Jump to content
Club-Monadire.Ge

კანონი ნადირობის შესახებ.


Recommended Posts

 

დიახ ბატონებო ! ,,მონადირე,,რომელიც განხილვებს ესწრებოდა ეს თემურ ტყემალაძეა! რატომ აძლევს ეს კაცი თავს უფლებას ასიათასამდე მონადირის მაგივრად ილაპარაკოს.ვის კითხა აზრი?

არც არავის! რატომ ? რატომ და მის და მისი მონკავშირელი მეგობრების პირად ინტერესებში შედის ფედერაციის არსებობა და იმიტომ !

ვისაც გიყვართ ნადირობა და ბუნება ერთად დავდგეთ და არ მივცეთ საშუალება ,,ბიზნესმონადირეებს,, ჩვენ მაგივრად ილაპარაკონ!

 

100% -იანი ხარ ავთო , რასაც ვიძახდი ამ დღეების მანძილზე, ვინ გეგმავს კვირის აქციას თქოო? ფორუმები, კლუბები და ფეისბუქ ჯგუფები? დუმდაა ყველა. მაგის მეშინოდა რომ ვინმეს მართული არ ყოფილიყო და მაგიტომაც არ წავედი! ისე აგიხდა ყველაფერი, ვიდეოები და სურათები რომ ვნახე, წინა პლანზე იდგა ტყემალაძე, და მარტო ამ აქციაზე არა, ზოგადად ეგრეა. საერთოდ რატომ მიუშვეს იქ და რატომ ალაპარაკეს?! როცა არიან კლუბები, კლუბის დამფუძნებლები, ფორუმელები და ასე შემდეგ?! ერთობა არც არაფერში გვაქვს და აქაც ეგრეა, კლუბები და ფორუმები ერთმანეთს ვერ იტანს, ასევე პასუხისმგებლობის აღებასაც ირიდებს ყველა, როცა "შენ" არ პატრონობ, ეპატრონება სხვა!

 

90a47459c4f0.jpg

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites
  • Replies 325
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს შეხვედრა ძირითადად უფრო მოსამზადებელი შეხვედრა იყო შემდგომში უფრო მაშტაბური შეკრების, მაგრამ ძირიდი საკითხები რაც დაისვა იყო რომ: 1) გაკეთდა პეტიცია საზოგადოებროვ მაუწყებელზე გადაცემის და

მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო! საკოორდინაციო საბჭოს სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორან

გასული წლის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროში შედგა შეხვედრა ფაო–ს (გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაცია) და სამონადირეო საზოგადოებებს შორის .შეხვედრები მიმდინარეობდ

Posted Images

ილუშა ამპროექტის განხილვის შესახებ ჩვენ გვიან გავიგეთ,არც არავის შეუტყობინებია რო მიმდინარეობდა განხილვები.

ეს ვირთხა არის მაგის მიზეზიც სავარაუდოთ.

ერთიანობა იქნება აუცილებლად.

Link to post
Share on other sites

ილუშა, მაგ კაცი სხვა აქციაზეც შეიძლება მივიდეს, მაგრამ მთავარია რომ ეს აქციები არ გაცერდეს და გაშუქდეს. პარალელურად მუსაობენ ჯგუფები და შეათანხმებენ პოზიციებს. ჩვენს კლუბს უკვე შეჯერებული აქვს აზრი ამ კანონპროექტზე და შენიშვნებიც ოფიციალურად გადაეგზავნება ხელისუფლებას. ასევე მონაწილეობას მივიღებთ ყველა ერთობლივ მიმართვაში რომელსაც კლუბები შეიმუშავებენ.

Link to post
Share on other sites

ავთო

 

ამას რას მაყურებინებთ ბუჯო?

 

მე მოვკვდე იმ ლომზე უარესად ჩავბჟირდი.

 

აუ მაგრა ტეხავს, ძაან მაგრად. :karochera:

Link to post
Share on other sites

ილუშა, მაგ კაცი სხვა აქციაზეც შეიძლება მივიდეს, მაგრამ მთავარია რომ ეს აქციები არ გაცერდეს და გაშუქდეს. პარალელურად მუსაობენ ჯგუფები და შეათანხმებენ პოზიციებს. ჩვენს კლუბს უკვე შეჯერებული აქვს აზრი ამ კანონპროექტზე და შენიშვნებიც ოფიციალურად გადაეგზავნება ხელისუფლებას. ასევე მონაწილეობას მივიღებთ ყველა ერთობლივ მიმართვაში რომელსაც კლუბები შეიმუშავებენ.

 

 

კარგია, კარგია. ერთობლივი მიმართვებით და გამოსვლებით არ უნდა მოვასვენოთ.

Link to post
Share on other sites

სანადირო ტერიტორიების საკითხი თუ არ გადაწყდა, წაგებულია ეს ბრძოლა. სანადირო ტერიტორიების საკითხია უმთავრესი.

Link to post
Share on other sites

სანადირო ტერიტორიების საკითხი თუ არ გადაწყდა, წაგებულია ეს ბრძოლა. სანადირო ტერიტორიების საკითხია უმთავრესი.

 

მართალს ამბობს ეს კაცი. :old: :old:

Link to post
Share on other sites

დღეს გაჟღერდა ინფორმაცია რომ მონადირეების დიდმა პროტესტმა რაღაც შედეგი გამოღო და ახალი კანონმდებლობაში ამოღებულია ან შეცვლილია რამოდენიმე მუხლი .

ფედერაცია ამოღებულია

საფანტი,ტყვიის ან ლითონის

იქნება საჯარო ტერიტორიებიც

ნახევარავტომატი სავსე

ძაღლების გეშვა

მეტი არაა ცნობილი............???????

რჩება ბევრი მაგრამ უმთავრესი მეურნეობების შექმნის და მიწების გადაცემის საკითხი მოუგვარებელი.

 

უნდა ვეცადოთ რომ ეს კანონიც შეიცვალოს.

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ მეგობრებო. მე რასაც ვისმენ და ვხედავ ამათ არც ფრინველი ადარდებთ არც ცხოველი და არც ბუნება. მხოლოთ ერთი მიზანიაქვთ ჩვენს ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მონადირის უფლებების შეზღუდვა სხვაა აქ არაფერი ხდება რა უბედურებაა ეს ვიგაცა დეგენერატის დაცერილი კანონი რატომ უნდა მიღონ რომელიც ბეგურას მწყერისგან ვერ ანსხვავებს დარცმუნებულივარ. არდარჩა ადგილი ტერიტორია ან კერზოა ან ნაკრზალია ან ვიგაცის ბებისაა ცოტახანში ალბათ ჟანგბადს რომ ვსუნთქავთ იმაზეც ტესტირება იქნება და ლიმიტირებული გახდება ალბათ ამათი დ---- :( .

 

თუ რამეს დაგეგმავთ მეგობრებო თქვენ გვერდშივარ ან აქცია იქნება ან ხელმოცერები ან რავიცი თუნდაც ტყემალაძის გალახვა დიდი სიამოვნებით მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. ფეისბუქზე დანონსდა იპოდრომზე აქცია და როგორც ვივარაუდე ისეც მოხდა არაორგანიზებულობა და ისევ იმ ხალხის თარეში ვინც ამ კანონების თავი და თავია. მოკლეთ კლუბი თუ რამეს გადაწყვიტავთ დანონსეთ მივაწვეთ ბოლომდე დასაკარგი არარაფერია თუ ეს არ გავიტანეთ ჩათვალეთ საქართველოში მოკვდა ნადირობის კულტურა და ეგააა მერე ვიაროთ ჯოხებით და დათვს- მგელს- ტურას და ასშ გადი წადი გადი უძახოთ.

Edited by ika777
Link to post
Share on other sites

სამინისტროს ვინც ელაპარაკება მონადირეთა სახელით, ის მხარს გვიჭერს საჯარო სანადირო ტერიტორიების შენარჩუნების საკითხში? თუ მათაც კერძო ტერიტორიები აწყობთ? ვინ წყვეტს ვინ იყოს მონადირეთა მხარე ამ მოლაპარაკებებში?

Link to post
Share on other sites

სამინისტროს ვინც ელაპარაკება მონადირეთა სახელით, ის მხარს გვიჭერს საჯარო სანადირო ტერიტორიების შენარჩუნების საკითხში? თუ მათაც კერძო ტერიტორიები აწყობთ? ვინ წყვეტს ვინ იყოს მონადირეთა მხარე ამ მოლაპარაკებებში?

 

 

მხარს გვიჭერს, აქ არის საინიციატივო ჯგუფი ფეისბუქზე https://www.facebook.com/groups/1883662435252597/?ref=nf_target&fref=nf

 

გამოიკვეთა კლუბი ოჩოპინტრე, რომელსაც აწყობს ტერიტორიების დაყოფა და კლუბებისთვის გადაცემა, მეტრეველი არის ოჩოს დამფუძნებელი და სამინისტროს თანამშრომელიც, თავის ქვაზე ისხამს წყალს..

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

სამინისტროს ვინც ელაპარაკება მონადირეთა სახელით, ის მხარს გვიჭერს საჯარო სანადირო ტერიტორიების შენარჩუნების საკითხში? თუ მათაც კერძო ტერიტორიები აწყობთ? ვინ წყვეტს ვინ იყოს მონადირეთა მხარე ამ მოლაპარაკებებში?

 

 

სამინისტროს მონადირეთა სახელით დაელაპარაკება საინიციატივო ჯგუფი რომელიც უკვე შექმნილია და ჩვენც შევდივართ როგორც ყველა დაინტერესებული პირი.

ჯგუფს ჭირდება ყველა მონადირის,კლუბის,ფედერაციების ,ჯგუფების და ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგის თანადგომა .

მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს საკითხი აწუხებს გავერთიანდეთ! მხოლოდ ასე შევძლებთ სამინისტროსთან ჩვენი მოთხოვნის წაყენებას.

პირველ ეტაპზე ვითხოვთ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ,იმის გამო რომ შესაძლებელი გახდეს მონადირეების უფლებების დაცვით და ჩართულობით განხორციელდეს ცვლილებები კანონპროექტში .

Link to post
Share on other sites

ჯგუფს ჭირდება ყველა მონადირის,კლუბის,ფედერაციების ,ჯგუფების და ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგის თანადგომა .

მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს საკითხი აწუხებს გავერთიანდეთ!

სხვანაერად წყლის ნაყვაა ყველაფერი.

Link to post
Share on other sites

ეეეჰ.

 

ვუკვირდები ამ ყველაფერს და არც უვიცობის და არც ერთი კაცის მოფიქრებული არ არის ეს გოთვერნობა.

 

 

ძალიან ძლიერი ჯგუფია, რომლებმაც სპეციალურად ისეთი რაღაცეები შემოგიყარეს, რაზეც მერე უარს იტყოდნენ და მთავარს დასტოვებდნენ.

 

იმ მთავარს დასტოვებენ და მერე ჩათვალეთ რომ დანარჩენებიც გაიტანეს კანონში.

 

რომ ვეღარ შეხვალ სავარგულში იგივე არ არის?

 

მე ბიძიკოები მარტო მონადირე კი არა ვარ, ვთევზაობ კიდევაც, კარგად ვიცი რა სატყუარა უნდა ვიხმარო.

Link to post
Share on other sites

შაბათს 4 მარტს 12 საათზე ქუთაისის მერიასთან დაგეგმილია მონადირეთა შეკრება!

 

 

 

კვირას 5 მარტს ,12 საათზე ! ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილია მონადირეთა შეკრება!

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

სავარგულები უნდა იყოს საჯარო, ესაა მთავარზე მთავარი. დანარჩენზე მერე უკვე შეიძლება შეჯერება, მე პირადად ბრაკონიერობასთან მუხლჩაუხრელ ბრძოლაში ვხედავ გამოსავალს და მოკლევადიანი ლიცენზიების გაცემაში, არ შეიძლება 6 თვე ინადირო 10 ლარად. ბრაკონიერობა იმდენად აფუჭებს საერთო სურათს რომ მონადირეებიც იჭყლიტებიან. იმედია უკეთესი კანონი დაიწერება მონადირეებთან თანამშრომლობით!!!

Link to post
Share on other sites

დუსელდორფში ასე აპროტესტებს მონადირეები საკანონმდებლო ცვლილებებს. :karochera:

 

53cc2bbccbc7.jpg

 

9ad58033d46f.jpg

Edited by duta
Link to post
Share on other sites

რომ იცოდე, შემოსავლების ხარისხის გათვალისწინებით, კანადაში უფრო იაფი გამოდის. სეზონზე, წვრილი ცხოველი 20$მდე, გადამფრენი(ბატი, იხვი, ვალდშნეპი) 25$-მდე, დათვი 50$, ცხენირემი 60$. უფრო მნიშვნელოვანია სად მიდის მერე ეს ფული. კანადის მოქალაქეებმა იციან. საქართველოს მოქალაქეებმა იციან?

 

წალკას და ფოთს არ შეიძლება ერთი მიდგომით უყურებდეს სახელმწიფო. დიფერენციაცია საჭირო. ამას პროფესიონალის შრომა უნდა და პასუხისმგებლობა. კი, ბატონო გაიზარდოს ცოტათი ნადირობი საფასური, მაგრამ მე სამაგიეროდ ნადირობის ნორმალური პირობები უნდა მივიღო და უნდა ვიცოდე რომ გადახდილი თანხის ნაწილი მაინც მოხმარდება ბუნების დაცვას და აღწარმოებას.

 

 

 

არ შეიძლება 6 თვე ინადირო 10 ლარად.

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

კანადის ოდენა სავარგულები მოგვცა და მერე თუ გინდ დოლარი იყოს ლიცენზიის ფასი))) ჩვენთან ნადირობასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყდება მხოლოდ ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ყველა იმ ასპექტის გათვალისწინებით რაც გვიდევს ცხვირწინ. ვნახოთ რა იქნება ხვალ.

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით,

 

როგორც ცნობილი იყო დღეს 12 საათზე,თბილისში ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე შედგა მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული მონადირეთა შეკრება.

შეკრების ერთადერთი და უმთავრესი მიზანი იყო, მოთხოვნა იმ სამონადირეო კანონპროექტის განხილვის შეჩერების შესახებ,რომელიც ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და მხარეთა ჩართულობით და პოზიციათა შეჯერებით ახალი კანონპროექტის შედგენა.

საზოგადოებას გაეცნო მიმართვს ტექსტი,რომელიც შედგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბატონ გიგლა აგულაშვილის სახელზე.

მიმართვის გაცნობის შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ ხელმოწერით დააადასტურა თავისი თანხმობა აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე.

 

შეკრებაზე თავიანთი ერთსულოვნება აღნიშნული საკითხისადმი გამოხატა სრულიად საქართველოს სამონადირეო საზოგადოებამ:კლუბებმა,გაერთიანებებმა,ორგანიზაციებმა და ზოგადად ნადირობის და ბუნების მოყვარულმა ყველა მოქალაქემ.

 

აღნიშნულმა შეკრებამ საერთო ერთსულოვნებისა მხარდაჭერის რეჟიმში ჩაიარა,მართალია რეგიონებიდან ვერ მოახერხა ყველამ ჩამოსვლა,მაგრამ იქ შეკრებილი საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო მათი პოზიცია მხარდაჭერის შესახებ.

 

პ.ს.გთავაზობთ მიმართვის ტექსტის სრულ ვერსიას და ხელმოწერის ბლანკს,

თავისი თანხმობა აღნიშნულ მიმართვაზე შეუძლია დააფიქსიროს საქართველოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა მოქალაქემ.

 

აღნიშნული ხელმოწერები გთხოვთ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 09(ცხრა) მარტამდე,თბილისში,დიდი დიღმის გუდვილში,მაღაზია "მაგნუმში"

მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის წერილი (1).pdf

xelmowera.pdf

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...