Jump to content
Club-Monadire.Ge

საქართველოს ეკლესია


Recommended Posts

  • Replies 378
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მეუფე ისაია, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი. ღმერტმა გვიმრავლოს ასეთი მღვდელმთავრები.    

Posted Images

მამა გაბრიელის თემა შევაერთე საქართველოს ეკლესიის თემასთან(ყოფილი საპატრიარქოს თემა).

Link to post
Share on other sites

კარგი გიქნია ვახო.

მამა გაბრიელი ერთერთი საკითხია ჩემთვის სადაც არცერთი კითხვა არ მიჩნდება და ბედნიერი ვარ რომ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში

Link to post
Share on other sites

BROWNING

მამა გაბრიელის თემა შევაერთე საქართველოს ეკლესიის თემასთან(ყოფილი საპატრიარქოს თემა).

მართებულია

Link to post
Share on other sites

კითხვები ყველას გვიჩნდება, მაგრამ პასუხებზე მარტო ჩვენი რესურსებით ვერ გავქაჩავთ. ნახე მამა გაბრიელის პასუხები მღვდელთა კრიტიკოსებზე.

 

 

კარგი გიქნია ვახო.

მამა გაბრიელი ერთერთი საკითხია ჩემთვის სადაც არცერთი კითხვა არ მიჩნდება და ბედნიერი ვარ რომ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში

Link to post
Share on other sites

1. მცხეთა–თბილისისა, რომელსაც ხელმძღვანელობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი. თუ 1977 წელს ამ ეპარქიაში მოქმედი იყო 11 ეკლესია–მონასტერი, ამჟამად მოქმედია 130;

 

2. რუსთავისა და მარნეულისა, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). 1977 წელს ამ ტერიტორიაზე არც ეპარქია იყო და არც მოქმედი ეკლესია, 2007 წლისათვის კი 18 მოქმედი ეკლესიაა;

 

3. ქუთაის–გაენათისა, რომელსაც განაგებს მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი). 1977 წელს ეპარქიაში მოქმედი იყო 5, ამჟამად მოქმედია 90–მდე ეკლესია–მონასტერი 130-ზე მეტი სასულიერო პირით;

 

4. მანგლისისა და წალკის ეპარქიაში მოქმედი იყო 2 ეკლესია, 2007 წლისათვის მოქმედია 12 ეკლესია და 3 მონასტერი; ეპარქიას განაგებს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე);

 

5. თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქია ახალია. იგი შეიქმნა 2007 წელს. ეპარქიას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე). ეპარქიის ტერიტორიაზე თავიდან მოქმედი იყო 1 ეკლესია, ამჟამად მოქმედებს 15;

 

6. რუისისა და ურბნისის ეპარქია, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). 1977 წელს ეპარქიაში მოქმედი იყო 2 ეკლესია, 2007 წლისათვის კი 100-მდე ეკლესია–მონასტერია, სადაც 200-მდე სასულიერო პირი მოღვაწეობს;

 

7. ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). 1977 წელს მოქმედი იყო 3 ეკლესია, აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კი ეპარქია დევნილ მდგომარეობაშია;

 

8. ჭყონდიდის ეპარქია მოიცავს მარტვილისა და აბაშის რაიონებს. მას ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა). ეპარქიაში დიდი აღშენებლობითი საქმიანობა მიმდინარეობს: აშენდა საეპისკოპოსო სახლი, გაიხსნა მამათა მონასტერი (მარტვილში). ეპარქიაში მოქმედია 20-მდე ეკლესია, რომლებშიც ღვთისმსახურებას ეწევა 25-მდე სასულიერო პირი;

 

9. ალავერდის ეპარქია, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). თუ 1977 წელს ეპარქიაში 3 მოქმედი ეკლესია იყო, 2007 წლისათვის მათი რაოდენობა გაიზარდა 40–მდე;

 

10. დასავლეთ ევროპის ეპარქია აერთიანებს ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ეპარქია შეიქმნა 2002 წლის 17 ოქტომბერს. მას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). ეპარქიის სამრევლოები არის ავსტრიაში, ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისში - სულ 14 სამრევლოა;

 

11. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედი იყო 1 ეკლესია, ამჟამად მოქმედია 7 ეკლესია–მონასტერი;

 

12. თიანეთისა და ფშავ–ხევსურეთის ეპარქია ისტორიული ჟალეთ-ხარჭაშნის ეპარქიის ადგილზე შეიქმნა წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს განჩინებით. 1977 წელს თიანეთსა და ფშავ–ხევსურეთში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამჟამად კი მოქმედია 5. ეპარქიას ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი);

 

13. არგვეთისა და უბისის ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით. 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედებდა ორი სამლოცველო სახლი, ამჟამად მოქმედია 10 ეკლესია და 2 მონასტერი. ეპარქიას ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი);

 

14. შემოქმედის ეპარქია 1917 წელს აღდგა. ეპარქიას ამჟამად ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე). 1977 წელს ეპარქიაში მოქმედი იყო 2 ეკლესია, 2007 წელს კი 42 ეკლესიაა და 7 მონასტერი;

 

15. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია). 1977 წელს არც ეპარქია არსებობდა და არც მოქმედი ეკლესიები. 2007 წლისათვის მოქმედია 5 ეკლესია და 1 მონასტერი;

 

16. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია, რომელსაც წინამძღოლობს მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა). 1977 წელს აქ არც ეპარქია იყო და არც მოქმედი ეკლესია. 1995 წელს შეიქმნა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია, 2002 წლის 17 ოქტომბერს კი, წმიდა სინოდის განჩინებით, ახალქალაქი და კუმურდო ცალკე ეპარქიად გამოიყო. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში მოქმედია 15–მდე ეკლესია–მონასტერი;

 

17. ნიკორწმიდის ეპარქია აღდგა 1917 წელს, მაგრამ ეპარქიამ რეალური ფუნქციონირება დაიწყო 1979 წლიდან, როდესაც ამოქმედდა ნიკორწმიდის ეკლესია. ეპარქიას 1996 წლიდან განაგებს მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე). 2007 წლისათვის ეპარქიაში მოქმედ ეკლესიათა რიცხვი 6-ს აღწევს;

 

18. ფოთისა და ხობის ეპარქია 1995 წელს გამოეყო ჭყონდიდის ეპარქიას. 1996 წლიდან ეპარქიას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). 1977 წელს ეპარქიაში მოქმედი იყო მხოლოდ 1 ეკლესია და 1 სამლოცველო სახლი, 2007 წლისათვის კი მოქმედია 8 ეკლესია, შენდება 5;

 

19. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შეიქმნა, მას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). აქ 1977 წელს არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია. 2007 წელს მოქმედია 3 ეკლესია და 2 მონასტერი;

 

20. ახალციხის, ტაო–კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას ხელმძღვანელობს მიტროპლიტი თეოდორე (ჭუაძე). თუ აქ 1977 წელს არც ერთი მოქმედი ეკლესია არ იყო, 2007 წლისათვის მოქმედია 19 ეკლესია და 9 მონასტერი. შენდება 4 ახალი ეკლესია;

 

21. ხონისა და სამტრედიის ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით. ეპარქიას ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია). 1977 წელს აქ არც ერთი მოქმედი ეკლესია არ ჰქონდათ, 2007 წელს კი 12 მოქმედი ეკლესიაა;

 

 

22. წილკნის ეპარქია აღდგა 1917 წელს. ეპარქიის წინამძღოლია მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი). 1977 წელს ეპარქიაში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამჟამად მოქმედ ეკლესიათა რაოდენობა ათზე მეტია;

 

23. ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია 1917 წლიდან არსებობდა ბათუმ–შემოქმედის ეპარქიის სახით. 1995 წლიდან შემოქმედის ეპარქიის გამოყოფის გამო მას ეწოდა ბათუმისა და სხალთისა. 2007 წლიდან კი დიდაჭარისა და ხულოს ცალკე ეპარქიად ჩამოყალიბების გამო ეწოდა ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია, რომელსაც განაგებს მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი). თუ 1977 წელს ეპარქიაში 3 მოქმედი ეკლესია იყო, 2007 წლისათვის მათი რაოდენობა 29–მდე გაიზარდა. შენდება 8 ეკლესია;

 

24. ვანისა და ბაღდადის ეპარქია წმიდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით შეიქმნა. ეპარქიას ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, 2007 წლისათვის მათი რაოდენობა 22 გახდა;

 

25. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია შეიქმნა ისტორიული ცაიშის ეპარქიის საფუძველზე წმიდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით. 1998 წლიდან ეპარქიას განაგებს მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე). 1977 წელს ეპარქიაში მოქმედი იყო 2 ეკლესია, 2007 წლისათვის კი აქ 6 ეკლესია–მონასტერია;

 

26. ბოდბის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით აღდგა 1925 წელს. 1999 წლიდან ეპარქიიის წინამძღოლია ეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე). 1977 წელს აქ მოქმედი იყო 2 ეკლესია, ამჟამად მათი რაოდენობა ათზე მეტია;

 

27. სამთავისისა და გორის ეპარქიას განაგებს მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამჟამად მათი რაოდენობა თხუთმეტზე მეტია;

 

28. სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით. ეპარქია მოიცავს ყაზბეგის რაიონს, რომელსაც განაგებს ეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამჟამად მათი რაოდენობა ათს აღემატება;

 

29. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია 1917 წელს იწოდა ცაგერისა და ლეჩხუმ–სვანეთისად, მას 2002 წლის 27 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). თუ 1977 წელს ეპარქიაში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ახლა მათი რაოდენობა 10-ზე მეტია;

 

30. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით. ეპარქიას ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი). 1977 წელს ეპარქიაში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამჟამად მოქმედია 8–ზე მეტი;

 

31. გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 2002 წლის 14 სექტემბრის განჩინებით. ეპარქიას 2003 წლის 18 აგვისტოდან განაგებს ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, 2007 წლისათვის მათი რაოდენობა გაიზარდა 10–მდე;

 

32. საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქია ნინოწმიდის ისტორიული ეპარქიის საფუძველზე აღდგა 1995 წლის 5 აპრილიდან. ეპარქიას ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე). 1977 წელს ეპარქიაში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, 2007 წლისათვის მათი რაოდენობა 11–მდე გაიზარდა;

 

33. დმანისის ეპარქია 2003 წლის 18 აგვისტოს შეიქმნა, ხოლო 2006 წლიდან მას დაემატა აგარაკ–ტაშირის ტერიტორიაც, რომელიც 1921 წლიდან სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული. ეპარქიას განაგებს ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, 2007 წლისათვის კი მოქმედია 8 ეკლესია–მონასტერი;

 

34. ბოლნისის ეპარქია ისტორიული ცურტავის ეპარქიის საფუძველზე შეიქმნა 1995 წელს. 2007 წლიდან ეპარქიას განაგებს ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე). 1977 წელს აქ არც ერთი მოქმედი ეკლესია არ იყო, დღეისათვის მოქმედია 5 ეკლესია და 3 მონასტერი;

 

35. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს განჩინების საფუძველზე. ეპარქიას განაგებს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი). თუ 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედი იყო 21 ეკლესია, ამჟამად მათი რაოდენობა გაიზარდა ათამდე;

 

36. ხულოსა და სხალთის ეპარქია შეიქმნა 2007 წელს. ეპარქიას ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამჟამად მოქმედია 10–ზე მეტი ეკლესია–მონასტერი.

 

37. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია, რომელსაც დროებით ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) შეიქმნა საქართველოს მართლმადდიებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინების საფუძველზე. იგი მოიცავს ისტორიული მარგვეთის ეპარქიის ნაწილს, ჭიათურისა და საჩხერის რაიონებს. ეპარქიას 1995-1998 წლებში განაგებდა მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე), ხოლო 1998 წლის 8 ოქტომბრიდან 2002 წლის 17 ოქტომბრამდე მთავარეპისკოპოსი (ამჟამად მიტროპოლიტი) – აბრაამი (გარმელია). ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედია 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი.

Link to post
Share on other sites

კეთილგონიერი ცოლი

 

კუნძულ სამოსზე რომ ვიყავით, ბატონ პავლე კანდიდატის ღმრთისმოყვარე დედამ მოგვითხრო:

 

„ქალაქ ნიზიბიაში ერთი ქრისტიანი ქალი ცხოვრობდა. ქმარი წარმართი ჰყავდა. ცოლ-ქმარს ჰქონდა ორმოცდაათი მილიარიზი. ერთხელ ქმარმა უთხრა ცოლს:

 

- გავასესხოთ ეს ფული ვახშით, რომ რაღაც სარგებელი მაინც ვნახოთ, თორემ ასე, წვრილმანებში ვხარჯავთ, სულ შემოგველევა.

 

- თუ ვახშით გინდა ფული გაასესხო და სარგებელი მიიღო, მაშინ წადი და ქრისტიანების ღმერთს მიეცი ეს ფული, - უპასუხა ცოლმა.

 

- სად ვიპოვო ქრისტიანების ღმერთი?

 

- მე გაჩვენებ. და იცოდე, რომ ეს ფული არ დაგეკარგება, ის პროცენტებით დაგიბრუნებს ვალს და კაპიტალსაც გაგიორმაგებს.

 

- წავიდეთ... მაჩვენე... მივცეთ ფული! - შესძახა ქმარმა.

 

ცოლმა ის ეკლესიაში წაიყვანა. ნიზიბიის ეკლესიას ხუთი დიდი კარი ჰქონდა. სტოვაში რომ შევიდნენ, ქალმა ქმარს მათხოვრებზე მიუთითა და უთხრა:

 

- აი, ამათ მიეცი და ქრისტიანების ღმერთი მიიღებს შენგან, ესენი ყველანი იმისნი არიან.

 

ქმარმა სიხარულით დაარიგა თავისი ორმოცდაათი მილიარიზი და სახლში დაბრუნდა. გავიდა სამი თვე და ცოლ-ქმარს ძალიან გაუჭირდა.

 

- დაო, - უთხრა ქმარმა ცოლს, - როგორც ვხედავ, ქრისტიანების ღმერთი არაფერს გვიბრუნებს, ჩვენ კი უკიდურესად გვიჭირს...

 

- არა! - უპასუხა ცოლმა, - ეს შეუძლებელია! მიდი იქ, სადაც ფული დაარიგე და აუცილებლად დაგიბრუნებს.

 

ქმარი ეკლესიისკენ გაეშურა. მივიდა იმ ადგილზე, სადაც ფული დაარიგა; შემდეგ მთელ ეკლესიას შემოუარა გარშემო, - იმედი ჰქონდა, რომ ვინმეს შეხვდებოდა, ვინც ვალს დაუბრუნებდა, მაგრამ ასეთს ვერავის მიაგნო, მხოლოდ მათხოვრები ისხდნენ კვლავინდებურად სტოვაში... ცოტა ხანს ერთ ადგილზე შეჩერდა. ფიქრობდა, რა გაეკეთებინა, ვისთვის მიემართა. უცბად მარმარილოს იატაკზე ერთი დიდი მონეტა დაინახა - იმავე ღირებულების, რაც მისი მონეტები იყო. აიღო და სახლში გაბრუნდა.

 

- აი, - უთხრა ცოლს, - ვიყავი თქვენს ეკლესიაში, მაგრამ იქ ვერ ვნახე ქრისტიანების ღმერთი და მას არც არაფერი დაუბრუნებია ჩემთვის, როგორც შენ მარწმუნებდი. მხოლოდ ერთი მილიარიზი ვიპოვე იმ ადგილზე, სადაც ორმოცდაათი დავარიგე...

 

- ეს სწორედ მან მოგცა უხილავად! - შესძახა ამ საკვირველმა ქალმა. - ის თავისი უხილავი ძალითა და მარჯვენით განაგებს მთელს მსოფლიოს. ახლა წადი, ჩემო ბატონო, იყიდე საკვები დღევანდელი დღისათვის და ის კვლავაც აღმოგიჩენს დახმარებას.

 

ქმარი წავიდა. იყიდა პური, ღვინო და ერთი თევზი. შემდეგ შინ დაბრუნდა და ეს ყველაფერი ცოლს გადასცა. ქალმა თევზის გასუფთავება დაიწყო. როდესაც გაჭრა, მის მუცელში ულამაზესი, განსაცვიფრებელი ქვა იპოვა. არ იცოდა, ეს რა ქვა იყო, მაგრამ მაინც შეინახა, სადილის დროს კი ქმარს აჩვენა და უთხრა:

 

- აი ეს ქვა თევზის შიგნებულობაში ვიპოვე...

 

ქმარი განაცვიფრა ქვის სილამაზემ, თუმცა არც მან იცოდა, რა ქვა იყო ეს. სადილის შემდეგ ცოლს უთხრა:

 

- მომეცი ეგ ქვა, იქნებ გავყიდო და ცოტა ფული მაინც ავიღო.

 

ის უბრალო კაცი იყო და, როგორც ვთქვი, არ იცოდა ქვის ღირებულება. აიღო ქვა და მეკერმის დუქნისკენ გაემართა. ეს მეკერმე ამავე დროს ოქრომჭედელიც იყო. საღამოვდებოდა. დუქანი ის-ის იყო, უნდა დაეკეტათ.

 

- ამ ქვას ხომ არ იყიდი? - ჰკითხა კაცმა ოქრომჭედელს.

 

- რამდენად ყიდი?

 

- რამდენიც გინდა, მომეცი.

 

- ხუთ მილიარიზს მოგცემ.

 

კაცმა მისი ნათქვამი ხუმრობად მიიღო და ჰკითხა:

 

- ამდენს მაძლევ ამ ქვაში?

 

ოქრომჭედელმაც, თავის მხრივ, იფიქრა, რომ კაცი დასცინოდა და უპასუხა:

 

- მაშინ ათ მილიარიზს მოგცემ.

 

კაცს ეგონა, რომ ისევ ეხუმრებოდნენ და ხმა აღარ ამოუღია.

 

- კარგი, აიღე ოცი მილიარიზი, - უთხრა ოქრომჭედელმა.

 

კაცი კვლავ დუმდა. ოქრომჭედელი თანდათან უმატებდა ფასს. შესთავაზა ოცდაათი, შემდეგ ორმოცდაათი, თან ფიცით არწმუნებდა, რომ არაფერს ატყუებდა. ამასობაში კაცი თითქოს გონს მოეგო და მიხვდა, რომ ეს რაღაც ძვირფასი ქვა იყო, თორემ მასში ორმოცდაათ მილიარიზს არავინ მისცემდა. ოქრომჭედელი კი ისევ და ისევ უმატებდა ფასს და ბოლოს სამას მილიარიზზე ავიდა. კაცმა ფული აიღო, ქვა ოქრომჭედელს გადასცა და ფრთაშესხმული გაეშურა სახლისკენ. შინ რომ მივიდა, ცოლმა ჰკითხა:

 

- როგორ არის საქმე, რამდენად გაყიდე?

 

თან ფიქრობდა, ალბათ ხუთ ან ექვს ფოლერს თუ მისცემდნენო.

 

ქმარმა მას სამასი მილიარიზი გადასცა და უთხრა:

 

- აი რამდენად!

 

ღმრთის უსაზღვრო კაცთმოყვარებით განცვიფრებულმა ქალმა წარმოთქვა:

 

ახლა ხომ ხედავ, ჩემო კეთილო, რა სახიერი და მოწყალეა, რა მდიდარია ქრისტიანების ღმერთი! შენ ორმოცდაათი მილიარიზი მიეცი, მან კი არა მხოლოდ პროცენტით დაგიბრუნა ვალი, არამედ სულ რამდენიმე თვეში ექვსჯერ გაზარდა შენი კაპიტალი. ასე რომ, იცოდე: არც ცაზე, არც ქვეყანაზე არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ქრისტიანების ღმერთისა...

 

ქმარიც, თავის მხრივ, განაცვიფრა ამ სასწაულმა და მან საკუთარი გამოცდილებით შეიცნო ჭეშმარიტება, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ეზიარა ქრისტიანობის ნათელს და განადიდა მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე თანა მამით და სულით წმიდითურთ. იგი მხურვალედ ჰმადლობდა თავის კეთილგონიერ ცოლს, რომლის მეშვეობითაც შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი“.

 

იოანე მოსხი „ლიმონარი“

http://www.orthodoxy.ge/pateriki/ketilgonieri_tsoli.htm

Link to post
Share on other sites

დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას.

 

ბერი გაბრიელი

Link to post
Share on other sites

თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ბევრი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ.

 

ბერი გაბრიელი

Link to post
Share on other sites

“- მამა გაბრიელ, როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც მინდა წმიდანს რაიმე ვთხოვო?

– როდესაც წმიდანის მოხმობა გინდა, ჯერ წმიდა სამების სახელზე ჯვარი უნდა გამოისახო. შემდეგ ღვთისმშობლის ლოცვა თქვა: “ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..” შემდეგ სამჯერ მოუხმო იმ წმიდანს, რომელსაც გინდა რაიმე სთხოვო”.

Link to post
Share on other sites

ძველია ეხლა აღმოვაჩIნე ჩემ წუტუბზე :D ასეთი ბოვშიც ვიყავი მე მერე ამირიეს ტვინი ურჯულოებმა კარგ ისტორიას ყვება

Link to post
Share on other sites

1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში დაიბადა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი, მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ (ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე).

 

მამა მღვდელი იყო და ერთხანს გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვარი გახლდათ.

 

სწავლა დაიწყო ტფილისის სასულიერო სამაზრო სასწავლებელში, რომელიც ორი წლის მერე ბრწყინვალედ დაამთავრა და სწავლა განეგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში. 1841 წელს მისი ერთ-ერთი პროფესორი ფსკოვის სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს და მან გერასიმეც თან წაიყვანა. 1844 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემი და მიიღო მაგისტრის ხარისხი. იმავე წელს დაქორწინდა. პეტერბურგში სწავლის პერიოდში მომავალი ეპისკოპოსი დაუახლოვდა გიორგი XII-ის ვაჟს, მიხეილ ბატონიშვილს, რომელიც კარგად ერკვეოდა ფილოსოფიაში.

 

1850-1858 წლებში მსახურობდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ საღვთისმეტყველო საგნებში. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად, 1854 წლიდან მუშაობდა ტფილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში სჯულის მასწავლებლად. 1854 წელს აკურთხეს მღვდლად.

 

1856 წელს თავს დაატყდა დიდი უბედურება, მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. აღიკვეცა ბერად.

 

1858 წელს არქიმანდრიტი გაბრიელი დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წელს აკურთხეს ეპისკოპოსად და ჩააბარეს გორის ეპარქია. 1860 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსი იყო გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა აფხაზეთისა (1869-1886) და სამეგრელო-სვანეთის (1873-1886) ეპარქიებს.

 

გაბრიელ ეპისკოპოსი გარდაიცვალა 1896 წლის 26 დეკემბერს, დაკრძალულია გელათში. 1995 წელს ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

 

ეპისკოპოსი გაბრიელი გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. მეუფემ საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია დაარსდა.

 

გაბრიელ ეპისკოპოსი იყო შესანიშნავი სიტყვის ოსტატი-მქადაგებელი. მისი სიტყვები და ქადაგებების ორტომეული მის სიცოცხლეშივე გამოიცა ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ის გახლდათ ცნობილი მეცნიერი. 1858 წელს პეტერბურგში გამოვიდა მისი ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“. ცნობილია მისი პასუხი გიორგი მუხრანბატონის წინააღმდეგ, რომელიც მიიჩნევდა, რომ მცირე ერებს მომავალი არ აქვთ, ამიტომ უკეთესი იქნება მალე გავრუსდეთო. გაბრიელ ეპისკოპოსს ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და სხვა საკითხებზე. იღვწოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. გააქრისტიანა 18 000 მეტი აფხაზი...

 

ნაწყვეტი გაბრიელ ეპისკოპოსის ერთ-ერთი ქადაგებიდან

 

ქართველმა ერმა იესო ქრისტეს მართლმადიდებელი სჯული მეოთხე საუკუნეში მიიღო. მას უკან მას ყველა გარშემო მყოფნი ერნი და მეფენი გადაემტერნენ და დევნა დაუწყეს, ჯერ კერპთმსახურებმა და მერე მაჰმადიანებმა.

 

ვინ შეძლებს, რომ მოკლე სიტყვით გამოხატოს, თუ რამდენი ჭირი, მუსრვა, ბრძოლა და აოხრება გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ ამ ხნის განმავლობაში.

 

საკვირველია, რამ დაიფარა, როგორ გადაურჩა ეს ერთი მუჭა ერი ამდენ ჭირს, მაშინ, როცა მის ირვლივ უმძლავრესი მეფობანი და ერნი დაეცნენ და გადაშენდნენ. მაგალითად, ძველი დიდი მაკედონიის სამეფო, ძველი დიდი და უმძლავრესი სპარსეთის სამეფო, არაბეთი და სხვანი, რომელნიც უწინ აოხრებდნენ და თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს საქართველოს იმიერ და ამიერ ქვეყანა, შემდეგ კი თვითონ განქარდნენ.

 

რამ დაიცვა ქართველები, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო? – მიზეზი ამისა ის არის, რომ ჩვენი ერი ყოველთვის საღმრთო სჯულის ერთგული იყო და ღმერთიც იფარავდა მას მეოხებითა და ვედრებითა დედისა მისისათა, რომელსაც წილად ერგო ივერია და ერი ივერიისა.

 

ყველას გვახსოვდეს, ძმანო, ეს ჭეშმარიტებაა და ამით ჩვენ თავს ნუგეშინისვცეთ. გვახსოვდეს, რომ ჩვენი მშვიდობა და წარმატება ჩვენი სჯულის აღსარებასა და კეთილმსახურებაზეა დამოკიდებული.

 

ყურადღებით დაუკვირდი და ბევრ მაგალითს დაინახავ, რომ შენი ნაცნობი კაცი, რომელიც უწინ მდიდარი იყო და შემდეგ გაღარიბდა, დაეცა და დაგლახავდა, ამის მიზეზი ღმრთის წინააღმდეგი ცხოვრება ყოფილა. ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში, მეტადრე ახალგაზრდობამ ჩვენი ქვეყნისა და ერის წარსულ ცხოვრებასა და მამა-პაპის ისტორიას ყურადღება მიაქცია. ისინი ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლასა და ჩვენი ენის არდავიწყებას ჩვენც მოგვიწოდებენ.

 

დიახ. პატიოსანი და მოსაწონია ეს მიმართულება!

 

მაგრამ მე ის მაკვირვებს და მაწუხებს, რომ ახლანდელ მწერლებს საკმაო ყურადღება სწორედ იმაზე არა აქვთ მიქცეული, რაც ჩვენს წინაპრებს უმეტესად შესანიშნავი და უმთავრესი თვისება ჰქონდათ, რითაც ისინი გამხნევებულნი და აღტაცებულნი იყვნენ, რაც მათ მართავდა და ძალ-ღონეს აძლევდა. ეს იყო სიყვარული საღმრთო სჯულისა და მართლმადიდებელი ეკლესიისა. სარწმუნოებამ დაიცვა ისინი, სარწმუნოებამ გააძლებინა და მოიყვანა ვიდრე აქამომდე ჩვენი ერი.

Link to post
Share on other sites

ჭეშმარიტი მოძღვარი - წმ. მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე

 

შემოდგომის ცივი დღე იყო. ცა სქელი ღრუბლით იმოსებოდა, გზის პირად ატეხილი ჩამობურული ტყე ბურუსით იყო მოცული. დრო-გამოშვებით თვალ-უწვდენელ ხეების ტოტებსა და წვეროებს ძლიერი ქარი დაეტაკებოდა და მაშინ მდინარის მთელ ხეობას გრიგალის ზუზუნი მოედებოდა; როცა ქარი ჩავარდებოდა, არემარე ისე დაწყნარდებოდა, რომ მცირედი ხმაურობაც კი ყურს არ გამოეპარებოდა.

 

ამ დროს ლეჩხუმის შარაზე იმერეთის ეპისკოპოსი სვანეთიდგან მობრძანდებოდა. მთელი ზაფხული ამ მიყრუებულს კუთხეში გაეტარებია, ხალხი დაერიგებია, ქრისტეს მოძღვრება ექადაგა, და გულდამშვიდებული ქუთაისისკენ მოეშურებოდა. კრებული მთის წყაროზე შეჩერებულიყო, და მთვდელმთავარს კი ცხენისათვის სადავე მიეშვა და, ღრმა ფიქრებით გატაცებული, მხოლოდ შარას დასჩერებოდა და წინ მიდიოდა. არქიელი წყაროს კარგა მანძილზე მოშორებოდა, როცა მას უეცრად ტყიდან რაღაც ხმაურობა მოესმა; რამდენისამე კაცის ყვირილს დამბაჩის სროლაც მოჰყვა. მღვდელმთავარმა პირჯვარი გადაიწერა და სადავე ხელში მოიმარჯვა. "შეჩერდი, ვინცა ხარ, შეჩერდი, თორემ ახლავე გაგათავებო!" მოესმა მას, და მშვიდს მგზავრს ახალგაზრდა ავაზაკი წინ გადაეღობა და გასაცარცვათ მივარდა.

 

ეპისკოპოსი არ აღელდა და ავის მომქმედს ლმობიერად მიმართა: "შვილო, მე სიკვდილისა არ მეშინია, მოცემითაც ვერას მოგცემ, თან ახლა არაფერი მაქვს; მხოლოდ გლოცავ შენ მღვდელმთავარი გაბრიელ" - ჯვარი გადასახა და დასძინა: "ვინ დაიდვა შენი ცოდვა, ვინ გაგხადა ავაზაკად ასეთი ახალგაზრდა ადამიანი?"

 

მგზავრის სახელმა, მისმა გულის სიწრფოებამ და ლმობიერებით აღსავსე სიტყვებმა ავაზაკს თავზარი დასცა; იგი გაშეშდა, სახე შეეცვალა, თითქო ნატრობდა - გასკდი, დედამიწავ, და ეხლავე ქვესკნელში ჩამიტანეო. მღვდელმთავარი ჩამოხტა, ახალგაზრდა ავაზაკს მხარზე ხელი მოხვია და ასე ანუგეშებდა: "მითხარ, შვილო ვინა ხარ და საიდან? ეგებ ღმერთმა შემაძლებინოს და გიშველო, შეგეწიო რითიმე, რომ კარგი ადამიანი შეიქმნე".

 

ავაზაკი მღვდელმთავარს ხელზე სამთხვევად მივარდა და თან აკანკალებულის ხმით წარმოთქვა: "მე რაღა მიშველის, მღვდელმთავარო?!... ვიცი, რომ სულითაც და ხორცითაც დაღუპული ვარ, მაგრამ მაინც მოგახსენებ ჩემს უბედურებას: სკოლაში მიმაბარეს, ცუდმა ამხანაგებმა ამიყოლიეს, ქეიფსა და უხეიროდ დროს გატარებას შემაჩვიეს, ვერაფერი შევიგნე, ვერაფერი შევითვისე, და დამითხოვეს. მშობლებმა სკოლიდან დათხოვნილი აღარ მიმიღეს, სახლიდან გამომაგდეს და, აბა, ავაზაკობის მეტი რაღა დამრჩებოდა!"

 

არქიელი დაღონდა, რამდენსამე წამს გაჩუმებული იდგა, შემდეგ ავაზაკს თვალებში ჩააცქერდა და ლმობიერად უთხრა:

 

- მოდი, შვილო, ქუთაისს, პირდაპირ ჩემთან მოდი, დაგეხმარები ყოველნაირად, კარგს მასწავლებელს გიშოვნი: ყველაფერს გაგაგებინებს. თანახმა ხარ, თუ არა?

- განა შეიძლება, ბატონო, რომ მე კარგ ადამიანებში გავერიო?

- ღმერთი მოწყალეა, შვილო, რატომ არა? აბა, ჩემი რჩევა აასრულე და მაშინ მაგ კითხვის პასუხს შეიტყობ.

 

გავიდა რამდენიმე ხანი. 1896 წელს გაბრიელ ეპისკოპოსი გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ამბავი მთელს საქართველოს გლოვის ზარივით მოეფინა. იშვიათია იმერეთში ისეთი სოფელი, სადაც გაბრიელ ეპისკოპოსი არ ყოფილიყოს, არ ექადაგნოს, მცხოვრებთათვის კურთხევა და დარიგება არ მიეცეს. დაუღალავს ქრისტეს მოციქულს ყველგან აღმერთებდნენ და ასეთის ადამიანის სიკვდილმა ყველა ღრმად დააღონა, ყველას წელი მოსწყვიტა.

 

ერთს მიუვალ ხეობაში არის მიყრუებული სოფელი. აქ ახლად აშენებული სკოლაა, სადაც ორმოციოდე ყმაწვილი სწავლობს. ამ სკოლაში ერთი ახალგაზრდა მასწავლებელი მოღვაწეობს. იგი ბეჯითად და გულმოდგინედ ასწავლის პატარებს და თან ცდილობს, დიდებსაც მიაწოდოს გონებითი საზრდო, ცდილობს ამ ბნელითმოცულს სოფელს განათლების სხივი მოჰფინოს.

 

სწავლის დღე იყო; შესევენების დროს მასწავლებელს ბავშვები ეზოში გამოეყვანა და ათამაშებდა. აი, სწორედ ამ სასიამოვნო წამს მოსწავლეებთან თამაშში გართულს მასწავლებელს გაბრიელის გარდაცვალების ამბავი უეცრად მოუვიდა. მასწავლებელი საშინლად შეწუხდა, გაშეშდა; თამაშობა მაშინვე მიატოვა. პატარები გაკვირდნენ, მასწავლებელი რომ ასე უცებ ცუდ გუნებაზე შეიქნა; გარს შემოეხვიენ და მიზეზის კითხვას ვერ ახერხებდნენ. მასწავლებელი ცოტა ხანს შემდეგ თითქო გონზე მოვიდა, ყმაწვილებს თვალი გადაავლო და წარმოსთქვა: "დღეს ვეღარ გასწავლით, - მწუხარებამ ისე შემიპყრო, რომ ახლა აღარაფრის გაკეთება არ შემიძლია. საქართველოს დაკარგვია მისი ოქროპირი, მისი სასიქადულო მოძღვარი და მასწავლებელი, - იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ გარდაიცვალა. იგი ყველასი ღვთისნიერი მამა იყო, მაგრამ ჩემი კი" ... აქ რაღაც უნდოდა ეთქვა კიდევ, მაგრამ ცრემლები მოერია და ხმის ამოღება ვერ შეიძლო. ბავშვები დაღონებულნი და დაფიქრებულნი თავ-თავის სახლისაკენ წავიდენ. თვალცრემლიანი მასწავლებელი სვეტივით იდგა სკოლის ეზოში, ვიდრე უკანასკნელი მოწაფე იქაურობას არ განშორდა. ეზოდან ოთახში დაბრუნდა. აქ კედელზე გაბრიელის სურათი ეკიდა, მიაჩერდა მას, დიდხანს უყურა და ცრემლმორეულმა ამოიკვნესა: "ჩემო მხსნელო, ჩემო მკვდრეთით აღმდგენელო, აღარა მყავხარ!"... და ქვითინი მორთო. შემდეგ სურათს ემთხვია და შეჰფიცა: "სანამ სული მიდგია, გეფიცები, ჩემო მხსნელო, საწყალ ხალხს თავდადებით ვემსახურო და გზა-დაბნეული სწორ გზაზე დავაყენო".

 

ეს იყო ის ახალგაზრდა, ეპისკოპოსს რომ ლეჩხუმის შარაზე გაცარცვას უპირებდა.

 

იაკობ გოგებაშვილი - "ბუნების კარი". თბ. 1912, გვ. 415-418

 

წმიდა მღვდელმთავარი - გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა (სერიიდან "ქართველი წმიდანები"). საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა. ილია თავბერიძე 2006. გვ. 121-123.

 

http://tserilebi.blogspot.com/2014/07/blog-post_7.html

Link to post
Share on other sites

- რატომ არის ცოდვა ასე მიმზიდველი? - ჰკითხვს ერთხელ ბასილი დიდს.

- ცდებით, მეგობარნო, - უპასუხა წმიდა მამამ, - მომხიბლავი მისი სამოსელია, თვით იგი კი არასოდეს ყოფილა მიმზიდველი.

ილია II

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...