ი ლ უ შ ა 0 Posted February 28, 2017 Report Share Posted February 28, 2017 (edited) დიახ ბატონებო ! ,,მონადირე,,რომელიც განხილვებს ესწრებოდა ეს თემურ ტყემალაძეა! რატომ აძლევს ეს კაცი თავს უფლებას ასიათასამდე მონადირის მაგივრად ილაპარაკოს.ვის კითხა აზრი? არც არავის! რატომ ? რატომ და მის და მისი მონკავშირელი მეგობრების პირად ინტერესებში შედის ფედერაციის არსებობა და იმიტომ ! ვისაც გიყვართ ნადირობა და ბუნება ერთად დავდგეთ და არ მივცეთ საშუალება ,,ბიზნესმონადირეებს,, ჩვენ მაგივრად ილაპარაკონ! 100% -იანი ხარ ავთო , რასაც ვიძახდი ამ დღეების მანძილზე, ვინ გეგმავს კვირის აქციას თქოო? ფორუმები, კლუბები და ფეისბუქ ჯგუფები? დუმდაა ყველა. მაგის მეშინოდა რომ ვინმეს მართული არ ყოფილიყო და მაგიტომაც არ წავედი! ისე აგიხდა ყველაფერი, ვიდეოები და სურათები რომ ვნახე, წინა პლანზე იდგა ტყემალაძე, და მარტო ამ აქციაზე არა, ზოგადად ეგრეა. საერთოდ რატომ მიუშვეს იქ და რატომ ალაპარაკეს?! როცა არიან კლუბები, კლუბის დამფუძნებლები, ფორუმელები და ასე შემდეგ?! ერთობა არც არაფერში გვაქვს და აქაც ეგრეა, კლუბები და ფორუმები ერთმანეთს ვერ იტანს, ასევე პასუხისმგებლობის აღებასაც ირიდებს ყველა, როცა "შენ" არ პატრონობ, ეპატრონება სხვა! Edited February 28, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 28, 2017 Report Share Posted February 28, 2017 ილუშა ამპროექტის განხილვის შესახებ ჩვენ გვიან გავიგეთ,არც არავის შეუტყობინებია რო მიმდინარეობდა განხილვები. ეს ვირთხა არის მაგის მიზეზიც სავარაუდოთ. ერთიანობა იქნება აუცილებლად. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted February 28, 2017 Report Share Posted February 28, 2017 ილუშა, მაგ კაცი სხვა აქციაზეც შეიძლება მივიდეს, მაგრამ მთავარია რომ ეს აქციები არ გაცერდეს და გაშუქდეს. პარალელურად მუსაობენ ჯგუფები და შეათანხმებენ პოზიციებს. ჩვენს კლუბს უკვე შეჯერებული აქვს აზრი ამ კანონპროექტზე და შენიშვნებიც ოფიციალურად გადაეგზავნება ხელისუფლებას. ასევე მონაწილეობას მივიღებთ ყველა ერთობლივ მიმართვაში რომელსაც კლუბები შეიმუშავებენ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 28, 2017 Report Share Posted February 28, 2017 ა ბატონო ეს რო კანონებს დაგიწერს ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted February 28, 2017 Report Share Posted February 28, 2017 წავა და გავა . ისე ინდიელები დათვს რომ ხვდებიან ტყეში, მიმართავენ, ბაბუა, წადი შენს გზაზე! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2017 Report Share Posted February 28, 2017 ავთო ამას რას მაყურებინებთ ბუჯო? მე მოვკვდე იმ ლომზე უარესად ჩავბჟირდი. აუ მაგრა ტეხავს, ძაან მაგრად. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 :d030: აუ რა მაგრად ვიცინე ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 ილუშა, მაგ კაცი სხვა აქციაზეც შეიძლება მივიდეს, მაგრამ მთავარია რომ ეს აქციები არ გაცერდეს და გაშუქდეს. პარალელურად მუსაობენ ჯგუფები და შეათანხმებენ პოზიციებს. ჩვენს კლუბს უკვე შეჯერებული აქვს აზრი ამ კანონპროექტზე და შენიშვნებიც ოფიციალურად გადაეგზავნება ხელისუფლებას. ასევე მონაწილეობას მივიღებთ ყველა ერთობლივ მიმართვაში რომელსაც კლუბები შეიმუშავებენ. კარგია, კარგია. ერთობლივი მიმართვებით და გამოსვლებით არ უნდა მოვასვენოთ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 სანადირო ტერიტორიების საკითხი თუ არ გადაწყდა, წაგებულია ეს ბრძოლა. სანადირო ტერიტორიების საკითხია უმთავრესი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 სანადირო ტერიტორიების საკითხი თუ არ გადაწყდა, წაგებულია ეს ბრძოლა. სანადირო ტერიტორიების საკითხია უმთავრესი. მართალს ამბობს ეს კაცი. :old: ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 დღეს გაჟღერდა ინფორმაცია რომ მონადირეების დიდმა პროტესტმა რაღაც შედეგი გამოღო და ახალი კანონმდებლობაში ამოღებულია ან შეცვლილია რამოდენიმე მუხლი . ფედერაცია ამოღებულია საფანტი,ტყვიის ან ლითონის იქნება საჯარო ტერიტორიებიც ნახევარავტომატი სავსე ძაღლების გეშვა მეტი არაა ცნობილი............??????? რჩება ბევრი მაგრამ უმთავრესი მეურნეობების შექმნის და მიწების გადაცემის საკითხი მოუგვარებელი. უნდა ვეცადოთ რომ ეს კანონიც შეიცვალოს. ციტირება Link to post Share on other sites
ikaika123456 1 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 (edited) გამარჯობათ მეგობრებო. მე რასაც ვისმენ და ვხედავ ამათ არც ფრინველი ადარდებთ არც ცხოველი და არც ბუნება. მხოლოთ ერთი მიზანიაქვთ ჩვენს ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მონადირის უფლებების შეზღუდვა სხვაა აქ არაფერი ხდება რა უბედურებაა ეს ვიგაცა დეგენერატის დაცერილი კანონი რატომ უნდა მიღონ რომელიც ბეგურას მწყერისგან ვერ ანსხვავებს დარცმუნებულივარ. არდარჩა ადგილი ტერიტორია ან კერზოა ან ნაკრზალია ან ვიგაცის ბებისაა ცოტახანში ალბათ ჟანგბადს რომ ვსუნთქავთ იმაზეც ტესტირება იქნება და ლიმიტირებული გახდება ალბათ ამათი დ---- :( . თუ რამეს დაგეგმავთ მეგობრებო თქვენ გვერდშივარ ან აქცია იქნება ან ხელმოცერები ან რავიცი თუნდაც ტყემალაძის გალახვა დიდი სიამოვნებით მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. ფეისბუქზე დანონსდა იპოდრომზე აქცია და როგორც ვივარაუდე ისეც მოხდა არაორგანიზებულობა და ისევ იმ ხალხის თარეში ვინც ამ კანონების თავი და თავია. მოკლეთ კლუბი თუ რამეს გადაწყვიტავთ დანონსეთ მივაწვეთ ბოლომდე დასაკარგი არარაფერია თუ ეს არ გავიტანეთ ჩათვალეთ საქართველოში მოკვდა ნადირობის კულტურა და ეგააა მერე ვიაროთ ჯოხებით და დათვს- მგელს- ტურას და ასშ გადი წადი გადი უძახოთ. Edited March 1, 2017 by ika777 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 სამინისტროს ვინც ელაპარაკება მონადირეთა სახელით, ის მხარს გვიჭერს საჯარო სანადირო ტერიტორიების შენარჩუნების საკითხში? თუ მათაც კერძო ტერიტორიები აწყობთ? ვინ წყვეტს ვინ იყოს მონადირეთა მხარე ამ მოლაპარაკებებში? ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 (edited) სამინისტროს ვინც ელაპარაკება მონადირეთა სახელით, ის მხარს გვიჭერს საჯარო სანადირო ტერიტორიების შენარჩუნების საკითხში? თუ მათაც კერძო ტერიტორიები აწყობთ? ვინ წყვეტს ვინ იყოს მონადირეთა მხარე ამ მოლაპარაკებებში? მხარს გვიჭერს, აქ არის საინიციატივო ჯგუფი ფეისბუქზე https://www.facebook.com/groups/1883662435252597/?ref=nf_target&fref=nf გამოიკვეთა კლუბი ოჩოპინტრე, რომელსაც აწყობს ტერიტორიების დაყოფა და კლუბებისთვის გადაცემა, მეტრეველი არის ოჩოს დამფუძნებელი და სამინისტროს თანამშრომელიც, თავის ქვაზე ისხამს წყალს.. Edited March 1, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 სამინისტროს ვინც ელაპარაკება მონადირეთა სახელით, ის მხარს გვიჭერს საჯარო სანადირო ტერიტორიების შენარჩუნების საკითხში? თუ მათაც კერძო ტერიტორიები აწყობთ? ვინ წყვეტს ვინ იყოს მონადირეთა მხარე ამ მოლაპარაკებებში? სამინისტროს მონადირეთა სახელით დაელაპარაკება საინიციატივო ჯგუფი რომელიც უკვე შექმნილია და ჩვენც შევდივართ როგორც ყველა დაინტერესებული პირი. ჯგუფს ჭირდება ყველა მონადირის,კლუბის,ფედერაციების ,ჯგუფების და ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგის თანადგომა . მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს საკითხი აწუხებს გავერთიანდეთ! მხოლოდ ასე შევძლებთ სამინისტროსთან ჩვენი მოთხოვნის წაყენებას. პირველ ეტაპზე ვითხოვთ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ,იმის გამო რომ შესაძლებელი გახდეს მონადირეების უფლებების დაცვით და ჩართულობით განხორციელდეს ცვლილებები კანონპროექტში . ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 ჯგუფს ჭირდება ყველა მონადირის,კლუბის,ფედერაციების ,ჯგუფების და ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგის თანადგომა . მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს საკითხი აწუხებს გავერთიანდეთ! სხვანაერად წყლის ნაყვაა ყველაფერი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 2, 2017 Report Share Posted March 2, 2017 ეეეჰ. ვუკვირდები ამ ყველაფერს და არც უვიცობის და არც ერთი კაცის მოფიქრებული არ არის ეს გოთვერნობა. ძალიან ძლიერი ჯგუფია, რომლებმაც სპეციალურად ისეთი რაღაცეები შემოგიყარეს, რაზეც მერე უარს იტყოდნენ და მთავარს დასტოვებდნენ. იმ მთავარს დასტოვებენ და მერე ჩათვალეთ რომ დანარჩენებიც გაიტანეს კანონში. რომ ვეღარ შეხვალ სავარგულში იგივე არ არის? მე ბიძიკოები მარტო მონადირე კი არა ვარ, ვთევზაობ კიდევაც, კარგად ვიცი რა სატყუარა უნდა ვიხმარო. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 3, 2017 Report Share Posted March 3, 2017 (edited) შაბათს 4 მარტს 12 საათზე ქუთაისის მერიასთან დაგეგმილია მონადირეთა შეკრება! კვირას 5 მარტს ,12 საათზე ! ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილია მონადირეთა შეკრება! Edited March 3, 2017 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 3, 2017 Report Share Posted March 3, 2017 სავარგულები უნდა იყოს საჯარო, ესაა მთავარზე მთავარი. დანარჩენზე მერე უკვე შეიძლება შეჯერება, მე პირადად ბრაკონიერობასთან მუხლჩაუხრელ ბრძოლაში ვხედავ გამოსავალს და მოკლევადიანი ლიცენზიების გაცემაში, არ შეიძლება 6 თვე ინადირო 10 ლარად. ბრაკონიერობა იმდენად აფუჭებს საერთო სურათს რომ მონადირეებიც იჭყლიტებიან. იმედია უკეთესი კანონი დაიწერება მონადირეებთან თანამშრომლობით!!! ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted March 4, 2017 Report Share Posted March 4, 2017 (edited) დუსელდორფში ასე აპროტესტებს მონადირეები საკანონმდებლო ცვლილებებს. Edited March 4, 2017 by duta ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 4, 2017 Report Share Posted March 4, 2017 დუსელდორფში ასე აპროტესტებს მონადირეები საკანონმდებლო ცვლილებებს. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted March 4, 2017 Report Share Posted March 4, 2017 რომ იცოდე, შემოსავლების ხარისხის გათვალისწინებით, კანადაში უფრო იაფი გამოდის. სეზონზე, წვრილი ცხოველი 20$მდე, გადამფრენი(ბატი, იხვი, ვალდშნეპი) 25$-მდე, დათვი 50$, ცხენირემი 60$. უფრო მნიშვნელოვანია სად მიდის მერე ეს ფული. კანადის მოქალაქეებმა იციან. საქართველოს მოქალაქეებმა იციან? წალკას და ფოთს არ შეიძლება ერთი მიდგომით უყურებდეს სახელმწიფო. დიფერენციაცია საჭირო. ამას პროფესიონალის შრომა უნდა და პასუხისმგებლობა. კი, ბატონო გაიზარდოს ცოტათი ნადირობი საფასური, მაგრამ მე სამაგიეროდ ნადირობის ნორმალური პირობები უნდა მივიღო და უნდა ვიცოდე რომ გადახდილი თანხის ნაწილი მაინც მოხმარდება ბუნების დაცვას და აღწარმოებას. არ შეიძლება 6 თვე ინადირო 10 ლარად. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 5, 2017 Report Share Posted March 5, 2017 BROWNING კანადის ოდენა სავარგულები მოგვცა და მერე თუ გინდ დოლარი იყოს ლიცენზიის ფასი))) ჩვენთან ნადირობასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყდება მხოლოდ ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ყველა იმ ასპექტის გათვალისწინებით რაც გვიდევს ცხვირწინ. ვნახოთ რა იქნება ხვალ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 5, 2017 Report Share Posted March 5, 2017 აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. გროვდება ხელმოწერები . იაქტიურეთ! http://www.myvideo.ge/tv/imedihq/2017-03-05/14:08:23 ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 64 Posted March 5, 2017 Report Share Posted March 5, 2017 (edited) მოგესალმებით, როგორც ცნობილი იყო დღეს 12 საათზე,თბილისში ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე შედგა მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული მონადირეთა შეკრება. შეკრების ერთადერთი და უმთავრესი მიზანი იყო, მოთხოვნა იმ სამონადირეო კანონპროექტის განხილვის შეჩერების შესახებ,რომელიც ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და მხარეთა ჩართულობით და პოზიციათა შეჯერებით ახალი კანონპროექტის შედგენა. საზოგადოებას გაეცნო მიმართვს ტექსტი,რომელიც შედგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბატონ გიგლა აგულაშვილის სახელზე. მიმართვის გაცნობის შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ ხელმოწერით დააადასტურა თავისი თანხმობა აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე. შეკრებაზე თავიანთი ერთსულოვნება აღნიშნული საკითხისადმი გამოხატა სრულიად საქართველოს სამონადირეო საზოგადოებამ:კლუბებმა,გაერთიანებებმა,ორგანიზაციებმა და ზოგადად ნადირობის და ბუნების მოყვარულმა ყველა მოქალაქემ. აღნიშნულმა შეკრებამ საერთო ერთსულოვნებისა მხარდაჭერის რეჟიმში ჩაიარა,მართალია რეგიონებიდან ვერ მოახერხა ყველამ ჩამოსვლა,მაგრამ იქ შეკრებილი საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო მათი პოზიცია მხარდაჭერის შესახებ. პ.ს.გთავაზობთ მიმართვის ტექსტის სრულ ვერსიას და ხელმოწერის ბლანკს, თავისი თანხმობა აღნიშნულ მიმართვაზე შეუძლია დააფიქსიროს საქართველოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა მოქალაქემ. აღნიშნული ხელმოწერები გთხოვთ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 09(ცხრა) მარტამდე,თბილისში,დიდი დიღმის გუდვილში,მაღაზია "მაგნუმში" მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის წერილი (1).pdf xelmowera.pdf Edited March 5, 2017 by SOSO K. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.