Jump to content
Club-Monadire.Ge

კანონი ნადირობის შესახებ.


Recommended Posts

  • Replies 325
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს შეხვედრა ძირითადად უფრო მოსამზადებელი შეხვედრა იყო შემდგომში უფრო მაშტაბური შეკრების, მაგრამ ძირიდი საკითხები რაც დაისვა იყო რომ: 1) გაკეთდა პეტიცია საზოგადოებროვ მაუწყებელზე გადაცემის და

მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო! საკოორდინაციო საბჭოს სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორან

გასული წლის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროში შედგა შეხვედრა ფაო–ს (გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაცია) და სამონადირეო საზოგადოებებს შორის .შეხვედრები მიმდინარეობდ

Posted Images

მოგესალმებით!

 

გუშინ ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც აერთიანებს საქართველოს სამონადირეო საზოგადოებას. მემორანდუმის ხელმომწერები არიან საქართველოს მასშტაბით შექმნილი მონადირეთა საინიციატივო ჯგუფები, ასევე სამონადირეო კლუბები, მეურნეობები და მაღაზიები.

მემორანდუმის ძირითადი ამოცანებია საქართველოს ბიომრავალფეროვნების განვითარების საკითებთან დაკავშირებით მონადირეთა საზოგადოების კონსოლიდაცია და ერთიანი პოზიციის შეჯერება, ასევე, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის მიზნით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება და აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მემორანდუმის ხელმომწერი ჯგუფი წარმოადგენს უპრეცედენტო, სამონადირეო საზოგადოების ყველაზე მსხვილ გაერთიანებას, რომელიც მზადყოფნას აცხადებს ხელი შეუწყოს საქართველოში ნადირობის განვითარებას და ამ მიზნით ითანამშრომლოს საქართველოს გარემოს დავისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ქართულ რეალობას მორგებული, დახვეწილი საკანონმდებლო სივრცის შესაქმნელად.

post-317-0-57231700-1500056663_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ძალიან მიხარია რომ ამ დონემდე მივედით ყველა მონადირეს ულოცავ ამ პატარა და არცთუისე პატარა მიხწევას ამ გზააბნეულ ქვეყანაში .იმედიმაქვს ყველაფერი გაკეთდება იმისთვის რომ არც ბუნება დაზარალდეს და არც წესიერი კანონმორჩილი მონადირები!!

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგია ასეთი ერთობა. ამავე დროს საინტერესოა საქართველოს სამონადირეო საზოგადოების გაერთიანება იურიდიული წარმონაქმნია /პირია/ თუ იურიდიული წარმონაქმნის გარეშე არსებული გაერთიანებააა /ამხანაგობაა/

Edited by aftarauli zamtara
Link to post
Share on other sites

ბატონო ავთო,

ყველა შემთხვევაში გაერთიანება დადებითი შედეგის მომტანია. ამ გადაცემაში ჩანს, რომ გაერთიანებას ყავს იურისტი და მაინტერესებს ეს გაერთიანება საზოგადოებრივ საწყისებზე დროებითაა შექმნილი იურიდიული წარმონაქმნის გარეშე კონკრეტული ერთი მიზნის მისახწევად , კერძოთ კანონპროექტის შემუშავების პროცესიში მონაწილეობისათვის, თუ აქვს სხვა უფრო ფაეთო მიზნები. და თუ ასეთი აქვს იქნებ წესდება გაგვაცნოთ. რომ ჩვენც გვქონდეს მომავალ ხედვებზე წარმოდგენა.

Link to post
Share on other sites

ბატონო ავთო,

ყველა შემთხვევაში გაერთიანება დადებითი შედეგის მომტანია. ამ გადაცემაში ჩანს, რომ გაერთიანებას ყავს იურისტი და მაინტერესებს ეს გაერთიანება საზოგადოებრივ საწყისებზე დროებითაა შექმნილი იურიდიული წარმონაქმნის გარეშე კონკრეტული ერთი მიზნის მისახწევად , კერძოთ კანონპროექტის შემუშავების პროცესიში მონაწილეობისათვის, თუ აქვს სხვა უფრო ფაეთო მიზნები. და თუ ასეთი აქვს იქნებ წესდება გაგვაცნოთ. რომ ჩვენც გვქონდეს მომავალ ხედვებზე წარმოდგენა.

საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა იმ გაუაზრებელი კანონპროექტის პრეზენტაციის შემდეგ.უმთავრესი ამოცანა იყო კანონპროეტის შეჩერება,რასაც ჯგუფმა კარგად გაართვა თავი. გარემოებამ მოითხოვა გვეფიქრა ახალი კანონპროექტის შექმნის პროცესში მონადირე საზოგადოების ჩართვა.ამ მიზნისთვის საქართველოს მონადირეთა საზოგადოებების ერთად დგომა იყო საჭირო. მონადირეებმა ნდობა გამოუცხადეს საინიციატივო ჯგუფს და შემოუერთდნენ სამონადირეო საზოგადოების უდიდესი ნაწილი თითქმის ყველა გარდა ,,მონკავშირისა,,. 40 ზე მეტმა ორგანიზაციამ და რეგიონების საინიციატივო ჯგუფმა მოაწერა ხელი მემორამდუმს სამინისტროს ჩათვლით.

გაერთიანების მიზანია სამინისტროსთან ურთიერთ თანამშრომლობით შექმნას დახვეწილი,საქართველოს მორგებული მონადირის კანონი.რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფი დაიშლება.

არანაირი სხვა მიზნები ამ გაერთიანებას არ აქვს.

 

მ ე მ ო რ ა ნ დ უ მ ი

მემორანდუმის ძირითადი მიზნებია საქართველოს ბიომრავალფეროვნების განვითარების საკითებთან დაკავშირებით მონადირეთა საზოგადოების კონსოლიდაცია და ერთიანი პოზიციის შეჯერება, ასევე, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის მიზნით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება და აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

ვითვალისწინებთ რა ბიომრავალფეროვნების სფეროში საქართველოში დღეს არსებულ რთულ მდგომარეობასა და შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში არსებულ ხარვეზებს საქართველოს მონადირეთა საზოგადოება ვთანხმდებით შემდეგზე:

1. ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების კონტროლი სახელმწიფოს პრეროგატივა და მოვალეობაა. დაუშვებელია სახელმწიფოს სტრატეგიული რესურსების სრული მოცულობით კერძო სექტორისთვის გადაცემა. შესაბამისად, სანადირო ტერიტორიების კონტროლი, ასევე სანადირო ობიექტების მონიტორინგი, აღწარმოება და ამოღება უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ;

2. საჭიროა ნადირობის სახეობების კლასიფიკაცია სამოყვარულო, სპორტულ და სატროფეო ქვესახეობებად. აღნიშნული უზრუნველყოფს, როგორც ლიცენზირებისა და მისი საფასურის კატეგორიზაციას, ასევე ბიომრავალფეროვნების მდგრად და თანმიმდევრულ განვითარებას;

3. ახალი კანონპროექტი უნდა ითვალისწინებდეს ტრადიციული სამონადირეო კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. ამასთან, დაფუძნებული უნდა იყოს სოციალური თანაფარდობის პრინციპებზე;

4. საქართველოს სამონადირეო საზოგადოება ქმნის ერთიან სკოორდინაციო სამუშაო ჯგუფს, რომელიც უფლებამოსილი იქნება საზოგადოების სახელითა და ზემოთ აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების პროცესში.

Link to post
Share on other sites

მადლობთ ბატონო ავთო გამოხმაურებისთვის.

ასეთი წმინდა მოქალაქეობრივი /მონადირული/ მოწოდება უაღრესად დასაფასებელია და ამიტომაც დაიმსახურა გულწრფელად ყველა მონადირის ნდობა. ცხადია, როგორც ჭეშმარიტი მონადირე ეჭვი არავის შეეპარება, რომ თქვენ კანონპროექტის შექმნის პროცესში დაიცავთ, მონადირის ინტერესებს, რომელიც თანაბრად გულისხმობს მონადირის, ფლორისა და ფაუნის დაცვას. ბევრი კანონი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომლის აღსრულებაც ვერ ხდება, რადგან შესაბამისი აღსრულების შესაძლებლობა არ არის შექმნილი, ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია კანონის შემუშავებისას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რადგან გადაიდგა ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთობისკენ და ეს გაერთიანება ნდობით სარგებლობს იქნებ გეფიქრათ უფრო მეტზე, რომ კანონი მხოლოდ კანონისთვის არ დაიწეროს, მისი აღსრულებისთვის პროცესში იყოს ჩართული საქართველოს მონადირეთა საზოგადოება . ამისათვის მე პირადათ არასოდეს ვიტყვი უარს საწევროს გადახდაზე, რომ შეძლოს ამ მიზნის განსახორციელებლად მონადირეთა საზოგადოებამ მონაწილეობა. რა თქმა უნდა იმ პრინციპის დაცვით, რომ გარდა კერძო სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიებისა ადმინისტრაციული საკითხების ადმინისტრირება უნდა სახელმწიფომ განახორციელოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს საზოგადოება არ უნდა დაემსგავსოს სითი პარკს, რომელსაც თბილისის მერიისგან უკანონოდ დაწესებული პარკირების საფასურის ადმინისტრირება აქვს დავალებული და ფულის გამოძალვის მიზნით ყველას გვაღიზიანებს.

Edited by aftarauli zamtara
Link to post
Share on other sites

მონოპოლია ცუდია, მით უმეტეს საქართველოში. თავიდან ტკბილი მასლაათი და პატრიოტული ნოტები, მერე მოგვახრჩობენ. მრავალფეროვნება და ერთიანობა....

 

 

მადლობთ ბატონო ავთო გამოხმაურებისთვის.

ასეთი წმინდა მოქალაქეობრივი /მონადირული/ მოწოდება უაღრესად დასაფასებელია და ამიტომაც დაიმსახურა გულწრფელად ყველა მონადირის ნდობა. ცხადია, როგორც ჭეშმარიტი მონადირე ეჭვი არავის შეეპარება, რომ თქვენ კანონპროექტის შექმნის პროცესში დაიცავთ, მონადირის ინტერესებს, რომელიც თანაბრად გულისხმობს მონადირის, ფლორისა და ფაუნის დაცვას. ბევრი კანონი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომლის აღსრულებაც ვერ ხდება, რადგან შესაბამისი აღსრულების შესაძლებლობა არ არის შექმნილი, ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია კანონის შემუშავებისას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რადგან გადაიდგა ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთობისკენ და ეს გაერთიანება ნდობით სარგებლობს იქნებ გეფიქრათ უფრო მეტზე, რომ კანონი მხოლოდ კანონისთვის არ დაიწეროს, მისი აღსრულებისთვის პროცესში იყოს ჩართული საქართველოს მონადირეთა საზოგადოება . ამისათვის მე პირადათ არასოდეს ვიტყვი უარს საწევროს გადახდაზე, რომ შეძლოს ამ მიზნის განსახორციელებლად მონადირეთა საზოგადოებამ მონაწილეობა. რა თქმა უნდა იმ პრინციპის დაცვით, რომ გარდა კერძო სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიებისა ადმინისტრაციული საკითხების ადმინისტრირება უნდა სახელმწიფომ განახორციელოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს საზოგადოება არ უნდა დაემსგავსოს სითი პარკს, რომელსაც თბილისის მერიისგან უკანონოდ დაწესებული პარკირების საფასურის ადმინისტრირება აქვს დავალებული და ფულის გამოძალვის მიზნით ყველას გვაღიზიანებს.

Link to post
Share on other sites

მონოპოლია ცუდია, მით უმეტეს საქართველოში. თავიდან ტკბილი მასლაათი და პატრიოტული ნოტები, მერე მოგვახრჩობენ. მრავალფეროვნება და ერთიანობა....

მისაღებია თუ ასეთი მიდგომა დაიცავს ფლორას და ფაუნას ბრაკონიერობისგან. მე პირადად და ჩემს გარშემო ახლობლებს შენახული გვაქვს იარაღი და არ ვაპირებთ სეზონის გახსნამდე იარაღით გასვლას მაგრამ ორჯერ გავატარეთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მინდორში და სროლების ხმა უკვე იყო. ალბათ, როგორც წინა წლებში მანოკებსაც აამუშავებენ, ტყეში ძალიან დაუცველია ნადირი სასტიკი და დაუნდობელი მოპყრობის გამო, ბარში ფშები უმოწყალოდ იჩეხება აღარ რჩება ტყის ქათამისთვის ადგილები, ალაზნის ჭალა ამოგდებულია და ქედანს დასაჯდომი თითქმის აღარ აქვს, ტყეებზე გაცემოლია ჭრის უფლებები ჩემი აზრით კაბინეტებიდან დაუსაბუთებლად რის გამოც ტყის ფერდობები მასიურად შიშვლდება ნადირ ფრინველის არეალი კატასტროფულად სწრაფად მცირდება. ისევე, როგორც უმსგავს კანონპროექტის საკითხზე განხორციელდა ერთობა და საზოგადოებრივი /მონადირეთა/ კონტროლი კანონპროექტის წინააღმდეგ და როგორც ჩანს შედეგიანი აღმოჩნდა, ასეთივე ერთობა თუ არ გამოვიჩინეთ კანონის აღსრულებაზე საშველი მხოლოდ დაწერილი კანონი არ იქნება. სითი პარკზე უკვე მოგახსენეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს ისეთ გადასახადის, შემოღებას რომელიც კანონით არ არის დადგენილი, მაინც გვახდევინებენ თბილისის მერიის მიერ უკანონოდ დადგენილ გადასახადს, და საკმარისი ძალა ამის აღსაკვეთად არ გამოჩნდა. ამიტომ ძალას და სწორად შერჩეულ ფორმას შეუძლია მხოლოდ შედეგის მოტანა. თუ თქვენი პოზიცია ამ პრობლემებს გადაგვაწვეტინებს საწინააღმდეგო არაფერ მაქვს. აქვე დავამატებ მონოპოლიაზე არ არის საუბარი რა თქმა უნდა დაუშვებელია, საუბარია მხოლოდ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის კანონში ასახვაზე და მის განხორციელებაზე.

Edited by aftarauli zamtara
Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ეს რა არის ამიხსენით რა?

 

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3803743

 

ვახო ეს არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასები სახეობებზე. რომლებსაც ჯარიმის შემთხვევაში გადაამრავლებს გარემოზე მიყენებული ზარალისთვის დადგენილ ექვივალენტზე +500 კანონდარღვევის. წითელი ნუსხის ბინადარი მრავლდება 50 ზე ასე მახსოვს.

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

რამე ისმის ახალ პროექტთან დაკაშირებით? როგორც ვიცი ჩვენმა კლუბმა შენიშვნები უკვე მიაწოდა კომისიას.

Link to post
Share on other sites

გასული წლის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროში შედგა შეხვედრა ფაო–ს (გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაცია) და სამონადირეო საზოგადოებებს შორის .შეხვედრები მიმდინარეობდა 2 დღის განმავლობაში.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ფაო–სთვის მიგვეწოდებინა ჩვენი ძირითადი ხედვები და შენიშვნები ნადირობის შესახებ კანონპროექტის შემუშავებისას,

შეხვედრამ მეტად კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა,ეხლა მთავარია ეს ყველაფერი გათვალისწინებულ და ასახული იყოს კანონპროექტში რომელსაც ფაო შეიმუშავებს , და რომლის პრეზენტაციაც ზაფხულისთვის იგეგმება.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 5 months later...

,ეკომეტრი"15.08 16.10-16.55
თემა:ნადირობა! კანონის ფარგლებში!
20 აგვისტოს დაიწყება ნადირობის სეზონი, რაზე შეიძლება ვინადიროთ, სად, რომელი იარაღით. რის უფლებას გვაძლევდა არსებული კანონი ნადირობის შესახებ და რა ცვლელებებია ახალ საკანონმდებლო კოდექსში, რომლმაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებრივი განხილვის დროს! სამონადირეო მეურნეობების სერვისები და სტანდარტები.
სტუმრები:კარლო ამირგულაშვილი- გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნების და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
გიორგი მეტრეველი- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სართიჭალის ეროვნული სანაშენე მეურნეობის დირექტორის მოადგილე.
წამყვანი-ბ.ბენაშვილი

Link to post
Share on other sites

ძალა ერთობაშია ! საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით სამინისტრომ ნადირობის ვადების გადახედვა გადაწვიტა. მაღალმთიანი რეგიონებში 2 კვირით გადაწეული სეზონის გახსნა გაუქმებულია.

 

ბატონებო 2018 წლის სეზონის გახსნა მოხდება 18 აგვისტოს მთელი საქართველოს მასშტაბით. ცვლილებები (ვადებთან დაკავშირებით)რომელიც იყო შეტანილი მაღალ მთიან რეგიონებთან დაკავშირებით გაუქმებულია !

 

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო!
საკოორდინაციო საბჭოს სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.
როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორანდუმის საფუძველზე, 49 სუბიექტისგან ჩამოყალიბდა (ამ სუბიექტებს წარმოადგენენ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბები, სამონადირეო მაღაზიები, სამონადირეო მეურნეობები, საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური საინიციატივო ჯგუფები და ა.შ.) რაც ყველაზე მსხვილ გაერთიანებას წარმოადგენს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ამდენი ადამიანის ერთობამ ბევრი კარგი და საჭირო საქმის გაკეთების საშუალება მოგვცა. 
იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ჩავერთოთ გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ქართულ რეალობას მორგებული საკანონმდებლო სივრცის შექმნაში, ასევე მონაწილეობა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია ჩვენს ერთობას იურიდიული ფორმა მივცეთ. 
ორგანიზაცია შეიქმნება, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის“ ფორმით და მასში მოღვაწე ხალხი, როგორც აქამდე, უანგაროდ გააგრძელებს ყველას ინტერესებისა და უფლებების დაცვას.
ორგანიზაციის დაფუძნება დაგეგმილია ა.წ. 1 მარტს. 
ყველას გთხოვთ გაგვიზიაროთ მოსაზრებები და სურვილის შემთხვევაში ჩაერთოთ ორგანიზაციის დაფუძნებასა და საქმიანობაში.

 

52126855_596413174119705_3941081356817137664_n.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

https://1tv.ge/news/saqartveloshi-veluri-bunebis-saagento-sheiqmneba/

საქართველოში ველური ბუნების სააგენტო შეიქმნება.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4484985?publication=0

Edited by kopala72
Link to post
Share on other sites
6 hours ago, kopala72 said:

https://1tv.ge/news/saqartveloshi-veluri-bunebis-saagento-sheiqmneba/

საქართველოში ველური ბუნების სააგენტო შეიქმნება.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4484985?publication=0

უფროსი რევაზ ბეჟაშვილი.
მოადგილე გიორგი მეტრეველი.(ჭალიმგელა)

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

როგორც მოგეხსენებათ, 13 აპრილს შედგა "საქართველოს მონადირეთა,მეთევზეთა და ბაზიერთა საკოორდინაციო საბჭოს"  შეკრება

აღნიშნული საბჭოს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების  ახალ საკანონმდებლო პროცესში დროული ჩართულობა, ვინაიდან აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ კავშირშია ნადირობასთან, თევზაობასთან,ბაზიერობასთან,იარაღის ფლობასთან,მიწათსარგებლობასთან.

ასევე მტაცებლებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზების ძიება შესაბამის სტრუქტურებთან ერთად,

სატელევიზიო სივრცეში შესაბამისი საინფორმაციო ველის დაშვება,

 

Edited by kopala72
Link to post
Share on other sites
Quote

 

On 4/18/2019 at 2:32 PM, salamandra said:

რა გადაწყვეტილება მიიღეთ ?

ეს შეხვედრა ძირითადად უფრო მოსამზადებელი შეხვედრა იყო შემდგომში უფრო მაშტაბური შეკრების,

მაგრამ ძირიდი საკითხები რაც დაისვა იყო რომ:

1) გაკეთდა პეტიცია საზოგადოებროვ მაუწყებელზე გადაცემის დაშვება,

2) კანონპროექტებთან დაკავშირებით  ახალ სააგენტოსთან (ველური ბუნების ეროვნული სააგენტო) უკვე როგორც ოფიციალური სუბიექტი ისე მოგვიწევს ურთიერთობა და აღარ იქნება ის გაუგებრობა,რაც აქამდე იყო,მუდმივად ყოველ შეხვედრაზე გვიწევდა აფშირება ვინ ვიყავით,

3)ახალ სააგენტოსთან საკითხი დადგება ეროვნული პარკების საზღვრების გადახედვის თაობაზე და ტრადიციული გამოყენების ზონების შესახებ.

4)მტაცებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობა.

 

Edited by kopala72
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...