Jump to content
Club-Monadire.Ge

საქართველოს ეკლესია


Recommended Posts

მღვდელი შიო პაიჭაძე

 

დაბადების ადგილი; თარიღი დაბა ჩოხატაური; 1 ნოემბერი 1977წ.

დიაკვნად ხელდასხმა 12 თებერვალი 2005 წ.

მღვდლად ხელდასხმა -

განათლება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია

ოჯახური მდგომარეობა მეუღლე და 1 შვილი

მისამართი ქ.ბათუმი. ლერმონტოვის ქ. 107 ბ.25

საკონტაქტო ტელეფონი (893) 99 86 97

ფოსტა mamashiopaich@mail.ru

post-5-0-84280600-1365618250_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 378
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მეუფე ისაია, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი. ღმერტმა გვიმრავლოს ასეთი მღვდელმთავრები.    

Posted Images

დეკანოზი თევდორე ახალაძე

 

დაბადების ადგილი; თარიღი 15 აგვისტო 1957 წელი ქ. ბათუმი

დიაკვნად ხელდასხმა 1994 წელი

 

მღვდლად ხელდასხმა

1997 წელი

განათლება უმაღლესი

თანამდებობა რადიო “მშვიდობა ყოველთა”-ს დირექტორი

ოჯახური მდგომარეობა მეუღლე და ორი შვილი

მისამართი 26 მაისის ქ. 52

საკონტაქტო ტელეფონი 893 30 71 08; 3 01 23

ფოსტა tevdoreax@mail.ru

post-5-0-54096800-1365618309_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

დიაკონი დიმიტრი სარჯველაძე

 

დაბადების ადგილი; თარიღი ქ.ბათუმი. 3 დეკემბერი 1973წ.

დიაკვნად ხელდასხმა 8 ნოემბერი 2005წ.

განათლება თბილისის სასულიერო სემინარია

თანამდებობა რექტორი

ოჯახური მდგომარეობა მეუღლე და ერთი შვილი

მისამართი ქ.ბათუმი. ლორიას ქ.5. ბ 51.

საკონტაქტო ტელეფონი (899) 42 69 82

ფოსტა mamadimitrisarj@mail.ru

post-5-0-22845700-1365618365_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ბერმონაზონი რომანოზ ახალმოსულიშვილი

 

 

დაბადების ადგილი; თარიღი 28 აგვისტო 1972 წელი

განათლება წმ.იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია

სამღვდელო ხარისხი ბერმონაზონი

ოჯახური მდგომარეობა -

მისამართი დემეტრე თავდადებულის 5

საკონტაქტო ტელეფონი 893 27 08 96

ფოსტა mamaromanozax@mail.ru

post-5-0-41793700-1365618424_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ვანისა და ბაღდათის ეპარქია

 

(ქ. ვანი, ვანისა და ბაღდათის რაიონები)

 

მთავარეპისკოპოსი ანტონი (მარკოზ ბულუხია)

 

დაბ. 07.05.1956. ქობულეთი, ოჩხამური

1976-1982 - მოსკოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი

1980-1982 - მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი

1987-1990 - მცხეთის სასულიერო სემინარია

16.03.1989 - დიაკონი

26.04.1989 - მღვდლად კურთხევა

1995 - დეკანოზი

25.10.1996 - ბერად აღკვეცა

26.10.1996 - არქიმანდრიტი

11.11.1996 - ეპისკოპოსად კურთხევა

1999-2000 - მსჯვარდადებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე

2004 - მთავარეპისკოპოსი

 

 

 

ვანისა და ბაღდათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის დაბლობზე მდინარეების სულორისა და ხანისწყლის აუზებში მდებარეობს. იგი ქალაქებს - ვანს, ბაღდათს და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთისა და უბისის, დასავლეთიდან შემოქმედის, ჩრდილოეთიდან ქუთაის-გაენათის და ხონის, სამხრეთიდან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიები.

 

ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანობის ქადაგება მოციქულების დროს დაიწყო, როდესაც მათ მოაიარეს ზღვისპირეთი და მდინარე ფაზისს აჰყვნენ. ეგრის-აფხაზეთის სამეფოს და, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ამავე სახელწოდების საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, ვაკე იმერეთი მის შემადგენლობაში აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნული ეპარქია ცალკე სამღვდელმთავროდ არ გამოყოფილა. თანამედროვე ეპარქიის ტერიტორია იმერეთის სამეფოში არსებულ ქუთაისის და მარგვეთის სამწყსოებში შედიოდა. XIV ს. 30-იან წლებში ჩამოყალიბებული ხონის, შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსის რეზიდენციის გელათში გადმოტანისას, დასავლეთ საქართველოს საეპარქიო საზღვრები შეიცვალა და ვაკე იმერეთიც მათ შორის გადანაწილდა. XVIII-XIX სს-თა მიჯნაზე ეს მხარე ქუთათელისა და ხონელის სამწყო ტერიტორიას შეადგენდა.

 

ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

 

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ვაკე იმერეთი გაერთიანებული დასავლეთ საქართველოს საეკლესიო შემადგენლობაში - იმერეთის ეპარქიაში შედიოდა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თანამედროვე ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სამწყსო ქუთაისსა და გაენათის ეპარქიას მიეკუთვნებოდა.

 

1995 წ. 5 აპრილის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ვანისა და ბაღდათის ეპარქია ჩამოყალიბდა. 1996 წ. ნოემბრიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მმართველად დადგენილი იქნა ეპისკოპოსი ანტონ ბულუხია.

 

ადმინისტრაციულად ვანისა და ბაღდათის ეპარქია ორ ოლქად იყოფა: ვანისა (მთავარხუცესი - დეკანოზი პეტრე გიორგაძე) და ბაღდათისა (მთავარხუცესი - არქიმანდრიტი მაკარი, აბესაძე).

 

ვანის ოლქის მოქმედი ეკლესიები:

 

ვანის ყოველთა ქართველთა წმიდათა საკათედრო ტაძარი. წინამძღვრის მოადგილე - დეკანოზი პეტრე გიორგაძე

გორას წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ანდრია პაიკიძე

ზეინდრის წმ. ნიკოლოზის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი იასონ შარიქაძე

სოფ. ამაღლების ქრისტეს ამაღლების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ლუკა ჭულუხიძე

ბზვანის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ზურაბ ბიბიჩაძე

ისრითის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ლონგინოზ მანაგაძე

ქედის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ზაქარია დვალიშვილი

ტობანიერის იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო. წინამძღვარი - მღვდელი ნიკოლოზ კაცაძე

ყუმურის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი კონსტანტინე გაბუნია.

 

ბაღდათის ოლქის მოქმედი ეკლესიები:

 

ბაღდათის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი (არქიმანდრიტი მაკარი, აბესაძე)

ზემო დიმის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი იოანე ყურაშვილი

საკრაულას ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი მიქაელ გიორგობიანი

ხანის 12 მოციქულის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ბესარიონ მშვილდაძე

წითელხევის ტაძრად მიყვანების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ბასილ ბასილაძე

როკითის ფერისცვალების ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი იოაკიმე ისაკაძე

ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი მარკოზ დარჯანია

ქვემო დიმის მთავარანგელოზთა ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი გაბრიელ დარჯანია

ქვემო დიმის წმ. ნინოს სახელობის სამლოცველო. წინამძღვარი - მღვდელი დოსითეოზ შემაზაშვილი

ობჩის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი დავით ბურჯანაძე

ობჩის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია. წინამძღვარი - იღუმენი ისააკი (ფირცხალავა)

ბაღდათის წმ. თამარ მეფის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ზაბულონი (ნოდია)

გოთიეთის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ილია (გამყრელიძე)

post-5-0-75550000-1365618870_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მეუფე იაკობი

 

(დ. 1 მარტი, 1962) — გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის ეპისკოპოსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი.

 

ერისკაცობაში – კონსტანტინე იაკობიშვილი.

2003 წლის 15 მარტი – ბერად აღკვეცა.

2010 წლის 7 მაისი – წმინდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი დაადგინა ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად.

2010 წლის 9 მაისი, კვირა – ეპისკოპოსად კურთხევა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი.

2010 წლის 21 დეკემბერი – ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.

 

ანგელოზის დღე – 5 ნოემბერი.

 

 

სამწუხაროდ, თვით ეპარქიის შესახებ, მეტად მწირი ცნობები მოიპოვება, ვინაიდან, სულ რაღაც ორიოდე წლის წინ

არის შექმნილი.

ეპარქიის ჩამოყალიბებამდე, ეს ტერიტორია, ცურტავის ეპარქიის ხელმძღვანელობის ქვეშ იყო.

post-5-0-10145500-1365619374_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი) ჩემი გვარი :old:

 

- ერისკაცობაში გურამ ვახტანგის ძე გამრეკელი 1946 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში დაიბადა.

დედა – ეკატერინე ვილგელმის ასული კერბსი – თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის გერმანული ენის პედაგოგი.

მამა - ვახტანგ ნიზოლოზის ძე გარეკელი - ისტორიის პროფესორი.

1964 წელს გურამ გამრეკელი აბარებს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე, 1966 წლიდან სწავლას განაგრძობს ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1970 წელს ასრულებს ძებნა-ძების სპეციალიზაციით. მუშაობდა თბილისის გეოლოგიურ სამმართველოში უფროსი გეოლოგის თანამდებობაზე.

1979 წლიდან ეკლესიის მრევლია.

1983 წლიდან სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სტიქაროსნად დაადგინეს.

1985-88 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1987 წლის 19 აგვისტოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა.

1988 წლის 24 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და ანჩისხატის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

1989 წლის 8 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა.

1989-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორია.

1993 წლიდან საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა (ამჟამად კომიტეტი რეორგანიზებულია განათლების ცენტრად და მას სათავეში კვლავ მეუფე იოანე უდგას ).

1995 წლის 25 მაისს გელათის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს და აკადემიკოსოს წოდება მიენიჭა.

2005 წლის 31 იანვარს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად დაინიშნა (ამ მოვალეობას იგი დღესაც ასრულებს).

2008 წლის 27 ივნისს წმინდა სინოდის კრებაზე მღვდელმთავრად გამოირჩიეს. 2008 წლის 11 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა. 2008 წლის 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და უწოდა ცურტავის ტიტულოვანი ეპისკოპოსი.

2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და დანიშნა იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად.

2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის სიონის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.

post-5-0-54217000-1365619508_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია ჩემი წინაპრების მხარე :old:

 

 

ეპარქია სამხრეთ საქართველოში ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს: ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებს. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ეპარქია აერთიანებს ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს, რომლებიც ამჟამად საქართველოს აღარ ეკუთვნის. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალქალაქისა და კუმურდოს, ბორჯომისა და ბაკურიანის, დასავლეთიდან სხალთის, ჩრდილოეთიდან ვანი–ბაღდათის, შემოქმედის და მარგვეთისა და უბისის ეპარქიები, სამხრეთიდან კი ესაზღვრება თურქეთი.

 

საისტორიო ტრადიციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ ამ მხარეში დაუარსებია წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს. კომუნისტური მმართველობის დროს აქ ჩაკვდა საეკლესიო ცხოვრება, მხოლოდ 70–იანი წლების ბოლოს გახდა შესაძლებელი სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის აღდგენა. აღდგენილი ეპარქიის მეთაურობა დაევალა ამბროსი ქათამაძეს, რომლის შემდეგ სამწყსოს მეთაურობდა ანანია ჯაფარიძე.

 

აღნიშნული სახელწოდება ეპარქიამ 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა. შემდეგ სამცხე-ჯავახეთის ეპარქია გაიყო და ჩამოყალიბდა ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიები. ახლად ჩამოყალიბებული ახალციხის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) (1995-1997 წწ.), 1998 წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ხოლო 1999 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე.

 

ეპისკოპოს თეოდორეს სამოღვაწეო არეალი განსაკუთრებული სირთულეებით ხასიათდება. საუკუნეთა წინათ დაწყებულ მართლმადიდებელ ქართველთა შევიწროების გამო, ამჟამად ეპარქიაში ეთნიკური წონასწარობა ქართველთა საზიანოდ არის დარღვეული, რამაც, ბუნებრივია, არამართლმადიდებელთა რიცხვი გაზარდა. ძველი დროის ქართველ ბერ-მონაზონთა მიერ აშენებული ზოგიერთი ეკლესია-მონასტერი სხვა აღმსარებლობის მრევლმა მიისაკუთრა.

 

 

 

 

მეუფე თეოდორე (დ. 11 აპრილი, 1967, სიღნაღი) — ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი.

 

1984 - თელავის მე-4 საშუალო სკოლა;

1991 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი;

1992 - ახალციხის სასულიერო სემიანარია;

1991 წლის 22 თებერვალი - ბერად აღკვეცა;

1991 წლის 7 ივნისი - დიაკვნად კურთხევა;

1991 წლის 8 სექტემბერი - მღვდლად კურთხევა;

1993 წლის 18 ივნისი - იღუმენი;

1996 წლის 26 ოქტომბერი - არქიმანდრიტი;

1996 წლის 27 ოქტომბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;

1996-1998 წწ. - ბოდბელი ეპისკოპოსი;

1998 წელს - ახალციხის ეპისკოპოსი;

2003 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი;

2003 წლის 14 სექტემბერი - მთავარეპისკოპოსი;

2003-2004 წწ. - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე;

2004-2005 - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი;

2005 წლის 1 თებერვალი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი.

2006 წლის 30 აპრილი - ებოძა მიტროპოლიტობა.

2004 წლის 30 ივნისს, წმ. შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, ახლაციხობის სახალხო დღესასწაულზე, მეუფე თეოდორეს ახალციხის საკრებულოს გადაწყვეტილებით ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

 

კათედრა და რეზიდენცია ახალციხესა და საფარაში.

post-5-0-19396500-1365619662_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

სამთავისისა და გორის ეპარქია

 

სამთავისისა და გორის ეპარქია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ ზენა სოფელში მდებარეობს, ეპარქია მოიცავს ძველ ქალაქებს – გორს, კასპსა და მათ მიმდებარე სანახებს. სამღვდელმთავროს, აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო, ქართლში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან – მცხეთა-თბილისის, წილკნისა და დუშეთის, ჩრდილოეთიდან – ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან – ურბნისისა და რუისის, სამხრეთიდან – მანგლისისა და წალკის, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები.

 

ეპარქიის ისტორია

 

უძველეს საქრისტიანო კერაზე საეკლესიო შენობა-ნაგებობათა ღვთისმსახურებისათვის აღდგენა მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ეს მხარე ხან წილკნის, ხანაც რუის-ურბნისის და სხვა ეპისკოპოსთა და სამთავისისა და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო, რომლის კათედრა და რეზიდენცია სამთავისისა და გორის საკათედრო ტაძრებია.

 

ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ ნასტაკისის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილისა II-III საუკუნეების პირველქრისტიანთა საღვთისმსახურო შენობა, რაც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა, რომელსაც ქართლის მთავარეპისკპოსის წოდების მქონე მცხეთის სამთავროს საყდარზე მჯდომი მღვდელმთავარი განაგებდა.

 

ქართლის სამეფოში გორის როგორც, ქალაქის მნიშვნელობის გაზრდას მალევე მოყვა გორისთვის სამიტროპოლიტო წოდების მინიჭებაც, თუმცა პირველად გორის მღვდელმთავარი “გორის სამიტროპოლიტოს მმართველი 1748 წელს იხსენიება, მაგრამ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცილებით ადრე ვრცელდებოდა ქართლის მთავარეპისკოპოსის სახელით ცნობილი მღვდელმთავრის იურისდიქცია, მაგალითად 1769 წელს მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი წყვეტს გორის მართლმადიდებელ ქრისტიანთა საეკლესიო საქმეეებს, ხოლო მთავარეპისკოპოს ბესარიონის შესახებ 1768 წლის ერთ-ერთ სიგელში ხაზგასმულია, რომ ის “გორში მსახლობელთ ქართველთ ეპისკოპოსი არის, და ამის სამწყსონი არიან”, მთავარეპისკოპოსი პაისიოსი კი 1801 წელს გაცემულ სიგელში აღნიშნავს: “პირველად ესე, რომ მე გორის ეკლესიის და სამწყსოსი ეპისკოპოსი ვარ”. 1789 წლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქართლ-კახეთის ეპარქიების ჩამონათვალში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ II (1788-1811 წწ) აწერს, ასეთ რამეს ვკითხულობთ “სამთავროისა ეკლესია, რომელიცა არს მცხეთას, მახლობელ დიდისა კათოლიკე ეკლესიისა; ამისი სამწყსო არს, დიდს ლიახვსა და რეხულას შუა მყოფნი სოფელნი რიცხვით სამეოცნი. და ამასვე ჰყავს სამწყსოდ თავადნი ორნი და აზნაურნი ოცდაოთხნი გვარნი”.

1811_1917 წლებში გორის ეპისკოპოსები საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსებად ინიშნებოდნენ.

1917 წელს გორის ეპარქიის ბაზაზე ურბნისის ეპარქია შეიქმნა, რომელშიც მთელი შიდა ქართლი გაერთიანდა, ხოლო 1995 წლიდან კვლავ აღდგა სამთავისისა და გორის ეპარქიის სახით.

 

ეპარქიაში მოღვაწე მღვდელმთავართაგან გამორჩეულნი არიან:

 

მთავარეპისკოპოსი მიქაელი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1419-1426 წწ);

მთავარეპისკოპოსი მალაქია (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1532-1534 წწ);

მთავარეპისკოპოსი იოანე ავალიშვილი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1612-1616 წწ);

ცნობილი მწიგნობარი და კალიგრაფი მთავარეპისკოპოსი ევდემონი XVII ს-ის I ნახევარი;

მთავარეპისკოპოსი დომენტი ბაგრატიონი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1660-1675 წწ);

მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე ნაცვლიშვილი XVII_XVIII სს;

მთავარეპისკოპოსი კირილე ციციშვილი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1737-1739 წწ);

მთავარეპისკოპოსი რომანოზ ერისთავი 1737-1739 წწ;

მთავარეპისკოპოსი პაისიოსი გარსევანიშვილი დაახლ. 1788-1789 და 1801-1802 წლები;

ეპისკოპოსი დოსითეოს ფიცხელაური 1811-1814 წწ;

ეპისკოპოსი ნიკიფორე ჯორჯაძე 1842-1850 წწ;

წმიდა გაბრიელ ქიქოძე 1858-1860 წწ;

წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძე 1869-1882 და 1886-1898 წლები;

ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე 1898-1900 წწ (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918-1921 წწ);

წმიდა კირიონ საძაგლიშვილი 1900-1901 წწ (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წწ);

 

უძველესი და მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე ეპარქიას ამჟამად განაგებს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

 

 

 

ეპარქიაში მოქმედი ტაძრები:

 

ქალაქი გორი:

ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი;

ხარების ტაძარი;

ყოვლადწმიდა სამების ტაძარი;

ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი;

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ტაძარი;

წმიდა ნიკოლოზის ტაძარი;

წმიდა ნინოს ტაძარი;

კარალეთი:

წმიდა სამების ტაძარი;

წმიდა პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს ტაძარი;

ვარიანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

ბერბუკის მთავარანგელოზის ტაძარი;

სკრის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია;

ზერტის ღვთისმშობლის შობის ტაძარი;

არბოს წმიდა გიორგის ტაძარი;

გორიჯვრის წმიდა გიორგის ტაძარი;

ფხვენისი:

იოანე ნათლისმცემლის ტაძარი;

წმიდა გიორგის ტაძარი;

ყელქცეულის წმიდა გიორგის ტაძარი;

ხვითის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

მეღვრეკისის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი;

ერგნეთის ღვთისმშობლის ტაძარი;

უფლისციხის წმიდა გიორგის ტაძარი;

არაშენდა:

ღვთისმშობლის ეკლესია;

მთავარანგელოზის ეკლესია;

ფლავის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი;

სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარი

ტყვიავის ჯვართამაღლების ტაძარი.

საქაშეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი.

ქალაქი კასპი:

თეოდორე ტირონის ეკლესია;

წმიდა გიორგის ეკლესია;

ახალციხის კვირაცხოვლის ტაძარი;

კავთისხევის წმიდა გიორგის ორი ეკლესია;

ოკამის ღვთისმშობლის შობის ტაძარი;

დოესის წმიდა სამების ტაძარი;

ახალქალაქის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

გომის ნათლისმცემლის ტაძარი;

ერთაწმინდის წმიდა ევსტატი პლაკიდას ტაძარი;

ნიაბის წმიდა გიორგის ტაძარი;

ზემო ხანდაკის წმიდა გიორგის ტაძარი;

ქვემო ხანდაკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

ეზატის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი.

სობისის წმიდა გიორგის ტაძარი.

 

ქალაქ გორში მიმდინარეობს აღდგომის საკათედრო ტაძრის და მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მშენებლობა.

 

ეპარქიაში მოქმედი მონასტრები:

 

ქ. გორი, საეპისკოპოსო სახლი;

ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი;

ატენის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი (ატენის სიონი);

რკონის მონასტერი, რომელსაც ზედამხედველობას უწევს ქვათახევის მონასტრის საძმო.

 

გორსა და გორის რაიონში არსებული მონასტრები, რომელთაც ესაჭიროებათ აღდგენა-რესტავრაცია:

ატენი:

ვერეს ღვთისმშობლის სამნავიანი ბაზილიკა;

ნათლისმცემლის სკიტე.

სკრის ხეობა, ბნელეთის ღთისმშობლის მონასტერი;

ფეტვისხევი, მარიამწმიდის სახელობის მონასტერი.

 

კასპსა და კასპის რაიონში არსებული მონასტრები, რომელთაც ესაჭიროებათ აღდგენა-რესტავრაცია:

თეთრახევის მამების მონასტერი;

იკვის წმიდა გიორგის მონასტერი;

ლავრისხევის ლავრა.

 

სამთავისისა და გორის ეპარქიას განაგებს მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

 

დაბადებული 1968 წლის 24 აპრილს - ქ. სოხუმი.

1974-1985 წწ. ქ. სოხუმის 11-საშ. სკოლა.

1985-1988 წლებში ხარკოვის უმაღლესი სამხედრო საავიაციო-საინჟინრო სასწავლებელი.

1989-1994 წლებში სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი.

1995 წ. ბერად აღკვეცა.

17.09.1996 წ. დიაკონი.

13.12.1996 წ. მღვდელი.

1997 წ. წმ. დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი.

18.10.1998 წ. ეპისკოპოსად კურთხევა.

1998-2001 წლებში – საგარეჯოს და გურჯაანის ეპისკოპოსი.

20.10.2001 წ. ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა.

16.11.2006 წ. მთავარეპისკოპოსი

25.05.2010 წ. მიტროპოლიტი

 

ეპარქიის სასულიერო დასი:

 

დეკანოზი ალექსანდრე (დარახველიძე);

დეკანოზი კირილე (ხულორდავა);

დეკანოზი გიორგი (გაბლიშვილი);

დეკანოზი გედეონი (შალაშვილი);

დეკანოზი იუბინალი (მარანელი);

დეკანოზი გიორგი (ხოჯავა);

დეკანოზი იოანე (კალატოზიშვილი);

დეკანოზი ღვთისო (სეხნიაშვილი);

დეკანოზი თევდორე (სულუაშვილი);

მღვდელი იოანე (ცეცხლაძე);

მღვდელი ილია (ხომერიკი);

მღვდელი დავითი (კასრაძე);

მღვდელი ალექსანდრე (ქსოვრელი);

მღვდელი ანდრია (მიდოდაშვილი);

მღვდელი ვახტანგი (ნიკოლაიშვილი);

მღვდელი თადეოზი (ქებაძე);

მღვდელი იაკობი (გეჯაძე);

მღვდელი პეტრე (ტიტვინიძე);

მღვდელი გიორგი (იასეშვილი);

მღვდელი გრიგოლი (მჭედლიშვილი);

მღვდელი იოანე (ჟივიძე);

მღვდელი ზაზა (სოსიაშვილი);

მღვდელი გაბრიელი (კერესელიძე);

მღვდელი გიორგი (გოცირიძე);

მღვდელი ლუკა (კარელიძე);

მღვდელი დავითი (ყურაშვილი);

მღვდელი სოლომონი (ბაბიაშვილი);

მღვდელი გიორგი (კოკოშვილი);

მღვდელი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი);

მღვდელი იაკობი (აბულაძე);

მღვდელი ირაკლი (ცუცქირიძე);

დიაკვანი გიორგი (კარელიძე);

დიაკვანი გიორგი (მურღული);

დიაკვანი ბასილი (ფოსური).

 

 

იღუმენი კოზმა (გუჯაბიძე);

იღუმენი საბა (სულუხია);

იღუმენი დამიანე (ხუფენია);

იეროდიაკვანი დავითი (ბეროძე).

იღუმენია ნინო (მაზანიშვილი).

Link to post
Share on other sites

რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი)

 

 

დაბ. – 29.05.1960, ყაზბეგი, სნო.

1983 – სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი

3.01.1988 – ბერად აღკვეცა; 19.01.1988 – დიაკონი

29.03.1988 – მღვდელმონაზონი

1989 - მცხეთის სასულიერო სემინარია

21.09.1989 – იღუმენი

28.08.1990 – არქიმანდრიტი

17.05.1992 – მანგლელი ეპისკოპოსი

1992-1995 – ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი

1995-1996 – ბათუმის ეპისკოპოსი, 1996 – მთვარეპისკოპოსი

2000 – მიტროპოლიტი რუისისა და ურბნისისა

1996-2003 – პატრიარქის ქორეპისკოპოსი

2003 – საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე. მისამართი: საქართველო 5706. ხაშური. ლესელიძის ქ.8. ტელ [995] 26823052; თბილისი [995] 32 982708; მობ. [995] 99577839 რუისისა და ურბნისის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს. რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება ვახტანგ გორგასლის შემდეგდროინდელი პერიოდიდან იწყება. ეპარქია მოიცავს ქალაქებს ხაშურსა და ქარელს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სამთავისისა და გორის, დას. არგვეთისა და უბისის, ჩრდ. ნიქოზისა და ცხინვალის, ჭიათურისა და საჩხერის, სამხრეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები. ეპარქიის ტერიტორიაზე ქრიატიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს წმ. ნინოს უკავშირდება. აქ არსებული უძველესი ეპარქიები V საუკუნის ბოლოს დაფუძნდა. რუისის საკათედრო ტაძრის აშენება წმ. მეფე ვახტანგ გორგასალს მიეწერება. ურბნისის საკათედრო ტაძარიც V-VI სს-ის მიჯნაზე აუგიათ, რომელიც 13 ასურელ მამათაგან თათეს სტეპანწმინდელს განუახლებიათ. ასურელ მამათაგან კიდევ 2 მიქაელ ულუმბოელი და პიროს ბრეთელი მოღვაწეობდნენ ამ მხარეში. ამ მხარეში ჩატარებულა წმ. მეფე დავით აღმაშენებლის დროს რუის-ურბნისის სახელით ცნობილი დიდი საეკლესიო კრება. ეპარქიის ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ორივე საკათედრო ტაძარში და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავები იყო. ქრიატესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე და სხვა. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა. 1996 წ. ოქტომბრიდან რუისისა და ურბნისის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).

(www.eklesia.you.ge)

post-5-0-86390300-1365622271_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ეპარქიის ტერიტორიაზე - ქსნის ხეობაში, ძალისში, სოფელ წილკანთან ახლოს, ნაქალაქარზე აღმოაჩინეს ადრეული ქრისტიანული (II-III სს.) სამლოცველო. ეს აღმოჩენა ამ კუთხეში პირველქრისტიანული თემის არსებობას მიანიშნებს. ახალი სარწმუნოების მიღება მთის ზოგიერთ ტომში უმტკივნეულოდ არ მომხდარა, მეფის მიერ გაგზავნილმა „ერისთავმან მცირედ წარმართა მახვილი“. მთის მოქცევას საეკლესიო ტრადიცია მეფე მირიანის ძეს, ბაქარს, უკავშირებს: „ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“. მეფე ბაქარის მიერ წილკნის დიდებული ტაძარი იმთავითვე საეპისკოპოსო საყდრად უნდა აშენებულიყო. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ საკათალიკოსოსა და 12 ახალი საეპისკოპოსოს დაფუძნებისას წილკანი არ იხსენიება. შესაძლოა იგი უკვე არსებული ძველი ეპარქიაა ან ვახტანგ მეფის საეკლესიო გარდაქმნის შემდეგ, V საუკუნის ბოლოსთვის მაინც დაარსდა. მეფის ერთგულ წილკნის სამღვდელმთავროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ დაეკისრა, „ოდეს დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და დაადგინა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი“. ამდენად, წილკნის ეპარქიას ოდითგანვე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მისია ჰქონდა დაკისრებული. მისი მეშვეობით ხდებოდა მთიელთა გაქრისტიანება. VI ს-ის დასაწყისში, 506 წელს ქ.დვინში ჩატარებული საეკლესიო კრების დამსწრე ქართველ მღვდელმთავართაგან წილკნელი ეპისკოპოსი ენოქიც იხსენიება. წილკნის დიდი მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაცხადდა მას შემდეგ, როდესაც 13 ასურელ მამათაგან - ისე - „ეპისკოპოსად წილკნისა“ აკურთხა კათოლიკოსმა ავლალოსმა. წმინდა ისე წილკნელმა მადლიანი სიტყვით „ფრიადი ურწმუნონი მოაქცივნა“. ასევე მან მოახდინა უდიდესი სასწაული: უწყლობით დატანჯული სამწყსოსთვის „უვალსა და უგზურსა ალაგსა“ წყალი გაიყვანა, რის შემდეგაც სასოწარკვეთილთა მთეულთა ჭეშმარიტი ღმერთი აღიარეს. წმინდა მამამ მაღლა მთაში „მრავალნი ტაძარნი კერპთანი დაარღვინა და ბომონნი დაამხნუა, ხოლო ეკლესიანნი აღაშენნა“. მანვე მთის მოსახლეობის მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა.

 

ისე წილკნელის მიერ განმტკიცებული წილკნელის კათედრა მოგვიანებით კიდევ უფრო გაძლიერდა და ქართლის ეკლესიაში საკმაო პატივი დაიმსახურა. მეფეთა კურთხევას ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა.

 

VIII-IX სს. ქართლში მეფის ხელისუფლების შესუსტების დროს, წილკნის ეპარქიის ტერიტორიებს მუხრანის სანახებთან ერთად, ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, კახეთის მმართველნი, კერძოდ, ზედაზნის ციხის მეპატრონე ძაგანის ძენი ისაკუთრებენ.

 

წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის დროს, მთელი ეს მხარე ქვეყნის საიმედო დასაყრდენი იყო. XII-XIII ს-ში, წმინდა მეფე თამარის დროს წილკნის საეპისკოპოსოს საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა მთის ხეობებში ქრისტიანობის გავრცელებითა და ეკლესიების მშენებლობით. XV ს-ის II ნახევარში, საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ, ეპარქიის ტერიტორიამ გარკვეული ცვლილებები დაინახა. წილკნის სამწყსოს დიდი ნაწილი კახეთის სამღვდელმთავროებს, განსაკუთრებით ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა. XVI ს-ის I ნახევარში წილკნის მწყემსმთავარსა და მცხეთის კათოლიკოსს შორის წარმოშობილი დავაც სამწყსო ტერიტორიების მიკუთვნების გამო დაიწყო. საქმის გასარჩევად მეფე ლუარსაბ I (1527-1558), მთავარეპისკოპოსი გორონე, დომენტი თბილელი, მროველი გედეონი, მცხეთის კათოლიკოსი, წილკნელი და სხვები შეკრებილან და მუხრანის საზღვრები „უსარჩელად და გამოუცილობლად“ დაუდგენიათ.

 

საქართველოში მტერთა გამუდმებული თარეშისა და ლეკთა თავდასხმების შემდეგ საწილკნოს საზღვრები შეიკვეცა. მიუხედავად ამისა, XVII ს-ის II ნახევარში, 1669 წელს, კათოლიკოს დომენტისა და მეფე შაჰნავაზის ბრძანებით, წილკნელი რომანოზის მიერ შედგენილ „წილკნის ღმრთისმშობლის სამწყსოს სიგელში“, დაწვრილებით არის აღწერილი არაგვსა და ქსანს შორის საწილკნოს კუთვნილი 52 სოფელი, ანანური, ზევით მთიულეთი, წილკნელის მიგებებისა და გასტუმრების წესები, ვალდებულებები და სხვა. საკმაოდ განვრცობილი ეპარქია მრევლის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ამიტომ წილკნელს დამხმარედ ორ-ორი ქორეპისკოპოსი ჰყავდა, - ერთი კავკასიის სიონში, მეორე ბოდორნაში.

 

XIX ს-ის მიჯნაზე, ქვეყნის საერთო გაჭირვებისას, წილკანი ორმოცზე მეტ სოფელს მოიცავდა და ქართლის სამწყსოთა შორის მეოთხე ადგილზე სახელდებოდა. 1800 წლისათვის ეპარქიას 75 მღვდელი, 11 დიაკვანი და 5 ათეულამდე საეკლესიო მსახური ჰყავდა.

 

საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ ტრადიციული ქართული საეკლესიო სტრუქტურები ძალზე შეიცვალა და გამარტივდა. ეს, პირველ რიგში, საეპისკოპოსოების გაუქმებით გამოიხატა. 1803 წელს, წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამღვდელმთავრო ტერიტორია ჯერ სამთავისის, შემდეგ ნიქოზის ეპარქიას მიუერთეს. წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი ქორეპისკოპოსი გერვასი მაჭავარიანი იყო ბოლო მღვდელმთავარი, რომელმაც კავკასიის მოსახლეობაში დიდი რელიგიურ-მისიონერული მოღვაწეობით გაითქვა სახელი. იგი 1817 წელს გარდაიცვალა.

 

1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მმართველობამ წილკნის საეპისკოპოსოც გააუქმა და ახლადწარმოქმნილ მცხეთა-თბილისის ეპარქიას მიუერთა, საწილკნო, ისე როგორც საქართველოს დანარჩენი ეპარქიები, დიდ მატერიალურ გაჭირვებაში აღმოჩნდა.

 

წილკნის ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში ადრიდანვე მრავალი წიგნთსაცავი და ეკლესიებისთვის შეწირულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იყო დაცული, რაც რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ გაიფანტა. ეპარქიაში ძველთაგანვე მრავალ მწიგნობარსა და გადამწერ-მკაზმავს უმოღვაწია. მათ შორის აღსანიშნავია: XI ს-ის მოღვაწე ბასილი მწიგნობარი, რომელსაც გადაუწერია „თვენნი“, ცნობილი ქართველი მწიგნობარი იოსებ სამებელი, ქრისტეფორე და არსენ წილკნელები; ცნობილი მოაზროვნე ამბროსი მიქაძე, რომელსაც ეკუთვნის „წიგნი აღსარებისა“ და „ღვთისმშობლის საგალობელი“; დომენტი კათოლიკოსი, გერვასი მაჭავარიანი, რომანოზ წილკნელი, მან შეადგინა „წილკნის ღვთისმშობლის სამწყსოს სიგელი“ და სხვ.

 

წილკნის ეპარქიის სიწმინდეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვთისმშობლის უძველესი სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ხალხმა სიყვარულით „წილკნის ღვთისმშობელი“ უწოდა.

 

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა ხატი ლუკა მახარებელს შეუსრულებია ბეთლემის ცნობილი ბაგის ფიცარზე, სადაც მიაწვინეს ჩვილი მაცხოვარი. წმიდა ხატის საქართველოში ჩამობრძანება მეფე მირიანის-ძეს - ბაქარს უკავშირდება. ქართული წერილობითი წყაროებით და ზეპირი გადმოცემით წმინდა ხატისგან აღსრულებული მრავალი სასწაულია ცნობილი. „წილკნის ღვთისმშობელი“ ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება, ხოლო წმიდა ხატის ასლი დაბრძანებულია წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.

 

1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა წილკნის ეპარქიაც, მაგრამ მისი კუთვნილი ტერიტორია დროებით შეიერთა მცხეთის ეპარქიამ და წილკნელი ეპისკოპოსები მცხეთის სვეტიცხოველში ასრულებდნენ წირვა-ლოცვას. 1917 წელს წილკნელ მღვდელმთავრად დადგენილ იქნა ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი (1917-1920 წწ.). მის შემდეგ ეპარქიას მართავდნენ ეპისკოპოსები:

 

პავლე ჯაფარიძე (1924-1930 წწ.);

ალექსი გერსამია (1930-1938 წწ.);

ტარასი კანდელაკი (1939-1951 წწ.);

გობრონ წკრიალაშვილი (1954 წ.);

გაიოზ კერატიშვილი (1972-1978 წწ.);

თადეოზ იორამაშვილი (1978-1980 წწ.);

გიორგი ღონღაძე (1980-1982 წწ.).

 

1984 წლიდან წილკნის ეპარქიას განაგებს მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).

post-5-0-10311600-1365622342_thumb.jpg

post-5-0-11723700-1365622348_thumb.jpg

post-5-0-37161000-1365622353_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ჩვენ ეპარქიას აქვს გაზეთი "ჩვენი მეუფის ლოცვა კურთხევით" . რომელშიც ჩვენ ეპარქიაზეა ინფორმაციები. მეუფე ზოსიმეს კვირის ქადაგებაც არის. და უამრავი საინტერესო თემებია. ( მიუხედავად იმის რომ სულ 14 გვერდი არის. )

ყოველ თვეს ახალი ნომერი გამოდის და ბოლო ნომრის სურათს დავდებ ეხლა მე. გაზეთის სახელი : "ფუძნარი" _ა

 

 

 

მეუფეს ასევე აქვს დაწერილი წიგნები. ბოლო წიგნი სულ ახლახანს გამოვიდა, წიგნის სურათსაც წარმოგიდგენთ smile.gif

 

 

 

 

ამ წიგნის პრეზენტაციაზე

post-5-0-46911200-1365622452_thumb.jpg

post-5-0-75501500-1365622457_thumb.jpg

post-5-0-51451500-1365622462_thumb.jpg

post-5-0-87407700-1365622467_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ფოთისა და ხობის ეპარქია

 

(ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის რაიონი)

 

მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (გურამ ბერბიჭაშვილი)

 

 

 

დაბ. - 1956 წლის 18 ივლისი, თბილისი;

1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია;

1994 წელს - თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი;

1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში;

1990 წლის 27 მარტს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში;

1994 წლის 2 თებერვალს მიენიჭა დეკანოზის წოდება;

1996 წლის 21 მარტს შემოქმედის მონასტერში ბერად აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა იობმა;

1996 წლის 23 მარტს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება;

1996 წლის 24 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის ეპისკოპოსად;

1996-2003 წლებში - შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობოის გამყოფილების უფროსი;

2003 წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

 

ცენტრალური კათედრა: ქ. ფოთი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. რუსთაველის №1 (1933-1936 წლებში ტაძარი გადაკეთდა თეატრად. ქ.ფოთის საკრებულოს 2003 წლის 19 დეკემბრის დადგენილებით ტაძარი სამართლებრივად კვლავ ეკლესიის მფლობელობაში დაბრუნდა, 2005 წლის 18 ნოემბერს კი ტაძრის შენობა ფაქტობრივად გადაეცა ფოთის ეპარქიას და საზეიმოდ იკურთხა).

 

 

 

ფოთისა და სენაკის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ფოთს, ხობს, სენაკს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სამღვდელმთავრო ტერიტორია განვცრობილია მდ. რიონისა და ხობისწყლის ქვემო დინების აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს, ეგრისის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს. ფოთისა და ხობის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სენაკისა და ჩხოროწყუს, ჩრდილოეთიდან - ზუგდიდისა და ცაიშის, სამხრეთიდან - შემოქმედის ეპარქიები, დასავლეთის მხრიდან კი იგი შავ ზღვას ემიჯნება. რეგიონში უძველესი დროიდან ბინადროს თვითმყოფადი კულტურის შემქმნელი ხალხი. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში ეს მხარე ძირითადად ცნობილია მდინარე ფაზისის, იმავე რიონის, შავ ზღვასთან გაშენებული მისი მოსახელე ქალაქ ფაზისის (ფოთის) გარშემო არსებული ეთნიკური ნიშნით გაერთიანებულ ქვეყნად. უძველესი წყაროებით მსოფლიოს ცნობილ მდინარედ მოხსიენიებული ფაზისის შავი ზღვის შესართავთან იწყებოდა აღმოსავლეთის დიდი სავაჭრო გზის ერთი მონაკვეთი. ქრისტეს შობამდე VII-VI საუკუნეებს მიეწერება ამ მაგისტრალის საწყისი პუნქტის, ქალაქური ტიპის დასახლების - ფაზისი დაფუძნება.

 

თანამედროვე ფოთისა და ხობის ეპარქიის ტერიტორია ადრიდანვე მძლავრ აგრესორთა დაპირისპირების ასპარეზი იყო. ეგრისის სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრი ხან ზღვისპირეთში, ხანაც ქუჯის მიერ დაარსებულ ციხეში - ციხე-გოჯში (ბერძნული არქეოპოლისი) იყო. IV საუკუნიდან რომაული ხარკისგან გათავისუფლებული ლაზიკის (იგივე ეგრისი) სამეფოს მთელი დასავლეთი საქართველო თავისი ძალაუფლების ქვეშ ჰყავდა გაერთიანებული. ამ დროს ფაზისის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს მისი მძლავ საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა. IV საუკუნეში ფოთის ცნობილი რიტორიკული სკოლა, იმჟამინდელი საფილოსოფოსი აზროვნების კერიდან - საბერძნეთის ათენიდან საკმაო მანძილის მიუხედავად, ძალზე პოპულარული იყო.

 

 

 

ფოთის საკათედრო ტაძარი

(ამჟამად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები)

 

დასავლეთ იბერიის საზღვაო ქალაქ ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ტრადიცია მიიჩნევს მიციქულთა მოღვაწეობის არეალად. ამ ფაქტს უპირველეს ქართულ წყაროსთან „ქართლის ცხოვრებასთან“ ერთად, ძველი ბერძენი და ლათინი ავტორები - კლიმენტი რომაელი, ეპიფანე კვიპრელი, ევაგრე სიცილიელი, ეპიფანე კონსტანტინეპოლელი და სხვ. ადასტურებენ. წმიდა ანდრია და სხვა მოციქულები, აწყურში პირველი საეპისკოპოსოს დაფუძნების შემდეგ ქადაგებით ჩავიდნენ ფაზისში, ზღვის პირას მცხოვრებნი განანათლეს და შემდეგ მოაქციეს მდინარე ფაზისის იბერები... ეგრისი იბერიის თანადროულად გაქრისტიანებულა და პირველ ეტაპზე საქართველოს ერთიანი ეკლესიის იურისდიქცია მთელ ქვეყანაზე ვრცელდებოდა. მოგვიანებით, V ს-დან, დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის ძალაუფლების დამკიდრების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეკლესიის ერთიანი სხეული დანაწევრდა და ფაზისი იგივე ფოთი მიმდებარე ტერიტორიითურთ და სხვა ქართული პროვინციები ეკლესიურადაც კონსტანტინეპოლის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდნენ.

 

ბერძნულ წყაროთა მიხედვით, ფაზისი (ფოთი) უკვე ამ დროისათვის ლაზიკის სამიტროპოლიტო ცენტრად ითვლებოდა. რაც შეეხება თვით ფაზისის ეპიარქიას, იგი გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა. ფრიად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრების (553 წ.) გადაწყვეტილებებს ხელი მოაწერა „თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფირსიოსამან (ფასისი, იგივე ფოთი), სოფელსა შინა მეგრელთასა“, ე.ი. VI ს. შუახანებისათვის ფოთის ეპარქია საკმაოდ მობილიზებული და ავტორიტეტული სამწყსოა.

 

 

ფოთის საკათედრო ტაძარი

(ამჟამად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები)

 

VII ს-დან ფაზისის სამიტროპოლიტო საზღვრები აღმოსავლეთით ვრცელდებოდა სკანდა-შორაპნის საზღვრამდე, ხოლო ჩრდილოეთით - მდინარე კლისურამდე. VIII ს-დან დასავლეთ საქართველოს მცხეთის საკათალიკოსის ტერიტორიასთან ერთად იგი გაერთიანდა აფხაზეთის ქართულ საკათალიკოსოში. ამის შემდეგ ფაზისის ნაცვლად მკიდრდება მისი თანამედროვე სახელწოდება ფოთი, რომელიც პირველად გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში იხსენიება.

 

VIII ს-ში გაუქმებული ფოთის სამიტროპოლიტოს ადგილზე მისი შემცველი ქართული საეპისკოპოსო ერთეული არ შეუქმნიათ. ამ პერიოდში იმერეთსა და სამეგრელოში ეკლესიებს თვით კათალიკოსი მართავდა. მოგვიანებით, IX-X ს-ში ამ რეგიონში მრავალი მსხვილი სამღვდელმთავრო ერთეული - საეპისკოპოსო ჩამოყალიბდა.

 

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ სამეგრელოში სამი ეპარქია იყო: ჭყონდიდის, ცაგერისა და ცაიშის. 1823 წელს ჭყონდიდის ეპისკოპოს ბესარიონ ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით საპარქიო ცენტრი - მარტვილი ჩამოყალიბდა. გაერთიანებულ სამღვდელმთავროებს სამეგრელოს ეპარქია ეწოდა, ხოლო 1885 წელს იქმნება გურია-სამეგრელოს საეკლესიო ერთეული საეპარქიო ცენტრით ქალაქ ფოთში.

 

1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში განახლდა ჭყონდიდის ეპარქია. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე სამი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: საკუთრივ ჭყონდიდის, ზუგდიდისა და ცაიშის, და ფოთის ეპარქიები. 1996 წლის 24 მარტიდან ახლად აღდგენილ ფოთის ეპარქიის მმართველად დადგენილ იქნა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

 

2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ფოთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფოთისა და სენაკის ეპარქია. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, ფოთისა და სენაკის ეპარქიას გამოეყო სენაკის რაიონი, ხოლო ზუგდიდ-ცაიშისას კი ჩხოროწყუს რაიონი და შეიქმნა ახალი ეპარქია სახელწოდებით „სენაკისა და ჩხოროწყუს“ ეპარქია. ფოთისა და სენაკის ეპარქიას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა „ფოთისა და ხობის“ ეპარქია. შესაბამისად შევიდა ცვლილება მღვდელმთავრის ტიტულშიც და იგი მოიხსენიება უკვე ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსად.

 

მონასტრები:

 

ხობის რაიონის სოფ. ნოჯიხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერი. მთავარი ტაძარი - მიძინების სახელობისა. წინამძღვარი - იღუმენია ანა (მუსელიანი), მოძღვარი - მღვდელი ილია ლომაია

 

მოქმედი სამრევლო ეკლესიები:

 

ქ. ფოთში:

 

წმიდა ნიკოლოზისა (დეკ. კონსტანტინე ბურჯანაძე)

ივერიის ღვთისმშობლისა (დეკ. თეიმურაზ გოგიაშვილი)

წმ. ნიკოლოზისა (ნავსადგურში) (მღვდ. თევდორე ბასილაია)

წმ. ილია მართლისა (დეკ. გრიგოლ დუნდუა)

ხეთის მთავარანგელოზთა (მღვდ. კირიონ დარასელია)

ჭალადიდის წმ. ნინოსი (მღვდ. გიორგი გენძეხაძე)

საგვიჩიოს ტაძრად მიყვანებისა (მღვდ. გიორგი გენძეხაძე)

 

მშენებარე ეკლესიები:

 

წმ. ცოტნე დადიანისა - ქ. ფოთში

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა - სოფ. ხამისკურში

ყოვლადწმიდა სამებისა - ქ. ხობში

წმ. გიორგის სამლოცველო - სოფ. ქარიატაში

წმ. იოანე ნათლისმცემლისა - სოფ. შუახორგაში

 

საეპარქიო დაწესებულებები:

 

გრიგოლ ღვთისმეტყველის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა (1998 წლიდან)

წმ. ნიკოლოზის დაწყებითი გიმნაზია (2003 წლიდან)

გაზ. „ეპარქიის ქრონიკა“ (გამოდის 1997 წლიდან)

სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობა (დეკანოზი კონსტანტინე ბურჯანაძე)

სამხედროებთან და პოლიციასთან ურთიერთობა (დეკანოზი გრიგოლ დუნდუა)

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობა (მღვდელი ამბროსი ხოშტარია)

საშუალო სკოლებთან ურთიერთობა (მღვდელი ნიკოლოზ კორძახია)

საბავშვო ბაღებთან ურთიერთობა (დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი)

ინვალიდებთან ურთიერთობა (დიაკონი იოსები)

ქველმოქმედება (დავით გორგოშაძე)

სამისიონერო-სამომლოცველო საქმეები (მღვდელი თევდორე ბასილაია)

სამღვდელოების ფონდი

სოციალური დახმარების ფონდი

ქრისტიანული სულიერების, კულტურისა და ქველმოქმედების ცენტრი „ნუგეში“ (მღვდელი თევდორე ბასილაია)

უფასო სასადილო უპოვართათვის

 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ფონდები:

 

ქრისტიანული სულიერები, კულტურისა და ქველმოქმედების ცენტრი „ნუგეში“ (მღვდელი თევდორე ბასილაია)

საზოგადოებრივი მოძრაობა „საკათედრო ტაძრის აღდგენისათვის“ (ემზარ კუპრაძე)

ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდი.

post-5-0-62447300-1365622567_thumb.jpg

post-5-0-47376000-1365622576_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მცხეთა-თბილისის ეპარქია

 

(ქ. თბილისი თავისი რაიონებით, ქ. მცხეთა (მცხეთის რაიონის სოფ. წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა), გარდაბნის რაიონი და ბიჭვინთა)

 

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და

 

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II

 

 

 

მცხეთა-თბილისის ეპარქია ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს - მცხეთისა და თბილისის საეპისკოპოსოების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, 1920 წ. 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირების თანახმად, მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საჯარეჯოსა და ველისციხის, დასავლეთიდან - სამთავისისა და გორის, ჩრდილოეთიდან - წილკნისა და დუშეთის, სამხრეთიდან - მანგლისი-წალკისა და რუსთავი-მარნეულის ეპარქიები. ქრისტიანული საქართველოს საეკლესიო ცენტრი ოდითგანვე მცხეთა-თბილისის ეპარქიაა. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მნიშვნელობა, ტრადიციულად, იმდენად დიდი იყო საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში, რომ, ზოგჯერ, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, საქართველოს ეკლესია შემოკლებით „მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის“, „მცხეთის საყდრის“, „მცხეთის საპატრიარქო ტაძრის“ ან მარტივად „მცხეთის ეკლესიის“ სახელით იხსენიებოდა. ერთიანი საქართველოს ეკლესიასთან მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაიგივების ტრადიციას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, აქაური მღვდელმთავრის საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობლად აღიარების დაწყებამ ჩაუყარა საფუძველი. მეფე მირიანის ნათლისღებით და საქართველოში ქრისტიანობის დახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საბოლოოდ განისაზღვრა ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და აღმსარებლობითი ორიენტაცია. საქართველოს ეკლესიას პირველ ეტაპზე, ვახტნგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამდე და კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებამდე, მთავარეპისკოპოსი მართავდა. აქედან მოყოლებული მცხეთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს ერთიანი ეკლესიის მწყემსმთავრად ითვლებოდა. V ს. II ნახევარში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, IV და V საუკუნეებში ქართულ ეკლესიაში მრავალი ეპისოკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა. მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში - დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო - სამთავროს და ქვემო - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480-იან წლებამდე ხის პატარა ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა. 375-400 წლებში, საქართველოს ეკლესიის მამამთავარ ელიას მღვდელმთავრობის დროს იწყება ციხე-ქალაქ თბილისის მოხსენიება. ვახტანგ გორგასალმა თავისი მეფობის მეორე ნახევარში საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული სტრუქტურა კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებითა და, იმავდროულად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსოს დაარსებით შეცვალა. საეპისკოპოსებს შორის მცხეთაც იხსენიება. ქართული წყაროები პირდაპირ ცნობებს გვაწვდიან ახლად დაარსებული თორმეტი საეპისკოპოსოს, მათ შორის, მცხეთელის სამწყსოს, ტერიტორიული განლაგებისა და საკათოლიკოსო რეზიდენციის შესახებ. ვახტანგს კათოლიკოსის რეზიდენციისათვის მოციქულთა სახელობის ეკლესია - „სვეტიცხოველი“ მცხეთაში ახლად აუგია. მცხეთაშივე არსებული ეპისკოპოსის ძველი საყდარი „მაცხოვრის“ სახელობისა საეპისკოპოსოდ უქცევიათ. ამრიგად, კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ მცხეთა ორი მღვდელმთავრის რეზიდენციად გადაიქცა. კათოლიკოსისა და ეპისკოპოსის კათედრები ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა მცხეთაშივე დარჩა, მაგრამ იგი უკვე ერთ-ერთ ეპისკოპოსად ჩაითვალა და მისი სამწყსო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. V საუკუნემდე, აღნიშნულ რეფორმამდე, მცხეთის საეპისოპოსოს იურისდიქცია მთლიანად ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და აქ არსებული ყველა ეკლესია მას ემორჩილებოდა. კათოლიკოსობის დაწესებიდან მცხეთის საეპისკოპოსო საკათოლიკოსოში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ იქცა, რომლის იურისდიქცია მხოლოდ მდინარეების: რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსო მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი ეწოდებოდა. თბილისში დიდი მშენებლობის დაწყება ვახტანგის დროს V ს. 60-იან წლებს უკავშირდება და სავარაუდოა, რომ თბილისის სიონის მშენებლობაც იმ დროიდანვე დაიწყო, რადგან ამავე პერიოდს უკავშიდება თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწყისიდანვე თბილისის სიონი იყო. ქართლის ცენტრალური ეპარქიები, ტრადიციულად მცხეთა და თბილისი, ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოდითგანვე კი მათ მღვდელმთავრებს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა და მოვალეობები ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის წინაშე. დედაქალაქის თბილისში გადმოტანით, პირველ ეტაპზე აქაური მღვდელმთავრის გავლენაც შესაბამისად გაიზრდებოდა, მაგრამ თბილელი მღვდელმთავარი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად მუდმივად ვერ ინარჩუნებდა დაწინაურებულ მდგომარეობას. მტერთა შემოსევისას ქვეყნის ძნელბედობა უპირველესად თბილისზე აისახებოდა. მომხვდური დედაქალაქის დაპყრობით და აოხრებით სახელმწიფოს აცლიდა უმთავრეს დასაყრდენს. თბილისის სამღვდელმთავრო სამწყსოც ამის კვლად ნადგურდებოდა და კნინდებოდა. არაბი ამირას ოთხსაუკუნოვანი უღლის გადიდების შემდეგაც კი თბილისის ეპარქია დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დამცრობილი ჩანს. XIII ს. ძეგლი „განგება დარბაზობისა“ მცხეთის მთავარეპისკოპოსს ეპისკოპოსთა შორის მე-4 ადგილს მიაკუთვნებს. იმავე დროს, თბილელი ჩამონათვალში 29-ე ადგილზე იხსენიება. XVIII ს-ის შუა ხანებში, 1794 წელს მეფე ერეკლე II-სა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I განჩინებით მცხეთის მთავარეპისკოპოსი ძველებურად მე-4 ადგილზე სახელდება, ხოლო თბილელი მღვდელმთავრის მდგომარეობა საგანგებოდ არის აღნიშნული. ქვეყნის ძლიერების ხანაში, როდესაც თბილისი დედაქალაქად ითვლებოდა „ტფილელსაცა უზემოეს აქუნდა ადგილი კრებასა შინა... სამეფო ქალაქი არ იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ისანი და ქუთათის... ტფილელი უკვე განჩინებასა მას შინა სამოფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის კრებასა შინა“. თბილელი მღვდელმთავრის ხარისხის ამაღლება და მისი გამიტროპოლიტება ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამაც განაპირობა. თბილელი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის ხარისხში ამაღლება XVII-XVIII სს. მიჯნაზე, ქართლის მეფე ერეკლე I ნაზარ-ალი-ხანის (1688-1703, 1709 წწ.) მეფობისა და იოანე დიასამიძის პატრიარქობისას აღსრულდა. ამის შემდეგ თბილელი მღვდელმთავრები მიტროპოლიტის მაღალ სამღვდელმთავრო ხარისხში იხსენიებიან. თბილისის მიტროპოლიტობა მეფე ერეკლე მეორემაც დაადასტურა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე თბილელი და მცხეთელი მღვდელმთავრები თავიანთ დაწინაურებულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თბილელისა და მცხეთელის კათედრა ქართლის სხვა ეპარქიებთან ერთად ეგზარქოსს დაქვემდებარებულ ერთ სამღვდელმთავროდ გაერთიანდა. ადრიდანვე მცხეთასა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა ძირითადად ამ მხარეში არსებულ ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა. უმდიდრესი ბიბლიოთეკები ჰქონდა მცხეთის სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიომღვიმის და სხვა საგანმანათლებლო კერებს. ყველა ეკლესია თავისებურ სკოლას წარმოადგენდა მომავალი თაობის ქრისტიანული ზნეობის აღზრდის თვალსაზრისით. ეკლესიის აქტიური პოზიციაც საქვეყნოდ იყო გაცხადებული სამეფო კარის თუ დიდებულთა მაღალზნეობრივი, ერისთვის მისაბაძი ქრისიტიანული ცხოვრების შენარჩუნებისათვის. საეკლესიო კრება განაჩინებდა მეფის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ალექსანდრე დიდის... დროს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის 12(25) მარტს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის დროებით მმართველად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე დაინიშნა. იმავე წლის 13 აგვისტოს საქართველოს სამღვდელოება რუსეთის სინოდის აგრესიული საეკლესიო პოლიტიკის გამო იძულებული გახდა აღედგინა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც ტრადიციულად თბილისის სიონი იყო და მის მღვდელმთავრად ლეონიდე ოქროპირიძე იქნა დადგენილი. 1917 წლის სექტემბერში თბილსის სიონში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე შემუშავდა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომლის თანახმად პირველ ეტაპზე 13 ეპარქია განახლდა. ეპარქიათა ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე მცხეთისა და თბილისის სამღვდელმთავროები იხსენიება. პირველ კათოლიკოსად არჩეული კირიონ საძაგლიშვილი თბილისში პირველ საპატრიარქო ტაძარში - ანჩისხატში აღასრულებდა ღვთისმსახურებას. თბილელი მღვდელმთავრის კათედრა სიონის ტაძარი იყო. 1918 წლის ივნისში ტრაგიკულად აღსრულებული კათოლიკოს-პატრიარქის ადგილი თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ დაიკავა. 1920 წლის 20 ივლისის მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გაერთიანდა მცხეთისა და თბილისის ეპარქიები, მის მწყემსმთავარს ამის შემდეგ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ამიერიდან მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან.

 

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები და საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ბრძანდებოდნენ

 

უწმინდესნი და უნეტარესნი:

 

კირიონ II საძაგლიშვილი (1917-1918);

 

ლეონიდე ოქროპირიძე (1918-1921);

 

ამბროსი ხელაია (1921-1927);

 

ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927-1932);

 

კალისტრატე ცინცაძე (1932-1952);

 

მელქისედეკ ფხალაძე (1952-1960);

 

ეფრემ სიდამონიძე (1960-1972);

 

დავით დევდარიანი (1972-1977).

 

1977 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს უძველეს ავტოკეფალურ ეკლესიას მწყემსმთავრობს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (შიოლაშვილი-ღუდუშაური).

 

გაზეთი „აღსავალი“, № 1, 2004 წ.

 

 

 

 

 

მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მოქმედი და არსებული ეკლესია-მონასტრები

 

 

 

IPB-ს სურათი

 

 

საპატრიარქო - საკათედრო ტაძრები:

 

1. სვეტიცხოვლის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა საპატრიარქო ტაძარი (მცხეთა, IV, V, XI სს.-ები, ჯვარგუმბათოვანი)

 

2. ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი (თბილისი, ელიას მთა, ყოვლადწმიდა სამების სახელობის ლავრაში, ახალი)

 

3. თბილისის სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, საპატრიარქო ტაძარი (სიონის ქ. V, XI სს.-ები, ჯვარგუმბათოვანი)

 

 

 

თბილისი:

 

4. ამაღლების სახელობის ეკლესია (სოლოლაკი, ამაღლების ქ. ახალი)

 

5. ამაღლების სახელობის ეკლესია (ბეჟანიშვილის ქ. მთაზე, ახალი)

 

6. ამაღლების სახელობის ეკლესია (საბურთალოს პანთეონი, ახალი)

 

7. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის „ანჩისხატის“ ეკლესია (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, შავთელის ქ. VI ს.)

 

8. წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია (ივ. ჯავახიშვილის ქ. XIX ს.)

 

9. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია - „ლურჯი მონასტერი“ (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ლეო ქიაჩელის ქ. XII ს.)

 

10. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, გურამიშვილის გამზ. ახალი)

 

11. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (საბურთალო, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ს. ჩიქოვანის ქ. ახალი)

 

12. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (ვაჟა-ფშაველას გამზირი, ბავშვთა ფედერაციასთან, ახალი)

 

13. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (ზემო, ნავთლუღი, ბოგდან ხმელინცკის ქ.)

 

14. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (ქვემო, სასაფლაოს ტერიტორია, ქინძმარაულის ქ.)

 

15. წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის (ქიქოძე) სახელობის ეკლესია (წმინდა ილია მართლის-სახ. გიმნაზია, ვაჟა-ფშაველას ქ. ახალი)

 

16. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - „ქაშუეთი“ (რუსთაველის პროსპექტი, VI, XX სს.-ები )

 

17. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ვაკის სასაფლაოს ქვემო შესასვლელი, ჭავჭავაძის გამზირი, ახალი)

 

18. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (დიდი დიღომი, ნაქულბაქევი, VII-VIII სს.)

 

19. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (დიდუბე, სამტრედიის ქ. ახალი)

 

20. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. პატარა გლდანი)

 

21. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ვარკეთილი, სუხაშვილის ქ. ახალი)

 

22. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ნორიოს აღმართის დასაწყისი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ტერიტორია, ახალი)

 

23. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ოქროყანა)

 

24. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გლდანი, ქერჩის ქ. უშიშროების აკადემიის ტერიტორია, ახალი)

 

25. წმინდა გიორგის სახელობის კლდისუბნის ეკლესია (ბეთლემის ქ.)

 

26. წმინდა გიორგის სახელობის კარის ეკლესია (მეფე ერეკლე II-ის მოედანი)

 

27. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (საბურთალოს პანთეონი)

 

28. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თემქის დასახლება, IX კვარტალი)

 

29. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ტერიტორია, ახალი)

 

30. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გლდანის მასივი III-IV მკ.რ.-ები)

 

31. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია „მძლეთა“ (წყნეთი)

 

32. წმინდა გობრონ-მიქაელის სახელობის ეკლესია (გორგასლის ქ.)

 

33. წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია (ვაკე, უნივერსიტეტის I კორპ. ეზოში, ახალი)

 

34. წმინდა დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (მეტეხის კლდე, რუისის ქ. ახალი)

 

35. წმინდა მამა დავითის სახელობის ეკლესია (მთაწმინდა)

 

36. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი ეკლესია - „ჯვრის მამა“ (იერუსალიმის ქ.)

 

37. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, მანჯგალაძის ქ.)

 

38. წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (საქართველოს საპატრიარქო, მეფე ერეკლე II-ის მოედანი)

 

39. წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (საბურთალო, ალ. ყაზბეგის ქ. ახალი)

 

40. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია (ლეო ქიაჩელის ქ. „ლურჯ მონასტერთან“)

 

41. წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესია (ავჭალის დედათა მონასტერში, ბიჭვინთის ქ.)

 

42. წმინდა იოანე ნათლისმცგმლის სახელობის ეკლესია (ავჭალა)

 

43. წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია (საბურთალო, გამსახურდიას გამზ. საბავშვო ბაღის ტერიტორია)

 

44. მაცხოვრის შობის სახელობის ზემო ბეთლემის ეკლესია (ნარიყალა, ბეთლემის ქ. V ს. II ნახევარი)

 

45. მაცხოვრის შობის სახელობის ქვემო ბეთლემის ეკლესია (ბეთლემის ქ.)

 

46. მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია (ვარკეთილის მეტროსთან, ახალი)

 

47. მირქმა-მიგებების სახელობის ეკლესია (ნუცუბიძის პლატო, III მკ.რნ. ახალი)

 

48. წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (ქაშვეთის ეკლესიის I სართული, ჯორჯაძის ქ.)

 

49. წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (ავლაბარი, დუშეთის ქ.)

 

50. წმინდა და მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესია (კინოსტუდიის ეზოში, დიღმის მასივი)

 

51. წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესია (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, სასაფლაოზე)

 

52. წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (დიმიტრი უზნაძის ქ.)

 

53. წმინდა მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში, ე. მანჯგალაძის ქ.)

 

54. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (მიხაილოვის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, უზნაძის ქ.)

 

55. წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ჩიტაძის ქ.)

 

56. წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ზალდასტანიშვილის ქ.)

 

57. წმინდა მირიანის და ნანას სახელობის ეკლესია (მუხიანის დასახლება, IV მკ.რ.)

 

58. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (ნარიყალას ციხესიმაგრე)

 

59. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (კრწანისი, გრიშაშვილის ქ.)

 

60. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (ჩუღურეთი, ხეთაგუროვის ქ. „ვორონცოვი“)

 

61. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (აეროპორტის დასახლება)

 

62. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (კუკია, ნორიოს აღმართი)

 

63. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ჩიტაძის ქ.)

 

64. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (ჩუღურეთი, ჩხეიძის ქ.)

 

65. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (საბურთალო, გიმნაზიის ეზოში, ვაჟა-ფშაველას გამზირი)

 

66. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (ორხევი, კ. აბზიანიძის ქ.)

 

67. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (ზემო ვერის სასაფლაო, გ. რჩეულიშვილის ქ.)

 

68. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (საბურთალო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვაჟა-ფშაველას პრ.)

 

69. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (ლილოს დასახლება)

 

70. წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია (ავლაბარი, პეტრე-პავლეს სასაფლაო)

 

71. წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია (საბურთალო, დოლიძის ქ.)

 

72. წმინდა სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესია (დიღმის მასივი, 130-ე სკოლის ეზოში)

 

73. წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესია (ნავთლუღი, მე-5 საავადმყოფოს ეზოში, ქინძმარაულის ქ.)

 

74. წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესია (ავჭალა, ჩიქვანაიას ქ.)

 

75. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.)

 

76. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (გარეთუბანი, მანჯგალაძის ქ.)

 

77. ყოვლადნმიდა სამების სახელობის ეკლესია (საბურთალო, ნაცუბიძის IV კვ.)

 

78. ფერისცვალების სახელობის ეკლესია, ფერისცვალების დედათა მონასტერში (ავლაბარი, დარეჯანის სასახლე)

 

79. ფერისცვალების სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, მამადავითის ეკლესიასთან)

 

80. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დიდუბის ეკლესია (წერეთლის გამზირი)

 

81. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მეტეხის ეკლესია (მეტეხის აღმართი)

 

82. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია (ნუცუბიძის პლატო, III კვარტალი)

 

83. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (ავჭალა, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ტერიტორია)

 

84. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო, ვაჟა-ფშაველას გამზირი)

 

85. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის კარის ეკლესია (კლასიკური გიმნაზია, რუსთაველის პროსპექტი)

 

86. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (№2 სამშობიაროს ეზოში, დ. უზნაძის ქ.)

 

87. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, სამშობიაროს ეზოში, ცოტნე დადიანის ქ.)

 

88. ყოვლადნმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (თემქის დასახლება, III მკ.რ.)

 

89. ყოველთა წმინდათა სახელობის ეკლესია (ელენე ახვლედიანის აღმართი)

 

90. ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ეკლესია (დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.)

 

91. წმინდა ცხრა ძმა კოლაელთა სახელობის ეკლესია (ვაზისუბნის დასახლება, III მკ.რ-ნი)

 

92. ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია (საბურთალო, ბახტრიონის ქ.)

 

93. სამლოცველო სახლი (მეხშუბანი, ქვემო ფონიჭალის დასახლება)

 

94. სამლოცველო სახლი (ქვემო ფონიჭალა, 135-ე საშ. სკოლის ტერიტორიაზე)

 

95. სამლოცველო სახლი (ზემო ფონიჭალა, 70-ე საშ. სკოლის ტერიტორიაზე)

 

 

 

მცხეთა:

 

96. წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის ეკლესია (რუსთაველის ქ. სადგურის დასახლება)

 

97. „ახალქალაქური“ - სამონასტრო კომპლექსი: ა) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და ბ) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიებით (მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, XI-XII სს. წმინდა ეკატერინეს დედათა მონასტერში)

 

98. სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესია, „ანტიოქია“ (მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, მტკვრის და არაგვის შესართავთან, სამნავიანი ბაზილიკა, VII-VIII სს.)

 

99. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, „ბარბარეთი“ (მცხეთის ჩრდ. დასავლეთით, სასაფლაოზე, X-XI სს.)

 

100. კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (მცხეთის ჩრდ.-ით, 5 კმ.-ზე, მტკვრის მარცხ. ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე, XII ს.)

 

101. წმინდა იოანე და თორნიკე ათონელების სახელობის ეკლესია (მცხეთა)

 

102. „გეთსამანია“ - (მცხეთა, დგას ქალაქის დას. ნაწილში, ადრე შუა საუკ. ხანა)

 

103. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (არმაზი, ა. გიორგობიანის ქ.)

 

104. მგალობლიანთკარის ეკლესია (მცხეთის გარეუბან კოდმანში, მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირზე, XVIII-XIX სს.)

 

105. მცხეთის ჯვრის სამონასტრო კომპლექსი: ა) მცირე ეკლესია (VI ს. II ნახ.), ბ) დიდი ტაძარი (ჯვარ-გუმბათოვანი, 586-604 წწ.)

 

106. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (მცხეთის დას-ით, მარტაზის ანუ სანგრის ხევის ნაპირზე, XI ს. I ნახ. დარბაზული)

 

107. სამთავროს სამონასტრო კომპლექსი: ა) დიდი ტაძარი (XI ს. 30-იანი წლები, ჯვარ-გუმბათოვანი), ბ) წმინდა ნინოს სახელობის პატარა ეკლესია (IV ს. გუმბათოვანი)

 

108. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (მცხეთის გარეუბან კოდმანში, გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

109. წმინდა დემეტრეს სახელობის ეკლესია (დგას მცხეთის გარეუბან კოდმანის სამხრ-აღმ. ნაწილში, ციცაბო ფერდობის პირზე, განვით. ფეოდ. ხანა)

 

სოფელი არაშენდა

 

110. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. არაშენდა, დგას სოფლის სამხრ-ით 1,5 კმ. გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

111. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. არაშენდა, დგას სოფლის სამხრ-დას-ით, სასაფლაოზე, გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

112. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (არმაზი, მდ. არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე, XII ს. II ნახ.)

 

სოფელი ახალდაბა

 

113. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. ახალდაბა, დგას სოფლის ჩრდ-აღმით 200-300 მ-ზე, გვიანი ფეოდ. ხანა)

 

სოფელი ახალსოფელი

 

114. ბზიანის კომპლექსი (სოფ. ახალსოფელი): ა) დარბაზული ეკლესია, VIII ს. ბ) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, XII ს. დარბაზული გ) მოგვიანო ხანის ეკლესია

 

სოფელი ახალუბანი

 

115. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. ახალუბანი, 1692 ნ. დარბაზული)

 

სოფელი ბევრეთი

 

116. ძველი საყდარი (სოფ. ბევრეთი. სოფლის აღმ. 1,5 კმ-ზე, სათოვლიის მთაზე, ფეოდ. ხანა)

 

სოფელი ბიწმენდი

 

117. ეკლესია (სოფ. ბიწმენდი, სოფლის ცენტრში, XIX ს. დარბაზული)

 

118. ამაღლების სახელობის ეკლესია (სოფ. ბიწმენდი)

 

119. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ. ბიწმენდი, სოფლის განაპირას, ჩრდ-ით, სასაფლაოზე, გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

სოფელი გალავანი

 

120. ციხე-გალავნის ეკლესია (სოფ. გალავანი, დგას სოფლის აღმ-ით 1 კმ. XVIII ს. დარბაზული)

 

სოფელი გლდანი

 

121. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. გლდანი, დგას სოფლის სამხრ-ით, ახალ სასაფლაოზე, VIII-IX სს. დარბაზული)

 

122. გლდანის ეკლესია (სოფლის განაპირას, დას-ით, სასაფლაოზე, XIX ს. დარბაზული)

 

123. ვეჯინის კომპლექსი (გლდანი, დგას სოფლის დას-ით, ვეჯინის ხევში, VIII-IX სს. ა) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, დარბაზული ბ) ნასაყდარი, დარბაზული გ) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, დარბაზული)

 

124. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია (გლდანი, დგას სოფლის ჩრდ-ით, ძვ. სასაფლაოზე, IX-X სს. სამნავიანი ბაზილიკა)

 

სოფელი გოროვანი

 

125. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. გოროვანი, დგას სოფლის განაპირას, 1830 წ. დარბაზული)

 

სოფელი დიღომი -

 

126. ზეგარდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ჩრდ. დას-ით, სოფ. მუხათგვერდის მახლობლად, XIII-XIV სს. დარბაზული)

 

127. თეთრი გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით მთაზე, ძვ. სასაფლაოზე, 1863 წ. დარბაზული)

 

128. კავთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის განაპირას, სამხრ-ით, XIX ს. დარბაზული)

 

129. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ჩრდ. აღმით, XIX ს. დარბაზული)

 

130. მაჩხანის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით, მთის ფერდობზე, IX ს-ის შუა ხანები, დარბაზული)

 

1 31. წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დიდგორის ქ.)

 

132. ამაღლების სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი)

 

133. ძველი საყდარი დიდგორის მთის წვერზე (სოფ. დიღომი, ფეოდ. ხანა)

 

134. ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას საქართსამხედრო გზის აღმ-ით 1 კმ-ზე, ადრინდელი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

135. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - „ონადირი“ (სოფ. დიღომი, დგას სოფლის სამხრ-ით, 2 კმ-ზე, ხევის მარცხენა ნაპირზე, X ს. დარბაზული)

 

136. ძველი საყდარი (სოფ. დიღომი, სოფლის აღმ. უბანში, ფეოდ. ხანა)

 

137. ძველი საყდარი (სოფ. დიღომი, სოფლის მამდალაანთ უბანში, ფეოდ. ხანა)

 

138. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ჩრდ-დას. ზემო უბანში ადრინდელი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

139. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის განაპირას, აღმ-ით, X-XI სს. დარბაზული)

 

140. წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ცენტრში, XIX ს. დარბაზული)

 

სოფელი ერედა

 

141. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. ერედა, დგას სოფლის ცენტრში, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

სოფელი ვაზიანი

 

142. „სუმბიანის“ ეკლესია (სოფ. ვაზიანი, დგას სოფლის სასაფლაოზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, გუმბათოვანი)

 

სოფელი ზაქარო

 

143. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ. ზაქარო, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანის დასაწყისი, დარბაზული)

 

144. „შინდიანის ხატი“ (სოფ. ზაქარო, დგას სოფლის ჩრდ. დას-ით 1,5 კმ-ზე, VIII-IX სს. დარბაზული)

 

145. „ცაცხვიანის ხატი“ (სოფ. ზაქარო, დგას დ. აღმ-ით 2-3 კმ-ზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

146. პეტრე მოციქულის სახელობის ეკლესია (ზაჰესის დასახლება, დარბაზული)

 

სოფელი ზემო ნიჩბისი

 

147. „უმზეურის ეკლესია“ (სოფ. ზემო ნიჩბისი, დგას სოფლის ჩრდ-ით, დარბაზული)

 

148. „ვანთედის ეკლესია“ (სოფ. ზემო ნიჩბისი, დგას სოფლის სამხრ-ით, IX-X სს. სამეკლესიანი ბაზილიკა)

 

სოფელი თელოვანი

 

149. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (სოფ. თელოვანი, დგას სოფლის სასაფლაოზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

150. „ჯოიანის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. თელოვანი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

სოფელი თხინვალი

 

151. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. თხინვალი, დგას სოფლის დას-ით, ლისის ტბის მიდამოებში, XVII-XVIII სს. დარბაზული)

 

152. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. თხინვალი, დგას სოფლის დას-ით, ლისის ტბის მიდამოებში, XVII-XVIII სს. დარბაზული)

 

სოფელი კარსანი

 

153. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. კარსანი, დგას მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, IX-X სს. დარბაზული)

 

154. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (სოფ. კარსანი, დგას მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

სოფელი კევლიანი

 

155. „ბნელა საყდარი“ (სოფ. კევლიანი, დგას სოფლის დას-ით, ხშირი ტყით დაფარულ მთაზე, ადრინდელი ფეოდ. ხანა, სამეკლესიანი ბაზილიკა)

 

156. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ. კევლიანი, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

157. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. კევლიანი, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, ფერდობზე, ადრინდელი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

 

158. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

post-5-0-20933700-1365622663_thumb.jpg

post-5-0-15738200-1365622671_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ჩრდილო ამერიკისა და კანადის ეპარქიები.

 

2009 წლის 30 აპრილს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის ქართული სამრევლოების მმართველად დანიშნულიყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.

2009 წლის შემოდგომაზე მეუფე დიმიტრი ჩამობრძანდა ჩიკაგოში მცხოვრებ ქართველებთან შესახვედრად და მათ აღუთქვა, რომ მოკლე ხანში მათთან საქართველოდან ჩამოვიდოდა სასულიერო პირი და ქართულად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა.

2010 წლის 3 იანვარს მეუფე დიმიტრიმ ხელი დაასხა დიაკონ მატათას (ქორჩილავა) და აკურთხა მღვდლად. მამა მატათა 2010 წლის 31 იანვარს საქართველოდან გამოემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 12 თებერვალს ჩამოვიდა ჩიკაგოში. 9 თვის მანძილზე ქართველ მრევლთან ერთად მსახურობდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

2010 წლის 13 დეკემბერს, წმიდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასალის ხსენებასთან დაკავშირებით, გაიხსნა მისი სახელობის ტაძარი ჩიკაგოში და აღევლინა საღვთო ლიტურგია.

 

ეხლა გადავინაცვლო უფრო მზიან მხარეში ვიდრე ჩიკაგოა smile.gif

 

მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, უკვე ორი წელია, კალიფორნიის შტატის სხვადასხვა ქალაქებში, წირვა-ლოცვებს ქართულად სისტემატიურად აღავლენს ქართველი მღვდელმსახური იღუმენი იოანე (კავსაძე).

დაარსდა სამი სამრევლო, ლოს ანჯელესის წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის, სან ფრანცისკოს ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სახელობის, და სან ხოსეს წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის სამრევლოები.

ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოში ფუნქციონირებს წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დროებითი მცირე ტაძარი-სამლოცველოები (კერძო საცხოვრებელი სახლის ნაქირავებ ფართებში).

ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოში ყალიბდება მგალობელთა გუნდები, სრულდება პარაკლისები კალიფორნიაში მცხოვრები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა კეთილდღეობისათვის და მშვიდობისათვის ქართულ ენაზე, და მას აღასრულებენ, როგორც მღვდელმსახური, ისე მედავითნენიც...

რამდენიმეჯერ ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება, ეკლესიის არსებობისათვის საჭირო შემოწირულობების მოსაგროვებლად. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამრევლო სკოლის ამოქმედება, სადაც შეისწავლება საღვთო სჯული, ქართული ენა და ლიტერატურა და საქართველოს ისტორია, დაგეგმილია გაზეთის გამოცემა, რომელშიც განთავსდება რელიგიური და ისტორიული საკითხავნი, ქართული ლიტერატურისა და პოეზიის ნიმუშები და აგრეთვე, აისახება უცხოობაში მყოფი ჩვენი მრევლის, თანამემულეების ყოფა-ცხოვრების დეტალები - წარმატებები და მიღწევები...

 

გადავწვდეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროებსაც smile.gif

შეძენილია შენობა ნიუ-იორკის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიისთვის, რომელიც 22 მაისს აკურთხა ბათუმისა და ლაზეთის, და ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, ცოტა ადრე იკურთხა წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი პენსილვანიის შტატში...

 

რასაც მოვიძევ დაგიმატებთ მომავალშიც.

ეს კი მეუფე დიმიტრი smile.gif

 

 

 

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,

მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?

ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...

და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...

post-5-0-04145600-1365622779_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ქუთაის-გაენათის ეპარქია

 

 

ქუთაის-გაენათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მდინარე რიონის ქვემო დინებასა და წყალწითელას ხეობას მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები: ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ქუთაის-გაენათის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთის და უბისის, ჭიათურისა და საჩხერის, დასავლეთიდან - ხონის, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის, ცაგერისა და ქვემო სვანეთის, სამხრეთიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიები. სამღვდელმთავრო ტერიტორიაზე გამოვლენილი ადამიანის უძველესი საცხოვრისები - ჭახათი, თეთრამიწა, საკაჟია, საგვარჯილე - ამ მხარის ხანგრძლივი ისტორიული წარსულის მიმანიშნებელია.

 

ბიბლიური ნოეს შთამომავლის ეგროსის წილხვდომილ მამულზე, ადრეულ წერილობით წყაროთა დასტურით, არსებული უძველესი სახელმწიფოს შესახებ ძველი ასურული და ურარტული ლურსმული წარწერები გვაუწყებენ. კოლხას სახელწიფოს შემადგენლობაში დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს გარკვეული ტერიტორია იგულისხმება. ანტიკურ სამყაროში ცნობილი კოლხეთის მძლავრი სამეფოს შესახებ ბერძენ-რომაელი მწერლებიც წერდნენ. ჰეროდოტე მას ახლო აღმოსავლეთის დიდი მონარქიების - მიდიისა და აქემენდური ირანის - გვერდით ახსენებს. ამ ქვეყნის ცენტრალურ ქალაქს აპოლონიოს როდოსელი (ქრისტეს შობამდე III ს.) კუტაიას, ხოლო პროლოპი კესარიელი (VI ს.) კუტაიონს უწოდებენ. კოლხეთის სამეფოს (ქრისტეს შობამდე VI-III სს.) დაშლის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე მოგვიანებით ჩამოყალიბებულ ეგრისის სამეფოს მზარდ პოპულარობას მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი კოლხეთის დიდება და მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებდა. ევროპა-აზიის წყალგამყოფი და საერთაშორისო მაგისტრალის ერთი მონაკვეთი - მდ. რიონი - ეპარქიის ტერიტორიას შუაზე ჰყოფდა. ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები სწორედ მდინარე ფაზისთან აკავშირებენ მოციქულთა საქართველოში მიმოსვლის მარშრუტს. ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელისა და მატათა მოციქულის მიერ გაქრისტიანებულ „ფაზისის იბერებში“ მდინარის გასწვრივ მცხოვრებნი, მათ შორის ცენტრალური იმერეთის, თანამედროვე ქუთაის-გაენათის სამღვდელმთავრო ტერიტორიის იმჟამინდელი მოსახლეობაც იგულისხმება. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, საბოლოოდ ქრისტეს სარწმუნოებაზე მოქცეული იმერეთი საქართველოს ერთიანი საეკლესიო ორგანიზმის განუყოფელ ნაწილად ითვლება.

 

VI ს. ორ მძლავრ სახელმწიფოს ირან-ბიზანტიის პოლიტიკური და სამხედრო კონფრონტაციის პერიოდში დასავლეთ საქართველოს ტერიტორია ხელიდან-ხელში გადადიოდა. საომარი მოქმედებებით იავარქმნილი სამეფო დაქვეითების გზას დაადგა. VI ს. 60-იან წლებში, დასავლეთ საქართველოდან ირანის განდევნის შემდეგ, ზღვისპირეთი ბიზანტიელთა ხელში გადავიდა. ამ პერიოდს უკავშირდება ბიზანტიელთა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიის საეკლესიო ექსპანსიაც, შავი ზღვის განაპირა საქართველოს ტერიტორიაზე, ორი მსხვილი ბერძნულენოვანი სამღვდელმთავრო ერთეულის - ლაზიკის სამიტროპოლიტოს და აბაზგიის საარქიეპისკოპოსოს ჩამოყალიბება. მომხვდურის მძლავრობის მიუხედავად, ეგრისი კვლავ საქართველოს სახელმწიფოებრივ შემადგენლობაში, ეკლესიურად კი მცხეთის საყდრის იურისდიქციაში ითვლებოდა. ამავე პერიოდში VII ს. დაარსებულა ქუთაისის საეპისკოპოსოც, რომელიც იმჟამინდელ დასავლეთ საქართველოს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. ამ მხარეში ქრისტიანობის დაწინაურების დასტურს, VIII ს. 30-იან წლებში შემოსეულ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის რელიგიურ ასპექტში წარმართვა წარმოადგენს. საეკლესიო გადმოცემით, ქუთაისის სამღვდელმთავრო ტერიტორიაზე მოწამეობრივად აღსრულებული არგვეთის მთავარნი დავით და კონსტანტინე მხეიძენი ყოველგვარ „ტანჯუასა, ცეცხლსა, წყალსა და მახვილსა და სიკუდილსა... სახელისათვის ქრისტესისა“ დაითმენდნენ.

 

ქუთაისის სამღვდელმთავრო კათედრის დაწინაურება, განსაკუთრებით VIII ს. ბოლო მეოთხედიდან, ლეონ II აფხაზთა მთავრის მიერ ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს შექმნით დაიწყო. ახალშექმნილი სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისი გახდა, რომლის ძალაუფლება მთელ დასავლეთ საქართველოზე, მათ შორის ზღვისპირეთზეც ვრცელდებოდა. ბერძნულენოვანი ლაზიკისა და აბაზგიის სამღვდელმთავროების გაუქმების შემდეგ, პოლიტიკურად გაერთიანებულ დასავლეთ საქართველოს სამეფოს, საეკლესიო ერთიანობაც სჭირდებოდა. VI-VII ს-დან დაწყებული დასავლეთ საქართველოს - ეგრის-აფხაზეთის საკათალიკოსოსს ჩამოყალიბება X ს-ის დამდეგს დასრულდა და იგი მცხეთის საკათალიკოსოს შეუერთდა. გაერთიანებული ქვეყნის დაწინაურებულ კათედრად ქუთაისის სამწყსო ითვლებოდა, რომელიც გურიისა და აჭარის მნიშვნელოვან ნაწილსაც აერთიანებდა. ქუთათელი მღვდლმთავრის აღზევება აღმოსავლეთ საქართველოდან არაბთა შემოსევების გამო, VIII ს. დასავლეთ საქართველოში „მეფე“ სტეფანოზის და მთელი სამეფო ოჯახის გადასვლამ განაპირობა. მეფემ უკანასკნელი განსასვენებელი „საყდარსა ქუთაისსა“ ჰპოვა და ამის შემდეგ ქუთაისი მეფეთა საძვალედ ითვლებოდა.

 

X ს. ბოლო მეოთხედიდან, 978 წ. ქუთაისში გაერთიანებულ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის კურთხევის შემდეგ იგი ოფიციალურად საქართველოს დედაქალაქი, ხოლო „ქუთათელი - საქართველოს მეფეთა მაკურთხებელიცა და მესაფლავეც გახდა“. საქართველოს იმჟამინდელი დედაქალაქისთვის ახალი სამღვდელმთავრო კათედრა 1027 წ. „აღაშენა მეფემან ბაგრატ, ყოვლად წმიდისა ეკლესია შუენიერი, გუმბათიანი... ყოვლითა შემკობილებითა სრული. და ფრიად დიდი...“. ქუთაისი 1122 წლამდე, დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამდე, საქართველოს დედაქალაქად ითვლებოდა და ამის შემდეგაც რუსუდანის, დავით ნარინისა და სხვათა მეფობისას იგი საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. მეფის კურთხევის დროს თბილისის დედაქალაქად დაწესების მიუხედავად, ძველი ტრადიციის შესაბამისად კვლავ ქუთათელია ერთ-ერთი უპირატესი მღვდელმთავარი, - „ვინათგან ლიხთ-იმერითგან იყო წესი დადგმად გვირგვინსა თავსა სამეუფოსა“. თამარის მეფედ კურთხევისას საქართველოს ეკლესიის დაწინაურებულ მღვდელმთავართა შორის უმთავრესი სამეფო რეგალიის - მეფის გვირგვინის დადგმაში კვლავ ქუთათელმა აღასრულა.

 

ქუთათელი სხვა მეფეთა კურთხევის დროსაც ტრადიციულ უპირატესობას ინარჩუნებდა. დაწინაურებული საქუთათელო სამწყსოს მთლიანობამ XV ს-მდე გასტანა. XV ს-დან კი, - „ოდეს საქართველო განიყო და სამ სამეუფოდ განსქდა... და ხუთ სამთავროდ... დიდების მოყუარებისათვის რომელთამე ახალნი ეპისკოპოსნი დასხეს...“. გურიის დამოუკიდებელ სამათავროდ ჩამოყალიბების შემდეგ, გურიელმა ერისთავმა ქუთათელს ეკლესიურად განაშორა ძველი სამწყსო და აქ მისგან დამოუკიდებელი სამი სამღვდელმთავრო კათედრა - შემოქმედი, ჯუმათი, ნინოწმინდა - შექმნა. XVI ს. 30-იან წლებში კი აფხაზთა მეფემ ბაგრატ III - (1510-1565 წწ.) უშუალოდ იმერეთის (ვაკე) ტერიტორიაზე, ქუთათელის სამწყსოში ორი ახალი ეპარქია - ხონი და გაენათი ჩამოაყალიბა. ამის შემდეგ ხონელი „გახდა ეპისკოპოზი მწყემსი ვაკისა“, გაენათელს კი გადაეცა: - „არგუეთის ნახევარი და ოკრიბა, ქუთათელის სამწყსონი“. იმავე ხანებში, კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის დროს (1557-1578 წწ.) დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის რეზიდენციამ ბიჭვინთიდან გელათის მონასტერში გადაინაცვლა... აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საქუთათელოს ოდესღაც მეტად ვრცელ ტერიტორიაზე დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია განთავსდა და რამდენიმე ახალი სამღვდელმთავრო აღმოცენდა.

 

XVII-XVIII სს. იმერეთის საერთო დაკნინების პერიოდი, ქუთათელის სამღვდელმთავროს დამცრობის ხანად ითვლება. ოსმალთა მძლავრობისაგან და ადგილობრივ მთავართა მიხდომისაგან გაპარტახებული ქუთათელის სამღვდელმთავრო კათედრა საუკუნის ბოლოს 1691 წ. დროებით გაუქმდა კიდეც - „გამოვიდნენ ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთაისის ეკლესია ყოვლად წმიდისა დიდ შუენიერად გებული... საქუთათლო საეპისკოპოსოსი“.

 

ქუთაისის გაპარტახებული ეპარქიის აღდგენა XVIII ს-ის შუა წლებიდან იწყება. 1740 წ. სრულიად ახალგაზრდა - 20 წლის მიტროპოლიტი ანტონ ბაგრატიონი, მომავალში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, ქუთაისის ეპარქიის მწყემსმთავრად დაადგინეს. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძალისხმევას უკავშირდება დამცრობილ-დაკნინებული ქუთაისისა და გელათის სამღვდელმთავროთა ტერიტორიის და ძველი მამულების მოძიება და განახლება.

 

ეგრის-აფხაზეთის საკათოლიკოსო კათედრისა და რეზიდენციის გელათში გადმოტანის შემდეგ, კათოლიკოსად ხშირად ქუთათელს ან გაენათელს ნიშნავდნენ. კათოლიკოსი ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის - იმერეთის, გურიის, სამეგრელოს... ტერიტორიაზე არსებულ სამღვდელმთავრო კათედრების ეპისკოპოსადაც და კათოლიკოსადაც იწოდებოდა.

 

დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსად გაენათელის ან ქუთათელის ხშირი აღზევება სამეფოში მათი სერიოზული მნიშვნელობისა და ტრადიციული ერთგულების მიმანიშნებელია. „ისტორიანი და აზმანის“ თანახმად, ჯერ კიდევ თამარის დროს, გიორგი რუსის გამეფების მოსურნე განდგომილ დიდებულებს არ მიემხრო ქუთათელი და „იგი ოდენ დარჩა მას ჟამსა ერთგულად ლიხთ-იმერით, სისხლთა დათხევამდის“. დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის მონასტერი, რომლის წინამძღვარი - მოძღვართმოძღვარი (მოძღვართმოძღვარი განათლების საქმეს განაგებდა ქვეყნის მასშტაბით და შეუვალობის უფლებით სარგებლობდა) - სამეფო დარბაზის წევრი იყო, ბოლომდე - ეპარქიის დაარსების შემდეგაც, მეფის ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენს წარმოადგენდა. ქუთათელისა და გაენათელის სამშობლოსადმი ტრადიციულ ერთგულებასა და დიდ მამულიშვილობას ავტოკეფალიის გაუქმებამდე აქაურ მღვდელმთავართა დოსითეოზ ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის მოღვაწეობა ადასტურებს. მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, 1820 წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ დოსითეოზ წერეთელი და ექვთიმე შერვაშიძე. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო, სადაც ამიერ და იმიერ ქართველთა ჭირსა და ლხინში თანადგომის აღთქმა იყო დადებული.

 

იმერელ მღვდელმთავართა აქტიურობა მათ მიერვე წამოწყებული საქართველოს გაერთიანებისათვის პირველი სერიოზული მცდელობა იყო. ამით მათ საქართველო და მისი ეკლესია ერთიან, განუყოფელ ორგანიზმად და ერთ მწყემსმთავარს დაქვემდებარებულ მთლიანობად წარმოადგინეს. ქუთათელმა და გაენათელმა მღვდელმთავრებმა მოღვაწეობის ხანგრძლივი დროის მანძილზე თავიანთ სამწყსოში გაპარტახებული ადგილები აღადგინეს, იავარქმნილ-სოფლებში გლეხები ჩაასახლეს. ეკლესია-მონასტრები აღაშენეს, აქტიურად დაუპირისპირდნენ ტყვეთა სყიდვას და სხვ.

 

1819-20 წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი, აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. რუსეთის მიერ წამოწყებული „ინვენტარიზაციით“ აღშფოთებულ იმერელ მოსახლეობას მღვდელმთავრები ქრისტესმიერი სიყვარულით განსჯისა და სიმშვიდისაკენ მოუწოდებდნენ, ხოლო რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლებას ამ გაუგონარი და ჩვენი ეკლესიისათვის მიუღებელი საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდნენ. რუსმა მოხელეებმა მოხუცი მღვდელმთავრები სახელმწიფოს მტერ „ბუნტოვშიკებად“ შერაცხეს და მათ დასაპატიმრებლად, თითქოს დიდ საომარ ოპერაციას ატარებდნენ, დამატებითი შეიარაღებული რაზმები მოითხოვეს.

 

ნაცემი და ხიშტებით დაჩხვლეტილი მღვდელმთავრები, ტომრებით ცხენებს აკიდებულნი, რუსეთის გზას გაუყენეს... დასუსტებული დოსითეოსი ანანურთან გარდაიცვალა, ექვთიმე კი ნოვგოროდიდან იმპერატორთან წაარსადგენად პეტერბურგში ჩაიყვანეს... „ყოველივე მოახსენა ხელმწიფესა (იმპერატორ ალექსანდრე პავლეს-ძეს), რაც რომა შეჰკითხულიყო ამა მღვდელმთავრისათვის, და შემდგომად ინება ბრძანებად და წარვლინებად მონასტერსა შინა ნოვგოროდის გუბერნიას, სვირისასა... მუნ მიიცვალა ექსორიობასა შინა...“. მოხუც მღვდელმთავარს მრავალრიცხოვან ქართველთა სისხლის დათხევის გამო იმპერატორ ალექსანდრე I-თვის „ახალი დროის ნერონი“ უწოდებია. გასახლებული და სამშობლოს მონატრული მხცოვანი მღვდელმთავარ 1822 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა.

 

იმერეთის აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, 1821 წ. რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ ეპისკოპოს სოფრომ წულუკიძეს მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება მიანიჭა. სოფრომის შემდეგ იმერეთის ეპარქიას განაგებდნენ:

 

 

დავით წერეთელი (1845-1853 წწ.);

ევდემონ წულუკიძე (1853-1856 წწ.);

გერმანე გოგოლაშვილი (1856-1860 წწ.);

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე (1860-1896 წწ.);

ბესარიონ დადიანი (1896-1900 წწ.)...

გიორგი ალადაშვილი (1917 წ-მდე).

 

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიებიც აღდგა. კრებაზე ქუთათელ მღვდელმთავრად დაინიშნა მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე. მალე ქუთაისისა და გაენათის კათედრები ერთ სამწყსოდ გაერთიანდა და ქუთაის-გაენათის ეპარქია ეწოდა. 1917 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიას მწყსიდნენ:

 

 

1. მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე (1917-1918 წწ.);

2. მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა (წმინდანად შერაცხილი) (1918-1924 წწ.);

3. მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე (1925-1930 წწ.);

4. მიტროპოლიტი სვიმეონ ჭელიძე (1930-1935 წწ.);

5. მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე (1937-1943 წწ.);

6. მიტროპოლიტი ეფრემ სიდამონიძე (1944-1953);

7. მიტროპოლიტი გაბრიელ ჩაჩანიძე (1953-1955 წწ.);

8. მიტროპოლიტი ნაომი შავიანიძე (1957-1969 წწ.);

9. მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი (1971-1974 წწ.);

10. მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი (1978-1981 წწ.);

11. მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე (1981-1983).

 

ქუთაის-გაენათის ეპარქიას ამჟამად მართავს მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი

 

http://www.kutais-gaenati.ge/

Link to post
Share on other sites

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია

 

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში, ისტორიული სვანეთის სამთავროსა და ბალსზემო სვანეთში, იმავე თავისუფალ სვანეთში მდებარეობს. ეპარქია კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს შეფენილ მესტიის რაიონსა (ყოფილი სეტი) და მის შემოგარენს - მდინარეების ენგურისა და ცხენისწყალის ხეობებს, აგრეთვე კოდორის ზემო წყლის აუზს, ე.წ. აფხაზეთის სვანეთს მოიცავს. მესტიისა და ზემო სვანეთის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია, დასავლეთით - ცხუმ-აფხაზეთის, სამხრეთით ზუგდიდ-ცაიშისა, და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიები, ჩრდილოეთით - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთია, რომელიც ეპარქიის ტერიტორიას მიჯნავს ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ყარჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქთან. ისტორიულად სვანეთის შემადგენლობაში საზღვრის გადაღმა, ჩრდილო კავკასიის მდინარეებს - ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობებში მდებარე საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც შედიოდა.

 

სვანეთი, როგორც ძირძველი ქართული პროვინცია, მუდამ ქვეყნის მთლიანობის მტკიცე დასაყრდენად და ერთიანი საქართველოს შემანდგელობაში მოიაზრებოდა. სვანების სამეტყველო ენა კი ქართული ფუძეენის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს. იგი ქართულთან და ზანურთა (მეგრულ-ჭანური) ერთად იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.

 

წერილობით წყაროთა უწყებით, წმიდა მოციქულებს ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას ამ მხარეშიც უმოღვაწიათ.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლებული ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქია მოიცავდა მესტიასა და ზემო სვანეთსაც. ოციან წლებში დაწყებული საეკლესიო რეპრესიების გამო, ამ მხარეში, მღვდელმსახურება ფაქტობრივად არ აღესრულებოდა, თუმცა საბჭოური მმართველობის მიუხედავად, ზემო სვანეთმა სანიმუშო ერთგულებით დაიცვა ძველი ეკლესია-მონასტრები და იქ არსებული სიწმინდეები. სწორედ ამის გამოც დღეს ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიათა უდიდეს ნაწილში შეიძლება ღვთისმსახურების განახლება აღდგენითი სამუშაოების ჩატარების გარეშე. ამ მხარის თითქმის ყველა სოფელში რამდენიმე ეკლესიაა. ზოგან მათი რიცხვი სამ ათეულსაც კი აღემატება. მიუხედავად ამისა, ზემო სვანეთში ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ტაძრის ტრაპეზია ნაკურთხი. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ტერიტორიულად განვცრობილი ეპარქიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ა) ცაგერისა და ქვემო სვანეთისა. ბ) მესტიისა და ზემო სვანეთისა.

 

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მწყემსმთავრად, წმიდა სინოდის განჩინებით, გამორჩეულ იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის წრომის საკათედრო ტაძრის, ხცისის წმიდა გიორგისა და ხცისის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონ ქიტიაშვილი.

 

 

მეუფე ილარიონი (დ. 1957, ხაშური) — მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსი.

 

თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი;

1998 წლის 4 ნოემბერი - დიაკვანი;

1999 წლის 15 თებერვალი - მღვდლად კურთხევა;

2000 წლის 4 დეკემბერი - ბერად აღკვეცა;

2001 წლის 4 დეკემბერი - იღუმენი;

2002 წლის 3 ნოემბერი - მესტია-სვანეთის ეპისკოპოსი.

კათედრა და რეზიდენცია მესტიაში.

post-5-0-16533400-1365622890_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ზოგი იტყვის - არ მაქვს ქალებზე ბრძოლებიო. რა სისულელეა. სანამ არის სქესით გარჩევა, ბრძოლებიც იქნება. მთავარია ვისაც უნდა და არ მიდის ქალთან, ითმენს ქრისტეს სიყვარულუსთვის. აი ეს არის ღვაწლი.

 

ვაი, იმ ბერსა და მონოზონს, ვისაც თავისი ერის სატკივარი არ სტკივა.

 

როგორ შეიძლება გარეთ ვინმე გელოდებოდეს და შენ მშვიდად იყო. კარდ ბერს ქალის გული უნდა ჰქონდეს.

 

ნუ ზრუნავთ ხორცისთვის, იზრუნეთ სულისთვის, სული გადაირჩინეთ. ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.

 

როდესაც საჭმელს სჭამ, უნდა გახსოვდეს მშიერი, მწყურვალი, გაჭირვებული, ამაშია სასუფევლის პოვნა.

 

ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილნი ივლიან. ქრისტიანები წესიერად ჩაცმულები იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისგან. ქალი, მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული - შეჩვენებული იყოსო, წერია სჯულის კანონში. ადამიანის ჩაცმულობა მისი სულიერი მდგომარეობის გამომხატველია.

 

უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.

 

ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ.

 

ვიცი, სადაცაა უფლის ხელთუქმნელი ხატი. მუზეუმში რომ არის ისიც ხელთუქმნელია და იგივე ძალა აქვს. სანამ მუზეუმიდან ამ ხატს არ გამოაბრძანებენ, სანამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება ათონიდან, როგორ გაბრწყინდება საქართველო?

 

 

სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, იგი მთელ დედამიწაზე მოინდომებს გამეფებას. დევნა ყველგან იქნება, მაგრამ საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება. ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს. ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.

 

ბოლო ჟამს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რამეთუ ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.

 

ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.

 

პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ ”მამაო ჩვენო” ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.

 

ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული. ანტიქრისტეს დროს ადამიანისათვის ყველაზე დიდი მახე ის არის, რომ ხსნას კოსმოსიდან რომ ელოდება. ეგონებათ უცხოპლანეტელები მოიტანენ ხსნას. სინამდვილეში ბოროტები მოვლენ სახეშეცვლილები.

 

თუ საჭმელს მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ბეჭედს ისედაც მიიღებ. მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება. ბოლო ჟამს ისეთ სასწაულებს გაუკეთებს თავის ხალხს, ერთი ფოთოლი ერთ თვეს გეყოფა. მიწაც ხომ არ დაილია, გარდასახავ ჯვარს და პურად გექმნებათ.

 

ნუ შეგეშინდებათ, მთავარია ანტიქრისტეს ბეჭედი არ დაიდოთ ხელსა და შუბლზე. ნურც იმ კაცის პურს შეჭამ, ვინც ნიშანი დაიდო.

 

ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეებს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ. საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.

 

 

ზოგი იტყვის ასე მეწერაო. თუ ადამიანს დაღუპვა ეწერა, მაშინ რატომ უნდა განიკითხოს ღმერთმა? ბედისწერას ჩვენთვითონ ვქმნით. ადამიანმა თავისი დაუდევრობით თუ მოუფიქრებლობით სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და გარდაიცვალა, რა შუაშია აქ ბედისწერა?

 

ღვთის განგებას კაცი ვერ ჩაწვდება. არსებობს დაშვება, ნება და განგება. დაშვებაა, როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას. ჩვენ ადამიანები, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ. როცა უფლის ნება შემოდის, ადამიანები განლიგებული, გაშტერებულები ვართ. ამ შემთხვევაში უფალს რაც სურს იმას გვაკეთებინებს. უფლის ნება ყოველთვის მაცხოვნებელია. ღვთის განგებულება მართავს ყოველივეს; ხან ნება მოქმედებს, ხან დაშვება. როდესაც რაიმე საკითხს ვერ წყვეტ და არ იცი როგორ მოიქცე, ღვთის განგებულებას უნდა მიანდო, ილოცო და აღარ იფიქრო მასზე.

 

ადრე, ცოდვით დაცემამდე, სულს ემორჩილებოდა სამშვინველიც და სხეულიც. ცოდვით დაცემის შემდეგ სულთან კავშირი დაზიანდა და სამშვინველი დაემორჩილა სხეულს. სხეულს რასაც უნდა, იმას აკეთებინებს, სამშვინველი გადაადგილებს სხეულს, სული კი აგონიერებს მას. უფალმა ადამიანის გადასარჩენად სინდისი ჩადო მასში. სული მეცნიერია, ყველაფერი იცის და გრძნობს, რაც სინდისს ეხება. არჩევს რა არის კარგი და რა არის ცუდი. ტყუილად კი არ არის, უცხო ვინმე რომ ჩაგივლის, ხან გიხარია, ხან შეკრთები.

 

მძიმე ჯვარს ატარებს კათოლიკოს-პატრიარქი, ვინც მას განიკითხავს, თავზე აგუზგუზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის.

 

როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?

 

დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას.

 

მხილება აუცილებელია. განკითხვა სხვა რამ არის. როგორ შეიძლება ცუდ საქციელზე თვალი დახუჭო. იღუმენიამ უნდა მიუთითოს, მათ უნდა შეასრულონ! თუ არ შეასრულებენ, უფალი თვითონ მოჰკითხავს.

 

ჩვენ კი არ გავიღეთ მოწყალება, ღმერთმა მოიღო ჩვენზე და სიკეთე გაგვაკეთებინა. ასეთი საქმე ღმერთის წყალობა და სიკეთე არის.

 

რასაც კეთილი საქმისათვის გასცემ, ღმერთი ასწილ მოგიზღვავს.

 

უსამართლო ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი.

 

მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება.

 

იღუმენობა მარტო ხარისხი კი არ არის, დასამდაბლებელიცაა. ზოგს საცხოვნებლად მიეცემა, ზოგსაც წარსაწყმედელად. თუ იღუმენია სიმდაბლისკენ მიდის - საცხოვნებელია.

 

ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა. არ არსებობს ცოდვა სინანულს რომ აღემატებოდეს.

 

უალი დაამდაბლებს და უფალი აღამაღლებს. როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ, ფეხშიშველი გამოვდივარ. ხალხი მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები, ვხედავ ჩემ თავს, რა ნაგავიც ვარ.

 

ვინც დაიმდაბლოს თავი, იგი ამაღლდეს.

 

ჯვარშია მთელი ძალა!

 

ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა ჰმადლობდენ ექიმსა, არა ჰმადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისთვის სათნო საქმეს აკეთებს.

 

წინამძღვის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. ბრწყინვალედ შემოსილი ანგელოზიც რომ მოვიდეს, არ შეცდეთ და კურთხევა არ შეცვალოთ.

Link to post
Share on other sites

ერთხელ მამა გაბრიელი მაცხოვრის ხატზე მიუთითა და ჰკითხა:

 

 

 

 

 

-ვინ არის ამ ხატზე გამოსახული?იცით ვინ არის ეს?

 

 

 

 

 

გაკვირვებით შეხედეს.

 

 

 

 

 

-როგორ არ ვიცით, ეს ყველამ იცის, ეს ხომ ქრისტეა?!

 

 

 

 

 

-ვინ არის ქრისტე? ღმერთია! ნეტავ გაიცნოთ ღმერთი, ნეტავ გაუგოთ ღმერთს-თქვა აცრემლებულმა.

 

 

 

 

 

სხვა დროს კი თქვა:მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით ხალიჩაზე, კარგად დაიხსომეთ ეს. დეკორაცია ღმერთს არ უყვარს. ქრისტე უბრალო კაცი იყო. ერთი პერანგი ეცვა, ღვთისმშობლის მოქსოვილი, რომ დაეხეოდა პერანგი, ღვთისმშობელი გაუკერავდა. როცა მაცხოვარი პატარა იყო თამაშობდა და თან დურგლობას სწავლობდა. მამამისს ეხმარებოდა. მინდოდა ქრისტესთვის მიმებაძა და ამიტომ დურგლობა შევისწავლე.

 

 

 

 

 

გაბრიელ ბერის ცხოვრება, როგორც თავადვე ამბობდა, ქრისტესთან ყოფნის, ქრისტესთან დამკვიდრების სურვილით იყო აღსავსე.

 

 

 

 

 

ერთხელ ჰკითხეს:

 

 

 

 

 

-მამა გაბრიელ, არავინ ენატრება ქრისტეს.

 

 

 

 

 

-ის თვითონ არის სანატრელი.

Link to post
Share on other sites

პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ მამაო ჩვენო, ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება. / მამა გაბრიელი/

Link to post
Share on other sites

1. ღმერთი დაუსაბამო სიკეთეა, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარული ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს მას ღმერთი უყვარს.

2. ნურვის ეგონება სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ.

3. ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს ჩათვალე რომ არაფერი გაგაჩნია.

4. ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია.

5. სიყვარული ლომს ქედს მოადრეკინებს.

6. შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვოს სიყვარული.

7. როცა კეთილ საქმეს აკეთებ ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ ჩამოდიხარ ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება.

8. ღმერთის სახელს როცა ახსენებ, ფეხზე უნდა წამოდგე და პირჯვარი გადაისახო.

9. კარგად დაიმახსოვრე ვინც საით გარბის შენი საქმე არ არის შენ დაჯექი და შენ ცოდვებზე იტირე.

10. როცა საჭმელს ჭამ უნდა გახსოვდეს მშიერ მწყურვალი გაჭირვებული ამაშია სასუფევლის პოვნა.

11. ადამიანის ჩაცმულობა მის სულიერ მდგომარეობას გამოხატავს.

12. ბოლო ჟამს ადამიანს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს.

13. რასაც კეთილი საქმისათვის გასცემ ღმერთი ასწილ მოგიზღავს.

14. ყოველთვის არარის საჭირო წინასწარ იცოდეს ადამიანმა რა მოელის.

15. სიმართლის თქმის უფლება ცოდვილსაც აქვს, ცოდვილმა მისი ცოდვების გამო სიმართლე დამალოს და არ თქვას მის ცოდვებს ესეც დაემატება და კიდევ უფრო დაისჯება.

16. ცუდია როცა ენა წინ გისწრებს ჭკუა კი უკან გრჩება.

17. ადამიანი ისე უნდა ამხილო რომ გული სიყვარულით გქონდეს სავსე.

18. თუ ცილი დაგწამეს სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს გულში ბორეტება არ ჩაიდო შეუნდე და გიხაროდეს რადგან ამით უფალს მიუახლოვდი.

19. ადამიანს ერთხელ უთხარი ორჯერ სამჯერ და თუ ვერ გაიგო დაანებე თავი.

20. ილოცეთ ყველასთვის ამას გიტოვებთ ანდერძად ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს.

21. შიშით და მოწიწებით უნდა ილოცო როცა ლოცულობ გაიაზრე ვის წინაშე დგახარ ვის ესაუბრები.

22. თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ ნუ დაღლით უფალს არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხება.

Link to post
Share on other sites

1. უფალი დაამდაბლებს და უფალი აღამაღლებს. როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ, ფეხშიშველი გამოვდივარ .ხალხი რომ მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები, ვხედავ ჩემს თავს, რა ნაგავიც ვარ.

 

2. ვინც დაიმდაბლოს თავი თვისი , იგი ამაღლდეს!!!

 

3. ჯერ ღმერთია მკურნალი ,მერე ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა მადლობენ ექიმსა, არა მადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისათვის სათნო საქმეს აკეთებს.

 

4. იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო.

 

5. საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს.

 

6. ქრისტიანს წუწუნი არ შეჰფერის, რადგან ქრისტემ პირველმა გაიარა გზა დამცირებისა და შემდეგ ამაღლებისა, ეს ყველა მისმა მიმდევარმა უნდა იცოდეს.

 

7. ღმერთი უმაღლესი განგებით სცდის ადამიანებს.

 

8. შენი განსაცდელი, შენს უსჯულოებაშია, ღმერთს პატიება სთხოვე და ისე ახსენე მისი სახელი.

 

9. ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს.

 

10. სიმართლის თქმის უფლება ცოდვილსაც აქვს. ცოდვილმა რომ მისი ცოდვების გამო სიმართლე დამალოს და არ თქვას, მის ცოდვებს ესეც დაემატება და კიდევ უფრო მეტად დაისჯება.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...