paraskeva 30 Posted April 6, 2016 Report Share Posted April 6, 2016 Гордость – большой человеческий порок, а как он открывается в человеке? Как только мы почувствуем себя обиженными – мы во власти гордости. Когда недовольны тем, что нам кто-то что-то не так сказал, неважно прав человек или нет, мы во власти гордости. Старец Фаддей Витовицкий. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 6, 2016 Report Share Posted April 6, 2016 Как научиться любви. Любовь – вершина на лестнице добродетелей. Любовь – это цель. Легко любить людей, которые тебе нравятся, но не легко любить всех. Если ты любишь людей, которые тебе нравятся, то ты по прежнему любишь только себя. Потому что, если ты не любишь всех, ты не любишь никого, потому что любишь только себя. Если ты хочешь любить, ты должен всегда в любой момент сделать себя доступным для всех. Чтобы от тебя не потребовалось кому-то, ты делай. Если ты насмерть устал, но кто-то хочет с тобой поговорить, ты говоришь. Ты служишь каждому прежде, чем послужишь себе. Не думай о себе и ты научишься любить. Схиархимандрит Иоаким (Парр) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 6, 2016 Report Share Posted April 6, 2016 Читайте Псалтирь, Апостол, Евангелие - здесь все. Кто читает Псалтирь ночью две кафизмы - за весь Псалтирь идет. Вслух Псалтирь читать ценнее, про себя по необходимости. Поднимайте ночной Псалтирь - отмолите себя и тех кого и не знаете до седьмого колена. Дневной тоже ценно. Как листья спадают по осени с дерева, так и грехи с человека читающего Псалтирь. Схиархимандрит Иоанникий ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 6, 2016 Report Share Posted April 6, 2016 "Когда любовь спешит навстречу любви, все теряет свое значение. Время и пространство уступают дорогу любви". Святитель Николай Сербский ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 6, 2016 Report Share Posted April 6, 2016 1. Для чтения Псалтири необходимо иметь дома горящую лампадку (или свечу). Молиться «без огонька» принято только в пути, вне дома. 2. Псалтирь, по совету преп. Серафима Саровского, необходимо читать вслух - вполголоса или тише, чтобы не только ум, но и слух внимали словам молитвы («Слуху моему даси радость и веселие»). 3. Особое внимание следует обратить на правильную расстановку ударений в словах, т.к. ошибка может изменить смысл слов и даже целых фраз, а это - грех. 4. Читать псалмы можно сидя (слово «кафизма» в переводе на русский язык «то, что читается сидя» в отличие от слова «акафист» - «не сидя»). Вставать нужно при чтении начинательных и заключительных молитв, а также на «Славах». 5. Псалмы читаются монотонно, без выражения, чуть нараспев - бесстрастно, т.к. Богу неприятны наши греховные чувства. Чтение псалмов и молитв с театральным выражением приводит человека к демонскому состоянию прелести. 6. Не следует унывать и смущаться, если смысл псалмов непонятен. Пулеметчик не всегда понимает, как стреляет пулемет, однако его задача - бить по врагам. Относительно Псалтири существует утверждение: «Ты не понимаешь - бесы понимают». По мере нашего духовного взросления будет открываться и смысл псалмов. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 10, 2016 Report Share Posted April 10, 2016 "მამის ლოცვა, რომელსაც მთელი სამყაროს გადარჩენა შეუძლია" მამის ლოცვა წინ უნდა უსწრებდეს შვილის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს.../ რჩევა-დარიგებებს გვაძლევს რუსთავის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა სერგი (კასრაძე)./ კაცი და ახლად შექმნილი ოჯახი მამაკაცს დიდი როლი აქვს ოჯახში. ქრისტიანული ოჯახის იერარქია ასეთია: მოძღვარი, მამა, დედა და ბავშვები. ოჯახის უფროსი, ანუ ქმარი, და მისი მეორე ნახევარი, ანუ ცოლი, ერთი გული და ერთი პირია. მამა-შვილის ურთიერთობა დღეს, როდესაც ბავშვს ჰკითხავ, რა სურს გამოვიდეს, პასუხი სხვადასხვაა: ექიმი, პოლიციელი, ჟურნალისტი... მაგრამ დაკარგულია მთავარი რამ, რისთვისაც არსებობს ადამიანი... ბიჭი იბადება მამობისთვის, ხოლო გოგო - დედობისთვის... აი, რა უნდა ჰქონდეს მიზნად ჭეშმარიტ ქრისტიანს. ყოველივე ამას კი ოჯახში საფუძველი უნდა დაუდოს მამამ. დღევანდელი მოუცლელობის დროსაც კი მამამ შვილი შეძლებისდაგვარად უნდა აკონტროლოს. შვილის წარმატებები აუცილებლად შექებას უნდა იმსახურებდეს. როდესაც რაიმეს აშავებს ბავშვი, მაშინაც ზომიერებაა საჭირო. მამა დინჯი და სწორი ახსნით უნდა შეეცადოს, შვილს შეაგნებინოს დანაშაულის სიცუდე. ახსნა საჭიროა იმდენჯერ, სანამ ბავშვი არ მიხვდება თავის დანაშაულს. ასევე, დაუშვებელია შვილების ლანძღვა. მამა კი არ უნდა ლანძღავდეს, არამედ უნდა ლოცავდეს შვილებს. ქრისტიანი მამა-შვილი მამამ შვილს უნდა შეაყვაროს და ასწავლოს შრომა და ხელსაქმე. დილით და საღამოს, საკვების მიღების წინ, მამამ ოჯახში წესად უნდა დაამკვიდროს ლოცვის წაკითხვა. დილისა და ძილად მისვლის წინ ლოცვებს დიდი ძალა აქვს. ოჯახში, სადაც ეს ლოცვები ხშირად იკითხება, დიდ მადლი ტრიალებს, რომელსაც მთელი სამყაროს გადარჩენა შეუძლია. მამის ლოცვა, შვილის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წინ უნდა უსწრებდეს. მამათა ლოცვა შვილებისთვის უფალო ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, შემოქმედო და დამბადებელო ყოველთა არსთაო, რომელმან მიუწვდომელითა მოწყალებითა შენითა შეჰქმენ კაცი, განსასრულებლად ყოვლისა ქმნილებისა შენისა, და დაადგინე იგი მეუფედ და მცველად და განმგებელად მისა, სახედ მეუფებისა შენისა; და მსგავსებაი ესე, სიტყვიერებასა და გონიერებასა და ნების თავისუფლებასა თანა, სიყვარულითაცა განასრულე შვილთა მისთა მიმართ, ბუნებითად დანერგულისა მის შორის; გმადლობ, რამეთუ მეცა, ცოდვილი და უკმარი მონაი შენი (სახელი) ღირს მყავ მადლსა შვილიერებისასა და გამოუთქმელსა სიტკბოებასა მისსა; შეიწირე ვედრებაი ესე ჩემი და შეიწყალენ შვილნი ჩემნი (სახელები) და დაიცვენ და დაიფარენ იგინი, ღმერთო, მადლითა შენითა; განანათლენ გულნი და გონებანი მათნი ნათლითა მეცნიერებისა შენისაითა; შეუნდვენ და მიუტევენ და ახოცენ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი; იხსნენ იგინი მზაკუვარებისაგან საეშმაკოისა, განარინენ ყოვლისაგან ბოროტისა, და ანგელოზნი ნათლისანი დაადგინენ მარჯუენით მათსა, მცველად ცხორებისა მათისა, და მარადის უძღოდე მათ გზათა ჭეშმარიტებისათა, აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა; სიწმიდითა და კეთილითა მოქალაქობითა აღავსე ცხორებაი მათი და გარე-შეზღუდენ იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; უვნებელად დაიცვენ განსაცდელთა შინა და გარე-წარაქციენ მათგან ყოველივე აღძრვაი ბოროტისაი; მოყუარენი და მეგობარნი განმრავლენ, ხოლო მოძულენი მათნი სირცხვილეულ ჰყვენ; მოჰმადლენ კეთილგონიერებაი, მშვიდობაი, სულგრძელებაი და სიმდაბლე; განამრავლენ და გარდაჰმატენ სულიერნი და ხორციელნი ძალანი მათნი, გონებისა სიწმიდე და სიფრთხილე; წარმართენ გულსმოდგინებით სწავლად და საქმედ განწესებულსა მათდა ყოველსა საქმესა; განკურნენ სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან, და ვიდრე აღსასრულადმდე კეთილად განაგე ყოველივე ცხორებაი მათი, გინათუ ქალწულებითი, გინათუ შჯულიერად ქორწინებითი; და დღითა კეთილითა აღვსებულნი ღირს ჰყვენ მიმთხუევად ზეცისაცა კეთილთა შენთა, რაითა დაუცხრომელად აღმოსთქუამდენ დიდებასა და მადლობასა შენდა, შემოქმედისა და მწყალობელისა მათისა, მხოლოდშობილისა საყუარელისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და ყოველთა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ. http://www.funtime.ge/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 17, 2016 Report Share Posted April 17, 2016 მთავარია დედა ეკლესიის წიაღს არ გავშორდეთ http://karibche.ambebi.ge/qristianuli-ckhovreba/interviu-modzghvarthan/4908-mthavaria-deda-eklesiis-tsiaghs-ar-gavshordeth.html ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე საბასთან (ინწკირველი) ინტერვიუ ეპოსკოპოსობამდე ჩავიწერე. გთავაზობთ საუბრიდან მცირე ამონარიდს. - თქვენ როგორ შეუდექით ბერულ ცხოვრებას? - მეშვიდე კლასში ვიყავი როცა ეკლესიაში დავიწყე სიარული. ღვთის სიყვარული ჩემმა საღვთო სჯულის მასწავლებელმა ჩამინერგა. სკოლაში იმ პერიოდში დაიწყო საღმრთო სჯულის სწავლება და ძალიან დამაინტერსა ქრისტიანულმა სარწმუნოებამ. მონათლული ვიყავი, თუმცა როგორც ხდება ხოლმე შესწავლილი არ მქონდა, რა არის ქრისტიანობა, რას ასწავლის და ასე შემდეგ. როცა დაიწყო საღვთო სჯულის გაკვეთილები ამან დამაინტერესა. ჩემმა დამ ჩემამდე დაიწყო ეკლესიაში სიარული. პირველი მარხვა როცა იმარხულა, მაშინ არ დავდიოდი ეკლესიაში. ურწმუნოება მახასიათებდა და დავცინოდი კიდეც ამის გამო. მადლობა ღმერთს რომ ასე შეიცვალა ჩემი ღვთისადმი, ეკლესიისადმი დამოკიდებულება და ამაში უპირველეს ყოვლისა ღვთის წყალობაა, შემდეგ ჩემი საღვთო სჯულის მასწავლებლის და ჩემი დის დამსახურებაა. KARIBCHE KARIBCHE მოვინათლე შემოქმედის საკათედრო ტაძარში. ამავე ტაძარში ჩავაბარე პირველად აღსარება, პირველად ვეზიარე და იქ ჩავიცვი სტიქარი. ცხრა კლასი რომ დავამთავრე მოძღვარს ლოცვა-კურთხევა ვთხოვე სასულიერო სემინარიაში ჩაბარებისთვის. გაირკვა რომ ცხრა კლასდამთავრებულებს არ ღებულობდნენ სემინარიაში. მეუფე დიმიტრი მაშინ მამა დავითი გახლდათ, ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორი. იმ დროს პირველად დაუშვეს ჩემი ასაკისანის მიღება სასულიერო სემინარიაში. ბავშვის შეხედულება მქონდა და ხშირად მეკითხებოდნენ - რომელ კლასში ხარო. 1996 წელს ჩავაბარე ბათუმის სასულიერო სემინარიაში. ამავე წელს მამა დავითი, გამოარჩიეს მღვდელმთავრად და გახდა მეუფე დიმიტრი. იმ დღიდან როცა მღვდელმთავრად აკურთხეს მეუფე დიმიტრი, მეუფესთან რეზიდენციაში გადავედი, მეუფის მორჩილებაში ვიყავი. 2000 წელს დავამთავრე ბათუმის სასულიერო სემინარია, მანამდე 1998 წელს ერთი წელი ვცხოვრობდი ჩეხედანას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში. ოთხი თვე ვიყავი კვიპროსში მახერას მონასტერში, სადაც ვსწავლობდი ბერმონაზვნურ ცხოვრებას. სურვილი მქონდა მონასტერში დარჩენის, მაგრამ მშობლები არ დადიოდნენ ეკლესიაში, არ იყვნენ ეკლესიურები და ლოცვა-კურთხევა არ მომცეს მონასტერში დარჩენაზე, ბერად აღკვეცაზე. უწმინდესის, სულიერი მოძღვრის და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გამაგზავნეს სერბეთში, ბელგრადის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში სასწავლებლად, სადაც 2001 წლიდან 2008 წლამდე ბელგრადის უნივერსიტეტში სერბულ ენაზე ვსწავლობდი. 2008 წელს დავბრუნდი საქართელოში. ამავე წელს მეუფე დიმიტრიმ მორჩილის კაბით შემმოსა. 2009 წლის 29 ივნისს კი ბათუმის წმიდნა ნიკოლოზის ტაძარში ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრიამ ბერად აღმკვეცა. ვიყავი მეუფის მდივანი. უწმინდესისა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით მაკურთხეს მღვდელმონაზვნად პოკანოს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერში. პირველი ქართველი სასულიერო პირი გახლავართ, რომელიც ამერიკაში მღვდელმონაზვნად დამასხეს ხელი. 2010 წლის 26 ოქტომბერიდან მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დამნიშნეს პოკანოს წმინდა დავით აღმაშენებლის მონასტრის და ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოს წინამძღვრად. სამღვდელო მსახურება უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამაზე დიდი საპასუხსიმგებლო მსახურება არ არსებობს.. პასუხისმგებლობაც ის მიადვიოლებს, რომ აქ ვმსახურობ ლოცვა-კურთხევით და მორჩილებით. სასულიერო პირისათვის უმთავრესია თავისი მღვდელმთავრის მორჩილება, ასევე ქრისტეს მცნებების, ეკლესიის. ეს გვიადვილებს იმ პასუხისმგებლობაც, რომელიც სასულიერო პირს აქვს... პასუხისმგებლობასთან ერთად საჭიროა მეტი თავმდაბლობა რომელიც უნდა გააჩნდეს სასულიერო პირს. ყოველთვის შენდობას ვითხოვ მრევლისგანაც თუკი მეტს ვერ ვაკეთებ. მთავარია დედა ეკლესიის წიაღს არ გავშორდეთ და ეკლესიის წიაღში ვიყოთ. გვქონდეს იმედი გადარჩენის, რომ ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს. რწმენით, უფლის უსაზღვრო მოწყალებით ნამდვილად გადავრჩებით და ღმერთთან დავბრუნდებით. ალექსანდრე შმემანი ამბობს, იმიტომ კი არ მინდა ცათა სასუფეველში ყოფნა რომ ჯოჯოხეთის მეშინიაო, არამედ ქრისტე მიყვარს და ქრისტეს სიყვარულის გამო მინდა უფალთან ყოფნა და ქრისტეს სიყვარულისთვის ჯოჯოხეთშიც წავალო. მთავარია უფლის სიყვარული, რითიც ადამიანი უნდა ცხოვრობდეს და რასაც უნდა აკეთებდეს - ადამიანის ეკლესიაში სიარული და ლოცვისადმი დამოკიდებულება არ იყოს ანგარებითი. ღმერთმა დაგლოცოთ. სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 28, 2016 Report Share Posted April 28, 2016 " _ ბავშვებს უკვე აღარც ზრდიან. თავად ის იდეა, რომ ისინი უნდა აღვზარდოთ განსაზღვრული სულისკვეთებით და პრინციპებით -- არ არსებობს. ისინი თავისთავად იზრდებიან, გარემომცველი სამყაროს, ყოველგვარი გავლენის ქვეშ ექცევიან და შედეგად რაღაც ძალიან არასერიოზულს ვიღებთ. ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ როცა ბავშვები გაიზრდებიან, მრავალი მათგანი უბრალოდ ჭკუიდან იშლება, ეზიარება სხვადასხვა ველურ და საშინელ რელიგიას, ხდება ნარკომანი, დამნაშავე და უამრავ უაზრო საქციელს სჩადის..." სერაფიმ როუზი 50 წლის წინ ამერიკაში დაწერილი ეს სიტყვები, ზუსტად მიანიშნებს იმ საშიშროებაზე, რაც ემუქრება მშობლების და ოჯახის ყურადღების გარეშე დარჩენილ მომავალ თაობას - თუ არ გამონახავთ დროს ბავშვებისთვის, რათა მათ შეიმეცნონ უმთავრესი სულიერი ღირებულებები, თუ თავს ინუგეშებთ იმით, რომ ბევრს მუშაობთ და ძალა აღარ შეგწევთ მათთან საკონტაქტოდ და სინდისს დაიმშიდებთ, რომ ამას ისევ შვილების კეთილდღეობისთვის აკეთებთ, აი, მაშინ, მათ თქვენს ნაცვლად სწორედ ის გარემო აღზრდის, რომელზეც საუბრობდა სერაფიმ როუზი. და რაც მშობლობას ვერა და, ბოროტ დედინაცვლობას კი ნამდვილად გაუწევს ბავშვებს./ლია რუსიაშვილი/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 28, 2016 Report Share Posted April 28, 2016 “ღატაკის სამოსში ჩაცმულს შეუძლია, თავი ძილში მდიდარ კაცად იხილოს, მაგრამ გამოღვიძებისას თავისთავს ისევ ღატაკსა და განძარცვულს დაინახავს. ასევე არიან ისინიც, ვინც სულიერ ცხოვრებაზე მსჯელობისას ერთი შეხედვით ლოგიკურად ლაპარაკობენ, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ნათქვამი მათ გონებაში გამოცდილებით, შრომითა და მოწმობით არ არის განმტკიცებული, იგი ერთგვარ წარმოსახვად რჩება”. წმ. მაკარი დიდი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 11, 2016 Report Share Posted July 11, 2016 გელათი და ჩემი მეგობრები. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted July 12, 2016 Report Share Posted July 12, 2016 გილოცავთ წმინდა მოციქულების პეტრეს და პავლეს ხსენებას, მრავალს დაესწარით. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 12, 2016 Report Share Posted July 12, 2016 ყველას გილოცავთ პეტრე-პავლობას. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 15, 2016 Report Share Posted July 15, 2016 ჩემი ბავშვობის ერთადერთი მოქმედი ეკლესია. რაც ამ ეკლესიის ეზოში ნარბენი ვართ. ნახეთ რა ისტორია აქვს. http://karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/5372-quthaisis-tsminda-petre-pavles-sakhelobis-sakathedro-tadzari.html ქუთაისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი 12.07.2016 1881 წლის 10 მაისს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევით ქუთაისში, რიონის სანაპიროზე, ე.წ. სილისუბნის მცხოვრებლებმა ერთხმად გადაწყვიტეს საკუთარი ტაძრის აგება. ეკლესიის ასაგებად შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, შემდეგი შემადგენლობით: კაპიტანი პ. ქორქაშვილი, კ. ცომაია, ე. მეტრეველი, დ. წულუკიძე, გ. ტყეშელაშვილი. სულ მალე გაბრიელ ეპისკოპოსის რჩევით მისიაში შეიყვანეს ქუთასის პოლოცმაისტერის ყოფილი თანაშემწე, მრჩეველი ივ. ბაიდუროვი. შემოწირული ფულით სექტემბერში კომიტეტმა შეიძინა 1700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელშიც გადაიხადეს 2112 მანეთი და 1882 წელს კომიტეტი შეუდგა ეკლესიის მშენებლობას, ბერძენი ოსტატების მეშვეობით. ეკლესია შენდებოდა ეკლარის ნათალი ქვით. აღსანიშნავია, რომ ტაძრის ასაშენებლად 200 მანეთი გაიღო დიდმა რუსმა წმიდა მამამ, იოანე კრონშტადტელმა. 1895 წლამდე ეკლესია ააშენეს ფანჯრებისა და კარების დონემდე დაახლოებით 4 მეტრ სიმაღლემდე, ამის შემდეგ უსახსრობის გამო, მშენებლობა გარკვეული დროით შეჩერდა, ასევე თავისებური გავლენა იქონია განსაკუთრებით მკაცრმა, ხანგრძლივმა ზამთარმა და იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის გარდაცვალებამ. 1897 წელს ახალი კომიტეტის მიერ დათხოვნილი იქნა ძველი ოსტატები და მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმეს ცნობილ ოსტატ ისიდორე ფილიპეს ძე ბერეკაშვილთან. 1897-1901 წლებში კომიტეტმა 9100 მანეთზე მეტი თანხის შეკრება შეძლო, აქედან სინოდმა ტაძრის მშენებლობას 2000 მანეთი გამოუყო, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიას 2000 მანეთი შესწირა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ. 1902 წელს იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) კურთხევით რუსეთში გაიგზავნა მღვდელი იოანე კერესელიძე, რომელმაც გარკვეული თანხა შეაგროვა, რაც ეკლესიის დამთავრებას ეყო. 1903 წლის 9 თებერვალს პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, რის შემდეგ იგი მოქმედებდა 1923 წლამდე. 1923 წელს ტაძარი დახურეს ბოლშევიკებმა და მასში განათავსეს ქუთაისის კომკავშირული კლუბი. საეკლესიო ნივთების ნაწილი კი 1924 წლის 2 ნოემბერს მუზეუმში გადაიტანეს. 1944 წელს დაანგრიეს ქუთაისის ცენტრში (დღევანდელი მერიის ადგილზე) მდებარე მთავარანგელოზის ეკლესია. მიტროპოლიტ ეფრემის ძალისხმევით, კანკელი და კანკელის ხატები გამოტანილ იქნა პეტრე-პავლეს ეკლესიაში. იმავე 1944 წელს პეტრე-პავლეს ეკლესია ეკურთხა საკათედრო ტაძრად. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ტაძარში ინახება 1945 წელს მიტროპოლიტ ეფრემის მიერ შეწირული ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმი, ვერცხლის შანდლები, ხელბანა, ლანგარი და სხვა. აგრეთვე ტაძარში ინახება უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატეს (ცინცაძე) ნაქონი ოდიკი. ტაძრის კანკელში დაბრძანებულია მე-18 საუკუნის ვერცხლის მთავარანგელოზების ხატი, იქვეა ვერცხლით მოჭედილი საწინამძღვრე ჯვარი, რომელიც სათაფლიის მიდამოებში აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა და ტაძარს შესწირა. პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში მოღვაწეობდნენ მიტროპოლიტები: ეფრემი (სიდამონიძე) 1944-1953 წწ.,გაბრიელი (ჩაჩანიძე) 1953-1956 წწ., ნაუმი (შავიანიძე) 1957-1963 წწ., რომანოზი (პეტრიაშვილი) 1971-1974წწ., შიო (ავალიშვილი) 1978-1981 წწ., ნიკოლოზი (მახარაძე) 1981-1982 წწ. პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში დაკრძალულნი არიან მიტროპოლიტები: დავით კაჭახიძე და ნაუმი შავიანიძე. 2003 წლის 12 ივლისს აღინიშნა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის საუკუნოვანი იუბილე. წყარო: ჰტტპ://წწწ.კუტაის-გაენატი.გე/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 26, 2016 Report Share Posted August 26, 2016 ბერი გაბრიელის უნიკალური ვიდეოკადრები სამთავროდან. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 17, 2016 Report Share Posted October 17, 2016 ესე იგი ბოროტისეული რომ არ ასვენებთ ნეობოლშევიკებს. ადამიანმა შვილები დალოცეთო და ესეც კი აგიჟებთ მისგან. ჯვრის დანახვაზე რომ ეშმაკი დღეში ვარდება, ისე ემართებათ. ილია მეორე: წაიკითხეთ ეს ლოცვა და უფალი სასწაულს მოგივლენთ! http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=27298 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 15, 2017 Report Share Posted January 15, 2017 გელათის და გოთიეთის(ტეხსვანის) მონასტრებში მომიწია ყოფნა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 16, 2017 Report Share Posted January 16, 2017 ............აგვისტოს ომის დროს, როცა ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, რა თქმა უნდა, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლოს, შევთავაზე, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღით სვეტიცხოველში ან შავნაბადას მონასტერში ავსულიყავით. ვარწმუნებდი, რომ ეს ფაქტობრივად თბილისში ყოფნას ნიშნავდა, თუმცა უწმინდესმა ამაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ ჩვენი მწირი რესურსებით საპატრიარქოს დაცვა გავაძლიერეთ. თუმცა მხოლოდ ერთი (ჩემი პირადი!) იარაღის იმედად ვიყავით. 14 აგვისტოს პატრიარქმა გადაწყვიტა, კონფლიქტის ზონაში შესულიყო - იქ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი რჩებოდა, რომელსაც ნუგეში სჭირდებოდა. ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია მიტროპოლიტ ისაიას. სწორედ მასთან მიდიოდა პატრიარქი. რა თქმა უნდა, რისკი ძალიან დიდი იყო და თავიდან უარზე ვიყავით. პატრიარქმა არ დაიშალა. პროცესში ჩაერთო რუსეთის მაშინდელი ელჩი და უსაფრთხოების Advertisement გარანტიები მოგვცა. რა თქმა უნდა, რუსების დაპირების იმედად ვერ ვიქნებოდით. ამ დროს შემეხმიანა ვლადიმერ ჩაჩიბაია (ამჟამად გენშტაბის უფროსი; ჩვენ ამერიკაში სასწავლო კურსები ერთად დავასრულეთ) და სურვილი გამოთქვა, ჩვენთან ერთად წამოსულიყო. სამოქალაქო ტანსაცმელი ჩავაცვით, რომ იქ არავის ეცნო (იმ დღეებში ჩაჩიბაია სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა). გარდა ამისა, თან წავიყვანე სამოქალაქო ტანსაცმელგადაცმული სპეცდანიშნულების რაზმის კიდევ რამდენიმე წევრი. გვახლდნენ სასულიერო პირებიც. 15 აგვისტოს გორში გენერალი ბორისოვი დაგვხვდა, ჩვეულებისამებრ შეზარხოშებული იყო. როცა კონფლიქტის ზონაში გადავედით, თავს ორი შვეულმფრენი დაგვტრიალებდა, ბორისოვს ვკითხე, ვინ არიან-მეთქი. რუსული შვეულმფრენები არიან, პატრიარქის ესკორტს აცილებენ, რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს და მერე ჩვენ არ დაგვბრალდესო (პროვოკაციას მართლაც ვერ გამოვრიცხავდით). ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, - ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ და გავყვიროდი, მოდით, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო. ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა (მთელი დღე სულ თვალცრემლიანი დადიოდა). მერე ბორისოვს გადასცა 10.000 დოლარი - თუ შეიძლება, ეს თანხა დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების დასაკრძალავად, მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო... კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს საოცარი ემოციებით ხვდებოდა. უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდით, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. პატრიარქმა როგორც კი გაიგო - წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი უარზე იყო, საჭირო არ არის, ჩვენ გადმოვასვენებთო. რუსი გენერალი დაჟინებით ითხოვდა, რომ უწმინდესი შინდისში არ წასულიყო, თუმცა პატრიარქი აქ მართლაც შეუვალი აღმოჩნდა და შინდისში წავედით. იქ ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, ცრემლს ვერ ვიკავებდი, პატრიარქს ვთხოვე, მანქანიდან არ გადმოსულიყო. ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ნაწილებად იყო მიმოფანტული, სულ 16-ნი იყვნენ. ბორისოვი ჰყვებოდა, ბიჭებმა მაგრად იბრძოლესო. როგორც ადგილზე გავიგე, ქართულ სამხედრო კოლონას რუსული ავიაცია დაესხა თავს, ნაწილმა გაასწრო, ნაწილი დარჩა. შემდეგ სატანკო დანაყოფი ჩაერთო. ოთხი ჯარისკაცი ერთად მომკვდარიყო - ტანკის ორი ჭურვი ჰქონდათ მოხვედრილი. ერთს ხელში ტელეფონი შერჩენოდა. პატრიარქმა თქვა, - ბიჭები უნდა წავასვენოთო (თან ერთი მანქანა გვახლდა - პატარა ე.წ. ლაფეტი). მერე მითხრა, - ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ბიჭებიო. მართალია, პატრიარქი მანქანიდან არ გადმოსულა, მაგრამ ხედავდა, მანქანაზე როგორ დავაფინეთ სხვა რაღაცები და როგორ ვაწყობდით ქართველი გმირების სხეულის ნაწილებს... მხოლოდ 6 დაეტია. უწმინდესი მანქანაში ტიროდა (სამი დღე მოვუნდით ცხედრების გადმოსვენებას). განადგურებულები დავბრუნდით თბილისში, მესამე დღეს ერთი ჯარისკაცის დედა მოვიდა ჩვენთან, თან შვილის სურათი მოიტანა, - ბოლოს შინდისიდან დამირეკაო. სურათზე ამოვიცანი - ერთ-ერთი გმირი შინდისელი იყო... http://www.kvirispalitra.ge/public/33160-qrusi-generali-dazhinebith-ithkhovda-rom-utsmindesi-shindisshi-ar-tsasuliyoq-ras-hyveba-patriarqis-dacvis-ufrosi-eqskluzivi.html?add=1#comments ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 24, 2017 Report Share Posted February 24, 2017 როცა უნდათ ევროპას იშველიებენ. არადა საჩვენოდ ვის ახსოვს ევროპა. გუშინ ფინელ კოლეგას ვესაუბრებოდი რელიგიაზე. ფინელები ლუთერანები(პროტესტანტები) არიან. სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილი არაა(ეს არ მომწონს, ვთვლი რომ ეკლესია ხელისუფლებისგან შორს უნდა იდგეს), ყოველი მონათლული იხდის შემოსავლის 1%-ს ეკლესიის ფონდში და ამას აკეთებს ყოველგვარი პროტესტის გარეშე, ნებით. ნუ ანგლიკანური ეკლესიის მეტაური ვინაა ვიცით და ბრიტანელებიც რამდენს უხდიან ისიც ვიცით. ფინეთი და ბრიტანეთი არაა ევროპა? ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted February 25, 2017 Report Share Posted February 25, 2017 (edited) იტალიელებიც იხდიან და სხვა ბევრი ევროპის ქვეყნებიც როგორც ვიცი, ჩვენ ისე გვჭირს უნახავმა რა ნახაო, დამწყვდეულს რომ გარეთ გამოუშვებ და რას ეტეკოს რომ არ იცის, ყველაფერში ეგრე ვართ! Edited February 25, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 14, 2017 Report Share Posted March 14, 2017 ნუ, საქართველოს ეკლესიაზე და მღვდლებზე ცუდი უკვე მოდად იქცა, მაგრამ ასეთი ხალხი უმრავლესობაა ჩვენს ეკლესიაში. დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე- საპატრიარქოს ტელევიზია <<ერთსულოვნების<< ახალი ხელმძღვანელი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 15, 2017 Report Share Posted March 15, 2017 ისევ კარგი ადამიანი. მეუფე სვიმეონი - ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპისი წმინდა სინოდში. http://www.ambebi.ge/sazogadoeba/195013-meufe-svimeoni-yvelaze-akhalgazrda-episkopisi-tsminda-sinodshi.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 15, 2017 Report Share Posted March 15, 2017 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 11, 2017 Report Share Posted August 11, 2017 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 11, 2017 Report Share Posted August 11, 2017 მეუფე კალისტრატეს მიწის ნაკვეთებზე თურმე ეკლესიები აუშენებია და მიტინგს უტარებს გვარამია-გაბუნიას წყვილი . მისი სახლი რატომ არ გადაიღეს სადაც ქუთაისში ცხოვრობს? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 12, 2017 Report Share Posted August 12, 2017 (edited) ზრუნავდნენ ეკლესიაზე და ესენი სწუხან სარწმუნოებაზე Edited August 12, 2017 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.