუთარი სხეულით რაზეც სამახსოვროთ დამრჩა შრამები ხელზე და მუცელზე... დანა რომ არა ისეთ სიტუაციაში სიკვდილი გარდაუვალია! რამდენიმე ზედმეთი წამი წყალ ქვეშ და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იქნება...!

 

2 - თუ გეგმაში მაინც გაქვთ ლოქოზე ან სხვა სერიოზული ზომის და წონის თევზებზე ნადირობა, მაშინ ეს სტანდარტული ქარხნული ბაწრის "ნამოტკა" დაივიწყეთ და აუცილებლად დააყენეთ კატუშკა 20 - 30 მეტრიანი ბაცრით ზაპასში! კიდე კაი რო ვერ ნახეთ ლოქო... რადგან იარაღის ისეთი კომპლეკტაციით მის ამოყვანას ვერშეძლებდით მაინც (მითუმეთეს ტრაინიკებით)... ტყუილად გააფუჩებდით ცოცხალ არსებას და ეგ იქნებოდა. თუ კაი ფლაჟოკიბი გაქვს გარპუნზე შეგიძლია 5 - 8 კილომდე თევზი აიყვანო, უპრო დიდს თქვენი იარაღით გაგიჩირდებათ ძალიან და თუ ნახავთ მართლაც დიდ თევზს თყვილად არ უნდა გააფუჩოთ და უნდა იყოთ მზად მასთან საბრძოლელად. ამიტომ დააყენეთ კატუშკები)

 

3 - და ყველაზე საშიში მომენტი რაც ჩანს ფოთოზე.... ისწავლეთ გუნდური ნადირობის უსაფრთხოების წესები!!!! როდესაც ერთ ადამიანს უჩირავს ხელში თოფი და 1.5 მეტრში ზურში "უმიზნებს" მეორეს...!!!!!!!!! დაინტერესდით ამ "იტალოპნევმატების" თოფების კონსტრუქციული ხარვეზების შესახებ! ის ისვრის თვითონ, ოდნავ დააჩერ ხელს თუ არა "ლინესბრასივატელზე" დახვეულ ბაწარს, რათგან "ლინესბრასივატელი" და სასხლეთი მექანიზმი ზოგი ერთ მოდელში ნამეტანი ცუდათ არის დაკავშირებილი რამდენიმე ადამიანი უკვე დაღუპულა და არა ერთს გაეხვრიტა მუცელი მაგრამ გადარჩა, თან ბევრი ეგეთი შემთხვევა მოხვდა ნაპარნიკის შემთხვევითი გასროლით შემიძლია გაჩვენო, არსებობს დაღუპული წყალქვეშა მონადირეების უზარმაზარი სია - ეს სია შექმნილია უბედური შემთხვევების ანალიზისათვის.

 

4 - (ისევ სურათიდან) იარაღის დატენვა ხდება ოღონდ წყალში (თქვენ მოიხსნებით ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან ამის გამო) რადგან ეს ცესი არის დაუწერავი კანონი.

 

ღმერთმა დაგიფაროთ ბიჭებო ასეთი შემთხვევებისაგან! მაგრამ იარაღი თქვენს ხელშია და ის სათამაშო არარის :vinsent:

ლაშა თუ რაიმე ტექნიკური შეკითხვები გექნება ჩემთან ვეცდები გიპასუხო აუცილებლად. წყალზე შევხდებით :drinks:

Link to post
Share on other sites

GRENDAIZER მადლობა რჩევებისთვის. დანას რაც შეეხება წყლიდან ამოსულები ვიყავით სურათები რო გადავიღეთ ორი დანა მიკეთია ერთი ფეხზე ერთი გულზე ბრონიჟილეტის ჯიბეს თუ დააკვირდები დაინახავ + ფეხზე მიკეთია 60 ჩასუნთქვიანი სამაშველო ბალონი. მდინარეზე დანას არ ვიკეთებ ვერ ვიკეთებ წყლის სისწაფის გამო მაძრობს და აუცილებელიც არაა არც ბადეებია და არც ღრმა წყალი. გარპუნის თავებად ზღვაზე ჩანგლებს არ ვხმარობ 1 იანები მაქვს. რაც შეეხება მეექვსე სურათს სადაც ზურგში მიმიზნებს მანდ ტარით არის თოფი ჩემსკენ ყვითელი ტარი ჩანს კარგად, ჰააერში დატენვაზე ნამდვილად მართალი ხარ მაგრამ მდინარეში სადაც მუხლებზე ოდნავ მეტია წყალი სხვანაირად ვერ ხერხდება ჩქარ წყალში ვერ შეხვალ სხვანაირად. თოფებზე თოკები შეცვლილი მაქვს კატუშკა აუცილებელია ლოქოზე და სხვა დიდ თევზებზეც მაგრამ იმ დროს არ მქონდა.

 

65573682685435910878.jpg

Edited by Lasha.K
Link to post
Share on other sites

დღეს ვიყავი საბანაოდ შუადღეს სათვალე და თოფი გავიყოლე და ნახევარისაათი ვიყვინთავე მერე შემცივდა ამოვედი.

 

59857333712859794974.jpg

55821611577835596717.jpg

Link to post
Share on other sites

GRENDAIZER მადლობა რჩევებისთვის. დანას რაც შეეხება წყლიდან ამოსულები ვიყავით სურათები რო გადავიღეთ ორი დანა მიკეთია ერთი ფეხზე ერთი გულზე ბრონიჟილეტის ჯიბეს თუ დააკვირდები დაინახავ + ფეხზე მიკეთია 60 ჩასუნთქვიანი სამაშველო ბალონი. მდინარეზე დანას არ ვიკეთებ ვერ ვიკეთებ წყლის სისწაფის გამო მაძრობს და აუცილებელიც არაა არც ბადეებია და არც ღრმა წყალი. გარპუნის თავებად ზღვაზე ჩანგლებს არ ვხმარობ 1 იანები მაქვს. რაც შეეხება მეექვსე სურათს სადაც ზურგში მიმიზნებს მანდ ტარით არის თოფი ჩემსკენ ყვითელი ტარი ჩანს კარგად, ჰააერში დატენვაზე ნამდვილად მართალი ხარ მაგრამ მდინარეში სადაც მუხლებზე ოდნავ მეტია წყალი სხვანაირად ვერ ხერხდება ჩქარ წყალში ვერ შეხვალ სხვანაირად. თოფებზე თოკები შეცვლილი მაქვს კატუშკა აუცილებელია ლოქოზე და სხვა დიდ თევზებზეც მაგრამ იმ დროს არ მქონდა.65573682685435910878.jpg

 

 

 

არა რა...(((( უბრალოდ არ მესმის რისთვის არის ეს ყველაფერი! წლების მანძილზე იმდენი მიტრიალია ხელში ეს თოფები რომ ცალი თვალიდაც ვხედავ რა და როგორ არი.... ყვითელ ტარიან თოფს პრიალა რესივერი აკვს და არა შავი (ანოდირებული და არა გაკრასკული).... ახალგაზრდას უჩირავს ხელში თეთრ ტარიანი თოპი, დატენილი! და გემიზნებს შენ! ყვითელი ორი ლაქა წყალში კი შენი საკეთარი ფეხები (ლასტები ფაკტია რომ არ გიქეთია).

 

აი ეს გვღუპავს ქართველებს რა(( საქუთარი შედსტომების არ აღიარება და ათასი მიზეზეზის მოგონება.... ოღონდ რისთვის, რატო...((

 

ლაშა თუ კონსტრუქციული რჩევის მიღება შენთვის ისე ძნელია, (რჩევები კი მქონდა არც მასკები გივარგა, გრუზებთანაც დიდი პრობლემები გელის ადრე თუ გვიან...) მაშინ მაპატიე თავს აღარ მოგაბეზრებ და აღარ დავხარჯავ ტყუილად აქ საქუთარ დროსა და ცოდნასა.

 

p.s. კატუშკებიც როგორც ასეთი ამ ბოლო ფოტოზეც კი არსად ჩანს და არც სამაგრები რესივერზე საამისოდ))) ისე ჩანს რომ არც ერთ თოპზე კატუშკა არ ეყენა არასოდეს :scratchchin:

post-1006-0-31190500-1408644460_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

შენიშვნების და რჩევების მიღება აუცილებელია ყველასთვის მითუმეტეს ჩემთვის ხშირად ვერ დავდივარ ზღვაზე და დიდი გამოცდილება არ მაქვს. მაგ სურათზე გაუგებრობაა 2 თოფი უჭირავს ხელში ფეხზე შავი წყლის ბოტი მაცვია ლასტები არა. გრუზებზე პრობლემები მაქვს ზღვაზე ვერ ვხმარობ საერთოდ ქამრიანს(ვერც რეზინის ქამარს ვერც კაპრონიანს) და ჟილეტი მაქ გამოწერილი უნდა ვცადო. კატუშკა 55სმ იანებზე არ დამიმაგრებია არასდროს პატარებს მარტო მდინარეში ვმხარობ. მარესის მაქვს 70სმ იანი თავის კატუშკიანად იმით დავდვარ ზღვაზე ამჟამად პორშინი აქ გატეხილი და დემფერიც და ისვენებს კარადაში.სათვალეები მაქვს შავ სილიკონიანი სიღრმეში არ მტკენს ცხვირს და ძალიან კომფორტულია, ეხლა რაც მაქვს სურათებზე სათვალე ჩქარი და პატრა წყლისთვის მაქვს წაღებული და კარგად ვიყენებ.

 

Cressi Evolution 6 მეტრზე ღრმა წყალში ამას ვხმარობ თუ არ ვარგა ზღვისთვის მითხარით.

Link to post
Share on other sites

ლაშას 544# პოსტის სურათებში, მეოთხე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე სურათში, კარგად დააკვირდით "კალმახის" კუდს.

 

ეგ კალმახი არ არის, ეგ უკვე ორაგულია, ანუ JACK SALMON. :old:

 

ვისაც არ გჯერავთ, სანაძლეოზე წამომსვლელი ვარ სიამოვნებით. :e025:

Link to post
Share on other sites

salamandra

 

:blush2:

 

როგორც იძახის ერთი ჩემი კაი მეზობელი იმერელი ბაბუ - "შენი არ იცოდეო და სხვისი არ გესმოდესო!" ))))

მე კი მართლა არ მენანება თუ ვინმეს შემიძლია რო დავეხმარო, ჩემს დროს ინტერნეტი არ იყო... ვსცავლობდი საქუთარ შედსტომებზე და გამოცდილებიდან გავიგე ისეთი ნუანსები რაზეც წიგნებშიც კი არ ეწერა. ახალგაზრდა რომ ვიყავი მეც ჩემი თავი რემბო მეგონა)))) მაგრამ კარგ დროს მივხვდი თუ რა სერიოზული ძალა ემელება ცოდნაში და არა " რემბოებში". დღესაც ვსცავლობ! არ მერიდება ვიკითხო თუ რამე არ ვიცი ან არ მესმის! მირჩევნია ერთხელ ვიკითხო და გავერკვე საკიტხში, რომ მეორედ აღარ დამჩირდეს))) ამაში სამარცხვინო არაპერი არარი, სამარცხვინოა სულ სხვა (მაგრამ ამაზე აღარ ღირს ლაპარაკი).

Link to post
Share on other sites

ეხლახანს ამოვედი მდინარიდან ძლივს მოდიოდა წყალი კრგახანია არ უწვიმია არც თევზი აღარაა დიდი კალმახი არ შემხვედრია 76450375521796679993.jpg

Link to post
Share on other sites

ლაშა შენ შემოგევლე ერთ აუცილებელ რამეს მიაქციე ყურადღება და მომავალში წესად იქონიე.ეს არაა ჩემი მოგონილი.ასეა მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში.ფორუმზე გამოწელილ-გამოფატრული,დასახიჩრებული,ტალახით ან სისხლით მოთხუპნული თევზის სურათის, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ,დადება არ შეესამაბემა ეთიკურ ნორმებს.იმედია გამიგებ არ მიწყენ :hi:

Link to post
Share on other sites

გუშინ რაც მოხდა უნდა დავწერო რა!

მოკლედ სახლში პრობლემები... ბიზნესში ჩავარდნა... სამუშაო არარი... მოკლედ უხასიათოდავარ მაგრათ!

მაგ დროს მშველის ორი რამ - ან მთაში წასვლა ალპინისტურად ან წყალქვეშ) მთაში ვერ წავიდოდი დროის უქმარისობის გამო, და წავედი თბილისის ზღვაზე. დიდი ხანია გადაწყვეტილი მაკვს ლოქოზე ნადირობა (ოღონდ სერიოზულად და სერიოზულ ეკზემპლიარზე) ტროფეიზე ასე ვთქვათ! გუშინ შევცვალე 8 ტოჩკა, დავარტყით 2 წრე ზღვის გარშემო... და კვალს მივაგენი. აღმოვაჩინე პერსპიკტიული ადგილი და დავიწყე ტერიტორიის შესცავლა. ბნელი და ვიწრო ადგილებით სავსე ტერიტორია... ერთერტ ჩაყვინთვაზე დავინახე ისეთი რამ... რო ნუ უბრალოდ არ ვიცი ეს არსება თევზით როგორ დავარკვა!!!! ისიც არ ვიცი ზუსთად ეს კარპი იყო თუ საზანი... იმდენათ დიდი იყო რომ მოძრაობისას ფრაგმენტებად ჩანდა (იმდენად დიდი იყო რომ ერთიანად ვერ დავინახავდი) ან და მხედველობა წყალში იყო 120 - 150 სმ. არანაკლები!!! თავიდან დავიბენი, პსკერზე ვიწეკი ის რო გამოჩნდა. ჩემზე თვიტონ გამოვიდა მარჯვენა მხრიდან თოფი კი მარცხნივ მკონდა მიმართული. როცა დავინახე გამოვშტერდი, მუცელი გქონდა ფეხმძიმე ქალივით!!! უზარმაზარი ტერი - მოყვითალო გაბერილი მუცელი. 15 კილოგრამიანები მინახავს უკრაინაში კონევსკოის წყალსაცავზე ეს კი იყო იმათთან შედარებით თითქმის ორჯერ დიდი! თან ეს არანორმალურად უზარმაზარი მუცელი! ეგეთი თევზი ჩემი აზრით წონით გაქაჩავდა 22-25 კილოზე.... ჩემს გვერძე ნახევარ მეტრში გაჩერდა შემომხედა და ნაზად აუჩწარებლად ადგილზევე დაიცყო დატრიალება (აი ზუსთად ამ დროს ვხედავდი ფრაგმენტებად მისი სხეულს) და საიდანაც მოვიდა ზუსთად იმ კურსით ნელ ნელა წავიდა. ვერგადმოგცემთ თუ რახთებიდა ჩემს თავში და საერთოდ რა დღეში ჩავარდი... სანამ ეს "გრუზავიკი" ადგილზე დატრიალდა მეც აუჩქარებლად მოვატრიალე იარაღი და დავუმიზნე... ბოლოს ნქონდა 2-3 წამი გასროლისთვის, რაც იყო საკმარისსე მეტია. მაგრამ არ გავისროლე.... ეხლაც თვალწინ მიდგას ეს სურათი - დამიზნული იარაღის ფონზე უზარმაზარი ზურგი რომელის სილუეტი ნელ ნელა ქრება სიბნელეში.

 

მინდა გითტხრათ არ ვნანობ, რო გავაანალიზე მივხვდი რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება გამეშვა მაშინ ეს რელიკტი. ეხლა ოღონდ არ დამცინოთ რა.. მაგრამ რაღაცნაერი სიამაყის გრძნობა გამიჩნდა რომ ისეთი თევზები არსებობენ ჩვენთან!!!! და ეგეთს თუ დაიჭერს კაცი უნდა ჩემის აზრით აწონოს, დაზომოს, გადაიღოს სურათი და გაუშვას!!!

 

გუშინდელმა შოკში ჩამაგდო, წუხელ ღამე არ მიძინია მშვიდად, სულ იმაზე ვფიქრობდი... დღეს წავედით ისევ იქ, ისევ დასაზვერად, რათქმაუნდა გუშინდელი ბაბუ ვეღარ ვნახე)) ავიღე იქვე ორი თევზი, ერთი 3200 მეორე კი 1300კგ. ან და ორივე ერთად იმასთან შედარებით როგორც ლიპსიტია ისე))

 

ჩავძვერი ინტერნეტში მეთქი რამე გავიგო იქნებ ყავდეს ვინმეს ზღვაზე დაჩერილი ეგეთები, მაგრამ ბევრი ინფორმაცია ვერაფერი ვნახე(( იქნებ იცით ვინმემ რამე, მაქსიმუმი რა ზომის კარპი ან საზანი დაუჭერიათ და როდის? და თუ არი ეგეთი თევზი (იმედია ეს ბოლოს შემორჩენილი და ერთადერთი ეკზემპლიარი არ იქნება!) მაშინ უბრალოდ ვერ იჭერენ ანკესებზე ეგრე გამოდის, წარმომიდგენია რა ძლიერი უნდა იყოს ასეთი თევზი!!!! სხვათაშორის 6-8 კილოიანი კარპი ბევრად დიდ წინააღმდეგობას მიწევს ხოლმე ვიდრე ორჯერ დიდი ლოქო, ლოქო უფრო მალე იღლება და ისეთი "რესკი" რივოკები არაკვს.

post-1006-0-88095900-1408941138_thumb.jpg

post-1006-0-04069900-1408941375_thumb.jpg

Edited by GRENDAIZER
Link to post
Share on other sites

ვაიმე როგორ დამაინტრიგებელი და საინტერესო ფაქტია! იმედია კდიევ შეგხვდება და ამ სასწაულს მერე ჩვენც ვიხილავთ შენი დახმარებით!

Link to post
Share on other sites

TOZI777 ანუ ფიქრობ რომ უნდა გამესროლა მაშინ არა? არვიცი რა მეც უკვე მაგარ ლომკებში ვარ რა((( ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი ტიპი იყო, რო ვუყურე ნატურალისტმა აჯობა ჩემში მონადირეს, და ამიტომ ალბათ არ ვესროლე.... მოკლედ არ ვიყავი მზად ისეთი შეხვედრისთვის... სადმე ვოლგაზე ან დნეპრზე კი ბატონო... მაგრამ არა თბილისის ზღვაში რა! უბრალოდ არ ველოდი...

Link to post
Share on other sites

ყოჩაღ მეგობარო,კარგია რომ არ ესროლე--მისი ლანდი აღარ მოგასვენებს და კიდე ბევრჯერ ჩაგაყვინთვინებს მაგ ადგილას :) :) :)

Link to post
Share on other sites

GRENDAIZER

არა სროლა არე მიგულისხმია, ან ფოტო ან კიდევ სხვა გაგრძელების ისტორიას მოვისმენთთქო მაგ ვთქვი. ინტრიგაში ეგ ვიგულისხმე ;)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...