Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

მაგარია გიორგი :yes: .მე კიბორჩხალის დაჭერასაც ერთგვარი აზარტით ვეკიდები,ძალიან მომწონს...ოღონდ ეგაა რომ დენის გატარებისას პირველი ეგ ნადგურდება,თითქმის აღარსადაა დარჩენილი :karochera:

Link to post
Share on other sites

ქევხო, მამუკა, დევი, გივი, დავით და ზაზა, გაიხარეთ მეგობრებო, მადლობა.

 

რამოდენიმე სიტყვით მოგახსენებთ ამ სახეობის კრაბზე თევზაობის შესახებ.

TV-ში ძირითადად აჩვენებენ, KING CRAB-ებს რომ იჭერენ ოკეანეში, ეს სხვა ჯიშია.

ამას ჰქვია DUNGENESS CRAB, რომელიც წინა დასახელებულთან შედარებით მცირეა ზომაში.

მიუხედავად იმისა, ვერავინ ვერ შემიმოწმებდა ნადავლს, ლიმიტზე არ არის პრობლემა, ზომებზეა შეზღუდვები, ზედა ბაკანი სიგანეში 12სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყვეს, ამიტომ მაინც არ ვღალატობდი ჩვენს მონადირულ-მეთევზეულ ეთიკას და იქაც ვიცავდი კანონს.

 

თავადაც პირველად ვითევზავე და მანამდე ვაგროვებდი ინფოებს კრაბებზე, ასევე ვეძებდი გალიებს სხვადასხცა მაღაზიებში.

საშინელი ფასები ჰქონდათ საჩვენოებში, შემთხვევით გადავაწყდი ერთ პატარა მაღაზიას, სადაც 15$-ჰქონდათ დიდი გალია და შიდა-პატარა 5$ და რაღაც ცენტები.

არც დავფიქრებულვარ, 2 კომპლექტი შევიძინე, რადგან დანარჩენებში, ზუსტად იგივე მოდელი მიჯდებოდა დაახლოებით 80$, ისიც ერთი კომპლექტი.

/ერთი გაუხსნელი მაქვს და შევეცდები ვიდეო გადავიღო, "იქ" უკეთ ავხსნი ყველაფერს./

თითქმის მზად ვიყავი, მაგრამ ერთ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.

რამდენ ხანში ერთხელ უნდა ამომეწია წყლიდან, ეგ არ ვიცოდი.

ვითომ არაფერი, მაგრამ იმ სამმა დღემ, რომელიც მათ თევზაობაზე დავხარჯე, დამარწმუნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა დრო და კრაბის ინტენსივობა იმ ადგილზე, სადაც თევზაობ.

არადა, მაღაზიაში ერთმა თავგასიებულმა ნოქარმა მითხრა, 4 საათში ერთხელ ამოიღე გალიაო. :d030:

 

რა 4 საათი???

კიდევ კარგი მოუთმენელი ვარ და 15 წუთში ამოვიღე თავიდან, გაძეძგილი იყო უკვე ბაჯაჯღანებით.

ძალიან ბევრი პატარა შედიოდა, ბლომად სატყუარა შემიჭამეს.

 

მოკლედ, კარგად გავერთე.

Link to post
Share on other sites

გიორგი ხარიუსი (Thymallus thymallus) მანდ არ არის ახლო მახლო?არ გიცთია ამ თევსზე თევზაობა?

 

ინგლისურად Greyling-ია მგონი.

Edited by ლიფსიტა
Link to post
Share on other sites

არა ზაზა, არ არის ეგ სახეობა ჩემსკენ.

 

GRAYLING-ია.

 

სხვათაშორის სალმონოიდების ოჯახს ეკუთვნის, ადრე დავინტერესდი მაგ თევზის შესახებ და არ ყოფილა აქეთ.

Link to post
Share on other sites

გიო მშვენიერი კიბოები დაგიჭერა,პივა გაასწორებდა მაგათზე !! :drunk: :drunk:

 

ხარიუსზე თევაობა მიყურებია охота и рыбалка ამ არხზე და ძალიან საინტერესო იყო.

Link to post
Share on other sites

გივი და არმენ, იმ დღეს, როცა მაგათ წითელი "ზაგარი" მივაღებინე მდუღარეში, ისიც მდინარის მლაშე წყალში, სასმელი არ დამიყოლებია, რადგან არ მქონდა იმ ადგილას.

 

მარტო სათევზაოდ არ ვიყავი წასული, მთელი ჩემი "ჯართი" მქონდა აჩონჩხლილი თან.

 

მაგ დროს კიდევ, ალკოჰოლს ვერ მიმაკარებს ვერანაირი ძალა, თანაც მარტო როცა ვარ, არადა სულ მარტო ვნადირობ.

 

სახლში დავაგემოვნე შარდონეს თეთრ ღვინოსთან და სახლში გამოხდილ ლუდთან, თითქმის იგივე გემო აქვს, რაც აქამდე გამისინჯავს სხვები.

 

ბევრი არაფერი, ბურვაკის ნეკნი სჯობია, მაგრამ ამასაც არა უშავს.

 

ოკეანის სიმლაშის სურნელი ასდის, სუნი უცხოა ცხვირისთვის და ენისთვის უცხო ნუგბარის გემო დაჰყვება.

 

ერთგვარი გართობაა ესეც.

 

საჩხირკედელაო საქმეა.

მოკლედ, ზარმაცებისთვინ არის რა მოგონილი მაგათზე თევზაობა.

ჩააგდებ გალიას და 15-20 წუთი რა უნდა აკეთო?

 

უნდა დაასხა და დალიო ხომ?

 

ვანია ხომ არა ვარ მაგის ყვავილებიც გახმეს, ჩემთვის მომაბზრებელი გამოდგა მსგავსი თევზაობა.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ახლა ველაპარაკე ელჩს. მანახა, მარა რა მანახა. მე არაფერს ვიტყვი... დაველოდოთ ხვალ მის ფოტოებს და ვიდეოებს :hi:

Link to post
Share on other sites

ხუთშაბათს საღამოს ახალმა გაცნობილმა თანამშრომელმა შემომთავაზა შაბათისთვის სათევზაოდ წასვლა ოკენისპირეთში, ერთერთ მდინარეზე.

 

თურმე ჩვენნაირი დალაგებული ყოფილა ეგეც. :d030:

 

კი წავიღე ჩემი აღჭურვილობა, მაგრამ მისი რომ ვნახე, ვარჩიე აღარ გამომეჩინა.

 

ყველა ჯოხი ლამიგლასისა ჰქონდა ყველაზე აბუგარსიას კოჭები, სატყუარებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ასევე, მეორე ნავიც ჰყოლია, რომელიც ამაზე დიდია და ოკეანეზე გავდივარ ხოლმეო.

 

ეგ კაცი, ასიანი ღმერთმა გამომიგზავნა. :e025:

 

შაბათს დილის 7-ზე იქ ვიყავი, მდინარეს ჰქვია SILETZ, რომელიც წყნარ ოკეანეში იღვრება, მდიდარია გარშემო ბუნებით და წყალში მობინადრეთა რაოდენობითაც.

 

დაახლოებით 200 ნავი იყო წყალში გასული, ყველა თევზაობდა ორაგულზე, სხვადასხვა ხერხებით.

 

უმეტესობა თროლინგით, ფსკერულით და ტივტივით თევზაობდა, ჩვენ თროლინგი ავირჩიეთ და ორნაირ სატყუარას ვიყენებდით, BLUE FOX-ის N#9 ბზრიალა და წინასწარ ჩამარინადებული ქაშაყი, ბზრიალაზე ზოგჯერ შრიმპსაც ვუკეთებდით.

 

წამოყვანილი ჰყავდა მეუღლე და ორი შვილიშვილი.

ძალიან მაგარი ბავშვები იყვნენ, გოგო ანგელოზივით ლამაზი იყო, ხოლო ბიჭი კიდევ ენას არ აჩერებდა და ბოლოს თავისხელა ორაგული გაექცა, როცა რომ ბადეში უნდა შემეგდო, წაიტრიპაჩა და ძალისმიერი მეთოდით მოათრევდა, ჰოდა შერჩა ხელში ლაყუჩების ნაფლეთები.

 

დღით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, პირველ რიგში ვნახე ახალი გარემო, რომელიც ძალიან მომეწონა და მეორე ის, რომ დავიჭირე ორაგულის ისეთი სახეობა, რომელიც მანამდე არ მყავდა დაჭერილი.

 

ორაგულის ამ სახეობას ჰქვია COHO SALMON, SILVER-საც ეძახიან.

 

დილის რვის ნახევარზე გავედით და ოთხისთვის აფრები დაუშვით, გამოსვლისას ამოწმებენ სტატისტიკისთვის, თუ ვინ რამდენი დაიჭირა, რა სახეობა და რა ზომის.

 

მოხდა ისე რომ მაგ დღეს, მხოლოდ ორ მეთევზეს დაუჭერია ეს სახეობა და ერთს KING SALMON.

მოკლედ გამიმართლა რასაც ჰქვია.

 

პ.ს. ეს ველურია, არ არის თევზსაშენიდან გაშვებული, უკანა ფარფლზე დააკვირდით, არ ააქვს წაჭრილი ის პატარა ფარფლი.

ასეთ შემთხვევაში ლიცენზირებულ მეთევზეს, მხოლოდ 2 ველური COHO-ს/ქართულად გამოითქმის-კოჰო/ შენახვა შეუძლია წელიწადში, ოღონდ სხვადასხვა დღეს დაჭერილი უნდა იყვეს.

 

ვნახოთ სურათები და ვიდეოები, შეკითხვები თუ გექნებათ, აგერ ვარ მეგობრებო. :friends:

 

4e3206f877b2.jpg

 

f84b3291d479.jpg

 

ტრადიციული განზომილებების დადგენა.

გამოვიდა 69 სმ სიგრძეში, წონაში 5კგ150გრ.

 

05901223673c.jpg

 

6209b2c252e9.jpg

 

94aa78b6d577.jpg

 

ეს უკვე ფილეებად დაჭრილი.

 

a523ae2d10dd.jpg

 

ვიდეოებს შემდეგ წერილში მოგართმევთ, აგვიანებს youtube-ი ატვირთვას.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ოპერატორის გარეშე ძალიან მიჭირს, თან ვიჭერ და თან კამერა მიკავია ხელში.

 

 

ცოტა ქარი მიშლის, მაგრამ მაინც ისმის ხმა.

 

Link to post
Share on other sites

ვაჰ შენ გენაცვალე ! აი თევზაობა ამას ქვია! ასი წელი გეთევზაოს გიორგი ! მადლობა ასეთი სანახაობისათვის. :*

Link to post
Share on other sites

სამი კაცი ვათვალიერებთ ახლა ფორუმს.

ამ სურათების დანახვაზე სამივეს ერთდროულად აღმოგვხვდა ეუფფფფფფფფფფფფფ!!! :friends: მაგარი ხარ ძმაო!

Link to post
Share on other sites

გიორგი გილოცავ კიჟუჩის დაჭერას(ასე ქვია ამ თევზს რუსულად და უმეტესობა ამ სახელით უფრო ვიცნობთ მას)!!!!!!ეგ ერთი და სხვა მრავალი! მეთევზე თანამშრომელი და თანამოაზრე ეს სულ უკეთესი !!!!აბა შენ იცი!!! :hi: :hi:

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ხალხო, დიდი მადლობა. :friends:

 

მეორე ვიდეოში შეცდომა მაქვს დაშვებული, როცა ორაგულის სახეობები ჩამოვთვალე.

მეხუთე სახეობას ჰქვია CHUM/ჩამ/ SALMON-ი და არა სთილჰედი.

სთილჰედი ზღვის კალმახია.

 

არ ვიცი რამ წამომიარა და კალმახის სახეობა დავაბრეხვე ორაგულის მაგივრად.

 

აქ მაინც შევასწორო, "იქ" რაღას ვუშველი. :haha:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...