Jump to content
Club-Monadire.Ge

საკვებად ვარგისი სოკოები.


Recommended Posts

საკვებად ვარგისი სოკოები. ფოტო გადმოაწყვეთ. http://www.monadire.ge/forum/index.php?showtopic=595

 

სოკოები, (Mycetes ანუ Fungi), ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვი, ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.

 

სოკოები მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები — მიკროცეტები და დიდნაყოფსხეულიანი ქუდიანი სოკოები, აბედა სოკოები და სხვა — მაკრომიცეტები. ობის სოკოები, სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა ფერის (თეთრი, შავი, მწვანე და სხვა) ნაფიფქს (ობს) საკვებ პროდუქტებზე, ხილზე, მცენარეულ ნარჩენებზე, ტყავსა და სხვა საგნებზე. მიეკუთვნებიან სხვადასხვა სისტემატიკურ ჯგუფს: ზიგომიცეტებს, ასკომიცეტებს და უსრულ სოკოებს. ცნობილია პურის ობი (Mucor mucedo), აგრეთვე Rhizopus-ის გვარის წარმომადგენელთაგან გამოწვეული ობი სხვადასხვა პროდუქტებზე (პური, მურაბა, ხილი) და სხვა. ზოგი ობის სოკოები სახლდება მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებზე და აფუჭებს მათ, ზოგიერთი იწვევს ადამიანისა და ცხოველთა მიკოზებს, მცენარეების დაავადებებს, მათი ტოქსინები წამლავს ცხოველებსა და ადამიანს. ზოგს კი მაღალი ფერმენტული აქტივობის გამო წარმოებაში იყენებენ, მაგ., Aspergillus niger-ს - ლიმონის მჟავას, პენიცილიუმის ზოგ სახეობას — პენიცილინისა და სხვა ანტიბიოტიკების მისაღებად, Penicillium roquefortii-ს და Penicillium camembertii-ს — ყველის (როკფორი და კამამბერი) დასამზადებლად და სხვა.

 

 

 

 

.ალბათ დამეთანხმებიან ის ადამიანები ვისაც აქვთ სოკოს ძებნისა და მოგროვების გამოცდილება. მსურველმა აუცილებლად კარგად უნდა იცოდეს შხამიანი და ვარგისი სოკოს ცნობა! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება თქვენს სიცოცხლეს საფრთხით დაემუქროს.

სოკო იზრდება მიცელიუმზე რაც მისი ფესვის მაგივრობას წევს .გამრავლება კი იმავე სპორებით ხდება.ჩვენში ძირითადად გავრცელებულია ქუდ-ფეხიანი სახეობები რომელთა რაოდენობა ხუთასზე მეტ ჯიშს მოიცავს . ამათგან მხოლოდ რამოდენიმე ათეულია საკვებად ვარგისიანი. ოც სახეობამდე კი შხამიანი და მისი გამოყენება საკვებად კატეგორიულად მიუღებელია.

არის სოკოები რომლებსაც გადატეხვისას თეთრი ფერის რძისმაგვარი სითხე გამოსდის და ნელნელა ფერის ცვლას იწყებს ,( მაგ:არყა და მჭადა) ეს საშიში არ არის გამომდინარე იმიდან რომ ასეთი სახეობები შეიცავენ ქრომოგენებს.

სოკოს იყენებენ მოხარშულს ,შემწვარს, გამშრალს და დამწნილებულსაც კი.რამოდენიმე სახეობის მირთმევა შეიძლება უმადაც(მაგ : ქამა,ნიყვი)

არის შემთხვევები როცა საკვებმა სოკომაც გამოიწვია მოწამვლა.ზოგჯერ ეს გამოწვეულია თვით სოკოს ტოკსინებით ზოგჯერ კი თვითონ მომხმარებლის ორგანიზმს უჭირს სოკოს გადამუშავება(შეგახსენებთრომ სოკო ძნელად მოსანელებელი პროდუქტია) .

მოწამვლის შემთხვევაში პირველადი დახმარება აუცილებელია.!!! თუ მოწამლულს უცივდება კიდურები აქვს თავბრუსხვევა , ღებინების შეგრძნება , მაჯის ცემის შენელება , ბინდი თვალებზე , კუჭის უეცარი აშლილობა აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ამორეცხვები თბილი წყლით , როგორც კუჭის აგრეთვე ნაწლავების. მივცეთ რძის პროდუქტები(სასურველია ყველი) შემდეგ კი გადავიყვანოთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში.

მინდა ვურჩიო იმ ადამიანებს რომლებიც პირველად აპირებენ გასვლას სოკოს მოსაპოვებლად!პირველი ვიზიტი ტყეში ამ საქმეში გამოცდილ პარტნიორთან ერთად გააკეთონ . ამით აიცილებთ გაუთვალისწინებელ შედეგებს.

წარმატებებს გისურვებთ ბუნების მოყვარულებო ამ ძალიან აზარტულ და საინტერესო სახეობაში.თან სოკოს მირთმევა ხომ დაუვიწყარი სიამოვნებაა!

ქვემოთ წარმოგიდგენთ საქართველოში გავრცელებულ საკვებად ვარგისიან სოკოს სახეობებს.

Link to post
Share on other sites
  • Replies 350
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ასეთი თუ გინახავთ რამე ?თევზაობდე და ნიყვებს იჭერდე?

სპეციალურად სოკოებზე არც ისე ხშირად დავდივარ. სამწუხაროდ ნადირობის სეზონის "ცხელ" დღეებს ემთხვევა სოკოს გამოჩენა და რასაკვირველია, თუ დრო მაქვს, პირველ რიგში ნადირობაზე ვფიქრობ. ისე, სანადიროდ რო

Posted Images

სოკოები, (Mycetes ანუ Fungi),

ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვი, ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.

 

სოკოები მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები — მიკროცეტები და დიდნაყოფსხეულიანი ქუდიანი სოკოები, აბედა სოკოები და სხვა — მაკრომიცეტები. ობის სოკოები, სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა ფერის (თეთრი, შავი, მწვანე და სხვა) ნაფიფქს (ობს) საკვებ პროდუქტებზე, ხილზე, მცენარეულ ნარჩენებზე, ტყავსა და სხვა საგნებზე. მიეკუთვნებიან სხვადასხვა სისტემატიკურ ჯგუფს: ზიგომიცეტებს, ასკომიცეტებს და უსრულ სოკოებს. ცნობილია პურის ობი (Mucor mucedo), აგრეთვე Rhizopus-ის გვარის წარმომადგენელთაგან გამოწვეული ობი სხვადასხვა პროდუქტებზე (პური, მურაბა, ხილი) და სხვა. ზოგი ობის სოკოები სახლდება მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებზე და აფუჭებს მათ, ზოგიერთი იწვევს ადამიანისა და ცხოველთა მიკოზებს, მცენარეების დაავადებებს, მათი ტოქსინები წამლავს ცხოველებსა და ადამიანს. ზოგს კი მაღალი ფერმენტული აქტივობის გამო წარმოებაში იყენებენ, მაგ., Aspergillus niger-ს - ლიმონის მჟავას, პენიცილიუმის ზოგ სახეობას — პენიცილინისა და სხვა ანტიბიოტიკების მისაღებად, Penicillium roquefortii-ს და Penicillium camembertii-ს — ყველის (როკფორი და კამამბერი) დასამზადებლად და სხვა.

Link to post
Share on other sites

გიგანტური ფშუკუნა

(Langermannia gigantea)

Головач гигантский

 

5531e4f8a85e.jpg

 

ამ სოკოს შეხვდებით ზაფხულსა და შემოდგომაზე, იზრდება მთის ტყეებსა და სუბალპურ მდელოებზე. მისი გამოყენება საჭმელადაც შეიძლება, ოღონდ მხოლოდ ნორჩობაში და ისიც ახალმოკრეფილი.

 

დიდი ზომისაა, სფეროსებრი ან კვერცხისებრია. ზედაპირი სადაა, თეთრი, შემდეგ მურა ხდება და ზედა ნაწილში იგლიჯება. ეს იმიტომ, რომ მომწიფებული სპორები გადმოიყაროს. ახასიათებს იოდის სუნი და სასიამოვნო გემო.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გიგანტური ფშუკუნა შეიცავს ანტიბიოტიკურ ნივთიერებას – კალვაცინს. ხალხურ მედიცინაში ხმარობენ თირკმელების ზოგიერთი დაავადებისა და კიბოს საწინააღმდეგოდ.

Link to post
Share on other sites

არყის სოკო

(Polyporus betulinus),

 

 

 

e0e972a8dd47.jpg

 

 

სახეობა აბედა სოკოების ოჯახისა. იზრდება მხოლოდ არყზე. ნაყოფსხეული ერთწლიანი, ბალიშის ან ცხენის ფლოქვის ფორმა აქვს, ზოგჯერ ცილინდრს ან ზარს წააგავს. გამხმარი რბილობი კორპის კონსისტენციისაა. ძველად საქართველოში მისგან სათამაშო ბურთებს თლიდნენ.

Link to post
Share on other sites

ზამთრის სოკო

 

(Flammulina velutipes),

 

14fd3133ed2b.jpg

 

 

 

ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. აქვს 2-5 სმ დიამეტრის ქუდი — შიშველი, ლორწოიანი, ყვითელი, შუაში მურა. ფირფიტები თეთრრია, მოყვითალო ფერი დაჰკრავთ. ფეხი წვრილი, ხრტილოვანი, ზემოთ მოყვითალო, ძირში მუქი მურა და შებუსვილია. იზრდება ჯგუფურად გვიანი შემოდგომიდან (ზოგჯერ მთელი ზამთრის განმავლობაში), ხარობს გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით კი ვერხვსა და ტირიფზე. საჭმელად იხმარება ახალი.

Link to post
Share on other sites

ორსპორიანი ქამა

 

(Agaricus bisporus)

 

 

23f91e162909.jpg

 

 

ქუდი 5-10 სმ დიამეტრისაა, ნახევარსფეროს ფორმის, კიდეები შეკეცილი, ფერი იცვლება ნაცრისფერ-თეთრიდან ნაცრისფერ-ყავისფრამდე, თავიდან ქუდი მიერთებულია ფეხთან ზრდის პროცესში მიერთების ადგილი იხევა

 

და ქუდის კიდეებზე ნაფლეთებივით, ხოლო ფეხზე საყელოს სახით რჩება. ფირფიტები აქვს ხშირი, თავისუფალი, ნორჩობაში მოვარდისფრო, ზრდასრული მუქი ყავისფერია.

 

ფეხი 3-6 სმ სიგრძისაა, სისქით კი 1-2 სმ-ია, თეთრია, თანაბარი სისქისაა, ზოგჯერ ძირში გაგანიერებული,ნორჩობაში საყელო ქუდის მხარესაა ატრიალებული,სქელია, ადვილად სცილდება.

 

 

რბილობი თეთრი ფერისაა, გადატეხისას ხდება ვარდისფერი ან ღია წითელი. ახასიათებს სოკოს სუნი. იზრდება ნიადაგზე, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, საჭმელი სოკოა, ხდება მისი ხელოვნური მოშენება.

Link to post
Share on other sites

წეროსწვივა

 

(Macrolepiota procera)

 

27a7c2e29767.jpg

 

 

 

ქუდი 10-15 სმ დიამეტრისა ჯერ კვერცხის ფორმისაა, ფეხთან მიბმულია რგოლით, ზრდასრული გაშლილია, შუაში მუქი ფერის ბორცვაკით, დაფარულია მურა ქერცლებით.

 

ფეხი 15-30 სმ სიგრძისაა და 2-4 სმ სისქისაა, შუაში ფუღუროა, ძირში გამსხვილებულია, დაფარულია მუქი-მურა ქერცლებით, მოთეთროა, შემდეგ კი ღია მურა, საყელო მაგარია, მოძრაობს ფეხთან მიმართებაში, ქუდის მხარეს თეთრია, ფეხის მხარეს მურა.

 

 

რბილობი თეთრი, სოკოს სასიამოვნო სუნით, იზრდება ნიადაგზე ტყის პირას და მდელოზე, ზაფხულ- შემოდგომით. საჭმელად გამოიყენაბა მხოლოდ ახალი.

Link to post
Share on other sites

დუმასოკო

 

(Suillus granulatus)

 

 

bcfe433329db.jpg

 

ქუდი 2-10 სმ დიამეტრისა, ნორჩი ნახევრად სფეროსებრი ფორმის შემდეგ გაშლილი, თავიდან მოწითალო-მოყავისფრო, ზრდასრული მოყვითალო, ლორწოვანი ზედაპირით. ჰიმენოფორი ღია ყვითელიდან მუქ ყვითლამდე იცვლება. გამოჰყოფს ღია ფერის სითხეს წვეთების სახით, რომლიც შემდეგ ფორებსა ფეხის ზედაპიზე ტოვებს შავი ფერის მარცვლებს.

 

ფეხი 4-7 სმ სიგრძისაა, 1-2 სმ სისქის, ცილინდრული ფორმის, მოყვითალო, დაფარულია შავი მრცვლებით.

 

 

რბილობი ხორციანი მოვითალო-თეთრი, გადანაჭარზე ფერს არ იცვლის, აქვს სოკოს დამახასიათებელი გემო. იზრდება ნიადაგზე ფიჭვნარებში. საჭმელად კარგი სოკოა. სასურველია საკვებად მიღებამდე კანის გადაცლა.

Link to post
Share on other sites

რცხილისძირა

 

 

(Leccinum griseum)

 

 

 

37e8e7e53930.jpg

 

ქუდი 4-12 სმ დიამეტრისა, ჯერ ნახევარსფეროს ფორმისაა, შემდეგ ბალიშისებრია, ნესტიან ამინდში ცოტა წებოვანია, ზრდასრულობაში უმეტესად დახეთქილი და დაჭმუჭნული ზედაპირით, ნაცრისფერ ყავისფერი, შემდეგ კი ხშირად მოშავოა, კიდეების მხარეს ზოგჯერ მოყვითალო. ჰიმენიალური შრე ჯერ თეთრია შემდეგ ნაცრისფერი.

 

ფეხი 5-15 სმ სიგრძისა დიამეტრი 0,8-1,5 სმ-ია, ცილინდრული ფორმის, ქუდის მხარეს ვიწროვდება, ძირითადი ფერი თეთრია, დაფარულია მოშვო, მოგრძო ქერცლებით, გაჭრისას, განსაკუთრებით ძირის მხარეს, შავდება.

 

 

რბილობი მკვრივი, ელასტიურია, ფეხში უფრო ძარღვიანია, თეთრია, გაჭრისას ჯერ იასამნისფერი შემდეგ შავდება. აქვს სუსად გამოხატული სოკოს არომატი. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, სადაც რცხილაა შერეული, ძირითადად ზაფხულსა და შემოდგომაზე. კარგი საჭმელი სოკოა.

Link to post
Share on other sites

მუხისძირა

 

(Boletus luridus)

 

1750de46d407.jpg

 

 

ქუდი 3-15 სმ დიამეტრისაა, ნორჩობაში ნახევარსფეროს ფორმისაა, შემდეგ ბალიშისებრი, მომწვანე-მურა, მოყვითალო-მურა, მონაცრისფრო-მურა, ხელის დაჭერისას ლურჯდება. ჰიმენოფორი პატარა ნასვრეტებით, ნორჩობაში მოყვითალო-მოლურჯო, შემდეგ მოწითალო.

 

ფეხი 5-15 სმ სიგრძისაა, 2-5 სმ სისქის, ძირისკენ გამსხვილებული, მოწითალო-მოყვითალო ადგილებით. ახასიათებს მოგრძო ყულფებიანი ბადე.

 

 

რბილობი მკვრივია, ხორციანი, ყვითელი, გადანაჭერზე (ჰაერის ზემოქმედებით) სწრაფად ლურჯდება იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეში, ზაფხულობით და შემოდგომით. ჭამამდე აუცილებელია 15-17წუთი იდუღოს, ნადუღი წყალი გადაიღვაროს. ალკოჰოლთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.

Link to post
Share on other sites

ხარისფაშვა

 

(Morchella conica)

 

 

 

36466d7c16ba.jpg

 

 

 

ქუდი 3-5 სმ დიამეტრის და 5-7 სიმაღლის, კონუსური ფორმისაა, ზედაპირი დაფარულია მოგრძო ნაოჭებით, კიდეები შეზრდილია ფეხთან, მოყავისფრო-მოშაოა, იმავე ფერის ან უფრო მუქი ფერის ნაოჭების კედლებით.

 

ფეხი ცილინდრული ფორმისაა, ფუყე, თეთრი ფერის. იზრდება ტყეებში, ჭალებში, არ გვხდება ჯგუფებად, ძირითადად გაზაფხულზე. პირობითად საჭმელი სოკოა. საკვებად მიღებამდე უნდა დაიჭრას წვრილად და იდუღოს 15-17 წუთი, ნადუღი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.

Link to post
Share on other sites

ჯგუფურა

 

(Lyophyllum decastes)

 

 

 

 

fddc5968ba03.jpg

 

 

 

ქუდი 5-10 სმ დიამეტრისაა, ბტყლად ამოზნექილი, არასწორი, მშრალი ზედაპირით, მონაცრისფრო-ყავისფერი. ფირფიტები. შეზრდილია ან >დაღმავალი, ჯერ თეთრი, შემდეგ მოყვითალო.

 

ფეხი 5-12 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისა, ცილინდრული ფორმისაა ზოგჯერ ძირისკენ მსხვილდება.

 

 

რბილობი თეთრია, გემო და სუნი სასიამოვნო აქვს. იზრდება ტყის პირებზე, მინდვრებზე, ჯგუფურად, ზაფხულსა და შემოდგომაზე. საჭმელი სოკოა.

Link to post
Share on other sites

ირმისტუჩა

 

(Hydnum repandum)

 

 

 

6f331ea8cdd3.jpg

 

 

 

 

 

ქუდი 4-10 სმ დიამეტრისაა, ნორჩი ამობურცულია, ზრდასრული შუაში ჩაზნექილი, უმეტესად არასწორი, მოყვითალო-მოვარდისფროა, ქუდის ქვემოთა მხარეს აქვს ეკლის მსგავსი წანაზარდები რომლებიც მიმართულია ძირის მხარეს. უმეტესწილად ქუდის ფერია.

 

ფეხი 2-5 სმ სიმაღლის და 1-2 სმ სიგანისაა, ცილინდრული, ექსცენტრული, თეთრი ან მოყვითალოა, ძირისკენ უფრო მუქია.

 

 

რბილობი მვრივი, ადვილად მტვრევადი, ღია ფერის აქვს. განსაკუთრაბული არომატის გარეშე. სიბერეში ცოტა მაგრდება და ოდნავ მწარდება. საჭმელი სოკოა. საკვებად გამოიყენება ახალი.

Link to post
Share on other sites

მიწაყარა (Lactarius insulsus),

 

 

 

ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 15 სმ აღწევს. მოყვითალოა, ტალღოვანი, ტიტველი, შეკეცილკიდეებიანი, კიდეებისკენ კონცენტრული ზოლები დაჰყვება. ფეხი თეთრია და მოყვითალო ჩაღრმავებული ლაქები აქვს. ფირფიტები მოთეთრო-მოყვითალოა, რბილობი თეთრი; გადატეხისას გამოყოს თეთრ, ძალიან ცხარე რძის მაგვარ სითხეს. იზრდება ფოთლოვან ტყეში, განსაკუთრებით მუხნარში, ზაფხულში და შემოდგომით, საჭმელად იხმარება დამწნილებული.

Link to post
Share on other sites

ნაბადასოკო

 

(Lactarius torminosus),

 

 

 

7f3d5aeb9efe.jpg

 

 

 

 

 

ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ვარდისფერია, თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ჩაღრმავებული. ზედაპირი დაფარულია მატყლისებრი ბოჭკოებით, კიდეები შეკეცილია, უფრო ღია ფერისაა და ბუსუსიანი, აქვს წითელი კონცენტრული ზოლები. ფირფიტები თეთრი ან მოვარდისფროა. ფეხი მეტწილად ქუდის ფერია. დაზიანებისას გამოყოფს თეთრ, ძალიან ცხარე წვენს. უფრო არყნარში იზრდება ზაფხულში და შემოდგომით. საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული. საჭმელად იხმარება დამწნილებული.

Link to post
Share on other sites

სავარცხელა სოკო

 

(Lacturius vellereus),

 

 

 

 

 

 

042eb0d27459.jpg

 

 

ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მთლიანად თეთრია, ქუდის დიამეტრია 10-20 სმ. თავდაპირველად ბრტყლად ამოზნექილია, შემდეგ — ძაბრისებრი, მშრალი, თხლად შებუსული, კიდეებშეკეცილი. ფირფიტები მოყვითალო-თეთრია, ფეხი — მოკლე და მსხვილი. შეიცავს მწვავე თეთრ რძეწვენს. იზრდება ჯგუფურად ფოთლოვან ტყეში ივლისიდან ოქტომბრამდე. საჭმელად ვარგისია დამწნილებული.

Link to post
Share on other sites

ბღავანა

 

 

(Russula emetica)

 

 

4c76fa5fa82b.jpg

 

 

 

 

, ქუდიანი სოკო ხრაშუნა სოკოების გვარისა. ბრტყლად ამოზნექილი ქუდი მოწითალო-ვარდისფერი ან წითელია. ზედაპირი ზოლიანკიდეებიანია, მშრალი და პრიალა. რბილობი თეთრია. მოყვითალო თეთრი ფირფიტები დროთა განმავლობაში ყვითლდება. ფეხი — თეთრი, ცილინდრულია. იზრდება ერთეულ ეგზემპლიარებად ტენიან ფოთლოვან და წიწვიან წტეებში. საჭმელად მხოლოდ დამწნილებულს იყენებენ.

Link to post
Share on other sites

მგლის სოკო

 

(Coprinus micaceus)

 

 

 

a9ccf6e83483.jpg

 

 

 

, ქუდიანი სოკო კოპრინასებრთა ოჯახისა. აქვს ზარისებრი, მოყვითალო-მურა, ცენტრში უფრო მუქი ქუდი, რომლის დიამეტრია 3-6 სმ; დაფარულია მბზინავი ქერცლით, რომელიც მალევე ქრება. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ შავი. ფეხი თეთრია, იზრდება ადრე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე ჯგუფებად, დამპალ ხეებზე და მათ ახლოს, აგრეთვე ნაკელიან ადგილებზე. იჭმება ნორჩი.

Link to post
Share on other sites

მსხლისებური გუდაფშუკა

 

(Lycoperdon pyriforme)

 

 

 

c99c5c7353ce.jpg

 

 

, საჭმელი სოკო გუდაფშუკოვანთა ჯგუფისა. ნაყოფსხეული ჟანგისფერი ან ღია ყავისფერია, მისი სიმაღლე 2-5 სმ, დიამეტრი 1,5-3 სმ აღწევს, ფორმით მსხლისებრი ან კვერცხისებრია, ძირისკენ გაწვრილებული. იზრდება დამპალ ხეებზე და მათ ახლოს ჯგუფურად ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად ვარგა მხოლოდ ნორჩი.

Link to post
Share on other sites

მერცხალა სოკო,გველის სოკო

(Coprinus comatus)

 

, ქუდიანი სოკო კოპრინუსისებრთა ოჯახისა. მერცხალა სოკოს თეთრ ქუდს ჯერ ცილინდრის ფორმა აქვს, შემდეგ კი რამდენადმე გაშლილია (სიგრძე 4-10 სმ, სიგანე 3-6 სმ), ზედაპირი დაფარულია ქერცლებით. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ - ვარდისფერი, მომწიფებისას — შავი. ფეხი თეთრია და ძირში გამსხვილებული, აქვს მოძრავი საყელო. მომწიფებისას ქუდი ფირფიტებთან ერთად ლღვება — იშლება შავ სითხედ (ძველად მას მელნად ხმარობდნენ). საჭმელად იხმარება ნორჩი. იზრდება მთელი წლის მანძილზე ბაღებში, ბოსტნებში, დანაგვიანებულ და ნაკელიან ადგილებზე.

Link to post
Share on other sites

მრგვალი ფშუკუნა (Bovista nigrescens),

საჭმელი სოკო გუდაფშუკოვანთა ჯფუგისა. აქვს ბურთისებრი ნაყოფსხეული, რომლის დიამეტრი 3-6 სმ აღწევს. ჯერ თეთრია, შემდეგ მოშავო. შიგთავსი თავდაპირველად თეთრია, შემდეგ ჟანგისფერი და ბოლოს მურა-მოწითალო. იზრდება ტყის პირებზე, მინდვრებსა და მდელოებზე ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად მხოლოდ ნორჩი ვარგა.

Link to post
Share on other sites

ირმისბაწარა

(Hericium coralloides)

 

 

0434c24cdb4d.jpg

 

 

 

 

 

 

, საჭმელი სოკო ზღარბასოკოების ოჯახისა. მისი თეთრი ან მოყვითალო ნაყოფსხეული დატოტვილია და აწეწილ ბაწრის გორგალს წააგავს, მოფენილია გრძელი, ჯერ თეთრი, შემდეგ კი მოყვითალო-ვარდისფერი ეკლებით. რბილობი თეთრია და მომწარო გემო აქვს. იზრდება ზაფხულში და შემოდგომაზე გამხმარ და დამპალ ხეებზე. განსაკუთრებით წიფელზე. საჭმელად ვარგისია ნედლი.

Link to post
Share on other sites

ალუბლიძირა (Clitopilus prunulus),

ქუდიანი სოკო ფირფიტოვანთა ოჯახისა. თეთრი ან მოყვითალო 3-10 სმ-იანი დიამეტრის ქუდი ძაბრისებრად ჩაღრმავებულია, შუაში ფართო ბორცვაკი აქვს. ქუდის ქვედა მხარე ვარდისფერი ფირფიტებით არის დაფარული. სოკო მოკლე, თეთრ ფეხზე დგას. თეთრ რბილობს ფქვილის სუნი აქვს. გავრცელებულია ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში. საქართველოშიც გვხვდება. საჭმელად იხმარება ახალმოკრეფილი. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში ზაფხულ-შემოდგომით.

Link to post
Share on other sites

მარწყვიო

 

(Amanita rubescens)

 

 

c0716044bccd.jpg

 

 

 

, ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 3-15 სმ აღწევს, მოწითალო ზედაპირზე მოთეთრო მეჭეჭები აქვს, ფირფიტები თეთრია. წვრილქერცლოვან ძირში გამსხვილებულ ფეხს მოთეთრო აპკისებრი საყელო აქვს. ფირფიტები, ფეხი და საყელო შემდეგ წითლდება. რბილობი თეთრია, გადატეხის შემდეგ წითლდება. საჭმელად იხმარება ნედლი (შესაძლებელია მისი არევა მსგავს შხამიან სოკოებში). იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში ზაფხულში და შემოდგომით.

Link to post
Share on other sites

მინდვრის ქამა

(Agaricus arvensis)

, ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ჯერ ამობურცულია, შემდეგ კი თითქმის ბრტყელი, სადა, შიშველი ზედაპირი აქვს, თეთრია, ზოგჯერ კი მოყვითალო ლაქები ემჩნევა. შეხებისას ყვითლდება. ფეხზე ორშრიანი საყელო აქვს. ფირფიტები თავდაპირველად თეთრია, შემდეგ — ვარდისფერი და ბოლოს — თითქმის შავი. იზრდება ტყისპირებზე, მინდვრებზე ივნისიდან ოქტომბრამდე, საჭმელად იხმარება ახალი. გემოთი ქამას წააგავს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...