Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ტრიალები ( In-Line Spinner ) სასპინინგე სატყუარა

 

 

ტრიალები ( ინგ.In-Line Spinner; რუს.вращающая блесна,Вертушка)

 

 

ცნობილი არაა პირველი სასპინიგე ტრიალა(ზოგჯერ ბზრიალასაც უწოდებენ) ვინ და როდის დაამზადა. მეოცე

 

საუკუნის დასაწყისის ცალკეული თვითნაკეთი ეგზემპლარების ფოტოებია შემორჩენილი.

 

009b42b7b772.jpg

 

 

გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთი პირველთაგანი ვინც ამ სატყუარის წარმოება და

 

გაყიდვა დაიწყო იყო ამერიკული კომპანია "Jumbo Tackle".

 

"Jumbo Tackle" Spinner

 

5c8813b82f9e.jpg

 

ტრიალების, როგორც ეფექტური და შედეგიანი სასპინინგე სატყუარების საყოველთაო აღიარება უკავშირდება

 

ფრანგულ კომპანია MEPPS-ს და მის დამფუძნებელს ანდრე მელნარს(Andre Meulnart). პროფესიით ის იყო ინჯინერ-

 

მექანიკოსი და მუშაობდა ცნობილ ავტოკონცერნ Peugeot-ში. მას, როგორც თევზაობით გატაცებულ ადამიანს, მისმა

 

პროფესიამ, გამოგონებებმა და გამოცდილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სასპინინგე სატყუარების შექმნაში და

 

დახვეწაში. მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში მან უკვე დააპატენტა რამოდენიმე სატყუარა, ხოლო 1938

 

წელს დააფუძნა კომპანია "Manufacture d'Engins de Precision pour La Peche Sportive"(სპორტული

 

თევზაობის მაღალი სიზუსტის აღკაზმულობის წარმოება). შემოკლებულად M.E.P.P.S.

 

2e71f0507abb.jpg

 

 

http://www.mepps.ru/about.php

 

http://www.mepps.com/products/lures/

 

დღესდღეობით თანამედროვე ტრიალებს აწარმოებს ძალიან ბევრი დიდი თუ პატარა კომპანია.

 

მათ შორის ყველაზე ცნობილებია: mepps, BLUE FOX, PANTHER MARTIN, MYRAN, ABU-GARCIA და სხვა.

 

ტრიალების კლასიფიცირებისას, ძირითადად იყენებენ კომპამია MEPPS-ის კლასიფიკაციას,სატყუარის ფოთლის

 

მიხედვით:

 

Aglia - ფოთლის ტრიალის კუთხე 60°, ფოთლის ტრიალის სიჩქარე - ნელი და საშუალო.

b51ea7d69dde.jpg

 

 

Comet - ფოთლის ტრიალის კუთხე 45°, ფოთლის ტრიალის სიჩქარე - ჩქარი.

f8abb9367c81.jpg

 

Aglia Long - ფოთლის ტრიალის კუთხე 30°, ფოთლის ტრიალის სიჩქარე -ნელი.

2bbe6d49af6d.jpg

 

 

Lusox - ფოთლის ტრიალის კუთხე 25°, ფოთლის ტრიალის სიჩქარე - ნელი.

4b2c9cb43d90.jpg

 

ასევე, აღსანიშნავია კომპანია PANTHER MARTIN-ის ტიპის ფოთლისმქონე ტრიალები. მათზე,ფოთოლი

 

გახვრეტილია,იმავდროულად ნახვრეტთან ჩაღუნული და ჩამოცმულია ღერძზე ე.წ. "ხამუტის" გარეშე. PANTHER

 

MARTIN-ის ტრიალების გარდა ამ ტიპს მიეკუთვნება სატყუარები MEPPS XD, Blue Fox Vibrax Bullet და სხვა.

 

e4ecdcfc7ff2.jpg

 

6d72c0c3e08b.jpg

 

09bc95903c5d.jpg

 

4305927dcf0a.jpg

 

 

 

 

ფართოდა გავრცელებული, გამოირჩევა შედეგიანობით და ხარისხით, კომპანია BLUE FOX-ის აკუსტიკური

 

ეფექტის მქონე ტრილები Super Vibrax. ამ ეფექტს იძლევა, ღერძზე აცმული პატარა ზარის ფორმის სიმძიმე.

 

40078cc157b2.jpg

 

f76790d81368.jpg

 

441148bb00e9.jpg

 

 

ეფექტურობით გამოირჩევა თევზის ფორმის მოცულობითი კორპუსის მქონე ტრიალები. ასეთ სატყუარებს ბევრი

 

კომპანია აწარმოებს, თუმცა ყველაზე ცნობილებია blue fox- ის სატყუარები:

 

Minnow spin

 

69e7100f2496.jpg

a9c8e8bd55a9.jpg

 

 

და

 

Minnow Super Vibrax

 

067f110ddf3f.jpg

53ca744bbefb.jpg

 

 

 

სასპინინგე ტრიალების ცალკე მდგომი ტიპია წინიდან დატვირთული ტრიალები. ისინი ძირითადად გამოიყენება

 

ფსკერული საფეხურებრივი გატარებისას(მაგალითად ფარგაზე თევზაობისას), ასევე შესაძლებელია წყლის ფენის

 

სხვადასხვა ჰორიზონტებზე გატარებაც.

 

 

e3897c7a31c9.jpg

05932864fb4c.jpg

 

 

 

http://www.youtube.com/watch?v=2WMXICVALmk

 

 

წაემატებებს გისურვებთ!

 

:friends:

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • Replies 97
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ქარიყლაპია spro-ს ტრიალაზე   10000000_653020975180012_4063241765226813116_n.mp4

Posted Images

  • 1 month later...

დაკვირვებული ვარ უმეტესად ქარიყლაპია და ქორჭილა ტრიალას ანიჭებს უპირატესობას, მე მაქვს მეპსის ფირმის ტრიალები და ყველაზე ეფექტური შემოდგომა-ზაფხულში სწორედ ესენია. ამას გარდა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მაგალითად სამ ნომერ მეპსის ან ბლუფოქსის ტრიალაზე ჯდება როგორც 3 კილოგრამიანი ასევე 300 გრამიანი ქარიყლაპიაც. იქ სადაც წყალში ჩაძირული ხეები, ფესვებიანი ფსკერი ან ბალახია ვიყენებ ტრიალებს გამოდების საწინააღმდეგო სამკავებით და სასურველი შედეგიც ხშირია.

 

70a98f29defe.jpg

 

ეს ჩემი საყვარელი ტრიალაა და ამას ვიყენებ ყველა ხშირად და შედეგიანად.

Link to post
Share on other sites

ტრიალების დამზადება.

 

 

 

 

ტრიალების სამკავების შებუმბვლა ანუ სამკავის გადაქცევა ბუზანკალად.

 

Link to post
Share on other sites

გამყიდა ამ ტრიალებმა და საერთოდ, თევზაობა 10-ჯერ ძვირი მიჯდება, ვიდრე ნადირობა. :e025::hi::haha:

 

http://www.amazon.com/Daiwa-Lure-Catcher-reel-Dlc-100g/dp/B002L98LGS/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1331159854&sr=8-1

 

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=275

 

გიორგი,

 

შენ არც ამათი გაკეთება გაგიჭირდება.

Link to post
Share on other sites

ჰო, ეგღა მაკლია. :e025:

მაგასაც ჩავტოვებ სადმე. :hi:

 

წეღან ვიყავი საჩვენო მაღაზიაში, წვრილ-წვრილი საჭირო რაღაცეები წავამატე აღჭურვილობას და ვშვლიპე 45$.

 

ლამიგლასის 8'-იანი ჯოხებია ჩამოფასებით, თითქმის ნახევარ ფასში/85$/ 50-80-LB-ი ტესტით, მომკლავდნენ სახლში ეგ რომ მეყიდა კიდევ, არადა ზუთხზე მისწრებაა.

 

იმდენი ტრიალა მომიგროვდა, ტვინი მიტრიალებს უკვე. :haha:

 

მაინც ორიცალი მეპსის #1 ავიღე შავი შეფერილობის.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

დაკვირვებული ვარ უმეტესად ქარიყლაპია და ქორჭილა ტრიალას ანიჭებს უპირატესობას, მე მაქვს მეპსის ფირმის ტრიალები და ყველაზე ეფექტური შემოდგომა-ზაფხულში სწორედ ესენია. ამას გარდა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მაგალითად სამ ნომერ მეპსის ან ბლუფოქსის ტრიალაზე ჯდება როგორც 3 კილოგრამიანი ასევე 300 გრამიანი ქარიყლაპიაც. იქ სადაც წყალში ჩაძირული ხეები, ფესვებიანი ფსკერი ან ბალახია ვიყენებ ტრიალებს გამოდების საწინააღმდეგო სამკავებით და სასურველი შედეგიც ხშირია.

 

70a98f29defe.jpg

 

ეს ჩემი საყვარელი ტრიალაა და ამას ვიყენებ ყველა ხშირად და შედეგიანად.

 

ლევან აი ეგეთი ვიყიდე და წავა ეგ?ფოჩუჩები არა აქვს მაგრამ ზომა ნორმალური აქ მგონი.

89cc26464181.jpg

Link to post
Share on other sites

ზაზა,

 

შენ ეტყობა ლევანის MEPPS BLACK FURI მოგეწონა.

 

სადაც პოპერი იყიდე მაგათ(საქართველოში მეპსი მეტი არსადაა) აქვთ მეპსის ბზრიალები. უნდა

 

უთხრა თორემ სადღაც უჯრაში უგდიათ ბზრიალებით სავსე კოლოფი. თან კარგად დააკვირდი მეპსის

 

ჩინური ასლებიც აქვთ "სივეიდა" თუ რაღაც მაგვარი.

 

MEPPS BLACK FURI იგივე MEPPS comet-ია. ხოდა კომეტიც აქვთ მაგათ. 5 ლარად ყიდიან მგონი. მეპს აგლიაში არ აგერიოს. კომეტის ფოთოლი ცოტა ვიწროა.

 

მერე ადექი და პერმანენტ მარკერით(საკანცელარიოში იკითხე) ფოთოლი შავად გადაღებე და წითელი წერტილები დაასვი. ან ჯერ დაასვი წითელი წერტილები და მერე ფოთლის დარცენილი ადგილი შავად შეღებე.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

ზაზა,

 

შენ ეტყობა ლევანის MEPPS BLACK FURI მოგეწონა.

 

სადაც პოპერი იყიდე მაგათ(საქართველოში მეპსი მეტი არსადაა) აქვთ მეპსის ბზრიალები. უნდა

 

უთხრა თორემ სადგაც უჯრაში უგდიათ ბზრიალებით სავსე კოლოფი. თან კარგად დააკვირდი მეპსის

 

ჩინური ასლებიც აქვთ "სივეიდა" თუ რაგაც მაგვარი.

 

MEPPS BLACK FURI იგივე MEPPS comet-ია. ხოდა კომეტიც აქვთ მაგათ. 5 ლარად ყიდიან მგონი. მეპს აგლიაში არ აგერიოს. კოლეტის ფოთოლი ცოტა ვიწროა.

 

მერე ადექი და პერმანენტ მარკერით(საკანცელარიოში იკითხე) ფოთოლი შავად გადაღებე და წითელი წერტილები დაასვი. ან ჯერ დაასვი წითელი წერტილები და მერე ფოთლის დარცენილი ადგილი შავად შეღებე.

 

:hi:

გაიხარე დავით,მადლობა :yes:

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ფოთი, გაზკანტორის ტბა 30.06.2012

 

ჩემი დაჭერილი ქორჭილა - MEPPS BLACK FURI N2

 

 

 

ab08d2c38789.jpg

 

 

2f2bae906544.jpg

 

 

6cf030ff22bb.jpg

 

6e62f5790217.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ძალიან კარგი ფილმია - "Ловля на вращающиеся приманки"

 

 

 

ესეც ნახეთ- მეპსის ტრიალები:

 

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 1 month later...
  • 4 weeks later...

თევზის ფორმის მოცულობითი კორპუსის მქონე ტრიალა -

 

Smith AR-HD minnow

 

იაპონური კომპანიის მაღალი ხარისხის სატყუარაა! ამ ტიპის სხვა სატყუარებისგან(მაგ. blue fox-ის Minnow spin და Minnow Super Vibrax) განსხვავდება იმით, რომ ე.წ. "in line" ტიპის(panther martini-ის და mepps XD-ს მსგავსად) ფოთლითაა აღჭურვილი.

 

 

 

 

 

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...