Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

კახეთი

 

 

კახეთის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს.

კახეთი ასევე საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. მას ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება, ხოლო მისი ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნების დამაგვირგვინებელია ლაგოდეხის, ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალები.

 

მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ცხრა ქალაქი (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი) და 276 სოფელია

 

მხარის ფართობი შეადგენს 11.310 კვ.კმ–ს, ამჟამად კახეთში 407 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9%). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 33 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ.

კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85%) ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რუსები და სომხები.

 

კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.

მსოფლიოში სახელგანთქმულია კახეთის ღვინის ქარხნებში წარმოებული საფირმო ღვინოები. კახური ღვინოები "წინანდალი", "მუკუზანი", "ნაფარეული", "ქინძმარაული", "მანავი", "ალაზნის ველი", "საფერავი", "ტიბაანი" და სხვ. დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო დონეზე.

 

კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.

 

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ალავერდის ეკლესია, იყალთოს მონასტერი, დავით გარეჯის მონასტერი, გრემის ნაქალაქარი, ნეკრესის ეკლესია, წინანდალი ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი

 

კახეთი უძველესი კულტურის მხარეა. აქ ქვის ხანის ადამიანის მრავალი ნასადგომარია აღმოჩენილი. ეს მხარე მჭიდროდ დასახლებული უნდა ყოფილიყო ქრისტემდე VI-V ათასწლეულებში.

Link to post
Share on other sites
  • Replies 55
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

კახეთის ისტორია

 

 

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთებით, მწვერვალებითა(3300-4500მ) და უღელტეხილებით, ვაკეებით, ველ-მინდვრებითა და ნახევრად უდაბნო ადგილებით. იგი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს. კახეთს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი. იგი მოიცავს 12,2 ათას კმ2 ფართობს. მოსახლეობა 407,2 ათასი კაცია.

 

საოცარი სანახავია კახეთის კავკასიონი, ციცაბო ფერდობებით რომ ეშვება ალაზნის ვაკეზე. კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. აქ მრავალი ჯიშის ყურძენი ხარობს და შესაბამისად, მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება.

 

კახეთის, როგორც ცალკე ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბება უკავშირდება ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ძის _ კახოსის სახელს. იმ პერიოდში კახეთი მოიცავდა ტერიტორიას კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ტყეტბამდე.

 

III-IV სს. მიჯნამდე კახეთის ცენტრი ჟალეთი იყო, ხოლო IV ს.-ის დამდეგიდან კახეთის ცენტრად მეფე მირიანმა უჯარმაში გადმოიტანა. XI საუკუნიდან დღემდე კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრად ქ. თელავი ითვლება.

 

VIII ს. წარმოიქმნა კახეთის ადრეფეოდალური სამთავრო. IX საუკუნიდან მისი საზღვრები გაფართოვდა დასავლეთით ქართლისაკენ მდ. ქსნამდე, აღმოსავლეთით ჰერეთისაკენ; ჩრდილოეთით კახეთის სამთავროს კავკასიონის ქედი ესაზღვრებოდა, ასე რომ ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი და ქისტეთის სამხრეთი მთიანეთი მის ფარგლებში შევიდა, ხოლო სამხრეთით ძველი ქართული პროვინციალ, გარდაბანი X ს. შუა წლებამდე ასევე მის შემადგენლობაში შედიოდა.

 

IX-X სს. კახეთი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში.

XI-XII სს. მიჯნაზე კახთა ქორეპისკოპოსი კვირიკე III განუდგა საქართველოს მეფეს, "დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა". XII ს. დავით აღმაშენებელმა კახეთის სამეფო საქართველოს შემოუერთა.

 

XV ს. საქართველოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო (გვიანდელი). ამ დროისათვის კახეთის სამეფოს პოლიტიკური და კულტურული ცენტრი გრემი იყო, მოგვიანებით (გრემის განადგურების შემდეგ) კი თელავი.

კახეთის სამეფო XIX საუკუნემდე არსებობდა.

 

ღირსშესანიშნაობები:

ალავერდი(X-XVII სს.),

ალვანი(VIII-IXსს.),

ბაიხოს სამება(VII ს.),

კვეტერას ციხე-სიმაგრე და ჯვარგუმბათოვანი ეკლესია(VIII-XI სს.),

მატანის ციხე(XVIII ს.),

გურჯაანის ყველაწმინდა (VIII ს.), ვ

აზისუბნის ორმოცნი(VI ს.),

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა(VIII-IXსს.),

ვეჯინის სამონასტრო კომპლექსი(X-XI სს.),

ზეგაანის ყველაწმინდა(Vი-VII სს.) და წმ. მარინეს ეკლესია(V ს.),

კარდენახის საბაწმინდა(VI-XIV სს.),

სანაგირეს სამეკლესიანი ბაზილიკა(X-XVI სს.),

ჭერემის ციხე-ქალაქი(V ს.),

წერმის სამეკლესიანი ბაზილიკა(X-XI სს.) და სასახლე(VIII-IX სს.),

ხორაუგის ქვაბთა სისტემა,

ვაზიანის ამაღლება(X ს.),

ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი(V ს.),

აკურას სამნავიანი ბაზილიკა(IX ს.), ა

ხალი შუამთა (XVI ს.),

ვანთა ხუროთმოძღვრული კომპლექსი(VIII-IX სს.),

ბატონის ციხე(XVII ს.),

იყალთოს მონასტერი და აკადემია(VI-XIIსს.),

კირისხევის ღვთისმშობლის ეკლესია(VI-VII სს.),

კონდამიანის უდაბნო და სამონასტრო კომპლექსი(VI ს.),

ძველი შუამთა(V_VII სს.),

ლელიანის სამონასტრო კომპლექსი(X_XI სს.),

ბერების სერი,გამოქვაბულთა კომპლექსი(VI-VIII სს.),

დავით-გარეჯა(VI-XVIII სს.),

კაწარეთის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს.),

ნაომარი გორა(ძვ. წ. II-I ათასწლ.),

საგარეჯოს წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დარბაზული ეკლესია(XVIII ს.),

მანავის გუმბათიანი ეკლესია(XVIII ს.),

მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი(VI-XIX სს.),

ნინოწმინდას სამონასტრო კომპლექსი(VI ს.), ც

იხე-ქალაქი უჯარმა(IV ს.),

ბოდბის სამონატრო კომპლექსი(IV-IX სს.),

ციხე-ქალაქი სიღნაღი(XVIII ს.),

ხირსას მამათა მონასტერი(VI ს.),

გრემი (XVI ს.),

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი(IV-IX),

ნეკრესის წინაქრისტიანული სამლოცველო(ძვ.წ. II ს.),

ყვარლის ციხე(XVI-XVII სს.),

ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია,

აღდგომის ტაძარი(XVI-XVII სს.),

ძველი გავაზის ღვთისმშობლის ტაძარი(V_VI სს.),

შილდას ნახევრად მიწაში ჩაფლული ტაძარი, ტელავის ძველი გალავანი(VIII-IX სს.)

ხაშმის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს) და სასახლე(IX-X სს.),

დუბის დედათა მონასტერი(VI ს.),

უძველესი ნაქალაქარი სოფელ მთისძირში,

ჯანდიერაანთ ციხე, მანავის ციხე(შუა საუკ.),

ახმეტის ოთხკუთხა კოშკი,

ჩაილუირის ციხე-გალავანი(შუა საუკ.),

ილიას ქანდაკება ილიას გორაზე(ყვარელი),

დურუჯის ხეობის ლოდი,

ყვარლის ღვინის გვირაბი,

ყვარლის საფუტკრეები და ფიქალები,

უდაბნოს სვეტი,

ქილაკუპრი და ფორფოტები(ტალახის ვულკანები)

 

მუზეუმები:

ვაჩნაძიანის სოფლის ისტორიული მუზეუმი,

თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი,

გ. ლეონიძის სახლ-მუზეუმი,

ვ. სარაჯიშვილის,

ვ. გოძიაშვილის,

ილო მოსაშვილის,

ი. ევდოშვილის,

ს. მირიანაშვილის,

ს. შანშიაშვილის,

ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმები,

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი,

ი. ჭავჭავაძის მუზეუმი,

მარჯანიშვილის მუზეუმი,

ახმეტის,

გურჯაანის,

დედოფლისწყაროს,

საგარეჯოს და გავაზის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები

 

დაცული ტერიტორიები:

ვაშლოვანის ეროვნული პარკი;

თუშეთის ეროვნული პარკი;

ილტოს აღკვეთილი; ყორუღის აღკვეთილი;

ლაგოდეხის აღკვეთილი;

ივრის აღკვეთილი;

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • 9 months later...

კახეთში ვიყავი, ჭავჭავაძეების მამულში. ფრანგი ტურისტები შემოვიდნენ. ქალები ახლდნენ ფრანგებს გრაციოზულნი, ნარნარნი და ჰაეროვანნი. საღამოს ბანკეტზე დათვრნენ საცოდავები და ქართველის გაგებით "უზნეოდ" იქცეოდნენ, კოცნიდნენ გლეხებს. აივანზე გამოვედი. ერთი შეზარხოშებული კახელი ელაზღანდარებოდა მეორეს. - თედო, ერთი მაგ მადმუაზელსა მანდ მიაზილე!!!- თან ქირქილებდა. ღმერთო, როგორ მიყვარან ეგ კახელები, რა გულუბრყვილო, პირდაპირი და განსაცვიფრებელი იუმორი აქვთ.

(ნოდარ დუმბაძე)

Link to post
Share on other sites

ცივ-გომბორიდან სიმღერით

 

სიცოცხლის გადასახედი

 

მოსჩანს იისფერ ნისლებში

 

კახეთი, ჩემი კახეთი.

 

ღრუბლებში ამაღლებული

 

დგას ალავერდის ტაძარი,

 

ფიქრივით მიმოფანტულა

 

ნანგრევები და ნაცარი

 

იყალთოს დიდი ტაძრისა,

 

იყალთოს სიბრძნის ტაძრისა

 

რომლის სხივებმა წინაპარს

 

გზა მწუხრში გაუნათლისა.

 

ცივ-გომბორიდან სიმღერით

 

სიცოცხლის გადასახედი,

 

კახეთი ტკბილი კახეთი.

 

ი. ნონეშვილი

Link to post
Share on other sites

კახეთს (ვაჟა-ფშაველა)

 

 

 

 

მაღალ-ახადით გავხედავ,

 

სამოთხეს კარი ეღება:

 

ალავერდი სჩანს, კახეთი,

 

ჩემის სამშობლოს შვენება;

 

გულში ამოხდა ცისკარი,

 

ღამემ დაიწყო თენება.

 

 

 

მომინდა ძველის დროების,

 

გარდასრულ გმირთა ხსენება.

 

იმათ აჩრდილთან ლანდადა

 

მკლავებიც მომეჩვენება,

 

ხმლითა და ფარით შემკული,

 

მამულის მტერზე ტევება.

 

დავლიო შესანდობარი,

 

ოცნება მომეფერება.

 

სმით გავძეღ, მოგონება კი

 

გულს საუკუნოდ ენება.

 

 

რაზმი და რაზმი ფიქრების

 

გარს შემომერტყა ნისლადა,

 

აღარ მაცლიან ავწონო,

 

რაც მომივიდა ფიქრადა.

 

ტალღა აწვება ტალღასა,

 

ჩემს გულს იხდიან ბინადა,

 

ათას ნაწილად დაიჭრა

 

ერთად ნაგრძნობი წინადა.

 

 

თვალს ვერ ვაცილებ ბახტრიონს:

 

აყვანილი მყავ შვილადა,

 

ნატბევარია სისხლისა,

 

დღეს განისვენებს ტკბილადა;

 

ლუხუმ-ზეზვასებ ერთგული

 

მას ეყოლება ძვირადა!

 

ოცნება ბახტრიონისა

 

მონასტერშია მწირადა.

 

 

 

 

თვალს დავაყოლებ ალაზანს,

 

ქცეულსა ბევრჯელ სისხლადა,

 

ველს, ოქროს მტევნად წოდებულს,

 

აჰკიდებია კისრადა

 

გაღმა-გამოღმა სოფლები,

 

თავის სიცოცხლედ, იღბლადა.

 

ფილტვად აქვს კახეთს თელავი,

 

ხოლო სიღნაღი — ღვიძლადა,

 

პირის-პირ დაუყენებენ

 

კავკასიის ქედს ჯიბრადა

 

იმ თავის ციხე-გალავნებს,

 

ანაგებებსა მკვიდრადა.

 

ჩვენია ჩვენი ქვეყანა,

 

თუ ვის სხვას ერგო წილადა?

 

ქედ-დახრილნი ვართ, ბეჩავნი,

 

შთენილნი განაწბილადა.

 

 

წიწამურს, კიდით-კიდემდე

 

გართხმულს ალაზნის ველადა,

 

მე ვსახავ სული-წმინდადა,

 

მოფენილს კახთა მცველადა.

 

დღეს სად არიან, ვისაცა

 

ჩვენი დაღუპვა ეწადა?

 

რა ირგეს? — სხვა არაფერი,

 

მხეცები დარჩნენ მხეცადა!

 

ჩვენი ტანჯვის და ვაების

 

ალი აუშვეს ზეცადა.

 

ჩვენ ბევრი გვავნეს, თავის თავს

 

ვერ არგეს ერთი ბეწვადა.

 

რა დაჰრჩესთ ან დღევანდელებს

 

შემდეგში დასაკვეხადა!

 

 

დავცურავ ფიქრის ზღვაშია,

 

ტალღა პირში მცემს სილებსა,

 

ბედ-იღბლის ვერაგობაზე

 

ამაოდ ვაღრჭენ კბილებსა.

 

 

 

ავაყენებ კი ტირილით

 

გარდასრულ ქართვლის გმირებსა?

 

ხმალს ვინც იქნევდა, კვდებოდა

 

მკლავზე სისხლ-გადამდინარი,

 

ვინც ვერა სთმობდა მამულსა,

 

მტრის რაზმში ელვად მფრინავი,

 

“არ მოგცემთ ჩემსა სამშობლოს.”

 

ამირანის ხმით მგრგვინავი.

 

კვდებოდა პირზე ღიმილით

 

იმაზე მეტი ბევრადა,

 

რაც კახეთს მწვანე ამოვა

 

ტურფა ყვავილთან ერთადა

 

მაისის დამდეგებშია

 

მთა-მინდორ-ჭალა-ველადა.

 

 

დღეს გმირთა შესანდობარსა

 

მთები-ღა ჰსვამენ მაღლები,

 

რადგან კახეთში კახთათვის

 

დაცარიელდა მარნები.

 

ის მთები კავკასიისა, —

 

მკვდარი კახეთის ზღუდენი,

 

კვარცხლბეკი შავის ნისლების,

 

სად არწივთა აქვთ ბუდენი.

 

ჩემი ბავშვობის ოცნება —

 

ბარტყი — გაზარდა ორბადა,

 

უზარმაზარის მხრებითა,

 

კიდით-კიდემდე ზორბადა,

 

თავზე დაჰბრუნავს კახეთსა

 

გულმტკივნეული, მშობლადა.

 

და რომ არ იყოს ტანჯვითა

 

სულ მუდამ ისე ობლადა,

 

ალავერდს გიორგისა სთხოვს,

 

ბოდბეში — წმინდა ნინოსა,

 

რომ იმათ მეოხებითა

 

კახთ სხივი მოეფინოსა;

 

მეტი ისწრაფონ სწავლისკენ,

 

ნაკლებსა ჰსვამდენ ღვინოსა.

 

 

1913 წ.

 

.

Link to post
Share on other sites

არ მეშინია----თინათინ მღვდლიაშვილი

 

არ მეშინია შენი ბოღმის, შენი მუქარის,

და არ ვაპირებ ცად ატყორცნილ მთებში გახიზვნას,

მე თბილისიდან ჩემს კახეთში გამოვიქცევი,

რადგანაც, თურმე, აქ აპირებ კარვის დაცემას.

ცისფერ აივანს სწვდება სუნთქვა უცხო, უბირი,

და ძილგატეხილს კახეთის ცა მახურავს საბნად,

ვერ დამამარცხებ, ცივგომბორის მადგას გვირგვინი,

ალაზნის ველი, ოქროსფერი მაცვია კაბად.

ვერ დამაჩოქებ, ჩემში ცოიცხლობს გენი თამარის,

და არ მაშინებს უცხო ტომთა გეგმა მზაკვრული,

შებინდებისას გავაცოცხლე ბებერი სახლი,

ისევ ავლესე დაჟანგული ხმალი ქართული..

და თუ მოვკვდები, დაე, მოვკვდე ალაზნის ველზე

თუ სამშობლოსთვის ურჯულოთგან სიკვდილი მიწევს!-

მინდა კახეთის მცხუნვარე მზე მითბობდეს საფლავს,

და მამაჩემის სიახლოვეს, მთის წვერზე ვიწვე,

არ მეშინია შენი ღვარძლის, შენი მუქარის,

და არ ვაპირებ საქართველოს მთებში გაქცევას,

გათენებისას ვაზის მტევნებს გადავეწანი

და აქ ვაპირებ თბილისისთვის სისხლის დაქცევას.

1990წელი.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 5 months later...

ყველაფრის მწვერვალია რა. ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი ასრულებს.

 

მაგრები არიან ძმაო კახელები, ღმერთმა გაუმარჯოთ.

 

 

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

აბა კახელებო მითხარით ახლა ასეთი რამ.ესეიგი ეს რამოდენიმე დღეა გადავაბრუნე ინეტი და ვეძებ დაწვრილებით ინფორმაციას ვაშლოვანის ეროვნული პარკის თაობაზე რომელმაც ძალიან დამაინტერესა.თუ იცით აქვს ამ პარკს თავისი ოფიციალური საიტი?მე ვერ ვიპოვნე ყოველ შემთხვევაში...

Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილი

ეგ ზოგადი ინფორმაცია მეც ვნახე თორნიკე,მე მეგონა თუ ცალკე თავისი საიტი ქონდათ...

ქევხო

არჩილ რატომ დავინტერესდი და უაღრესათ დიდ ინტერესს იჩენენ მაგ პარკის მიმართ უცხოელი ბიოლოგები და ზოოლოგები.ერთ ერთ რუსულ ზოოლოგიურ ფორუმზე ვნახე ამ პარკის თემა და ძალიან გამაკვირა მათმა დიდმა დაინტერესებულებამ.უნიკალური კლიმატური ზონაა და პრაქტიკულად აფრიკული სავანის ანალოგიაა.მაგათ ნორმალური საიტი რომ ქონდეთ რუსული და ინგლისური უამრავი დამთვალიერებელი ეყოლებათ....

Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილი

ფეიბუკზე ერთი წლის წინ განახლებული ინფო დევს....ოხხ როდის უნდა ისწავლონ ჭკუა..... :karochera:

Link to post
Share on other sites

salamandra

 

ზურაბ, მაგ ნაკრძალში რამოდენიმე წლის წინ ფოტოეფექტზე დაყენებულმა კამერამ ჯიქი/სნეჟნიი ბარს/ დააფიქსირა.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...