lander 2 Posted September 22, 2012 Report Share Posted September 22, 2012 :yes: :yes: :yes: ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted September 23, 2012 Report Share Posted September 23, 2012 მაგარია გიორგი .მე კიბორჩხალის დაჭერასაც ერთგვარი აზარტით ვეკიდები,ძალიან მომწონს...ოღონდ ეგაა რომ დენის გატარებისას პირველი ეგ ნადგურდება,თითქმის აღარსადაა დარჩენილი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 23, 2012 Author Report Share Posted September 23, 2012 ქევხო, მამუკა, დევი, გივი, დავით და ზაზა, გაიხარეთ მეგობრებო, მადლობა. რამოდენიმე სიტყვით მოგახსენებთ ამ სახეობის კრაბზე თევზაობის შესახებ. TV-ში ძირითადად აჩვენებენ, KING CRAB-ებს რომ იჭერენ ოკეანეში, ეს სხვა ჯიშია. ამას ჰქვია DUNGENESS CRAB, რომელიც წინა დასახელებულთან შედარებით მცირეა ზომაში. მიუხედავად იმისა, ვერავინ ვერ შემიმოწმებდა ნადავლს, ლიმიტზე არ არის პრობლემა, ზომებზეა შეზღუდვები, ზედა ბაკანი სიგანეში 12სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყვეს, ამიტომ მაინც არ ვღალატობდი ჩვენს მონადირულ-მეთევზეულ ეთიკას და იქაც ვიცავდი კანონს. თავადაც პირველად ვითევზავე და მანამდე ვაგროვებდი ინფოებს კრაბებზე, ასევე ვეძებდი გალიებს სხვადასხცა მაღაზიებში. საშინელი ფასები ჰქონდათ საჩვენოებში, შემთხვევით გადავაწყდი ერთ პატარა მაღაზიას, სადაც 15$-ჰქონდათ დიდი გალია და შიდა-პატარა 5$ და რაღაც ცენტები. არც დავფიქრებულვარ, 2 კომპლექტი შევიძინე, რადგან დანარჩენებში, ზუსტად იგივე მოდელი მიჯდებოდა დაახლოებით 80$, ისიც ერთი კომპლექტი. /ერთი გაუხსნელი მაქვს და შევეცდები ვიდეო გადავიღო, "იქ" უკეთ ავხსნი ყველაფერს./ თითქმის მზად ვიყავი, მაგრამ ერთ კითხვაზე პასუხი არ მქონდა. რამდენ ხანში ერთხელ უნდა ამომეწია წყლიდან, ეგ არ ვიცოდი. ვითომ არაფერი, მაგრამ იმ სამმა დღემ, რომელიც მათ თევზაობაზე დავხარჯე, დამარწმუნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა დრო და კრაბის ინტენსივობა იმ ადგილზე, სადაც თევზაობ. არადა, მაღაზიაში ერთმა თავგასიებულმა ნოქარმა მითხრა, 4 საათში ერთხელ ამოიღე გალიაო. რა 4 საათი??? კიდევ კარგი მოუთმენელი ვარ და 15 წუთში ამოვიღე თავიდან, გაძეძგილი იყო უკვე ბაჯაჯღანებით. ძალიან ბევრი პატარა შედიოდა, ბლომად სატყუარა შემიჭამეს. მოკლედ, კარგად გავერთე. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted September 23, 2012 Report Share Posted September 23, 2012 (edited) გიორგი ხარიუსი (Thymallus thymallus) მანდ არ არის ახლო მახლო?არ გიცთია ამ თევსზე თევზაობა? ინგლისურად Greyling-ია მგონი. Edited September 23, 2012 by ლიფსიტა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 23, 2012 Author Report Share Posted September 23, 2012 არა ზაზა, არ არის ეგ სახეობა ჩემსკენ. GRAYLING-ია. სხვათაშორის სალმონოიდების ოჯახს ეკუთვნის, ადრე დავინტერესდი მაგ თევზის შესახებ და არ ყოფილა აქეთ. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted September 23, 2012 Report Share Posted September 23, 2012 გიო მშვენიერი კიბოები დაგიჭერა,პივა გაასწორებდა მაგათზე !! :drunk: ხარიუსზე თევაობა მიყურებია охота и рыбалка ამ არხზე და ძალიან საინტერესო იყო. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted September 23, 2012 Report Share Posted September 23, 2012 კარგია გიორგი! გაიხარე! კარგ დროს გაატარებდი,გემო როგორი ქონდა მაგ კრაბებს? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 26, 2012 Author Report Share Posted September 26, 2012 გივი და არმენ, იმ დღეს, როცა მაგათ წითელი "ზაგარი" მივაღებინე მდუღარეში, ისიც მდინარის მლაშე წყალში, სასმელი არ დამიყოლებია, რადგან არ მქონდა იმ ადგილას. მარტო სათევზაოდ არ ვიყავი წასული, მთელი ჩემი "ჯართი" მქონდა აჩონჩხლილი თან. მაგ დროს კიდევ, ალკოჰოლს ვერ მიმაკარებს ვერანაირი ძალა, თანაც მარტო როცა ვარ, არადა სულ მარტო ვნადირობ. სახლში დავაგემოვნე შარდონეს თეთრ ღვინოსთან და სახლში გამოხდილ ლუდთან, თითქმის იგივე გემო აქვს, რაც აქამდე გამისინჯავს სხვები. ბევრი არაფერი, ბურვაკის ნეკნი სჯობია, მაგრამ ამასაც არა უშავს. ოკეანის სიმლაშის სურნელი ასდის, სუნი უცხოა ცხვირისთვის და ენისთვის უცხო ნუგბარის გემო დაჰყვება. ერთგვარი გართობაა ესეც. საჩხირკედელაო საქმეა. მოკლედ, ზარმაცებისთვინ არის რა მოგონილი მაგათზე თევზაობა. ჩააგდებ გალიას და 15-20 წუთი რა უნდა აკეთო? უნდა დაასხა და დალიო ხომ? ვანია ხომ არა ვარ მაგის ყვავილებიც გახმეს, ჩემთვის მომაბზრებელი გამოდგა მსგავსი თევზაობა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 14, 2012 Report Share Posted October 14, 2012 ახლა ველაპარაკე ელჩს. მანახა, მარა რა მანახა. მე არაფერს ვიტყვი... დაველოდოთ ხვალ მის ფოტოებს და ვიდეოებს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 14, 2012 Author Report Share Posted October 14, 2012 (edited) ხუთშაბათს საღამოს ახალმა გაცნობილმა თანამშრომელმა შემომთავაზა შაბათისთვის სათევზაოდ წასვლა ოკენისპირეთში, ერთერთ მდინარეზე. თურმე ჩვენნაირი დალაგებული ყოფილა ეგეც. კი წავიღე ჩემი აღჭურვილობა, მაგრამ მისი რომ ვნახე, ვარჩიე აღარ გამომეჩინა. ყველა ჯოხი ლამიგლასისა ჰქონდა ყველაზე აბუგარსიას კოჭები, სატყუარებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასევე, მეორე ნავიც ჰყოლია, რომელიც ამაზე დიდია და ოკეანეზე გავდივარ ხოლმეო. ეგ კაცი, ასიანი ღმერთმა გამომიგზავნა. შაბათს დილის 7-ზე იქ ვიყავი, მდინარეს ჰქვია SILETZ, რომელიც წყნარ ოკეანეში იღვრება, მდიდარია გარშემო ბუნებით და წყალში მობინადრეთა რაოდენობითაც. დაახლოებით 200 ნავი იყო წყალში გასული, ყველა თევზაობდა ორაგულზე, სხვადასხვა ხერხებით. უმეტესობა თროლინგით, ფსკერულით და ტივტივით თევზაობდა, ჩვენ თროლინგი ავირჩიეთ და ორნაირ სატყუარას ვიყენებდით, BLUE FOX-ის N#9 ბზრიალა და წინასწარ ჩამარინადებული ქაშაყი, ბზრიალაზე ზოგჯერ შრიმპსაც ვუკეთებდით. წამოყვანილი ჰყავდა მეუღლე და ორი შვილიშვილი. ძალიან მაგარი ბავშვები იყვნენ, გოგო ანგელოზივით ლამაზი იყო, ხოლო ბიჭი კიდევ ენას არ აჩერებდა და ბოლოს თავისხელა ორაგული გაექცა, როცა რომ ბადეში უნდა შემეგდო, წაიტრიპაჩა და ძალისმიერი მეთოდით მოათრევდა, ჰოდა შერჩა ხელში ლაყუჩების ნაფლეთები. დღით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, პირველ რიგში ვნახე ახალი გარემო, რომელიც ძალიან მომეწონა და მეორე ის, რომ დავიჭირე ორაგულის ისეთი სახეობა, რომელიც მანამდე არ მყავდა დაჭერილი. ორაგულის ამ სახეობას ჰქვია COHO SALMON, SILVER-საც ეძახიან. დილის რვის ნახევარზე გავედით და ოთხისთვის აფრები დაუშვით, გამოსვლისას ამოწმებენ სტატისტიკისთვის, თუ ვინ რამდენი დაიჭირა, რა სახეობა და რა ზომის. მოხდა ისე რომ მაგ დღეს, მხოლოდ ორ მეთევზეს დაუჭერია ეს სახეობა და ერთს KING SALMON. მოკლედ გამიმართლა რასაც ჰქვია. პ.ს. ეს ველურია, არ არის თევზსაშენიდან გაშვებული, უკანა ფარფლზე დააკვირდით, არ ააქვს წაჭრილი ის პატარა ფარფლი. ასეთ შემთხვევაში ლიცენზირებულ მეთევზეს, მხოლოდ 2 ველური COHO-ს/ქართულად გამოითქმის-კოჰო/ შენახვა შეუძლია წელიწადში, ოღონდ სხვადასხვა დღეს დაჭერილი უნდა იყვეს. ვნახოთ სურათები და ვიდეოები, შეკითხვები თუ გექნებათ, აგერ ვარ მეგობრებო. ტრადიციული განზომილებების დადგენა. გამოვიდა 69 სმ სიგრძეში, წონაში 5კგ150გრ. ეს უკვე ფილეებად დაჭრილი. ვიდეოებს შემდეგ წერილში მოგართმევთ, აგვიანებს youtube-ი ატვირთვას. Edited October 14, 2012 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 14, 2012 Author Report Share Posted October 14, 2012 ოპერატორის გარეშე ძალიან მიჭირს, თან ვიჭერ და თან კამერა მიკავია ხელში. ცოტა ქარი მიშლის, მაგრამ მაინც ისმის ხმა. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted October 14, 2012 Report Share Posted October 14, 2012 ვაჰ შენ გენაცვალე ! აი თევზაობა ამას ქვია! ასი წელი გეთევზაოს გიორგი ! მადლობა ასეთი სანახაობისათვის. ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted October 14, 2012 Report Share Posted October 14, 2012 საღოლ გიო,გილოცავ ბრატ,მერე რაღაცის კითხვა მინდა და მოგწერ პირადში B) ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted October 14, 2012 Report Share Posted October 14, 2012 გამრჯობა გიორგი,ძალიან კარგი ვიდეოა,თანაც კარგი კოლეგებიც გაგიცნია. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted October 14, 2012 Report Share Posted October 14, 2012 საღოლ გიორგი!!! მაგარი თევზი დაგიჭერია და კარგი ხალხი გაგიცნია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted October 14, 2012 Report Share Posted October 14, 2012 გაიხარე გიორგი, ძაან მაგარია, :yes: დავდებ შენი ნებართვით ვიდეოს და ფოტოებს FB-ის ჩვენს გვერძე. ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted October 14, 2012 Report Share Posted October 14, 2012 მაგარია გიო, გაგრძელებას მონადირის სამზარეულოში ველოდები :yes: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 14, 2012 Report Share Posted October 14, 2012 თან ველურია. ულამაზესია და კიდევ მრავალი დაგეჭიროს ელჩი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 15, 2012 Report Share Posted October 15, 2012 სამი კაცი ვათვალიერებთ ახლა ფორუმს. ამ სურათების დანახვაზე სამივეს ერთდროულად აღმოგვხვდა ეუფფფფფფფფფფფფფ!!! მაგარი ხარ ძმაო! ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted October 15, 2012 Report Share Posted October 15, 2012 გაიხარე გიო,კიდევ ერთი გიგანტი გააბი ხო?ღმერთმა ბარაქა მოგცეს !! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted October 15, 2012 Report Share Posted October 15, 2012 აუ რა მაგარია ! მალადეც გიო მალადეც ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted October 15, 2012 Report Share Posted October 15, 2012 მაგარი კაცი ხარ გიო!!! მშვენიერებაა!!! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted October 15, 2012 Report Share Posted October 15, 2012 გიორგი გილოცავ კიჟუჩის დაჭერას(ასე ქვია ამ თევზს რუსულად და უმეტესობა ამ სახელით უფრო ვიცნობთ მას)!!!!!!ეგ ერთი და სხვა მრავალი! მეთევზე თანამშრომელი და თანამოაზრე ეს სულ უკეთესი !!!!აბა შენ იცი!!! :hi: ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted October 15, 2012 Report Share Posted October 15, 2012 გაიხარე გიო მალადეც, მაგარია ძალიან ოხ რა ადრენალინი იქნებოდა მაგის გამოყვანის დროს! :yes: :hi: :hi: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 17, 2012 Author Report Share Posted October 17, 2012 გაიხარეთ ხალხო, დიდი მადლობა. მეორე ვიდეოში შეცდომა მაქვს დაშვებული, როცა ორაგულის სახეობები ჩამოვთვალე. მეხუთე სახეობას ჰქვია CHUM/ჩამ/ SALMON-ი და არა სთილჰედი. სთილჰედი ზღვის კალმახია. არ ვიცი რამ წამომიარა და კალმახის სახეობა დავაბრეხვე ორაგულის მაგივრად. აქ მაინც შევასწორო, "იქ" რაღას ვუშველი. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.