DMORAL 36 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 (edited) ტრიალები ( In-Line Spinner ) სასპინინგე სატყუარა ტრიალები ( ინგ.In-Line Spinner; რუს.вращающая блесна,Вертушка) ცნობილი არაა პირველი სასპინიგე ტრიალა(ზოგჯერ ბზრიალასაც უწოდებენ) ვინ და როდის დაამზადა. მეოცე საუკუნის დასაწყისის ცალკეული თვითნაკეთი ეგზემპლარების ფოტოებია შემორჩენილი. გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთი პირველთაგანი ვინც ამ სატყუარის წარმოება და გაყიდვა დაიწყო იყო ამერიკული კომპანია "Jumbo Tackle". "Jumbo Tackle" Spinner ტრიალების, როგორც ეფექტური და შედეგიანი სასპინინგე სატყუარების საყოველთაო აღიარება უკავშირდება ფრანგულ კომპანია MEPPS-ს და მის დამფუძნებელს ანდრე მელნარს(Andre Meulnart). პროფესიით ის იყო ინჯინერ- მექანიკოსი და მუშაობდა ცნობილ ავტოკონცერნ Peugeot-ში. მას, როგორც თევზაობით გატაცებულ ადამიანს, მისმა პროფესიამ, გამოგონებებმა და გამოცდილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სასპინინგე სატყუარების შექმნაში და დახვეწაში. მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში მან უკვე დააპატენტა რამოდენიმე სატყუარა, ხოლო 1938 წელს დააფუძნა კომპანია "Manufacture d'Engins de Precision pour La Peche Sportive"(სპორტული თევზაობის მაღალი სიზუსტის აღკაზმულობის წარმოება). შემოკლებულად M.E.P.P.S. http://www.mepps.ru/about.php http://www.mepps.com/products/lures/ დღესდღეობით თანამედროვე ტრიალებს აწარმოებს ძალიან ბევრი დიდი თუ პატარა კომპანია. მათ შორის ყველაზე ცნობილებია: mepps, BLUE FOX, PANTHER MARTIN, MYRAN, ABU-GARCIA და სხვა. ტრიალების კლასიფიცირებისას, ძირითადად იყენებენ კომპამია MEPPS-ის კლასიფიკაციას,სატყუარის ფოთლის მიხედვით: Aglia - ფოთლის ტრიალის კუთხე 60°, ფოთლის ტრიალის სიჩქარე - ნელი და საშუალო. Comet - ფოთლის ტრიალის კუთხე 45°, ფოთლის ტრიალის სიჩქარე - ჩქარი. Aglia Long - ფოთლის ტრიალის კუთხე 30°, ფოთლის ტრიალის სიჩქარე -ნელი. Lusox - ფოთლის ტრიალის კუთხე 25°, ფოთლის ტრიალის სიჩქარე - ნელი. ასევე, აღსანიშნავია კომპანია PANTHER MARTIN-ის ტიპის ფოთლისმქონე ტრიალები. მათზე,ფოთოლი გახვრეტილია,იმავდროულად ნახვრეტთან ჩაღუნული და ჩამოცმულია ღერძზე ე.წ. "ხამუტის" გარეშე. PANTHER MARTIN-ის ტრიალების გარდა ამ ტიპს მიეკუთვნება სატყუარები MEPPS XD, Blue Fox Vibrax Bullet და სხვა. ფართოდა გავრცელებული, გამოირჩევა შედეგიანობით და ხარისხით, კომპანია BLUE FOX-ის აკუსტიკური ეფექტის მქონე ტრილები Super Vibrax. ამ ეფექტს იძლევა, ღერძზე აცმული პატარა ზარის ფორმის სიმძიმე. ეფექტურობით გამოირჩევა თევზის ფორმის მოცულობითი კორპუსის მქონე ტრიალები. ასეთ სატყუარებს ბევრი კომპანია აწარმოებს, თუმცა ყველაზე ცნობილებია blue fox- ის სატყუარები: Minnow spin და Minnow Super Vibrax სასპინინგე ტრიალების ცალკე მდგომი ტიპია წინიდან დატვირთული ტრიალები. ისინი ძირითადად გამოიყენება ფსკერული საფეხურებრივი გატარებისას(მაგალითად ფარგაზე თევზაობისას), ასევე შესაძლებელია წყლის ფენის სხვადასხვა ჰორიზონტებზე გატარებაც. http://www.youtube.com/watch?v=2WMXICVALmk წაემატებებს გისურვებთ! Edited June 8, 2017 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 28, 2012 Report Share Posted January 28, 2012 mepps http://www.mepps.com/products/lures/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 28, 2012 Report Share Posted January 28, 2012 Etic Produits Plein Air Inc. http://www.hellotrade.com/etic-produits-plein-air/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 29, 2012 Report Share Posted January 29, 2012 Blue Fox http://www.bluefox.com/ ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 დაკვირვებული ვარ უმეტესად ქარიყლაპია და ქორჭილა ტრიალას ანიჭებს უპირატესობას, მე მაქვს მეპსის ფირმის ტრიალები და ყველაზე ეფექტური შემოდგომა-ზაფხულში სწორედ ესენია. ამას გარდა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მაგალითად სამ ნომერ მეპსის ან ბლუფოქსის ტრიალაზე ჯდება როგორც 3 კილოგრამიანი ასევე 300 გრამიანი ქარიყლაპიაც. იქ სადაც წყალში ჩაძირული ხეები, ფესვებიანი ფსკერი ან ბალახია ვიყენებ ტრიალებს გამოდების საწინააღმდეგო სამკავებით და სასურველი შედეგიც ხშირია. ეს ჩემი საყვარელი ტრიალაა და ამას ვიყენებ ყველა ხშირად და შედეგიანად. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 2, 2012 Author Report Share Posted March 2, 2012 ლევანი და MEPPS BLACK FURI ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 7, 2012 Author Report Share Posted March 7, 2012 ტრიალების დამზადება. ტრიალების სამკავების შებუმბვლა ანუ სამკავის გადაქცევა ბუზანკალად. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 7, 2012 Report Share Posted March 7, 2012 გამყიდა ამ ტრიალებმა და საერთოდ, თევზაობა 10-ჯერ ძვირი მიჯდება, ვიდრე ნადირობა. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 7, 2012 Author Report Share Posted March 7, 2012 გამყიდა ამ ტრიალებმა და საერთოდ, თევზაობა 10-ჯერ ძვირი მიჯდება, ვიდრე ნადირობა. http://www.amazon.com/Daiwa-Lure-Catcher-reel-Dlc-100g/dp/B002L98LGS/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1331159854&sr=8-1 http://club-monadire.ge/index.php?showtopic=275 გიორგი, შენ არც ამათი გაკეთება გაგიჭირდება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 7, 2012 Report Share Posted March 7, 2012 ჰო, ეგღა მაკლია. მაგასაც ჩავტოვებ სადმე. წეღან ვიყავი საჩვენო მაღაზიაში, წვრილ-წვრილი საჭირო რაღაცეები წავამატე აღჭურვილობას და ვშვლიპე 45$. ლამიგლასის 8'-იანი ჯოხებია ჩამოფასებით, თითქმის ნახევარ ფასში/85$/ 50-80-LB-ი ტესტით, მომკლავდნენ სახლში ეგ რომ მეყიდა კიდევ, არადა ზუთხზე მისწრებაა. იმდენი ტრიალა მომიგროვდა, ტვინი მიტრიალებს უკვე. მაინც ორიცალი მეპსის #1 ავიღე შავი შეფერილობის. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 დაკვირვებული ვარ უმეტესად ქარიყლაპია და ქორჭილა ტრიალას ანიჭებს უპირატესობას, მე მაქვს მეპსის ფირმის ტრიალები და ყველაზე ეფექტური შემოდგომა-ზაფხულში სწორედ ესენია. ამას გარდა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მაგალითად სამ ნომერ მეპსის ან ბლუფოქსის ტრიალაზე ჯდება როგორც 3 კილოგრამიანი ასევე 300 გრამიანი ქარიყლაპიაც. იქ სადაც წყალში ჩაძირული ხეები, ფესვებიანი ფსკერი ან ბალახია ვიყენებ ტრიალებს გამოდების საწინააღმდეგო სამკავებით და სასურველი შედეგიც ხშირია. ეს ჩემი საყვარელი ტრიალაა და ამას ვიყენებ ყველა ხშირად და შედეგიანად. ლევან აი ეგეთი ვიყიდე და წავა ეგ?ფოჩუჩები არა აქვს მაგრამ ზომა ნორმალური აქ მგონი. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 26, 2012 Author Report Share Posted March 26, 2012 ზაზა, შენ ეტყობა ლევანის MEPPS BLACK FURI მოგეწონა. სადაც პოპერი იყიდე მაგათ(საქართველოში მეპსი მეტი არსადაა) აქვთ მეპსის ბზრიალები. უნდა უთხრა თორემ სადღაც უჯრაში უგდიათ ბზრიალებით სავსე კოლოფი. თან კარგად დააკვირდი მეპსის ჩინური ასლებიც აქვთ "სივეიდა" თუ რაღაც მაგვარი. MEPPS BLACK FURI იგივე MEPPS comet-ია. ხოდა კომეტიც აქვთ მაგათ. 5 ლარად ყიდიან მგონი. მეპს აგლიაში არ აგერიოს. კომეტის ფოთოლი ცოტა ვიწროა. მერე ადექი და პერმანენტ მარკერით(საკანცელარიოში იკითხე) ფოთოლი შავად გადაღებე და წითელი წერტილები დაასვი. ან ჯერ დაასვი წითელი წერტილები და მერე ფოთლის დარცენილი ადგილი შავად შეღებე. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 ზაზა, შენ ეტყობა ლევანის MEPPS BLACK FURI მოგეწონა. სადაც პოპერი იყიდე მაგათ(საქართველოში მეპსი მეტი არსადაა) აქვთ მეპსის ბზრიალები. უნდა უთხრა თორემ სადგაც უჯრაში უგდიათ ბზრიალებით სავსე კოლოფი. თან კარგად დააკვირდი მეპსის ჩინური ასლებიც აქვთ "სივეიდა" თუ რაგაც მაგვარი. MEPPS BLACK FURI იგივე MEPPS comet-ია. ხოდა კომეტიც აქვთ მაგათ. 5 ლარად ყიდიან მგონი. მეპს აგლიაში არ აგერიოს. კოლეტის ფოთოლი ცოტა ვიწროა. მერე ადექი და პერმანენტ მარკერით(საკანცელარიოში იკითხე) ფოთოლი შავად გადაღებე და წითელი წერტილები დაასვი. ან ჯერ დაასვი წითელი წერტილები და მერე ფოთლის დარცენილი ადგილი შავად შეღებე. გაიხარე დავით,მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 2, 2012 Author Report Share Posted July 2, 2012 ფოთი, გაზკანტორის ტბა 30.06.2012 ჩემი დაჭერილი ქორჭილა - MEPPS BLACK FURI N2 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 7, 2012 Author Report Share Posted July 7, 2012 პრაქტიკულია: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 20, 2012 Author Report Share Posted July 20, 2012 ძალიან კარგი ფილმია - "Ловля на вращающиеся приманки" ესეც ნახეთ- მეპსის ტრიალები: ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted July 20, 2012 Report Share Posted July 20, 2012 პირველის საყურებლად დრო არ მეყო,მაგრამ მეორეს უყურე და ძაან მომეწონა,მადლობა დავით ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 21, 2012 Author Report Share Posted September 21, 2012 (edited) Edited October 5, 2014 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
lasha777 0 Posted September 28, 2012 Report Share Posted September 28, 2012 ესეც ჩემი ტრიალები - ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 28, 2012 Author Report Share Posted September 28, 2012 ესეც ჩემი ტრიალები - კარგია!!! ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted September 29, 2012 Report Share Posted September 29, 2012 ესეც ჩემი ტრიალები კაი კოლექცია გქონია ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted November 12, 2012 Author Report Share Posted November 12, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 9, 2012 Author Report Share Posted December 9, 2012 (edited) SMITH AR-Spinner Edited December 9, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 9, 2012 Author Report Share Posted December 9, 2012 (edited) თევზის ფორმის მოცულობითი კორპუსის მქონე ტრიალა - Smith AR-HD minnow იაპონური კომპანიის მაღალი ხარისხის სატყუარაა! ამ ტიპის სხვა სატყუარებისგან(მაგ. blue fox-ის Minnow spin და Minnow Super Vibrax) განსხვავდება იმით, რომ ე.წ. "in line" ტიპის(panther martini-ის და mepps XD-ს მსგავსად) ფოთლითაა აღჭურვილი. Edited December 9, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 9, 2012 Author Report Share Posted December 9, 2012 http://www.youtube.com/watch?v=P__bRKJTusk ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.