Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

გუშინ ვუთხარი, გვაქვს ცალკე თემა, სადაც ვულოცავთ ერთმანეთს დაბადების დღეს და სხვა დღესასწაულებს, გინდა იქ დავწერო 16-ში 16 წლის რომ გახდითქო???

 

ვენაცვალე გულში, უარი სთქვა.

 

უბრალო, ჩვეულებრივი ქართველები ვართ.

 

ჰოოო, ძალიან გვენატრებით კიდე.

 

ძალიან დიდი მადლობა ყველას, გეხვევით ძმურად.

 

პ.ს. სამი დღით გავდივართ, უამრავ საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალას მოგიტანთ, მგონი ჩემს გოგოებს მოაქვთ თავისი კომპები და დასაშვებია ყოველდღიურად გადმოგცეთ ინფო.

აბა, დროებით.

ხვალ დილით კიდევ შემოგირბენთ და მერე გავგაზავთ ვაშინგტონის შტატში.

 

მაგრა იყათ. :friends:

Link to post
Share on other sites

იელოსტოუნის ნაციონალური პარკის თევზები(აქვე ნახავთ ინფოებს თევზაობის რეგულაციებზე ამ პარკში)

 

 

http://www.nps.gov/yell/naturescience/fish_images.htm

Link to post
Share on other sites

გიორგი,

 

სადაა შეპირებული ფოტო-ვიდეო?! :)

 

:friends:

 

 

შენ მაინც არ იცოდე, რა ზარმაციც ვარ.

 

ვერ მოვახერხე დავით. :karochera:

 

გადმოტანილი მაქვს კომპში ყველა და ბევრია ძამია, მაგ სურათების დალაგებას, მინიმუმ 6-9 მექსიკელი უნდა. :d030:

Link to post
Share on other sites

ასეთ გუბურებს უკეთებენ მთის მდინარეებში ოკეანიდან საქვირითედ შემოსულ ორაგულს.

 

4c13f7728d5e.jpg

 

a287322785a6.jpg

Link to post
Share on other sites

ამ იხვუნიებმა შემაჩნიეს თუ არა, გაგაზეს წყალზე.

ჰო, ზედაპირზე გაირბინეს.

 

a9a75b249af3.jpg

 

4კმ-ს გავლა მომიწია, რომ მეპოვნა მდინარეზე ჩასასვლელი.

მხოლოდ ეს ერთი ბეწვო ადგილი ვიპოვე, ვურახუნე თუ კი რამ გამოუშვია მეთევზეებისათვის ნებისმიერ კომპანიას, მთელი კანადური არსენალიც ვსინჯე, BROWNING-ის შემწეობით დიდძალი დამიგროვდა, აუარება სატყუარა ვიხმარე, მაგრამ ვერაფერიც ვერ გავაბი, ჩამომწყდა მხარი სპინინგის გასროლა-გამოტანით და მოვეშვი ბოლობოლო, თან თავზე მქონდა გადაფარებული ბუჩქები და ძალიან ძნელი იყო რომ გამესროლა სატყუარა მეორე ნაპირისკენ.

 

c4b2a6396a19.jpg

 

15ff32bf67d0.jpg

 

ეს არაფერია, ზურგჩანთა და ყუთი აღარ გამოვაჩინე სურათში. :d030:

 

37aaff15d549.jpg

Link to post
Share on other sites

მთლად მთავარი დამავიწყდა, ეს ყველაფერი ხდება ორეგონის სამხრეთში, კალიფორნიის საზღვართან, 5 დღით ვიყავით წასულები კემპინგზე, ორ ლოკაციაზე დავბანაკდით.

 

პირველად ეს მთის მდინარე და მისი მიდამოები ავირჩიეთ, მეორე კიდევ ორი ღამით ვულკანურ ტბასთან გავატარეთ.

 

bd430a06a980.jpg

 

df34ebd31de5.jpg

 

ყველანაირად სასიამოვნო იყო გარემო, ულამაზესი ბუნება, ადგილზე მოყვანილი წყალი და ელექტრობა, საშხაპე-საპირფარეშო ბევრს არ ააქვს ისე სუფთად მილაგებული, რაც იქ იყო.

 

407bf0e58eb4.jpg

 

ასეთი წარწერები ყველგან არის გამოკრული.

მოკლედ ვიტყვი, არის მთის ლომის და დათვის საშიშროება.

 

72906aae669b.jpg

 

d9542973e2b6.jpg

Link to post
Share on other sites

სანამ სხვა სურათებს და ინფოს მოგაწვდით, მინდა ამ მდინარის შესახებ გითხრათ ორიოდ სიტყვით, მისი სახელია ROGUE RIVER, შეგიძლიათ დაგუგლოთ ეს ორი სიტყვა და უფრო მეტ ინფოს იპოვით./oregon-იც მიაწერეთ და imige-ბით ნახეთ./

ერთერთი ყველაზე საუკეთესო ადგილია ორეგონის შტატში, რადგან ამ მდინარეში წყალი 20 გრადუსზე მეტად არ თბება გაგანია ზაფხულში.

ეს კიდევ ორაგულის პროდუქციულობისათვის ზედგამოჭრილია, მის მიერ დაყრილი ქვირითიდან, 10%-ზე მეტს აქვს სრულ ზრდასრულობამდე მისვლის შანსი.

დამიჯერეთ, მაღალი პროცენტაჟია.

Link to post
Share on other sites

აღარ გავაცალკევებ სურათებს და მოყოლას, მართალია სხვადასხვა თემებს შევეხები, მაგრამ ერთიანად გადმოცემა უფრო მიადვილდება.

 

გუშინ გავეცი პასუხი ჩვენს ახალ თანაფორუმელს დათვზე ნადირობის შესახებ და სურათების დადებაც დავსთქვი.

 

ეს გრიზლია.

 

97b486ded27a.jpg

 

ეს შავი დათვი.

 

a6f46a9b086a.jpg

 

53cfd686140d.jpg

 

მთის ლომის თავის ჩონჩხი ამათი მეათედია.

Link to post
Share on other sites

ამ ადგილს OREGON CAVES ჰქვია./ესეც დაგუგლეთ იმიჯებით./

 

მაღალ ალტიტუდაზეა ღრმა მღვიმეები.

 

თქვენის ნებართვით, არ დავდებ რა ძმებო მღვიმის სურათებს, ჯერ ერთი რომ სალოს გავატანე ფოტო-კამერა და მე დამეზარა ჩასვლა, საათნახევარი საძრომიალო იყო, მეორეა და იმდენი გადაუღია, ვერ მოვრჩები ერთი კვირა მაგათ დადებას, მესამეა მთავარი.

სათაფლიას მღვიმე ორჯერ ვნახე.

ახალი ათონი ერთხელ მოვინახულე და სანამ კიდევ არ ვნახავ, ფეხის ჩამდგმელი არა ვარ არსად. :dato:

 

ესეთი შენობებია მღვიმესთან, სუვენირების მაღაზია, სასტუმროც გაუკეთებიათ, ძალიან ძვირია ყველაფერი. :karochera:

 

8fae26106878.jpg

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

აღარ დასწეროთ სამოთხეში ხარო, თორემ წარამარა იღლიებს სარკეში ვუყურებ, ფრთები ხომ არ ამომდისთქო, თან ფრენა მინდება. :d030: :d030: :d030:

 

საითაც გაიხედავ, ესენი დაზოზინობენ, დამაწყდა ნერვები მაგათ ყურებაში. :karochera:

 

50bf161cd57f.jpg

 

29ee4efaddf8.jpg

 

7458ebe81ce7.jpg

Link to post
Share on other sites

ამ ტბაზეც ვერაფერი დავიჭირე, არადა რამდენი ვიარეთ ნაპირთან რომ ჩავსულიყავით. :karochera:

 

LOST CREEK LAKE ჰქვია, ანუ დაკარგული ღელის ტბა.

 

a62d26b935ba.jpg

 

7cfef2312d7b.jpg

Link to post
Share on other sites

ორი ღამის მერე წავედით სხვა ადგილას.

 

ამ მდინარეზე ბევრი საინტერესო რამ მოხდა.

 

880047d56a80.jpg

 

2f0ffe70ea27.jpg

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ მეგობრებო, მადლობა. :hi:

 

აუცილებელი საქმე მაქვს და უნდა გავიდე, დღეს ალბათ დავდებ ყველა სურათს.

 

გთხოვთ გამიგოთ, მინდა რომ სრულყოფილი რეპორტი გამოვიდეს, დრო სჭირდება, ბოდიში. :friends:

Link to post
Share on other sites

ის ნაშენიები, მდინარეში, ორაგულის საქცირითოდ რომ კეთდება....საქართველოშიც კეთდება მასეთები შემოდგომაზე, რომ მერე როცა თევზით დაიძეძგება, ან ავაფეთქოთ ან დავადუღუთ.

Link to post
Share on other sites

ის ნაშენიები, მდინარეში, ორაგულის საქცირითოდ რომ კეთდება....საქართველოშიც კეთდება მასეთები შემოდგომაზე, რომ მერე როცა თევზით დაიძეძგება, ან ავაფეთქოთ ან დავადუღუთ.

 

სრული ბედნეიერებისთვის, შენი ეს წერილიღა მაკლდა.

 

 

მაშინვე ეგ გავიფიქრე, დავინახე თუ არა ყორეები, ასიანი ფაცერი იქნება ჩადგმულითქო, მერე გამახსენდა "სამოთხეში" რომ ვარ :d030: და უკეთილშობილესი აზრები მომივიდა ჩვენი ბუნების დამცავების მიმართ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...