Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ბადის თვლის სტანდარტები გვიდევს სადმე?

 

 

რა კაი სიტუაციაა. ისე თუ ბადის თვალის ზომა წვრილია ბრაკონიერობაში ჩაუთვლიან :karochera: რა გვეშველება . .

Link to post
Share on other sites
  • Replies 995
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მალხაზის ნადავლი კერძო ტბაზე.    

ვეცადე მაგრამ კალმახი ვერ დავიჭირე.  

აქაური მეგობარია ნორვეგიაში მივლინებით. ეს სურატები გუშინ გამომიგზავნა მე მგონი ერთია Ameiurus melas (თევზი-კატა) და მეორე ვირთევზა. ერთ საათში ამოვყარეო.

Posted Images

92fbf7649064.jpg

6945896e5252.jpg

a444ad8f8daf.jpg

სეზონამდე 34 დღე დარჩა.. თევზაობა საუკეთესო გულის გადასაყოლებელია ამ დროს..

ეს წალკაში 2 დღის წინ 3 კილომდე ხრამული (დიდი მოთევზავე არ ვარ) :blush2:

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

378ba7c49e36.jpg

00232516153e.jpg

6a00fffd57e6.jpg

 

ისევ წალკა! გუშინ, გულს ვაყოლებ 16 აგვისტომდე)) 5 კილო ხრამული (კარასი არ გაეკარა)დავიჭრეი მარტომ, წითელ ჭიაზე და შევიბრაწე გოჭივით))

ისე იქაური 2 ბერძნი ბრაკონიერებიც მივაყოლე თვის 100 მეტრი ბადით)) სადოკში ვერ ჩავსვი მაგრამ 3 ნიშიანით შევავსებინე ბედკრული საქართველოს ბიუჟეტი))

Link to post
Share on other sites

ისე იქაური 2 ბერძნი ბრაკონიერებიც მივაყოლე თვის 100 მეტრი ბადით)) სადოკში ვერ ჩავსვი მაგრამ 3 ნიშიანით შევავსებინე ბედკრული საქართველოს ბიუჟეტი))

 

ჯიგარი ხარ ;):yes:

Link to post
Share on other sites

შუკა

 

ისე იქაური 2 ბერძნი ბრაკონიერებიც მივაყოლე თვის 100 მეტრი ბადით)) სადოკში ვერ ჩავსვი მაგრამ 3 ნიშიანით შევავსებინე ბედკრული საქართველოს ბიუჟეტი))

 

:yes: ძალიან სასიხარულო ამბავია. ბრაკები დასანდობები არ არიან :to_keep:

Link to post
Share on other sites

შუკა

კაი ხრამულებია :yes: წალკა ველურია და მეც მიზიდავს

 

რაც შეეხედბა 16 -ს, მაგის დამდგენმა უნდა გადაიხადოს ჯერ 6 ნიშნა ციფრი ბიუჯეტის სასარგებლოდ! კალენდარს მხოლოდ ციფრებით არ უნდა უყურო, და ღინღლიანს არ უნდა ესროლო. ადრეა . . .

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

როგორც იქნა მეღირსა და გავძვერი ალაზანზე. მოდიოდა ყველანაირი თევზი მარა აქცენტი შამაიაზე გვქონდა გაკეთებული, დავიჭირეთ წვერა, მურწა, ლოქო, პისკარი ჭანრები და კიდევ წვრილმანი რამერუმეები მარა მხოლოდ შამაია და 4-5 ცალი ჭანარი წამოვიღეთ, სხვა დაუბრუნდა მდინარეს. მოკლედ კაი ხანია ასე არ მიკაიფია ანკესით, 250-300 გრ შამაიას გამოყვანა უდიდესი სიამოვნებაა, რაღაც განსხვავებული, მაგარი ცეტი თევზია :) არაპროგნოზირებადი. წყლიდან მაღლა ხტება და სერიოზულად იბრძვის. მე პირადად მისი მდინარიდან გამოყვანა მირჩევნია რამოდენიმე კილოიანი საზნის ტბიდან გამოყვანას.

 

ვთევზაობდით წვრილ წითელ ჭიაზე, სხვა არ გვქონდა არაფერი, ამიტომ დროსაც ვკარგავდით და მალიოკიც გვაწუხებდა. აღება დაიწყო მზე რომ ამოვიდა და შეჩერდა მზის ჩასვლისთანავე. მოდიოდა მთელი დღის განმავლობაში. ხანდახან ცოტა ხნით წყვეტდა აქტიურობას. საქვირითოდაა შემოსული და ცოტა ხანში დაახვევს უკან, მინდა კიდევ ერთხელ მაინც მოვასწრო გასვლა.

 

ალბად 15-20 ცალი ხელიდან გაგვივარდა კავიდან რომ ვხსნიდით, წყალში ვიდექით და წარამარა გამოსვლა გვეზარებოდა. გამოყვანის დროსაც ერთი მაგდენმა დააღწია თავი.

 

ჩვენგან 50 მეტრში ჯიგრებმა წყალში ჩადგეს მაგიდა და დოლ-გარმონს გაუდიოდა გუგუნი, ცოტა ზემოთ ბანაობდნენ მარა მაინც იღებდა აქტიურად, რამდენჯერმე დავინახე მოტივტივე ხის პატარა ნაჭერს რომ მიახტა :) მოკლედ წყნარ ადგილს უნდა მოძებნა სადაც მანქანა არ მიდის და ისიამოვნებს კაცი ალბად ერთი კვირა კიდევ.

 

შაბათს უკეთ იჭრებოდა და შუადღის 3 დან საღამოს 8-მდე 10 კგ.

კვირას დილის 5 დან საღამოს 8-მდე 12 კგ 2-მა კაცმა.

 

post-8-0-43458900-1407153466_thumb.jpg

 

post-8-0-93280800-1407153416_thumb.jpg

 

post-8-0-35050100-1407153438_thumb.jpg

 

post-8-0-75009000-1407153563_thumb.jpg

 

post-8-0-22749700-1407153493_thumb.jpg

 

კანონით დადგენილი 25 სმ არ დამირღვევია :D

Edited by ქევხო
Link to post
Share on other sites

ქევხო

 

 

:yes: აუ ძაან მაგარია. რა კაი ზომის შამაიებია. ტივტივაზე თევზაობდი ხო მარტო? თეთრ ჭიაზე უფრო კარგად არ აიღებს? და სპინინგითაც შეიძლება მე მგონი მაგ "ცეტი" ტევზის დაჭრა. რომელ რაიონში ითევზავე ბარემ ეგეც მიგვასწავლე კაცურად

Link to post
Share on other sites

TOZI777

ფსკერულით ვითევზავე, ტივტივაზეც დაიჭერ, ადგილს უნდა შერჩევა. გურჯაანის ზონაა, მანდ და მაგის ქვემოთ(ჯობია) ყველგანაა ახლა. სპინინგით მიკრო ტრიელებზე მოვა, არ მაქვს რომ მეცადა, ბევრ რამეზე მოვა - მტაცებელია ფაქტიურად.

Link to post
Share on other sites

ქევხო

 

მადლობა, გაიხარე. მე კი მაქვს მარა 1 ზომაა ყველაზე პატარა ტრიალა და მერე მაინც ვცდი.ისე შეგიძლია ფსკერული დაკვების და მონტაჟის ამბები აგვიხსნა? მე ფიდერი მაქვს და კიდევ ფანტომასს რომ ეძახიან (აი კოპტონს რომ აკვეხებ ძუაში და კავებს არჭობ შიგ) ის და თუ შეგიძლია 2 სიტყვით მასწავლო, შეიძლება ამ დღეებში მოვიცალო და წავიდე მაგ ადგილებში. და კიდევ რამე კონკრეტულ ადგილებშია თუ მოდებულია მდინარეში ამ დროს?

Link to post
Share on other sites

TOZI777

ფიდერს 2 სიტყვით ვერ გასწავლი, არის შესაბამისი თემა და გადაიკითხე. ასევე შეგიძლია ინფო ნახო აქ - sportfishing.ge.

ფანტომასით არასოდეს მითევზავია. მე არაფრით არ დამიკვებია, ადგილს კი მოძებნა და შერჩევა უნდა, შამაია ქარავნული თევზია, მოდებული არაა მარა საკმაოდ ბლომადაა, მე სადაც ვიყავი ბლომად მაყურებელი მყავდა გამვლელ გამომვლელი და დარწმუნებული ვარ დღეს მანდ პარადი იქნება.

Link to post
Share on other sites

ბარაქა არჩილ, რა კაი ზომებისაა, გავსებულები არიან ქვირითით.

 

მარილში გამოყვანას არ უპირებ?

Link to post
Share on other sites

ქევხო ეს რა მაგარი ნადავლია :yes: :yes: :yes: არ თქვათ მეტი ჩვენთან თევზი არ არისო...ვინც თევზაობს კიიჭერს აგერ :yes:

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

მაგარი ნადავლია. მაგ ზომის შამაია მაგარი მებრძოლია და დიდ სიამოვნებას ანიჭებს მოთევზავეს. ბარაქა ქევხო ბარაქა!

Link to post
Share on other sites

როგორც იქნა მეღირსა და გავძვერი ალაზანზე. მოდიოდა ყველანაირი თევზი მარა აქცენტი შამაიაზე გვქონდა გაკეთებული, დავიჭირეთ წვერა, მურწა, ლოქო, პისკარი ჭანრები და კიდევ წვრილმანი რამერუმეები მარა მხოლოდ შამაია და 4-5 ცალი ჭანარი წამოვიღეთ, სხვა დაუბრუნდა მდინარეს. მოკლედ კაი ხანია ასე არ მიკაიფია ანკესით, 250-300 გრ შამაიას გამოყვანა უდიდესი სიამოვნებაა, რაღაც განსხვავებული, მაგარი ცეტი თევზია :) არაპროგნოზირებადი. წყლიდან მაღლა ხტება და სერიოზულად იბრძვის. მე პირადად მისი მდინარიდან გამოყვანა მირჩევნია რამოდენიმე კილოიანი საზნის ტბიდან გამოყვანას.

 

ვთევზაობდით წვრილ წითელ ჭიაზე, სხვა არ გვქონდა არაფერი, ამიტომ დროსაც ვკარგავდით და მალიოკიც გვაწუხებდა. აღება დაიწყო მზე რომ ამოვიდა და შეჩერდა მზის ჩასვლისთანავე. მოდიოდა მთელი დღის განმავლობაში. ხანდახან ცოტა ხნით წყვეტდა აქტიურობას. საქვირითოდაა შემოსული და ცოტა ხანში დაახვევს უკან, მინდა კიდევ ერთხელ მაინც მოვასწრო გასვლა.

 

ალბად 15-20 ცალი ხელიდან გაგვივარდა კავიდან რომ ვხსნიდით, წყალში ვიდექით და წარამარა გამოსვლა გვეზარებოდა. გამოყვანის დროსაც ერთი მაგდენმა დააღწია თავი.

 

ჩვენგან 50 მეტრში ჯიგრებმა წყალში ჩადგეს მაგიდა და დოლ-გარმონს გაუდიოდა გუგუნი, ცოტა ზემოთ ბანაობდნენ მარა მაინც იღებდა აქტიურად, რამდენჯერმე დავინახე მოტივტივე ხის პატარა ნაჭერს რომ მიახტა :) მოკლედ წყნარ ადგილს უნდა მოძებნა სადაც მანქანა არ მიდის და ისიამოვნებს კაცი ალბად ერთი კვირა კიდევ.

 

შაბათს უკეთ იჭრებოდა და შუადღის 3 დან საღამოს 8-მდე 10 კგ.

კვირას დილის 5 დან საღამოს 8-მდე 12 კგ 2-მა კაცმა.

 

post-8-0-43458900-1407153466_thumb.jpg

 

post-8-0-93280800-1407153416_thumb.jpg

 

post-8-0-35050100-1407153438_thumb.jpg

 

post-8-0-75009000-1407153563_thumb.jpg

 

post-8-0-22749700-1407153493_thumb.jpg

 

კანონით დადგენილი 25 სმ არ დამირღვევია :D

 

 

მაგარია !!! ყოჩაღ ქევხო!!!

 

სუპერ კაცის სუპერ თევზაობა! :yes:

 

:hi:

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ხალხო :)

 

ელჩი

ათიოდე დავამარილე გიო, 3 დღის მერე გავავლებ წყალში და გავაშრობ, ადრე გამოვიყვანე მაგ ზომისები და უგემრიელესი იყო.

ქვირითი გადავყარე, სხვადასხვანაირი იყო, ზოგს ცოტა ქონდა ზოგს ევრი, რაც მაძლევს იმედს რომ მალე არ დაეშვება ქვემოთ.

 

სხვათაშორის ქართულ ლუდზე ცოდოა ეგ ტევზი :d030:

Link to post
Share on other sites

ბიჭებო ამ შაბათ კვირას მიწევს ყაზბეგში ასვლა და მაქეთ არარის სათევზაო ადგილი სადმე? მითხარით რა თუ იცით მინდა აქტიურად გავატარო იქ ყოფნის დღეები

Link to post
Share on other sites

მართლა მაგარი შამაიებია არჩილ ! :yes: :yes: :yes: რა მაინტერესებს ნეტავ მაგ შამაიას ჭერეხი არ შემოჰყვა ქვემოდან ? :scratchchin:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...