paraskeva 30 Posted September 19, 2013 Report Share Posted September 19, 2013 მთავარანგელოზებსაც აქვთ განსაკუთრებული დავალება უფლისაგან: 1. მთავარანგელოზი მიქაელი არის მძლეველი ყველა მტრული ძალისა, მფარველი ყოველგვარი განსაცდელისა და ბოროტი ცოდვებისაგან. 2. მთავარანგელოზი გაბრიელი კი არის სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი. 3. მთავარანგელოზი რაფაელი სნეულებათა მკურნალი და გზაზე დამაყენებელია. 4. მთავარანგელოზი ურიელი უცოდინართა განმანათლებელი და ლოცვის სურვილის აღმძვრელია. 5. მთავარანგელოზი იეგუდიელი მგზავრობის მფარველი და გაჭირვებულთა შემწეა. 6. მთავარანგელოზი ვარაქიელი კაცთა შუამავალია უფლის წინაშე, მათთვის უფლისგან მადლის გამომთხოვნელი; მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა. 7. მთავარანგელოზი სელაფიელი სნეულებათაგან მკურნალი და კაცთათვის მლოცველია ღვთის წინაშე. 8. მთავარანგელოზი იერომიელი ადამიანთა გულებში ღვთისადმი სიყვარულის აღმძვრელია. 9. მთავარანგელოზი ტახნილი შემწე და მფარველია უბედურებათა და თავდასხმათაგან. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 19, 2013 Report Share Posted September 19, 2013 მიქაელ მთავარანგელოზი ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) – ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე. მიქაელ მთავარანგელოზი ანგელოზთა დასის წინამძღოლი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“). სწორედ მან დაამხო ანგელოზი ლუციფერი(მოელვარე). ღმერთის მიერ მინიჭებული მადლით ეშმაკზე ძლევის გამო, მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. ხატებსა და ფრესკებზე მთავარანგელოზ მიქაელს, როგორც მძლეველს ყველა მტრული ძალისა – ხატებზე ჯავშნით – ღვთიური მადლით შემოსილს გამოხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ – ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს. ცხადია რომ მთავარანგელოზი მიქაელი უცილობლად მოხსენიებული იქნება ბიბლიაში. ქვემოთ მოყვანილია როგორც ძველი ისე ახალი აღთქმის ფურცლებზე დატანილი სასწაულები და ასევე ის სასწაულები, რომლებსაც მართლმადიდებლობა აღიარებს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 19, 2013 Report Share Posted September 19, 2013 მიქაელ მთავარანგელოზი ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) – ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე. მიქაელ მთავარანგელოზი ანგელოზთა დასის წინამძღოლი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“). სწორედ მან დაამხო ანგელოზი ლუციფერი(მოელვარე). ღმერთის მიერ მინიჭებული მადლით ეშმაკზე ძლევის გამო, მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. ხატებსა და ფრესკებზე მთავარანგელოზ მიქაელს, როგორც მძლეველს ყველა მტრული ძალისა – ხატებზე ჯავშნით – ღვთიური მადლით შემოსილს გამოხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ – ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს. ცხადია რომ მთავარანგელოზი მიქაელი უცილობლად მოხსენიებული იქნება ბიბლიაში. ქვემოთ მოყვანილია როგორც ძველი ისე ახალი აღთქმის ფურცლებზე დატანილი სასწაულები და ასევე ის სასწაულები, რომლებსაც მართლმადიდებლობა აღიარებს. ძველ აღთქმაში როგორც წესი პირდაპირ არაა ნახსენები ანგელოზთა სახელები რიგი გამონაკლისების გარდა. ესენია: (დან.10:13).([[|დან..]]10:13)“ და მთავარი მეფობისა სპარსთაჲსაჲ დგა წინააღმდგომად ჩემდა ოცდაერთსა დღესა. და, აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა. და იგი დაუტევე მუნ მთავარსა თანა მეფობისა სპარსთაჲსასა. ” (დან.10:21).“არამედ ანუ მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა. და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს, გარნა ხოლო მიქაილ, მთავარი თქუენი. ” (დან.10:1).“და მას ჟამსა შინა აღდგეს მიქაილ, მთავარი დიდი, რომელი დგას ზედა ძეთა ერისა შენისათა, და იყოს ჟამი ჭირისა, ჭირი, რომელი არა იყო, ვინათგან იქმნა ნათესავი ქუეყანასა ზედა და ვიდრე ჟამამდე, და მას ჟამსა განერეს ერი შენი, ყოველი პოვნილი დაწერილ წიგნსა შინა. ” თუმცაღა ზეპირი გადმოცემით ცნობილია ბევრი ფაქტი. ესენია: ლუციფერის დამარცხება. ადამის და ევას სამოთხიდან განდევნის შემდეგ მის მცველად დადგომა. გაბრიელ მთავარანგელოზი გაბრიელი (ებრ. גַּבְרִיאֵל, გავრიელ; ლათ. Gabrielus, არაბ. جبريل ღაბრილ, ჯიბრილ) სხვადასხვა რელიგიაში მაღალი რანგის ანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნედ ევლინება ადამიანებს. ის პირველად დანიელის წიგნში ფიგურირებს ებრაულ ბიბლიაში. სახელი გაბრიელი შესაძლებელია ნიშნავდეს ”ღვთის კაცს” ან ”ღვთის გმირს”. მას ასევე ზოგან მოიხსენიებენ როგორც ”ღვთის მარცხენა ხელს”. სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) – ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში. აბრაამული რელიგიების მიხედვით გაბრიელი მთავარანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნედ მსახურობს. ზოგან მას სიკვდილის ანგელოზადაც მიიჩნევენ, ცეცხლისა და მეხის უფლად, მაგრამ უფრო ხშირად ის ღმერთის მთავარი მაცნეა, და ტრადიციულად ერთადერთი ანგელოზია, რომელსაც სირიულად და ქალდეურად შეუძლია ლაპარაკი. გაბრიელს ხშირად მიქაელთან აიგივებენ შეცდომით. ეს უკანასკნელი ხმალს ფლობს და ედემის ბაღს (მოგვიანებით კი სამოთხეს) დარაჯობს ადამის, ევასა და მისი შთამომავლებისგან. ისლამში გაბრიელს ოთხ მთავარ ანგელოზთა შორის უფროსად მიიჩნევენ და მას სიმართლის გამცხადებელს უწოდებენ. გაბრიელი ასევე ნახსენებია ბაჰაიზმში, განსაკუთრებით ბაჰაულას მეტაფიზიკურ ნაშრომებში ”შვიდი ხეობა” და ”ოთხი ხეობა”. რაფაელ მთავარანგელოზი რაფაელ მთავარანგელოზი (ებრ. רפאל, — «ღვთიური მკურნალი»; «რაფა» — განკურნება, «ელი» — ღმერთი), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.“ შეწყნარებულ იქნა ორივეს ლოცვა ღვთის დიდების წინაშე და გაიგზავნა რაფაელი ორივეს განსაკურნავად, რათა აეხადა ლიბრი ტობითისათვის და მიეცა სარა, რაღუელის ასული, ტობიასათვის, ტობითის ძისთვის, და შეეკრა ასმოდავსი, ბოროტი სული, რადგან ტობიას უნდა ხვდომოდა წილად სარას დამკვიდრება. ერთსა და იმავე დროს იყო, რომ შემოვიდა თავის სახლში უკან მობრუნებული ტობითი და ჩამოვიდა თავისი ზემოთვალიდან რაღუელის ასული სარა.” —(ტობ.3:16) “მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე. შეძრწუნდნენ ორივენი და ქვედაემხნენ, რადგან შეიპყრო ისინი შიშმა. უთხრა მათ რაფაელმა: ნუ გეშინიათ, მშვიდობა იყოს თქვენდა. აკურთხევდეთ ღმერთს უკუნისამდე.” —(ტობ.12:15-17) ურიელ მთავარანგელოზი ურიელ მთავარანგელოზი (ებრ. אוּרִיאֵל — «ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი»,) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით. “მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო გამოგზავნილი, რომლის სახელია ურიელი.” —(3 ეზდრ.4:1) “შვიდ დღეს ვმარხულობდი, მგლოვარე და მოტირალი, როგორც მიბრძანა ურიელ ანგელოზმა.” —(3 ეზდრ.5:20) “სად არის ურიელ ანგელოზი, პირველად რომ გამომეცხადა? რადგან მან თავად გადამაცდინა გონების ზღვარს; და ჩაიშალა ჩემი მიზანი და ჩემი ლოცვა-ვედრება საყვედურად მექცა.” —(3 ეზდრ.10:28) სელაფიელ მთავარანგელოზი სელაფიელ მთავარანგელოზი (ებრ. שאלתיאל, სალაფიილ)- მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს. “მეორე ღამეს იყო, რომ მომევლინა სალაფიელი, ხალხის წინამძღოლი და მითხრა: სად იყავი და რად გაქვსო მწუხარე სახე” —(3 ეზდრ.5:16) იეგუდიელ მთავარანგელოზი იეგუდიელ მთავარანგელოზი (ებრ. יהודיאל — იეჰუდიელ «ღვთის დიდება») ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი – შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი. ვარახიელ მთავარანგელოზი მთავარანგელოზი ვარახიელი – (ებრ. ברכיאל – «ღვთის კურთხევა»). ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა. იერომიელ მთავარანგელოზი მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში. წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: “ღვთისკენ ამაღლებას.“ განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი? ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: “განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი? ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: როცა აღივსება თქვენში თესლთა რიცხვი, რადგან მან სასწორზე დადო წუთისოფელი; საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული.” —(3 ეზრ.4:35-37) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 6, 2013 Report Share Posted October 6, 2013 არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმოდგენები „არცონდა - არცოდვაა“ უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები ცოდვებად ითვლება, რადგან ადამიანი ვალდებულია იცოდეს. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ ცდილობს დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. მავანთ ყოველივე იციან და ყოველივეთი ინტერესდებიან, რაც მათ არ ეხებათ, ხოლო იმის შესახებ, თუ რა არის მათი სიცოცხლის არსი და მიზანი, მარადიულობის, ღმერთის, რწმენის შესახებ ცნობები მათ არ აღელვებთ. ამადაც ვკითხულობთ სახარებაში, რომ დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცაღა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. და, რაღა თქმა უნდა, ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობის გამო, უნდა მოვინანიოთ. „ურწმუნო თომა“ ამ გამოთქმის საფუძვლად თითქოსდა ის იქცა, რომ თომამ მანამ არ ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, სანამ თვით არ იხილა და ხელი არ ჩაჰყო მის ჭრილობებში, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის საფუძლვეს, რომ თომას ურწმუნო ვუწოდოთ. უფლის აღდგომა ერთბაშად სხვებმაც ვერ დაიჯერეს, სანამ თავად უფალი არ გამოეცხადა მათ. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო იმდენად დიდია, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“ საღმრთო გაგნებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ზეცად ამაღლება. თომა იყო უაღრესად მორწმუნე და დაუღალავი მქადაგებელი ქრისტესი, ამიტომ მკრეხელობაა, როცა ურწმუნო, ათეისტ ადამიანს წმიდა თომა მოციქულს ადარებენ. მარიამ მაგდალინელის შესახებ ხშირად გაიგონებთ გამოთქმას, რომ მარიამ მაგდალინელი მეძავი იყო და შეინანა. წმიდა წერილში ასეთი რამ არსად არ გვხვდება. როგორც სახარება გადმოგვცემს, მარიამ მაგდალინელი იყო მძიმე სნეული და უფალმა მისგან შვიდი ეშმაკი განდევნა, რის შემდეგაც წმიდა მარიამ მაგდალინელი მადლიერების ნიშნად თან დაჰყვებოდა უფალს. მარიამი იყო პირველი ღვთისმშობლის შემდეგ, რომელსაც ეჩვენა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი. მის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე სააღდგომოდ კვერცხების წითლად შეღებვის ტრადიცია. „რაც გიწერია - არ აგცდება“ სწავლებას ბედისწერის შესახებ არ იწყნარებს ეკლესია. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „არ არსებობს სხვა იმდენად ზადიანი და უკურნებელი სწავლება, როგორც სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ. თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, - მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველად აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში... რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა?.. როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი... [ბედი რომ არსებობდეს] არავინ იქნება კარგი და ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს სიკარგისათვის? რისთვის ვაამებთ?ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისაგან, რომელმაც უბიძა მას. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედიგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ - გარყვნილი, არავინ - ანგარებისმოყვარე, არავინ - სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ“. „როცა დედა წყევლის, მისი ძუძუები ლოცავენ“ მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით, რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს. მშობლების სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის დაწყევლა. არცერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ, რომ, როგორც დედის ლოცვა აღწევს ღმერთამდე, ისევე - წყევლაც. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამი, როდესმე მაინც ახდება. ამიტომ დედებს ვურჩევთ ყოველი სიტყვა მოზომონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შვილს ეხება. ზოგჯერ მეტისმეტი გულისტკივლის გამოსახატავად დედებმა იციან თქმა: „მოგიკვდეს დედა, შვილო!“ აბა დავუფიქრდეთ, როგორ უნდა დაწყევლო შვილი უარესად - ბავშვისთვის დედის სიკვდილზე უარესი რა შეიძლება იყოს?! თვითონვე ვუსურვებთ ჩვენს შვილს ყველაზე უარესს?! აღარაფერს ვამბობთ „საფუძვლიან“ წყევლა-კრულვაზე, რომელიც ასაფეთქებელად გამზადებული დენთივით არის. „არ შეიძლება ქორწინება მაისის თვეში“ მაისის თვეში ქორწინება დასაშვებია. არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს საეკლესიო კანონმდებლობით. შესაძლოა ეს ცრურწმენა მოდიოდეს რუსული ხალხური ჩვულებიდან, რისი ანარეკლიცაა გამოთქმა «В мае венчаться - всю жизнь маяться» („მაისის ჯვრისწერას მთელი ცხოვრება ჯახირი მოჰყვებაო“), რასაც არანაირი ქრისტიანული საფუძველი არ გააჩნია. უსაფუძვლოა აგრეთვე იმის რწმენაც, რომ სახლში შესვლისას პატარძალმა თეფში თუ არ დაამტვრია, ოჯახი არ აეწყობა. „თარსი“ რიცხვი 13 რიცხვი „13“ აბსოლუტურად ჩვულებრივი რიცხვია. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა და მოვლენისათვის მისტიური მნიშვნელობის მინიჭება და შიშის გამომწვევ ობიექტად ქცევა მათ კერპად გადაქცევას იწვევს. ასეთი საგნებისა და მოვლენების უკან ბოროტი სული დგება (არა თავისთავად, არამედ იმათთვის, რომელთაც მათ მიმართ ამგვარი განცდა აქვთ). ამიტომ მათი და მათ შორის რიცხვი „13“-ის მოშიში, ნებით თუ უნებლიეთ „13“-ის გამკერპებელი, ანუ ეშმაკის მოშიში და თაყვანისმცემელი ხდება. ქრისტიანი, რომელიც ღვთის მონა და მეგობარია, არავის ემონება და ყოველგვარი ცრურწმენებისა და პირობითობებისაგან თავისუფალია. „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“ ჩვენს სინამდვილეში არსებობს თითქოსდა ყველასთვის უწყინარი, სახუმარო და ლამის აუცილებელი ტყუილი, რომელიც ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს. ეს არის საპირველაპრილო ტყუილი: დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია! ამ დღეს ზოგჯერ სერიოზული გაზეთები და სხვა საინფორმაციო საშუალებებიც კი მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში აქვეყნებენ „უწყინარ“ ტყუილებს როგორც სრულ სიმართლეს. ისე რომ, ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის და ოფიციალური ორგანოებიც კი ეგებიან საპირველაპრილო ტყუილის ანკესზე და ბრიყვდებიან! ამ უცნაურ ტყუილებს ჩვენშიც ბევრი ამბობს და, ამასთან, წარმოდგენაც არა აქვს, თუ საიდან იღებს დასაბამს იგი და რა მკრეხელობის თანამონაწილე ხდება ყველა, ვინც ასე იქცევა! ეს „უწყინარი“ ჩვეულება - საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს! როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხული და, განსაკუთრებით აპრილის თვე, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დროა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანთა ეს უნათლესი დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც გარდამავალია, ანუ მოძრავია, უმეტესწილად სწორედ აპრილის თვეზე მოდიოდა. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. ისიც ყველამ კარგად ვიცით, თუ რა საზიზღარი ტყუილი მოიგონეს მაშინ უფლის ჯვარმცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა - იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო! - აი, სწორედ ამ ყოვლადმკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს ჩვეულება მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ქრისტეს აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საზოგადო მსახურებაც! ამიტომ ქრისტეს მოწინააღმდეგენი აღდგომის წმიდა თვესაც - აპრილსაც, მისი პირველივე დღის საგანგებო გამასხარავებითა და აბუჩად აგდებით შეურაცხყოფენ და დააკნინებენ ტყუილის - ღმერთისთვის ამ უსაძაგლესი მოვლენის გავრცელებით! 1 წლის ბავშვის დაბადების დღის გადახდა არ შეიძლება. ეს ცრურწმენაა. საეკლესიო კანონმდებლობის მიხედვით 1 წლის ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნას არანაირი წინააღდეგობა არ ეღობება. სხვადასხვა „ნიშნების“ რწმენა (დაცემინება - „დასტურის ნიშანი“, ყვავის ჩხავილი, დილით მახინჯი ადამიანის შეხვედრა, თვალის ციმციმი - „უბედურების ნიშანი“) წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს: „ბევრ ქრისტიანს „ნიშნების“ განმარტება ზიანის მომტან საქმედ არ მიაჩნია. თუკი ვინმე საუბრისას დააცემინებს, იტყვიან: ამასაც მნიშვნელობა აქვსო. თუკი ვიღაც ზურგიდან სახელით მოგიხმობს, გადასასვლელში თუ ფეხი დაგისრიალდა, ანდა ტანსაცმელით რაიმეს წამოედები - ეს ყოველივე თითქოს იმის „ნიშანია“, რომ საქმე, რომლის გაკეთებსაც აპირებდი, არ უნდა გააკეთო. ზოგჯერ მორწმუნე ადამიანებიც კი ასეთ ცრურწმენებს მისდევენ და ამ დამღუპველ ვნებაში იძირებიან. მაგრამ იცოდე: უარყოფილია ღვთისაგან ამ უსჯულოების მიმდევარი ერი. როგორ შეიძლება ვირწმუნოთ უგუნურ ფრინველთაგან მომავლის უწყება?! მით უფრო, როცა ვიცით, რომ ფრინველი ვერ ხედავს მის წინ დაგებულ საფრთხეს, რომელიც მას აშკარად მოელის, - ნუთუ შეუძლია მას შენთვის მომავლის უწყება?! ხშირად, სარჩოს საძიებლად ბუდიდან აფრენილი, უკან ცარიელი ბრუნდება; შენთვის კი მომვალის უტყუარი მაცნე შეიქნა და მისი ამაო მოძრაობები მომავლის მაუწყებლად გადაგექცა?! წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ვინც, სახლიდან გამოსული, კოჭლსა და მახინჯს შეხვდება და ამას „ნიშნად“ მიიჩნევს, იგი სატანურ საქმეს ჩადის, რადგან დღეს უბედურებად აქცევს არა ადამიანთან შეხვედრა, არამედ ცოდვილი ცხოვრება“. „ბედნიერი“ და „უბედური“ დღეები წმიდა იოანე ოქროპირი ამხელს ცრურწმენებს, რომელთა თანახმადაც ზოგიერთი დღე ბედნიერად მიაჩნიათ, ზოგი - უბედურად: „მოწყალების საქმის აღსაკვეთად და სულის სიკეთისკენ მისწრაფების ჩასახშობად ეშმა შთაგვაგონებს, წარმარტებებიცა და წარუმატებლობებიც „სასიკეთო“ ან „ცუდ“ დღეებს მივაწეროთ. თუკი ვინმეს სწამს, რომ დღე შეიძლება იყოს „ბედნიერი“ ან „უბედური“, მაშინ იგი „უბედურ“ დღეს არ ეცდება იზრუნოს სათნო საქმეებზე, რადგან იფიქრებს, რომ „უბედურ“ დღეს იგი ამაოდ იშრომებს და ვერაფერს გააწყობს. ხოლო „ბედნიერ“ დღეს იგი ასევე არაფერს მოიმოქმედებს, რადგან იმედოვნებს, რომ ასეთ დღეს მას ვერაფერს დააკლებს სიზარმაცე. ამრიგად, მისი ცხოვრებისათვის ორივე მდგომარეობა ხელისშემშლელია (გაიხსენეთ დღეისთვის დიდად გავრცელებული ყოველდღიური ჰოროსკოპები - საიტის ავტორის შენიშვნა). ზოგჯერ უგუნურად, ზოგჯერ კი უიმედოდ განწყობილი, იგი მთელ ცხოვრებას უდებებასა და ბოროტებაში ატარებს. ვეცადოთ, თავი ავარიდოთ ეშმას ცდუნებას, ნუ გამოვარჩევთ დღეებს, ნუ დავყოფთ მათ სასიკეთო და არასასიკეთოებად“. ცრურწმენების კატეგორიას მიეკუთვნება აგრეთვე ე.წ. „ბედობის დღეები“ (ახალი წლის მეორე დღე, ბარბარობა), რომლებიც თითქოსდა საბედისწეროა მთელი წლისთვის. „ბედნიერების მომტანი“ წერილები ადრე ჩვეულებრივი ფოსტითა და ხელნაწერი სახით, დღეს კი ელექტრონული სახით ვრცელდება წერილები, რომლებიც, თითქოსდა, გავრცელების შემთხვევაში (ის უნდა გაუგზავნო 20 ადამიანს უახლოეს 1 საათში ან სხვა მსგავსი პირობები)ბედნიერებას მოუტანენ ადამიანს. ვფიქრობთ, ზემოთმოყვანილი მსჯელობების შემდეგ ზედმეტია განმვარტოთ, რატომ არის ასეთი „ბედნიერების მომტანი“ წერილებისადმი რწმენა უგუნურება. ჩვილის დაცვა ე.წ. „თილისმებით“ წმიდა იოანე ოქროპირი „კორინთელთა მიმართ პირველ საუბარში“ სასტიკად ამხელს თილისმების ტარებასა და ცრურწმენებით ნაკარნახევ მოქმედებებს სნეულებებისა და უბედურებებისაგან თავდასაცავად. იგი ამბობს: „თავიანთი ჩვილის „დასაცავად“ ყოველგვარი საფრთხისაგან მშობლები მრავალ სასაცილო სიმბოლურ თილისმებს (ჩვენს დროში კი, მოგეხსენებათ, ბავშვებს ავი თვალისაგან დასაცავად ხელზე მძივს აბამენ, რომელზეც თვალია გამოსახული) იყენებენ... ყოველივე ეს მათ უდიდეს უგუნურებაზე მეტყველებს, რადგან სხვა არაფერი ესაჭიროება ჩვილს მაცხოვნებელი ჯვრის გარდა. მიუხედავად ამისა, ჯვარი, რომელმაც მოაქცია მთელი სამყარო, სძლია ეშმას და დათრგუნა მისი ძალი, - უგულებელყოფილია, ხოლო ქსოვილს, ნართს თუ სხვა მსგავს ნივთებს ანდობენ ჩვილის უსაფრთხოებას. ნუთუ არ გრცხვენიათ? მითხარით: შეიგნებთ კი ოდესმე, რომ სატანა ყოველ ადამიანს ბავშობის ასაკიდან უგებს მახეს და ამისთვის ყოველგვარ ხრიკს მიმართავს? ჩვილების „დასაცავად“, დემონთა ცდუნებით ნაკარნახევ თქვენს ამგვარ ქმედებას, გეჰენიაში შთაჰყავხართ! თუკი ჩვილებს ასე წარმართები „იცავენ“, ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ, როდესაც ამას ჯვრის თაყვანისმცემელნი და მაზიარებელნი აკეთბენ, რომელებმაც ცნეს ღვთაებრივი სიბრძნე და ჭეშმარიტება, - ეს მწარედ სატირალია“. უსაფუძვლოა ასევე, ზოგიერთის რწმენა, რომ ნათლია ბავშვს რამეს დააბედებს (ჭკუას, ფულს და ა.შ.). „თილისმები უფროსებისთვის“ მართლმადიდებელ ქრისტიანს განსაცდელთაგან სამკერდე ჯვარი, ხშირი პირჯვრის გამოსახვა, წმიდა ხატები და მფარველი ანგელოზი იცავს. დაუშვებელია, ქრისტიანმა შეინახოს ან თილისმად ატაროს ე.წ. „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიზმარი“ ან „იერუსალიმში ნაპოვნი წერილი“ - რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ცრურწმენა. ასევე მიუღებელია სხვადასხვა მაგიური ძეწკვები, თასმები, ეშვები ან დათვის ტყავი - ყოველივე ეს სულის შებორკვას ნიშნავს და ამ ცოდვის გამო საეკლესიო სასჯელს ადებენ ხოლმე. „ორშაბათი უიღბლო დღეა“ კვირის სხვა დღეებისაგან ორშაბათი არაფრით გამოირჩევა გარდა იმისა, რომ ამ დღეს ღვთისმსახურებისას უხორცო ძალებს (ანგელოზებს) ევედრებიან. სამწუხაროდ, გავრცელებულია ცრურწმენა, თითქოს ორშაბათი მძიმე და უიღბლო დღეა. ორშაბათის გარდა ამგვარ დღეებად მიჩნეულია ოთხშაბათიცა და პარასკევიც. ახლა კი თავად განსაჯეთ, ვისგან უნდა მომდინარეობდეს ამგვარი შეხედულება. ამბობენ, რომ ორშაბათს არ შეიძლება დაიწყო ახალი საქმე, რადგან წამრატებას ვერ მიაღწევ; დაუშვებელია სადმე გამგზავრება, ან ფულის გაცემა. რატომ გავრცელდა ამგვარი შეხედულება ორშაბათზე და რატომ აღძრავს იგი შიშს ბევრ ადამიანში? ამ საკითხზე პასუხს მივიღებთ ადამიანებზე უბრალო დაკვირვებით. ორშაბათი, ნამდვილად მძიმე, უსიამოვნო და მშოფოთვარე დღეა მათთვის, ვინც კვირა უზნეოდ გაატარა. თუკი ადამიანმა კვირა დღე ლოთობაში, გარყვნილებაში, კარტის თამაშსა და მსგავს უზნეობაში გალია, ორშაბათს იგი დამძიმებული თავით იღვიძებს და სრულიად უძლურია, შეუდგეს სერიოზულ საქმეს. ასეთი ადამიანებისათვის ორშაბათი მართლაც მძიმე დღეა, მაგრამ არა თავისთავად, არამედ თავისივე უგუნურებისა გამო. ხოლო ვინც იცის დროის ფასი, არ ფლანგავს მას სულისა და სხეულისათვის დამღუპველ გართობებზე, მისთვის ორშაბათი სულაც არაა მძიმე, პირიქით, ორშაბათობით დასვენების დღეებში აღდგენილი და განახლებული ძალებით იწყებს საქმიანობას. ამგვარად, ადამიანის ცხოვრების წესი არა მხოლოდ ორშაბათ დღეზე ტოვებს თავის ანაბეჭდს, არამედ მთელ კვირაზე და ზოგჯერ მთელ ცხოვრებაზეც. მაშასადამე, ორშაბათისადმი გაუცნობიერებელი შიში არა თუ არაფრითაა გამართლებული, იგი შეურაცხმყოფელია უფლისათვის, რამეთუ ყოველი დღე კურთხეულია უფლის მიერ, ყოველი დღე მადლმოსილია უფლის ქმნილებისათვის, არცერთ დღეს მოუკლია მას კაცთათვის თავისი წყალობა (დაბ. 1, 31). რელიგიასთან დაკავშირებული ცრურწმენები არასწორია, თითქოს რაიმე მნიშვნელობა ქონდეს რამდენ სანთელს აანთებ (კენტს თუ ლუწს), როდის ჩააქრობ, იქ დატოვებ თუ სახლში წაიღებ, როგორ ჩააქრობ (სულის შებერვით, თუ ხელით); თითქოს რაიმე მნიშვნელობა ქონდეს ადგილს ეკლესიაში. ბევრი ადამიანი იმდენად ეჩვევა ეკლესიაში გარკვეულ ადგილას დგომას, რომ ვერ წარმოუდგენია სხვა ადგილას როგორ უნდა დადგეს; თითქოს მღვდელი, ან სხვა ტაძრის რომელიმე მსახური ცვლის ბედისწერას კარგი ან ცუდი მიმართულებით. თვალის ცემა, მეკვლის ფეხი ჩვენში ძალიან გავრცელებულია ცრურწმენები მეკვლის ფეხთან და "ცუდ" თვალთან დაკავშირებით. თუ ადამიანს ოჯახში რამე უბედურება შეემთხვა და ამას ახალ წელს მოსულ მეკვლეს ან დილას შემხვედრ ნაცნობს აბრალებს და არა საკუთარ ცოდვებს, გასაგებია, საიდან იღებს ასეთი ფიქრები სათავეს. ეშმაკსაც ეს უნდა, რომ ადამიანი ნაკლებს ფიქრობდეს საკუთარ ცოდვებზე და ყველაფერს სხვას აბრალებდეს. ასეთი უგუნურობის შედეგად ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებიან ერთმანეთს უახლოესი ადამიანები. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს გიშრის ჯვრის ტარებას "ავი თვალის" წინააღმდეგ, მით უმეტეს, არ ნიშნავს მისი გაბზარვა "თვალის გადასვლას" ან მსგავს რამეს. ჯვარის გაბზარვის მიზეზი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ქვის ხარისხი იყოს. მიცვალებულთან დაკავშირებული ცრუ-რწმენები არსებობს ცრურწმენა, რომ „ორმოცამდე“ გარდაცვლილის არც ერთი ნივთის გაცემა არ შეიძლება: ეს არასწორია. პირიქით, რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა ჩაიდინოთ გარდაცვლილის სახელზე. უნდა შესწიროთ მონასტრებს, ეკლესიას - წითელი ღვინო (ზიარებისთვის), ფქვილი (სეფისკვერისთვის), ცვილი (სანთლისთვის); უნდა დაარიგოთ გარდაცვლილის ნივთები უპირველესად სწორედ ორმოცამდე და არა ორმოცის შემდეგ. როდის უნდა ვიშუამდგომლოთ განსასჯელისათვის - სასამართლომდე თუ სასამართლოს შემდეგ? ასეა აქაც: სული გადის საზვერეებს, ეწყობა სასამართლო და უნდა ვუქომაგოთ მას - ვილოცოთ და ვაკეთოთ მოწყალების საქმენი. ცრურწმენებია აგრეთვე, მიცვალებულის ოჯახიდან გასვენების შემდეგ სკამების წაქცევა, კუბოს 3-ჯერ შემოტრიალება, მიცვალებულისთვის უამრავი ნივთის ჩაყოლება (ნივთები მას არაფერში აღარ სჭირდება, სჯობს ის მოწყალებაში გასცეთ). არასწორია ისიც, თითქოს ორმოცის მერე არ შეიძლება საფლავზე არაფრის დამატება. არასწორი შეხედულებაა, თითქოს ქელეხის სიდიდეს და ხალხის გამოთრობის ხარისხს პირდაპირი კავშირი ქონდეს მიცვალებულის სამოთხეში მოხვედრასთან. მოკლედ ჩამოვთვლით, ასევე ჩვენში გავრცელებულ სხვა ცრურწმენებს: შავი კატის გადარბენას უბედურება მოაქვს, არ შეიძლება ოთხშაბათსა და პარასკევს თავის დაბანა და ფრჩხილების მოჭრა, ეშმაკის ხსენებაზე ხეზე სამჯერ უნდა დააკაკუნო, მარცხენა ფეხზე ადგომა უიღბლო დღეს მოასწავებს... წმიდა ბასილი დიდი ამბობს: „მტერი ამგვარ ადამიანს (ცრუმორწმუნეს) დასცინის, ცრუმორწმუნე ხომ ყველაფერს შიშით შესცქერის: თუკი გამოჩნდა კატა, ძაღლი ან დილით შემოხვდა მარჯვენა თვალით ან ფერდით დაზიანებული, თუნდაც ყველაზე კეთილგანწყობილი ადამიანი, - ცრუმორწმუნე მას მყისვე ზურგს შეაქცევს და თვალს აარიდებს. რა არის ამგვარ ცხოვრებაზე მეტად უბედური - ყოველივეს ეჭვის თვალით შესცქეროდე და ყველაფერში წინააღმდეგობა დაინახო, მაშინ, როდესაც მორწმუნეს ღვთის ქმნილების ჭვრეტამ სული უფლამდე უნდა აღუმაღლოს?!“ ადამიანი უნდა ეცადოს, რომ გათავისუფლდეს ყველა ამგვარი არასწორი შეხედულებისა და ჩვეულებისაგან. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 7, 2013 Report Share Posted October 7, 2013 ნახეთ, რა სილამაზეა!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 15, 2013 Report Share Posted October 15, 2013 ქალის სილამაზე მის თვალებში უნდა დაინახო, იმიტომ რომ მისი თვალები კარია მისი გულისაკენ-იმ ადგილისაკენ, სადაც სიყვარული ცხოვრობს... /მამა გაბრიელი/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted November 29, 2013 Report Share Posted November 29, 2013 (edited) 1.სოფელს სჩვევია ჭეშმარიტების გზიდან ჩვენი აცდენა, მაგრამ მიზანთან იგი არასოდეს მიგვიყვანს; მას ძალუძს წყურვილის გაღვიძება, მაგრამ სულის დარწყულება არ შეუძლია; ყველაფერს გვპირდება, მაგრამ ბოლოს, უმეტესწილად, ყველაფერს თვითონვე გვართმევს. 2.ო, ადამიანო! შენ აქაური მკვიდრი კი არა - უცხო სტუმარი ხარ. Edited November 29, 2013 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted December 4, 2013 Report Share Posted December 4, 2013 ბერი ერმოლაოსი სექსის შესახებ http://presa.ge/new/?m=yellow&AID=23137&fb_action_ids=777672678926544&fb_action_types=og.recommends&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B683605458330018%5D&action_type_map=%5B%22og.recommends%22%5D&action_ref_map ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted December 4, 2013 Report Share Posted December 4, 2013 http://www.youtube.com/watch?v=k6CM0dYRsm4 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted December 6, 2013 Report Share Posted December 6, 2013 http://www.novpol.ru/index.php?id=1437 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted December 13, 2013 Report Share Posted December 13, 2013 ნაკურთხი წყალი და მასთან დაკავშირებული სასწაულები ნაკურთხი წყალი - თანამედროვე მეცნიერული მტკიცებულებები მეცნიერება მეტ-ნაკლები დამაჯერებლობით ცდილობს ახსნას სამყაროში მომხდარი თუ არსებული პარადოქსები და სასწაულები. მეცნიერების სწრაფმა განვითარებამ XX ს. საშუალება მოგვცა ადამიანური წარმოსახვის დონეზე ჩავწვდომოდით ბიბლიურ მტკიცებულებებს. XX ს. კაცობრიობამ დაიწყო კოლოსალური მნიშვნელობის აღმოჩენათა სერია: მეცნიერებამ დაამტკიცდა სამყაროს წარმოშობის ბიბილური ვერსია “დიდი აფეთქების თეორიის” სახით; მოხდა ქრისტეს კვართის ე.წ. ტურინის სუდარის აუტენტიფიკაცია და ა.შ. მიუხედავათ ამისა, მეცნიერება ვერ ხსნიდა ქრისტესა და წმინდანების ერთ-ერთი სასწაულის – წყალზე სიარულის ფენომენს. რამოდენიმე ხნის წინ თანამედროვე მეცნიერება დაინტერესდა წყლით და დაიწყო მისი გამოკვლევა უახლესი ტექნოლოგიებით. ამ გამოკვლევებმა, რომლებიც პარალელურად რამოდენიმე ქვეყანაში ტარდება, საოცარი შედეგები გვიჩვენეს... მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი ზღვის წყალი ძლიერ მარილიანია და სიმჭიდროვე ყველა სხვა წყალზე მაღალი აქვს (1,3-1,4 გ/სმ2 ) მასზე სიარული რა თქმა უნდა მაინც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე სულ ბოლო დრომდე მეცნიერულად არ დასტურდებოდა ამგვარი ფენომენის შესაძლებლობა ფიზიკურად. როგორც გაირკვა, მეცნიერებას XXI ს.-მდე ძლიერ მწირი ინფორმაცია გააჩნდა წყალზე. ეს სუბსტანცია ძალზედ იდუმალი და ცვალებადი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ის ცოცხალია! პირველად მეცნიერებაში ტერმინი “ცოცხალი წყალი” 1920 წ. -დან გაჩნდა, როდესაც ავსტრიელმა ინჟინერ-ჰიდროლოგმა ვიქტორ შაუბერგერმა აღმოაჩინა, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში წყალს აქვს გარკვეული ვიტალური ძალა. მილებში გავლისას წყალი კარგავს თავისი ელექტრონების ნაწილს, რის გამოც მისი მოლეკულების გეომეტრიული სტრუქტურა ირღვევა. თუ გამოვიკვლევთ წყაროს წყალს, მაშინ შევნიშნავთ ფიფქის მსგავს ექვსკუთხოვან სტრუქტურებს. დაახლოებით ამგვარი სტრუქტურა შეინიშნება ახალშობილი ბავშვის უჯრედშორის სითხეში, მაგრამ დროთა განმავლობაში რადიაციის და სხვა დამაბინძურებელი ფაქტორების შედეგად ეს სტრუქტურა ირღვევა; იწყება სხვა და სხვა სახის დაავადებები, დაბერება (თავდაპირველად ჯერ უჯრედულ დონეზე) და ა.შ. შაუბერგერმა დაამუშავა ახლებური მიდგომა წყლის შესაფასებლად, და როგორც ეკოლოგმა შეძლო კიდეც გარკვეული პრაქტიკული სარგებლის მიღება. სამწუხაროდ, ზეწოლისა და კრიტიკის შედეგად შაუბერგერი თანდათან გაუჩინარდა მეცნიერული სპექტრიდან. სულ რამოდენიმე წლის წინ დიდი მეცნიერის შრომებმა დამსახურებული აღიარება მოიპოვეს. წყლის შესწავლა ერთდროულად რამოდენიმე ქვეყანაში დაიწყო. თანამედროვე მეცნიერებაში წყლის მკვლევართა შორის ერთ-ერთი სახელგანთქმული და ავტორიტეტული მკვლევარი, რუსი მეცნიერი სტანისლავ ზენინი (რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი) თვლის, რომ წყალს აქვს უნიკალური თვისებები, რომლებიც განპირობებულია ე.წ. “ინფორმაციულ-ფაზურ მდგომარეობაში” სტრუქტურული მეხსიერების გამოვლენის ფენომენით. წყალს შეუძლია მიიღოს, დაიმახსოვროს და გადასცეს ინფორმაცია ელექტრომაგნიტური რხევების შედეგად! რუსმა მეცნიერმა წყლის გამოკვლევა დაიწყო ჯერ კიდევ 1995 წლიდან. ზენინის გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ წყალი შედგება კლასტერული უჯრედებისგან, რომლებიც მინიატურულ ბიოკომპუტერებს წარმოადგენენ. ადამიანი 70% წყლისგან შედგება, აქედან გამომდინარე მასზე დიდ ზემოქმედებას ახდენენ გარე ფაქტორები, მაგ. ქიმიური, ელექტრომაგნიტური, მექანიკური და ა.შ. წყლის მოლეკულები ზემოქმედების შედეგად “გადაეწყობიან” და იცვლიან თავიანთ გეომეტრიულ წყობას. აღსანიშნავია, რომ ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა ურთიერთობაც. ზემოქმედების შედეგად იცვლება აგრეთვე დნმ-ს მოლეკულა, რომელიც შესაძლოა სრულიად განადგურდეს. სენსაცია მოახდინა ნაკურთხი წყლის გამოკვლევის შედეგებმა. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ნაკურთხი წყალი მართლაც, დიდხანს არ “ფუჭდება” და მას შეუძლია მრავალი დაავადების განკურნება; ურთულესი დაავადებები კი იკურნება განსაკუთრებულად ნაკურთხი წყლით (ე.წ. трёхзвонная вода) შემდეგი მეთოდითL: წყალს აკურთხებენ სამ მართმადიდებლურ ეკლესიაში, რომელთა ზარის ხმაც არ უნდა სწვდებოდეს ერთმანეთს. მღვდლებს ან ბერებს წყალი მდუმარედ მოაქვთ და შემდეგ აერთებენ. ასეთ წყალს საოცარი აღმდგენი თვისებები გააჩნია! პროფესორ პავლე გოსკოვის ლაბორატორიაში ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი: ნაკურთხი წყალი გაურიეს ჩვეულებრივ წყალში, რომელიც სხვადასხვა ზომის ჭურჭელში იყო მოთავსებული. მიუხედავათ იმისა, რომ თანაფარდობა იყო უმნიშვნელო (დაახლ. 10 გ./60 ლ.) შემდგომმა ანალიზმა ცხადყო, რომ უბრალო წყალი მთლიანად გადაიქცა ნაკურთხ წყლად, როგორც სტრუქტურულად, ისე ბიოლოგიური თვისებებით. გამოკვლევათა შედეგები განსაკუთრებულად თვალსაჩინოდ წარმოაჩინეს იაპონელმა მეცნიერებმა მასარუ ემოტოს (იოკოჰამის უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი მედიცინაში) ხელმძღვანელობით. დოქტორმა ემოტომ ჩაატარა ძვირადღირებული ექსპერიმენტები; მან გაყინა წყალის წვეთი -5°С და მიკროსკოპით დააკვირდა წარმოქმნილ კრისტალებს, შემდეგ კი მიკროსკოპში ჩამონტაჟებული ციფრული ფოტოკამერით გადაიღო უნიკალური სურათები. ემოტომ სხვა და სხვა სახის ზემოქმედება მოახდინა წყალზე, ისევ გაყინა, სურათები გადაუღო და ერთმანეთს შეადარა. დადგინდა, რომ წყლის მოლეკულარულ სტრუქტურას ცვლის ადამიანის ენერგია, ფიქრები, ხმები... ეს ცვლილებები განსაკუთრებულად თვალსაჩინოდ შეინიშნება ხმოვანი ზემოქმედებისას. საგალობლების, კლასიკური და ხალხური მუსიკის ბგერები წყლის კრისტალს საოცრად ლამაზ გეომეტრიულ ფორმებს აძლევენ. კრისტალი ძლიერ მახინჯდება მძიმე მეტალის, როკის და სხვა თანამედროვე მუსიკის ზემოქმედებისას. როგორც ჩანს, იგივე ზემოქმედებას განიცდის ადამიანის ორგანიზმიც, რომელიც უმთავრესად წყლისგან შედგება! სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად გამოთქმა “ცოცხალი წყალი” მოხსენებული იყო არ ზემოთაღნიშნული ავსტრიელი მეცნიერის ნაშრომებში, არამედ ბიბლიაში, რომელიც ორიათასი წლის წინ დაიწერა! იოანეს სახარებაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც მაცხოვარმა წყალი სთხოვა სამარიელ ქალს. მან კი გაიკვირვა, რადგან სამარიელები და იუდეველები ერთმანეთთან არ ურთიერთობდნენ. ქრისტემ მიუგო მას: “შენ რომ იცოდე ღვთიური ნიჭი და ის, თუ ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს” (იოან. 4:10). შემდეგ ქრისტე განმარტავს: “...ხოლო ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.” (იოან. 4:14). სახარებისეული ეს სიტყვები ჩვეულებრივ განიმარტება, როგორც საუბარი რწმენაზე. თუმც, ვინ იცის... მაცხოვარი ყოვლისშემძლეა და შეუძლია წყლით განკურნება. არამარტო წყლით, არამედ საერთოდ სითხით. გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ქრისტემ განკურნა ბრმა: ქრისტემ “...მიწაზე დააფურთხა, ფურთხით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას, უთხრა “წადი და დაიბანე სილოამის აუზში”. წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.” (იოან. 9:6-7). მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე წყალზე სიარულის სასწაულის ახსნა. სახარებაში აღწერილია მომენტი, როდესაც ქრისტე და მოწაფეები ზღვაში ნავით მიცურავდნენ. უცაბედათ, გრიგალი ამოვარდა. მოწაფეები პანიკაში ჩავარდნენ და მაცხოვარი გააღვიძეს. ქრისტე “წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: დადუმდი, ჩადექ!” (მარკ. 4:38-39). სხვა შემთხვევაში ქრისტე ხმელეთზე იყო, ხოლო მოწაფეები ნავით ზღვაში გავიდნენ. ამ დროს ამოვარდა ღელვა. “...მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით. მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო, და შიშისაგან შეჰყვირეს” (მათ. 14:24-26). წყალი ისევ დამშვიდდა. დაახლოებით იგივე მოვლენას ჰქონდა ადგილი, როდესაც მოსემ ზღვა ორად გაჰყო. ებრაელებმა ფსკერზე მშვიდობით გაიარეს, ხოლო ეგვიპტელები წყალმა შთანთქა (გამოს. 14:21, 26). მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სულიერი ძალა რეალურად მართავს წყალს; აწესრიგებს და “ამშვიდებს” მას. ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა სრულიად განწმენდილი წყლის მიღება? როგორც გაირკვა, არა. არც ბუნებაში არ არსებობს იდეალურად წმინდა წყალი. აბსოლუტურად წმინდა წყალს, მეცნიერთა აზრით ისეთი თვისებები ექნებოდა, რომ წარმოსახვაც კი გაგვიჭირდებოდა. პროფესორ პავლე გოსკოვის ლაბორატორიაში უდიდესი შრომის ფასად მიიღეს წმინდა წყალი მომცრო, სულ რაღაც 2,5 სმ. დიამეტრის კოლბაში. შედეგმა ყველა გააოცა. მოლეკულათა შეჭიდების ძალა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მის გასახლეჩად მეცნიერებს დასჭირდათ 900 კგ. ძალის გამოყენება! ასეთი წყლის ტბაზე ან ზღვაზე არა თუ ადამიანი, ტანკიც კი თავისუფლად გადავიდოდა; ციგურებით სრიალიც კი იქნებოდა შესაძლებელი! მაცხოვარი თავისი სულიერი ძალით განწმენდდა და ამშვიდებდა ყოველგვარ სითხეს. ქრისტეს მიერ განწმენდილ წყალს კი ადამიანთა მიერ განწმენდილი წყალი ვერ შეედრება, უდაოდ. როგორც მეცნიერები გვირჩევენ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ მივიღოთ ცოცხალი წყალი, რომელსაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, განკურნების დიდი ძალა აქვს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted December 30, 2013 Report Share Posted December 30, 2013 ბუნება ღვთის სიყვარულისა და ქველმოქმედების სხვადასხვა მატერიალური ფორმით გამოვლინებაა, რომელიც ყოველი მხრიდან გვეხვევა და გვეფერება. მთლიანად ვართ მისი სიყვარულითა და წყალობით გაჯერებულნი, მასში ვცურავთ, როგორც თევზი წყალში. უფალი ძალიან ახლოს არის ჩვენთან. ის არის წყალი, რომელსაც ვსვამთ, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ და სინათლე, რომელსაც ვხედავთ. თავადაც მისი უსაზღვრო წყალობა ვართ, მაგრამ როგორც ვერ ვგრძნობთ ატმოსფეროს წნევის ზემოქმედებას ჩვენზე, ამის შემჩნევა და შეგრძნებაც არ ძალგვიძს, რადგან ღრმად ხედვის უნარი დავკარგეთ. ღვთის სიყვარულის აღქმა შეუძლია მისტიკოსს სულიერი გამოცდილების დაგროვების პროცესში. ბუნება ღვთის გრძნობადი, მატერიალიზებული სიყვარულია. უფლის წინასწარგანგებულება საგრძნობია ყველა ხილულ საგანში. მაგრამ იმის ნაცვლად, ერთხელ მაინც გულში ჩავიხედოთ და დავფიქრდეთ მასზე, ვინც მუდამ თავს გვევლება, ჩვენს თავზე თითოეული ღერი თმა და უჯრედი აქვს დათვლილი, პირადი საზრუნავით დახუნძლულნი მუდამ სადღაც მივიჩქარით. რატომ დავდივართ ასეთი სერიოზული სახეებით ქუჩაში, ქალაქიდან ქალაქში, თითქოს ჩვენს პრობლემებთან მარტოდმარტო დარჩენილები მტრებით ვიყოთ გარემოცულნი? რატომ ვზრუნავთ განუწყვეტლივ საჭმელსა და სასმელზე, რატომ ვართ სულ ტანსაცმლის შერჩევაში? შეხედეთ ფრინველთ ცაში და ყვავილებს მინდორში; ისინი არც თესავენ და არც იმკიან, მათ არა აქვთ ბეღლები, არც ბანკომატები, არც დაზღვევის პოლისები. უფალი თავისი განგებულებით უკვე 4 მილიარდ წელიწადზე მეტია იცავს დედამიწას და 100 მილიონი წელია ფრინველებზე და მწერებზე ზრუნავს, შენ კი თავს უმწეოდ გრძნობ და გგონია, რომ ამქვეყნად მარტო ხარ, არავის ახსოვხარ! გავიწყდება, რომ არის ერთი არსება, რომელიც ამ წუთსაც და განუწყვეტლივ, შენი ქსოვილის ყოველ უჯრედზე ზრუნავს; შენი სისხლის მიმოქცევას არეგულირებს და შენი ჯირკვლების ფუნქციონირებას აკონტროლებს. ნუთუ მართლა გჯერა, რომ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტა მის გარეშე შეგიძლია? მას ესმის ხევში ფურირემი ხარირემს როგორ უხმობს და მიჰყავს მასთან; ის ზრუნავს გუგულზე, რომელიც საკვებს ეძებს, მიუძღვის წინ გადამფრენი ფრინველების გუნდს; როცა მელასა და მაჩვს თავიანთ ბუნაგებში სძინავთ, ის დარაჯობს მათ. მისი წყალობით საჭირო დროს ბაყაყი, ბუზი და ყვავი აუცილებლად იპოვიან საკვებს. “ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს თავთავის დროზე. მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.” (ფს. 103, 27-28). /ერნესტო კარდენალი/ მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted December 30, 2013 Report Share Posted December 30, 2013 თუკი უფლისაგან ლოცვით რაიმეს ითხოვ, ის კი შენს შესმენას აყოვნებს, ნუ დაწუხრდები – ღმერთზე გონიერი როდი ხარ. ისააკ ასური ნუ შეწყვეტ ლოცვას, ოდეს მაცდურმა უგრძნობელობა გულისა გამთხვიოს. სულით მშრალი, თუ ლოცვას განაგრძობ, ცრემლით მლოცველზე მაღლა დადგები. იღუმენი არსენი ლოცვა სულის სუნთქვაა. წმ. იოანე კრონშტადტელი ლოცვა დამღლელი შრომა როდია. იგი შინაგანი საქმიანობაა, სულის თბილი განაზება. ეს კია, ლოცვა მარხვასა და მღვიძარებას საჭიროებს. მარხვა ვნებებს აცხრობს, მღვიძარება კი კლავს. ლოცვა ზეცამდე აღაფრთოვანებს ადამიანს, უგზავნის რა ზეციურთა ნიჭთა. წმინდა ანთიმოზ ქიოსელი დილის ლოცვა ადამიანისთვის იგივეა, რაც დილის ნამი მცენარისთვის. ის, ვინც დილით საჭირო ყურადღებით ლოცულობს, მთელი დღის მანძილზე უფრო ბედნიერი და მშვიდია. გონება, საითაც დილით მიიმართება, იმით იქნება დაკავებული მთელი დღე. როგორც წისქვილის ქვა, მთელი დღის მანძილზე რომ ფქვავს იმას, რასაც დილით ჩაყრიან საფქვავად, იქნება ეს ფქვილი თუ ღვარძლი. შევეცადოთ, დილიდან ხორბალი ჩავყაროთ, რომ მტერმა ღვარძლი არ ჩაგვიყაროს მის ნაცვლად. დღის მანძილზე გულმოდგინედ აკეთე ის საქმეები, რომლებიც შენი წოდებითა და საზოგადოებრივი მდგომარეობით გევალება. ამ საქმეების შესრულების დროსაც გამოძებნე წუთები, რომ მოწიწებით იფიქრო და ილოცო ღმრთისადმი, რომელიც აკურთხებს პატიოსან შრომას და კეთილ საქმეში შეეწევა კაცს. შრომა და ლოცვა, ლოცვა და შრომა - აი, ღმრთის მიერ მოცემული დროის ყველაზე უფრო კარგი და საჭირო გამოყენება. ილოცე და იშრომე - აი, ოქროს წესი, რომელიც მიწიერი ცხოვრების მთელ სიბრძნეს მოიცავს. პროტოპრესვიტერი ი. ტოლმაჩოვი თუ გაიღვიძებ ღამით, გაიხსენე ღმერთი და ილოცე. ღამით ლოცვა მზესავითაა, ანათებს დღის ყველა საქმეს. რაც არ უნდა დაგაკისროს ღმერთმა, რა გარემოებებშიც არ უნდა აღმოჩნდე, ილოცე შენი სულის ხსნისათვის და იშრომე საზოგადოების სასარგებლოდ: ლოცვა და შრომა ერთმანეთს ამაგრებენ: ლოცვა იძლევა ძალას შრომისათვის, რომლისთვისაც დავიბადეთ, ხოლო შრომა ფანტავს ცუდ აზრებს - უქმობის შვილებს და გონებასა და გულს სიმშვიდეს და ყურადღებას ანიჭებს. ნეტარია ადამიანი, ვისი გულიც ამ წესრიგს არ არღვევს. როცა ლოცვის დროს მოვუხმობთ უფალს, მისი სახელი შემუსრავს ყველა ვნებას, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, ეს როგორ ხდება. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს. წმ. ეფრემ ასური ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 3, 2014 Report Share Posted January 3, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 13, 2014 Report Share Posted March 13, 2014 ვინ დააფინანსა ოპერაცია «ორი პატრიარქი» და რა მიზანს ემსახურებოდა ოპერაცია «აღსარება» http://www.geworld.ge/View.php?ArtId=4664&lang=ge#.UyFYDDGyivo.facebook ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 20, 2014 Report Share Posted March 20, 2014 http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/30.htm ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 20, 2014 Report Share Posted March 20, 2014 "სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს." წმ. ანტონი დიდი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 20, 2014 Report Share Posted March 20, 2014 ღირსი იოანე სინელი კიბე ანუ კლემაქსი სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა, რაითელ მამასახლისს იოანეს რომ მიუძღვნა, რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის სიტყვა 30 სამი სათნოების - სარწმუნოების, სასოების და სიყვარულის შესახებ 1. ახლა კი ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ „ესერა ჰგიეს სარწმუნეობა, სასოება და სიყვარული, სამი ესე და უფროის ამათსა სიყვარული არს“; რადგან ღმერთს სწორედ ასე ეწოდება. მე კი პირველ მათგანს - სარწმუნეობას მხურვალებას ვუწოდებდი; მეორეს - სასოებას, ანუ იმედს - სინათლეს; ხოლო მესამეს - სიყვარულს - მზისთვალს. ხოლო სამივეს ერთად - ბრწყინვალებასა და შარავანდედს. რადგანაც პირველ მათგანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია; მეორეს ღვთის მოწყალება, შეურცხვენლად იცავს; მესამე კი არასოდეს „დავარდების“, არც მისი სრბოლა შეჩერდება; მის მიერ დაჭრილ გულს ღვთის ტრფიალება არასოდეს მოასვენებს. 2. იგი, ვიცნ ღვთის სიყვარულზე ლაპარაკს ცდილობს, თვით ღმერთზე კადრულობს სიტყვის დაძვრას, ღმერთზე ლაპარაკი კი უკრძალველი ადამიანებისათვის დიდად სახიფათოა. 3. სიტყვა - სიყვარული მხოლოდ ანგელოზებისთვისაა ცნობილი და მათთვისაც არასრულად, - მხოლოდ მათ ნათლის შესაბამისად. 4. სიყვარული ღმერთია; ხოლო ვისაც მისი სიტყვით გადმოცემა სურს, იმ ბრმას ჰგავს, რომელიც ზღვის ფსკერზე ქვიშის დათვლას ცდილობს. 5. სიყვარული ბუნებით ღვთის მსგავსებაა, რამდენადაც ეს კაცთათვისაა შესაძლებელი და მისაწვდომი; გარეგნულ ქმედებაში ის სულის კეთილ სიმთვრალედ ვლინდება; ხოლო ბუნებით სარწმუნეობის წყაროა, მრავლისმოთმინების უფსკრული და ზღვა სიმდაბლისა. 6. ჭეშმარიტი სიყვარული ყოველგვარი საწინააღმდეგო გრძნობის უარყოფაა, „სიყვარული ბოროტსა არა იგონებს“. 7. სიყვარული, უვნებლობა და შვილობა მხოლოდ სხვადასხვა საღმრთო სახელებია, ხოლო ძალა მათი ერთია: როგორც ცეცხლი, ალი და ნათელი. 8. რამდენადაც იკლებს სიყვარული, მით შიში იმატებს; რადგანაც ვისაც შიში არა აქვს, ის ან სიყვარულითაა სავსე, ან - სულით მკვდარია. 9. არაფერი აბრკოლებს იმას, რომ მოვიკრიბოთ ღვთის შიში, გულმოდგინება კეთილი შური, ღვთის მონობა და სიყვარული მისი. 10. ნეტარია ის კაცი, ვინც ღვთისადმი ისეთ სიყვარულს მოიპოვებს, როგორც თავის ბოროტ სიყვარულში სატრფოსადმი განიცდის. 11. ნეტარია ის კაცი, რომელსაც ისე ეშინია ღვთისა, როგორც ბრალდებულს - თავის მსაჯულისა. 12. ნეტარია იგი, ვისაც ისე სურს უფალი, როგორც მშიერს - პური. 13. ნეტარია ის, ვისაც ისეთივე გულმოდგინებით სურს მონობა ღვთისა, როგორც ერთგულ მონებს - თავიანთი პატრონისა. 14. ნეტარია იგი, ვინც სათნოებათა მიმართ ისეთივე მოშურნეობას განიცდის, როგორსაც დიდებისმოყვარე კაცი ამქვეყნიური სამეფო პატივის მიმართ. 15. ნეტარია ის, ვინც ლოცვის დროს ისე დგას ღვთის წინაშე, როგორც მეფის წინაშე შიშით დგანან მხედრები. 16. ნეტარია იგი, ვინც ცდილობს, ისე მოიმადლიეროს უფალი, როგორც მეგობრების მომადლიერებას ცდილობენ ხოლმე. 17. ჩვილს იმდენად არ სურს დედასთან ყოფნა, რამდენადაც უფლის სიყვარულის ძეს სურს უფალთან სიახლოვე. 18. როდესაც ადამიანი ვინმეს მიმართ ძლიერ სიყვარულსა და ტრფიალებას განიცდის, მას გამუდმებით მისთვის საყვარელი სახის ნახვა სურს და შინაგანი სიტკბოებითაა მიჯაჭვული მასზე, ძილშიც კი არ უნელდება მისი სურვილი და მით უფრო მაშინ, როდესაც მას ხედავს. ასე ხდება, როგორც ხორციელი, ასევე - სულიერი სიყვარულის დროს. 19. იყო ვინმე სწორედ ამგვარად მოწყლული და იგი გაკვირვებით ამბობდა; მე მძინავს, როგორც ხორციელი ბუნების წესია; ჩემი გული კი მღვიძარეა - სიყვარულის სიმრავლის გამოისობით. 20. თვითონ ნახე, ჰოი ნეტარო, რომ როდესაც ირემი, ეს მხნე და უშიშარი სულის სახე, ბოროტ ქვეწარმავლებს გაანდგურებს, მაშინ „სურინ და მოაკლდებინ“ მას „უფლისა მიმართ“, რადგან დამწველი ცეცხლით - უფლისადმი სიყვარულით იწვის. 21. შიმშილი უცნაური და უჩინარი რამ არის; ხოლო წყურვილი - მწველი, აშკარა და ყველასათვის მისახვედრი; ამიტომ ამბობდა ღვთისმოყვარე: „სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა“. 22. თუკი მეგობრის ხილვა გვახარებს, როგორ არ გაგვახარებს ღვთის პირის ხილვა, რომელიც განწმენდილი გულის საშუალებით შემოდის ჩვენში უხილავად. 23. ღვთის შიში, თუ ის სულის მხურვალებისაგან არის აღძრული, გალევს და მოსპობს მწიკვლოვანებას, რადგანაც ამბობს წინასწარმეტყველი: „შემშჭვალენ შიშსა შენსა ხორცნი ჩემნი“. ხოლო წმიდა სიყვარული თავისი მოქმედებით შეჭამს მათ, როგორც „ქებათა ქებაშია“ ნათქვამი: „შეიწვნეს გულნი ჩვენნი“; სხვებს კი აბრწყინებს და ამხიარულებს და ამიტომ ითქვა: „მისა მიმართ ესვიდა გული ჩემი და შემეწია მე და მხიარულ იქმნეს ხორცნი ჩემნი“; ხოლო როდესაც გული ხარობს, სახეც მხიარულია. 24. როდესაც კაცი ყველანირად ღვთის სიყვარულს შეუერთდება, მაშინ მისი სულის ბრწყინვალებას გარეგნული სახეც გამოაჩენს, რადგანაც სწორედ ასე განდიდდა მოსე ღვთისმეტყველი; ხოლო მას, ვინც ამ ანგელოზებრივ მდგომარეობამდეა მისული, ხშირად საჭმელიც კი ავიწყდება; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ხშირად ბოროტი სურვილებიც კი ავიწყებს კაცს საჭმელს. 25. ვფიქრობ, რომ ვინც ამ უხრწნელ მდგომარეობამდე მივიდა, აღარც მისი ხორცი განიცდის ჩვეულებრივ ტკივილს, რადგან მასში სნეულების მიზეზი მოსპობილია, იმდენად რამდენადაც ბოროტი მხურვალების ალი დაშრიტა მასში; აღარც საკვების მიღება ანიჭებს სიამოვნება; რადგანაც წყალი ხეებს ზრდის, ხოლო ზეციური ცეცხლი - მის სულს. 26. ღვთის შიშის აღორძინება სიყვარულის დასაბამია, ხოლო სრული სიყვარული - ღვთისმეტყველების დასაბამი. 27. ვინც თავისი გონება სრულიად შეაერთა ღმერთთან, მან ღვთის სიტყვათა საიდუმლო შეიმეცნა. 28. სიტყვა ბუნებით მამისა სრულ სიწმიდეს ბადებს; მისი მოსვლა სიკვდილს კლავს; ხოლო როდესაც სიკვდილი მოიკვლება, ღვთისმეტყველების მოწაფე სულით ნათლდება. 29. სიტყვა უფლისა უკუნითი უკუნისამდე არსებობს, ხოლო ვისაც უფალი ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია ჯეროვნად, ის მხოლოდ ხვდება ამას. 30. სიწმიდემ და სიყვარულმა საყვარელი მოწაფე ღვთისმეტყველად აქცია, რომელმაც თავისი სიტყვით დაამოწმა ყოვლადწმიდა სამების დოგმატი. 31. ღვთისმოყვარემ ჯერ ძმა შეიყვარა; რადგანაც ეს მეორე პირველზე მეტყველებს. 32. ვისაც უყვარს მოყვასი, ავს არასოდეს მოისმენს მასზედ და ცეცხლივით გაურბის ამას. 33. ვინც ამბობს, უფალი მიყვარსო, მოყვასი კი სძულს, იმ კაცს ჰგავს, რომელიც სიზმარში მირბის. 34. სიყვარულის ძალა იმედია, რადგანაც სიყვარულის საფასურს მისი საშუალებით მოველით. 35. იმედი უხილავი სიმდიდრით გამდიდრებაა. 36. იმედი არის საუნჯის უეჭველი ფლობა იქამდე, ვიდრე ამ საუნჯეს მივიღებდეთ. 37. იმედი შრომის დროს დასვენებაა, ის არი კარი სიყვარულისა, ის არის სასოწარკვეთილების მომაკვდინებელი და საუკუნო კეთილთა წინდი. 38. იმედის ნაკლუვანება სიყვარულს აქრობს; ჩვენი შრომა იმედთან არის დაკავშირებული, მასზეა დამყარებული ღვაწლი და მას იცავს მოწყალება ღვთისა. 39. იმედით მოღვაწე მონაზონი მოწყინების მკვლელია, რადგანაც მას იმედის მახვილით კლავს. 40. უფლის ძღვნის გემოსხილვა შობს იმედს, ხოლო ვისაც ამის გემო არ უხილავს, შეუძლებელია, რომ არ დაეჭვდეს. 41. იმედი განდევნის მრისხანებას, რადგანაც „სასოებასა არასადა რცხვენის, ხოლო გულისწყრომა საქმე არს სირცხვილისა“. - ამბობს სოლომონი. 42. სიყვარული წინასწარმეტყველების სათავეა. 43. სიყვარული ნიშების მომცემელია. 44. სიყვარული ბრწყინვალების უფსკრულია. 45. სიყვარული ცეცხლის წყაროა და სადაც ის წყარო ამოვა, დასწვავს მწყურვალს. 46. სიყვარული ანგელოზების სიმტკიცეა. 47. სიყვარული მარადიული წინსვლაა. 48. ჰოი მშვენიერო სათნოებათა შორის, გვითხარ და გვაუწყე, სად აძოვებ შენს ცხვრებს, ან სად იმყოფები; განგვანათლე ჩვენ, დაგვარწყულე ჩვენ, დაგვმოძღვრე ჩვენ; რადგანაც ჩვენ შენთან მოსლვა გვწყურია. შენ ყოველივეზე ბატონობ; შენ დააწყლულე სული ჩემი და ჩემს გულს შენი ცეცხლის ალის დათმენა არ ძალუძს; ამგვარად გიგალობ შენ: „შენ უფლებ ძალთა ზედა ზღვისათა და ოხრა ღელვათა მისთა შენ დააწყნარო“ და დაამშვიდო; „შენ დაამდაბლო ვითარცა წყლული“ ამპარტავანი ზრახვები და „ძლიერებითა მკლავითა შენისათა განიბნინენ მტერნი შენნი“, ხოლო შენს მოყვარებს დაუმარცხებლად აქცევ. კიბის თავზე იაკობმა რაგვარად გიხილა შენ?! მინდა ვიცოდე, რანაირი იყო ეს ამაღლება კიბისი საფეხურებზე? რას წარმოადგენს თავად სახე კიბისა და მისი საფეხურები? ან - ეს „აღსლვაი“, რომელიც „გულსა შინა თვისსა დაიდვა“ შენი მშვენიერების ერთმა მოტრფიალემ? ან რამდენია რიცხვი მათი? - მინდა გავიგო. რამდენი დრო ჭირდება ამ ზეაღსვლას? მან, ვინც გიხილა შენ და გებრძოდა შენ - შენმა მოყვარულმა იაკობმა, მხოლოდ ერთი რამ გვაუწყა, რომ ამ კიბეზე წინამძღვარნი ანგელოზები არიან. 49. და ამდროს იმ სათნოებათა მეუფემ ზეციდან ჩემსკენ გადმოიხედა და ჩემი სულის ყურს ჩასჩურჩულა: ჰოი, მოყვარულო ჩემო, ვიდრე მაგ მძიმე და უხეშ ხორცისაგან დაიხსნები, ვერ შეძლებ, შეიცნო სილამაზე ჩემი - თუ რაგვარია ის. დაე იაკობის მიერ ხილულმა კიბემ გასწავლოს, თუ როგორ შეადგინო სათნოებათა კიბის სულიერი საფეხურები, რომლის თავზეც მე ვარ დამყარებული, როგორც ამას ჩემი დიდი მესაიდუმლე იტყვის: „ხოლო აწ ესერა ჰგიეს: სარწმუნეობა სასოება და სიყვარული, სამი ესე; ხოლო უფროის ამათსა სიყვარული არს“ (1კორ. 13,13). შემოკლებული დარიგება, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რის შესახებაც ამ წიგნში ვრცლად იყო ნათქვამი. შევუდგეთ, ძმებო გულმოდგინედ შევუდგეთ ამ კიბის საფეხურებს, გულში ზეაღსვლის სურვილი დავინერგოთ და ვუსმინოთ წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: „აღვიდეთ მთასა უფლისასა და სახლსა ღვთისა ჩუენისასა“ (ეს. 2,3), მასთან ვინც „განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე“ (ფს. 17,33). გევედრებით, მისკენ ვისწრაფოთ, ვინც იტყვის: ისწრაფოდეთ „ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა მამაკაცად სრულად საზომად ასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა“. ქრისტე მოინათლა, როდესაც ხორციელად 30 წლის ასაკში იყო და ამ კიბის ოცდამეათე საფეხურზეა დაბრძანებული, რადგანაც ღმერთი სიყვარულია, რომლის არს გალობა, რომლის არს სიმტკიცე, რომლის არს ძალი, რომელიც ყოველივე მიზეზი კეთილთა არს და იყოს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2014 Report Share Posted April 24, 2014 კატა დიდი ხანი ემზადებოდა, რომ ლონდონში ჩასულიყო და დედოფალი ენახა, ბოლოს მოემზადა და ამ ერთადერთი მიზნით ლონდონში ჩავიდა, მაგრამ ვერაფერი ნახა თაგვის გარდა, რადგან როგორც კი თვალი მოჰკრა, მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა. ყოველ ადამიანსაც, რომელიც ამ ცხოვრებაში მოდის, ერთი უდიდესი მიზანი აქვს - მარადიულობისათვის მომზადება, რათა უფლის წინაშე განწმენდილი წარდგეს და სასუფეველი დაიმკვიდროს - ცხონდეს, მაგრამ ხშირად იგი ნაცვლად იმისა, რომ უფალთან შესახვედრად მოემზადოს, მთავარ მიზანს, რისთვისაც ამ ქვეყნად მოვიდა, ივიწყებს და იმ კატის მსგავსად, თაგვმა რომ ყველაფერი დაავიწყა, მთელი გული და გონება პატარ-პატარა მიწიერი საზრუნავებისკენ აქვს მიპყრობილი. ილია მეორე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2014 Report Share Posted April 24, 2014 ადამიანი და კულტურა დღევანდელი ჩემი საუბარი ქადაგება არ იქნება, მე მინდა უბრალოდ ვისაუბროთ და ისეთ საკითხს შევეხოთ, რომელიც ყოველი ჩვენგანისათვის საინტერესოა, კერძოდ, ადამიანი და კულტურა. რა არის კულტურა, რა კავშირი აქვს ჩვენთან, რომელია მისი სახეები, - აი, ის კითხვები, რომელთა პასუხებზეც მინდა ერთად ვიფიქროთ. ამ პრობლემას ხშირად სვამენ ფილოსოფოსები, მაგრამ მის სხვადასხვაგვარ განმარტებას იძლევიან, არსებობს კულტურა მატერიალური და არსებობს კულტურა სულიერი, რას გულისხმობს ერთი და რას - მეორე? მატერიალურ კულტურას ეკუთვნის ის, რასაც ადამიანის გონება, ინტელექტი ქმნის, მაგალითად ხატებს, ტაძრებსა და სხვა საინტერესო არქიტექტურულ ნაგებობებს მატერიალურ კულტურას უწოდებენ, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სულიერი კულტურა, რომელშიც რწმენა, რელიგია, ენის გამოყენება და დაცვა, ადამიანის სულიერი მდგომარეობა და მისი ზნე-ჩვეულებანი შედის. ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსის განმარტებით, კულტურა ძალის განვითარებაა, მაგრამ არ შეიძლება ძალა კულტურა იყოს. როცა რომელიმე ადამიანს ან ერს ძალა აქვს, ეს კიდევ არ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ან ერი კულტურულია, მოგეხსენებათ, მონღოლებმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრეს, მაგრამ კულტურულად ყველაზე დაბლა იდგნენ. ამიტომაც ვერ შეინარჩუნეს ის, რაც დაიპყრეს. როცა ადამიანის კულტურაზე ვლაპარაკობთ, ძირითადად ამ დროს მისი შინაგანი სამყაროს მდგომარეობა უნდა ვიგულისხმოთ. არ კმარა, რომ ადამიანი განსწავლული იყოს, შეიძლება იგი სულაც უსწავლელი იყოს, მაგრამ კულტურულად განსწავლულზე მაღლა იდგეს, ამ შინაგან კულტურას მას მისი სიწმინდე, და ზნეობრივი სისპეტაკე ანიჭებს. მოიგონეთ თქვენი მშობლები, ბებია-ბაბუები, წინაპრები, შეადარეთ თქვენ თავს და მიხვდებით, რამდენად მაღლა იდგნენ ისინი ჩვენთან შედარებით. ცოდნის მიღება, ყელსახვევის გაკეთება და ფაქიზად ჩაცმა-დახურვა კულტურაზე ნაკლებად მეტყველებს, არც ისაა კულტურის მაჩვენებელი, როცა ადამიანი უცხოებთან ურთიერთობისას, ან სტუმრად ყოფნისას ზრდილობიანად იქცევა. ჭეშმარიტად კულტურული ადამიანი ყველგან კულტურულია და უპირველეს ყოვლისა, თავის სულსა და პიროვნებაში. დღეს თითქმის ყველა ცოდნის მიღებას ცდილობს, მაგრამ თუ ადამიანი ამავე დროს სულიერადაც არ აღიზარდა, შეძენილი ცოდნის წყალობით, საზოგადოებისათვის უფრო მავნებელი აღმოჩნდება ვიდრე უსწავლელი კაცი. როცა ბოროტი ცოდნას იძენს, ბოროტების სამსახურს უკეთ ახერხებს და უბოროტესი ხდება. მთავარია ადამიანი სულიერად იყოს აღზრდილი, დანარჩენი - ცოდნა, ზრდილობა, ქცევის ნორმები, მას თავისთავად მიეცემა, ყოველივე ეს ისეთივე გარეგნული შესამოსელია სულისა, როგორც მატერიალური სამოსელი სხეულისა. ისინი ისევე ვერ შეცვლიან სულს, როგორც ტანსაცმელი - სხეულს. ყოველი ადამიანი კულტურის არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ შემქმნელიც უნდა იყოს. ალბათ შემეკითხებით: ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არც პოეტია, არც მხატვარია და არც მუსიკოსი, როგორ შექმნის კულტურას, მაგრამ რა შექმნა წმიდა ნინომ, მას არც არაფერი დაუწერია და არც არაფერი დაუხატავს, მაგრამ მთელ ქართველ ერს სახე უცვალა, სულითა და ხორცით შეცვალა იგი. რა შექმნა შიო მღვიმელმა იმით, რომ მღვიმეში ჩავიდა! უპირველეს ყოვლისა, თვითონ იცვალა ფერი, სულიერად ამაღლდა და მისი ლოცვით მთელი საქართველო აამაღლა. ე.ი. კულტურის ამაღლებაში უდიდესი ძალა რწმენასა და ლოცვას ჰქონია. ამიტომ, როცა ჩვენში ჭეშმარიტი რწმენა განმტკიცდება და გაძლიერდება, ჩვენი კულტურაც - მატერიალურიცა და სულიერიც ამაღლდება. ღმერთმა ინებოს სრულიად საქართველოს სულიერი ამაღლება! ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი! ილია მეორე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 24, 2014 Report Share Posted April 24, 2014 "ირანში ყოფნისას შევხვდით ფერეიდნელ ქართველებს. არც საქართველოში და არც უცხოეთში არ მინახავს სამშობლოს ისეთი სიყვარული, როგორიც ვნახე მათში. საოცარი გრძნობა აქვთ! როცა პატარები ეკითხებიან უფროსებს: „სად არის ჩვენი სამშობლო?“ ისინი პასუხობენ: „ცისარტყელა რომ გამოჩნდება, მის ქვეშ უნდა გაიარო და იქ არის საქართველო!“ ასეთი მიუწვდომელია მათთვის სამშობლო, მაგრამ მათი გულიდან სრულიად განუყოფელი. " ილია მეორე ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 31, 2014 Report Share Posted May 31, 2014 რას ქადაგებდა მამა გაბრიელი სექსუალურ უმცირესობაზე "თუ მიიღეს უზნეობის წამახალისებელი, ანტიქრისტიანული კანონი, სასჯელი მთელს ერს დაატყდება თავზე. ნუ ეხუმრებით ღირსი მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებებს, ყველა მისი ნათქვამი სიტყვა სახეზეა და ბევრი მოვლენა წინ გველოდება. ის ვინც თავისი დროის წმინდანს პატივს არა სცემს, წარსულის წმინდანები ასეთი ადამიანის ლოცვას არ შეისმენენ. ნახევარი ჯოჯოხეთი მიწაზეა ამოსულიო - ამბობდა მამა გაბრიელი. ადამიანები ვეღარც ამჩნევენ, თუ როგორ ეუფლება მათ გონებასა და სხეულს ბოროტი სული. საკუთარი დედის გინების ცოდვაც ამაზე მეტყველებს. მომრავლდნენ ეშმაკეულნი, რადგან მათმა დედებმა აბორტით მოაკვდინეს მათი და-ძმა და ეშმაკი ცოცხალი შვილების ბაგეებით უტიფრად აგინებს მკვლელ დედებს. უფალო შეგვიწყალენ"... - ეს სიტყვები "მონანიების" მთავარმა გმირმა - დავით გიორგობიანმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა... (მსახიობმა წმინდა გაბრიელი 29 წლის წინ გაიცნო და წლების განმავლობაში მასთან განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდა) ამჯერად მსახიობი მოსკოვში იმყოფება და ქართველ ხალხს და ხელისუფლებას ჩვენი საიტის მეშვეობით მიმართა... - მამა გაბრიელმა უკვე ყველაფერი წინდაწინ თქვა, ჩვენ მხოლოდ გვევალება წავიკითხოთ, ვიცოდეთ, გავითავისოდ და გავაანალიზოთ უდიდესი წმინდა მამის და აღმსარებელის, არქიმანდრიტ გაბრიელ სალოსის ნაანდერძევი სიბრძნე. შევეცდები მისი ნათქვამის პერიფრაზები გავაკეთო და ერმა კი მასზე დაწერილ წიგნებში ამოიკითხოს მისი წინასწარმეტყველებანი. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს სიყვარული გადაარჩენს და არ არის სხვა რამ ძალა ჩვენი მშველელი და გადამრჩენელი, გარდა სიყვარულისა. დღევანდელ ხელისუფლებაში კი არა სჩანან სარწმუნოებრივად ღრმად განსწავლული, ღვთის მოყვარული და აღმსარებელი ადამიანები და ამიტომ მათ მიერ მიღებული კანონები შეიძლება ღვთის საწინააღმდეგოც აღმოჩნდეს, თუნდაც უნებურად. ჩვენი ვალია მათ ავუხსნათ და მოვუწოდოთ, ყურადღება მიაპყრონ ეკლესიის ხმას, თუ თვლიან თავს მის წევრებად.… ქართველმა ერმა მე ვერ გამიგოო - ბრძანა მამა გაბრიელმა და ამიტომ გაიყვანა მისი სული უფალმა ადრე, 66 წლის ასაკში. იქნებ შევეცადოთ, ახლა მაინც გავუგოთ ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე განღმრთობილ წმინდანს...… აი რა დაიბარა მამა გაბრიელმა - რომ გარდავიცვლები, ცოტას გაიგებთ ჩემს შესახებ.…საქართველო სულ დაიშლება. მაგრამ ღმერთმა რომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, რომელიმე ნეკნი აკლდა? ასევე აღსდგება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. როდესაც ყველას ეგონება რომ მორჩა, დაიღუპა და აღარაფერი ეშველება საქართველოს, მაშინ მოვა მისი ხსნა. ასე რომ, ვინც საქართველოს დაშლაში, დაღუპვასა და გახრწნაში მიიღებს მონაწილეობას, ისინი ვერ აღდგებიან ლაზარე-საქართველოსთან ერთად! ვინც ამ ახალ კანონს მიიღებს და ერს დაუკანონებს, ვერასდროს ეღირსება უფლის წყალობას! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 18, 2014 Report Share Posted June 18, 2014 ლოცვა, რომელიც თქვენს შვილებს დაიცავს. ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა! უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა. განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს: "მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული" (იგ.1;8,9). თუ არ "დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ" (იგ.3; 21,26). ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 5, 2014 Report Share Posted August 5, 2014 გაუჩინარება დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენ გარშემოა; როდესაც ამ სიმაღლიდანაც შეხედავ საკუთარ თავს, როგორც მიცვალებულს და ფერფლს; როდესაც მარადიული ცხოვრებით უკვდავებას შეუერთდები; მაშინ შენ წინაშე მთელი სისრულით გაცხადდება სიკვდილის უმწეობა და ამაოება; დაინახავ თვითონ სიკვდილს წარსულში: წარსულში, აწმყოსა და მომავლის გარეშე. მაშინ სიკვდილი, რომელიც უცილობლად განგაშორებს შენს სხეულთან, შენთვის აღარ იქნება იმ ნიავზე საშიში, რომელსაც შენი ქუდი გაუტაცია; რამეთუ მაშინ შეიცნობ, რომ შენს სულს სხეულის გარეშე სიცოცხლე შეუძლია ისევე, როგორც შენს თავს ქუდის გარეშე. უმეცრება ძნელი არაა, ასწავლო ცხოველს, ძნელი არაა, ასწავლო უბრალო ადამიანს, მაგრამ რა ძნელია, ასწავლო უვიცს, რომელიც უკვე მასწავლებელი გახდა! პატივმოყვარეობა რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უმწეობა და ნაკლოვანება. ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა თავის საბრძოლო გამარჯვებებს და საკუთარ გმირობებს, მისწარმოდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალის გამოვლინების ყველა შემთხვევა. მზერა „თვალები სულების შეხვედრის წერტილია,“ – თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი. როდესაც ბრმას ვუყურებთ თვალებში საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება ანდა უფანჯრებო სახლი. მზერა საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება ადამიანს საკუთარ თავზე მიაჯაჭვავს. მგრძნობიარე ადამიანი ბუნებას ხილული სახით აღიქვამს, ისინი ანცვიფრებენ და აღაფრთოვანებენ მას. სულიერი ადამიანი თავისი სულის ცეცხლით ყველა სახეს რაღაც პირველქმნილ ელემენტს აძლევს, თვითონვე აღფრთოვანებულია ამ ერთადერთი ელემენტით, მაგრამ ეს მხოლოდ სულიერების დასწყისია. ჰორიზონტი რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე. რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმოდგენა საკუთარ თავზე. თუკი ჭის ქედმაღალი გომბეშო ოკეანის ნაპირას აღმოჩნდებოდა, იგი თავისი ქედმაღლობისაგან განიკურნებოდა. ანალიზი ანალიზი სიყვარულს კლავს, მეცნიერება აგრილებს. ამიტომ საუბრობენ არა ცოდნის სილამაზის, არამედ მისი სარგებლიანობის შესახებ. მოსიყვარულე არასოდეს კითხულობს შეყვარებულის ასაკს, წარმომავლობასა და მატერიალურ კეთილდღეობას. ზეშთაგონებული სული, ანუ ღვთაებრივი სიყვარულით ანთებული არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმება ღვთის „ანალიზზე.“ სიყვარული განდევნის განსჯას, როგორც უსარგებლო მსტოვარს. სამაგიეროდ, აერთიანებს სამ სხივს – გონებას, გულსა და სულს და მათ ერთ სანთლად აღანთებს. გული და ბიბლია ფერფლისგანაა შენი გული, ფერფლისგანაა ის ქაღალდიც, რომელზეც ბიბლიაა დაწერილი. მაგრამ ცხოველმყოფელი სულიწმიდა წერდა ამ ფერფლზე. ამიტომაც, ერთი ეპისტოლე მიემართება მეორეს, პირველი განმარტავს მეორეს, მეორე კი – პირველს. როდესაც სამყარო თავისი ვნებებით ერთს დაწვავს, მაშინ მეორეც ხანძრის საშიშროების წინაშე დგება. ჰქმენ და დაივიწყე ნუ ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაიშლება; თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაშიჩაიწერება; ნუ ჩაიწერ მოყვასის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, მათგან ნახევარი შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაივიწყებს შენს შეცოდებებს. სულის გამოძახილი მთელი სამყარო უზარმაზარ ფორტეპიანოს წააგავს, მისი კლავიშები ღვთის შექმნილია; რომელ მათგანსაც არ უნდა შეეხო, საკუთარი სულის გამოძახილს მოისმენ. ბუნების სიმშვენიერე სამყაროს მთელი მშვენიერება უზენაესი საიდუმლოებიდან ამოდის. ამის გარეშე ბუნება წამითაც ვერ შეინარჩუნებდა იმ მშვიდ, უბიწო მშვენიერებას, რომელსაც იგი ასხივებს. ქმნილი ბუნება ღრუბელია, რომელიც ფარავს ღვთაებრივი ცეცხლის დამაბრმავებელ ბრწყინვალებას. ამ ღრუბლის გამჭვირვალეობა ანდა შეუღწევადობა ჩვენს სულიერ ხედვაზეა დამოკიდებული; ნატიფი და მაღალი სულისათვის იგი დახვეწილი და გამჭვირვალეა, უხეშისათვის კი – ბნელი და შეუღწევადი. ნუ ენდობი ბედნიერებას თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას. თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას. როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება. და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს. უმწეობა ზოგჯერ ადამიანი თავისუძლურებას ფარავს მათგან, ვისაც იგი უყვარს, რათა მათ არ ითაკილონ. ფარავს მათგანაც, ვინც მას აქებს, რათა მათ არ აძაგონ იგი. იგი ორგზის ცდება: ჯერ ერთი, არ ესმის, რომ, თუკი თვითონ გაამხელს საკუთარ სისუსტეებს, მათ ნაკლებად არ ეყვარებათ დანაკლებად არ შეაქებენ. როდესაც სხვა ადამიანები მის სისუსტეებს აღმოაჩენენ, მაშინ აუცილებლად ითაკილებენ და აძაგებენ მას. მეორეც, მას ავიწყდება, რომ არსებობს თვალი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს. ამიტომ უკეთესია, ნაკლოვანებები მანამდე გავამხილოთ, სანამ ისინი ჩვენზე სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ და სხვებისთვისაც შესამჩნევნი ხდებიან. რამეთუ ახალგაზრდობაში ძაგების გადატანა უფროა დვილია, ვიდრე სიბერეში. სამოთხე და ჯოჯოხეთი შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს? – შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ჯოჯოხეთმა ადამიანთა მოდგმას; რამდენი ბოროტმოქმედი მოიყვანა სინანულში; რამდენი ცოდვილი აქცია წმიდანად; რამდენ ცოდვას არ მისცა აღსრულების საშუალება! შეუძლია თუ არა აღასრულოს სიკეთე მან, ვინც არ არსებობს? შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ადამიანთა მოდგმას სასუფეველმა; რამდენი კეთილი საქმის სულისჩამდგმელია იგი; რამდენი მწუხარება აქცია სიკეთედ; რამდენი ცრემლი ამოაშრო; რამდენ სულში გააღვიძა ღვთაებრივი წყურვილი! შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს? პილატეს სიმართლე რომელ სიმართლეზე ლაპარაკობ? განა ღმერთი ყოველდღე ასჯერ მეტს არ გვაძლევს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მას დავუბრუნოთ? მიუხედავად ამისა, იგი ჩვენს უმადურობაზე არ ჩივის. რომელ სჯულზე ლაპარაკობ? შეგიძლია კი შეასრულო ის უმცირესი მოვალეობა, რომელსაც შენგან სჯული მოითხოვს? შეგიძლია, თავი მოქალაქედ ჩათვალო და არა გმირად ანდა წმიდანად? ისინი, ვინც ქრისტეს მსჯავრს სდებდნენ, სამოქალაქო კანონის დარღვევაზე როდი აგებენ პასუხს; ისინი მაცხოვრის ჯვარცმისათვის განისჯებიან. როდესაც ადამიანი ყველა კანონს აღასრულებს, მაშინ შეუძლია მან თქვას: აი, ცხოველის დონეს მივაღწიე, რამეთ უცხოველი ცხოვრობს კანონთა ზედმიწევნით აღსრულებით. მას, ვინც ჯერ კიდევ არ გაზრდილა ცხოველამდე, შეუძლია მიაღწიოს ღმერთამდე? განსხვავებული ადამიანები ჰკითხე ხორციელ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუსებს; „მე მე ვარ,“ და მხედველობაში ექნება საკუთარი სხეული. ჰკითხე სულიერ (მშვინვიერ) ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს; „ჩემში ორი ანტიპოდია და მე ერთი მათგანიდან მეორესთან დავრბივარ,“ – ამბობს თავისი ინსტიქტური და შეგნებული ბუნების შესახებ. ჰკითხე სულიერ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს: „არის ვიღაც ჩემს სულში, მე ხელს ვიწვდი, რათა შევეხო მას, მაგრამ მესმის, რომ ამისათვის ჩემი ხელები ზეცაზე ფართო უნდა იყოს.“ ჰკითხე იმ ზეციერს, ვინ ვარ მე? წყევლა და ქება შეეცადე, გაუკეთო ადამიანებს ის, რისთვისაც ჯერ გაგლანძღავენ, შემდეგ კი შეგაქებენ; და ნურასოდეს გააკეთებ რაიმეს იმისათვის, რათა შეგაქონ, ბოლოს კი გაგლანძღონ. ბავშვი გაიხარებს და შეგაქებს, თუ ციგაზე მჯდომს მთაზე ხელსჰკრავ, მაგრამ როდესაც დაიმტვრევა, შენი, როგორც თავისი უბედურების მიზეზის, წყევლას დაიწყებს. ცოდვილნი ქებით აგავსებენ, როცა მათ ცოდვებს გაამართლებ, მაგრამ, უმჯობესია, არ მიეკარო მათ სასიკვდილო სარეცელს… ცხოვრება და პოეზია სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან. შენ შეგიძლია, გააანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს. პოეზიის კრიტიკოსები იბადებიან და კვდებიან, სიმღერები კი სიცოცხლეს განაგრძობენ. კრიტიკა კვდება, სიმღერა ცოცხლობს. მხოლოდ პოეზიას შეუძლია პროზის გაცოცხლება. პოეზია ცხოვრების ხიდან ამოიზარდა, პროზა კი – შემეცნების. ყველამ ვიცით, ტყუილს ხანმოკლე დრო აქვს, სიმართლე კი მარადიულია. ამიტომაც, პოეზია პროზაზე მეტხანს ცოცხლობს: იმიტომ ხომ არა, რომ იგი სიმართლესთან უფრო ახლოსაა? თუკი შენს სიცოცხლეს სიმღერად აქცევ, მაშინ შენც უფრო ახლოს იქნები სიმართლესთან, სიცოცხლესთან. სად მარხავ მოკლულს? მნიშვნელობა არა აქვს, ავადმყოფობით მოკვდები თუ ადამიანის ხელით. მაგრამ, ადამიანისაგან განსხვავებით, ავადმყოფობა სიკვდილზე პასუხს არ აგებს. როგორი შესამეცნებელია ფუტკრის მაგალითი: კბენისათვის იგი საკუთარი სიცოცხლით აგებს პასუხს. ყველა შენ მიერ მოკლულს ორიგანსასვენებელი აქვს: ერთი მეორე სამყაროა, მეორე კი – შენი სინდისი. სადაც არ უნდა დამარხო მიცვალებული, შუაღამისას იგი შენს სინდისში გაიღვიძებს და ისეთ შეკითხვებს დაგისვამს, რომლებზეც შენს ოფლში გაღვრილ სინდისს გათენებამდე მოუწევს პასუხის გაცემა. უღვთობა უჰაერობაა როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან, რამეთუ შენ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები. ღმერთი შენი სულის ჰაერია. ამ ჰაერის გარეშე შენი სული მიწაზე დაეცემა და მტვერში იხოხებს, როგორც გველი. უბედურება უბედურება, რომლის დათმენასაც ღმერთი ჩვენზე უშვებს, ბედნიერებაზე უკეთესია, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისათვის ვაშენებთ. თავის ერთგულებზე ღმერთი ყოველთვის დროულად უშვებს განსაცდელს. ეს მეგობრის ხმაა, რომელიც შუაღამისას გვაღვიძებს მძინარს: ხანძარია! გონიერი ტოვებს ცეცხლწაკიდებულ სახლს და გარბის, რათა საკუთარი სიცოცხლე იხსნას. უგუნური კი ზის და კვნესის ცეცხლის კვამლში, სანამ აალებულ სახლთან ერთად არ დაიღუპება. ხორციელი ადამიანები ხორციელი ადამიანები ადვილად ეგუებიან ამ წუთისოფელს. სულიერნი მასში თავს ყოველთვის უცხოდ და გადამთიელად გრძნობენ. ხორციელნი ეძებენ და ამბობენ, რომ საკუთარი წარმოშობის წყაროს თავიანთსავე ეზოს ნაგვის გროვაში პოულობენ; ამიტომ საკუთარ თავს მას ადარებენ და საკუთარი ადამიანური გამომეტყველების გამო ამპარტავნებაში ვარდებიან. სულიერნი საკუთარ პირველწყაროს უფრო მაღლა ეძებენ, ციურ მნათობთა ზემოთ, მიუწვდომელ გონებასა და სიწმიდესთან, ამიტომ თავმდაბლად არიან და გლოვობენ, რადგან ხედავენ, რა ძლიერ დაშორდნენ ღვთის ხატებას. სულიერნი თავს არ იმტვრევენ კითხვაზე: ვინ შემქმნა მე? რამეთუ მათ ესმით, რომ მთელ სამყაროში ვერავის უწოდებ ყოველივეს შემოქმედს, ერთადერთი ღმერთის გარდა. ხორციელი ადამიანები იტანჯებიან ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად, პასუხს საკუთარი სახლის ეზოში ნაგვის გროვაში პოულობენ, ოღონდაც კი არავისი ეშინოდეთ და არავისი რცხვენოდეთ. განშორება მტრების განშორება ორმხრივ სიძულვილს აძლიერებს. მეგობრების განშორება ორმხრივ მიჯაჭვულობას განამტკიცებს. დედა–შვილის განშორება მათ სიყვარულს განაცხოველებს. ჩვენი განშორება ღმერთთან აძლიერებს ღვთის სიყვარულს ჩვენდამი. როდესაც ჩვენ ამას ვგრძნობთ, გახურებულ რკინასავით გვწვავს სირცხვილი და მივისწრაფით, უფრო სწრაფად დავბრუნდეთ მასთან, ვიდრე განვეშორეთ; და უდიდესი სიყვარულით ვბრუნდებით. ადამიანთა სულების უმრავლესობის ისტორია – ეს არის ღვთისაგან დროებითი გაქცევისა და მასთან სწრაფი დაბრუნების მონაცვლეობა. ო, ოღონდაც ჩვენი მიწაზე ყოფნის ბოლო დღეებში ღმერთთან განშორებულნი არ აღმოვჩნდეთ, არამედ, რაც შეიძლება, მეტად ახლოს ვიყოთ მასთან! ჭეშმარიტი სიცოცხლე რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც სიმართლეა: ჩვენ ამქვეყნად იმისათვის მოვდივართ, რათა მისგან თავი ვიხსნათ ისევე, როგორც ადამიანები ომში იმიტომ კი არ მიდიან, რომ ამით თავი შეიქციონ, არამედ თავი იხსნან მისგან! დიდი სიკეთისათვის მიდიან ადამიანები საომრად; მიწიერ სიცოცხლეზე მეტი მადლისათვის, მარადიული და უკეთესი ცხოვრებისათვის ვიბადებით ამ ქვეყნად. ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთ ცხოვრებას ყოველთვის სამხედრო სამსახურად თვლიდნენ. როგორც ჯარისკაცები ითვლიან თავიანთი სამსახურის თითოეულ დღეს და სიხარულით ფიქრობენ შინ დაბრუნებაზე, ასევე ქრისტიანებს გამუდმებით ახსოვთ თავიანთი სიცოცხლის დასასრული და ზეციურ სამშობლოში დაბრუნება. სხვადასხვაგვარი მადლი როდესაც ადამიანის ყოფა ღვთით არაა აღვსებული, არც სიცოცხლითაა სავსე: იგი უნაყოფო და უსიცოცხლო უდაბნოს მსგავსია. ყოველი არსება სიცარიელე და ვაკუუმია, თუ იგი ღვთით არაა აღსავსე. ყოველი სული მკვდარია, თუ ღვთით არაა ავსებული. ადამიანები იმდენად არიან ცოცხალნი, რამდენადაც მათში ღმერთი სახლობს, რამეთუ მხოლოდ ღმერთია სიცოცხლე. ამიტომ, ილუზიაა ის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ცოცხლად ჩათვალო. არიან ცოცხალნი და უსიცოცხლონი, რაც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მკვიდრობს მათში უფალი, სიცოცხლე, რომელსაც ისინი საკუთარ თავში ატარებენ. შიშით გეუბნები: არსებობენ უსიცოცხლო ადამიანები, ისინი თითქოს არ არსებობენ. მაგრამ ისინი ცოცხალთაგან ისევე განსხვავდებიან, როგორც სიზმრისეული საგნები ცხადისაგან. თუმცა გამოუცდელთ ისინი ასეთივე ცოცხლები ჰგონიათ! ისინი ხომ არსებობენ! განა არა? – იკითხავ შენ. დიახ, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კვამლი კიდევ დიდხანს ასდის ნაცარს. სიცოცხლე შემოქმედისაგან გვეძლევა წარმოიდგინე, რომ ზეთით სავსექოთნებმა ერთმანეთს დაუწყონ ბრძოლა იმის თაობაზე, რომელი იქნეს მათგან შენახული და რომელი – დამტვრეული. რას იზამს მექოთნე? იგიგადმოასხამსმათგანზეთს, რომელიცქოთნებზეუფროძვირფასია, ცოტა ხნით დააკვირდება ქოთნების თავშესაქცევ ბრძოლას, ბოლოს კი დაამტვრევს მათ და ახლებს გააკეთებს. მათ, ვინც არ ფიქრობს ღმერთზე, როგორც სიცოცხლის წყაროზე, უფალი ართმევს მის მიერვე ბოძებულ სიცოცხლესა და სულს და ცარიელ ქოთნებს ტოვებს. ტანჯვის საზომი მებაღე ტოტებს ჭრის, რათა ხე სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი მოიტანოს. თუ იგი გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება. გწამდეს, რომ შენი ტანჯვა არასოდეს გადასცდება საზღვრებს. ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი მზრუნველობითა და გულმოწყალებით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე. მოუსმინე, როგორ მსჯელობს ღირსი ნილოს სორელი; „თუ მექოთნემ თიხის ცეცხლში გაჩერების ზომა იცის, რათა იგი არ გასკდეს, ნუთუ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვის საზღვრები?“ გჯეროდეს, ღმერთს ადამიანზე მეტი განსჯის უნარი აქვს. საკუთარი თავის ფლობა ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გულს ვერ ფლობენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ თავიანთი ენის ფლობა. ადამიანები, რომლებიც საკუთარ გულში მშვიდობას ვერ ინარჩუნებენ, ვერ შეინარჩუნებენ მას სახელმწიფოში. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერ დაინახავენ. ადამიანებს, რომლებიც სხვის ტკივილს ვერ გაიზიარებენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ შეიგრძონ სხვისი ბედნიერების სიხარული. დისტანცია ყველგან დისტანცია დაიცავი, სული კი ღმერთს მიუახლოვე. თუ ცეცხლში წყალს ჩაასხამ, არც ცეცხლი გექნება და არც წყალი. თუ სხვისას მოისურვებ და შენსას შეიძულებ, ერთსაც დაკარგავ და მეორესაც. თუ ხშირად სვამ სხვისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, საკუთარს დაკარგავ. თუ გამუდმებით ითვლის ხვის ფულს, სულ უფრო ნაკლები გექნება საკუთარი. თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარ სგანამრავლებ. თუ მელიის მადევარი მას დაეწევი, მამალს დაიბრუნებ; თუ დათვის მადევარი მას დაეწევი, ვერც მამალს დაიბრუნებ და თავსაც დაიღუპავ. სათნოების დამაბრკოლებელი ბევრს ეჩვენება, რომ სხვა ადგილას რომ იყვნენ, უკეთესები იქნებოდნენ. მდიდრებს ეჩვენებათ, რომ სათნოებას ხელს უშლის სიმდიდრე, ღარიბს – სიღარიბე, მეცნიერს – სიბრძნე, უმეცარს – უცოდინრობა, ავადმყოფს – ავადმყოფობა, მოხუცს – მოხუცებულობა და ახალგაზრდას – ახალგაზრდობა. ეს მხოლოდ თავის მოტყუება და საკუთარი სულიერი დამარცხების აღიარებაა. წარმოიდგინეთ, რომ ცუდი მეომარი თავს იმართლებდეს: ამ ადგილას მე დავმარცხდები, სხვაგან გამიშვით და მამაცი ვიქნები! ნამდვილი მეომარი ყოველთვის ვაჟკაცურია, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს იგი თუ ომში დაეცემა. წმიდა მეფე ლაზარეს ბრძოლის ველი რომ დაეტოვებინა, დამარცხებულად ჩაითვლებოდა; მაგრამ ცოცხლად დარჩენილი ბოლომდე მტკიცედ იდგა და გაიმარჯვა. ადამმა სამოთხეში რწმენა დაკარგა, იობმა წყლულებაში განიმტკიცა რწმენა. ილია წინასწარმეტყველს არც ერთხელ არ უთქვამს: შიმშილი ღვთის მორჩილებაში ხელს მიშლის! მეფე დავითი არ ამბობდა, სამეფო გვირგვინი ჩემს მორჩილებას ხელს უშლისო. სიბრძნე როდესაც ადამიანები ხარბად წარსტაცებენ ბუნებას ოქროს, ის მათ ოქროს ნაცვლად შხამს აძლევს. როდესაც ადამიანები ხარბად გამოსწოვენ ბუნებას ცოდნას, იგი მათ ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად ფერად ჩხრიალებს აძლევს. როდესაც ადამიანები მოკრძალებით, ღვთისა და შემოქმედის სახელით ითხოვენ მათთვის აუცილებელს, ბუნება აძლევს მათ ყველაფერს, რაც ესაჭიროებათ. გონიერი დედა აძლევს ბავშვს ყველაფერს სასარგებლოს, რასაც იგი სთხოვს; თუ იგი მოითხოვს რაიმეს დაჟინებითა და ახირებით, უბრალოდ ცნობის მოყვარეობის გამო, დედა მას მოთხოვნის სანაცვლოდ უსარგებლო სამშვენისებს აძლევს. ასევე იქცევა ღვთის სიბრძნეც ადამიანთა მიმართ. ისტორიის არსი ისტორიის მთავარი არსი ადამიანების ღმერთთან დამოკიდებულების განსაზღვრაა. ყველა დანარჩენი მხოლოდ მთავარის ეპიზოდი და ფრაგმენტია. ისტორიული პერიოდები თითქოს ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის მოქცევასა და მიქცევას გამოხატავენ. მოქცევის დროს დიდი მხატვრები ღვთაებრივ შთაგონებას ღმერთში პოულობდნენ, მიქცევის დროს კი – ბუნებაში. ამას შეიძლება ეწოდოს „ხელოვნება პირველი ხელიდან“ და „ხელოვნება მეორე ხელიდან“, შესაბამისი მითითებით პირველსა და მეორეზე. პირველი უფრო მამაცური და დრამატულია, მეორე კი – ქალური და ლირიული. ისევე, როგორც მამის არყოფნის დროს სტუმრებს დედა ღებულობს და ართობს მათ იმის მოთხრობით, რაც მამისაგან შეიტყო. თითოეული მიქცევა, ანუ ღვთაებრივით აღფრთოვანების ბუნების აღფრთოვანებით შეცვლა, თან გაიყოლებს ბავშვობაში დაბრუნებასაც. მოქცევა სულიერი სიჯანსაღეა, მიქცევა კი – სულიერი სენი. ბუნებრივია, რომ ზრდასრული ადამიანი ბუნების მომხიბვლელობით აღვსილი, მიისწრაფვის ამაღლებულისაკენ, ბუნებაზე აღმატებულისაკენ, ზეციური სასუფევლისაკენ. გავიხსენოთ 12 წლის იესოს შემთხვევა: როდესაც დედამ იგი ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვნა, მაცხოვარმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ჰკითხა: „რატომ მეძებდით? განა არ იცით, რომ ჩემი მამის სახლში უნდა ვიყო?“ აღსარება აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს საკუთარი ჩრდილის დანახვაში დაეხმაროს. აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელსაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს. აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს. აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაანახვოს საკუთარი სულის არარაობა და ბოროტება, რომელსაც იგი ოსტატურად ფარავს კეთილსურნელებით. აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოიდგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარსდგება. არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთვლობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულებანი ჩვენოს მას. ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ მიდის, სიამაყეს საავადმყოფოს კარებში ტოვებს; ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კარებშიტოვებს. ბედნიერია ის, ვინც უკანდაბრუნებისას მას დაივიწყებს. ღმერთმა ინებოს, რომ იგი ტაძრიდან გამოსვლის დროს სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს. ცოდვის შიში რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით მეტად ეშინია ცოდვის; ისევე, როგორც უფსკრულის პირას გამოფხიზლებულ მთვარეულს მის წინაშე საშინელი შიში იპყრობს. მართლაც, ცოდვილები მორალური მთვარეულები არიან. ვაი მთვარეულს, რომელიც მეტისმეტად გვიან გამოფხიზლდება, როდესაც ფეხები უკვე უსხლტება ღრმა უფსკრულის პირას; რამეთუ გამოფხიზლება მხოლოდ დაამოწმებს მის ვარდნას უფსკრულში. კალენდრის დასაწყისი ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით. უნდა იშრომო, რათა ერთხელაც შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება. ბოროტებისაგან განწმედა ყოველნაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო. რამეთუ თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ მხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს. ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე კეთილშობილი იყოს, რამეთუ იგი ათბობს ბოროტთაც და კეთილთაც; რატომ შენ არ შეგიძლია სიკეთით გაათბო კეთილნიც და ბოროტნიც? ნუ დაუშვებ, რომ წყალი შენზე სასარგებლო იყოს, თუკი იგი არწყულებს წმიდათაც და არაწმიდათაც, რატომ არ გიხარია, როდესაც დახმარებისათვის მოგმართავენ ასეთნიც და ისეთნიც? განა წყალი მხოლოდ ხარს მისცემს წყალს და სახედარს – არა? ნუ დაუშვებ, რომ მიწა შენზე მომთმენი იყოს, როდესაც გლეხი მას ხნავს ანდა გზას ასწორებს. იყავი მასავით მომთმენი, რამეთუ შენთვის უდიდესი ჯილდოა გამზადებული. ნუ დაუშვებ, რომ ცა შენს სულზე მეტად ბრწყინავდეს; რამეთუ შენში არის ის, ვინც ეს ცა შექმნა და ვისაც მისი მოსპობა ძალუძს. ასე რომ, მეგობარო, შენ ძე ხარ, ცა კი – ქმნილება! ლოცვა ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ბრძოლა სიკვდილთან და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიცოცხლის დამტკიცებაა. როგორია ჭეშმარიტი ლოცვა? ის, რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერს გაგხდის, რომელიც სიკვდილის შიშსა და საშინელებაზე გაიმარჯვებს. თუკი ლოცვის შემდგომ საკუთარ თავში ჩაიხედავ და კვლავ წინანდელ სიკვდილის შიშს დაინახავ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი არ იყო. და თუ ლოცვის შემდეგ საკუთარ სულში სიკვდილის მიმართ გულგრილობას შეამჩნევ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი იყო. როდესაც ლოცვის შემდგომ იგრძნობ სურვილს, რაც შეიძლება, სწრაფად შეუერთდე ჭეშმარიტ ცხოვრებას, იცოდე: შენი ლოცვა ძლევამოსილი იყო. მაცხოვარმა ჯერ კიდევ ჯვარცმამდე დაამარცხა სიკვდილი, როდესაც გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა. გეთსიმანიის ლოცვა სინამდვილეში ერთადერთი სახეა სრულყოფილი ლოცვისა, რომელიც ოდესმე აღსრულებულა ადამიანთა მოდგმაში. წმინდა ნიკოლოზ სერბი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 29, 2014 Report Share Posted October 29, 2014 ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი (VI) 29 ოქტომბერი ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს. ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთისოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა. ერთხელ ღირს იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა. საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ. ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ. ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა. ერთ ღამეს წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა ისინი, უამბო, რაც იხილა და უთხრა: „სარგებლისათვის ამის ქუეყანისა წარმოგუავლინნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრიტემან, რამეთუ ახალ ნერგ არიან კაცნი ესე ამის სოფლისანი, ამისათჳსცა ჯერ არს, რაჲთა წარხჳდეთ კაცად- კაცადი და განამტკიცებდეთ ძმათა, რომელთა აღუარებიეს ქრისტე, უფალი ჩუენი“. მოწაფეების გასტუმრების შემდეგ წმიდა იოანე ზედაზენზე დარჩა, დატოვა თავისთან ილია დიაკონი (ხს. 4 იანვარს) და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება წმიდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოცენდა. წმიდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმიდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის აწყენდნენ. ღირსი იოანეს ლოცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული ადამიანი განიკურნა. წმიდა იოანე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხანაც თვითონ მიაკითხავდა ხოლმე და ამოწმებდა, თუ სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი. ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა. მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით მოძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით აღმოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანდერძისამებრ დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა. X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908-923) დროს, მღვიმის სამხრეთით წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი არის ტაძრის სამკვეთლოსთან. წმიდა მღვდელმოწამე აბიბოსი მეფე ფარსმან VI-ის და ევლავიოს კათოლიკოსის თხოვნით ნეკრესის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. იმ დროს აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელი მოგვები თავისუფლად ავრცელებდნენ თავიანთ ცრუსწავლებას და მძლევრობით მრავალს გარდადრეკდნენ ჭეშმარიტებისაგან. ერთხელ ცეცლხთაყვანისმცემელთა მზაკვრობის სამხილებლად წმიდა მღვდელმთავარმა აბიბოსმა წყალი დაასხა სამსხვერპლოზე დანთებულ ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა სპარსელებმა წმიდა აბიბოსი შეიპყრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ქვებით ჩაქოლეს. მარზპანის ბრძანებით წმიდანის გვამი ღია ცის ქვეშ დააგდეს მხეცთა საჯიჯგნად, მაგრამ წმიდა მოწამის გვამს არ შეხებია არც მხეცი და არც ფრინველი. ღამით რეხში მცხოვრების ქრისტიანები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმთავრის ცხედარი სამთვისის მონასტერში. მოგვიანებით ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზმა წმიდა აბიბოსის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენა და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაფლა. წმიდა ანტონ მარტყოფელი მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომელიც ედესიდან ჩამოასვენა. განმარტოების მოყვარულმა წმიდა მამამ მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. წმიდა ანტონმა თანამოსაგრეებისთვის მონასტერი ააშენა, ხოლო თვითონ ჯერ ალაზნის გაღმა წავიდა, შემდგომ კი აკრიანის მთას შეაფარა თავი. მარტომყოფელ ბერს, რომელიც ბალახებითა და ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გაუგზავნა. წმიდა ანტონმა მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. ღირს მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. გარდაცვალების დროს მამა ანტონი მაცხოვრის ხატის წინ იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ღირსი ანტონის გვამი მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს, ღვთისმშობლის ხატის წინ. წმიდა დავით გარეჯელი საქართველოს ახალ დედაქალაქში, თბილისში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა და ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მოგვებმა ფეხმძიმე როსკიპი დედაკაცი მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. წმიდანმა კვერთხი შეახო დედაკაცის მუცელს და წარმოთქვა: „შენ, ჩვილო, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, ვარ თუ არა მე მამა შენი“. ჩვილმა დედის მუცლიდან უპასუხა წმიდანს და სხვაზე მიანიშნა. განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი ქვებით ჩაქოლა. შეძრწუნებულმა დავითმა, რომელმაც გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა, მდინარე მტკვარზე გაფინა მოსასხამი, თავის მოწაფესთან, წმიდა ლუკიანესთან ერთად ზედ შედგა და, მიუხედავად თბილისელების მხურვალე ვედრებისა, ქალაქი დატოვა. მამა დავითი და ლუკიანე გარეჯის უდაბნოში დასახლდნენ. მოსაგრეებს უფალმა სასწაულებრივ საზრდელი გაუჩინა. მათთან ყოველდღე, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, ირმები მიდიოდნენ, ლუკიანე წველიდა, მამა დავითი რძეს ჯვარს გადასახავდა და იგი ყველად იქცეოდა. გარეჯელ მამათა სასწაულები მთელმა ქვეყანამ გაიგო და მალე იქ „დაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა შემატკბობელნი“. ნინოწმიდიდან ღირს დავითთან მივიდა სათნოებით შემკული ბერი დოდო (ხს. ამაღლების შემდგომ ოთხშაბათს), რომელმაც მოძღვრის ბრძანებით კლდის რქაზე ააშენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი დავითი იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. ბერმა თავისი უღირსების გამო წმიდა ქალაქში შესვლა არ ინება, კარიბჭესთან დიდხანს და მხურვალედ ილოცა, შემდეგ იმ ადგილიდან აიღო სამი ქვა და სიწმიდეებად წამოიღო საქართველოში. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს, ელიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ საქართველოდან მოსულ მამა დავითს თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი მიჰქონდა. პატრიარქის გაგზავნილმა კაცებმა ორი ქვა გამოართვეს მამა დავითს, მესამე კი წმიდა ბერმა საქართველოში ჩამოიტანა. ხანგრძლივი და ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი იქვე, გარეჯის სავანეში დაკრძალეს. წმიდა ისე წილკნელი მამა იოანეს რჩევით ევლავიოს კათოლიკოსმა წილკნის ეპისკოპოსად აკურთხა. ღირსმა მამამ „ფრიადი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა, მოძღურება და ქადაგება განფინა სამწყსოსა თვისსა“. ერთხელ ღირსმა იოანემ გადაწყვიტა, სათნოებაში და სულიერებაში გამოეცადა თავისი მოწაფეები. წმიდა ისე მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა, ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი შეახო და თქვა: „სახელითა უფლისათა გიბრძანებ, ჩემ მიერ კსინვით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეცა ვიდოდე“. მდინარეს წყლის ნაკადი გამოეყო და ღირსი ისეს კვერთხს შეუდგა. ღირსმა მამამ წილკნის საყდრამდე მოიყვანა წყალი. ამ სასწაულმა მრავალი ხალხი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა ისემ უფლისაგან წინასწარ შეიტყო ხორცთაგან განსვლის დღე, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მამა იქვე, წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს. წმიდა იოსებ ალავერდელი განუშორებლად ატარებდა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან გაკეთებულ ჯვარს. წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით იგი კახეთის სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა, ბოლოს ალავერდის უდაბნო აირჩია და იქ დაიწყო მოღვაწეობა. ერთხელ სრულიად მარტო მყოფი ბერი შეხვდა მონადირე დიდებულს, რომელსაც ღვთის სიტყვა უქადაგა. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულმა დიდებულმა საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ხალხმა გაიგო მოღვაწე ბერის ამბავი და იწყო სიარული, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. ბევრი იქვე დარჩა. დროთა განმავლობაში მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით მოუძლურებულმა აბბა იოსებმა მოწაფეებს წინამძღვარი დაუდგინა და ღვთივ მიისვენა. იგი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. აბბა იოსების საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება. წმიდა შიო მღვიმელი სარკინეთის კლდეთა შორის მდებარე მღვიმეში მოღვაწეობდა. უდაბურ ადგილას მოღვაწე ბერი თვით ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა. ეს ნახა სარკინეთის მთაზე სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს), მოინახულა საკვირველი ბერი და დაემოწაფა მას. მალე იქაურობა მეუდაბნოე მამებმა აავსო. წმიდა შიომ სარკინეთში სავანე დააარსა და ორი ათას ბერს მოუყარა თავი. წმიდა შიომ აღთქმა დადო, რომ დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში გაატარებდა. მღვიმე თავისსავე მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა მღვიმეში. წმიდა ისიდორე სამთავნელი მოძღვრის კურთხევით დიდხანს ქადაგებდა ქართლში. შემდეგ რეხულას აღმოსავლეთით დააარსა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის სამთავისის მონასტერი, ღირსი მამა მოწაფეებმა მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს. წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე. წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში, სამკვეთლოსთან. წმიდა ზენონ იყალთოელი ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში დააარსა მონასტერი და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დაკრძალულია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში. წმიდა პიროს ბრეთელმა, „ღვთაებრივმან ხატმან სინანულისამან“, მდინარე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე. მისი წმიდა ნაწილები ამ მონასტერშია დაკარძალული. წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები. წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებით და ზნეობით, ამ უდაბნოებიდან ეფინებოდა ქართველობას მადლი და კურთხევა. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმიდა მამები გახდნენ ქართველთა მფარველნი და მათი დამცველნი უსჯულოებისა და ბიწიერებისაგან. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.