Jump to content
Club-Monadire.Ge

კანონი ნადირობის შესახებ.


Recommended Posts

 

 

 

 

1)კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მონადირეთა სერთიფიცირებაა.

 

 

 

 

2)”პირველ რიგში შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიცელებაზე მართვის უფლება მიენიჭება.

 

 

3)ამ ტერიტორიის მოცულობა არ უნდა იყოს ისეთი მცირე, რომ იქ შეუძლებელი იყოს, სანადირო სახეობების მდგრადი მართვა და სარგებლობა.

 

4)”სამონადირეო ტერიტორიის მმართველთან იქნებიან გაწევრიანებულები გარკვეული მონადირეები, რომელთაც ექნებათ დადგენილი კვოტა – რა სახეობაზე რამდენის მონადირების უფლება ექნებათ, მათ მოუწევთ გარკვეული მოსაკრებლის გადახდა. გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც არ იქნებიან წევრები, ნადირობის უფლება, მმართველთან შეთახნმებით მიეცემათ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

 

მანვე ”ფორტუნასთან” პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა. როგორც ამირგულაშვილმა განმარტა, დღეს, ბევრ ისეთ ტერიტორიაზე ხდება ნადირობა, რომლებიც კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია.

 

5)”მაგალითად, ხდება მწყერზე ნადირობა ყანებში, ბაღებში, რომლებიც კონკრეტული პირის საკუთრებაა. ასეთი ტერიტორიებიც სამონადირეო ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება მოექცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ნადირობის უფლება იქნება გაცემული. ამას გადაწყვეტს თავად კერძო მესაკუთრე. თუკი მან განაცხადა, რომ მის კერძო ნაკვეთზე ნადირობა არ განხორციელდეს, მაშინ მოხდება ამის აკრძალვა სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა მან.

 

 

 

http://oxotv.com/index.php?newsid=2732

 

 

ჩემის მოკლე ჭკუით:

 

1)სერთიფიცირება არაა ცუდი, მაგრამ...

 

2)ნადირობის მმართველის პოსტის შემოღებით ნადირობის სფეროში კორუფციის კაი ნიადაგის მომზადებას მოახდენენ. ახლა "მანოკი დამადგმევინე, მანადირე თუ ძმა ხარ"... და ა.შ. თხოვნებია.

ამ მმართველის პოსტის შემოღების მერე კი პირდაპირ გარიგებაში შევლენ ვინაც ჯერ არს...

 

3) სადაა მერე ძამა, ეს თვალუწვდენელი სავარგულები ჩვენთან??? ნამყოფი არის ამ მუხლის მესვეურები გურიის სანადირო სავარგულებში??? სავარგულები კი აქ ვინმეს იქნება ბლომად, მარა ჩემნაირი მონადირეებისათვის დახურულია ისინი კაი ხანია უკვე!

 

4) ააააა კიდევ გარიგებისა და კორუფციის წყარო!!!

 

5) ვისაც უნადირია მწყერზე და ქათამზე გურიაში(ჩალიანი, მოლიანი, ლეკიანი) დამერწმუნება, რომ მაგ ადგილებში მასივები იყოფა უმეტესად ათას, ხუთი ათას ან საუკეთესო შემთხვევაში ათი ათას კვადრატულ მეტრიან ნაკვეთებად. თითოეულ მათგანს სხვადასხვა მფლობელი და მეპატრონე ჰყავს. ვთქვათ ერთმა ათასმეტრიანმა თანხმობა მისცა სამინისტროს, გვერდზე ყანის მოზიარემ უარი უთხრა, მესამემ მისი ფართობის მხოლოდ ნაწილი გასცა სანადირო სავარგულად... ასეთ შემთხვევაში რას აპირებს ნადირობის მმართველი, თითოეულ ფართობზე ფირნიშს დააკრავს, აქ შეიძლება ნადირობა და გვერდზე არაო???

ისე, თქვენს მონა-მორჩილსაც აქვს მოლიანში 1250 კვადრატული მეტრი საყანე ფართობი. ჰოდა იქ არავინ არ უნდა ინადიროს ჩემსა და ჩემი მეგობრების გარდა... ამ საკითხს რაფერ დამირეგულირებთ???

 

არაა ძამა აგი მონადირის მიერ მოფიქრებული წესი და კანონი!!!

 

 

ზემოთ, ციტატად მოტანილი აბზაცები ითვალისწინებს ჩემთვის და ჩემნაირი მონადირეებისათვის ნადირობის აკრძალვას. ეს კანონი ამ სახით თუ შევიდა ძალაში, ბრაკონიერების რაოდენობა მერე ნახეთ თქვენ. გარემოზე ზიანის მიყენება მერე იკითხეთ თქვენ :karochera: :karochera: :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites
  • Replies 325
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს შეხვედრა ძირითადად უფრო მოსამზადებელი შეხვედრა იყო შემდგომში უფრო მაშტაბური შეკრების, მაგრამ ძირიდი საკითხები რაც დაისვა იყო რომ: 1) გაკეთდა პეტიცია საზოგადოებროვ მაუწყებელზე გადაცემის და

მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო! საკოორდინაციო საბჭოს სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორან

გასული წლის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროში შედგა შეხვედრა ფაო–ს (გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაცია) და სამონადირეო საზოგადოებებს შორის .შეხვედრები მიმდინარეობდ

Posted Images

გადავხედე ისევ კანონის პროექტს. პროექტს სერიოზული არასამთავრობო კლანის სურნელი ასდის. არაა მორგებული საქართველოს გარემოს. ის კი არადა, მაჩვენეთ ქვეყანა(განსაკუთრებით განვითარებადი) სადაც სრულად აკრძალულია ტყვიის შემცელი ვაზნები. ან მაჩვენეთ ორვაზნიანი ნახევრადავტომატი. მარტო ამ ორ პუნქტში ჩანს რა შორსაა ავტორთა ჯგუფი ნადირობის სფეროსგან.

 

ახლა უფრო ვრცლად:

 

1. რატომ არის საჭირო ფედერაციის შექმნა ყოველწლიური გადასახადებით(კანადაში ცხოვრებაში ერთხელ იხდი, მონადირის ბილეთის აღებისას). სად წავა შესული თანხა? გარდა გამოცდის ჩატარებისა რა ფუნქცია აქვს ფედერაციას? მონადირეობის კანდიდატებისთვის გამოცდის ჩატარება აუცილებლად მიმაჩნია, თუმცა ამას სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისიაც შეძლებს. ნორმალურ ქვეყნებში შესაძლებელია სანადირო იარაღის შეძენა-შენახვის და ნადირობის უფლების კურსებ-გამოცდები ერთად ჩატარდეს.

 

2. მუხლი 23: ზ. პუნქტი ითვალისწინებს ორ ვაზნაზე ლიმიტის დაწესებას ნახევრადავტომატითვის. არადა ყველაზე მცირე რაოდენობა სამი ვაზნაა, სხვა ქვეყნებში. კანადაში-ორი მჭიდეში და ერთი ლულაში. ევროპაში ზოგან ოთხი, ზოგან ხუთი ვაზნაა დაშვებული.

თ. პუნქტი ითხოვს ტყვიის შემცველი ვაზნების აკრძალვას. რომელ ქვეყანაშია სრულად აკრძალული? კანადაში გადამფრენზეა აკრძალული მხოლოდ(წყლის დაბინძურების ფაქტორი). მინდორში ან ტყეში ნადირობის დროს დაშვებულია. ტყვიის არშემცველი კარგი ხარისხის ვაზნები ბევრად ძვირია, ცნობისთვის.

 

3.პროექტის ყველაზე სუსტი და საკამათო ნაწილია სამონადირეო ტერიტორიების საკითხი. ვინ აფინანსებს ამ ტერიტორიების მართვას? თუ თვითდაფინასებაზე იქნებიან მაშინ რა განსხვევაა მათსა და სამონადირეო მეურნეობას შორის. კერძო მფლობელის სავარგული სამონადირეო ტერიტორიაში სესვლის საკითხი გაურკვეველია. მონადირესა და ტერიტორიის მმართველს შორის უთიერთობის საკიტხი გაურკვეველია. მონადირის უფლება დაცული არ არის რადგან მას არჩევანის საშუალება არ აქვს. ისევ მონოპოლიისკენ მივდივართ. მოპოვებული ნადავლის გამოტანაც კი მმართველტან უნდა სეათანხმო. რატომ, მისი საკუთრებაა ეს ბუნება? მმართველი დაგიდებს კაბალურ ხელშეკრულებას და თუ არ გაწყობს არ შეგიშვებს. რატომ არ შეიძლება კერძო სექტორთან მონადირემ ტავად მოაწესრიგოს ურთიერთობა და სახელმწიფომ მიხედოს საჯარო სავარგულებს. ლიცენზიის ფულით მოაშენოს ნადირ-ფრინველი, გააკეთოს სანადირო სექტორების შემომსაზღვრავი აღნიშვნები, ცხადად მონიშნოს ტერიტორიები სადაც ნადირობა არ შეიძლება.

 

მე პირადად კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ სამონადირეო ტერიტორიების ამ ფორმით დამტკიცების.

 

ისევ კანადის მაგალითი. კერძო ფერმერთან მივდივარ და ვთხოვ გადამფრენზე მანადიროს მის მინდორში. ამით მთავრდება ყველაფერი. ან დამრტავს ნებას ან არა. საჯარო სავარგულები ტავისუფალია ნებისმიერი მონადირისთვის. საჯარო სავარგულებს აკონტროლებენ ბუნების დაცვის აგენტები. საჯარო სავარგულებში ნადირ-ფრინველის კონტროლს და მოშენებას ახდენს სახელმწიფო. არის კერძო მეურნეობებიც, სადაც სახელმწიფო არ ერევა ფინასურად.

 

საფრანგეთშიც იხდიან ლიცენზიის ფულს და ამ ფულით სახელმწიფო ანაშენიანებს საჯარო სავარგულებს. მაგალითად კაკაბს, გნოლს და ხოხობს ყოველ წელს უშვებენ. მაგრამ არის მკაცრი კონტროლი ბრაკონიერობაზე.

Link to post
Share on other sites

დარწმუნებული ვარ უკვე ჯიბეებს იკერებენ შარვალზე მომავალი სამონადირეო ტერიტორიის მმართველები და მათი მფარველი ჩინოვნიკები. უმრავლესი არასამთავროების მიზანი რაც არის ყველამ ვიცით. მაგრამ საზოგადოებაა ისეთი რომ გასდით. ეს იციან და გვაწვებიან.

Link to post
Share on other sites

ოხ, მანდ მამყოფა, არცერთ სეხვედრას არ გავაცდენდი მაგათთან, გაჩვენებდით მაგათი ბდღვირის ადენას. რამდენიმე კლუბის ერთობლივი გამოსვლა, მედიატიზაცია და იკადრებენ მერე შემოხედვას.

Link to post
Share on other sites

 

2. მუხლი 23: ზ. პუნქტი ითვალისწინებს ორ ვაზნაზე ლიმიტის დაწესებას ნახევრადავტომატითვის. არადა ყველაზე მცირე რაოდენობა სამი ვაზნაა, სხვა ქვეყნებში. კანადაში-ორი მჭიდეში და ერთი ლულაში. ევროპაში ზოგან ოთხი, ზოგან ხუთი ვაზნაა დაშვებული.

თ. პუნქტი ითხოვს ტყვიის შემცველი ვაზნების აკრძალვას. რომელ ქვეყანაშია სრულად აკრძალული? კანადაში გადამფრენზეა აკრძალული მხოლოდ(წყლის დაბინძურების ფაქტორი). მინდორში ან ტყეში ნადირობის დროს დაშვებულია. ტყვიის არშემცველი კარგი ხარისხის ვაზნები ბევრად ძვირია, ცნობისთვის.

 

 

ვაზნების რაოდენობის ლიმიტი და ტყვიის შემცველი ვაზნების აკრძალვა??????

 

ვააააავაააააააააააა :karochera::karochera: :karochera:

 

ამის დაკანონების მსურველი საქართველოში არ ცხოვრობს, სადღაც ცაში ფრინავს უეჭველად.

ნადირობის აზრზე რომ არაა ეს უკვე დადგენილი გვაქვს.

Link to post
Share on other sites

გითხარით მე თქვენ!!!

 

გადაგაყრევინებენ თოფებსთქო.

 

ჩემს შტატში წამოაყრანტალა ერთმა კონგრესმენმა იარაღის კონტროლზე და დედაქალაქის მერია გეგონებოდა სირია.

 

ავტომატებით მივიდა ხალხი, თქვენ შიგნეულობა ხომ არ გაწუხებთ, არც გაიფიქროთ არსებული კანონის გადახედვაც კიო.

Link to post
Share on other sites

ბოდიში.

 

ქალაქის მერიასთან კი არა, მთავრობის სასახლესთან მოგროვდა მძიმედ შეიარაღებული ხალხი.

Link to post
Share on other sites

ესენი იმდენს იზამემ მაგათზე დაგვაწყებინებენ ნადირობას ! რამდენ დაყლეებულს აუცდა ფეხი ევროპაში ყველამ აქ როგორ მოადინა ზღართანი ამათი უჯიშო დედაც !

ისედაც გადაგვიკეტეს მთელი ზღვისპირეთი,ნადირი 40 წელია აკრძალულია, მწყერი მანოკმა გაანადგურა.სა დედიმაგათში შევთხაროთ ეს ლულები ა?

ახლა კიდე ტყვია არაო,2 ვაზნაო ნახევარ ავტომატშიო და სერთიფიცირებაში ფული ვიხადოთ კიდე?

ბრაკონიერობის გაძლიერებას შეუწყობს ეს ხელს ,,ატვეჩაი ვარ,, :vinsent:

Link to post
Share on other sites

ისეთმა ხალხმა რატომ უნდა დაუწესოს მონადირეს კანონი რომლებიც ვერ იტანენ სიტყვა მონადირეს ან კიდევ ვერ გაურკვევიათ მონადირე და ბრაკონიერი ერთმანეთისგან, სტანდარტული და გაცვეთილი ფრაზები: ვაიმე არ გეცოდებათ რომ კლავთ? ვაიმე რა ცოდოა.. ა.შ. და გვერძე გავა და ქათმის ფილეს გაუშვებს ყბაში გემრიელად ან მწვადებს გადაყლაპავს ინდაურივით.. ეგეთები ბევრი მუშაობს ნაკრესში და დარწმუნებული ვარ თვითონ სამინისტროშიც! ბაზიერობა კიდე იმდენად არ ყოფილა თურმე და აი თოფს ვინც ისვრის ის რა საძაგელია თურმე. ჩვენი ბრალია ჩვენ საქმეს სხვები რომ გვიწყვიტავენ!!!

 

და არა მარტო ამ სფეროში, ზოგადად ყველაფერში...

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

აი ასეთი ხალხი რომ გვეყოლება ბლომად, მერე ვეღარ გაბედავენ თავზე გადავლას. (დააკვირდით, შევჩუკის გარშემო მასა სად შეძვრეს არ იცის).

 

 

Link to post
Share on other sites

:( ვკითხულობ კომენტარებს და უიმედლობა მეუფლება, ასე შორს ვერ წავალთ.

მარტო გინება და ლანძღვით საქმე არ გამოვა, ამ გინებას არ ჯობს ჩამოვაყალიბოთ და ჩამოვწეროთ შენიშვნები, კომენტარები, რეკომენდაციები? და მერე თითოეულ სეხვედრაზე წარვადგინოთ, პასუხები გავაცნოტ ტანაფორუმელებს და მომდევნო სეხვედრისთვის კვლავ მოვემზადოთ?

მართლა პირველადაა რომ ამდენ საჯარო განხილვებს აწყობენს, მართლა ეკითხებიან აზრს და ითავლისწინებენ სენიშვნებს, მართალია რომ ბევრი "ვაიმონადირე" და "ვაიკლუბი" ლობირებს ცდილობას ტავის გამორჩენა ნახოს და ტავისტავზე აწყობს სენიშვნებს და აშშ, თუ წესიერი მონადირეები არ ჩაერთვებიან და განზე გადგებიანი ცუდ შედეგს მივიღებთ....

Link to post
Share on other sites

:( ვკითხულობ კომენტარებს და უიმედლობა მეუფლება, ასე შორს ვერ წავალთ.

მარტო გინება და ლანძღვით საქმე არ გამოვა, ამ გინებას არ ჯობს ჩამოვაყალიბოთ და ჩამოვწეროთ შენიშვნები, კომენტარები, რეკომენდაციები? და მერე თითოეულ სეხვედრაზე წარვადგინოთ, პასუხები გავაცნოტ ტანაფორუმელებს და მომდევნო სეხვედრისთვის კვლავ მოვემზადოთ?

მართლა პირველადაა რომ ამდენ საჯარო განხილვებს აწყობენს, მართლა ეკითხებიან აზრს და ითავლისწინებენ სენიშვნებს, მართალია რომ ბევრი "ვაიმონადირე" და "ვაიკლუბი" ლობირებს ცდილობას ტავის გამორჩენა ნახოს და ტავისტავზე აწყობს სენიშვნებს და აშშ, თუ წესიერი მონადირეები არ ჩაერთვებიან და განზე გადგებიანი ცუდ შედეგს მივიღებთ....

 

100 % :yes:

Link to post
Share on other sites

რაც მთავარია ნადირობა რა არის უნდა განვსაზღვროთ ყველამ ერთად, ვისთვის სადიზმია, ვისთვის ხორცი, ვისთვის ჰობი. უნდა შევთანხმდეთ, რომ ნადირობა ის უძველესი პროფესიაა რომელსაც ვერ შეეშვა კაცობრიობა დღემდე. ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ფუფუნება უმოწყალოდ ვხოცოთ ნადირ-ფრინველი, ამიტომ ჰობის ფარგლებს არ უნდა გასცდეს, თუმცა მეტია ვიდრე ჰობი. სანამ კერძო სექტორს ჩააბარებს სახელმწიფო სანადირო არეალს, მანამდე თავად უნდა სცადოს დაალაგოს და განავითაროს. მე ისეთი სტაბეჭდილება მრჩება რომ მუშაობა ამ საკიტხზე ეზარება სახელმწიფოს და კერძოს სთავაზობს ამ სამუშაოებს. ჰაერის გადაკეტვის ტოლფასი იქნება კერძო მეურნეობებზე ტერიტორიების გადაცემა.

 

პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ რა გვაქვს, რისი მიღება შეგვიძლია მოკლე პერიოდში და კანონი მერე უნდა დაიწეროს.

 

პირადად მე არ მომწონს მოსაკრებლის ფასი გადამფრენ ფრინველზე - 10 ლარი. ყველამ კარგად ვიცით რომ 10 ლარად ვერც რამეს გააკეთებ და არც გამიზნულად მიდის ეს თანხა ბიუჯეტში. ვფიქრობ მომავალი წლიდან პირველ ეტაპზე სეზუნური ფასი 20 ლარიც რომ იყოს გადამფრენ ფრინველებზე, არაფერი დაშავდება. ისე კი 50 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და ეს თანხა უნდა ხმარდებოდეს დარგის განვითარებას.

 

არ მომწონს ასევე ის რომ მტაცებლებზე ნადირობა აკრძალულია სრულად. არის ნაწილი მონადირეებისა რომელთაც სულ არ აინტერესებთ ხორცი და მისგან გაკეთებული ჩაშუშული, მტაცებელზე ნადირობა უნდათ მდევრებით ან თუნდაც ვარმინტინგით რომ დაკავდნენ.

 

ცხოველზე ნადირობის უფლება დასაშვებია აუცილებლად და ეს დასაწყებია მტაცებლებით - მგელი, მელა, ტურა( მათი მონადირება გაცილებით რთულია ვიდრე სხვა ობიექტებისა).

 

რა გახდა კურდღელზე ნადირობის უფლების დაშვება, მაშინ როდესაც ყურცქვიტას ტაშით არავინ აცილებს სავარგულიდან და ჩვეულებრივი ობიექტია, თან არცთუ იშვიათი.

 

ცხოველზე ნადირობა ვინაიდან უცხოა კანონისთვის, ამიტომ კარგი იქნება თუ დაიშვება მოკლევადიანი ლიცენზიები( მაგ: 15 დღე, 30 დღე) კურდღელზე, მაჩვზე, მელაზე, ტურაზე და მგელზე. მოკლევადიანი ლიცენზიები დიდ როლს ითამაშებს სიტუაციის დალაგებაში. ამ მხრივ რაც უფრო დალაგდება კანონი და ლიცენზიები, დარღვევაზე მეტ პასუხსაც მოთხოვს კანონი.

 

ერთი ხელისმოსმით ამ საქმეს არ ეშველება და ზემოაღნიშნული კანონი მიღების შემთხვევაში უფრო არევს სიტუაციას. ეს აკნონი შეიძლება შემუშავდეს მხოლოდ მაშინ როცა სახელმწიფო იმუშავებს და ვერ მიიღებს შედეგს. ახლა კი ცდას რა უდგია, უარესი შედეგი მაინც არ გვექნება!

Link to post
Share on other sites

კაუკაზიკა, ჩვენი პოზიციაც გასაგებია. როცა ნადირობის შესახებ იღებ კანონს, მონადირე არ უნდა იყოს შექმნის პროცესში ჩართული? იღებ ძალიანი ცუდ პროექტს და მერე მიძახი შემასწორებინეო. შესწორება არ უშველის მაგ პროექტს. პროექტის მიზანია მონადირეთა შერეკვა ე.წ. სანადირო ტერიტორიებზე და მერე შეძლებულთა მოწველა. ორ კურდღელის დაჭერა უნდათ: ნადირობის ჩაკლვა და თან ბიზნესის კეთება მდიდარი მონადირეების ხარჯზე.

 

 

იმაში გეთანხმები რომ მონადირეების პასიურობა არ შეიძლება და ხმა უნდა ამოვიღოთ. პასიურობა დამარცხებას ნიშნავს.

 

მე ზემოთ დავწერე ჩემი შენიშვნები და კიდევ გავიმეორებ:

 

1. ფედერაციის შექმნის მიზანს ვერ ვხედავ, მით უმეტეს ყოველწლიური საწევროთი. მონადირის ბილეთის ასაღები გამოცდები აუცილებელია. ამ გამოცდის ჩაბარების მერე ავტომატურად უნდა გაძლევდნენ სანადირო იარაღის შეძენა-ტარების უფლებას.

 

2. ნადირობა-თევზაობის ლიცენზიაში გადახდილი ფულით უნდა მოეწყოს საჯარო სანადირო ადგილები. მოხდეს აღწერა, მოშენება, დელიმიტაცია და ა.შ. სახელმწიფომ ამ საქმეში უნდა დაიხმაროს კერძო კონტრაქტორები. მონადირეს შეხება მხოლოდ სახელმწიფოსთან უნდა ჰქონდეს.

 

3. სამონადირეო ტერიტორიების შექმნა არასწორია. ეს ბიზნესის კეთების მიზნით კეთდება და მონადირეთა უფლებების შელახვაა. თუ კერძო სექტორში მინდა ნადირობა, წავალ სამონადირეო მეურნეობაში. საჯარო ტერიტორიებზე ნადირობა უნდა შენარჩუნდეს. ამის მოსაგვარებელი ფული ნამდვილად შედის ბიუჯეტში ლიცენზიებიდან და სამონადირეო-სათევზაო ბიზენესიდან(მაღაზიებიდან). ბოლობოლო დაუმატონ მაზაზიებს რაღაც გარკვეული ბაჟი, და გვეცოდინება რომ ეს თანხა გამიზნულად წავა სამონადირეო-სათევზაო პროექტებზე.

 

4. ნახევრადავტომატის ორი ვაზნა აბსურდია. სამი ვაზნა კიდევ შეიძლება.

 

5. ტყვიის შემცველი ვაზნების აკრძალვა ამ ეტაპზე აბსურდია. თუ ასოცირების ხელშეკრულებით გვაწვებიან,მხოლოდ წყლის ფრინველზე თუ დაუშვეენ მაგ აკრძალვას.

 

 

 

 

:( ვკითხულობ კომენტარებს და უიმედლობა მეუფლება, ასე შორს ვერ წავალთ.

მარტო გინება და ლანძღვით საქმე არ გამოვა, ამ გინებას არ ჯობს ჩამოვაყალიბოთ და ჩამოვწეროთ შენიშვნები, კომენტარები, რეკომენდაციები? და მერე თითოეულ სეხვედრაზე წარვადგინოთ, პასუხები გავაცნოტ ტანაფორუმელებს და მომდევნო სეხვედრისთვის კვლავ მოვემზადოთ?

მართლა პირველადაა რომ ამდენ საჯარო განხილვებს აწყობენს, მართლა ეკითხებიან აზრს და ითავლისწინებენ სენიშვნებს, მართალია რომ ბევრი "ვაიმონადირე" და "ვაიკლუბი" ლობირებს ცდილობას ტავის გამორჩენა ნახოს და ტავისტავზე აწყობს სენიშვნებს და აშშ, თუ წესიერი მონადირეები არ ჩაერთვებიან და განზე გადგებიანი ცუდ შედეგს მივიღებთ....

Link to post
Share on other sites

კაუკაზიკა, ვის მივაწვდინოთ ხმა ჩვენი შენიშვნებით? იქნებ მომავალ შეხვედრაზე ჩვენი კლუბის წარმომადგენელიც დაასწრონ.

Link to post
Share on other sites

იღებ ძალიანი ცუდ პროექტს და მერე მიძახი შემასწორებინეო. შესწორება არ უშველის მაგ პროექტს. პროექტის მიზანია მონადირეთა შერეკვა ე.წ. სანადირო ტერიტორიებზე და მერე შეძლებულთა მოწველა. ორ კურდღელის დაჭერა უნდათ: ნადირობის ჩაკლვა და თან ბიზნესის კეთება მდიდარი მონადირეების ხარჯზე.

 

 

იმაში გეთანხმები რომ მონადირეების პასიურობა არ შეიძლება და ხმა უნდა ამოვიღოთ. პასიურობა დამარცხებას ნიშნავს.

 

 

 

100%-ით გეთანხმები ვახტანგ.

 

კაუკაზია უმორჩილესად გთხოვთ ამ თემაში გააჟღეროთ რეგიონებში აღნიშნული კანონპროექტის განხილვის თარიღები.

აუცილებლად მივიღებ განხილვაში მონაწილეობას როცა გურიის ჯერი დადგება.

Link to post
Share on other sites

:( ვკითხულობ კომენტარებს და უიმედლობა მეუფლება, ასე შორს ვერ წავალთ.

მარტო გინება და ლანძღვით საქმე არ გამოვა, ამ გინებას არ ჯობს ჩამოვაყალიბოთ და ჩამოვწეროთ შენიშვნები, კომენტარები, რეკომენდაციები? და მერე თითოეულ სეხვედრაზე წარვადგინოთ, პასუხები გავაცნოტ ტანაფორუმელებს და მომდევნო სეხვედრისთვის კვლავ მოვემზადოთ?

მართლა პირველადაა რომ ამდენ საჯარო განხილვებს აწყობენს, მართლა ეკითხებიან აზრს და ითავლისწინებენ სენიშვნებს, მართალია რომ ბევრი "ვაიმონადირე" და "ვაიკლუბი" ლობირებს ცდილობას ტავის გამორჩენა ნახოს და ტავისტავზე აწყობს სენიშვნებს და აშშ, თუ წესიერი მონადირეები არ ჩაერთვებიან და განზე გადგებიანი ცუდ შედეგს მივიღებთ....

 

"ვაიკლუბი" ლობირებს ცდილობას ტავის გამორჩენა ნახოს

 

ეგაა პრობლემა ზუსტად,არ გვაგებინებენ ჩვენ.რომ ჩარატდება შეხვედრა მერე ვიგებთ.

Link to post
Share on other sites

და რას გვირჩევ ქუთათური, ''დავსვარკოთ'' ლულები? :alfons:

 

ვიღაც უნდა მივიდეს ჩვენი კლუბიდან ამ კომისიაში ახლავე და დაამატებინოს კომისიას ერთი წევრი ჩვენი კლუბიდანაც. მას გადავცეთ ყველა ჩვენი შენიშვნა. კაუკაზიკა, სადმე ვებგვერდზე თუ შეიძლება ამ შენიშვნების აკრეფა?

 

 

და რომც ჩამოვწეროთ შედეგი ხალხოო,შედეგი რა იქნება ??? თვალი გავახილოთ სად ვცხოვრობთ.............. !!!!

Link to post
Share on other sites

სალამი

მომდევნო განხილვა შედგება თელავში 4 ნოემბერს 12 საათზე, თელავის გამგეობის შენობაში

განხილვების შესახებ ინფორმაცია იდება სამინისტროს გვერდზე http://www.moe.gov.ge/

 

განხილვები ჩატარდება ყველა რეგიონში

 

კანონზე მუშაობას კოორდინაციას უწევს: ბიომრავალფეროვნების და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტი

 

http://www.moe.gov.ge/ka/about/ministrys-entral-office/biomravalferovnebis-da-satyeo-politikis-departamenti/

Link to post
Share on other sites

კანონის სამუშაო ვერსია ვორდის ფორმატში, ბმულზე კანონის ერთ ერთი პირვანდელი სახეა, არ ვიცი ამის შემდეგ განახლდა თუ არა

 

Your Download-Link:Hunting_Law_DRAFT.doc

http://linkz.ge/file/470911/Hunting-Law-DRAFT.doc.htm

Link to post
Share on other sites

მადლობა და მივწერე უკვე რომ ჩვენი წარმომადგენელიც დაამატონ კომისიას. ასევე დავუდე ამ თემის ბმული.

 

 

 

სალამი

მომდევნო განხილვა შედგება თელავში 4 ნოემბერს 12 საათზე, თელავის გამგეობის შენობაში

განხილვების შესახებ ინფორმაცია იდება სამინისტროს გვერდზე http://www.moe.gov.ge/

 

განხილვები ჩატარდება ყველა რეგიონში

 

კანონზე მუშაობას კოორდინაციას უწევს: ბიომრავალფეროვნების და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტი

 

http://www.moe.gov.ge/ka/about/ministrys-entral-office/biomravalferovnebis-da-satyeo-politikis-departamenti/

Link to post
Share on other sites

და რას გვირჩევ ქუთათური, ''დავსვარკოთ'' ლულები? :alfons:

 

არა ვახოს ვენაცვალე არ უნდა დავსვარკოთ, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია !!! :hi: :hi:

Link to post
Share on other sites

ღმერთმა ქნას დაგვადგეს საშველი,წელს იხვზე მაგარ სეზონს ველოდები და ამათმა გადამიკეტეს იხვზე სანადირო ყველა სავარგული....შესაბამისად ისმის კითხვა, რა ვქნა ეხლა მე და ჩემნაირმა უამრავმა ხალხმა ???

 

ვინ ვარ მე ამის მერე და ვისი დამსახურებაა ის რომ გავხდი რისი ხსენებაც არ მინდა ???

 

მიპასუხეთ აბა ამ კითხვაზე !!!

 

ვითამაშოთ კუკუ დამალობანა...მოსულა ბატონო !!!

Edited by ქუთათური
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...