Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

კანონმდებლობა.

ფიზიკური პირი ვალდებულია იარაღის საკუთრების ან სარგებლობის უფლების რეგისტრაცია შეძენიდან 10 დღეში გააკეთოს,გარდა პრევმატული იარაღისა და აეროზოლური მოცყობილობისა.იარაღის მოსარგებლე ან მესაკუთრე პირს უფლება აქვს,იარაღის შეძენის ნებართვა მიიღოს,რეგისტრაციაში ან ხელახალ რეგისტრაციაში გაატაროს სააგენტოს უფლება მოსილ ნებისმიერ დანაყოფში,მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა.იარაღის რეგისტრაციის შემდეგ სარეგისტრაციო მონაცემებში აისახება იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლე პირის სახელი და გვარი,პირადი ნომერი,საცხოვრებელი ადგილი,იარაღის მარკა, მოდელი, სახეობა, ტიპი, კალიბრი, საინდიფიკაციო ნომერი, მინიჭებული იარაღის შეძენის ნებართვა, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის კატეგორია, იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაცია) საფუძველი. იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად იქონიოს იარაღის რეგისტრაციის მოწმობაც. 2008 წლის 20 დეკემბრამდე რეგისტრირებული რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის მოქმედების ვადა იურდიულ ძალას ინარჩუნებს რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში.

იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იარაღის შეძენის ნებართვის სახის მიხედვით იყოფა ა, ბ, ც ან დ კატეგორიებად.კერძოთ. ა კატეგორიის იარაღის სარეგისრაციო მოწმობა გაიცემა შენახვის უფლებით.რეგისტრირებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული თავდაცვის სახეობის მოკლეხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე (პისტოლეტი, რევოლვერი). ასევე, თავდაცვის სახეობის მიკლეგლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე (საფანტის პისტოლეტი ან რევოლვერი)და მოკლეგლუვლულიან თვით დამტენ ცეცხლსასროლ იარაღზე. ბ. კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებულ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული სანადირო სახეობის ხრახნილლულიან,გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე, თავდაცვის სახეობის გაზის იარაღზე,პირებზე რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდებათ იარაღის ტარების უფლება. ც. კატეგორიის იარაღის სარეგისრაციო მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისრირებულ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მქონე იარაღზე.ამასთან მესაკუთრე პირს იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მოხსნამდე ეზღუდება საკუთრების განკარგვის განკარგვის უფლება. დ. კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისტრირებულ სამსახურის ბალანსზე რიცხულ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მქონე იარაღზე.დაუშვებელია ერთი და იმავე იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. ა. ან ბ. კატეგორიის ნებართვის გაცემისას პირმა უნდა წარმოადგინოს; 1. განცხადება; 2. იარაღზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 3.საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; 4. საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; 5. ჯამრთელობის ცნობა ( ფსიქო ) ,, ყველა სახელმწიფო მოხელეზე ითხოვენ უკვე ". 6. მომსახურების საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი; 7. იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი-ხრახნილლულიან იარაღზე - 8 ლარი, გლუვლულიანზე - 6 ლარი,ასევე უნდა წარმოადგინოს მომსახურებაზე დადგენილიგადახდის დამადასტურებელი ქვითარები. კერძოდ, იარაღის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური -10 ლარი, იარაღის ბალესტიკური შემოწმების საფასური -20 ლარი, იარაღის დროებით მოწმობის საფასური - 5 ლარი. იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის შემდეგ. პირის მოთხოვნის საფუძველზე საბუთი შეიძლება გაიცეს 5 სამუშაო დღეშიც,ოღონდ ამ შემთხვევაში მოუწევს კიდევ 50 ლარის გადახდა. ერთი სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში პირი იხდის - 80 ლარს. ც. კატეგორიის ნებართვის გაცემისას პირმა ყველა ზემოაღნიშნუთან ერთად უნდა წარმოადგინოს ა. კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და სამსახურის წერილობითი თანხმობა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იარაღზე სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის მინიჭების თაობაზე. დ. კატეგორიის ნებართვის გაცემისას, გარდა ზემოაღნიშნულ საბუთებისა,პირმა უნდა წარმოადგინოს სამსახურის წერილობითი მიმართვა სამსახურის ბალანსზე რიცხული იარაღის ფიზიკური პირისათვის გაცემისა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე.ასევე თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ასლი ან ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ. ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვება ძველი ნებართვის ნიმუშის რეგისტრაციის ვადის გასვლის გამო და იარაღის სარეგისრაციო მონაცემების ცვლილებისას. იარაღის ხელახლი რეგისრტრაციისას გარდა განცხადების,პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა ,იარაღის რეგისტრაციის მოწმობისა სააგენტოში უნდა წარმოდგენილი იქნეს ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი,საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ახალი იარაღის რეგისტრაციის დოკუმენტის გაცემის დღიდან ძველი იარაღის მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად და უნდა ჩაბარდეს სააგენტოს. იარაღის ხელახალ რეგისტრაციაში გამტარებელი პირის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს ჯამრთელობის ცნობა.იარაღის ჩამოწერისა და საკომისიო წესით ჩაბარების შემთხვევაში,მესაკუთრე პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განცხადება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა ა. ან ბ. კატეგორიით,ჩამოსაწერი იარაღი, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ჩამოწერის შემთხვევაში ჩაბარებული იარაღის განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებული იარაღის სააგენტოში რეგისტრირება შეიძლება,თუ დასაჩუქრებული პირი ან მემკვიდრე აკმაყოფილებენ იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.გადაფორმების ჩასატარებელი პროცედურები შემდეგში მდგომარეობს; იარაღზე უფლების გამცემი პირი უნდა გამოცხადდეს სააგენტოს ნებისმიერ დანაყოფში და წარმოადგინოს ერთობლივი განცხადება, უფლების გადაცემისა და მიმღების საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები,უფლების მიმღები ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჯამრთელობის ცნობა.ასევე უფლების გადამცემი იარაღის რეგისტრაციის მოწმობა,იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონით დადგენილი მოსაკრებელის გადახდის ქვითარი და მომსახურებაზე დადგენილი საფასურის გადახდის ქვითრები. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად უცხოელმა სააგენტოს ნებისმიერ დანაყოფში უნდა წარმოადგინოს უცხო ხასელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი,საქართვეოს ტერიტორიეზე კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი,იარაღის ბალესტიკური შემოწმების აქტი,იარაღის შეძენასთან დაკავშირებული უცხო სახელმწიფო შუამდგომლობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი,ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო ქვეყნის მოქალაქის იარაღის შეძენის ნებართვა მიეცემა არა უმეტეს იმ ვადისა, რა ვადითაც უცხოელი იმყოფება საქართველოში. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად იურდიულმა პირმა სააგენტოს ნებისმიერ დანაყოფში უნდა წარადგინოს ; 1. განცხადება; 2. იურდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტი; ექსპორტიორის მიერ დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეულ ეგზემპლარის შესახებ (დასახელება,მოდელი,სერია); 3. იარაღისა და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4. დოკუმენტი,სადაც ასახულია ზუსტი ინფორმაცია გადასატანი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ; 5. პასუხისმგებელ პირთა მონაცემები; 6. ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები,რომლითაც ხდება გადატანა; 7. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტო იარაღს რეგისტრაციაში არ გაატარებს ,თუ არსებობს ,, იარაღის შესახებ " საქართველოს კანონის 27 - ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის გაუქმების ან გაუცემლობის საფუძველი,რომლის მიხედვითაც პირს უარი დაუფიქსირდება თუ იგი დაავადებულია ფსიქიკურად, აქვს განსაკუთრებული ფიზიკური ნაკლი, სისტემატიურად არღვევს საზოგადეობრივ წესრიგს,არის ქრონიკული ნარკომანი,ან ტოქსიკომანი,ალკოჰოლიკი,არის არასრულცლოვანი და არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში. კანონმდებლობით აკრძალულია იარაღის სამოქალაქო და სამსახურებრივ -საშტატო იარაღად გამოყენება.ასევე თუ იარაღი ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებულია არალიცენზირებული პირის მიერ,წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის იარაღის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობითდადგენილ მოთხოვნებს;თუ იარაღის მესაკუთრემ ან მოსარგებლე პირმა იარაღის ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში დადგენილი წესით არ მიმართა სააგენტოს ხელახალი რეგისტრაციის მიზნით.შეიცვალა ის გარემოება ,რომელიც საფუძვლად დაედო იარაღის რეგისტრაციას და ა. შ. ცეცხლსასროლი იარაღის სროლა დასახლებულ პუნქტებსა და ამისათვის გამოუყოფილ ადგილებში, აგრეთვე გამოყოფილ ადგილებში,მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით ,გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე,ანუ 200-დან 400 - ს ლარამდე. ასევე დაჯარიმდება სავაჭრო საწარმოების მუშაკთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო თოფის და მისი საბრძოლო მასალების მიყიდვა მათთვის,ვისაც არ აქვთ შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვა.ჯარიმა იქნება შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობისა ( 40 ლარი ). განმეორებით შემთხვევაში ორი მინიმალური ოდენობით ( 80 ლარი ).

მუხლი 86.

თევზჭერისა და ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა

სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების

დარღვევა (4.05.2010. N3054)

1. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება სამოყვარულო და სპორტული იარაღისა და ხერხების გამოყენების დადგენილი წესის დარღვევით –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით.

2. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღებისა და ხერხების ან/და წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღის, ნავის, ნახევარბარკასის ან სხვა) გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

4. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღების, ხერხებისა და 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

5. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ათასიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

6. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობების მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

7. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

8. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ იარაღით ან საშუალებით, რომლით ნადირობაც აკრძალულია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით

მუხლი 89-2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების

მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული

რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის,

მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე

ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი

იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული

არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის

შეტანა

1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

მუხლი 893.

სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი

იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი

საშუალებებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან

გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება

ნავის გამოყენებით, სახელმწიფო ნაკრძალის

თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან/და

თევზსაჭერი საშუალებების მქონე პირთა ნაკრძალის

ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა

1. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირის მიერ (გარდა იმ პირებისა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი) ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან/და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე პირის მიერ ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება ნავის გამოყენებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.

3. სახელმწიფო ნაკრძალის თანამშრომელთა მიერ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და დირექციების დირექტორებისა) ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალების (მათ შორის, ნავის) მქონე პირთა ნაკრძალის ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა, ან/და აღნიშნულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ზომების მიუღებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

მუხლი 85-4. უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს

ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და

მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა

უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ლარამდე, ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი დერივატებისა და მათგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით. (25.07.2006. N3516)

მუხლი 85-3. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან სხვა ისეთ მოქმედებათა ჩადენა, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ასეთი ცხოველების სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ანდა ამ ცხოველთა მოპოვება მოპოვების ნებართვაში მითითებულ პირობათა დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ექვსას ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას სამასიდან რვაას ორმოცდაათ ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით. (06.06.2003 N2359)

მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული

სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო

ობიექტი იყო (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებად იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება N 408 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1985 წ., N10-ის დანართი, მუხ. 370;

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი N285 – სსმ I, 2000 წ., N18, მუხ. 47)

მუხლი 28. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის

იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

1. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის იძულებით ჩამორთმევასა და შემდგომ რეალიზაციაში, ნავაჭრი თანხის ყოფილი მესაკუთრისათვის გადაცემით, ჩამორთმეული საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით.

2. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები არ შეიძლება სასყიდლით ჩამოერთვას იმ პირს, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3. სასყიდლით ჩამორთმევის შეფარდების წესს და ჩამოსართმევი საგნების სახეობებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;

მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:

ა) გაფრთხილება;

ბ) ჯარიმა;

გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო; (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

დ) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო; (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სპეციალური უფლების (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება) ჩამორთმევა;

ე1) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა; (1.07.2011 N 5018)

ვ) გამასწორებელი სამუშაოები;

ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა.

2. საქართველოს კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს. (25.07.2006. N3516)

3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიმართ, მათ მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო დღიდან. (1.07.2011 N 5018)

(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება N1842 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1988წ., N8, მუხ. 201;

ელჩი

აქაური კანონით ამ ცხოველებზე, რომლებსაც ლინკების მეშვეობით ნახავთ, მხოლოდ ერთხელ მაქვს სიცოცხლეში მათი მოპოვების უფლება, ისიც როგორ?

ყოველ წლიურად გამოყოფილია კვოტა და ვინც მსურველია, შეკრებისას თამაშდება დოლურაში ჩაყრილი მონადირეთა სახელები.

იქვე ესწრება ყველა მსურველი, გამარჯვებულს უფლება ეძლევა შევიდეს იმ დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ეს ცხოველები ბინადრობენ.

ესენია: მთის თხა/ROCKY MOUNTAIN GOAT/, ჯიხვი/BIGHORN SHEEP/ და ჩრდილოეთ ამერიკის ანტილოპა/PRONGHORN ANTELOPE/

http://www.google.co...=2&ved=0CEYQsAQ

http://www.google.co...iw=1428&bih=829'>http://www.google.co...iw=1428&bih=829

http://www.google.co...iw=1428&bih=829

იეტი

რაც შეეხება ჩამორთმევას:

მუხლი 28. იარაღის ჩამორთმევა

1. იარაღის ჩამორთმევა ხდება:

ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას;

ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას;

გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო ქონების საკითხის გარკვევამდე, თუ მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განაცხადებს მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შესახებ.

2. იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)

როგორ მოხვდი მანდა ??

იეტი

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის;

მუხლი 8. საკოლექციო იარაღი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)

იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, მისი შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.

თუ ეგეთი რამე გაქვს, ჯობია ან აღრიცხვაზე აიყვანო და კანონის შესაბამისად შეინახო, ან მაკეტად აქციო.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №30

2011 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჰ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №34 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მ. ვალიშვილი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები

მუხლი 1

ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში:

ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;

ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

მუხლი 2

ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:

ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;

ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;

(ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე)

გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე.

მუხლი 3

ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:

ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;

ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.

მუხლი 4

ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:

ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე;

ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე.

მუხლი 5

შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში;

ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;

გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე;

დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა – 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით;

ე) მოლუსკები – მთელი წლის განმავლობაში.

მუხლი 6

პალიასტომის ტბაში თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი (ლობანი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;

ბ) კეფალი (პილენგასი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;

გ) ოქროსფერი კეფალი – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;

დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;

ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;

ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.

წყარო

https://matsne.gov.g...View&id=1325129'>https://matsne.gov.g...View&id=1325129

ბრძანება №276

2011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი

,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში:

ა) არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე;

ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;

თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;

რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში:

ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) კაკაბზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;

თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:

ა) არჩვზე - 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;

გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) ჯიხვზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;

თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე;

რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;

ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;

ქ) კაკაბზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;

ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;"

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

წყარო

https://matsne.gov.g...View&id=1325129

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

საქართველოს კანონი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის

მოსაკრებლების შესახებ

I ჯგუფი (დათვი) 1700 ლარი

II ჯგუფი (გარეული ღორი) 100 ლარი

III ჯგუფი:

ა) შველი 500 ლარი

ბ) ირემი 1700 ლარი

IV ჯგუფი (მგელი) 100 ლარი

V ჯგუფი:

ა) ტურა 15 ლარი

ბ) მელა 50 ლარი

გ) მაჩვი 20 ლარი

დ) კვერნა 20 ლარი

ე) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია 1 ლარი

ვ) ტყის კატა 10 ლარი

VI ჯგუფი (კურდღელი) 2 ლარი

VII ჯგუფი:

ა) ჯიხვი 1700 ლარი

ბ) არჩვი 1350 ლარი

გ) შურთხი 220 ლარი

დ) ნიამორი 8350 ლარი

VIII ჯგუფი (სხვა ძუძუმწოვრები) 2 ლარი

IX ჯგუფი (ხოხობი) 15 ლარი

X ჯგუფი:

ა) კაკაბი, გარეული ბატი 4 ლარი

ბ) გარეული იხვი 1 ლარი

გ) დურაჯი 1 ლარი

დ) გნოლი 1 ლარი

ე) როჭო 1 ლარი

XI ჯგუფი (სხვა ფრინველები) 1 ლარი

მოკლედ ესეთი ამბავია:

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების

დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის

საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების

დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული

დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე

(გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;

ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა,

ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი

იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:

ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ხეთაგური

გარდა ამისა, დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები:

ნუტრია – 194 ცალი,

კურდღელი – 615 ცალი,

მაჩვი, – 168 ცალი,

ტყის კვერნა – 157 ცალი,

ქვის კვერნა – 157 ცალი,

მგელი – 120 ცალი,

ტურა – 1453 ცალი,

მელა – 162 ცალი,

ტყის კატა – 77 ცალი,

გარეული ღორი – 189 ცალი,

შველი – 417 ცალი,

ენოტი – 96 ცალი,

ხოხობი – 416 ცალი,

კაკაბი – 713 ცალი,

დურაჯი – 50 ცალი.

ასევე:

ბრძანება №275

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების

წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების

ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07

ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების

ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და

ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011,

ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას

დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა)

მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ

პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.“.

2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ

გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ

საზღვრებში“.

3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში:

ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ

წლამდე ბელი;

ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ“, „დ“, „რ“, „ტ“, „უ“, „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით

გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე;

გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია;

დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია

და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია;

ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;“.

4. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა

და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.“.

5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 - მე-13 პუნქტები:

„10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი

მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება.

11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში

და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან

იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების

ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი)

ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი

ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.

12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი,

რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას

(დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.

13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის

გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს,

აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“

ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. “

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. ნადირობისათვის აკრძალული ვადები

1. ნადირობა აკრძალულია:

ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე;

დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;

ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

ზ) კურდღელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

თ) მაჩვზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

ლ) მგელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

მ) ტურაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ნ) მელაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე;

რ) შველზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე;

ს) ენოტზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

ტ) კავკასიური როჭოზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;

ქ) კაკაბზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;

ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;

ყ) გნოლზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი

იარაღით, ნადირობა აკრძალულია:

ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;

ბ) კეთილშობილი ირემზე - 1 თებერვლიდან - 1 ნოემბრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან - 15 ოქტომბრამდე;

დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;

ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

ზ) კურდღელზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე;

თ) მაჩვზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;

ლ) მგელზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

მ) ტურაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

ნ) მელაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 15 თებერვლიდან - 1 დეკემბრამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;

რ) შველზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;

ს) ენოტზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

ტ) კავკასიურ როჭოზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;

ქ) კაკაბზე - - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;

ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე;

ყ) გნოლზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;“

7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა

ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული

დოკუმენტების გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობის დარღვევით (ასეთის არსებობის

შემთხვევაში), აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული

მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.“

აკრძალულია ნადირობა ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია;

აქაც ვიქცევით შემდეგნაირად:

ვაჩერებთ ჯიხვს, ირემს, ვუღებთ რქსის ზომებს და თუ მოთხოვნა დააკმაყოფილა ვესვრით.

მაგრამ თუ თქვენი მეტრიანი შეცდა და მოკლულ ჯიხვს 99.9 სმ აღმოაჩნდა რქა პიზდეცია ბიჭებო.

licenziebi-nebartv(1).doc

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...
  • Replies 77
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სალამი ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო. როგორც მოგეხსენებათ ჩვენი კლუბი(მისი პრეზიდენტი) მონაწილეობს ნადირობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო საინიციატივო განხილვებში. ამჟამად მიმდინარეობს მსჯელო

ნადირობაზე კონტროლი მკაცრდება :)   https://www.interpressnews.ge/ka/article/561416-nadirobaze-kontroli-mkacrdeba

ყველა აქციაზე!  

Posted Images

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №05

2012 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 34-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს თანდართული „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესი“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

დანართი

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. წესის მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) პროცესში წარმოშობილი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება და ამ ურთიერთობაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ (ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველებთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის ამავე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ცხოველი – საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველი;

ბ) ცხოველის დაჭერა – ცხოველის ტყვეობაში გამრავლების მიზნით ბუნებრივი გარემოდან ცოცხლად ამოღება;

გ) ცხოველის ტყვეობაში გამრავლება – დაჭერილი ცხოველების აღწარმოების ხელშეწყობა შემდგომში მისი და ტყვეობაში გამრავლებული ნამატის ნაწილის ბუნებრივ გარემოში დაბრუნებისა და ნამატის ნაწილით სარგებლობის მიზნით;

დ) თევზის მეურნეობა – ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება წყლის ობიექტზე, სადაც შესაძლებელია მწარმოებელი თევზების მომწიფება, მათგან ქვირითის მიღება, ქვირითის ინკუბაცია და ლავრების გამოზრდა;

ე) ცხოველის ტყვეობაში გამრავლების ცენტრი – ტერიტორია, რომელიც მოწყობილია ცხოველთა (გარდა თევზის სახეობისა) ტყვეობაში გამრავლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით (მათ შორის, აღჭურვილია ვოლიერ(ებ)ითა და საიზოლაციო ადგილებით);

ვ) დოკუმენტი – ცხოველის ტყვეობაში გამრავლების მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტი;

ზ) ლიცენზია – თევზის ტყვეობაში გამრავლების მიზნით სააგენტოს მიერ გაცემული თევზჭერის ლიცენზია;

თ) სპეციალური ტრანსმიტერი (ჩიპი) – სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული სპეციალური საშუალება, რომელიც შეჰყავთ დაჭერილ ან/და ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის (გარდა თევზის სახეობისა) სხეულში მისი შემდგომი იდენტიფიცირების მიზნით.

მუხლი 3. ცხოველის ტყვეობაში გამრავლების სამართლებრივი საფუძვლები

დაინტერესებულ პირს ცხოველის ტყვეობაში გამრავლების უფლება ენიჭება სააგენტოს მიერ შესაბამისი დოკუმენტის ან ლიცენზიის საფუძველზე.

მუხლი 4. ცხოველის დაჭერის წესები

1. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით ცხოველთა დაჭერა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დოკუმენტის ან ლიცენზიის საფუძველზე კანონმდებლობით დაშვებულ ვადებში.

2. ცხოველის დაჭერის ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს და ცხოველის დაჭერის ადგილზე სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება ცხოველის დაჭერის აქტი, რომელშიც აღინიშნება:

ა) ცხოველის სახეობა;

ბ) ცხოველის ზომა და სქესი;

გ) ცხოველის ბუნებრივი გარემოდან ამოღების ადგილი და დრო;

დ) ცხოველის დაჭერის იარაღი;

ე) ცხოველის დამჭერი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ვ) ცხოველში შეყვანილი სპეციალური ტრანსმიტერის (ჩიპის) ნომერი-შტრიხკოდი;

ვ) ასევე სხვა აუცილებელი მონაცემები.

3. ცხოველთა დაჭერისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი მეთოდები და საშუალებები, რომლებიც საფრთხეს არ უქმნის ცხოველის სიცოცხლეს.

4. ცხოველის (გარდა თევზის სახეობისა) შემთხვევაში აკრძალულია:

ა) ძუძუმწოვარი მაკე ინდივიდის დაჭერა;

ბ) ცხოველის დაჭერა, რომელსაც ჰყავს დამოუკიდებლად არსებობის უნარის არმქონე ნაშიერი;

გ) ცხოველის ნაშიერის დაჭერა, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებლად არსებობის უნარი.

მუხლი 5. დაჭერილი ან ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის ტრანსპორტირების წესები

1. დაჭერილი ან ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის ტრანსპორტირება დაშვებულია:

ა) მხოლოდ შესაბამისად დოკუმენტის ან ლიცენზიის საფუძველზე;

ბ) ისეთი საშუალებით, რომელიც გამორიცხავს ცხოველის დაზიანებას ან გაქცევას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირება ხორციელდება დახურული კონტეინერის მეშვეობით, იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სავენტილაციო სისტემით.

2. ცხოველის ტრანსპორტირებისას ის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისთვის დამახასიათებელი ტემპერატურით, საჭირო საკვებით და წყლით.

3. რამდენიმე ინდივიდის ტრანსპორტირებისას უნდა მოხდეს მათი იზოლირება ერთმანეთისაგან, გარდა იმ შემთვევისა, როდესაც ხდება თევზის ერთი და იმავე სახეობების ტრანსპორტირება.

მუხლი 6. ცხოველის (გარდა თევზის სახეობისა) ტყვეობაში გამრავლების წესები

პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს ცხოველის (გარდა თევზის სახეობისა) ტყვეობაში გამრავლებას, ვალდებულია:

ა) განახორციელოს სახეობის ტყვეობაში გამრავლების გეგმითა და საოპერაციო გეგმით გათვალისწინებული ქმედებები;

ბ) თითოეული დაჭერილი ან/და ტყვეობაში გამრავლებული ცხოველი დანიშნოს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული სპეციალური ტრანსმიტერით (ჩიპით), რომლის ნომერი-შტრიხკოდი და სააგენტოს მიერ წინასწარ დადგენილ ინფორმაციასთან ერთად 3 დღის ვადაში უნდა გადასცეს სააგენტოს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის ტყვეობაში გამრავლება ხორციელდება ვოლიერში, მისი პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს;

დ) სააგენტოს ყოველწლიურად 01 აპრილიდან 01 მაისამდე წარუდგინოს ინფორმაცია დაჭერილი ცხოველის, მისგან მიღებული შთამომავლობის, მათი რიცხოვნობის, სქესთა შეფარდებისა და ასაკობრივი კატეგორიების მითითებით, ასევე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების და სახეობის ტყვეობაში გამრავლების გეგმითა და საოპერაციო გეგმით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე;

ე) ყოველწლიურად სააგენტოს შესათანხმებლად წარმოუდგინოს სახეობის ტყვეობაში გამრავლების გეგმის საფუძველზე შედგენილი საოპერაციო გეგმა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ასახული უნდა იყოს ინფორმაცია ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის მოპოვების, ასევე ბუნებრივ გარემოში დასაბრუნებელი ინდივიდების ოდენობის, გაშვების პერიოდის და ბუნებრივ გარემოში გაშვებულ ცხოველზე შემდგომი დაკვირვების გეგმის შესახებ;

ვ) ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის ბუნებრივ გარემოში დაბრუნებამდე 2 კვირით ადრე აცნობოს სააგენტოს ცხოველის გაშვების თარიღი, ადგილი და ცხოველის ბუნებრივ გარემოში დაბრუნება განახორციელოს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით;

ზ) დეფექტური ინდივიდის დაბადების შემთხვევაში მისი გარემოდან ამოღება განახორციელოს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით და ცხოველის გარემოდან ამოღების აქტის საფუძველზე;

თ) ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში, მისი დაღუპვის მიზეზის დადგენის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომლის მიერ შედგენილი ნეკროფსიის აქტი 3 დღის ვადაში წარუდგინოს სააგენტოს;

ი) დაიცვას დოკუმენტით დადგენილი სხვა პირობები ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 7. ცხოველის (თევზის სახეობის) ტყვეობაში გამრავლების წესები

თევზის ტყვეობაში (თევზის მეურნეობაში) გამრავლებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლება უნდა განხორციელდეს თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმის შესაბამისად;

ბ) თევზის მეურნეობაში სავალდებულოა თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;

გ) თევზიდან ქვირითის მიღების პროცესს უნდა ესწრებოდეს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ადგენს შესაბამის აქტს. აკრძალულია თევზის სხეულის გაკვეთის (ე.წ. საკეისრო გაკვეთის) მეთოდით ქვირითის მიღება;

დ) დათევზიანება უნდა განხორციელდეს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს დათევზიანების აქტს. დათევზიანებისას სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარული დასკვნის არსებობა. აქტში მათ შორის აღინიშნება:

დ.ა) ლიფსიტების სახეობა, რაოდენობა და ასაკი;

დ.ბ) დათევზიანების დრო და ადგილი.

ე) თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს, ამასთან პერიოდულად უნდა განხორციელდეს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;

ვ) უნდა განხორციელდეს მუდმივი დაკვირვება აღწარმოების მიმდინარეობაზე თევზის სახეობის მიხედვით და მიღებული ინფორმაცია ყოველკვარტალურად წარედგინოს სააგენტოს;

ზ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული თევზის (ლიფსიტების) რაოდენობის 35% ყოველწლიურად ტყვეობაში გამრავლების გეგმის შესაბამისად, უნდა დაბრუნდეს ბუნებრივ გარემოში სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით;

თ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული პირველი თაობის თევზის რეპროდუქციის ასაკის მიღწევისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს თევზჭერის ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა, სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით გარემოში უნდა დაბრუნდეს ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული შესაბამისი თევზის სახეობის ყველა ინდივიდი;

ი) ყოველწლიურად დადგენილ ვადაში სააგენტოს უნდა წარედგინოს სრული ანგარიში თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პირობების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, წყლის ობიექტის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით).

მუხლი 8. ტყვეობაში გამრავლების გეგმის დამტკიცება (შეთანხმება), გეგმაში ცვლილებები

1. ლიცენზიის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმა. წარდგენილ გეგმას ამტკიცებს სააგენტო 1 თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია 1 თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით.

2. ნადირობის დოკუმენტის შემთხვევაში, ცხოველის სახეობის ტყვეობაში გამრავლების გეგმა სააგენტოს წარედგინება ნადირობის დოკუმენტის მიღებამდე.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, შესაძლებელია დამტკიცებულ (შეთანხმებულ) გეგმაში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანა.

4. წარმოდგენილ ცვლილებებს სააგენტო იხილავს არა უმეტეს ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს დოკუმენტის/ლიცენზიის მფლობელს, რომელიც შემდგომში სააგენტოს წარუდგენს ცვლილებებს შენიშვნების გათვალისწინებით.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა წესის დარღვევისთვის

ამ წესის დარღვევისთვის პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.

დანართი №1

ვოლიერის მინიმალური პარამეტრები

მუხლი 1. მურა დათვი (Ursus arctos)

ა) ფართობი: ყოველ ერთ დათვზე 100 მ2, ხოლო წყვილზე 300 მ2;

ბ) ვოლიერების დამაკავშირებელი კარების ტიპი: ჰორიზონტალური;

გ) ვოლიერის შემოღობვის ტიპი და ვოლიერის ლანდშაფტი: ღობე – 3 მ; ბუნაგი 6 მ2;

დ) აუზი: წყლის ზედაპირის ფართი – 20 მ2.

მუხლი 2. კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus)

ა) ფართობი: ყოველ ხუთ ინდივიდზე 800 მ2, თითოეულ დამატებით ინდივიდზე დამატებით 50 მ2;

ბ) ვოლიერის შემოღობვის ტიპი და ვოლიერის ლანდშაფტი: ღობე – 2.5 – 3 მ; გრუნტი – ბუნებრივი; ტალახის აბაზანები.

მუხლი 3. არჩვი (Rupicapra rupicapra)

ა) ფართობი: 4 ინდივიდზე 500 მ2, თითოეულ დამატებით ინდივიდზე დამატებით 50 მ2;

ბ) ვოლიერის შემოღობვის ტიპი და ვოლიერის ლანდშაფტი: ღობე – 2.5 – 3 მ; გრუნტი – ბუნებრივი; ტალახის აბაზანები. კედელზე ცოცვის შესაძლებლობა, სარწყულებელი.

მუხლი 4. აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis, Capra caucasica)

ა) ფართობი: 8 ინდივიდზე 500მ2, თითოეულ დამატებით ინდივიდზე დამატებით 50 მ2;

ბ) ვოლიერის შემოღობვის ტიპი და ვოლიერის ლანდშაფტი: ღობე – 2.5 – 3 მ; გრუნტი – ბუნებრივი; ტალახის აბაზანები. კედელზე ცოცვის შესაძლებლობა, სარწყულებელი

მუხლი 5. ნიამორი (Capra aegagrus)

ა) ფართობი: 8 ინდივიდზე 500 მ2, თითოეულ დამატებით ინდივიდზე დამატებით 50 მ2;

ბ) ვოლიერის შემოღობვის ტიპი და ვოლიერის ლანდშაფტი: ღობე – 2.5 – 3 მ; გრუნტი – ბუნებრივი; ტალახის აბაზანები. კედელზე ცოცვის შესაძლებლობა, სარწყულებელი.

მუხლი 6. კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კასპიური შურთხი (Tetraogalus caspius)

ა) ფართობი: წყვილზე 12 მ2 და თავშესაფარი 3 მ2;

ბ) ვოლიერის შემოღობვის ტიპი და ვოლიერის ლანდშაფტი: ვოლიერი გადახურული 3 მეტრის სიმაღლეზე, არალითონის ბადით დაფარული; გრუნტი – მცენარეული (ბუჩქნარი); აუცილებელია სარწულებელი.

Link to post
Share on other sites

საქართველოს ენერგეტიკისა და

ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №36

2012 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 80 სმ-ზე ნაკლებია;“.

2. 31 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არჩვზე - 1მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;“;

3. 31 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იწყება

სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოდან იწყება.

ნადირობის წესები

 პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) - რომლის ღირებულება შეადგენს 10 ლარს (იხილეთ სახაზინო კოდები) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის დადგენილი წესების, ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 01 მარტამდე.

ნადირობისათვის აკრძალული ადგილები

 სახელმწიფო ნაკრძალები და ეროვნული პარკები და მათ გარშემო 500-მეტრიანი ზონა, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრები.

ნადირობის დროს აკრძალული მეთოდები

 მცენარეული საფარის დაწვა;

 ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;

 ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

 ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

 სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;

სახაზინო კოდები

 ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;

 მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.

დაშვებულია

 ნადირობისას გამოყენებული იქნეს მონადირე ძაღლები და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველები.

 მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.

 მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.

ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი

აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.

ნადირობა ნებადართულია შემდეგი სანადირო იარაღების გამოყენებით:

ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

ე) სანადირო პნევმატური იარაღი.

ნადირობის წესების დარღვევა

ნადირობა, გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარის (დედანის) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის რეგისტრაციის მოწმობის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებითა და მოწყობილობებით დაუშვებელია, ასევე აკრძალულია გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა. ზემოდჩამოთვლილი წესების დარღვევა წარმოადგენს ნადირობის წესების დარღვევას და ისჯება კანონით.

წყარო:http://www.menr.gov.ge/News/2404

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

წესით ტრაფარეტები უნდა იყოს ყველგან სააც გადის ნადირობისთვის დაშვებული ტერიტორიის საღზღვარი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ეს. სად ვზომო მე 500 მეტრი მინდორში.

Link to post
Share on other sites

ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ახალი მინისტრი ყავს.

ვნახოთ რას იზავს.

რისი შეცვლაც საჭიროა ჩამოვწეროთ და გადავუგზავნი.

მოვაცლევინებ ჩვენთვისაც.

აქედანვე ლანძღვა არ დაუწყოთ ბოლო ბოლო ჩემი მეუღლის ალალი ბიძაშვილია :)

Link to post
Share on other sites

50 დღეში რა უნდა მოასწროს :e025:

ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ახალი მინისტრი ყავს.

ვნახოთ რას იზავს.

რისი შეცვლაც საჭიროა ჩამოვწეროთ და გადავუგზავნი.

მოვაცლევინებ ჩვენთვისაც.

აქედანვე ლანძღვა არ დაუწყოთ ბოლო ბოლო ჩემი მეუღლის ალალი ბიძაშვილია :)

Link to post
Share on other sites

ვეფხვია, შენზე უკეთესად ვინ მოახერხებს იმ ყველა ჩვენი გაჭირვების თქმას, თუ არა შენ.

მოიცალოს ორიოდ საათი და გადაიკითხოს ეს თემა.

ამჟამად რაც მიღებულია კანონი ნადირობა-თევზაობაზე, ასე თუ ისე თანახმა ვარ, ვგულისხმობ აკრძალვებს, თორემ დათვზე, ირემზე, არჩვზე, შველზე, ტახზე და რამოდენიმე ფრინველზე რომ დაუშვებელია ნადირობა, ჩემზე უკეთ იცი ეგ.

თუ დაინტერესდა და საქმის საკეთებლად მოვიდა მაგ პოსტზე, მარტო ნადირობა-თევზაობით არ ხდება ქვეყნის ბუნების დაცვა.

მარტო ფაუნა არ არის პრეროგატივა ჩვენთვის, მართლა "მკვლელები" ხომ არ ვართ?

ხე-ტყე-მინდორი, ყველა მცენარე დასაცავია, მწერები, ქვეწარმავლები და ა.შ.

თუ დასჭირდება დახმარება, ვიცი არ მოაკლდება რჩევები, მაგრამ მაინც, შემიძლია ბევრი ისეთი ჩვენთან ჯერ უცნობი გამოცდილება გავუზიარო, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაადგება სასიკეთოდ.

არაფერი არ მინდა, მხოლოდ მომისმინოს მაქსიმუმ ნახევარი საათი.

პ.ს. დამაკავშირე მაგ კაცთან, გავესაუბრები ისეთ საკითხებზე, რომლებიც ბუნების დაცვას ეხება.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ისე რა გინდა რომ უთხრა ისეთი რაც არ ეცოდინება. მთელმა საქართველომ იცის რა კლანი ჭრის ტყეს, მთელმა საქართველომ იცის რა კლანი აკეთებს ჰესებს ნახევარი საქართველოს დატბორვის ფასადაც კი, მთელმა საქართველომ იცის რომ დენით ათეულ კილოობით კალმახს ძალოვნები წყვეტენ....რას ვეტყვით ახალს? ვერაფერს. არ უნდათ და მინისტრი როგორ შეცვლის ამ ყველაფერს. არ მჯერა...

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

კანონმდებლობა.

ფიზიკური პირი ვალდებულია იარაღის საკუთრების ან სარგებლობის უფლების რეგისტრაცია შეძენიდან 10 დღეში გააკეთოს,გარდა პრევმატული იარაღისა და აეროზოლური მოცყობილობისა.იარაღის მოსარგებლე ან მესაკუთრე პირს უფლება აქვს,იარაღის შეძენის ნებართვა მიიღოს,რეგისტრაციაში ან ხელახალ რეგისტრაციაში გაატაროს სააგენტოს უფლება მოსილ ნებისმიერ დანაყოფში,მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა.იარაღის რეგისტრაციის შემდეგ სარეგისტრაციო მონაცემებში აისახება იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლე პირის სახელი და გვარი,პირადი ნომერი,საცხოვრებელი ადგილი,იარაღის მარკა, მოდელი, სახეობა, ტიპი, კალიბრი, საინდიფიკაციო ნომერი, მინიჭებული იარაღის შეძენის ნებართვა, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის კატეგორია, იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაცია) საფუძველი. იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად იქონიოს იარაღის რეგისტრაციის მოწმობაც. 2008 წლის 20 დეკემბრამდე რეგისტრირებული რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის მოქმედების ვადა იურდიულ ძალას ინარჩუნებს რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში.

იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იარაღის შეძენის ნებართვის სახის მიხედვით იყოფა ა, ბ, ც ან დ კატეგორიებად.კერძოთ. ა კატეგორიის იარაღის სარეგისრაციო მოწმობა გაიცემა შენახვის უფლებით.რეგისტრირებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული თავდაცვის სახეობის მოკლეხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე (პისტოლეტი, რევოლვერი). ასევე, თავდაცვის სახეობის მიკლეგლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე (საფანტის პისტოლეტი ან რევოლვერი)და მოკლეგლუვლულიან თვით დამტენ ცეცხლსასროლ იარაღზე. ბ. კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებულ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული სანადირო სახეობის ხრახნილლულიან,გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე, თავდაცვის სახეობის გაზის იარაღზე,პირებზე რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდებათ იარაღის ტარების უფლება. ც. კატეგორიის იარაღის სარეგისრაციო მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისრირებულ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მქონე იარაღზე.ამასთან მესაკუთრე პირს იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მოხსნამდე ეზღუდება საკუთრების განკარგვის განკარგვის უფლება. დ. კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისტრირებულ სამსახურის ბალანსზე რიცხულ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მქონე იარაღზე.დაუშვებელია ერთი და იმავე იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. ა. ან ბ. კატეგორიის ნებართვის გაცემისას პირმა უნდა წარმოადგინოს; 1. განცხადება; 2. იარაღზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 3.საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; 4. საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; 5. ჯამრთელობის ცნობა ( ფსიქო ) ,, ყველა სახელმწიფო მოხელეზე ითხოვენ უკვე ". 6. მომსახურების საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი; 7. იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი-ხრახნილლულიან იარაღზე - 8 ლარი, გლუვლულიანზე - 6 ლარი,ასევე უნდა წარმოადგინოს მომსახურებაზე დადგენილიგადახდის დამადასტურებელი ქვითარები. კერძოდ, იარაღის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური -10 ლარი, იარაღის ბალესტიკური შემოწმების საფასური -20 ლარი, იარაღის დროებით მოწმობის საფასური - 5 ლარი. იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის შემდეგ. პირის მოთხოვნის საფუძველზე საბუთი შეიძლება გაიცეს 5 სამუშაო დღეშიც,ოღონდ ამ შემთხვევაში მოუწევს კიდევ 50 ლარის გადახდა. ერთი სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში პირი იხდის - 80 ლარს. ც. კატეგორიის ნებართვის გაცემისას პირმა ყველა ზემოაღნიშნუთან ერთად უნდა წარმოადგინოს ა. კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და სამსახურის წერილობითი თანხმობა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იარაღზე სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის მინიჭების თაობაზე. დ. კატეგორიის ნებართვის გაცემისას, გარდა ზემოაღნიშნულ საბუთებისა,პირმა უნდა წარმოადგინოს სამსახურის წერილობითი მიმართვა სამსახურის ბალანსზე რიცხული იარაღის ფიზიკური პირისათვის გაცემისა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე.ასევე თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ასლი ან ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ. ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვება ძველი ნებართვის ნიმუშის რეგისტრაციის ვადის გასვლის გამო და იარაღის სარეგისრაციო მონაცემების ცვლილებისას. იარაღის ხელახლი რეგისრტრაციისას გარდა განცხადების,პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა ,იარაღის რეგისტრაციის მოწმობისა სააგენტოში უნდა წარმოდგენილი იქნეს ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი,საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ახალი იარაღის რეგისტრაციის დოკუმენტის გაცემის დღიდან ძველი იარაღის მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად და უნდა ჩაბარდეს სააგენტოს. იარაღის ხელახალ რეგისტრაციაში გამტარებელი პირის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს ჯამრთელობის ცნობა.იარაღის ჩამოწერისა და საკომისიო წესით ჩაბარების შემთხვევაში,მესაკუთრე პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განცხადება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა ა. ან ბ. კატეგორიით,ჩამოსაწერი იარაღი, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ჩამოწერის შემთხვევაში ჩაბარებული იარაღის განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებული იარაღის სააგენტოში რეგისტრირება შეიძლება,თუ დასაჩუქრებული პირი ან მემკვიდრე აკმაყოფილებენ იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.გადაფორმების ჩასატარებელი პროცედურები შემდეგში მდგომარეობს; იარაღზე უფლების გამცემი პირი უნდა გამოცხადდეს სააგენტოს ნებისმიერ დანაყოფში და წარმოადგინოს ერთობლივი განცხადება, უფლების გადაცემისა და მიმღების საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები,უფლების მიმღები ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჯამრთელობის ცნობა.ასევე უფლების გადამცემი იარაღის რეგისტრაციის მოწმობა,იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონით დადგენილი მოსაკრებელის გადახდის ქვითარი და მომსახურებაზე დადგენილი საფასურის გადახდის ქვითრები. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად უცხოელმა სააგენტოს ნებისმიერ დანაყოფში უნდა წარმოადგინოს უცხო ხასელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი,საქართვეოს ტერიტორიეზე კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი,იარაღის ბალესტიკური შემოწმების აქტი,იარაღის შეძენასთან დაკავშირებული უცხო სახელმწიფო შუამდგომლობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი,ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო ქვეყნის მოქალაქის იარაღის შეძენის ნებართვა მიეცემა არა უმეტეს იმ ვადისა, რა ვადითაც უცხოელი იმყოფება საქართველოში. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად იურდიულმა პირმა სააგენტოს ნებისმიერ დანაყოფში უნდა წარადგინოს ; 1. განცხადება; 2. იურდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტი; ექსპორტიორის მიერ დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეულ ეგზემპლარის შესახებ (დასახელება,მოდელი,სერია); 3. იარაღისა და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4. დოკუმენტი,სადაც ასახულია ზუსტი ინფორმაცია გადასატანი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ; 5. პასუხისმგებელ პირთა მონაცემები; 6. ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები,რომლითაც ხდება გადატანა; 7. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტო იარაღს რეგისტრაციაში არ გაატარებს ,თუ არსებობს ,, იარაღის შესახებ " საქართველოს კანონის 27 - ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის გაუქმების ან გაუცემლობის საფუძველი,რომლის მიხედვითაც პირს უარი დაუფიქსირდება თუ იგი დაავადებულია ფსიქიკურად, აქვს განსაკუთრებული ფიზიკური ნაკლი, სისტემატიურად არღვევს საზოგადეობრივ წესრიგს,არის ქრონიკული ნარკომანი,ან ტოქსიკომანი,ალკოჰოლიკი,არის არასრულცლოვანი და არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში. კანონმდებლობით აკრძალულია იარაღის სამოქალაქო და სამსახურებრივ -საშტატო იარაღად გამოყენება.ასევე თუ იარაღი ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებულია არალიცენზირებული პირის მიერ,წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის იარაღის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობითდადგენილ მოთხოვნებს;თუ იარაღის მესაკუთრემ ან მოსარგებლე პირმა იარაღის ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში დადგენილი წესით არ მიმართა სააგენტოს ხელახალი რეგისტრაციის მიზნით.შეიცვალა ის გარემოება ,რომელიც საფუძვლად დაედო იარაღის რეგისტრაციას და ა. შ. ცეცხლსასროლი იარაღის სროლა დასახლებულ პუნქტებსა და ამისათვის გამოუყოფილ ადგილებში, აგრეთვე გამოყოფილ ადგილებში,მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით ,გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე,ანუ 200-დან 400 - ს ლარამდე. ასევე დაჯარიმდება სავაჭრო საწარმოების მუშაკთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო თოფის და მისი საბრძოლო მასალების მიყიდვა მათთვის,ვისაც არ აქვთ შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვა.ჯარიმა იქნება შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობისა ( 40 ლარი ). განმეორებით შემთხვევაში ორი მინიმალური ოდენობით ( 80 ლარი ).

მუხლი 86.

თევზჭერისა და ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა

სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების

დარღვევა (4.05.2010. N3054)

1. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება სამოყვარულო და სპორტული იარაღისა და ხერხების გამოყენების დადგენილი წესის დარღვევით –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით.

2. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღებისა და ხერხების ან/და წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღის, ნავის, ნახევარბარკასის ან სხვა) გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

4. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღების, ხერხებისა და 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

5. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ათასიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

6. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობების მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

7. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

8. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ იარაღით ან საშუალებით, რომლით ნადირობაც აკრძალულია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით

მუხლი 89-2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების

მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული

რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის,

მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე

ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი

იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული

არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის

შეტანა

1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

მუხლი 893.

სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი

იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი

საშუალებებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან

გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება

ნავის გამოყენებით, სახელმწიფო ნაკრძალის

თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან/და

თევზსაჭერი საშუალებების მქონე პირთა ნაკრძალის

ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა

1. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირის მიერ (გარდა იმ პირებისა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი) ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან/და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე პირის მიერ ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება ნავის გამოყენებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.

3. სახელმწიფო ნაკრძალის თანამშრომელთა მიერ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და დირექციების დირექტორებისა) ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალების (მათ შორის, ნავის) მქონე პირთა ნაკრძალის ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა, ან/და აღნიშნულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ზომების მიუღებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

მუხლი 85-4. უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს

ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და

მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა

უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ლარამდე, ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი დერივატებისა და მათგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით. (25.07.2006. N3516)

მუხლი 85-3. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან სხვა ისეთ მოქმედებათა ჩადენა, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ასეთი ცხოველების სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ანდა ამ ცხოველთა მოპოვება მოპოვების ნებართვაში მითითებულ პირობათა დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ექვსას ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას სამასიდან რვაას ორმოცდაათ ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით. (06.06.2003 N2359)

მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული

სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო

ობიექტი იყო (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებად იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება N 408 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1985 წ., N10-ის დანართი, მუხ. 370;

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი N285 – სსმ I, 2000 წ., N18, მუხ. 47)

მუხლი 28. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის

იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

1. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის იძულებით ჩამორთმევასა და შემდგომ რეალიზაციაში, ნავაჭრი თანხის ყოფილი მესაკუთრისათვის გადაცემით, ჩამორთმეული საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით.

2. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები არ შეიძლება სასყიდლით ჩამოერთვას იმ პირს, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3. სასყიდლით ჩამორთმევის შეფარდების წესს და ჩამოსართმევი საგნების სახეობებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი N285 – სსმ I, 2000 წ., N18, მუხ. 47)

მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:

ა) გაფრთხილება;

ბ) ჯარიმა;

გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო; (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

დ) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო; (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სპეციალური უფლების (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება) ჩამორთმევა;

ე1) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა; (1.07.2011 N 5018)

ვ) გამასწორებელი სამუშაოები;

ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა.

2. საქართველოს კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს. (25.07.2006. N3516)

3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიმართ, მათ მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო დღიდან. (1.07.2011 N 5018)

(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება N1842 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1988წ., N8, მუხ. 201;

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი N285 – სსმ I, 2000 წ., N18, მუხ. 47)

ელჩი

აქაური კანონით ამ ცხოველებზე, რომლებსაც ლინკების მეშვეობით ნახავთ, მხოლოდ ერთხელ მაქვს სიცოცხლეში მათი მოპოვების უფლება, ისიც როგორ?

ყოველ წლიურად გამოყოფილია კვოტა და ვინც მსურველია, შეკრებისას თამაშდება დოლურაში ჩაყრილი მონადირეთა სახელები.

იქვე ესწრება ყველა მსურველი, გამარჯვებულს უფლება ეძლევა შევიდეს იმ დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ეს ცხოველები ბინადრობენ.

ესენია: მთის თხა/ROCKY MOUNTAIN GOAT/, ჯიხვი/BIGHORN SHEEP/ და ჩრდილოეთ ამერიკის ანტილოპა/PRONGHORN ANTELOPE/

http://www.google.co...=2&ved=0CEYQsAQ

http://www.google.co...iw=1428&bih=829'>http://www.google.co...iw=1428&bih=829

http://www.google.co...iw=1428&bih=829

იეტი

რაც შეეხება ჩამორთმევას:

მუხლი 28. იარაღის ჩამორთმევა

1. იარაღის ჩამორთმევა ხდება:

ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას;

ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას;

გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო ქონების საკითხის გარკვევამდე, თუ მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განაცხადებს მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შესახებ.

2. იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)

როგორ მოხვდი მანდა ??

იეტი

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის;

მუხლი 8. საკოლექციო იარაღი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)

იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, მისი შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.

თუ ეგეთი რამე გაქვს, ჯობია ან აღრიცხვაზე აიყვანო და კანონის შესაბამისად შეინახო, ან მაკეტად აქციო.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №30

2011 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჰ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №34 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მ. ვალიშვილი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები

მუხლი 1

ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში:

ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;

ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

მუხლი 2

ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:

ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;

ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;

(ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე)

გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე.

მუხლი 3

ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:

ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;

ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.

მუხლი 4

ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:

ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე;

ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე.

მუხლი 5

შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში;

ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;

გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე;

დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა – 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით;

ე) მოლუსკები – მთელი წლის განმავლობაში.

მუხლი 6

პალიასტომის ტბაში თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი (ლობანი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;

ბ) კეფალი (პილენგასი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;

გ) ოქროსფერი კეფალი – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;

დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;

ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;

ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.

წყარო

https://matsne.gov.g...View&id=1325129'>https://matsne.gov.g...View&id=1325129

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №276

2011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი

,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში:

ა) არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე;

ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;

თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;

რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში:

ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) კაკაბზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;

თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:

ა) არჩვზე - 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;

გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) ჯიხვზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;

თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე;

რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;

ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;

ქ) კაკაბზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;

ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;"

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

წყარო

https://matsne.gov.g...View&id=1325129

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

საქართველოს კანონი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის

მოსაკრებლების შესახებ

I ჯგუფი (დათვი) 1700 ლარი

II ჯგუფი (გარეული ღორი) 100 ლარი

III ჯგუფი:

ა) შველი 500 ლარი

ბ) ირემი 1700 ლარი

IV ჯგუფი (მგელი) 100 ლარი

V ჯგუფი:

ა) ტურა 15 ლარი

ბ) მელა 50 ლარი

გ) მაჩვი 20 ლარი

დ) კვერნა 20 ლარი

ე) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია 1 ლარი

ვ) ტყის კატა 10 ლარი

VI ჯგუფი (კურდღელი) 2 ლარი

VII ჯგუფი:

ა) ჯიხვი 1700 ლარი

ბ) არჩვი 1350 ლარი

გ) შურთხი 220 ლარი

დ) ნიამორი 8350 ლარი

VIII ჯგუფი (სხვა ძუძუმწოვრები) 2 ლარი

IX ჯგუფი (ხოხობი) 15 ლარი

X ჯგუფი:

ა) კაკაბი, გარეული ბატი 4 ლარი

ბ) გარეული იხვი 1 ლარი

გ) დურაჯი 1 ლარი

დ) გნოლი 1 ლარი

ე) როჭო 1 ლარი

XI ჯგუფი (სხვა ფრინველები) 1 ლარი

მოკლედ ესეთი ამბავია:

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №276

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების

დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის

საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების

დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული

დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში:

ა) არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე;

ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;

თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;

რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში:

ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) კაკაბზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე

(გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;

თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა,

ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი

იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:

ა) არჩვზე - 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;

გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) ჯიხვზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;

თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე;

რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;

ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;

ქ) კაკაბზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;

ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ხეთაგური

გარდა ამისა, დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები:

ნუტრია – 194 ცალი,

კურდღელი – 615 ცალი,

მაჩვი, – 168 ცალი,

ტყის კვერნა – 157 ცალი,

ქვის კვერნა – 157 ცალი,

მგელი – 120 ცალი,

ტურა – 1453 ცალი,

მელა – 162 ცალი,

ტყის კატა – 77 ცალი,

გარეული ღორი – 189 ცალი,

შველი – 417 ცალი,

ენოტი – 96 ცალი,

ხოხობი – 416 ცალი,

კაკაბი – 713 ცალი,

დურაჯი – 50 ცალი.

ასევე:

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №275

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების

წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების

ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07

ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის

საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების

წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების

ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და

ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011,

ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას

დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა)

მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ

პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.“.

2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ

გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ

საზღვრებში“.

3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში:

ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ

წლამდე ბელი;

ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ“, „დ“, „რ“, „ტ“, „უ“, „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით

გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე;

გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია;

დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია

და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია;

ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;“.

4. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა

და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.“.

5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 - მე-13 პუნქტები:

„10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი

მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება.

11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში

და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან

იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების

ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი)

ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი

ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.

12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი,

რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას

(დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.

13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის

გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს,

აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“

ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. “

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. ნადირობისათვის აკრძალული ვადები

1. ნადირობა აკრძალულია:

ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე;

დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;

ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

ზ) კურდღელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

თ) მაჩვზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

ლ) მგელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

მ) ტურაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ნ) მელაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე;

რ) შველზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე;

ს) ენოტზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

ტ) კავკასიური როჭოზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;

ქ) კაკაბზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;

ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;

ყ) გნოლზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი

იარაღით, ნადირობა აკრძალულია:

ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;

ბ) კეთილშობილი ირემზე - 1 თებერვლიდან - 1 ნოემბრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან - 15 ოქტომბრამდე;

დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;

ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

ზ) კურდღელზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე;

თ) მაჩვზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;

ლ) მგელზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

მ) ტურაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

ნ) მელაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 15 თებერვლიდან - 1 დეკემბრამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;

რ) შველზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;

ს) ენოტზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

ტ) კავკასიურ როჭოზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;

ქ) კაკაბზე - - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;

ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე;

ყ) გნოლზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;“

7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა

ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული

დოკუმენტების გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობის დარღვევით (ასეთის არსებობის

შემთხვევაში), აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული

მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

აკრძალულია ნადირობა ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია;

დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია

და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია;

აქაც ვიქცევით შემდეგნაირად:

ვაჩერებთ ჯიხვს, ირემს, ვუღებთ რქსის ზომებს და თუ მოთხოვნა დააკმაყოფილა ვესვრით.

მაგრამ თუ თქვენი მეტრიანი შეცდა და მოკლულ ჯიხვს 99.9 სმ აღმოაჩნდა რქა პიზდეცია ბიჭებო.

ესე იგი შეძლება ცხოველებზე ნადირობა გარკვეულ ვადებში:-) კი მაგრამ გადასახადი თანხები რომ არის მითითებული ის სად და ვის უნდა გადავუხადოთ?

Link to post
Share on other sites

მაგ კანონი ჯერ არ შესაულა ქმედებასი და არავინ არაფერი არ იცის. დიდი ვარიანტია ერთ თვეში ყველაფერი შეიცვალოს

ესე იგი შეძლება ცხოველებზე ნადირობა გარკვეულ ვადებში:-) კი მაგრამ გადასახადი თანხები რომ არის მითითებული ის სად და ვის უნდა გადავუხადოთ?

Link to post
Share on other sites

ესე იგი შეძლება ცხოველებზე ნადირობა გარკვეულ ვადებში:-) კი მაგრამ გადასახადი თანხები რომ არის მითითებული ის სად და ვის უნდა გადავუხადოთ?

ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გასცემს მაგ ლიცენზიებს

ჯერ მაგისთვის არ ცხელა მანდ არავის.

Link to post
Share on other sites

ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გასცემს მაგ ლიცენზიებს

ჯერ მაგისთვის არ ცხელა მანდ არავის.

Edited by Iberian
Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

მეგობრებო დღეს საღამოს კურიერში კარგი რეპორტაჟი იყო უკანონო ნადირობასა და არსებული კანონების არაეფექტურობისდ შესახებ. როგორც მივხვდი ოჩოპინტრეს სასტავმა მიიტანა ეს პრობლემა ტელევიზიამდე. გული მოვიფხანე ერთი საათის მოსული ვიყავი კუმისის ტბიდან, სადაც როგორც ხშირად ხდება ვერაფერი ვერ ვნახე. ტყვილად ვიტყლაპუნე ტალახში მაგის დედაც :clapping:

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=02-02-2013%2022:09

სადღც 22:00 საათზე ნახეთ

Edited by Iberian
Link to post
Share on other sites

კარგი დასაწყისია, მშვენიერი რეპორტია, მადლობა ოჩოპინტრეს სასტავსაც და ყველას ვინც ამ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა.

Link to post
Share on other sites

jaba

მერე თქვენც უნდა მოამზადოთ, საქმეც მაგაშია რომ მონდომება უნდა, ყველა კლუბმა უნდა მოინდომოს და დარწმუნებული ვარ რაღაც შეიცვლება, :Laie_99: თავისთავად კარგისკენ.

დაგვიდექი გვერდში და ყველამ ერთად გავაკეთოთ ის საქმე რაც ჩვენთვის ყველაზე მაგარია ;)

Link to post
Share on other sites

courage

შენი წვლილიც თუ იყო ძალიან კარგია, ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი, მარტო იმის ძახილი ბრაკონიერობაა და რა გვეშველებაო, ეს არაფერს შეცვლის.

მეც და თქვენც იცნობთ ადამიანს (ყოფილი ფორუმელი) ვინც ყოველთვის ცდილობდა რომ ბრაკონიერების საწინააღმდეგო აქციები მოწყობილიყო მაგრამ გვერდში არავინ დაუდგა.

ყველამ უნდა მოინდომოს ვისაც მართლა უნდა რომ ბრაკონიერობა მოისპოს.

Link to post
Share on other sites

vako

გვითხარით ვინ არის ის ადამიანი, ვისაც გვერდში არ დავუდექით.

თუ ამ ფორუმელი იყო, ითხოვა ჩვენი თანადგომა და ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ, უნდა ვიცოდეთ, რაში დავუშვით შეცდომა.

გთხოვთ გვითხრათ ვინ იგულისხმეთ.

Link to post
Share on other sites

ელჩი

მე ზუსტად არ ვიცი თვითონ კიდე არ შემოდის აქ, მაგრამ როგორც მომიყვა ისე გეტყვით და თვითონვე მიხვდებით, არ ვიცი რას ეძახით დახურულს და ია ზუსტად იმ დახურულში დაპოსტა, რომ უნდა შედგენილიყო წერილი კლუბის სახელით, სადაც ბრაკონიერობის საწინააღმდეგოდ გამოსვლა ქონოდა კლუბს ტელევიზიით, უფრო გამახვილებული იყო მანოკებით ნადირობაზე, მაგრამ 2 კაცის გარდა არავინ გამოეხმაურა, ეს ორი კაცი ყოფილა, მე ვერც კი ვიცნობ, ბრაუნინგი და ჯაბა, მაგის შემდეგ თვითონ შეადგინა ეს წერილი,რამაც გაამართლა და აიკრძალა ელექტრო მანოკი.

ტელევიზიით თავისთავად ვერ გააჟღერებდა კლუბის სახელით თუ კლუბის თანხმობა არ იქნებოდა, მე გონი ხვდებით ვისზეცაა საუბარი.

პატივისცემით :hi3:

Link to post
Share on other sites

დაგვიდექი გვერდში და ყველამ ერთად გავაკეთოთ ის საქმე რაც ჩვენთვის ყველაზე მაგარია ;)

ნებისმიერ საკითხში დაგიდგებით გვერდში ძმაო, პირადულში და პირადში, რაც შეეხება კლუბის გასაკეთებელს ჯერ კლუბმა უნდა ითავოს და მერე ფორუმელები დავუდგეთ გვერდში. :*

Link to post
Share on other sites

ელჩი

მე ზუსტად არ ვიცი თვითონ კიდე არ შემოდის აქ, მაგრამ როგორც მომიყვა ისე გეტყვით და თვითონვე მიხვდებით, არ ვიცი რას ეძახით დახურულს და ია ზუსტად იმ დახურულში დაპოსტა, რომ უნდა შედგენილიყო წერილი კლუბის სახელით, სადაც ბრაკონიერობის საწინააღმდეგოდ გამოსვლა ქონოდა კლუბს ტელევიზიით, უფრო გამახვილებული იყო მანოკებით ნადირობაზე, მაგრამ 2 კაცის გარდა არავინ გამოეხმაურა, ეს ორი კაცი ყოფილა, მე ვერც კი ვიცნობ, ბრაუნინგი და ჯაბა, მაგის შემდეგ თვითონ შეადგინა ეს წერილი,რამაც გაამართლა და აიკრძალა ელექტრო მანოკი.

ტელევიზიით თავისთავად ვერ გააჟღერებდა კლუბის სახელით თუ კლუბის თანხმობა არ იქნებოდა, მე გონი ხვდებით ვისზეცაა საუბარი.

პატივისცემით :hi3:

ვიცი ვიზეც საუბრობს ეს ადამიანი: zazka-13-ზე.ვაკომ რაც დაწერა ზუსტად მასე იყო.ზაზამ დაწერა რომ უნდა გაკეთებულიყო კლუბის სახელით წერილი,რომელიც გადაიგზავნებოდა შესაბამის ორგანოებში,მისი მეგობრის მეშვეობით.ყველამ გაატარა,ეგრევე გამოეხმაურა ბრაუნინგი და მე.არანაირად არ მოება წერილს თავი და ზაზას მეგობარმა ვისთანაც ეს წერილი უნდა მიგვეტანა თავისი ინიციატივით გააკეთა ის რომ ელექტრომანოკით ნადირობა აიკრძალა,რათქმა უნდა კლუბმა რომელმაც არანაირი ინიციატივა არ გამოიჩინა ამ საქმეში :karochera: იმის სახელს არ ახსენებდა ტელევიზიით.ძალიან სამწუხაროა ასეთი ადამიანები რომ დაიკარგნენ ფორუმიდან და კლუბიდან.მაგრად მწყდება გული

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...