mamuka grigolia 0 Posted August 6, 2014 Report Share Posted August 6, 2014 ეხლა ვნახე და ნადირობის სეზონს 15 თებერვლამდე ამბობენ,აბსურდია ხალხო,ნადირობის აზრზე არ არიან,მინიმუმ 15 მარტამდე უნდა იყოს იხვზე ნადირობის სეზონი,იქნებ როგორმე მივაწვდინოთ ხმა ჩვენც და სხვა კლუბებმა და ფორუმებმაც,რუსეთში სპეციალურად იხსნება საგაზაფხულო ორ კვირიანი სეზონი და ესენი რას კრძალავენ და ამცირებენ,ან რა მოსაზრებით,ან რითი ასაბუთებენ გავგიჟდი რააა!!!!... :( ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 6, 2014 Report Share Posted August 6, 2014 მამუკა 1 მარტამდეა წყალმცურავებზე ნადირობის სეზონი ! აგერ ლინკი გარემოს დაცვის სამინისტროს ვებგვერდიდან. http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=3111 ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted August 6, 2014 Report Share Posted August 6, 2014 ლომებო, როგორც გუშინ მითხრეს(ბოლომდე დაზუსტებული არა მაქვს) ჯარის ფორმით(კამუფლირებულ ფორმაზეა საუბარი) სანადიროდ გაჩითვა ნიშნავს დიდ ჯარიმასო... თუ ვინმემ იცის ამის შესახებ რამე, გაგვანათლოს რააააააააააა. პრობლემა არაა გელა,გავარკვიე, კომუფლირებული ფორმით ნადირობა არ იკრძალება არც გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან და არც თავდაცვის სამინისტროდან, თავდაცვა კრძალავს მხოლოდ ქალაქში არა სამხედრო პირის მიერ ფორმით სიარულს,ისიც თუ სამხრეები და სხვა რამე ამუნიცია აქვს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 6, 2014 Report Share Posted August 6, 2014 პრობლემა არაა გელა,გავარკვიე, კომუფლირებული ფორმით ნადირობა არ იკრძალება არც გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან და არც თავდაცვის სამინისტროდან, თავდაცვა კრძალავს მხოლოდ ქალაქში არა სამხედრო პირის მიერ ფორმით სიარულს,ისიც თუ სამხრეები და სხვა რამე ამუნიცია აქვს. გაიხარე! B) აბა დავამშვიდებ ბალუს(ზაზა ბურჯანაძეს). ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted June 16, 2015 Report Share Posted June 16, 2015 ერთი კითხვა მაწუხებს უკვე ძალიან დიდი ხანია და ვერსად ვერ ვიპოვე პასუხი. გადავქექე სამინისტროს გვერდები და ა.შ. არარსებობს რაიმე რუკა სადაც მითითებულია ნადირობისთვის დასაშვები ტერიტორიები? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted June 16, 2015 Report Share Posted June 16, 2015 irakli http://www.apa.gov.ge/ge/Friquently-Asked-Questions http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=Apa_Geoland_Physycal დანარჩენი შენ განსაზღვრე სად შეიძლება და სად არა ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted June 16, 2015 Report Share Posted June 16, 2015 თორNიკე შენ გაიხარე!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 16, 2015 Report Share Posted June 16, 2015 ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ტრაფარეტები სადაც არ სეიძლება ნადირობა. სად ვზომო მე მეტრები მინდორში. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 16, 2015 Report Share Posted June 16, 2015 BROWNING + დარღვევის შემთხვევაში კანონიც უნდა ეწეროს მუხლით და ჯარიმა დაკავებისაღკვეთის ოდენობით ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted June 17, 2015 Report Share Posted June 17, 2015 BROWNING გუბე გეთანხმებით. შეიძლება ისე შეიჭრა ნაკრძალის ტერიტორიაზე რო აზრზეც არ იყო, მერე უხსენი გედებს . . . ციტირება Link to post Share on other sites
bigmisha 0 Posted June 25, 2015 Report Share Posted June 25, 2015 http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=7879795&back_page_num=2 ახალი ჭირი დაგვემართა, უხმო მანოკები გვაკლდა. გდი აკრძალეთ ყველა ვინც ამზადებს და ცდილობს ამ საზიზგრობის გავრელებას!!!!! აეკრძალოს ყველა მაღაზიას ესეთი ბრაკონიერული მოწყობილობების გაყიდვა, განა ასეთი ძნელიააა?? გამოიღვიძეთ ცოტა ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 25, 2015 Report Share Posted June 25, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 25, 2015 Report Share Posted June 25, 2015 გდი ამ ეტაპზე მკვდარია, მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი ანკესით მოტევზავეთა დაჯარიმებაზე გადის ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 25, 2015 Report Share Posted June 25, 2015 აუუუუუუუუუუუუუ დაგვერხა და ეგააა ვეღარ გვინადირია :karochera: ტფუიიიიიიიიიიი!!! ციტირება Link to post Share on other sites
bigmisha 0 Posted June 25, 2015 Report Share Posted June 25, 2015 ხოშეიძLება რო აკრძაონ მაღაზიებშI ესეთი ელექტრო მოწყობილობების გაყიდვა, აკრძალონ სახლართი ბადეების რეალიზაცია, ასევე ყველა ის უკანონო რამ რაც ბრაკონიერულია და დაჯარიმდეს ის იურიდიული თU ფიზიკური პირიც ვინც ყიდის ესეთ რამეს. არუნდათ საქმის კეთება!!! ეგაა სიმართლე ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 25, 2015 Report Share Posted June 25, 2015 ხოშეიძLება რო აკრძაონ მაღაზიებშI ესეთი ელექტრო მოწყობილობების გაყიდვა, აკრძალონ სახლართი ბადეების რეალიზაცია, ასევე ყველა ის უკანონო რამ რაც ბრაკონიერულია და დაჯარიმდეს ის იურიდიული თU ფიზიკური პირიც ვინც ყიდის ესეთ რამეს. არუნდათ საქმის კეთება!!! ეგაა სიმართლე აკრძალული არის. კანონი მიღებულია მაგრამ მისი აღმსრულებელი ან დამცველი არ არსებობს! ელოდებიან ჩვენ ზარებს ,დედისგინებით უნდა მიდენო ფაქტზე და მონიტორინგი უნდა გაუწიო რომ შეასრულოს მისი მოვალეობა ! ასე ხდება დღეს. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 30, 2015 Report Share Posted June 30, 2015 bigmisha http://www.mymarket....back_page_num=2 მანოკები გაქრა მაიმარკეტიდან . მემგონი მიაკითხეს ,,მასტერს ,, ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted October 2, 2015 Report Share Posted October 2, 2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ. იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ჩააბარებენ. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც იარაღს 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირებენ. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენისას გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ მოუწევს. იარაღის შეძენის მსურველებს გამოცდაზე გასვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა განყოფილებაში შეეძლებათ. გამოცდაზე გასასვლელად უნდა წარმოადგინონ ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. გამოცდის ჩაბარება მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში 1 ნოემბრიდან დაიწყება. დაინტერესებულ პირებს საგამოცდო ბილეთების ნახვა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - sagency.ge-ზე შეეძლებათ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 19, 2019 Report Share Posted June 19, 2019 სალამი ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო. როგორც მოგეხსენებათ ჩვენი კლუბი(მისი პრეზიდენტი) მონაწილეობს ნადირობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო საინიციატივო განხილვებში. ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა სანადირო სეზონის ვადებთან დაკავშირებით. განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც სეზონი მთელ საქართველოში გაიხსნება ერთი კვირით გვიან აგვისტოს მეოთხე შაბათს... ამასთანავე წყალმცურავებზე სანადირო ვადა გადაიწევს 15 მარტამდე... ერთი დეტალია, რომელიც უნდა ჯერ გამოკვლეულ და მერე განხილულ იქნას: მარტში უნდა დაიშვას ნადირობა მამრ წყალმცურავებზე და ამასთანავე ორთავე სქესის ბოლოსადგისა იხვსა და ენდემურ ბატზე ნადირობა უნდა აიკრძალოს. ჩემის მოკლე ჭკუით, თუ მწყერზე სეზონი ერთი კვირით გვიან დაიწყება, ამ შემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად გადარჩება მწყერის ბარტყი(აბა დასავლეთში აგვისტოში ისედაც არაა მწყერი). ხოლო მარტში ორი კვირით სეზონის გაგრძელება საშუალებას მოგვცემს ვისიამოვნოთ ხაზარულა და ჭიკვარა იხვზე ნადირობით. რაც შეეხება ბოლოსადგისა იხვსა და ენდემურ ბატს, ეს სახეობები იმდენად მიზერულად გვხვდება, რომ მარტში კი არა და სხვა თვეებშიც მათზე ნადირობა(შეხვედრას ვგულისხმობ) არას უტოლდება. ასე რომ აკრძალონ არაა პრობლემა. ჩვენს კლუბელებს და ფორუმელებს გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ სოსოს ჰქონდეს ლეგიტიმური უფლება მსჯელობისა და განხილვებისას ილაპარაკოს ჩვენი სახელით. 1 ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 14, 2019 Report Share Posted July 14, 2019 სალამი ყველას. კარგი სიახლეებია, ქათამზეც რომ გადაწეულუყოს 15 მარტამდე მგონი არაფერი დაშავდება. მტაცებლების ამბავში ხომ არაფერია სიახლე? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 25, 2019 Report Share Posted July 25, 2019 ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც რუსეთია, მივიდა დასკვნამდე: გამოცდები აუცილებელია. https://magadanmedia.ru/news/amp/835226/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 30, 2019 Report Share Posted July 30, 2019 https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/15816?fbclid=IwAR08MDHRCkBnJWzssSJM2cXRKUs-nsxUXunSP-tkyOpoS2lXJL52faBHre0 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 27, 2019 Report Share Posted August 27, 2019 ნადირობაზე კონტროლი მკაცრდება :) https://www.interpressnews.ge/ka/article/561416-nadirobaze-kontroli-mkacrdeba 1 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted October 30, 2019 Report Share Posted October 30, 2019 ყველა აქციაზე! 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 2, 2019 Report Share Posted November 2, 2019 რა მოხდა ამ აქციაზე, იქნებ დაწეროს ვინმემ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.