Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბებიაჩემი გვეუბნებოდა მე და ჩემ ძმას. მონადირე კაცი და აშენებული ჯერ არ მინახავსო. რაღა თქვენ დაემსავსეთ ნიკოს (ბაბუაჩემის ძმა, განთქმული მონადირე, ქუჩაშიც კი თოფით დადიოდა), გაღლეტილი წავიდა ამ ქვეყნ

Posted Images

--ხუთი წელი კაციჭამიებთან გავატარე!- უყვება სტუმარი რაჭველს.

-- რას მეუბნები, შე კაცო! .. აბა, შენ ხორცი მოყირჭებული გექნება და ლობიო ქე მაქ ბლომად.

Link to post
Share on other sites

- გამარჯობა სუსანა დეიდა, არტურჩიკა სახლშია?

- კი კარენჩიკ, სჭამს, შენც ხო არ გშია?

- კი...

- მიდი მანამდე შენც სახლში ჭამე...

Link to post
Share on other sites

ტრანსპორტში, ქალბატონი ხმამაღლა საუბრობს ტელეფონზე: -ნესტანი როგორაა? ტარიელი? ავთანდილი ხომ არ წასულა ინდოეთში?... აა თინათინი ჩამოვიდა? გვერდზე მდგომმა გურულმა:

-შოთას თუ ელაპარაკებით, ქალბატონო ,მოგვიკითხე.

Link to post
Share on other sites

ცოლმა ქმარი გამოიჭირა საყვარელთან მიმოწერის

დროს... ქმარი შეშინებული ეუბნება:

- რას ვაპირებთ?

ცოლმა თითი დაუდო ნაწერზე და:

- აი ამას, აი ამას და მეხუთე აბზაცს მთლიანად!

Link to post
Share on other sites

– რატომ წახვედით პოლიტიკაში?

– აბა, შეხედეთ, რა ხდება – მთავრობა მარტო თავის თავზე ფიქრობს, განცხრომაში არიან, ფუფუნება, ფეხის ფეხზე გადადება, უსაქმურობა...

– და თქვენ გინდათ, ყველაფერს ამას ებრძოლოთ?

– არა, მე ყველაფერ ამაში მონაწილეობის მიღება მინდა.

Link to post
Share on other sites

– ჩემს შეყვარებულს საახალწლო საჩუქარი ნაძვის ხის ქვეშ დავუდე.

– მერე, მოეწონა?

– რა ვიცი, დღემდე ეძებს ტყე-ტყე...

Link to post
Share on other sites

სვანი შეტყობინებას უგზავნის მეგობარს მობილურ ტელეფონზე:

– აქ ხარ?

– არა!

– კაი, რომ შემოხვალ, მომწერე

Link to post
Share on other sites

paraskeva

 

წაუშლიათ ის ვიდეო.

 

მაგარი რამე იყო.

 

2-3 წლის ბავშვი სკამზე ასული, მამამისს ურჩევდა საქმეს.

Link to post
Share on other sites

გუშინ ერთმა ახლობელმა დამირეკა.

მეგობარო ბოლოს ამ ნომერზე მაქ დანარეკი და რომელი ვარ ხო არ იციო?

რაიყო ლევანია დათვერი ბიჯოთქო?

უი შენ გეიხარეო ! ლევანი ვარ ხალხო ლევანიოოოოოოოოოოოოოო!

ვინ იქნებოდა ნეტავი ა? :d030:

Link to post
Share on other sites

:haha: :haha: :haha: არ ვიცნობთ ჩვენ :D :D

 

ავთია ბათუმში დიდი თოვლი ყოფილა და რა ქნას კაცმა,თავს ხო არ გეიყინავდა აბა ბუჯოიოო :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

უუუჰ,გადარჩენილა გაყინვას ფაქტიურად!!!!იგი თეთრი ცხენი ჩეიყვანა თავლაში თუ ზალაში ყავს ისევე??? :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

სომეხს ეკითხებიან:

– რა სიგარეტს ეწევი?

– „პარლამენტს“, „ელემს“, „სობრანიეს“, „პრიმას“, „როტმანსს“ ...

– მოიცა, კაცო, ეგ როგორ?

– გააჩნია გამვლელს.

Link to post
Share on other sites

მიხო ექიმთან:

– მოდუნდით, თვალები დახუჭეთ, ფეხები გაჭიმეთ, კარდიოგრამა უნდა გადაგიღოთ.

– ექიმო, რას მეუბნები, ჯო? თვალების დახუჭვა რომ არ მინდოდა და ფეხების გაჭიმვა, იმიტომ მოვედი თქვენთან.

Link to post
Share on other sites

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში წვრილმანი ქურდობა გახშირდა და თბილისიდან კინოლოგი მოითხოვეს, რომ დანაშაული გაეხსნა. ამიტომ, მე და ჩემი გერმანული ნაგაზი „ბულბა“ იმ სოფელში გავემგზავრეთ. ჩავედით თუ არა, მილიციის უფროსს ვეახლეთ (მის გვარს შეგნებულად არ ვასახელებ), მაგრამ ადგილზე არ დაგვხვდა.

– უფროსი ქუთაისშია, თათბირზე და ხვალამდე არ იქნება, – „მახარა“ მორიგემ.

ერთი სიტყვით, უფროსის გარეშე ჩავერთე საქმეში, როგორც იტყვიან, „სხოდუ“, რადგან ვიღაც ხანში შესული მოქალაქე მოვარდა აქოშინებული და თქვა, სულ რაღაც ერთი საათის წინ, ბინა გაუქურდეს და სხვა ნივთებთან ერთად, სტალინის ნაჩუქარი ჩიბუხიც წაუღიათო. დაზარალებული ყველაზე მეტად სტალინის ჩიბუხზე დარდობდა. ტიროდა და გვემუქრებოდა, თუ ნივთს არ მოვუძებნიდით, მოსკოვში ჩავიდოდა და გვიჩივლებდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ბულბა „დავქოქე“ და დაზარალებულის სახლთან კვალი ავაღებინე. უცებ მივყევი და ასეთ კროსს შეუჩვეველი სოფლის მილიციის ოპერჯგუფი საგრძნობლად ჩამოვიტოვეთ. თითქმის სამი კილომეტრი ვირბინეთ და ბოლოს ერთ-ერთ სახლს მივადექით, რომელიც განმარტოებით იდგა ბორცვზე. იქ ბულბამ მთლად გაიგიჟა თავი და იძულებული გავხდი, ამეშვა. თან, პისტოლეტი მოვიმარჯვე და ძაღლს უკან გავყევი.

ბულბა ოდაში შევარდა და სულ მალე ნიფხვისამარა კაცი გამოათრია, რომელსაც პირში ჩიბუხი ჰქონდა გაჩრილი და შეშინებული აქეთ-იქით იყურებოდა. ძაღლმა მას ნიფხავი შემოახია. ძირს დააგდო, ზემოდან თათი დაადო და მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტა ყეფა. ამასობაში ჩამორჩენილი ოპერჯგუფიც წამოგვეწია და ეზოში ბულბას ტყვე რომ დაინახეს, ადგილებზე გაქვავდნენ.

– რა დაგემართათ? – ვკითხე კოლეგებს.

– აი, ესაა, უფროსი, – ჩამჩურჩულა მორიგემ, რომელიც ერთი საათის წინ მიმტკიცებდა, უფროსი ქუთაისშია თათბირზეო.

– აი, ჩემი ჩიბუხიც! – აღტაცებით იღრიალა დაზარალებულმა, რომელიც ყველაზე ბოლოს მოვიდა და მიწაზე დაგდებულ რელიკვიას მოჰკრა თვალი.

ერთი სიტყვით, სოფლის ბაცაცა 15 წლის ბიჭი აღმოჩნდა, რომლის დედაც მილიციის უფროსის საყვარელი იყო და „წესრიგის დამცველი“ სწორედ მასთან დადიოდა „თათბირზე“.

მე და ბულბას პრემია მოგვცეს. სოფლის მილიციის უფროსი ჩამოაქვეითეს, თუმცა დღეს ის გენერალია და მთელი საქართველო იცნობს.

/ვიცე-პოლკოვნიკ მარლენ ჯელაძის ნაამბობის მიხედვით/

Link to post
Share on other sites

საჭესთან რომ ვზივართ და მანქანა ჩაგვიქროლებს 200 კმ.სთ სიჩქარით, მარტო ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად გინება და პირჯვრის წერა.

/მზია კვირიკაშვილი/

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...