Jump to content
Club-Monadire.Ge

კანონი ნადირობის შესახებ.


Recommended Posts

დაიდო ფეისბუქზე. თუ სხვა ხელმოწერებიც ან მიმართვები გვექნება, ის მასალაც აიტვირთება. შეგიძლიათ გააზიაროთ.

Link to post
Share on other sites
  • Replies 325
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს შეხვედრა ძირითადად უფრო მოსამზადებელი შეხვედრა იყო შემდგომში უფრო მაშტაბური შეკრების, მაგრამ ძირიდი საკითხები რაც დაისვა იყო რომ: 1) გაკეთდა პეტიცია საზოგადოებროვ მაუწყებელზე გადაცემის და

მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო! საკოორდინაციო საბჭოს სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორან

გასული წლის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროში შედგა შეხვედრა ფაო–ს (გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაცია) და სამონადირეო საზოგადოებებს შორის .შეხვედრები მიმდინარეობდ

Posted Images

გავგზავნეთ თბილისში დღეს ხელმოწერები . ძალიან ცოტა დროში 2300 ზე მეტი შეგროვდა .

ეს რაც მარტო ჩემმა ბიჭებმა მოახერხეს.ამის შემდეგ ავკრიბეთ ქალაქიდან და იმერეთის სხვადასხვა კუთხიდან.

პირადათ მადლობა ახალ გაცნობილ მონადირეებს ,გიორგი ჯიქიას, კახა ლომთაძეს და გიორგი მახალდიანს ! ვისაც არ ვიცნობ მაგრამ ბევრი ძალა და ხარჯი გასწიეს რადგან ყველგან მიეტანათ ეს სატკივარი.

post-2-0-48581700-1489079934_thumb.jpg

post-2-0-03843200-1489080254_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

დავამატებ ნახევრადავტომატის თემას. კანადაში სამი ვაზნა ნებადართულია გადამფრენზე(თუ სამ ვაზნაზე მეტი ეტევა, მჭიდში პატარა ჯოხი იდება, რაც ზედმეტი ვაზნის ჩადებას ბლოკავს), თორემ სხვა ნადირ-ფრინველზე პრობლემა არაა. ნადირზე ვაზნების რაოდენობა შეზღუდულიც არაა.

 

რუსეთში ამ მხრივ შეზღუდვა არაა. შეზღუდულია მოპოვებული ნანადირევის დღიური ნორმა. სხვა და სხვა ფრინველზე, სხვა და სხვაა. მაგალითად, გაზაფხულზე, 5 იხვი (მამალი), 2 ბატი, 5 ვალდშნეპი და ა.შ.

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

.......................................................

 

ესე რომ საქმე ერთად ვაკეთოთ ჯობია, თუ გვინდა რამე გამოვიდეს.

 

.....................................................

 

აბსოლიტურად ვეთანხმები გიორგის - თუ ერთად არ ვიქნებით ასეთ საჭირბოროტო საკითხში, ვერაფერს ვერ მივაღწევთ.

ამ კანონპროექტის საჯარო განხილვა სამინისტრომ იმიტომ მოაწყო, რომ, მშვენივრად იცის როგორი დაქსასულია მონადირეები, მათ შორის კლუბებიც და დაჯგუფებებიც. ამის გამოყენებას აპირებდნენ, რადგანაც ზუსტად იციან, რომ გამოინახება (და უკვეც ჩანს)მონადირეთა ნაწილი, ვისაც თავისი პირადი, პატარა პრობლემები უფრო აწუხებს, ვიდრე საერთო და მთავარი, რომლებიც მეორე პლანზე გადააქვთ.

საბედნიეროდ, ოპტიმიზმს ქმნის ის სიტუაცია, რაც დღეს ჩანს - კლუბების და განათლებული მონადირეების უმრავლესობა, ცდილობს გაერთიანდეს და საერთო ძალით წინ დაუდგეს ამ კანონპროექტის პირველადი სახით მიღებას.

 

რაც შეეხება ტერიტორიებს - აუცილებლად კერძო სანადირო მეურნეობებთან ერთად უნდა იყოს საჯარო (სახელმწიფო) სავარგულები, სადაც ნებისმიერ მონადირეს შეეძლება ინადიროს ზედმეტი შეთანხმებების და შეზღუდვების გარეშე(რაც შეიძლება კერძო მესაკუთრემ თავის ტერიტორიაზე დააწესოს). სანადირო სავარგულების დაყოფა-დანაწილების დროს, პრივილეგია უნდა მიეცეს ადგილობრივ მონადირეთა ჯგუფს, რომლებიც გეოგრაფიულად, თუ ისტორიულად, ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ან ნადირობენ.

აუცილებელია, რომ, სამონადირეო მერნეობების პოტენციურმა მფლობელებმა თავიანთი გეგმები სანადირო სავარგულთან დაკავშირებით წინასწარ დააფიქსირონ (აპირებენ თუ არა ფრინველ-ცხოველების გამრავლებას თავიანთ ტერიტორიებზე, თევზის მომრავლებას და ა.შ.), და შეუსრულებლობის შემთხვევაში უნდა იქნეს გათვალისწინებული მექანიზმი სავარგულის უკან წართმევის

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

ეს ყველაფერი კარგი, ახლა ვნახოთ რას მოიფიქრებენ ახალს.

 

არაფრით არ შეიძლებოდა იმ კანონის მიღება.

Link to post
Share on other sites

როცა ვმოქმედებთ გამოდის კიდეც. იმედგაცრუება და ხელების ჩამოყრა მიცვალებულებსაც ეხერხებათ.

 

ახლა აუცილებელია იმ ახალ კომისიაში, რომელიც ამ კანონპროექტზე იმუშავებს, მონადირეთა წარმომადგენლებიც ჩაერთონ(კლუბები, საინიციატივო ჯგუფი...) და ისევ პოსტფაქტუმ არ მოგვიწიოს ჩვენი ინტერესების დაცვა. იმედია მონადირეთა მხოლოდ ერთი ჯგუფი არ იქნება ისევ სამინისტროს პირისპირ ამ საქმეში.

Link to post
Share on other sites

ეს მიღწეული შედეგი ამ ეტაპზე ძალიან კარგია, რომ სამინისტრო წამოვიდა თანამშრომლობაზე. ახლა უკვე ამ ეტაპიდან კარგი იქნება საინიციატივო ჯგუბმა დაიწყოს ელექტრონულად განხილვა იმ საკითხებზე, რომელიც ასე მიუღებელი იყო ყველა მონადირისთვის. როგორც აქამდე საინიციატივო ჯგუფმა უნდა გაუწიოს ორგანიზება, კლუბებს, მონადირეებს განვსაზღვროთ პოლიტიკა ნადირობის საკითხებზე, პირველ რიგში სამონადირეო ტერიტორიების მოწყობის მისი მართვის, კვოტების, ნებართვების გაცემის, საფანტის გამოყენების და პატრონების რაოდენობის ასევე კარგი იქნება წინასწარ შემზადდეს პასუხები იმ პრობლემურ თემების გადასაჭრელად, რომელიც განხილვების დროს წამოიჭრება. ამ გზით სამინისტროსთან პროექტის მომზადებამდე შესაძლებელი იქნება ჩამოყალიბდეს მონადირეთა და კლუბების საერთო აზრი საქართველოში ნადირობის საკითხებზე. სასურველია საინიციატივო ჯგუფმა განხილვებისთვის შეადგინოს საკითხების ჩამონათვალი პირველი, მეორე და ასე შემდეგ რიგისობის საკითხებზე საერთო აზრის მისაღწევად. რაც დროზე შეძლებს საინიციატივო ჯგუფი ამ საკითხების ორგანიზებას, დროულად შეძლებს მომზადებულები ჩაერთონ სამინისტროსთან თანამშრომლობაში.

Edited by aftarauli
Link to post
Share on other sites

ბატონო მონადირეებო გილოცავთ წინსვლას! კანონის შემუშავების პროცესში ჩაერთვება საინიციატივო ჯგუფი.

აგერ ჯგუფის წევრის წერილი ფბ-დან.

 

 

 

მოგესალმებით მეგობრებო.გაცნობებთ,რომ გუშინ საინიციატივო ჯგუფის წევრები დათო,ლევანი,სოსო,გიორგი,მურმანი და მე შევხვდით კარლო ამირგულაშვილს და მის თანამშრომლებს.ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ პრემიერის სახელზე გაგზავნილ წერილში (რომელსაც დაერთო 6000 ხელმოწერა) დაფიქსირებულ მოთხოვნების მოტივაცია.

ცალსახად ავღნიშნეთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი უნდა გაიყოს 2 ძირითად "ბლოკად", სადაც ბუნებრივი რესურსების, სანადირო ტერიტორიები და მათი მართვის საკითხები იქნება განხილული ცალკე, ხოლო მეორე ბლიკად საკითხები მონადირის სტატუსის,სანადირო ინვევნტარის თუ სხვ. ასპექტები.

აგრეთვე ჩვენ ავღნიშნეთ,რომ მზად ვართ აქტიურად და კონცტრუქციულად ჩავერთოდ ყოველივე ამ საკითხების განხილვაში. მინდა გაცნობოთ, რომ ბატონმა კარლომ თავად გამოხატა ამ საკითხების მოსაგვარებლად, ჩვენთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი. მან აღნიშნა,რომ საკითხის ჩვენი ხედავ სავსებით მისაღებია და წარმოადგენს დეტალური და გაფართოვებული განხილვების საგანს. ამასთან მან თავად გამოთქვა ჩვენთან შეხვედრების და საკითხთა აქტიურად განხილვის სურვილი.

ვფიქრობ, რომ შეხვედრა იყო პოზიტიური და კონსტრუქციული. აგრეთვე მინდა ყველას გაცნობოთ, რომ კანონპროექტის ინიცირება გადადებულია შემოდგომისათვის, ხოლო იქამდე (ჩვენი ჩართულობით) გაიმართება აქტიური მუშაობა მონადირეების ფართო საზოგადოებისათვის კანონის მისაღებ ვერსიაზე.

პატივისცემით ვ.ღ.

Link to post
Share on other sites

ბატონო მონადირეებო გილოცავთ წინსვლას! კანონის შემუშავების პროცესში ჩაერთვება საინიციატივო ჯგუფი.

აგერ ჯგუფის წევრის წერილი ფბ-დან.

 

 

 

მოგესალმებით მეგობრებო.გაცნობებთ,რომ გუშინ საინიციატივო ჯგუფის წევრები დათო,ლევანი,სოსო,გიორგი,მურმანი და მე შევხვდით კარლო ამირგულაშვილს და მის თანამშრომლებს.ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ პრემიერის სახელზე გაგზავნილ წერილში (რომელსაც დაერთო 6000 ხელმოწერა) დაფიქსირებულ მოთხოვნების მოტივაცია.

ცალსახად ავღნიშნეთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი უნდა გაიყოს 2 ძირითად "ბლოკად", სადაც ბუნებრივი რესურსების, სანადირო ტერიტორიები და მათი მართვის საკითხები იქნება განხილული ცალკე, ხოლო მეორე ბლიკად საკითხები მონადირის სტატუსის,სანადირო ინვევნტარის თუ სხვ. ასპექტები.

აგრეთვე ჩვენ ავღნიშნეთ,რომ მზად ვართ აქტიურად და კონცტრუქციულად ჩავერთოდ ყოველივე ამ საკითხების განხილვაში. მინდა გაცნობოთ, რომ ბატონმა კარლომ თავად გამოხატა ამ საკითხების მოსაგვარებლად, ჩვენთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი. მან აღნიშნა,რომ საკითხის ჩვენი ხედავ სავსებით მისაღებია და წარმოადგენს დეტალური და გაფართოვებული განხილვების საგანს. ამასთან მან თავად გამოთქვა ჩვენთან შეხვედრების და საკითხთა აქტიურად განხილვის სურვილი.

ვფიქრობ, რომ შეხვედრა იყო პოზიტიური და კონსტრუქციული. აგრეთვე მინდა ყველას გაცნობოთ, რომ კანონპროექტის ინიცირება გადადებულია შემოდგომისათვის, ხოლო იქამდე (ჩვენი ჩართულობით) გაიმართება აქტიური მუშაობა მონადირეების ფართო საზოგადოებისათვის კანონის მისაღებ ვერსიაზე.

პატივისცემით ვ.ღ.

ძალიან გამახარეთ, იმედია ასეთი თანამშრომლობით შესაძლებელი იქნება კანონის იმგვარად დაწერა, რომ მისი დაცვა ყველა მონადირეს სიამოვნებას მოგვანიჭებს.

Link to post
Share on other sites

კარგია, სოსო ალბათ სისტემატურად მოგვაწვდის ინფოებს საინიციატივო ჯგუფის შეხვედრებიდან და ჩვენი კლუბის პოზიციასაც გაახმოვანებს.

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით მეგობრებო,

გუშინ საინიციატივო ჯგუფის წევრები შევხვდით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროს ბატონ კარლო ამირგულაშვილს,

შეხვედრამ კონსტრუქციულად და იმედისმომცემად ჩაიარა,ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისაკენ აღნიშნული კანონპროექტის იმ სახით ინიცირებისათვის, რომელიც მისაღები იქნება როგორც მონადირეებისათვის ,ასევე გარემოს დაცვის სამინისტროსათვის,

 

შეხვედრაზე აღინიშნა რომ,მხარეთა აქტიური ჩართულობით გაიმართება აღნიშნულ კანონპროექტზე აქტიური მუშაობა,კანონის მისაღები ვარიანტის შემუშავებისათვის.

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

მე მოუსმინე ტელევიზორში ნადირობის წესების დარღვევაზე კანონი გამკაცრდება პირველ შემთხვევაზე ფულადი ჯარიმა დაეკისრება პირს და განმეორებით დარღვევისას 1 წლით ნადირობის უფლება ჩამოერთმევა ახალი კანონის შემოღევაზე არაფერი იყო ნათქვამი !

Edited by ჭოკიანი
Link to post
Share on other sites

https://l.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2Fwww.myvideo.ge%2Ftv%2Fiberiatv%2F2017-06-01%2F13%3A13%3A52&h=ATNfD-YouT16O3mrGI-0r5KiqpzmtEwYQOP5HWRThvLHn9XgkiBU1T2ZyJZfAnmjd1i5_I62sv1r7IqLuCv1yKb_uPqwjn9z71IBvjI5TcIVLbtE_HqRoK_wZOBntTJ_MMOmPZOr-qmy

 

 

აი ეს გადაცემა გავიდა "იბერიაზე",სრული ჩანაწერი კარგი იქნებოდა კარლო ამირგულაშვილის,ვრცლად რაზე საუბრობდა.

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

რა უნდა ვქნათ? თუ კანონი ამ ფორმით მიიღეს გული მიგრძნობს ცუდი რამეები მოხდება მინდორში და არა ერთაგნ . . .

Link to post
Share on other sites

რა უნდა ვქნათ? თუ კანონი ამ ფორმით მიიღეს გული მიგრძნობს ცუდი რამეები მოხდება მინდორში და არა ერთაგნ . . .

 

 

ეგრე იქნება სამწუხაროდ!!!

Link to post
Share on other sites

გაიტანენ მაგ კანონს. :karochera: :karochera: :karochera:

 

მიხვდით რომ ხალხი არავის არ აინტერესებს მაგ ქვეყანაში, ცალ წიხლზე ჰკიდიათ ხალხის ინტერესი.

 

რა ჭირი ვქნა?

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გაიტანენ მაგ კანონს. :karochera: :karochera: :karochera:

 

მიხვდით რომ ხალხი არავის არ აინტერესებს მაგ ქვეყანაში, ცალ წიხლზე ჰკიდიათ ხალხის ინტერესი.

 

რა ჭირი ვქნა?

ვერ გაიტანენ ! კანონპროექტი რომელიც იყო წარმოდგენილი განხილვას აღარ ექვემდებარება! ეს შეძლო ერთობამ !

Link to post
Share on other sites

საინიციატივო ჯგუფის პოსტი ფეისბუქზე >

 

მოგესალმებით,

გვინდა საინიციატივო ჯგუფის სახელით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია:

5-6 ივლისს, სასტუმრო თბილისი მაროტში გაიმართა შეხვედრა, სადაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროექტის ფარგლებში მოხდა "მდგრადი ნადირობის რეგულირებისათვის პოლიტიკური რეკომენდაციების" განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყო ახალი კანონპროექტის განხილვა, არამედ იმ პრინციპებზე საუბარი, რაზეც უნდა აიგოს ახალი კანონპროექტი.

შეხვედრების დაწყებამდე საინიციატივო ჯგუფმა გამართა საკონსულტაციო/მოსამზადებელი შეხვედრები. შედეგად, იქ წარმოდგენილ ყველა კლუბთან, მეურნეობასთან თუ მაღაზიასთან ერთად შეთანხმდა ერთიანი პოზიცია - არ დაგვეფიქსირებინა საბოლოო აზრი, სანამ არ მოხდებოდა ამ პოზიციის ფართო საზოგადოებასთან განხილვა. აღნიშნული ყველა დამსწრემ შეასრულა.

ფაქტია, წინ მივდივართ, რადგან წინა კანონპროექტის შემუშავების პროცესისგან განსხვავებით მოსამზადებელ ეტაპზევე ჩავერთეთ განხილვებში.

რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს და გეგმებს:

1. დაგვეთანხმებით, ერთიანობა ძალაა. შესაბამისად, ჯგუფმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად იმუშავა როგორც კლუბებთან, ისე რეგიონების წარმომადგენლებთან და შეიმუშავა შეთანხმების მემორანდუმის ტექსტი, რომელიც ხელმოწერებით გააერთიანებს სრულიად საქართველოს სამონადირეო საზოგადოებას - რეგიონების საინიციატივო ჯგუფებს, სამონადირეო კლუბებს, მეურნეობებს და მაღაზიებს.

მემორანდუმის მთავარი მიზანია სამინისტროს დავანახოთ, რომ პრინციპულ საკითხებზე ყველა ერთიანი ვართ და არ მივცეთ საშუალება ცალ-ცალკე გველაპარაკონ.

მემორანდუმის ტექსტს, ასევე მისი ხელმოწერის თარიღს და ფორმატს უახლოეს მომავალში გაცნობებთ. მნიშვნელოვანია, რომ ხელმოწერა მაქსიმალურად გაშუქდება ტელევიზიებით.

2. აქტიურად ვმუშაობთ ერთიანი ხედვისა და პრინციპების ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც სამინისტროს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროექტს წარვუდგენთ.

აღნიშნულ პროცესში, გარდა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა, ჩართული არიან დარგის სპეციალისტები, კლუბები, მეურნეობები და მაღაზიები.

თავისთავად, შეჯერებულ ჩარჩო პრინციპებს წარმოვადგენთ ფართო განხილვისთვის.

4 კომენტარი

Link to post
Share on other sites

ეს იცის საკუთარი უფლებისთვის ბრძოლამ. ნელნელა ვმწიფდებით როგორც სამოქალაქო საზოგადოება. ერთიანობა არ უნდა დაირღვეს.

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით,

 

5-6 ივლისს "თბილისი მარიოტში" შედგა სამუშაო შეხვედრა, სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO)

მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ველური ბუნების მდგრადი მართვის შესაძლებლობლების გაძლიერება".

ამ შეხვედრაზე (FAO)-ს მიერ წარმოდგენილი იყო მდგრადი ნადირობის რეგულირებისათვის რეკომენდაციები.

 

რაც ყველაზე მთავარი და აღნიშვნის ღირსია,ამ შეხვედრაზე მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა,საწყის ეტაპზევე დაშვებულ იქნა სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა სამუშაო პროცესში (შეხვედრაზე მეც ვიყავი).

ყველაფერი ამის გათვალისწინებით არის წინაპირობა იმის რომ,კანონპროექტის შემუშავების მთელ პროცესში ჩართული იქნება სამონადირეო საზოგადოება და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ჩვენი შენიშვნები და წინადადებები.

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით ! გუშინ დღის 12 საათზე სამონადირეო საზოგადოებამ რომელშიც გაერთიანდა საქართველოში არსებული ყველა მონადირეთა კლუბი,ფედერაცია,საქართველოს გაშოლტვით თევზაობის ფედერაცია,სამონადიეო მეურნეობები, რეგიონების საინიციატივო ჯგუფები და სამონადირეო მაღაზიები,(გარდა ,,მონკავშირისა,,) გააფორმა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გარემოს დაცვის სამინისტროსთან.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრს გაწეული სამუშაოებისთვის! ასევე გარემოს დაცვის მინისტრს და იმ ადამიანებს რომლებმაც გულთან მიიტანეს ჩვენი პრობლემები.

გილოცავთ მონადირეებო ყველას. B)

 

 

http://www.myvideo.ge/tv/gpbhd/2017-07-13/16:21:02

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...