salamandra 65 Posted April 21, 2013 Report Share Posted April 21, 2013 არ ვიცოდი სად დამედო და აქ ვდებ,თუ რამე გადაიტანეთ http://news.am/rus/news/132542.html ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 21, 2013 Report Share Posted April 21, 2013 (edited) არ ვიცოდი სად დამედო და აქ ვდებ,თუ რამე გადაიტანეთ http://news.am/rus/news/132542.html Министерство экологии Армении задалось целью полностью истребить волков в стране. აი ეს მომეწონა ყველაზე მეტად ეს წააკითხეთ ჩვენებს.ეგება მოეგონ გონს ეს ჩემისები რა Edited April 21, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 21, 2013 Report Share Posted April 21, 2013 JABA ქართველებს გვანადგურებდნენ და მგლები ვის გაახსენდებოდა. ახლადნელებიც ვერ არიან მთლად გონზე ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 22, 2013 Report Share Posted April 22, 2013 სახელმწიფო ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს 18:03 21-04-2013 სახელმწიფოს მიერ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების მიზნით პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი შევიდა. ინიციატივის ავტორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილია, ცვლილებები კი, ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის. სახელმწიფო კონტროლი თეზჭერისა და ნადირობის სფეროში გამკაცრდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცაგარეიშვილმა განუცხადა, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს ადეკვატური სახდელი დაეკისრება, ცვლილებები კი, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 86-ე, 222-ე, 239-ე და 249-ე მუხლებში აისახება. უკანონო თევზჭერა, ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 ათასიდან 4 ათას ლარამდე და მასთან ერთად, მოპოვებული თევზის, იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციას. აკრძალული საშუალებებითა და მეთოდებით ნადირობა კი გამოიწვევს ჯარიმას 1000-დან 2000 ლარამდე და ასევე მოპოვებული ობიექტის, იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციას. რაც შეეხება "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს, ცაგარეიშვილის განმარტებით, იხვეწება კოდექსის მე-300 მუხლის დისპოზიცია, რომელიც უკანონო თევზჭერას შეეხება და კანონში ის აკრძალული საშუალებები ჩაიდება, რომელთა თევზჭერის დროს გამოყენებაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. "წინა ხელისუფლების პირობებში კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა თეზჭერისა და ნადირობის სფერო უკონტროლოდ დატოვა, რამაც ბრაკონიერობას ტოტალური მასშტაბები მისცა. ბოლო თვეების განმავლობაში პარლამენტის კომიტეტში მონადირეთა და მეთევზეთა არაერთი განცხადება შემოვიდა, სადაც ეს ადამიანები ითხოვენ, მივიღოთ გადამჭრელი ზომები გადაშენების წინაშე მდგარი სახეობების შენარჩუბნების მიზნით", - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 20, 2013 Report Share Posted July 20, 2013 (edited) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა 1. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. 3. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარიდან 800 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით. 8. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 4000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით. 9. 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარიდან 5000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ. 10. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარიდან 50000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. 11. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით. 12. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით ან უამისოდ. 13. ნადირობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 700 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ. 14. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ. 15. ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით.“. 2. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–573, 58-ე, 581, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე–65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791, 792, 82-ე–822, 84-ე−855, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 89-ე–893, 1031 და 1283−1285 მუხლებით, 1461 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“. 3. 239-ე მუხლის 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ამ კოდექსის 582 მუხლითა და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5–მე-10 და მე-12–მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად).“. 4. 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 1141, 1282, 1551, 1552 და 157-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისი, 12 ივნისი 2013 წ. N723-IIს წყარო: https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1950482#DOCUMENT:1; Edited July 20, 2013 by იეტი ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 20, 2013 Report Share Posted July 20, 2013 (edited) მანოკისტებზე ჯარიმა 1000-2000 ლარი აპარატით მოთევზავეებზე 2000-4000 ლარი Edited July 20, 2013 by იეტი ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted July 20, 2013 Report Share Posted July 20, 2013 ძალიან კარგია და იმედი მაქვს ამის გამაკონტროლებელი ბუნების მოყვარული და დამცველი ხალხიც მოიძებნება. მაგრამ ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს და ამიხსენით 1. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 20, 2013 Report Share Posted July 20, 2013 (edited) თევზჭერის წესების დარღვევაზეა საუბარი დაშვებული იარაღების გამოყენებით. ამ შემთხვევაში მარტო ნადავლს ჩამოგართმევენ და შესაბამის ჯარიმას დაგიწერენ. ანუ ანკესს არ წაგარმევენ ხოლო თუ თევზაობის წესები დააღვიე და ამავდროულად დაუშვებელი იარაღებით თევზაობ, ამ შემთხვევაში ნადავლის ჩამორთმევასა და ჯარიმის დაწერასთნ ერთდ ამ იარაღებსაც ჩამოგართმევენ. მე ესე გავიგე Edited July 20, 2013 by იეტი ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted July 20, 2013 Report Share Posted July 20, 2013 კარგი ინფორმაციაა, ვეფხო. ციტირება Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted July 20, 2013 Report Share Posted July 20, 2013 ეს თევზჭერის წესები სად შეიძლება ნახოს კაცმა დაშვებული საშუალებებით? ან რას ქვია დაშვებული საშუალებებით დარღვევა? ხომ უნდა ვიცოდე რომ ვთევზაობ ანკესით რა არის დარღვევა და რა არა, წერია სადმე ესენი? ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 20, 2013 Report Share Posted July 20, 2013 მთავარია,ვისაც ხელეწიფება ნადირობა-თევზაობის ნიუანსებში იყოს ჩახედული,იცოდეს რაც ნიშნავს ბრაკონიერობა და პატიოსანი მეთევზე და მონადირე არ მოყვეს წნეხში,მაგალითად ყოფილა შემთხვევა,როცა ,,პერელიოტზე,, მისულები უკან გამოგვაბრუნეს,ეს ეროვნული პარკის ტერიტორიააო,თუმცა იქვე ,,დრუჟბით,,ანადგურებდნენ ტყეს,ერთი ჩემი მეგობარი ანკესით თევზაობისას დააჯარიმეს,ორი ნემსკავი გიკეთიაო!!ეს კანონები მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური,როცა ნაღდ ბრაკონიერობას შეაჩერებს და ბიუჯეტის შევსების ჩვეულებრივ ხერხად არ იქცევა,ამიტომ უნდა იყოს ბუნების დამცველი მონადირე და მეთევზე!!!!ანკესით თევზაობა ვერასოდეს მიაყენებს იქთიოფაუნას ზიანს,რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ წითელი წიგნის ბინადარ თევზებს!!!ვერც პერელიოტზე დგომასას შეამცირებ იხვისა და ვალდშნეპის რიცხოვნებას!!!! ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 20, 2013 Report Share Posted July 20, 2013 ორი ნემსკავი დარღვევაა? ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted July 21, 2013 Report Share Posted July 21, 2013 ვნახე როგორც იქნა თუ კიდევ მოქმედია ეს კანონები. ასე რომ მე მგონია წესიერ პატიოსან მეთევზეებს საფრთხე არ გვემუქრება. მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა 1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონიტების შეგროვება აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე. 3. აკრძალულია: ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება); ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 500 მეტრის მანძილზე N8-ზე მსხვილი ნემსკავების გამოყენება, (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) და ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება; გ) ჩოგანბადის, ხელბადისა და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომლის დიამეტრი/სიგრძე - სიგანე 1,2 მ-ზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები; დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება; ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება; ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted July 21, 2013 Report Share Posted July 21, 2013 2. აკრძალულია თევზჭერა: ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში; ბ) კაშხლებთან და რაბებთან არა უხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა; გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში; 3. აკრძალულია თევზჭერა გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა: ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, (რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში; ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 21, 2013 Report Share Posted July 21, 2013 (edited) " ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება); " ანუ სპინინგით მინოუს ტიპის სამ სამკავიანი ვობლერით თევზაობა აკრძალული გამოდის, იმიტომ რომ სულ 9 კავი გამოდის. ამ ორკავები უნდა დააყენო სამკავების ნაცვლად. ??? ან მეშლება რამე?! თვითსატყუარაში ალბათ ხელოვნური სატყუარა(ვობლერი, ტვისტერი, ტრიალა...) იგულისხმება,ხოლო სატყუარაში ბუნებრივი სატყუარა ანუ რაც კავზე უნდა წამოაგო. ისე, უნდა მივწერო, რომ ამ ორი ტერმინის(თვითსატყუარა და სატყუარა) განმარტება დადონ. ლევან ლინკიც დადე რა ეგ კანონი სადაც დევს. ცალკე თემაა გასახსნელი ტევზაობის ქვეფორუმში ამ კანონთან დაკავშირებით. Edited July 21, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 22, 2013 Report Share Posted July 22, 2013 ციფრების ჩამოწერა ადვილია, მთავარია ამას როგორ და ვინ შეასრულებს, ან რას გააკეთებენ იმისთვის რომ ნომადირე მეთევზემ თავი კომფორტულად იგრძნოს - ჯერჯერობით არაფერს ! თევზაობას როგორმე აიტანს კაცი მარა ნადირობაში მაგარი დაჩაგრულები ვართ, მე უკვე შეგუებული ვარ ბრაკონიერის სტატუსს :D ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted July 22, 2013 Report Share Posted July 22, 2013 აგერაა დათო ლინკი https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=62260 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 22, 2013 Report Share Posted July 22, 2013 მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, სანამ ზონებად არ დაიყოფა, საშველი არ იქნება. ერთი და იგივე კანონით, ვერ ითევზავებს-ინადირებს კახელი და აჭარელი. შემოვა კახეთში იხვი და სეზონი მორჩენილია. სიმართლე გითხრათ, ამათზეც ჩავიქნიე ხელი. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 22, 2013 Report Share Posted July 22, 2013 ნადირ-ფრინველის დაფასება და ზოგადად ბუნების დაცვა, მას შემდეგ მიიღწევა როდესაც საზოგადოება საზოგადოებაა არსით და არა მარტო სახელით. მესამე მსოფლიოს ქვეყანა ვართ, 10 წელი მინიმუმ არავინ ამოიღოს ხმა რომ ამ საქმეს ეშველება. ჯერჯერობით ჩვენი განვითარების ზრდის მაჩვენებელი რიცხვის წინ უზარმაზარი მინუსია, დღევანდელი საზრუნავი "განულება" უნდა იყოს ამ მაჩვენებლის, ხოლო მატებაზე როგორც ზემოთ ავღნიშნე მინიმუმ 10 წელი არ გვექნება სასაუბრო ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted July 23, 2013 Report Share Posted July 23, 2013 ქორიჯი ჩემი აზრით,არა და ამ თემაზე უკვე არა ერთი ათეული წელი ვფიქრობ,არაა საჭირო 10 წელი.მაგრამ ჩვენ მენტალიტეტს რა ვუყოთ.ჩვენი ორტოდოქსალიზმი სადღაც ჩვენი მტერია... ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 23, 2013 Report Share Posted July 23, 2013 (edited) salamandra მენტალიტეტზე მაქვს მეც საუბარი თირემ კანონს 1 საათიც ეყოფა წესრიგის დასამყარებლად Edited July 23, 2013 by ქორიჯი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 5, 2014 Report Share Posted August 5, 2014 ლომებო, როგორც გუშინ მითხრეს(ბოლომდე დაზუსტებული არა მაქვს) ჯარის ფორმით(კამუფლირებულ ფორმაზეა საუბარი) სანადიროდ გაჩითვა ნიშნავს დიდ ჯარიმასო... თუ ვინმემ იცის ამის შესახებ რამე, გაგვანათლოს რააააააააააა. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 5, 2014 Report Share Posted August 5, 2014 აუუუ ეს რა არი ახალი უაზრობა შეიმუშავა გარემოს დაცვამ? ჭორი იქნება ალბათ თუ არა,მოამზადეთ ლომებო შარვალ კოსტუმები,ჭალადიდის ტალახს უხთება თურმე ძალიან ! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 5, 2014 Report Share Posted August 5, 2014 მე სმოკინგს ვერ ვიბნევ მუცელზე და მომიწევს ასე სიარული სანადიროდ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 6, 2014 Report Share Posted August 6, 2014 არ შეიძლება ასე ხალხო, ეს თუ სიმართლეა, რითაც გურულო დაინტერესდა, ეგ იქნება იმ მინისტრის კატასტროფა, ვინც ამჟამად მაგ პოსტს იკავებს. გამოთქმა გვაქვს ქართველებს:-ერთი მაგის თავში ჩამახედაო. ვუყურებ ჩვენი მთავრობის ბევრ წევრს და არავითარი ინტერესი არ მაქვს მაგათ "თავში ჩავიხედო", იმიტომ რომ სახეზე აწერიათ ყველაფერი. ისინი ხომ გვაბულბულებდნენ, ამათ დაგვხატეს საერთოდ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.