zaza-04 2 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 უერთდები სალომეს მილოცვებს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 18, 2012 Author Report Share Posted August 18, 2012 გუშინ ვუთხარი, გვაქვს ცალკე თემა, სადაც ვულოცავთ ერთმანეთს დაბადების დღეს და სხვა დღესასწაულებს, გინდა იქ დავწერო 16-ში 16 წლის რომ გახდითქო??? ვენაცვალე გულში, უარი სთქვა. უბრალო, ჩვეულებრივი ქართველები ვართ. ჰოოო, ძალიან გვენატრებით კიდე. ძალიან დიდი მადლობა ყველას, გეხვევით ძმურად. პ.ს. სამი დღით გავდივართ, უამრავ საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალას მოგიტანთ, მგონი ჩემს გოგოებს მოაქვთ თავისი კომპები და დასაშვებია ყოველდღიურად გადმოგცეთ ინფო. აბა, დროებით. ხვალ დილით კიდევ შემოგირბენთ და მერე გავგაზავთ ვაშინგტონის შტატში. მაგრა იყათ. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 20, 2012 Report Share Posted August 20, 2012 წარმატებები ელჩი! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 25, 2012 Report Share Posted August 25, 2012 ორეგონი. ამ მდინარეზე მაგრად იჭერდნენ ორაგულს ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 25, 2012 Report Share Posted August 25, 2012 ელჩის ქალაქში მდინარეზე დავიჭირეთ ეს თევზები(გინახავთ ადრე სურათებში) ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 25, 2012 Report Share Posted August 25, 2012 იელოსტოუნის ნაციონალური პარკის თევზები(აქვე ნახავთ ინფოებს თევზაობის რეგულაციებზე ამ პარკში) http://www.nps.gov/yell/naturescience/fish_images.htm ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 1, 2012 Report Share Posted September 1, 2012 გიორგი, სადაა შეპირებული ფოტო-ვიდეო?! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 1, 2012 Author Report Share Posted September 1, 2012 გიორგი, სადაა შეპირებული ფოტო-ვიდეო?! შენ მაინც არ იცოდე, რა ზარმაციც ვარ. ვერ მოვახერხე დავით. გადმოტანილი მაქვს კომპში ყველა და ბევრია ძამია, მაგ სურათების დალაგებას, მინიმუმ 6-9 მექსიკელი უნდა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 2, 2012 Author Report Share Posted September 2, 2012 ასეთ გუბურებს უკეთებენ მთის მდინარეებში ოკეანიდან საქვირითედ შემოსულ ორაგულს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 შემდეგ?!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 2, 2012 Author Report Share Posted September 2, 2012 ამ იხვუნიებმა შემაჩნიეს თუ არა, გაგაზეს წყალზე. ჰო, ზედაპირზე გაირბინეს. 4კმ-ს გავლა მომიწია, რომ მეპოვნა მდინარეზე ჩასასვლელი. მხოლოდ ეს ერთი ბეწვო ადგილი ვიპოვე, ვურახუნე თუ კი რამ გამოუშვია მეთევზეებისათვის ნებისმიერ კომპანიას, მთელი კანადური არსენალიც ვსინჯე, BROWNING-ის შემწეობით დიდძალი დამიგროვდა, აუარება სატყუარა ვიხმარე, მაგრამ ვერაფერიც ვერ გავაბი, ჩამომწყდა მხარი სპინინგის გასროლა-გამოტანით და მოვეშვი ბოლობოლო, თან თავზე მქონდა გადაფარებული ბუჩქები და ძალიან ძნელი იყო რომ გამესროლა სატყუარა მეორე ნაპირისკენ. ეს არაფერია, ზურგჩანთა და ყუთი აღარ გამოვაჩინე სურათში. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 2, 2012 Author Report Share Posted September 2, 2012 მთლად მთავარი დამავიწყდა, ეს ყველაფერი ხდება ორეგონის სამხრეთში, კალიფორნიის საზღვართან, 5 დღით ვიყავით წასულები კემპინგზე, ორ ლოკაციაზე დავბანაკდით. პირველად ეს მთის მდინარე და მისი მიდამოები ავირჩიეთ, მეორე კიდევ ორი ღამით ვულკანურ ტბასთან გავატარეთ. ყველანაირად სასიამოვნო იყო გარემო, ულამაზესი ბუნება, ადგილზე მოყვანილი წყალი და ელექტრობა, საშხაპე-საპირფარეშო ბევრს არ ააქვს ისე სუფთად მილაგებული, რაც იქ იყო. ასეთი წარწერები ყველგან არის გამოკრული. მოკლედ ვიტყვი, არის მთის ლომის და დათვის საშიშროება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 2, 2012 Author Report Share Posted September 2, 2012 სანამ სხვა სურათებს და ინფოს მოგაწვდით, მინდა ამ მდინარის შესახებ გითხრათ ორიოდ სიტყვით, მისი სახელია ROGUE RIVER, შეგიძლიათ დაგუგლოთ ეს ორი სიტყვა და უფრო მეტ ინფოს იპოვით./oregon-იც მიაწერეთ და imige-ბით ნახეთ./ ერთერთი ყველაზე საუკეთესო ადგილია ორეგონის შტატში, რადგან ამ მდინარეში წყალი 20 გრადუსზე მეტად არ თბება გაგანია ზაფხულში. ეს კიდევ ორაგულის პროდუქციულობისათვის ზედგამოჭრილია, მის მიერ დაყრილი ქვირითიდან, 10%-ზე მეტს აქვს სრულ ზრდასრულობამდე მისვლის შანსი. დამიჯერეთ, მაღალი პროცენტაჟია. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 http://www.google.ge/search?q=ROGUE+RIVER+oregon&hl=ka&prmd=imvns&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=a3xDUKHMHu-M4gTK04E4&ved=0CAgQ_AUoAQ&biw=1152&bih=763 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 2, 2012 Author Report Share Posted September 2, 2012 აღარ გავაცალკევებ სურათებს და მოყოლას, მართალია სხვადასხვა თემებს შევეხები, მაგრამ ერთიანად გადმოცემა უფრო მიადვილდება. გუშინ გავეცი პასუხი ჩვენს ახალ თანაფორუმელს დათვზე ნადირობის შესახებ და სურათების დადებაც დავსთქვი. ეს გრიზლია. ეს შავი დათვი. მთის ლომის თავის ჩონჩხი ამათი მეათედია. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 2, 2012 Author Report Share Posted September 2, 2012 (edited) ამ ადგილს OREGON CAVES ჰქვია./ესეც დაგუგლეთ იმიჯებით./ მაღალ ალტიტუდაზეა ღრმა მღვიმეები. თქვენის ნებართვით, არ დავდებ რა ძმებო მღვიმის სურათებს, ჯერ ერთი რომ სალოს გავატანე ფოტო-კამერა და მე დამეზარა ჩასვლა, საათნახევარი საძრომიალო იყო, მეორეა და იმდენი გადაუღია, ვერ მოვრჩები ერთი კვირა მაგათ დადებას, მესამეა მთავარი. სათაფლიას მღვიმე ორჯერ ვნახე. ახალი ათონი ერთხელ მოვინახულე და სანამ კიდევ არ ვნახავ, ფეხის ჩამდგმელი არა ვარ არსად. ესეთი შენობებია მღვიმესთან, სუვენირების მაღაზია, სასტუმროც გაუკეთებიათ, ძალიან ძვირია ყველაფერი. Edited September 2, 2012 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 2, 2012 Author Report Share Posted September 2, 2012 აღარ დასწეროთ სამოთხეში ხარო, თორემ წარამარა იღლიებს სარკეში ვუყურებ, ფრთები ხომ არ ამომდისთქო, თან ფრენა მინდება. :d030: საითაც გაიხედავ, ესენი დაზოზინობენ, დამაწყდა ნერვები მაგათ ყურებაში. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 აპა სად ხარ თუ არა სამოთხეში... კარგი სურათებია და მაგარი ბუნებაა!!!გაიხარე გიორგი!!! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 მშვენიერებააა!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 2, 2012 Author Report Share Posted September 2, 2012 ამ ტბაზეც ვერაფერი დავიჭირე, არადა რამდენი ვიარეთ ნაპირთან რომ ჩავსულიყავით. LOST CREEK LAKE ჰქვია, ანუ დაკარგული ღელის ტბა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 2, 2012 Author Report Share Posted September 2, 2012 ორი ღამის მერე წავედით სხვა ადგილას. ამ მდინარეზე ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 აჰაა, დაიწყო ყველაზე საინტერესო!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 2, 2012 Author Report Share Posted September 2, 2012 გაიხარეთ მეგობრებო, მადლობა. აუცილებელი საქმე მაქვს და უნდა გავიდე, დღეს ალბათ დავდებ ყველა სურათს. გთხოვთ გამიგოთ, მინდა რომ სრულყოფილი რეპორტი გამოვიდეს, დრო სჭირდება, ბოდიში. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 ის ნაშენიები, მდინარეში, ორაგულის საქცირითოდ რომ კეთდება....საქართველოშიც კეთდება მასეთები შემოდგომაზე, რომ მერე როცა თევზით დაიძეძგება, ან ავაფეთქოთ ან დავადუღუთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 3, 2012 Author Report Share Posted September 3, 2012 ის ნაშენიები, მდინარეში, ორაგულის საქცირითოდ რომ კეთდება....საქართველოშიც კეთდება მასეთები შემოდგომაზე, რომ მერე როცა თევზით დაიძეძგება, ან ავაფეთქოთ ან დავადუღუთ. სრული ბედნეიერებისთვის, შენი ეს წერილიღა მაკლდა. მაშინვე ეგ გავიფიქრე, დავინახე თუ არა ყორეები, ასიანი ფაცერი იქნება ჩადგმულითქო, მერე გამახსენდა "სამოთხეში" რომ ვარ და უკეთილშობილესი აზრები მომივიდა ჩვენი ბუნების დამცავების მიმართ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.