zaza 1 Posted October 17, 2012 Report Share Posted October 17, 2012 ვა შენ გენაცვალე გიორგი!ეგ არ მქონდა ნანახი!ძაან მაგარია!საღოლ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 17, 2012 Author Report Share Posted October 17, 2012 გაიხარე ზაზა ძმაო. რამოდენიმე სიტყვას ჩემს ახალ ნაცნობზეც ვიტყვი. თევზაობს ძირითადად ორაგულზე ნავიდან, როგორც ოკეანისპირა ნდინარეებზე, ასევე გაშლილ ოკეანეზეც. უმაგრესი აღჭურვილობა აქვს, ანკესებზე და კოჭებზე უკვე მოგახსენეთ, რაც შეეხება სატყუარებს, 200-ზე მეტი, მხოლოდ ბზრიალაც საკმარისია, წარმოდგენა რომ შეგექმნათ მის მარაგზე. ურთიერთობაში არ არის ისეთი ტიპი რომ თავი მოგაბეზროს, წყნარი კაცია, თან ეტყობა კეთილია. ბევრს გახსოვთ, სულ იმაზე ვჯიჯღინებდი, ნორმალური კოლეგა ვერ ვნახეთქო, ვნახოთ ეს როგორ მოიქცევა მომავალში. ჰო, ჩარტყმა ამასაც უყვარს, როგორც მეთევზეების უმეტესობას. წაღებული მქონდა ვისკი და ლუდი. წესია აქეთ ასეთი, ნავით სათევზაოდ გასულმა, თუ ბორტზე ალკოჰოლი გაქვს, თევზებსაც უნდა გაუნაწილო, ანუ რამოდენიმე ყლუპი წყალში უნდა გადაუშვა. ალბათ მაგიტომაც გამიმართლა. ამ ორშაბათს დამირეკა, შენს ქალაქში ვარ და თუ შეიძლება შემოგივლიო. მეთქი მოდი, რაზეა ბაზარითქო, კი მქონდა ყველა წუთი დათვლილი, /გაქანებული ყურძენს ვკრიფავდი/, მაგრამ უარს ნაღდად ვერ ვეტყოდი. დავათვალიერებინე ჩემი "ავლა-დიდება", ვაჩვენე ეს ვიდეოებიც და წასვლისას დავგრუზე ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება. რამოდენიმე ნახევარ მეტრიანი კალმახი, ერთი გაყინული კვატია, დიდძალად ვაშლი და ბოლოს უკვე მანქანაში რომ ჯდებოდა, შველის წინა ბარკალი ამოუდე იღლიაში. შემეცოდა, საწყალი პირდაღებული მიყურებდა, ძლივს მოატრიალა მანქანა. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 17, 2012 Report Share Posted October 17, 2012 შემეცოდა, საწყალი პირდაღებული მიყურებდა, ძლივს მოატრიალა მანქანა. :d030: :haha: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 17, 2012 Report Share Posted October 17, 2012 იპოლიტესი არ იყოს: ''ვერ მოახერხებდი''... მთლად თუ არ შეაშინე კიდე კაი ..... და წასვლისას დავგრუზე ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება..... ციტირება Link to post Share on other sites
GigaG 0 Posted October 18, 2012 Report Share Posted October 18, 2012 მაგარი თევზაობა გამოგსვლიათ, ბედნიერი კაცი ხარ ბ.ნო გიორგი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 5, 2013 Author Report Share Posted January 5, 2013 დღეს ვიყავი წასული ლიცენზიის საყიდლად, გადანახული მქონდა 181 მწვანე. ვერა ჯიგარო, 248$ უნდა სპორტულ პაკეტსო. გააძვირეს ამ შობელძაღლებმა. ისე, კაი შეკითხვა დამისვა მეუღლემ, რასაც მოჰკლავ არა სჭამ, თევზს დაიჭერ და უშვებო, არ არის რაიმე ისეთი ლიცენზია, იაფათ რო გამოხვიდეო? რა გავაკეთო?, გავიბლანდე ფიქრებში. აქამდე დღეებს ვითვლიდი. ეხლა საათების ათვლა დავიწყე. პირველი თებერვლიდან, წყალსაცავების დაბომბვას ვიწყებ. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 5, 2013 Report Share Posted January 5, 2013 აქამდე დღეებს ვითვლიდი. ეხლა საათების ათვლა დავიწყე. პირველი თებერვლიდან, წყალსაცავების დაბომბვას ვიწყებ. კარგია! მოგვაკლდა შენი რეპორტები და ფოტოები. მეც ერთი სული მაქვს როდის გავალ სადმე სათევზაოდ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 13, 2013 Author Report Share Posted January 13, 2013 (edited) გუშინ და დღეს პოლმა ამიფეთქა ტელეფონი, მთის მდინარეზე ვთევზაობ ნავით სტილჰედზე და წამოდიო. არა მაქვს ახალი ლიცენზია. პ.ს. ის მოგროვილი ფულიც დავხარჯე, არადა იმ დეგენერატს არ სცოდნია, ვინც წინა კვირაში ლიცენზიის ფასი მითხრა და იგივე ყოფილა წელსაც გადასახადი. Edited January 13, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted January 13, 2013 Report Share Posted January 13, 2013 ელჩი არაუშავს გიო, ცოტაც მოითმინე და ერთნაირად აინაზღაურებ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 20, 2013 Author Report Share Posted January 20, 2013 ერთ საათში იალაააჰ, მთის მდინარეზე მივდივარ სათევზაოდ. ნავიდან ვეცდებით სთილჰედის დაჭერას. თუ დავიჭირე ხომ კარგი, თუ არადა არც მაგაზე მოვიშლი ნერვებს. სურათებს მოვიტან. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted January 20, 2013 Report Share Posted January 20, 2013 ელჩი წარმატებები ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 21, 2013 Report Share Posted January 21, 2013 მოიცა კაცო...ფეისბუქზე უკვე სურათები ვნახე და აქ სიცარიელეა? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 21, 2013 Report Share Posted January 21, 2013 მოიცა კაცო...ფეისბუქზე უკვე სურათები ვნახე და აქ სიცარიელეა? ფორუმი არ მუშაობდა არმენ ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 21, 2013 Report Share Posted January 21, 2013 (edited) მოიცა კაცო...ფეისბუქზე უკვე სურათები ვნახე და აქ სიცარიელეა? არმენ, ეს დროებით გატიშული იყო (რამაზმა გაასწორებინა) და ფეისბუკზე მე დავდე. გიორგის გადმოვაგზავნინე. მაგარი ორაგული გააბა!!! შემოვა და დაწერს. Edited January 21, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 21, 2013 Report Share Posted January 21, 2013 ხო გავიგე რაც იყო,რამაზი რომ არ გვყავდეს რა გვეშველებოდა...ველოდები გიორგის ნადავლს... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 21, 2013 Author Report Share Posted January 21, 2013 არ დაიძინოთ, დავაყრი ეხლა სურათებს და ვიდეოებს. ნახევარი საათი მომეცით, სურათები ბევრია და ერთდროულად არ კრიფავს APPLE-ი. ვიდეოები ატვირთული მაქვს უკვე YOUTUBE-ზე. ჯერ ამითი გაერთეთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 21, 2013 Author Report Share Posted January 21, 2013 წაიშალა დიდი წერილი, რომელიც გაჯერებული იყო იუმორით და ფაქტებით. ვერაფრით ვეღარ აღვადგინე ის დაწერილი, არ გეწყინოთ, თავიდან ვეღარ დაწერ, ესეთი რამეები ცხელ გულზე იწერება, მერე "ტუფტაა". სურათებს მაინც დავდებ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 22, 2013 Author Report Share Posted January 22, 2013 (edited) მაინც უნდა გავაგრძელოთ, სხვა გზა არ არის. ამ ნავით ვითევზავეთ, მხოლოდ ნიჩბები და მდინარის ფსკერზე რახარუხი, წყლის დონე მინიმუმამდეა ეხლა. ნავის ჩაშვებისას, პოლმა ხია და შუა ტყლაპოში ჩასვა პიკაპი, ძლივს ამოვათრიეთ. ნავთან ჯენი დავტოვეთ, მისი მეუღლე, ჩვენ ორი მანქანით მდინარის დინების მიმართულებით, დაახლოებით 10კმ დავეშვით, დავტოვეთ პიკაპი ტრაილერთან ერთად და დავუბრუნდით საწყის პოზიციას. გავედით წყალში. მანამდე იქაური ლანდშაფტის გადაღებაც მოვასწარი. ესეც მდინარე. Edited January 22, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 22, 2013 Author Report Share Posted January 22, 2013 პატარა ღელე უერთდებოდა მდინარეს, იქვე ვიღაცას კოხტა სახლი ედგა. კაპიტანს ვთხოვე, აე ექ გააჩერეთქო. ვძეძგე ნაპირთან ცოტა მდორეში კანადური სატყუარა და ატყდა უშვი ქოჩორს. დაჯდა მოზრდილი "რაღაცა". ამ სურათის მარცხენა დაბლა კუთხეში სჩანს BROWNING-ის ნაჩუქარი ყანყალა, მაგას წამოეგო ფეთიანი. /სამწუხაროდ დავკარგე ეგ სატყუარა და ზედ სპინინგის წვერიც მივაყოლე, გაიბლანდა ტოტებში და ვერაფრით ვეღარ მივწვდი ნავიდან./ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 22, 2013 Author Report Share Posted January 22, 2013 გვეყოფა ამდენი წყალი და ხეები, საქმეს მივხედოთ. მოხდა ის, რისაც ყველაზე ძალიან მეშინოდა, ფოტო-კამერა ქალბატონს გადავაწოდე, ვუთხარი: ემაი დააჭირე და გეჭიროსთქო. თურმე წარამარა აწკაპუნებდა. :karochera: არ მიწყინონ ქალბატონებმა და მაგათი ადგილი არის "ქუხნაში" და საწოლში. ეს ორი ვითომ ვიდეო ავტვირთე, მეტზე ნერვი აღარ მეყო. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 22, 2013 Author Report Share Posted January 22, 2013 ესეც ნადავლი. სიგრძეში გამოვიდა 74სმ, წონაში 3,6 კგ. ეს გახლავთ სთილჰედი/STEELHEAD/ ვიდეოზე გაბრაზებულმა, ვისკიზე ვიყარე ჯავრი და კი მაქვს თვალები შაშიბეშივით. ეს სურათი საერთოდ რა, შთამომავლობას უნდა შევუნახო. არადა თვალის დახამხამების პროცესში ვარ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2013 Report Share Posted January 22, 2013 უმაგრესი ნადავლია!!! :yes: აუ რა სიამოვნება წაგვართვა იმ ქალბატონმა ვიდეოს არ(ვერ)გადაღებით :karochera: ის ორი ნაწყვეტი ვნახე, ნერწყვები წამომივიდა და გათავდა... ფაფუუუუუ ყველაფერთან ერთად რა ლამაზი თევზია რაააააააააა გემო ექნება ფანტასტიური(თან ელჩის პრიპრავებით), იფ, იფ, იფ, უფ, უფ, უფ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 22, 2013 Report Share Posted January 22, 2013 ინატრებს კაცი მასეთ ადგილებში თევზაობას აბა რა იქნება!.მაგარი ხარ გიო მაგარი! ოპერატორს საყვედური ჩვენგან,კარგი სანახაობა გამოგვაცალა ხელიდან! ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted January 22, 2013 Report Share Posted January 22, 2013 ელჩი მალადეც გიორგი მალადეც ძაან მაგარია :yes: კიდევ ბევრჯერ გეთევზაოს ასე და ასეთი სიამოვნება ბერვჯერ მიგეღოს ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 22, 2013 Report Share Posted January 22, 2013 ტრაფეი,ტრაფეი !!!!!! (Oncorhynchus mykiss)!!!! მაგარი თევზი დაგიჭერია გიორგი !!!! გილოცავ რეკორდულ ეგზემპლიარს !!!მაგარ ადგილას ყოფილხარ,მაგარი მდინარე ჩანს ! გიქებ ნადავლს !!!! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.