Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირის ეთიკა


Recommended Posts

მონადირის ეთიკა

 

ლევანი

 

1. ყოველთვის ისე მოეპყარი იარღს როგორც დატენილს.

2. არასოდეს არ ესროლო სხვისი ძაღლის აფრენილ ფრინველს პატრონის ნებართვის გარეშე

3. არავითარ შემთხვევაში არ ისროლოთ ხმაურზე საფარში ყოფნისას, სანამ საკუთარი თვალით არ დაინახავ რას ესვრი.

4. თუ სანადიროდ ჯგუფი მიდიხართ ნანადირევი იყოფა თანაბრად და ამას ნადირობის თავკცი აკეთებს.

5. ნადირობისას უპირველესი თავშეკავებულობა და ბუნების სიყვარულია

 

 

BROWNING

 

1. კაცი უნდა იყოს ცხოვრებაში(სქესს არ ვგულისხმობ)

2. ბუნება უნდა უყვარდეს

3. გაწონასწორებული ფსიქიკა

4.უსაფრთხოების და ზოგადად დაწერილი თუ დაუწერელი კანონების პატივისცემა

5.ყასაბი(ცუდი გაგებით) არ უნდა იყოს

Link to post
Share on other sites

მამაჩემმა მაჩუქა ბავშვობაში ძალიან კარგი პატარა წიგნი. ალექსანდრე არაბულის მონადირის 40 მცნება. იქედან შემიყვარდა ნადირობა.

თავს ვერ დავდებ რომ მე გავავრცელე ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ 2 წლის წინ ერთ-ერთ ფორუმზე დავდე და იქედან ბევრმა აკოპირა. აქაც იყოს.

 

ზოგადი რჩევები მონადირეებს

 

• ჯერ მოამრავლე, მერე ინადირე.

• ნადირ ფრინველი ბუნების ნაწყალობევია და გამოულეველი არ არის, ამიტომ მათზე ინადირე ანგარიშითა და დაზოგვით.

• ნუ მოკლავ დედალს გაზაფულზე-შემოდგომისათვის ის მთელ ბუდობას გაგიზრდის.

• ველურ ცხოველებს ნუ მოუშლი თვშესაფარს, შექმენი სიმყუდროვე და საკვები ბაზა ნადირ-ფრინველისათვის.

• იყოლიე მხოლოდ ჯიშიანი სანადირო ძაღლი. მდევარ ძაღლს ნუ გააველურებ

• კარგი მონადირე არ გაანათხოვრებს არც თოფს არც ძაღლს

• არასოდეს მიუშვირო თოფი ადამიანსა და შინაურ პირუტყვს, ნუ იფიქრებ, რომ თოფი გატენილი არ არის. შეიძლება დიდი უბედურება მოახდინო.

• არასოდეს არ ესროლო ხმაურზე, თუ არ ხედავ ნადირსა და ფრინველს, შეიძლება ადამიანს მოარტყა.

• გაქცეულ მხეცს დაუმიზნე წინ და დაბლა, გაფრენილ ფრინველს წინ და ზევით.

• ესროლე იმდენ მანძილზე, რამდენზედაც ნამდვილად მოკლავ. უკანასკნელად ხომ არ ხედავ მათ.

• თოფი ჩახმახისდაცემისას თუ დროზე არ გავარდა, მალე ნუ გახსნი, ნუ შემოაბრუნებ, ნურც მსროლელის წინ გადაირბენ, შეიძლება დაგვიანებით აფეთქდეს და უბედურებას მოახდენ.

• ვაზნის საცობად ნუ გამიყენებ ბამბას ან სხვა აალებად მასალას. ამით ხანძარს გააჩენ.

• თოფი სროლის შემდეგ მალევე გაწმინდე, ნუ შეინახავ გაუწმენდავს.

• წვიმაში თოფი ლულებით დაბლა დაიკიდე. ლულაში ჩასული თუნდაც წყლის წვეთი გასროლისას თოფს დააზიანებს.

• ჩოკიანი ლულით ისროლე ერთი კალიბრით ნაკლები ტყვია.

• სროლის დროს ორივე თითს ნუ შეყოფ სასხლეტში, ერთდროულად გასროლით თოფი დაზიანდება.

• ნუ ჩადებ გატენილ თოფს მანქანაში და შალითში.

• მანქანაზე ასვლა ცამოსვლისას, ასევე წყალზე და ღობეზე გადასვლისას თოფიდან ამოიღე ვაზნები.

• ნადირობისას გატენილი თოფი ლულებით მაღლა დაიკიდე.

• ფრინველზე ჯგუფური ნადირობისას მკლავზე დადებული ან მხარზე გადაგდებული თოფის ტუჩი მიმართე ისე, რომ გვერდით ამხანაგს საფრთხე არ შეუქმნა.

• გაშლილი ჯგუფური ნადირობისას ესროლე მხოლოდ შენს წინ აფრენილს, სხვას წინ ნუ წაასწრებ, ნურც სხვის ძაღლის წინ აფრენილსა და ნასროლს ესვრი, ამას მოითხოვს მონადირის კულტურა.

• მსხვილ ნადირზე ნადირობისას შენთვის მოკუთვნებულ ადგილს ნუ შეიცვლი, სხვას წინ ნუ ჩაუდგები, ნურც იმოძრავებ.

• შენახვისას თოფი შეამოწმე, შიგ ნუ ჩატოვებ გატენილ ვაზნას.

• თოფი შეინახე დაშლილი, შალიტაში ჩადებული, ტყვია-წამალი დაკეტილში, მშრალ და ბნელ ადგილას.

• მგზავრობისას თოფი შალითაში ჩადებული ატარე.

• მოხსნილი თოფი ისე მიაყუდე რომ არ დავარდეს ან ისე დადე, რომ თუჩი შენსკენ არ იყოს მომართული.

• დადებული ან მიყუდებული თოფის აღებისას ლულაში ჩაიხედე, შიგ რამე არ იყოს ჩავარდნილი, ამით ხიფათს აიცდენ.

• ნადირობის დროს შესვენებისას თოფი გადახსენი, ვაზნები ამოიღე და ისე მიდი მეგობრებთან.

• კარგი სპორტსმენი მონადირე დაწოლილ ნადირსა და დამჯდარ ფრინველს არ ესვრის.

• ამხილე ბუნების მტერი ბრაკონიერი, ნუ გახდები მისი მფარველი და მეგობარი

• უცოდველი მონადირე არ არსებობს, ბუნების წინაშე იყავი გულმართალი, დროულად აღიარე შენი შეცდომები და გამოასწორე.

• ტყვიასა და საფანტს ბავშვებს ნუ მისცემ სათამაშოდ, ის ტოქსიკურია და თვითონაც ერიდე.

• ნუ ინადირებ შხამით, შებოლებით, მანქანითა და პროჟექტორებით, ნურც სტიქიაში მოყოლილ ნადირს ესვრი, ეს საცოდაობაა.

• ინადირე ფოტოაპარატით, ის ბუნების შესწავლისა და დაცვის შეუდარებელი იარაღია.

• ნადირობისას სასმელსა და სიგარეტზე თავი შეიკავე, ის სიარულს უშლის, ყურადღებას ადუნებს. იკვება კალორიული საკვებით, ერიდე მლაშეს.

• მთაში რამის გასათევად წყლისა და შეშის ახლოს მოეწყვეთ. ცეცხლს ხესა და კუნძს ძირში ნუ მიუნთებთ, დაზიანდება. ის თუ ხმელია ძნელი ცასაქრობია, ხანგრძლივად იწვის და ხანძარს გააჩენს.

• კარავი მოფარებითა და შემაღლებულ ადგილას ისე დადგი, რომ წვიმიოს დროს ღვარი შიგ არ შემოვარდეს.

• წვიმაში და ელჭქში ერიდეთ განმარტოებულს ხეებსა და ბოძებს.მეხდანაცემსა და გაგუდუსლს ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩავუტაროთ, ტრავმირებულს მოტეხილობაზე არტაშანს ვადებთ, დაჟეჟილს, დაჭიმულსა და ნაღრძობს ჯერ ცივ საფენს, ხოლო შემდეგ თბილ კომპრესებს ვუკეთებთ. ჭრილობიდან სისხლის დენის შესაჩერებლად საჭიროა უძრავად წოლა, თუ გადავუჭერთ თოკსა და ქამარს, ყოველ 40 წუთში ვხსნით. მცირე ჭრილობას არყით ვწმენდთ.

• მთის ავადმყოფობით შეპყრობილი ბარში ჩამოყვანით გამოკეთდება.

• დაჭრილ წაქცეულ მხეცთან უკნიდან მიდით, თან დააკვირდით თუ ჯაგარი აშლილი აქვს, ყურები დაცქვეტილი ის თქვენ გელოდებათ, ხშირად მათ თავის მოკვდარუნება იციან რომ მერე კბილი გაგკრათ.

• მონადირული ეთიკის დარღვევაა, როცა მონადირე გაჭირვებაში მყოფ ნადირ ფრინველს არ ინდობს, ნადირობს გამრავლების პერიოდში, ანგარიშს არ უწევს დედალს, მოზარდს, აზარტში შესული ბევრს კლავს, გართობის მიზნით ესვრის და ხოცავს უვნებელ ხშირად სასარგებლო ფრინველებს, შედის ბაღ ბოსტნებში და ძაღლითა და ფეხით ტელავს ყანებს, სათიბს.

• აუტანელი უზრდელობაა როცა გვერდით მდგომს სროლას არ აცლი, მის წინიდან ან მისი ძღლის ნაბულზე აფრენისლ ესვრი. ამ შემთხვევაში შეგიძლია ესროლო მხოლოდ მისი ნებართვით,.

• კულტურული მონადირე წყაროსთან მისვლისას ძღლს წინასწარ იჭერს, რომ ძაღლმა პირველმა არ მიირნბინოს და წყალი არ დაბინძუროს. ამ დროს პატრონი რეზინის ბურთის ნახევით იღებს წყალს და პირველად ძაღლს ასმევს.

• უკულტურობაა ისიც, რომ მონადირე ახალგაზრდა ძღლს, რომელიც ნადირობისას არ უგონებს, სცემს, ასე ძღლი არ იწვრთნება.

• კარგი მონადირე, ხორცის სიხარბით, ნადირობის აკრძალულ ხერხს არ მიმართავს, ნადირ-ფრინველს არ უსპობს გადარჩენის შანს-სოროში არ გამოგუდავს, არც თოვლსა და წყალში ცავარდნილს ესვრის.

• ნომერში მდგომმა მონადირემ, სარეკის დამტავრების ნიშნის მიცემამდე ადგილი არ უნდა შეიცვალოს, სროლის გაგონებაზე აქეთ იქეთ სირბილი, ნადირობის წესის დარღვევაა, უცოდინარობაა. ამით ხშირად მარცხი ხდება.

• მონადირის უდიდესი ჰუმანურობაა ის რომ, მთიელი მონადირეები დედალ ჯიხვს არ კლავდნენ, თუ შემოაკვდებოდათ არ ამხელდნენ.

• მონადირული წესით მოკლული ფრინველი არ ნაწილდება,მაგრამ ხელმოცარულ მეგობარს უწილადებენ, ნადირზე ნადირობისას ტავი და ტყავი მკველს ეკუთვნის, ხორცი კი ერთნაირად ნაწილდება.

Link to post
Share on other sites

ეს ჩვენი წიგნიდანაა, დამწყები მონადირეებისთვის

 

 

 

მონადირეს უნდა ახასიათებდეს მაღალი კულტურა. მონადირის ძირიTადი მაჩვენებელია: ნადირობაში და მის გარეშე - ამანაგთან ურთიერთოპბაში მონადირის ეთიკის, ნადირობის წესებისა და ვადების ზუსტი შესრულება, ბუნების დაცვა, სასარგებლო და იშვიათი ცხოველების გამრავლების საქმეში აქტიური მონაწილეობის მიღება.

მოგვყავს მონადირის კულტურის, უკულტურობის დამახასიათებელი და აგრეთვე მონადირისაTვის სავალდებულო ეთიკის მაგალიTები.

ნადირობისას სხვა მონადირესთან შეხვედრის დროს, მიესალმეთ მას.

ბუნებაში და ძველ ისტორიულ ძეგლებთან ყოფნის დროს მონადირე ხშირად ხედავს, რომ ზოგიერთი უგუნური ექსკურსანტი ანგრევს ასეთ ძეგლებს, კედლებზე ფხაჭნის დანით თავის ინიციალებს და ყოფნის თარიღს. საჭიროა ასეთი პირების გაფრთხილება.

მონადირე არ უნდა შევიდეს სანადიროდ ბაღებში, ვენახებში, სანერგეებში და ტყის ახალგაზრდა ნარგავებში. ასეთ ფართობებზე ნასროლი საფანტი აზიანებს კულტურულ მცენარეებს. მწყერზე ნადირობის პირველ პერიოდში მაღლობზე მარცვლეულის ნათესები მომკილი არ არის. ასეთ ადგილებში სიარულით თავTავები ითელება და მარცვლები მიწაზე იბნევა.

თუ თქვენ ძაღლი არ გყავთ და ნადირობთ ძაღლის მყოლ ამხანაგთან, არ ესროლოთ მისი ძაღლის ნაბულზე აფრენილ ფრინველს ამხანაგის ნებართვის გარეშე.

თუ თქვენგან ახლო მდგომ ამხანაგს ამოუფრინდა ფრინველი, მან ესროლა და ააცდინა, თქვენ შეგიძლიათ ესროლოთ ამ ფრინველს მხოლოდ ამხანაგის მეორე სროლის შემდეგ. თუ ამხანაგი ცალლულიანი თოფით ნადირობს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ესროლოთ მისი ერთი სროლის შემდეგ.

მინდვრებზე ვხედავთ სანიშნე (ბოძებს), გზებზე - კილომეტრების მაჩვენებლებს, ტყეში - საკვარტალო ბოძებს და სხვადასხვა წარწერიან ფირნიშებს. სამწუხაროდ თითქმის ყველა ფირნიში დახვრეტილია ტყვიით. თურმე, აქ სროლაში ვარჯიშობდნენ ეგრეთ წოდებული ,,მონადირეები“. ასეთი რამ დასაგმობია ყველგან და ყოველთვის.

მონადირე მიდის წყაროსTან წყურვილის მოსაკლავად. მას მისდევს წყურვილივე შეწუხებული მეძებარი, რომელიც წყლის დანახვაზე წინ უსწრებს მონადირეს და ჩაწვება წყაროს გუბეში და ამღვრევს წყალს. ამ მონადირეს შეეძლო წყაროსთან მისვლის წინ ღვედით დაეჭირა ძაღლი, მუჭით ან ქუდით ამოეღო წყალი ძაღლისთვის. ამით თვითონაც სუფTა წყალს დალევდა და სხვა მოწყურებულებსაც ამის საშუალებას მისცემდა. ასეთი მოუფიქრებლობაც უკულტურობაა.

ძაღლისთვის ჭურჭელი თან უნდა გქონდეთ ჩანთაში, მაგალითად შუაზე გადაჭრილი რეზინის ბურთი - თით ნახევარი ჭურჭელია. ასეთი ჭურჭელი მსუბუქია, იკუმშება და ჯიბეშიც ადვილად თავსდება ზონარგადაჭერილი.

კულტურიას მოკლებული არიან ის მონადირეებიც, რომლებიც გართობასა თუ ვარჯიშობისათვის ესვრიან და ხოცავენ მგალობე ჩიტებს, მერცხლებს, შოშიებს, ყაპყაპს, ზღარბს, შაშვს და სხვა სასარგებლო ან სრულიად უვნებელ ცხოველებს.

ნამდვილ მონადირეს უყვარს ბუნება, იგი ყოველთვის ცდილობს არ დაირღვეს მისი სილამაზე, ესTეტიურობა. სამწუხაროდ, არიან ისეთი ,,მონადირეები“, რომლებიც ლამაზ ადგილებს ამახინჯებს. მაგალითად, რამდენიმე მონადირე შეარჩევს დასასვენებლად სუფთა ბალახით დაფარულ ადგილას ხის ჩრდილქვეშ და წყაროს ახლოს, შეუდგებიან ჭამა სმას და როცა წავლენ, იმ ადგილზე ტოვებენ თავის უკულტურობის ნიშნებს: თუნუქის ცარიელ კოლოფებს, გაქონილ და დაჭმუჭნილ გაზეთებს, bostneulis ნაფცქვენს, პურის ნატეხებს, ძვლებს, საფანტით დამსხვრეულ ბოთლების ნატეხებს და სხვ. ამ ნაგვის შეგროვება და ukan waReba მათ იოლად შეეძლოთ.

სანადირო ძაღლის შესახებ არის ლაპარაკი ამ ცნობარში, მაგრამ ვფიქრობთ, ზედმეტი არ იქნება აქაც ცოტა რამ ვთქვათ ძაღლთან კულტურული მოპყრობის შესახებ.

ზოგი მონადირე ახალგაზრდა ძაღლს მეტად სასტიკად ეპყრობა ნადირობაში. მაგალითად, 6-8 თვის მეძებარი ძაღლი სდევნის ფრინველს, შორს გარბის და სტვენაზე არ ბრუნდება. პატრონმა ვერ გაწვრთნა, ვერ გააგებინა მას, თუ რის შესრულებას თხოულობს მისგან და ნადირობაში გაუგონრობის გამო დაიჭერს ძაღლს და ჯოხით ან ფეხით ისე მაგრად სცემს რომ შორს ისმის ძაღლის წკმუტუნი. ზოგი მონადირე უფრო მკაცრად სჯის ძაღლს: ესვრის წვრილ საფანტს, ასეთი მოპყრობით ძაღლის გაწვრთნა შეუძლებელია და შეშინებული ძაღლიც პატრონს აღარ ეკარება.

კულტურული მონადირე ძაღლს ასე არასოდეს მოეპყრობა.

 

ნანადირევის განაწილება. სარეკის მოწყობით ნადირობის კარგი შედეგი დამოკიდებულია სარეკის ფართობში ნადირის არსებობაზე. მსროლელტა ხაზზე და მომრეკ მონადირეტა სიმარჯვეზე. ამის გამო ნადირობის დამტავრების შემდეგ ნადავლი გაიყოფა ყველა მონადირეზე თანასწორად, მხოლოდ მოკლული ნადირის თავი, ტყავი და ხორცის ორმაგი ულუფა ეძლევა იმას, ვინც ნადირი მოკლა.

მეძებარი ძაღლით ნადავლისას ნადავლი არ გაიყოფა, თუნდაც რომ ნადირობდეს რამოდენიმე მონადირისაგან შემდგარი ჯგუფი, რადგან თითოეული მათგანი დადის თავისი ძაღლით სხვა მონადირისაგან დაშორებით.

რამოდენიმე მონადირეს (უფრო უძაღლო მონადირეს) შეუძლია წინასწარ შეთანხმდნენ მოპოვებული ნადირ-ფრინველის თანასწორად გაყოფაზე. ამ შემთხვევაში ისინი მწყობრად დადიან, ერთიმეორისაგან მცირე დაშორებით, როგორც იტყვიან, ,,ჩხრეკავენ“ ადგილს.

ყველა ზემოთჩამოთვლილი წესით ნადირობის დროს დაცული უნდა იყოს ნადირ-ფრინველის მოპოვების დაწესებული ნორმები და საშუალებები.

სპორტსმენი მონადირის კულტურის ერთ-ერთი მაჩვენებელია ის, როომ ნადირობაში იგი არ უსპობს საშუალებას ნადირს და ფრინველს თავი გადაირჩინოს მსროლელისაგან დამალვით, განაბვით, სწრაფი სირბილით ან ფრენით. ცხოველი თავის გადასარჩენად ყოველთვის ამ საშაულებებს მიმართავს, მხოლოდ მძლავრი ნადირი (დათვი, ღორი და სხვ.) იშვიათად შეებრძოლება კიდეც მონადირეს ამის გამო მონადირეს უძნელდება მათი ოპოვება და როცა მარჯვე სროლით მოკლავს აფრენილ ან გაქცეულ ცხოველს, იგი კმაყოფილი რჩება.

დამჯდარი, დაწოლილი ან განაბული გარეული ცხოველისათვის სროლა მონადირეს უკარგავს სპორტსმენის სახელს. ჩამალულ ნადირზე სროლა დასაშვებია მხოლოდ მეტად მავნე მტაცებლის მოსაპოვებლად.

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

ყველა ზემოთ მოყვანილი წესს ჩვეულებები და რჩევები უნდა წააკითხო "მანოკისტებს" და "ელექტრიკოსებსს". ვინც უმოწყალოდ ანადგურებს ნადირ-ფრინველს და თევზს.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • 10 months later...

ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელია, მე როგორც ახალბედა , მონადირეს ჯერ ვერ ვუწოდებ ჩემ თავს, გავითვალსწინებ აუცილებლად ყველაფერს

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...