Jump to content
Club-Monadire.Ge

საკვებად ვარგისი სოკოები.


Recommended Posts

ბებერასოკო (Leccinum crocipodium, Krombholzia nigrescens),

ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. ქუდის ზედაპირი დახეთქილია და შეფერილია მოყვითალპდან მუქ ყავისფრამდე, ქვედა მხარეს განვითარებული აქვს მოყვითალო მილები. რბილობი ყვითელია, ზოგჯერ მოწითალო, ჰაერზე სწრაფად მუქდება. ფეხი სწორია, წიბოვანი, მოყვითალო, დაფარული მუქი წვრილი ქერცლით. წააგავს არყისძირას. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, განსაკუთრებით წიფლნარებში ზაფხულსა და შემოდგომაზე. საჭმელად იხმარება ახალი და დამუჟუჟებული, ჩვენში შეცდომით ბოლეტუსისებრთა სხვა წარმომადგენლებსაც ხშირად ბებერასოკოს უწოდებენ.

Link to post
Share on other sites
  • Replies 350
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ასეთი თუ გინახავთ რამე ?თევზაობდე და ნიყვებს იჭერდე?

სპეციალურად სოკოებზე არც ისე ხშირად დავდივარ. სამწუხაროდ ნადირობის სეზონის "ცხელ" დღეებს ემთხვევა სოკოს გამოჩენა და რასაკვირველია, თუ დრო მაქვს, პირველ რიგში ნადირობაზე ვფიქრობ. ისე, სანადიროდ რო

Posted Images

მინდვრის სოკო

 

(Clitocybe nebularis)

 

, ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ნახევარსფეროსებრია, სქელრბილობიანი, ღია ან მუქი ნაცრისფერი. თავდაპირველად მშრალი ფიფქოვანი ზედაპირი აქვს, შემდეგ კი — შიშველი. ფირფიტები მოთეთროა, შეზრდილია ან ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი. აქვს თეთრი ფეხი, რომელიც ძირში ბოლქვივითაა გამსხვივებული. იზრდება ტყის მდელოებზე, მინდვრებსა და საძოვრებზე ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად იხმარება ახალი.

Link to post
Share on other sites

ვერხვისძირა

 

(Leccinum aurantiacum, Boletus versipellis)

 

, ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. ქუდი 4-20 სმ-მდე დიამეტრისაა, ზედაპირი — ნარინჯისფერი ან ნარინისფერ-წითელი, შიშველი ან ქეჩისებრი. მოთეთრო ფეხი ძირისაკენ მსხვილდება და დაფარულია მოგრძო თეთრი, ყავისფერი ან მოშავო ქერცლით. რბილობი თეთრია, ჰაერზე ჯერ ლურჯდება, შემდეგ კი შავდება. ძირითადად იზრდება ვერხვნარებში, გვხვდება სხვა ფოთლოვან და შერეულ ტყეშიც, ზაფხულში და შემოდგომით. ზოგჯერ ამ სოკოს ვერხვისქვეშასაც უწოდებენ. იჭმება ახალი, დამუჟუჟებული და გამხმარი.

Link to post
Share on other sites

საკვებად ვარგისი სოკოები

 

 

 

 

სოკო არის მცენარე რომელის მოპოვებასაც ხშირად არანაკლები აზარტი აქვს ნადირობასა და თევზაობაზე

 

 

 

.ალბათ დამეთანხმებიან ის ადამიანები ვისაც აქვთ სოკოს ძებნისა და მოგროვების გამოცდილება. მსურველმა აუცილებლად კარგად უნდა იცოდეს შხამიანი და ვარგისი სოკოს ცნობა! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება თქვენს სიცოცხლეს საფრთხით დაემუქროს.

სოკო იზრდება მიცელიუმზე რაც მისი ფესვის მაგივრობას წევს .გამრავლება კი იმავე სპორებით ხდება.ჩვენში ძირითადად გავრცელებულია ქუდ-ფეხიანი სახეობები რომელთა რაოდენობა ხუთასზე მეტ ჯიშს მოიცავს . ამათგან მხოლოდ რამოდენიმე ათეულია საკვებად ვარგისიანი. ოც სახეობამდე კი შხამიანი და მისი გამოყენება საკვებად კატეგორიულად მიუღებელია.

არის სოკოები რომლებსაც გადატეხვისას თეთრი ფერის რძისმაგვარი სითხე გამოსდის და ნელნელა ფერის ცვლას იწყებს ,( მაგ:არყა და მჭადა) ეს საშიში არ არის გამომდინარე იმიდან რომ ასეთი სახეობები შეიცავენ ქრომოგენებს.

სოკოს იყენებენ მოხარშულს ,შემწვარს, გამშრალს და დამწნილებულსაც კი.რამოდენიმე სახეობის მირთმევა შეიძლება უმადაც(მაგ : ქამა,ნიყვი)

არის შემთხვევები როცა საკვებმა სოკომაც გამოიწვია მოწამვლა.ზოგჯერ ეს გამოწვეულია თვით სოკოს ტოკსინებით ზოგჯერ კი თვითონ მომხმარებლის ორგანიზმს უჭირს სოკოს გადამუშავება(შეგახსენებთრომ სოკო ძნელად მოსანელებელი პროდუქტია) .

მოწამვლის შემთხვევაში პირველადი დახმარება აუცილებელია.!!! თუ მოწამლულს უცივდება კიდურები აქვს თავბრუსხვევა , ღებინების შეგრძნება , მაჯის ცემის შენელება , ბინდი თვალებზე , კუჭის უეცარი აშლილობა აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ამორეცხვები თბილი წყლით , როგორც კუჭის აგრეთვე ნაწლავების. მივცეთ რძის პროდუქტები(სასურველია ყველი) შემდეგ კი გადავიყვანოთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში.

მინდა ვურჩიო იმ ადამიანებს რომლებიც პირველად აპირებენ გასვლას სოკოს მოსაპოვებლად!პირველი ვიზიტი ტყეში ამ საქმეში გამოცდილ პარტნიორთან ერთად გააკეთონ . ამით აიცილებთ გაუთვალისწინებელ შედეგებს.

წარმატებებს გისურვებთ ბუნების მოყვარულებო ამ ძალიან აზარტულ და საინტერესო სახეობაში.თან სოკოს მირთმევა ხომ დაუვიწყარი სიამოვნებაა!

ქვემოთ წარმოგიდგენთ საქართველოში გავრცელებულ საკვებად ვარგისიან სოკოს სახეობებს.

Link to post
Share on other sites

ნიყვი(სოკოწითელი)

 

bf980060cf9b.jpg

 

საუკეთესო ხარისხის საჭმელი სოკოა.იზრდება წიფლნარში მუხნარში(აგვისტო სექტემბერში) და იშვიათად გვხვდება სხვა ფოთლოვან ტყეებში.ამოდის ნოტიოიან ფერდებზე და ხავსიან ბორცვაკებზე.ქუდი მოწითალო ფორთოხლისფერია,ფეხი ღია ყვითელი,ფეხზე აქვს გარშემორტყმული თხელი თეთრი ან მოყვითალო არშია.ძირში კი თეთრი თოფრაკია.ნიყვის ქუდის ზომა ზოგჯერ 25 სანტიმეტრს აღემატება.

დიდი რაოდენობით მოიპოვება დასავლეთ საქართველოში. ბაღდათში, რაჭა- ლეჩხუმში და ოკრიბაში.

მიირთმევენ ახალს , ძირითადათ შემწვარს.

Link to post
Share on other sites

მიქლიო (ქათმისბარკალა)

 

a8108f3b4228.jpg

 

გემრიელი სოკოა .იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში.ზაფხულზე და შემოდგომაზე.უყვარს ტყის ნაკადულების განაპირა ნეშომპალიანი ადგილები.ძირითადად საქართველოში გვხვდება ყვითელი ან ღია სტაფილოსფერი შეფერილობის . აქვს წაგრძელებული ძაბრისებური ფორმა და შენიკბული ქუდი . ქუდის ზომა აღწევს ათ სანტიმეტრამდე . აქვს სამკურნალო თვისებები და იყენებენ ფარმაციაში.

მიირთმევენ ახალს , დამუჟუჟებულს და შემწვარს.

Link to post
Share on other sites

წითლუა( ბღავანა)

 

deda080d5a89.jpg

 

ეს სოკო თეთრი ფეხითა და წითელი ქუდით გვხვდება როგორც შერეულ ასევე წიწვოვან ტყეებში. ქვემოდან თეთრია . ამოდის ვაკე ნოტიო ადგილებში ერთეულებად.გემრიელი სოკოა,მაგრამ ხშირად მატლით დაზიანებულს შეხვდებით.

იყენებენ შემწვარს სხვა ხრაშუნა სოკოებთან ერთად. ამზადებენ მწნილადაც.

Link to post
Share on other sites

არყა

 

bcd56a379279.jpg

 

არყა განეკუთვნება რძიანა სოკოების კლასს.ის არის თეთრი ფერის, ქუდი ახლად ამოსულს აქვს ქვემოთ ოვალურად დაზნექილი. ზრდასრულს კი ზემოთ მიშვერილი და ძაბრისებური.ქვემოდან მჭიდროთ განლაგებული ფირფიტებით ხასიათდება.გადატეხვისას ჟონავს რძისმაგვარი სითხე რომელიც დროდადრო ღებულობს მოლურჯო ან ცისფერ ფერს ,მოგვიანებით კი მუქი ყავისფერი ხდება. იზრდება ფოთლოვან ტყეებში თითქმის ყოველგვარ პირობებში.არის მწარე გემოსი,მაგრამ ამ ნაკლის მოცილება ორჯერ მოხარშვით შეიძლება და ამის შემდეგ არყა ხდება ძალიან სასიამოვნო გემოს საკვები.მოხარშულს წვავენ და აწყობენ ქინძძმარში. ხრაკავენ ხახვთან ერთად და ამწნილებენ კიდევაც.გვხვდება ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

Link to post
Share on other sites

მჭადა (ჭეჭკეტა)

 

c9bd09df46d2.jpg

 

მჭადა სოკო განეკუთვნება რძიანა სოკოებს და არის ძალიან გემრიელი პროდუქტი. ამოდის ზაფხულზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ხავსიან წითელმიწა ადგილებში.ხშირად გვხვდება იელისა და შქერის ბუჩქების ჩრდილებში.ასევე იზრდება წიწვოვან ტყეშიც.

მჭადას ღია მოყავისფრო ან ნარინჯისფერი ქუდი და ძირი აქვს.ქვემოდან თხელი ფირფიტებია განლაგებული რომელიც თვით სოკოს ფერია(ოდნავ ღია). ქუდი ლორწოიანია და სრიალა.გდატეხვისას გამოყოფს მოყავისფრო ნარინჯისფერ რძეს. ამზადებენ პომიდვრით და ხახვით,იჭმევა უმადაც, შემწვარიც და დამუჟუჟებულიც საუკეთესოა.

Link to post
Share on other sites

ქამა ( შამპინიონი)

 

f1eb35e86d43.jpg

 

ქამა სოკო საქართველოში ძალიან ცნობილი სოკოა. როგორც ვიზუალურად აგრეთვე თავისი გამორჩეული სუნით და არომატით.იზრდება ძირითადად მინდვრებში და ტყის განაპირა მოლებზე.ცოტა რაოდენობით გვხვდება ტყეებში.წარმატებულად მოჰყავთ სასათბურე მეურნეობებშიც.

ქამა თეთრი სოკოა , ქუდი და ძირი თეთრი ფერისაა , ხოლო ქვემოდან განლაგებული მჭიდრო ფირფიტები მოყავისფრო მელნისფერია , ძველი კი მუქი ყავისფერი. ქამას რამოდენიმე სახეობა არსებობს : მინდვრის , მოლის და გიგანტური ქამა.გიგანტურ ქამას იმერლები წერესტოს ეძახიან.ქამას ქუდის ქვემოთ ძირზე აქვს თხელი არშია შემოყოლებული,ზოგჯერ ორიც.

ამზადებენ ბევრ სხვადასხვა კერძს , სალათებს , შემწვარს და ქუდის კან გაცლილს მიირთმევენ უმადაც.ძალიან გემრიელი და უწყინარი სოკოა.

Link to post
Share on other sites

ენა სოკო

 

7ae2f2359f49.jpg

 

იზრდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ზაფხულიდან დაზამთრებამდე.აქვს მოგრძო ტანი რომელიც ზედა ნაწილში მსხვილდება ,ძირში წვრილია და ოდნავ უხეში. სიგრძე 10 სანტიმეტრამდე აღწევს ,სიმსხო კი 1 სანტიმეტრადე დიამეტრში.ამოდის პატარა ჯგუფებად. თავიდან კრემისფერია,შემდეგ მოყვითალო და ბოლოს ნაცრის ფერში გადადის.გემრიელი სოკოა .გამოიყენება ახალი.

Link to post
Share on other sites

მტრედიო

 

58c81ba390ad.jpg

 

მტრედიო გემრიელი საკვები სოკოა.იზრდება ფოთლოვან ტყეებში,უყვარს შემაღლებული ბორცვაკები .ქუდი 8-10 სანტიმეტრი დიამეტრისაა,ფეხი 5-7 სანტიმეტრს აღწევს სიგრძით. ქუდის ფერი მომწვანომონაცრისფროა რომელიც ზოგჯერ ძალიან მკრთალია. ქვემოდან ფირფიტები თეთრი მოყვითალო ფერისაა. ახალი ქუდი შეზნექილია და შემდეგ კი გაშლილი.ცვარიანში ქუდი სრიალა და ლორწოვანია. არ გამოირჩევა მკვეთრი სოკოსთვის დამახასიათებელი გემოთი. ოდნავ მომწარო გემოსია.კარგია შემწვარი და დამწნილებული.

Link to post
Share on other sites

დათვა სოკო

 

39a9d4496152.jpg

 

დათვა სოკო ძირითადად წიწვოვანი ტყეების მოყვარულია მაგრამ ასევე ხშირად გვხვდება შერეულ ტყეებშიც.ქუდი სქელი და მრგვალი ფორმისაა ფეხი კი მსხვილი და ქუდისაკენ ოდნავ შევიწროებული. ქუდის ფერი მურა ფრისაა ახალი ღია ყავისფერი ან წაბლისფერიც შეიძლება.იზრდება დიდი ,ქუდის დიამეტრმა შეიძლება 30 სანტიმეტრამდე მიაღწიოს.ქვემოდან ჰიმენოფორითაა დაფარული რომელიც თეთრიდან დროთა განმავლობაში მოყვითალო მომწვანო ფერის ხდება. ძვირფასი საკვები სოკოა იზრდება გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლი.გამოიყენება მრავალი მომზადების წესით.

Link to post
Share on other sites

ირმის რქა

 

5de5c6d8f888.jpg

 

საჭმელი სოკოა ,იზრდება ზაფხულის განმავლობაში ფოთლოვან ტყეებში.ყვითელი ფერისაა და გვხვდება თეთრი ოდნავ მონაცრისფროც. ძალიან დატოტვილია წვრილი ამონაზარდებით ,ფესვი კი ერთიანი და მკვრივია.იზრდება ინდივიდებათ რომელიც ერთ ტერიტორიაზე შესაძლებელია მრავლად იყოს. საკვებად გამოიყენება მხოლოდ ახალი.ძველის ამოცნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს . რადგან დაძველებულს წამონაზარდები უჭკნება და ობის დიდ რაოდენობას აგროვებს.

Link to post
Share on other sites

მანჭკვალა

 

29e12fc62fe6.jpg

 

მანჭკვალა გემრიელი და უწყინარი საჭმელი სოკოა. ამოდის ზაფხულის ბოლოს ფოთლოვანი ხის დამპალ ნაწილებზე და ფესვებზე. ქუდი 3-10 სანტიმეტრი სიფართისაა,ფეხი წვრილი 7-15 მილიმეტრის.ფეხი მიწისაკენ მუქი ყავისფერია ,ქუდისაკენ კი ღიავდება.ქვემოდან ფიფრფიტები დაცილებულია ერთმანეთისაგან 1-2 მილიმეტრით. არის მოყავისფრო მოყვითალო ფერის .მუხის ან წაბლის ხეზე ამოსული მოშავო მოლურჯო ფრი გადაჰკრავს.ფეხზე ქუდთან ახლოს შემოყოლებული აქვს თხელი არშია. ახალი ამოსული ნახევარსფეროსებრია და ფეხთან მიზრდილია. რბილობი თეთრი ფერისაა გადატეხვისას . იყენებენ ახალს , მოხარშვის შემდეგ შემწვარს და ახმობენ კიდეც.

Link to post
Share on other sites

კალმახა (ხეთამხალი)

 

ae7440293185.jpg

 

კალმახა ერთერთი საუკეთესო საკვებად ვარგისი სოკოთაგანია.ამოდის გადაჭრილი ფოთლოვანი ხის ძირებზე ჯგუფურად შემოდგომაზე.ქუდი 5-15 სმ-ია.ფეხი ქვემოთ ვიწრო და ქუდისაკენ თითქმის ქუდის ზომის. ზემოდან მუქი ნაცრისფერია მომწვანოც გადაჰკრავს ხოლო დიდი უფრო ღიავდება და მოყვითალო მონაცრისფრო ხდება.ფირფიტები თეთრი ფერისააქვს და ერთმანეთს დაცილებული. ადვილად მოსაყვანი სოკოა სასათბურე პირობებშიც.კარგი პირობების შექმისას 1 კგ მიცელიუმი იძლევა 70 კგ-მდე ნაყოფს. იყენებენ როგორც ახალა აგრეთვე გამხმარს და დამწნილებულს. არ გამოირჩევა მძაფრი სოკოს არომატით.

Link to post
Share on other sites

შავჩოხა

 

0f48ec6bd6a1.jpg

 

საკვებად ვარგისი სოკოა. იზრდება შემოდგომაზე წიწვოვან ტყეებში ნიადაგზე მოფენილ წიწვეში ან ხავსიანი საფარის ქვეშ.განსაკუთრებით მრავლად გვხვდება ფიჭვის ტყეში. მცირე ზომისაა ,ქუდი 3-7 სანტიმეტრის დიამეტრისაა ფეხი კი 7-10 სანტიმეტრი სიგრძისა და 1-1.5 სანტიმეტრი სიმსხოსი. ზემოდან ქუდი შუა ნაწილში ამოზნექილია და ნაცრისფერია,ქვემოდან კი თეთრია და ერთმანეთზე 2-3 მილიმეტრით დაცილებული ფირფიტები აქვს . ფეხიც მოთეთროა. სოკოს სუნი მკრთალი და ნაზი აქვს. ამოდის ინდივიდებად ,ერთ უბანზე შესაძლებელია იყოს მრავლად.კარგი სოკოა ოდნავ მომწარო გემო აქვს .ამის გამო ხარშავენ და შემდეგ წვავენ ან კაზმავენ მოხარშულს. გამოიყენება დამწნილებულიც.

Link to post
Share on other sites

ღვინიო

 

1bcc07172783.jpg

 

ღვინიო ისევე როგორც ზემოთჩამოთვლილი სოკოები გემრიელი საკვებად ვარგისი სოკოაღიზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე. ქუდი 5-10 სანტიმეტრი დიამეტრისაა , მრგვალი და კიდეებზე ოდნავ მოხვეული.მონაცრისფრო მომწვანო ანიისფერი ჩრდილიც გადაჰკრავს. ნამიანზე წებოვანია .ქვემოდან კი ხშირი ფირფიტები აქვს და თეთრი ფერისაა.ფეხი 1-3 სმ დიამეტრის და 10-12 სანტიმეტრი სიგრძისაა,ისიც თეთრი ფერისაა. მტვრევადი სოკოა მსუბუქად გამოკვეთილი სოკოს სუნით.იყენებენ შემწვარს ,დამწნილებულს და სხვადასხვა სანელებლებით მომზადებულს.

Link to post
Share on other sites

ხოხბისმკერდა.

 

d54e18c8bded.jpg

 

ამ სოკოს კახეთში ხოხბისმკერდას ეძახიან, ძალიან გემრიელია შემწვარი, სოკოზე რომ ვარ ვცდილობ მხოლოდ ეს სოკო დავკრიფო .

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ეს წერეწო(წეროსწვივა) გასულ შემოდგომაზე ვნახე . 2 იყო ერთად,ამოდენები მართლა არასოდეს არ მინახავს. ორივე ერთად კილომდე იქნებოდა.

post-2-0-83028300-1329674846_thumb.jpg

post-2-0-21166700-1329674850_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ეს კი ფოტო განწყობისთვის. ძალიან მენანება ასეთი სურათები ტელეფონით გადავიღო მარა თავს ზემოთ ძალა არააო ხომ გაგიგონიათ? :yes:

დედა ბუნების შედევრია ნამდვილი. აქ არ ვიცი როგორ ჩანს მარა რეალში საოცარი სილამაზე იყო.

post-2-0-06703400-1329675098_thumb.jpg

post-2-0-98566800-1329675101_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 6 months later...

რადგან მწყერი აღარაა ,ქათამი კი არ ჩქარობს ბარში ჩამოსვლას ტყეში ხეტიალის ეს გზაც არსებობს სიამოვნების მისარებათ და გავძვერით დღეს აჯამეთის ტყეში მე და არხეინა. რომ მივედით ადგილზე იმდენი მანქანა იდგა ადგილი ძლივს მოვნახეთ ანქანის დასაყენებელი :e025: ცოტა ვიხეტიალეთ და საკმარისზე მეტი სოკო მოვიძიეთ. ქამა ,ნიყვი,წერეწო,მტრედიო,მუხისძირა,წითლიო .აპარატი დაუენავი ყოფილა და მარტო რამოდენიმე სურათი მოვასწარი. კარგადაა სოკო ვისაც სიარული არ ეზარება .

 

რა ლამაზია ეს დალოცვილი სოკოწითელი,რო დაინახავ გეგონება დიდი განძი ვიპოვეო :e025:

 

9097d4b0fa2b.jpg

 

e4bda6362360.jpg

 

3aa253f63a14.jpg

 

b9eb5ea8a428.jpg

 

80f87ee5dd31.jpg

Link to post
Share on other sites

ზუსტად მეც ეგეთი გრზნობა მაქვს ნიყვის პოვნისას, ასე გეგონება კაცს, ოქროს ზოდი იპოვეო. დალოცვილი რამაა. სამწუხაროდ წელს ვერ წავედი ნიყვის სეზონზე რაჭაში.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...