Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • 2 weeks later...
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბებიაჩემი გვეუბნებოდა მე და ჩემ ძმას. მონადირე კაცი და აშენებული ჯერ არ მინახავსო. რაღა თქვენ დაემსავსეთ ნიკოს (ბაბუაჩემის ძმა, განთქმული მონადირე, ქუჩაშიც კი თოფით დადიოდა), გაღლეტილი წავიდა ამ ქვეყნ

Posted Images

გურული მოკვდება აჭარაში და რამდენიმე დღეში ნათესავს ესიზმრება ეს კაცი: - სასწრაფოდ გადამასვენეთ გურიაში, აღარ შემიძლია მეტი, აქანე ყველა პროსტინაში გახოვილი წევს ტიტვლად და მაღაზიაში ყველა მე მგზავნის, შარვალ- კასტუმით შენ ხარო და ..

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 5 months later...

ძალიან ვნერვიულობ და ყოველ წუთს ტელეფონს დავყურებ.ორი კვირაა, „ტექნო-ბუმსაც“ არ მოუწერია ესემესი.

Link to post
Share on other sites

რამაზ ჩხიკვაძე ასეთ კურიოზს ყვებოდა: „ეროსი მანჯგალაძე დიდებულად უთავსებდა ერთმანეთს მსახიობობასა და კომენტატორობას. ერთხელ ისე მოხდა, რომ „დინამოს“ საფეხბურთო მატჩი დღის 3 საათიდან საღამოს 6 საათისთვის გადაიტანეს, არა და საღამოს 7 საათზე ერთსაათიანი საბავშვო სპექტაკლი უნდა გვეთამაშა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აკაკი ხორავამ უარი უთხრა ეროსის დუბლიორის სპექტაკლში დაყენებაზე. ტელერადიოკომიტეტში კი, რომელსაც ბატონი კაკო ძიძიგური ხელმძღვანელოდა, ეროსის დუბლიორი არ ჰყავდა.

– ბატონ კაკო ძიძიგურს ვერ ვუღალატებო, – მითხრა ეროსიმ და სპექტაკლის გაცდენა გადაწყვიტა, რის გამოც, მას ხორავა თეატრიდან დაითხოვდა.

თეატრში ერთი „გუგულა“ გვყავდა, რომელიც სპექტაკლებში ნაკლებად იყო დაკავებული. სამაგიეროდ, დიდებული იმიტატორი იყო. განსაკუთრებულად კარგად ეროსის რადიორეპორტაჟებს ბაძავდა და შევთავაზე, ის დაესვა, ინკოგნიტოდ სტადიონზე საკომენტატორო ჯიხურში ეროსის მოეწონა ჩემი აზრი. გუგულა სიამოვნებით დაგვთანხმდა და ჩვენც ის ჯიხურში დავსვით, სპექტაკლზე გავქანდით. ვითამაშეთ სპექტაკლი, თეატრიდან ჩემი მანქანით პირდაპირ ტელერადიოკომიტეტში წავედით, რომ „სტადიონიდან“ დაბრუნებულ ეროსის ჟურნალში აღნიშვნა გაეკეთებინა, რადგან მაშინ ასეთი წესი იყო. ამ სიჩქარეში, თამაშის ანგარიშიც კი არ გაგვიგია და როგორც კი, ბატონ კაკოს კაბინეტისკენ გავემართეთ, ის თვითონ გამოვიდა იქიდან. ეროსი რომ დაინახა, შეცბა. შემდეგ ჩაეცინა და უთხრა:

– მოხვედი, ეროსი?

– დიახ, ბატონო კაკო. გამოვიქეცი, როგორც კი რეპორტაჟი დავასრულე. საღამოს რეპეტიცია მაქვს. ჟურნალში ხელს მოგიწერთ და წავალო.

კაკო ძიძიგურმა თავის კაბინეტში შეგვიყვანა და სავარძლებში დაგვსვა. შემდეგ რადიო ჩართო და სწორედ ამ დროს იღრიალა გუგულამ ეროსის ხმით: „არის, არის, „დინამო“ ერთით ნულს იგებს!..“

– აბა, აქ ხარ, თუ იქ? – ირონიით იკითხა ბატონმა კაკომ და ხელი რადიოსკენ გაიშვირა.

მთელი კურიოზი კი ის იყო, რომ თამაში თასზე იყო. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა... კაკო ძიძიგურს სიტყვიერი შენიშვნაც კი არ მიუცია ეროსისთვის და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

 

ნიკა ლაშაური

Link to post
Share on other sites

ცნობილი მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ახალგაზრდობაში ერთხელ ერთ მეგობარს ვესტუმრე ქუთაისში. შუა ქეიფში ვართ და ერთ-ერთმა შემოსწრებულმა თქვა:

– ბიჭო, ჯიმშერიას „ლადა“ ჩამოუყვანია რუსეთიდან.

„ლადა“ იმ წლებში ძალიან პრესტიჟული მანქანა იყო, ჯიმშერია კი ამ სუფრის წევრების ახლო მეგობარი, რომელიც, თურმე ძალიან ხშირად იცვლიდა ცოლებსა და მანქანებს. „ლადას“ პატრონი რომ სუფრაზე არ გვეწვია, მეორე დღეს მას სახლში დავადექით კოლექტიურად, რომ „ლადა“ გვენახა და გაგვეტარებინა. ჯიმშერია სახლიდან გამოვიხმეთ და ჩემი მეგობარი ეუბნება:

– ჯიმშერია, ბუჯო, გამეიყვანე შენი „ლადა“, რომ შევაჯდეთ და გავაჭენოთო...

ჯიმშერია, ჯერ გაოგნდა, შემდეგ გაფითრდა და ცივმა ოფლმა დაასხა... ბოლოს კი რკინის სარი მოწყვიტა, დედის გინებით გამოგვეკიდა და კიდევ კარგი, რომ ვერავის მოგვარტყა, თორემ მოგვკლავდა...

საქმე კი ის იყო, რომ ლადა მის ახალ ცოლს ერქვა და არა ახალ მანქანას.

 

 

 

ნიკა ლაშაური

Link to post
Share on other sites

ცნობილი ქართველი მსახიობი გია ფერაძე ერთხელ ერთ ბომონდურ სუფრაზე მოხვდა მოსკოვში. იქ ყველა ყველას იცნობდა, ერთმანეთს ნაძალადევი არისტოკრატული მანერებით მიმართავდნენ, სტუმარს კი ყურადღებას არ აქცევდნენ – გიას თავს აჩვენებდნენ, რომ თითქოსდა, ძალიან განათლებულები იყვნენ და საუბარში მედიდურ ფრაზებსაც გამოურევდნენ ხოლმე... გია ფერაძე რის გია ფერაძე იქნებოდა, რომ სიტუაცია არ „ეჩიჩმა“. გიამ შამპანური დაისხა, ფეხზე წამოდგა და აყაყანებულ ბომონდს მიმართა:

– ვხედავ, რომ ძალიან ღირსეული, განათლებული ხალხი ხართ აქ შეკრებილი და შეიძლება, სამიოდე კითხვა დაგისვათ?

– გვკითხე, – ერთხმად, ფამილარულად მიუგო „ბომონდმა“ „პროვინციელს“.

– რა ერქვა კარლ მარქსის მამას? – იკითხა გიამ და ორ დუჟინ „განათლებულებში“ ერთმაც არ იცოდა პასუხი...

– ჰაინრიხი! – თქვა ფერაძემ და იქვე დაამატა:

– ვინ დაწერა სიმღერა „პოდმოსკოვნიე ვეჩერა“?

ბომონდი კვლავ დუმდა.

– ვასილ პავლოვიჩ სოლოვიოვ-სედოიმ, – გაანათლა ქართველმა „პროვინციელმა“ „ბომონდი“ და მესამე კითხვაზე გადავიდა:

– რა უფრო კარგია სასუქად – ჩიტის სკინტლი თუ საქონლის ფუნა?

– ფუნა! ფუნა! – ერთმანეთს ასწრებდა პასუხს აყაყანებული „ბომონდი“.

გია ფერაძემ ხელის აწევით გააჩერა „განათლებულები“ და თქვა:

– პოლიტიკა თქვენ არ გესმით, არც ხელოვნება, ფუნასა და ქაქში კი კარგად ხართ გათვითცნობიერებულები. თქვენს განათლებას გაუმარჯოს! – გიამ ბოკალი ბოლომდე გამოცალა და ამაყად დატოვა სუფრა.

 

ნიკა ლაშაური

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

"გურულმა ფეხბურთის მატჩზე დააგვიანა. დაჯდა, ახედა ტაბლოს და წერია – 6:0 ესპანეთის სასარგებლოდ.

– დიდი ხანია, დეიწყო შეხვედრა? – ჰკითხა გვერდით მჯდომს.

– არა, ამ მინუტში.

– აბა, აგი ბურთები გატანილი ჩამოიტანეს?"

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 3 months later...

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:

– აბა, ბავშვებო, ვინ მეტყვის, როდის შეჭამეს ადამმა და ევამ აკრძალული ვაშლი?

წამოხტა ვახო და დაიყვირა:

– მე ვიცი, 15 სექტემბერს, მასწავლებელო.

– რატომ, მაინცადამაინც 15 სექტემბერს?

– მანამდე არ მწიფდება ვაშლი და...

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Крылатые фразы Русского мира

 

Водка без пива - деньги на ветер

Спасибо не булькает

А что тут думать ? Наливай да пей !

Тут без стакана не разберёшь..

Всё зависит от полноты налитого стакана

Зимний рыбак та же пьянь только в валенках

Пьяная баба п.... не хозяйка

Не бывает некрасивых женщин.Бывает мало водки

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ნასვამმა მძღოლმა მოსახვევში მანქანა ვერ დაიმორჩილა და პირდაპირ სახლში შეუვარდა გურულს. გურული გაოგნებული უყურებს. მძღოლი ეკითხება:

– ბიძია, თბილისამდე როგორ მივიდე?

– როგორ ბიძია და... ა, ასე გადახვალ მოკლეზე, „ჩერეზ კუხნით“.

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • 11 months later...
  • 1 year later...

_მამიკო, მამიკო, ნადირობით შეიძლება რომ მილიონერი გახდე?

_კი, შვილო, თუ კი შენ მილიარდერი იქნები მანამდე.

Link to post
Share on other sites
On 24/02/2021 at 2:21 PM, Gurulo said:

_მამიკო, მამიკო, ნადირობით შეიძლება რომ მილიონერი გახდე?

_კი, შვილო, თუ კი შენ მილიარდერი იქნები მანამდე.

ბებიაჩემი გვეუბნებოდა მე და ჩემ ძმას. მონადირე კაცი და აშენებული ჯერ არ მინახავსო. რაღა თქვენ დაემსავსეთ ნიკოს (ბაბუაჩემის ძმა, განთქმული მონადირე, ქუჩაშიც კი თოფით დადიოდა), გაღლეტილი წავიდა ამ ქვეყნიდან მაგ ნადირობის გადამკიდეო :)

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...