Jump to content
Club-Monadire.Ge

კანონი ნადირობის შესახებ.


Recommended Posts

  • Replies 325
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს შეხვედრა ძირითადად უფრო მოსამზადებელი შეხვედრა იყო შემდგომში უფრო მაშტაბური შეკრების, მაგრამ ძირიდი საკითხები რაც დაისვა იყო რომ: 1) გაკეთდა პეტიცია საზოგადოებროვ მაუწყებელზე გადაცემის და

მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო! საკოორდინაციო საბჭოს სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორან

გასული წლის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროში შედგა შეხვედრა ფაო–ს (გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაცია) და სამონადირეო საზოგადოებებს შორის .შეხვედრები მიმდინარეობდ

Posted Images

ძაან საინტერესო 2012-2013 სანადირო სეზონი გველოდება :)

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=267&info_id=34388

გვისმინა ნეტა ღმერთმა ? :scratchchin:

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...
  • 2 months later...

რაღაცას ბაზრობენ საგაზაფხულო სანადირო სეზონის გაგრძელებაზე და ხომ არაფერი გაგიგიათ რა ხდება?

 

 

ეგ იდეა ჩანასახშივე მოკლეს.....

Link to post
Share on other sites

ეგ იდეა ჩანასახშივე მოკლეს.....

 

ჰოო რააა, ვინ უნდა გააგრძელოს?

 

ჰაერშია ყველაფერი, ანუ "უკუღმაა ეს ასინეთა, უკუღმა". :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ნადირზე ნადირობა თუ არი დაშვებული გარდა კერძო სანადირო მეურნეობებისა? თუ ვინმემ იცით იქნებ რაიმე მირჩიოთ

Link to post
Share on other sites

ნადირზე ნადირობა თუ არი დაშვებული გარდა კერძო სანადირო მეურნეობებისა? თუ ვინმემ იცით იქნებ რაიმე მირჩიოთ

 

ამ ლინკზე ნახეთ http://club-monadire.ge/index.php?showtopic=228 და ამავე ქვეგანყ-ში არის სხვა თემებიც, გადაიკითხეთ, თითქმის ყველაფერი გვიწერია გულზე მუშტების ბრაგუნის თანხლებით.

Link to post
Share on other sites

ამ ლინკზე ნახეთ http://club-monadire.ge/index.php?showtopic=228 და ამავე ქვეგანყ-ში არის სხვა თემებიც, გადაიკითხეთ, თითქმის ყველაფერი გვიწერია გულზე მუშტების ბრაგუნის თანხლებით.

დიდი მადლობა ასეთი სწრაფი გამოხმაურებისათვის

Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა ასეთი სწრაფი გამოხმაურებისათვის

 

ვნახე თუ არა თქვენი წერილი, მაშინვე მოგწერეთ.

 

მართალია დაგვიანებული იყო, მაგრამ მანამდე საითი არც გამიხსნია.

 

:friends:

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

წალკა-ახალქალაქში გადამფრენზე ნადირობის რეგლამენტაციაში მიღებული ცვლილება

 

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=2407

Edited by BROWNING
Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება

 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2015 წლის 15 აგვისტოს იწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:

ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.

სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები

გადამფრენი ფრინველების სახეობები, რომლებზედაც დაშვებულია ნადირობა, მოპოვების დღიური ლიმიტები და ნადირობის ვადები შემდეგია:

ჩიბუხა (Gallinago gallinago) - 5 ცალი, მწყერი (Coturnix coturnix) - 20 ცალი, ქედანი (Columba palumbus) - 10 ცალი, გარეული მტრედი (Columba livia) - 10 ცალი, გულიო/გვიძინი (Columba oenas) - 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - 10 ცალი; (ნადირობის ვადა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე);

 

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით

 

რუხი ბატი (Anser anser) - 3 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 2 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 3 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) – 5 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) – 2 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) – 2 ცალი; მელოტა (Fulica atra) – 5 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) – 2 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) – 3 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) – 3 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) – 2 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) – 3 ცალი.

 

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით

რუხი ბატი (Anser anser) - 5 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 3 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 5 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) – 6 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) – 3 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) – 3 ცალი; მელოტა (Fulica atra) – 6 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) – 3 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) – 6 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) – 5 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) – 3 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) – 5 ცალი.

ტყის ქათამი (Scolopax rusticola) 3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე);

 

ნადირობა აკრძალულია:

სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

ნადირობის აკრძალული მეთოდები:

მცენარეული საფარის დაწვა;

გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;

ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;

ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

Link to post
Share on other sites

ვემორჩილებით კანონს, ვიცავთ ვადებს და ლიმიტებს!!! ნადირობის მოყვარულნო გთხოვთ გაუზიარეთ ერთმანეთს რათა ყველა მონადირესთან მივიდეს სწორი ინფორმაცია.

წარმატებულ სეზონს გისურვებთ!

 

ავთო ფეისბუქის გვერდი დავამშვენე შენი პოსტით. :Laie_99:

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ისე ტყის ქათამი რატო არ გვაქვს მენიუში? გადაშენდა თუ?

 

 

როგორ არა გვაქვს?!

წყალმცურავების შემდეგ აბზაცში:

ტყის ქათამი (Scolopax rusticola) 3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე);

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ბიჭებო კარგი ინფორმაცია მაქ, ხელნაწერები გროვდება მტაცებელი ცხოველების შემცირებასთან დაკავშირებით,

წაიკითხეთ ვინც თანახმაა შეავსეთ და ხელმოწერაზე დააწკაპეთ http://manifest.ge/main/item/717 გავრცელებითაც შეგიძლიათ გაავრცელოთ :clapping: :clapping: :clapping:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...