paraskeva 30 Posted January 9, 2016 Report Share Posted January 9, 2016 უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე . " დღეს ყოველი დაბადებული იშვებს და იხარებს, რამეთუ ქრისტე იშვა ქალწულისაგან" (სადღესასწაულო) ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! დღეს ხარობს ყოველი სულდგმული, ცა და ქვეყანა, ხარობს ჩვენი სულები და სამყაროც ივსება ანგელოზთა საგალობლით: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". - რა არის მიზეზი ამ საოცარი სულიერი ზეიმისა? - ის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა სამოთხისეული ნეტარების მოპოვებისა, დაკარგული სიწმინდის აღდგენისა და სულიერი განახლებისა. დღეს ძე ღვთისა განხორციელდა, რათა ადამიანი ღმერთამდე აღამაღლოს! "საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქუაბი ცათა ემსგავსა, ქალწული - ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროისა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი, დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ" (სადღესასწაულო). მაშ, მივეგებოთ ახლადშობილ ყრმას და გავხსნათ კარნი გულისანი, რათა ჩვენშიც იშვას ქრისტე. - ვართ კი ღირსნი, რომ იესო მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენს გულებში? - რა თქმა უნდა, არა და არც არასდროს ვიქნებით მზად ამ დიდი საიდუმლოსათვის, მაგრამ მოწყალება და სიყვარული ღვთისა იმდენად მიუწვდომელია და უნაპირო, რომ ეს სასწაული სრულდება. ოღონდ ამას თავისი აუცილებელი პირობაც ახლავს. - კერძოდ? - ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღვთაებრივი სიყვარულისა. - როგორ შევძლოთ ეს? - წმ. პავლე მოციქული მიუთითებს, რომ ღმერთთან კავშირისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა, სასოება და სიყვარული. ამათ შორის კი უპირატესად სახელდებს სიყვარულს (I კორ. 13.13), რადგან რწმენა და სასოება, მხოლოდ ამქვეყნად არსებობს და ჩვენი მიწიერი ყოფისთვისაა აუცილებელი, ხოლო სიყვარული ჰგიეს უკუნისამდე. - როგორია ღვთაებრივი სიყვარული? - ახალმა აღთქმამ განაცხადა საოცარი რამ, - "ღმერთი სიყვარულია"(ინ.4,8). ამის სრული სისავსით უწყება ვერ შეძლო ვერცერთმა რელიგიამ. ქრისტემდეც და შემდგომაც ადამის მოდგმას არ უხილავს ღმერთი, რომელიც მისთვის მსხვერპლად გაიღებდა თავის თავს და ცხონების ერთადერთ გზას გაუკვალავდა. "შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ" (ინ. 13,34); "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მოყვასისათვის (ინ. 15,13.), - ბრძანებს იესო. ქრისტიანობამ აბსოლიტურად სხვა გაგება შესძინა მოყვასის ცნებას. მართლმორწმუნეთათვის მოყვასია ყველა, - მისი ერის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ნაცნობი თუ უცნობი, დამნაშავე თუ უდანაშაულო, მდიდარი თუ ღარიბი, კეთილისმყოფელი თუ მტერი! "მე გეუბნებით თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტერნი, დალოცეთ მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენს მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ზეციერისა" (მთ. 5.44-45). ეს არის მანამადე არსმენილი და არგაგონილი სიტყვები, მანმადე არსად და არასდროს გაცხადებული სიმაღლე ღვთაებრივი სიყვარულისა. ასეთი სიყვარულით აღსავსე იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც, თავგანწირვით იცავდა იგი მოყვასს, სამშობლოსა და ჭეშმარიტ რწმენას და, ამავე დროს, სისხლით მორწყულ თავის მიწა-წყალზე სითბოს არ აკლებდა უცხოტომელთ. ჩვენს დევიზად იქცა რუსთველის უკვდავი სიტყვები: "მე იგი ვარ...ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად..." "სიყვარული აღგვამაღლებს." ასეთმა დამოკიდებულებამ, ცხოვრების ასეთმა წესმა გადაგვატანინა ათასგვარი ქარტეხილი და დღემდე მოგვიყვანა. ჩვენ კი როგორ ვცხოვრობთ? აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს. ასეა აქაც. სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა ხოლმე, დღეს სიყვარულს უწოდებენ. იგი, პირველ რიგში, ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება. ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან. მოჩვენებითი სიყვარული არის დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხიმგებლობაზე და `ახალი სიყვარულის" ძებნას იწყებენ. ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანხმოება წარმოშვას; ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ. აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს. მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან? ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა. ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სულიერი და ხორციელი ერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განღმრთობა. ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას, რაც ოჯახურ ყოფაში ვლინდება ღვთის სადიდებლად ურთიერთმსხვერპლშეწირული სიყვარულით, განსაცდელთა ერთობლივი დათმენით და მოყვასისადმი მსახურებით. რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევის სურვილი არის ბერ-მონოზვნური ცხოვრების მთავარი აზრიც, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულყოფის პროცესი განსაკუთრებულ მოღვაწეობას გულისხმობს. იგი უფრო რთული გზა არის და ნურავინ იფიქრებს, რომ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ბერ-მონოზვნობა არის ასკეტური მსახურება ღვთისა და მოყვასისათვის ამ სიტყვის ფართო გაგებით. წმინდა წერილი ბრძანებს: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ.1.27), - როგორი დიდი აზრია ჩადებული ამ წინადადებაში, რომელიც გვიცხადებს, რომ უფლის სადიდებელად მოწოდებული მარტომყოფობაც და ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაც დალოცვილია და ცხოვრების ამ წესის დარღვევა, მოშლა, ან დამახინჯება არ შეიძლება. უსიყვარულობასთან ერთად ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ - ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული, - თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ უფლის მიერ დადგენილი მცნებების შეცვლაც კი სურთ, რათა ღვთისაგან არ იქნენ მხილებულნი, არამედ, მისაღებნი გახდნენ ყველასათვის. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, დამცირებისა და დაცინვის ობიექტი ხდება. ეს არც არის გასაკვირი. ჯერ კიდევ ბრძენი სოლომონი წერდა: "ღვთისმგმობელის დამრიგებელი დამცირებას მიიღებს, ბოროტეულის მამხილებელი, - შეურაცხყოფას" (სიბრძნ. სოლ. 9,7). როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. რა თქმა უნდა, მას უყვარს ძე შეცდომილიც, ოღონდ მონანული, მაგრამ სძულს ცოდვა. ქრისტე მკვეთრ ზღვარს ავლებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამბობს: "არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა" (მთ. 10.34). გავიხსენოთ პავლე მოციქულიც: ,,ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს... ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი" (Iკორ. 6.9-10). მათდამი ჩვენი სიყვარული იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ვეცადოთ, როგორმე დავანახოთ მათი ცდომილება. ერთი პიროვნების სწორ გზაზე დაყენებაც კი, კეთილისმყოფელის მრავალ დანაშაულს დაჰფარავს. თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ არის, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ხშირად სხვაში ვხედავთ გამოსასწორებელ ნაკლს და საკუთარი თავი გვავიწყდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: "შეიცანი თავი შენი;" რომაელებიც იმეორებდნენ: "NOSCE TE IPSUM." სახარებაც გვარიგებს: "რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?" (მთ.7.3). საკუთარი თავის შეცნობა ზოგიერთს ადვილი ჰგონია და არ იცის, რომ სინამდვილეში პიროვნების სამსახოვნებასთან აქვს საქმე: 1. როგორადაც თვითონ ხედავს იგი საკუთარ თავს. 2. როგორც სხვები ხედავენ მას და 3. როგორიცაა ის სინამდვილეში. ყველაზე რთული ამ მესამე მდგომარეობის აღმოჩენაა, რადგან ჩვენში არსებული ამპარტავნებით სავსე ეგოისტური "მე" ჩვენს სისუსტეებსა და მცდარ ნაბიჯებს მუდმივად გამართლებას უძებნის და შემწყნარებელია მათ მიმართ; ეს კი რეალობის შეგრძნებას გვიჩლუნგებს. გონიერია ის, ვინც სწორად განსჯის უნარს შეიძენს და თავის შინაგან სამყაროში ჩახედვისას არაფრის შელამაზებას არ მოინდომებს. მაშინ მიემსგავსება იგი იმ ჭეშმარიტ მჭვრეტელს, რომელიც უკვე ნათლად ხედავს თავისი სულის აქამდე ბუნდოვან, ან თუნდაც სრულიად უცნობ, ფრიად დაზიანებულ სამყაროს და მისი აღდგენისა და განახლებისაკენ ისწრაფვის. ჩვენი ნამდვილი "მე-ს" დამახინჯების მიზეზი არასწორ ქმედებებთან ერთად ცუდ-მეტყველება და ცუდი აზრებია. საერთოდ, სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი მისდამი ზერელე დამოკიდებულებას ვიჩენთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ მას მარადიულ სიკვდილ-სიცოცხლესთან ღრმა კავშირი აქვს. რატომ აქვს სიტყვას ასეთი დატვირთვა? წმინდა იოანე მახარებელი მაცხოვარზე საუბრით იწყებს თავის სახარებას და ასე წერს: "პირველითგან იყო სიტყვა" (ინ. 1.1). დიახ, მოციქული, რომელმაც განგვიცხადა, რომ ღმერთი სიყვარულია, სიყვარულთან ერთად, მას სიტყვადაც სახელდებს, რითაც ხაზს უსვამს მაცხოვრის საღვთო, ბუნებით ძეობას და ამასთან ცხადყოფს მამის და მხოლოდშობილი ძის, სიტყვის, შემოქმედებით ძალას, რადგან ძე, როგორც შემოქმედი, მამისაგან ცალკე არ განიხილება: "სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა...და ყოველივე მის მიერ შეიქმნა"(ინ. 1.1-3). სამყაროს წარმოშობის შესახებ ბიბლიაში წერია: "თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი... და იქმნა ასე. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის აღმნიშვნელად...და იქმნა ასე"(დაბ. I. 3,6,7,14,15)... ანუ სიტყვით ხდება დაბადება, ქმნილებათათვის სიცოცხლისა და ფუნქციის მინიჭება, რაც ღმერთის თვისებაა! ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვა-სახელს, როგორც პიროვნებისათვის, ისე საგნისა თუ მოვლენისათვის, რადგან მასში ჩადებული შინა არსი ბევრ რამეს განსაზღვრავს. სახელდება თავდაპირველად ყოვლადწმინდა სამების მიერ მოხდა: "ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე,...მყარს ღმერთმა უწოდა ცა, ხმელეთს, - მიწა (დაბ.1.5.8.10), ადამსაც სახელი მან დაარქვა... შემდეგ კი ღმერთმა მეტყველების უნარი და სახელდების უფლება, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთს, თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს უბოძა, როგორც შესაქმის გვირგვინს. ადამმა სახელი დაარქვა პირუტყვებს, ცის ფრინველთ და ველის ცხოველთ, ასევე მის შემწედ შექმნილ ქალს; დაცემის შემდგომ ადამიანმა სახელები უწოდა თავის შთამომავლთ, საგნებს, გარემო-სამყაროს და ა.შ. სამოთხეში ურთიერთობა ღმერთსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის სრულიად დაუბრკოლებელი იყო და პირველმშობლები ერთიმეორეს აზრისმიერად ეზრახებოდნენ. ცოდვით დაცემის შემდგომ კი ეს კავშირი დაირღვა; ჩვენი გრძნობების გამოსავლენად და ერთმანეთთან ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელობა გაჩნდა მატერიალური სიტყვისა. ღმერთის მსგავსად, ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც ძალა აქვს. ოღონდ, უფლისგან განსხვავებით, მისი ძალა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. იცოდეთ, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება და ღვთის წინაშე ჩვენი მეტყველების გამოც განვისჯებით. ამიტომაც წერს მათე მახარებელი: ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს, რადგან ჩვენივე სიტყვებით განვმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით (მთ.12,36). ჩვენ კი როგორი უგულისხმონი ვართ! ფუჭ საუბარზე რომ აღარაფერი ვთქვათ ნახეთ, როგორი შემწიკვლებულია ჩვენი ბაგეები დაცინვით, რისხვით, შეურაცხყოფით, ცილისწამებით, სიცრუით, სიტყვის გატეხვით, უმადურობით, ცრუ ფიცით, წყევლით, გინებით... "ენა მცირე ასოა, და დიდად კი მძლავრობს; აჰა, რა მცირე ცეცხლი ბუგავს დიდ ტყეს" და "სავსეა მომაკვდინებელი გესლით" (იაკ.3,5, 8). "ენით ვაკურთხებთ ღმერთს და მამას და ენითვე ვგმობთ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ კაცთაც" (იაკ. 3;9). ამიტომაც, თუ ვინმეს "ღმრთისმოყვარე ჰგონია თავი და ლაგამს არ ამოსდებს ენას, იცოდეს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა" (იაკ.1, 26). ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს? სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: "დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა? - ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე. - რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია? - არა, პირიქით. - ე.ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის? - ვფიქრობ, არა. - "თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!" - უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს. დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა. ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის. საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა. ღმერთმა ყველა იხსნას ასეთი დაცემისაგან, მისცეთ სიტყვა წმინდა და მართალი და გულისხმისყოფა ბოროტისაგან თავის დასაღწევად. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა. იგი საუბარია ღმერთთან, სინანულია, მის წინაშე სულისა და გულის განფენაა. ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის. აი, როგორ გვარიგებს მოციქული: "უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? ფსალმუნი იგალობოს...რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს...და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო...ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას"(იაკ. 5. 13, 15-16). მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან "სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა" (კოლ.3,15). ასეთი ადამიანი სხვათაგან დიდად განირჩევა. იგი "სულგრძელია და ტკბილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (Iკორ. 13.4-9). სიყვარულის გარეშე კი, ღვთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება. აი, რა სულისშემძვრელ სიტყვებს ამბობს წმ. პავლე მოციქული: "კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე...წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს სრული რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ... მთელი ჩემი ქონება რომ გავყიდო გლახაკთათვის, და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არარას მარგია" (I კორ.13.1-3). ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ. ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილი: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მარკ.12.30-31). როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს: ,,ღმერთმა მრავალი გზა დასახა მასთან მისასვლელად. ზოგნი ქალწულებით ბრწყინავენ, სხვანი ქორწინებით განდიდნენ, კიდევ სხვანი ქვრივობაში უბიწოების დაცვით შეიმკვნენ, ვიღაცამ მიწიერი სიკეთენი სრულად უარყო, ზოგმა, - სანახევროდ; ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე. მდიდარი ხარ? - მოწყალება უხვად გაეცი. თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე... თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ. ამგვარი იყო სახარებისეული ლაზარეს სათნოება. მას თავისთვის საზრდოც არ ჰქონდა, ვერც ავადმყოფს შეეწეოდა და ვერც საპყრობილეში მყოფს, რადგან უძლურების გამო, წამოდგომის უნარიც არ ჰქონდა, ამასთან ხედავდა სასტიკთა და უსჯულოთა პატივსა და განცხრომას და ერთი სიტყვაც არ დასცდენია გულისწყრომისა, არამედ მხოლოდ მადლობდა ღმერთს ყველაფრისათვის. აი, ასეთი ცხოვრების გამო დაიმკვიდრა მან აბრაამის წიაღი." რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს. ამ ეპისტოლეში ჩვენი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხეთ მხოლოდ. ბუნებრივია, პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს, ამას ემატება მთელს მსოფლიოში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი, დევნილთა სიმწარე და ხვალინდელი გაურკვეველი დღის მოლოდინი...რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტად მძიმეა, მაგრამ უფრო საშიში ხორცის მოკვდინება კი არა, სულის წარწყმედაა! უფალი მოწყალეა. მთავარია, შევიცნოთ თავი ჩვენი, გავაცნობიეროთ, სად არის ოქროს შუალედი, სადამდე უნდა ჰქონდეს ზღვარი ჩვენს ქმედებას, ჩვენს თავისუფლებას, რომ იგი უარყოფითი შედეგის მომტანი არ იყოს. მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე, უარი ვთქვათ ჩვენს სისუსტეებზე, რათა შევძლოთ სულიერად განახლებული ცხოვრება დავიწყოთ, რომ ჩვენზეც აღსრულდეს პავლე მოციქულის სიტყვები: "ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ცოდვის მონა იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგრამ განმართლდით უფლის ჩვენი იესო ქრისტეს სახელით და ღმერთის ჩვენის სულით." (Iკორ.6,11) ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ანთებული სანთლით კვლავაც მივეგებოთ ბეთლემს მიმავალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს. დავითის ქალაქს უკვე უახლოვდებიან მოგვნი, სადაცაა მწყემსებიც მოისმენენ ანგელოზთა საგალობელს. მაშ, ჩვენც ნუ დავყოვნდებით, სულით მივეახლოთ ახალშობილ ყრმას და მუხლმოდრეკით შევთხოვოთ: შენი ვარ, გვაცხოვნე ჩვენ! ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს და გისურვებთ, რომ ამ დღეების მადლით მოხდეს ჩვენი განწმენდა, განახლება და სიკეთით აღვსება. შევიყვაროთ და გავიხაროთ ერთმანეთით; მაშინ ღმერთიც შეგვიყვარებს და გვაცხოვნებს. ღმერთმა დაგლოცოთ და სულიერად აღგამაღლოთ. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისი, შობა ქრისტესი, 2015-2016 წელი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 9, 2016 Report Share Posted January 9, 2016 ,, ბერები ლოცვით მიიწევენ წინ, ერისკაცები კი ტანჯვით! ეს უნდა ვიცოდეთ, ესაა აუცილებელი!... ლოცვას აქვს ძალა და ეს იარაღია. ლოცვა გატყორცნილი ისარივითაა _ ის აუცილებლად ესობა ბოროტებს, მაგრამ ისინი ამით არ ნადგურდებიან და აუცილებლად განახორციელებენ საპასუხო დარტყმებს, და აქ მორწმუნემ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი. ბერები საპასუხო დარტყმებს ასკეტიზმით - მარხვით, მღვიძარებით, ლოცვების საუკუნოვანი მწყობრი სისტემით იგერიებენ. ერისკაცებს კი ზოგადად ასეთი პირობები და შესაძლებლობები არ გააჩნიათ, ამიტომ ერისკაცებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რამდენი ილოცონ და როგორ!... “რა შეიარაღება გააჩნია არსენალში”, როგორი აქვთ `ზურგი~. ლოცვა ლექსი არ არის! … ლოცვის სიტყვებს აქვს ძალა და ის აწუხებს ეშმაკებს, რის შემდეგაც ისინი გადმოდიან დაუნდობელ და სასტიკ შეტევაზე. რადგანაც ერისკაცებს წუთისოფლის საზრუნავი, ხორციელი პრობლემები, თან ვნებები აწუხებთ, მართებთ დიდი ზომიერებითა და სიფრთხილით მოეკიდნონ ლოცვებს!... ამაში მათ წმიდა მოძღვრები დაეხმარებიან.".... მამა გიორგი ბასილაძე ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 11, 2016 Report Share Posted January 11, 2016 როცა ვამბობ ფორუმების განათლების დონეზე არ უნდა ვმსჯელობდეთ მეთქი, ზუსტად ასეთი პროფესიონალიზმის სიმცირეს ვგულისხმობ ამ საკითხზე მოკამათეების მიმართ(ჩემს თავსაც ვგულისხმობ). არის თუ არა ძველი სტილით შობის აღნიშვნა ოკუპანტების მხარდაჭერა? (ბ-ნი გიგი თევზაძის და სხვათა პასუხად). http://reportiori.ge/?menuid=48&id=86184 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 11, 2016 Report Share Posted January 11, 2016 ფილმი ქართველ ბერებზე. https://www.indiegogo.com/projects/devout-help-us-finish-the-indie-docu-film#/story ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 11, 2016 Report Share Posted January 11, 2016 იგივე ფილმი. http://devoutmovie.com/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 12, 2016 Report Share Posted January 12, 2016 თეოლოგი გიორგი გვასალია . ვისაც სურვილი აქვს ეპაექროს . ასეთი ხალხი ამზადებს მომავალ სასულიერო პირებს, ასე რომ ნუ ჯავრობთ, ღმერთის ნებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება. ნუ ახლა თავისუფლების ინსტიტუტი იტყვის ეს ბნელიაო, მაგრამ აქ არ ვიტყვი ჩვენ რას ვფიქრობთ ''რქოსან-ჩლიქოსნებზე'' . ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 12, 2016 Report Share Posted January 12, 2016 საინტერესოა. თეოლოგი გიორგი გვასალია- "რატომ არ მიიღეს ქრისტე მწიგნობრებმა და ფარისევლებმა" . ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 12, 2016 Report Share Posted January 12, 2016 საინტერესო თემებია, ვახო! ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 20, 2016 Report Share Posted January 20, 2016 აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, ისტორიულად პირველად ანდრია მოციქულს აუგია ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატისათვის. შემორჩენილი უზარმაზარი საეპისკოპოსო ტაძარის ნაშთი კი X-XI და XIV- XV საუკუნეების ფენებს მოიცავს. 1283 წლის (ისტორიულად ცნობილ) მიწისძვრას ტაძარი მთლიანად დაუნგრევია (გარდა აღმოსავლეთი ნაწილისა), ხოლო მისი განახლება (ხელახლა აშენება) ჯაყელ ათაბაგებს უკავშირდება. XIV-XV საუკუნეების ჯვარგუმბათოვანი , ჩაწერილ ჯვრის ტიპის მეორედ აგებული ტაძარი როდის დაინგრა არავინ იცის, თუმცა XX საუკუნის დასაწყისის მკვლევარი გ. ბოჭორიძე ადგილობრივთა გადმოცემას გვაცნობს, რომლის მიხედვით ტაძარის კამარა 1890-იან წლებში უნდა ჩამოქცეულიყო. მისივე ცნობით 1921 წელს ვინმე ხარაბაძის ძალისხმევით ტაძრიდან მრავალი ქვა წაუღია მოსახლეობას, რის გამოც ჩვენამდე კიდევ უფრო ნაკლული სახით მოაღწია ძეგლმა. დაკარგული ქვები 2001 წელს იქნა მოძიებული და ტაძართან დაბრუნებული. 1980-იანი წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა ,,პრესკლუბმა”, რომელსაც არქიტექტორ რესტავრატორები ზედამხედველობდნენ გაწმინდა ნაგებობა მიწისგან, რის შედეგადაც ნაგებობის გეგმა გამოკვეთა. ამავე პერიოდში ძეგლთა დაცვის კვლევითი ინსტიტუტის ,,საქრესტავრაციის” საპროექტო განყოფილების მიერ დაიწყო ძეგლის კვლვისა და რეაბილიტაციის მცდელობა. არქიტექტორ რესტავრატორების მიერ ლითონის მჭიმების დახმარებით გასწორდა სამხრეთის კედელი, ხოლო 1990-იან წლებში სარესტვრაციო სამუაშაოები მთლიანად შეწყდა. 2006 წელს ადგილობრივი ბიზნესმენის დაფინანსებით შესრულდა არაპროფესიული სამუშაოები, რომელმაც ასევე გაართულა მომავალი სარესტავრაციო სამუშაოები. 2015 წელის აწყურის ტაძრის არსებულ სარეაბილიტაციო პროექტს დაემატა ძეგლის არქეოლოგიური კვლევაც, რომლის შედეგად ფასადებიდან ჩამოცვენილი ქვები აღმოჩნდა. ასევე ,,არქიტექტურული აზრის განვითარების მიერ” მომზადდა ძეგლის გარემოს დაცვითი მიმოხილვა და გარემოსდაცვითი მართვის გეგმა, რაც კიდევ უფრო სწორ სარესტავრაციო მეთოდოლოგიას განსაზღვრავს. 20.01.2015 წელი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჩემ აზრსაც მოგახსენებთ 90 წლების ბუტკებივით მომრავლებულ ეკლესიებს რომლებიც ყველა უბანშია 5 მირჩევნია ის ფინანსები ესეთი საქმისკენ მიიმართოდ და ასეთი ტაძრები გადაარჩინონ და ტაძრებთან ერთად ისტორიაც გადარჩება ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 27, 2016 Report Share Posted January 27, 2016 https://www.youtube.com/watch?v=v6hwVmmW58M ადამი და ევა სიცოცხლისა და სამოთხის შექმნა ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted January 28, 2016 Report Share Posted January 28, 2016 სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სიტყვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრაზე შამბეზში (ჟენევა, 22-27 იანვარი, 2016 წელი) ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted January 29, 2016 Report Share Posted January 29, 2016 გუბე გეთანხმები ჯერ რაც გვაქვს და რაც ისტორიას შემორჩა იმას მიეხედოს და პატივი ვცეთ და ახლებს ისედაც ააშენებენ.. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 1, 2016 Report Share Posted February 1, 2016 "ნიჭი სიყვარულის გარეშე არაფერია " "თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფრად ვარგივარ. სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება, ცოდნა იყოს, გაუქმდება. ვინაიდან ნაწილობრივი ვიცით და ნაწილობრივს წინასწარვმეტყველებთ. და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება. ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული,- ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარული უმეტესი. " პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ, თავი 13. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 17, 2016 Report Share Posted February 17, 2016 კიევ-პეჩორის ლავრა. http://karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/4634-pechoris-lavrashi-dayudeba-ithvleboda-gandegilobis-umaghles-tsesad.html ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 ქართველი არქიმანდრიტი, ისტორიკოსი, თეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 31 აგვისტოს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დაიბადა. მამა - რომანოზ ფერაძე მღვდელი იყო, დედა - მარიამ სამადალაშვილი კი მოძღვარის ქალიშვილი. ოჯახში სამი ვაჟი იზრდებოდა, გრიგოლი შუათანა იყო. გრიგოლი სასულიერო სასწავლებლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში აგრძელებს სწავლას. შემდეგ ირიცხება თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების მიმართულებაზე. ამავდროულად, სოფელ ხანდაკის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. სამხედრო მოვალეობის შესრულების გამო, სწავლის შეწყვეტა მოუხდა. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, რომ არ დაეპატიმრებინათ კორნელი კეკელიძის დახმარებით სოფელ მანავის სკოლაში მიდის მასწავლებლად. ესაა საქართველოს ანექსიის პერიოდი... 1921 წელს გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე, სადაც გრიგოლი გარე კახეთის სამღვდელოების წარმომადგენელი იყო, მიტროპოლიტ ნაზარისა და პროფესორ კეკელიძის დახმარებით გადაწყდა, რომ იგი ევროპაში სასწავლებლად გაემგზავრებოდა. მისი გამგაზვრებით კათოლიკოსიც ყოფილა დაინტერესებული. გრიგოლი წერს: „-ეს იყო 1921 წლის 1 მაისი, ლოცვას აღავლენდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, წირვის დამთავრებისას, როცა პატრიარქი ტაძრიდან გამოვიდა, შეჩერდა, მან ჩემი ორივე ხელი აიღო და მამობრივი მზრუნველობით წარმოთქვა მრავალგზის: განეშორე, იხსენი შენი სიჭაბუკე! შევიგრძენი მამა-შვილური მზრუნველობა, სიმწარე, ტკივილი და სევდაც“. 1922 წელს გრიგოლი კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, პატრიარქ ამბროსი ხელაიას და არტურ ლაისტის დახმარებით, ბერლინში თეოლოგიური განათლების მისაღებად გაგზავნეს. მას „დოქტორ ლეპ სიუს დოიე ორიენტ-მისიონ“-ის სტიპენდია დაენიშნა. ბერლინის უნივერსტეტში თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, ბონის უნივერსიტეტში კი ფილოსოფიას, აქ იგი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს იღებს. გრიგოლმა 12–ზე მეტი ენა ისწავლა: ძველებრაული, ძველბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური, ძველსომხური ენები, ლათინური, ინგლისური, ფრანგული, უკვე იცოდა გერმანული, რუსული და ძველსლავური. საქართველოში კომუნისტური წეს-წყობილების დამყარების შემდეგ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში დაბრუნების ყველანაირი იმედი გადაეწურათ. გრიგოლი ინგლისში მიემგზავრება, სადაც ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერებსა და მასალებს ეცნობა. მალე იგი ბონში მიიწვიეს, ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე ლექციების წასაკითხად. ერთი წლის შემდეგ კი ოქსფორდში შესთავაზეს ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხების შესახებ ლექციების წაკითხვა. 1930 წლის შობის დღეებში მძიმედ დაავადებულს ხილვა ჰქონდა, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი. 1931 წლის 18 აპრილს, ჯერ სრულიად ახალგაზრდა, ლონდონის წმინდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. 19 აპრილს იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო 25 მაისს პარიზის წმიდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელდებენ და მის მიერვე დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში ამწესებენ წინამძღვრად. ამ დროიდან მოყოლებული მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, პარიზის ქართული ეკლესიისთვის იღვწოდა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცემოდა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. მამა გრიგოლმა შეადგინა ქართული ეკლესიის წესი, რომლის თანახმადაც ამ ტაძარში მხოლოდ ქართველ მღვდელმსახურებს უნდა ემსახურათ და აუცილებლად ქართულ ენაზე. ამ სამრევლოს ჩამოყალიბება ძალიან დიდი საქმე იყო, რადგან იგი ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენდა სამშობლოდან გადმოხვეწილი და სამშობლოს უიმედოდ მონატრებული ქართველობისათვის. ცოტა ხნის შემდეგ, მამა გრიგოლ ფერაძეს პოლონეთში, ვარშავაში მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად იწვევენ. მთელ თავის სახსრებს სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა თუ ბიბლიოთეკებში დაცულ ქართულ ხელნაწერთა მოძიებსა და შესწავლას ახმარდა. საქართველოში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავინ იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ. არავინ იცოდა ისიც, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა განადგურებას. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ფაშისტებმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს, შეიტყვეს, საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში ერთი პატარა ქვეყნის დიდი ქონება ინახებაო. ამ ქონების შესაფასებლად მათ გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს, როგორც ცნობილი მეცნიერი და ექსპერტი. მამა გრიგოლმა იფიქრა, საქართველოს ასეთი სიმდიდრის განადგურებას ჩემი სიკვდილი სჯობსო და ფაშისტებს განუცხადა, ეს ქონება არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, ის უბრალოდ ქართველებისთვისაა ძვირფასი, როგორც ეროვნული შემოქმედებაო. ფაშისტები ენდნენ გამოჩენილ მეცნიერს და განძზე ფიქრს თავი ანებეს. ომის პერიოდში მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ ებრაელებს. მათ თავშესაფარსა და საზრდოს უნაწილებდა, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელიც ფაშისტებმა გაზის კამერაში უნდა გაეგუდათ. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი საკუტარ თავზე აიღო და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში. იგი 1942 წლის 6 დეკემბერს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში აღესრულა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სამშობლოსათვის და მოყვასისათვის თავგანწირული არქიმანდრიტი წმინდანთა დასში შერაცხა. გრიგოლ ფერაძეს ეწოდა მღვდელმოწამე გრიგოლი. /presa.ge/ [ნინო კოჭლამაზაშვილი] ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 ნიკოლოზ ომანის ძე ჩოლოყაშვილი (Niceforo Irbachi), ქართველი დიპლომატი, პოლიტიკური და სასულიერო მოღვაწე, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი, დაახლოებით 1585 წელს დაიბადა. მოღვაწეობდა საქართველოში, პალესტინასა და ევროპაში. მამა - სარდალი და მარტყოფის მოურავი ომან ჩოლოყაშვილი-ირუბაქისძე; დედა-ბარბარე, არაგვის ერისთავის ასული; ძმა-მარტყოფის მოურავი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. 8 წლის ნიკოლოზი, განათლების მისაღებად, იტალიაში გაგზავნეს, სადაც კათოლიკეთა ბერძნულ სკოლაში მიებარა სასწავლებლად. იქვე აღიკვეცა კათოლიკე ბერად (ნიკიფორე). ქართულისა და მეგრულის გარდა, იცოდა შვიდი ენა: ბერძნული, თურქული, არაბული, რუსული, ფრანგული, ესპანური და იტალიური. 1608 წელს, საქართველოში დაბრუნდა და კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის კარის მოძღვარი გახდა. 1614 წელს, შაჰ-აბას I-ის საქართველოში ლაშქრობის დროს, როდესაც თეიმურაზი იმერეთში გადავიდა, ჩოლოყაშვილი იერუსალიმში წავიდა. 1625 წელს, ანტისპარსული კოალიციის შექმნის თაობაზე მოსალაპარაკებლად, თეიმურაზ I-ის დავალებით, დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ევროპაში. 1626-1629 წლებში უკვე მოიხსენიება როგორც თეიმურაზის ელჩი პაპ ურბან VIII-ის კარზე. 1627 წელს, ეწვია ესპანეთის მეფეს, ფილიპე II-ს. რომში ყოფნისას, ჩოლოყაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ბეჭდვითი წიგნის გამოცემაში. 1629 წელს, მისი დახმარებით, ჩამოისხა ქართული ანბანი. მისიონერული მიზნებით, სტეფანო პაოლონისთან ერთად, მან რომშივე შეიმუშავა და გამოსცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები: ქართულ-იტალიური ლექსიკონი (Dttionario Giorgiano) და „ლოცვანი“ (Litania Lauretana) ქართულ ენაზე. 1629 წელსვე, ჩოლოყაშვილი საქართველოში დაბრუნდა თეატინელთა ორდენის მისიონარებთან ერთად და იმავე წელს გახდა მეტეხის ტაძრის წინამძღვარი. მაშინდელი მიმოწერა მისიონერებს, პაპსა და ქართველ მეფეს შორის, ადასტურებს, რომ ნიკიფორე ირბახი შუამავლობდა ურბან VIII-სა და თეიმურაზ I-ს შორის ქართული ეკლესიის რომთან შეერთებას (ე. წ. უნიას). 1632 წელს, როდესაც თეიმურაზ I იძულებული შეიქმნა იმერეთის სამეფოსთვის შეეფარებინა თავი, ჩოლოყაშვილი სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის უახლოესი თანამებრძოლი და მისი პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგმელი გახდა. მისიონერები მას დადიანის კარის სახლთუხუცესად იხსენიებენ, მეგობრობდა ჯუზეპე ჯუდიჩესთან, არქანჯელო ლამბერტთან და კრისტოფორო კასტელთან; ეხმარებოდა მათ მორალურად და მატერიალურად, რის გამოც პაპის კონგრეგაცია მადლობას უცხადებს. 1643-1649 წლებში, ჩოლოყაშვილი კვლავ იერუსალიმშია ქართველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად (არქიმანდრიტი). 1650 წელს, ის კვლავ საქართველოში ბრუნდება. ჯერ იმერეთის სამეფოს კარზე იმყოფებოდა, შემდეგ კვლავ ლევან II დადიანთან, რომლის ხელისშეწყობითაც 1656-1657 წლებში, სამეგრელოსა და აფხაზეთის კათოლიკოსი ხდება. 1657 წელს, ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ, ოდიშის ახალმა მთავარმა ვამეყ III-მ, სხვა თავის მოწინააღმდეგეთა შორის, ჩოლოყაშვილიც შეიპყრო და საპყრობილეში მოათავსა, სადაც იგი 1658 წელს გარდაიცვალა. /presa.ge/ [ნინო კოჭლამაზაშვილი] ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 ამილახვარი ათანასე ავთანდილის ძე, თბილელი მიტროპოლიტი, დიპლომატი, საზოგადო და სასულიერო მოღვაწე, 1705 წელს დაიბადა. იყო შიომღვიმის მონასტრის ბერი. თავის ძმასთან, ვახტანგ ამილახვართან ერთად, რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. ასტრახანში ყოფნის დროს, აკურთხეს არქიმანდრიტად. 1733 წელს, ათანასე საქართველოში დაბრუნდა. აქ იგი კათალიკოსმა ბესარიონმა მროველ ეპისკოპოსად დაადგინა. 1740 წლის 8 მაისს, ათანასეს თხოვნის საფუძველზე კათალიკოსმა დომენტიმ პირადად მას და ამიერიდან რუისის საყდრის მესაჭეებს მიტროპოლიტობა მიანიჭა. იმავე წლის 7 ივლისს, ათანასე თბილელ მიტროპოლიტად გადაიყვანეს, სადაც 12 წლის მანძილზე იღვწოდა. მისი თბილელობის პერიოდში, გამოიხსნა თბილისის სიონის დაგირავებული მამულები, ზრუნავდა საყდრის წიგნთსაცავის შევსებაზე. 1752 წელს ,თეიმურაზ II-მ პეტერბურგში ელჩობა გაგზავნა იმპერატორ ელისაბედ პეტრეს ასულთან. ელჩობის ხელმძღვანელი იყო ათანასე თბილელი, კახეთიდან მას გააყოლეს თავადი სიმონ მაყაშვილი. მოსკოვში ცხოვრობდა თავისი ძმის, ამ დროისათვის გარდაცვლილი ვახტანგის ოჯახში. მისი ძმისწული იყო Надворный Советник-ი გიორგი ამილახვარი (Егор Амилахвари), რომელიც, ისევე, როგორც ვახტანგის ყოფილი ამალის დიდი ნაწილი და განსაკუთრებით-ამილახვრები, იყვნენ ქართლის მუხრანბატონთა (ბაქარის და მისი ძის, ალექსანდრეს) მომხრეები და ერეკლე-თეიმურაზის ძირის გამოთხრით იყვნენ დაკავებულნი. ამიტომ მათ შეგნებულად შეუშალეს ხელი ელჩობაში გამოუცდელ ათანასეს: თბილელი მიტროპოლიტი გამოცხადდა არა კანცლერ ბესტუჟევ-რიუმინთან, როგორც ეს თეიმურაზმა და ერეკლემ დაავალეს, არამედ, ქართლის ბაგრატიონების გულშემატკივარ ვიცე-კანცლერ მიხეილ ვორონცოვთან. ვორონცოვმა ელისაბედ II-ს მოხსენებითი ბარათით აცნობა, რომ ქართველი ელჩები მიიღო, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. ათანასეს ორი წელიწადი სრულ უმოქმედობაში გაუტარებია. მისი უმოქმედობით შეწუხებული მეორე ელჩი, სვიმონ მაყაშვილი, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იგებს, რომ ათანასეს კანცლერისათვის არც გადაუცია თეიმურაზისა და ერეკლეს გამოგზავნილი წერილი. მაყაშვილი იძულებული გახდა მეფეთა სიტყვიერი დავალებანი და ათანასესთან კონფლიქტის მიზეზები ბესტუჟევ-რიუმინისათვის მოხსენების სახით წარედგინა, რომელმაც შემდეგში ქართლ-კახეთის მეფეთა მისამართით შედგენილი პასუხი სწორედ მაყაშვილის ამ მოხსენების საფუძველზე შეადგინა. 1754 წლის მაისში, ქართველი ელჩები დასაბრუნებლად გაემზადდნენ.გამომგზავრების წინ, ათანასე თბილელმა ავადმყოფობის საბაბით მოსკოვში დარჩენის ნება ითხოვა. თბილელს დროებით გაუგრძელეს დარჩენის ვადა. იმავე წლის დეკემბერში, საგარეო საქმეთა კოლეგიამ სინოდისაგან მიიღო მომართვა, რომ ათანასე ჯანმრთელობის გაუარესების გამო რუსეთში სამუდამოდ დარჩენას ითხოვდა. კოლეგიამ ათანასეს ქართველი მეფეების ნებართვა მოსთხოვა. უცნობია, ითხოვა თბილელმა ეს ნებართვა თუ არა, მაგრამ 1755 წლის 25 ნოემბრით დათარიღებულ მიმართავში ქართველი მეფეები ათანასეს დაუყონებლივ გამომგზავრებას სთხოვენ. მიუხედავად ამისა, ათანასე თბილელმა მაინც მოახერხა რუსეთში სამუდამო დარჩენა. წარუმატებელი ქართველი დიპლომატის საქმიანობა უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის სფეროში. 1761-1762 წლებში, სინოდის ნებართვით, ათანასე ამილახვარმა იმერეთის ეპისკოპოს ფილიმონის და ქართველთა ახლშენის ახალგაზრდა მოღვაწეების დახმარებით, მოსკოვში ქართული სტამბა გამართა. ქართული წიგნების გამოცემაში დახმარებისათვის ათანასეს მიუმართავს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიისათვის. აკადემიის ხელმძღვანელობას აღუთქვამს შემწეობა. 1764 წლის ივნისში ათანასემ ჯვართამაღლების მონასტერში დაიდო მღვდელმსახურება, სადაც მიღებული შემოსავლით ააშენა 4 სენაკი და გადაიტანა სტამბა. ამ სტამბაში დაიბეჭდა: სამოციქულო, დავითნი, ლოცვანი, ჟამნი და სამენოვანი ანბანი: ლათინური, ბერძნული და რუსული. ქართული ეკლესიებისათვის ათანასე ბეჭდავდა წმინდანთა სურათებს, დაფარნებს, ოდიკებს, საამისოდ იგი რუსულ სტამბასაც იყენებდა. ათანასემ პირველმა დაიწყო ქართულად ნაბეჭდ წიგნებზე ტირაჟის აღნიშვნა. კათალიკოს ანტონ I-ის თხოვნით, 1769 წელს მას მოსკოვიდან მირონიც გამოუგზავნია. ათანასე ამილახვარი გარდაიცვალა 1774 წლის 9 ივნისს, მოსკოვის ჯვართამაღლების მონასტერში. დაიკრძალა დონის მონასტერში. ანდერძის თანახმად, ათანასე თბილელის ქონების ნახევარი ქართლ-კახეთის მეფეს გაეგზავნა, მეორე ნახევარი-იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს და ქრისტეს საფლავის ეკლესიას. /presa.ge/ [ნინო კოჭლამაზაშვილი] ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 ხარისჭირაშვილი პეტრე (ლუკა) - აბატი პეტრა, ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სტამბოლის ქართული მონასტრის დამაარსებელი 1804 (ან 1818) წელს ახალციხეში დაიბადა. პეტრე ხარისჭირაშვილი XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხეში დაიბადა, ერთი ცნობით 1804 წელს, მეორით კი 1818 წლის 25 აპრილს, აღმსარებლობით კათოლიკე იყო. სწავლობდა ახალციხის ნათლისმცემლის ეკლესიის სამრევლო სკოლაში. შემდეგ ევროპაში გაემგზავრა და ალექსანდრეპოლის სემინარიაში განაგრძო სწავლა, ბოლოს რომის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1842 წელს პეტრე ახალციხეში მღვდლად აკურთხეს, 50-იანი წლებიდან ხიზაბავრაში (დღევანდელი ასპინძის რაიონი) გადაიყვანეს. მრავალი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გამო 1856 წელს ემიგრაციაში წავიდა. ორიოდე წელიწადში ვენეციაში, წმინდა ლაზარეს კუნძულზე, ქართულ ენაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საისტორიო და თეოლოგიური წიგნი გამოსცა. იმხანად კათოლიკურ ეკლესიებში ქართულ ენაზე მღვდელმსახურების ნება დამტკიცებული არ იყო. პეტრე ხარისჭირაშვილმა მომხიბვლელი სიტყვითა და ღირსეული საქმიანობით ვატიკანის ყურადღება დაიმსახურა. 1859 წელს ნება დართეს სტამბოლში შეექმნა ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაცია - ქართული ენითა და ტიპიკონით. 1861 წელს კი სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში პეტრე ხარისჭირაშვილმა ქართველ კათოლიკეთა სავანე - ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები დააფუძნა. ეს კონგრეგაცია მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა. დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, შეიქმნა სასულიერო სასწავლებელი. საღვთისმეტყველო საგნების გარდა ისწავლებოდა ქართული ენის გრამატიკა, ლიტერატურა და ისტორია. მოსწავლეებმა ზეპირად იცოდნენ ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“. იმდენად საფუძვლიანად ასწავლიდნენ ლათინურ და ფრანგულ ენებს, რომ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეს ამ ენებზე წირვის აღსრულება, ანდა ფრანგულ სემინარიებში სწავლის გაგრძელება შეეძლო. წარმატებულ ახალგაზრდებს მონასტრის ხარჯით ევროპაში გზავნიდნენ სწავლის გასაგრძელებლად. ამ სასწავლებელში აღიზარდნენ მიხეილ თამარაშვილი და მიხეილ თარხნიშვილი. აბატი პეტრა რვა ენას ფლობდა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ქართულის სწავლებას აქცევდა. 1870 წლისათვის ხარისჭირაშვილის დაუზოგავი შრომის შედეგად მონასტერში უკვე მუშაობდა ქართული სტამბა. მარტო 1877-81 წლებში ამ სტამბაში დაიბეჭდა და საქართველოში გავრცელდა 25-მდე სხვადასხვა წიგნი, დაიწყო ქართული გრამატიკის შედგენაც. 1894 წელს აშენებული მონასტრის ოთხსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე გახსნეს სასტუმრო სტამბოლში ჩასული უბინაო, ხელმოკლე ქართველებისათვის. ტაძრის ტერიტორიაზე დღემდე ინახება ქართველ კათოლიკეთა არქივი და ბიბლიოთეკა. აქ უამრავი უნიკალური წიგნი და ხელნაწერია დაცული. მისი მეთვალყურე კათოლიკე ქართველი, სიმონ ზაზაძეა. პეტრე ხარისჭირაშვილი 1892 წელს, სტამბოლში გარდაიცვალა, დაკრძალულია მონასტრის ეზოში. /presa.ge/ [ნინო კოჭლამაზაშვილი] ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 გიორგი მთაწმიდელი - ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი. ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო-ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი. დაიბადა 1009 წელს, - გარდაიცვალა 1065 წელს, კონსტანტინოპოლში. მისი ბიოგრაფის გიორგი მცირის გადმოცემით, გიორგი მთაწმიდელი თრიალეთში, გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწის იაკობის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ტაძრისის, შემდეგ კი ხახულის მონასტერში. ცოდნის გასაღრმავებლად 1022 წელს ბიძამ კონსტანტინოპოლში წაიყვანა. იქ მან საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა და აზიარა ბიზანტიურ კულტურას. 1034 წელს გიორგი მთაწმიდელი სამშობლოში დაბრუნდა და ბერად აღიკვეცა ხახულის მონასტერში. 1036 წელს სირიაში, შავ მთაზე გიორგი შეყენებულს დაემოწაფა. 1039 წელს იერუსალიმში გაემგზავრა. წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ შავ მთაზე თავის მოძღვართან დაბრუნდა და 1040 წელს მისივე რჩევით ათონს გაემგზავრა. 1044 გიორგი მთაწმიდელი ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მის იშვიათ შემოქმედებით და ორგანიზატორულ ნიჭს სათანადო ასპარეზი მიეცა. მან კიდევ უფრო გააძლიერა მონასტერი და იგი ქართული სულიერი კულტურის მძლავრ კერად აქცია. გიორგი მთაწმინდელის პრაქტიკულ-ორგანიზატორულმა მოღვაწეობამ თანდათან ფართო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინა. ბაგრატ IV-მ არაერთგზის შესთავაზა მას საქართველოს მღვდელმთავრობა. მისივე თხოვნით გიორგი მთაწმიდელმა ხუთი წელი დაჰყო საქართველოში და საეკლესიო საქმეები მოაგვარა. მან უარყო წოდებრივი უპირატესობა საეკლესიო საქმეებში და ადამიანის პირადი ღირსება წამოსწია წინ. გიორგი მთაწმიდელი იცავდა ქართულ ეკლესიას და კულტურას უცხოელთა შემოტევისაგან. ანტიოქიის პატრიარქთან გამართულ ცხარე კამათში 1057 წელს მან ბრწყინვალედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რაც ერის ღირსებისა და კულტურის თვითმყოფის დამადასტურებლად ესახებოდა. გიორგი მთაწმიდელი ნაყოფიერად იღვწოდა მშობლიური ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. „გიორგისეული რედაქცია“. მან ხელახლა თარგმნა ბიბლიის ზოგიერთი წიგნი (სახარება-ოთხთავი, სამოციქულო, დავითნი), სხვა წიგნები კი გაჩალხა და ბერძნულ დედანს შეაჯერა. გიორგი მთაწმიდელმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქართულ ჰაგიოგრაფიასა და აპოკრიფულ მწერლობას, ეგზეგეტიკას, ჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გიორგი მთაწმიდლის ჰაგიოგრაფიულ თხზულებას „ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ“, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. ნაყოფიერად იღვაწა გიორგი მთაწმიდელმა ლიტურგიკის სფეროშიც და ქართული მწერლობას შესძინა როგორც თარგმნილი, ისე ორიგინალური თხზულებანი („დიდი სჳნაქსარი“, „სახარებაჲ გამოკრებული საწელიწდო“, „პავლე გამოკრებული საწელიწდო“, „თთუენი ათორმეტნივე“ და სხვა). გიორგი მთაწმიდლის ორიგინალური იამბიკოები და ნათარგმნი მდიდარი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა მისი პოეტური კულტურის დადასტურებაა. გიორგი მთაწმიდელმა ბერძნულიდან თარგმნა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის, ათანასე ალექსანდრიელის, იოანე დამასკელის, ნექტარი კონსტანტინოპოლელის, დოროთეოს ტვირელისა და სხვათა თხზულებანი. მისი ბიოგრაფის სამართლიანი თქმით, „ესევითარი თარგმანი, თჳინიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა“. გიორგი მთაწმიდლის მრავალფეროვანმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართული ეკლესიისა და კულტურის აღმავლობას მომდევნო საუკუნეებში. გიორგი მთაწმინდელი 1065 წელს, კონსტანტინოპოლში გარდაიცვალა. ათონელმა მამებმა მისი ცხედარი ათონის მთაზე გადაასვენეს. /presa.ge/ [ნინო კოჭლამაზაშვილი] ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 ილარიონ ქართველი, (დონაური) ქართველი სასულიერო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, 822 წელს დაიბადა. ხსენების დღე - ძველი სტილით 19 ნოემბერი, ახალი სტილით - 2 დეკემბერი. კახელი აზნაურიშვილი, დონაურთა გვარიდან. თოთხმეტი წლის ასაკში გარეჯის უდაბნოში დაეყუდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. ილარიონ ქართველის ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის ძეგლებთან: ესენია ფერისცვალების ეკლესია დავითგარეჯის ლავრაში, ე. წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერი. ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა პალესტინა (იერუსალიმი, თაბორი, გოლგოთა, ბეთლემი, იორდანიის უდაბნო, საბაწმინდის ლავრა), ბითინია (ოლიმპი), რომი ბიზანტია (კონსტანტინოპოლი, თესალონიკე), სადაც ეცნობოდა ქრისტიანულ სამყაროს კულტურის უდიდეს კერებს, ლიტერატურულ მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. ილარიონ ქართველის სახელზე თხზულებების მთელი ციკლია შექმნილი - ცხოვრებები და საგალობლები, სადაც ილარიონ ქართველი წარმოგვიდგება როგორც მონასტერთა მაშენებელი, წინამძღვარი, კახეთში დედათა და მამათა მონასტრების წესის და კანონის დამდები. გარდაიცვალა 875 წელს. დაკრძალულია კონსტანტინოპოლის მახლობლად ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერში. /presa.ge/ [ნინო კოჭლამაზაშვილი] ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 24, 2016 Report Share Posted March 24, 2016 არსებობს საფრთხე, ქრისტიანობაში ქრისტე დაგეკარგოს - მიტროპოლიტი გრიგოლი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 24, 2016 Report Share Posted March 24, 2016 ზედაზნის მონასტერში მომხდარი სასწაული გამაყრუებელი ჭახანის ხმა უამრავ გუგუნად დაიშალა და ხევ-ხევებს მოედო. ასწლოვანი ხეები ტოტების ლიწინ-ლიწინით მიმოიგრიხნენ. ტაძარი თითქოს შეინძრა, შეტორტმანდა და გაყუჩდა. კოკისპირული წვიმა შეკრთა და პირი შეიკრა. წვიმით მოჭოჭებულ ეზოში მუხლზე დაცემულები ზეცას შეღაღადებდნენ. სხვები გაოგნებულნი წინ და უკან დარბოდნენ, ტიროდნენ, წიოდნენ და სასოწარკვეთილნი შველას ითხოვდნენ. ისინი ჭეშმარიტი სასწაულით იყვნენ დაზაფრულნი. თავიდან კი ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო: 1993 წლის 23 მაისს 10-12 კაციანი ჯგუფი მსუბუქი მანქანებით ზედაზენს ესტუმრა. ტაძარს უცებ შემოურბინეს გარშემო და სუფრის თადარიგს შეუდგნენ, ეკლესიის მსახურთაგან ორი მაგიდა ითხოვეს, იქვე გაშალეს და ქეიფი გამართეს. მათ შორის ხუთი ქალი იყო; თავიდან ამინდი შესაფერისი ედგათ, მაგრამ მოულოდნელად მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. მთაში ამინდი ხშირად იცვლება და ასეთი მოულოდნელი წვიმისათვის რაიმე სხვა მნიშვნელობა არავის მიუცია. მოქეიფეებს საღერღელი ისე აშლოდათ, რომ სუფრა ადვილად არ ეთმობოდათ. წვიმამ იმძალვრა და იქაურობას უკვე კოკისპირული შხაპუნით ასველებდა. ღვთისმსახურს ეკლესიაში სუფრის გაშლა სთხოვეს, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. მოქეიფეებმა წარბი არ შეიხარეს და თხოვნა კვლავ გაუმეორეს. ტაძარში ქეიფი არ შეიძლება, მაგრამ მე ვერც პურობას აგიკრძალავთ. ამიტომ როგორც საკუთარმა სინდისმა გიკარნახოთ, ისე მოიქეცითო, მიუგო ღვთისმსახურმა, რაც მათ რატომღაც ნებართვად აღიქვეს, მაგიდებს ხელი წამოავლეს და სტოაში შეაფარეს. გარეთ ნამდვილი თავსხმა წვიმა იყო. სტოაში კი სადღეგრძელო სადღეგრძელოს ცვლიდა. ბერთა სენაკს თავშეფარებული ღვთისმსახურნი კი საღამოს მწუხრის ლოცვისათვის ემზადებოდნენ. ცაზე ამ დროს საშინლად იელვა და ძლიერმა გრუხუნმა მთებს გადაუარა, ბერებმა სარკმლიდან დაინახეს, როგორ დაეცა ზედაზნის მთის წვერს მეხი. ზედაზნის მთა სამიარუსიანია. პირველი მთის წვერია, ხოლო მესამე იარუსზე ზედაზნის ტაძარია აგებული. ცოტა ხნის შემდეგ ელვა გრუხუნი და მეხის დაცემა კვლავ განმეორდა, მაგრამ ამჯერად ფანჯარასთან მდგომმა ბერმა თვალნათლივ დაინახა, რომ მეხი ზედაზნის მთის მეორე იარუსს დაეცა. ასეთ დროს იტყვიან, ტანი ავის მოლოდინს მიგრძნობსო, მაგრამ მისი გაცნობიერება არც ჩვეულებრივ მოკვდავ ბერებსა და მითუმეტეს არც ბახუსის წიაღში ჩაძირულ მოქეიფეებს არ ძალუძდათ. ამასობაში სტოადან ხმაარეული „კრიმანჭული“ წამოყელყელავდა და მოსახდენიც სწორედ ამ დროს მოხდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მომხდარის შესახებ თხუთმეტამდე თვითმხილველი ერთნაირად იხსენებს. მათი მონათხრობი იმდენად იდენტურია, რომ ეჭვის მცირე საფუძველსაც კი არ სტოვებს. ტაძრის უკანა მხარეს, გალავანსა და სალოცავს შორის სივრცეში დიდი ცეცხლოვანი დისკო გაჩნდა, გაისმა საშინელი, ნამდვილად არამიწიერი ჭახანის ხმა და დისკო უზარმაზარ ცეცხლად გადაიქცა, რომელშიც ტაძარი მთლიანად დაინთქა. ცეცხლი იმდენად წითელი იყო, რომ ტაძრის კედლები გავარვარებულ ლითონისფრად აელვარდნენ. ცეცხლს, როგორც ვთქვით, ახლდა ძლიერი ხმა, რომელმაც არემარე გააყრუა. სალოცავს ცეცხლის ჭახანისა და გრუხუნის ისეთი ხმა დაეძგერა, რომ არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. ტაძარი გადარჩა. შეშინებული მოქეიფეები არაადამიანური ღრიალით ეზოში გამოცვივდნენ. ისინი იმდენად დათრგუნულნი და სასოწარკვეთილნი იყვნენ, რომ გაოგნებულნი მოქმედებდნენ. რამოდენიმე წვიმით მოჭოჭებულ ეზოში მუხლზე დაეცა და ხელაპყრობილი ზეცას შეჰღაღადებდა. სხვები შეძრწუნებულნი წინ და უკან დარბოდნენ და შველას მოითხოვდნენ. სენაკიდან ბერებიც მაშინვე გამოვიდნენ, მათზე არანაკლებ შეშფოთებულნი. ცეცხლოვანი დისკოს გასკდომასა და საშინელ ხმაურს წვიმის მომენტალური შეწყვეტა მოყვა. ეს ყოველივე იმდენად ძლიერი და მასშტაბური იყო, რომ იგი ჩვეულებრივ ელვასა და გრუხუნთან არავის გაუიგივებია, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ მოხდა ნამდვილი სასწაული, რომელსაც ცოცხლები გადაურჩნენ. თუმცა ორმა მოქეიფეთაგანმა, დამწვრები ვართო თქვეს. ერთი ზურგზე იმიზეზებდა დამწვრობას და მეორე საჯდომზე. როდესაც დამწვარმა ტანზე თეთრი პერანგი გაიხადა, ყველა განცვიფრდა. მის ზურგზე დიდი წრიული ფორმის დამწვრობა წითლად ღადღადებდა, დამწვრობა იმდენად მტკივნეული იყო, რომ ხელის მცირე შეხებასაც კი შეკივლებით პასუხობდა. უცნაური ის იყო, რომ თვით პერანგს, რომლის შიგნითაც სხეული ასე დაიწვა, აბსოლუტურად არაფერი ემჩნეოდა, სამოსზე არც მეორეს ეტყობოდა რამე, მაგრამ ტკივილი აშკარად აწუხებდა. იგი სკამზე იჯდა. წესით სხეულის სწორედ ის ნაწილი არ უნდა დაშავებოდა, რომელიც ისე მწარედ დაეწვა, რომ მანქანაში ვეღარ დაჯდა და მოხერხებულად მოკუნტული მოთავსდა. მანამდე კი მოქეიფეები შეძრწუნებულები აღნიშნავდნენ, თუ როგორ შეზანზარდნენ კედლები და იქიდან ძალით გადმოცვენილი ქვები მაგიდაზე დაცვივდნენ, სტოა არაგვის ჭალის სიპებით ნაგები და გაულესავია, ამიტომ ქვის გადმოვარდნის ადგილები აშკარად ემჩნეოდა. თვით ქვები კი მაგიდაზე ეყარა, თვითმხილველთა გაკვირვება იმანაც გამოიწვია, რომ ქვები ძირს თითქმის არ დაცვენილიყო. ეს ფაქტი სუფრის დაგმობისა და ჩაქოლვის ერთგვარ ასოციაციას იწვევს. თვითმხილველნი შეშინებულნი იხსენებდნენ: ცეცხლი სტოაში უზარმაზარი ხელის ფორმით შემოიჭრა, სუფრას მოეხვია, ჭახა-ჭუხითა და ლიწინ-ლიწინით მოიგრაგნა და ისევ შესასვლელ თაღში გაილიაო. მაგიდაზე ჭურჭელი, რა თქმა უნდა, დამტვრეული იყო, მაგრამ ერთგვარი კანონზომიერება თვით დამტვრეულ ჭურჭელსაც ემჩნეოდა. გატეხილი ჭიქები და თეფშები უბრალოდ დამტვრეული კი არ იყო, არამედ შუაზე იყო გამსკდარი, ყველამ შეამჩნია შუაზე დახეთქილი ჭურჭელი. მათ შორის პლასტმასის სამგზავრო ჭიქებიც კი შუაზე გახსნილიყო, მაშინ, როცა ისინი თითქმის არ იმტვრევიან. მომხდარი იმდენად ცხადი და შთამბეჭდავი იყო, რომ მოქეიფეები შიშით ერთბაშად გამოფხიზლდნენ, ამოსვლისას, რაკი ცოცხალი გადავრჩით მცხეთაში რესტორანს ვკისრულობთო, თქვეს და ეკლესიის მსახურნიც დაპატიჟეს. ბერებმა მადლობა მოუხადეს, ხელი ჩაიქნიეს და დაცილდნენ იმ ხალხს, რომლებსაც ლამის ცა ჩამოენგრათ თავზე, მაგრამ საჭირო დასკვნა მაინც ვერ გამოიტანეს. საინტერესოა რას ნიშნავდა ზედაზნის მთის წვეროდან მეხის ტაძრამდე საფეხურებრივი ჩამოსვლა, უცნაური დისკო, ტაძარს შემოვლებული უზარმაზარი ცეცხლი, შემზარავი ჭახანი და შემაძრწუნებელი გრუხუნი; წვიმის მოულოდნელი წამოსვლა და მომენტალური შეწყვეტა; სტოას კედლებიდან მაგიდაზე ქვების გადმოცვენა და უცნაური კანონზომიერებით დამტვრეული ჭურჭელი? კიდევ ერთი: ეს ყოველივე, როგორც უკვე ითქვა, 23 მაისს მოხდა, ანუ ზედაზნობის დღესასწაულიდან მესამე დღეს. http://timepress.net/%E1%83%96%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 29, 2016 Report Share Posted March 29, 2016 http://martlmadidebloba.ge/freskebi13.html ფრესკები სვანეთის ტაძრებიდან ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 31, 2016 Report Share Posted March 31, 2016 „ჰეჰ, აღსარებას რა აზრი აქვსო?!“ იტყვიან ზოგნი- მოვინანიებთ და მეორე წუთში მონანიებულ ცოდვებს თავიდან ჩავდივართო.... დიახ, მართალია ჩვენ არ გვაქვს ნებისყოფა ბევრ რამეზე ვთქვათ უარი , თუნდაც ტაძრიდან რამდენიმე წუთის გამოსულებმა, მაგრამ აბა დაუკვირდით: ჩვენ, ვწმენდთ ფეხსაცმელებს , მიუხედავათ იმისა, რომ ვიცით, ის აუცილებლად დაისვრება. ჩვენ, ვიბანთ ხელებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ისინი აუცილებად დაიჭუჭყება. ჩვენ, ვგვით ოთახს მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ,ის აუცილებლად დაიმტვერაბა. მაშ, რატომ არ უნდა გავასუფთავოთ ჩვენი სული, სრულ დაბინძურებამდე ?! ვ.ხაბეიშვილი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 6, 2016 Report Share Posted April 6, 2016 - Вы пост держите? - Вот реальный случай расскажу. Пришел на исповедь человек моих лет и говорит, что съел банку йогурта. Священник спрашивает: прямо всю целую? От этого вопроса человек бледнеет и спрашивает батюшку, что же ему делать, как дальше жить?.. Все это я для чего говорю? Пост - он не в пище, а в борьбе с нашей несдержанностью и злобой к другому человеку. Вот позвони своей подруге и скажи: что-то мы с тобой последний раз так плохо поговорили… Я же люблю тебя, давай забудем все обиды - вот сможешь так сделать и сказать, значит, ты продержала пост... Господь простит такую слабость и порадуется, что подружились Его дети. Пётр Мамонов ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.