Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

გაიხარეთ ხალხო, დიდი მადლობა ყველას. :friends:

 

სეზონის გახსნა პარასკევს მოუწია, სამუშაო დღე იყო, მაგრამ რომ ავედი გავსებული იყო ხალხით.

ცოტა დავაგვიანე, რადგან პოლს ველოდებოდი და ვერაფრით ვერ მოახერხა წამოსვლა, მაგარი გრიპი ჰქონდა, ამიტომ 9 საათზე გავედი.

თევზი ძალიან ბევრია, არის გიგანტური ზომებისაც.

წელს ასევე ბევრი BROOK TROUT-ია შემოსული.

დღეს 7-ზე გავედით მე და პოლი, პირველად თევზაობდა ტბაზე. :scratchchin:

კაცი დაბერდა და მდინარეებზე და ოკეანეზე გაატარა ცხოვრება, მაგრა გამიკვირდა ტბაზე თევზაობის გამოცდილება რომ არ ჰქონდა.

უცებ მოვაგვარეთ პრობლემა, ავუხსენი და ვაჩვენე რა და როგორ და შეუბერეთ, ძალიან კმაყოფილი დარჩა.

ბლომად გავუშვით, ჩვენი ლიმიტები შევასრულეთ, მთელი ნადავლიდან 3 ცალი შევწვით სახლში დაბრუნებულებმა და დანარჩენი გავატანე.

ძირითადად ბერკლის ცომზე ვიჭირეთ, რამოდენიმე, დაახლოებით 7 ცალი ვერცხლისფერ კასტმასტერზე/ფორთოხლის ფერის ზოლით/ და "ნიანგის" მერყევაზე დავსვი/ესეც იგივე შეფერილობის/.

ჯერჯერობით ვიდეოს ვერ ვიღებ, ნაღდი საგიჟეთია, დაწყნარდეს ცოტა სიტუაცია და მერე მოვაყრი.

 

ესეც დღევანდელი ნადავლის სურათები.

 

პ.ს. ხვალ დილით აუცილებელი საქმე მაქვს, მოვრჩები თუ არა გავგაზავ ისევ სათევზაოდ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ გიგანტები დაცურავენ, ვეცდები წელს მაინც მოვხსნა ჩემი კალმახის რეკორდი.

 

6de063c7a2c4.jpg

 

ეს არის BROOK TROUT.

 

b66a9024bd45.jpg

 

4d3bf23b2fc3.jpg

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ხალხო, დიდი მადლობა ყველას. :friends:

 

სეზონის გახსნა პარასკევს მოუწია, სამუშაო დღე იყო, მაგრამ რომ ავედი გავსებული იყო ხალხით.

ცოტა დავაგვიანე, რადგან პოლს ველოდებოდი და ვერაფრით ვერ მოახერხა წამოსვლა, მაგარი გრიპი ჰქონდა, ამიტომ 9 საათზე გავედი.

თევზი ძალიან ბევრია, არის გიგანტური ზომებისაც.

წელს ასევე ბევრი BROOK TROUT-ია შემოსული.

დღეს 7-ზე გავედით მე და პოლი, პირველად თევზაობდა ტბაზე. :scratchchin:

კაცი დაბერდა და მდინარეებზე და ოკეანეზე გაატარა ცხოვრება, მაგრა გამიკვირდა ტბაზე თევზაობის გამოცდილება რომ არ ჰქონდა.

უცებ მოვაგვარეთ პრობლემა, ავუხსენი და ვაჩვენე რა და როგორ და შეუბერეთ, ძალიან კმაყოფილი დარჩა.

ბლომად გავუშვით, ჩვენი ლიმიტები შევასრულეთ, მთელი ნადავლიდან 3 ცალი შევწვით სახლში დაბრუნებულებმა და დანარჩენი გავატანე.

ძირითადად ბერკლის ცომზე ვიჭირეთ, რამოდენიმე, დაახლოებით 7 ცალი ვერცხლისფერ კასტმასტერზე/ფორთოხლის ფერის ზოლით/ და "ნიანგის" მერყევაზე დავსვი/ესეც იგივე შეფერილობის/.

ჯერჯერობით ვიდეოს ვერ ვიღებ, ნაღდი საგიჟეთია, დაწყნარდეს ცოტა სიტუაცია და მერე მოვაყრი.

 

ესეც დღევანდელი ნადავლის სურათები.

 

პ.ს. ხვალ დილით აუცილებელი საქმე მაქვს, მოვრჩები თუ არა გავგაზავ ისევ სათევზაოდ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ გიგანტები დაცურავენ, ვეცდები წელს მაინც მოვხსნა ჩემი კალმახის რეკორდი.

 

6de063c7a2c4.jpg

 

ეს არის BROOK TROUT.

 

b66a9024bd45.jpg

 

4d3bf23b2fc3.jpg

 

 

:yes:

 

 

ხოშიანია!

 

ცისარტყელა კალმახით განებივრებული გყავდით და ამ BROOK TROUT შემოსლაც ძალიან გამეხარდა.

 

 

ისე მაგ ფოტოებში შენც გამოჩნდი და მაგ პოლიც გამოაჩინე! თორემ ფეისბულზე მარტო თევზების ფოტოების დადება მიწევს.

Link to post
Share on other sites

ვახ რა მაგარიაააააააააააააა! :yes: :yes: :yes:

 

 

სამოთხეში რომ ხარ ეგ ერთი საკითხია, მაგრამ მაგ საქმეს შესაბამისი ცოდნაც უნდა...

 

ბრავო გიორგი! B)

Link to post
Share on other sites

ბევრი მადლობა თქვენ. :friends:

 

გუშინაც ავედი, იქნებოდა დაახლოებით შუადღის 3 საათი.

 

შესვლისას ბილიკზე შემხვდა ჩემი ძველი ნაცნობი, დაწერილი მაქვს მაგ კაცზე სადღაც, ხანშიშესული ინდიელია.

მოკლედ ვერ მოხდა "კაი" ამბავი.

 

მაჩვენა თავისი ნადავლი და მაგხელა ცისარტყელა კალმახი რეალში პირველად ვნახე.

 

იქვე გავაზომინე და ავაწონინე,/ჩვენში დარჩეს და მაგარი კლეოზნიკი ვარ, ძალიან მძიმე ხასიათთან ერთად./ :d030:

თვალებს არ ვუჯერებდი.

 

69სმ იყო სიგრძეში და 3,800კგ წონაში.

 

მოსვენება მაქვს დაკარგული, გუშინ უკვე მაგრად ბნელოდა ტბა რომ დავტოვე.

5 ცალი მომცრო/25-30სმ/ გავუშვი, სამი ცალი 45-იანები წამოვიღე.

მძიმე დღე იყო, მაგრად ზარმაცობდა თევზი.

წნევაა მაღალი და ნისლია, მზის ნასახი არ სჩანდა მთელი დღე.

ეხლა შუადღის 12 ხდება აქ, მოვრჩები რაღაც პატარა საქმე მაქვს სახლში და შხუილ-შხუილით უნდა გავეშვა ისევ სათევზაოდ.

Link to post
Share on other sites

სანამ რაიმეს მკითხავთ, სჯობია ეხლავე გითხრათ.

 

გასული ვიყავი დღესაც./ვაღიარებ, სრულყოფილი "ბალნოი" ვარ./ :d030:

 

შედეგი იყო ნოლი.

 

 

მხოლოდ ორჯერ ისეთი წაარტყა სატყუარას 3 საათში :karochera: , აი რომ არ გინდა ვიღაცას ხელი ჩამოართვა და ისე რო აუწევ ხელს მოვალეობის გულისათვის. :d030:

 

ხდება ასეთიც ძმებო, ხელცარიელი დაგიბრუნდით. :friends:

Link to post
Share on other sites

სანამ რაიმეს მკითხავთ, სჯობია ეხლავე გითხრათ.

 

გასული ვიყავი დღესაც./ვაღიარებ, სრულყოფილი "ბალნოი" ვარ./ :d030:

 

შედეგი იყო ნოლი.

 

 

მხოლოდ ორჯერ ისეთი წაარტყა სატყუარას 3 საათში :karochera: , აი რომ არ გინდა ვიღაცას ხელი ჩამოართვა და ისე რო აუწევ ხელს მოვალეობის გულისათვის. :d030:

 

ხდება ასეთიც ძმებო, ხელცარიელი დაგიბრუნდით. :friends:

 

 

 

ხელცარიელიო?!!! გიორგი, მაგაზე მეტი პრობლემა არ გქონოდეს!!! :)

 

მასეთებზე რომ მედარდა ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. :d030:

 

თევზაობაშიც და ყველა სხვა საქმეში ღმერთმა ხელი მოგიმართოს და დაგიმშვენოს!!!

 

 

:hi:

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

ამიტომ არის საჭირო ამინდის შემოწმება.

მე რომ გუშინ მენახა, თუ რა ამინდი იქნებოდა დღეს, ფეხს არ გავადგავდი.

ჩამოიქცა ცა ისეთი წვიმაა.

ასეა, როცა რადიკალურად იცვლება ამინდი, ვერ მიაკარებ კალმახს სატყუარაზე, წინა კვირა მშრალი ამინდები იყო.

დღესაც არ წავალ, ხვალეც წვიმაა, მაგრამ უკვე შეიძლება ხვალისთვის გასვლა.

Link to post
Share on other sites

ძალიან არ ინერვიულო ჩემო გიორგი !!! მარააა,3.800-სიო !!!მართლა მაგარი კალმახი დაუჭერია ოცეოლას !!აბა კი გქონია სტიმული მოხსნა რეკორდი.აბა შენ იცი,ერთი ცალი ხომ არ იქნებოდა მაგ ზომის მაგ წყალსატევში??? ასე რომ ბალეიშიკები შენ რომ გყავს ძმა ამდენი უნდა.. :hi:

Link to post
Share on other sites

6-ში დილის 7-ზე გავედი, ანუ გუშინ.

 

წვიმდა და საშინელი ამინდი იყო, ქარმა თავი წამაცალა, ისე უწუწუნებდა.

ბერკლის ცომზე საერთოდ რეაგირება არ იყო.

კასტმასტერზე და მერყევაზე დავსვი თითო, მერე პანთერ მართინი ვსინჯე.

გადაგდება იყო და რაღაც "საშინელება" დაჯდა, თან UL-ის ჯოხით ვთევზაობდი.

ჩაწყვიტა ძუა და გაიყოლა სატყუარაც.

მეორეც მქონდა იგივე ფერებში, ორიცალი კილოზე მეტიანი კიდევ გავაშრე.

 

მერე კიდევ დაჯდა გიგანტი, სადღაც 5-6 მეტრში მოვიყვანე, მაგრამ წავიდა ისიც სატყუარასთან ერთად.

ეხლა რა მოხდა, სულ მთლად ახალი კოჭა მეყენა, ადრე სურათებიც დავდე, OKUMA, SAFINA Pro, SPa-35, 4 საკისრიანი.

მერე დავაკვირდი და სახელური გაღუნული იყო, ღერძი გაიღუნა. :karochera:

მეხუთე ჩემს გაკეთებულ მერყევაზე შეჯდა.

 

მაღაზიაში მხოლოდ სახელური შემიცვალეს/მაგარი ჟმოტი მენეჯერი ჰყავთ/ და ახალი სატყუარებიც ავიღე.

 

1-2 პანთერ მართინის N6-ებია, შუაში THOMAS-ის უნივერსალური მერყევაა, ბოლო ორი LITTLE CLEO-ს მერყევებია.

ჰო, ყველაზე მთავარი, ის ძუა რაც მეხვია კოჭაზე, ნაგავში განისვენებს, ძაფივით წყდებოდა, ახალი "ტროსი" დავახვიე. :d030:

 

სადღაც 5 საათში ისევ უნდა წავიდე, სანამ არ დავიჭერ მაგ დიდებს, არ მოვეშვები. :vinsent:

 

304fa5de4e77.jpg

 

ამ ხუთცალმა საერთო ჯამში დაახლოებით 6კგ შეადგინა.

 

ce9b01edda10.jpg

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ოხ გიორგი შენ გადამრევ მე !!! ფრიქციონი გქონდა მოშვებული თუ ისევ ჩაკეტილი გქონდა?თუ წნული დააყენე ბოლოში ფლუროკარბონის 50 სმ.სადავე მიაბი 0.25-0.27მმ.პასტას რომელს ხმარობ ძირითადად? ხანდა ხან პასტის ფერის შეცვლა კარგ შედეგს იძლევა.ჩვენ რომ ვიყავით ყვითელმა საერთოდ არ იმუშავა,მუშაობდა მარტო მუქი მალინის ფერი Fl.Red-ი

Link to post
Share on other sites

დაშვებული მქონდა ზური ფრიქციონი, ძუა იყო გამხმარი, შარშანდელი მეყენა. :karochera:

 

წნული კიდევ 4,6კგ-იანზე ნაკლები არ იყიდება აქ, მაგ სისქის ძიუთ კიდევ ნაპირიდან ვერ გავისვრი სატყუარას შორს, მინიმუმ 50-60 მეტრზე მაინც უნდა გავაშხუილო, შედეგი რომ მქონდეს.

 

ცომები სხვებმაც სინჯეს და არცერთს არ გაეკარა.

 

ამაზეც ფლუროკარბონი დავახვიე ამ საღამოს, უხილავი და უძირავი ძუა.

 

ვნახოთ ხვალ რა იქნება./რაღა ხვალ, გათენდება 4 საათში, გავგაზე ლოგინში :d030: ./

Link to post
Share on other sites

გასაკვირია! თხელი წნულები რატომ არ იყიდება მანდ??? :blink: ხო მართლა იაპონური წნულები თუ აქვთ მანდ გაყიდვაში?იაპონელებს აქვთ საკაიფო,მაგრამ ძვირფასიანი სრიალა წნულები ულტრა ლაითისათვის.

Link to post
Share on other sites

ვაა რა აზარტში ჩაუგდიათ ბომბორა თევზებს ჩვენი გიორგი...წნულს რაც შეეხება 4,6 კგ თუ უწერია, საშუალო ხარისხისიც რომ იყოს 1,2 -1,4 ძუა იქნება და თავისუფლად მოისვრი სატყუარას,თუმცა მეც მონოთი უფრო მეტ სიამოვნებას ვღებულობ.

ხშირად მომსვლია რომ დიდი თევზი დამიკარგავს ძუის ან კავის გამო,ვიცი რა აზარტიც აქვს შემდეგ გასვლაზე მომზადებას,ჯიბესაც კარგად ეტყობა,მაგრამ ხომ ყველამ ვიცით რომ რაც ჩვენი დასაჭერია იმას მაინც ჩვენ დავიჭერთ :old:

წარმატებები გიორგი!!!შენი ჩაწყვეტილი მარტინების სურათების მოლოდინში ვარ :*

Link to post
Share on other sites

დამიჯერეთ ძმებო, ამ ყველაფერს, რასაც ჰკითხულობთ და ჰხედავთ ჩემი გადმოცემულიდან, თქვენი დამსახურებაა.

რომ არა თქვენ, არც ვწერდი, არც სურათებს და ვიდეოებს ვიღებდი, მანამ თქვენ გაგიცნობდით,, ჰაა-ჰა მე და სალოს გვქონდეს თევზაობის რამოდენიმე ვიდეო გადაღებული, ისიც ოჯახის ისტორიისთვის..

 

გავედი დღესაც.

მეშვიდე დღეა სეზონის გახსნიდან და მხოლოდ ერთი დღე გამოვტოვე, ისიც შეგნებულად.

 

ვიდეოებით და სურათებით გეტყვით სათქმელს.

 

/ეს ვიდეო ოთხში დილით გადავიღე./

 

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ერთი ძალიან "რაღაცა" კიდევ.

 

სურათებზე ჰხედავთ რომ მახურავს აშშ-ს არმიის ქუდი და მათივე არმიის ეკიპირების ფეხთსაბურავი მაცვია ფეხზე.

 

 

გამოსვლისას, პატარა გოგო-ბიჭი მოდიოდა ბილიკზე.

სასეირნოდ გამოსულიყვნენ ტყეში.

დაღლილი და თავდაღუნული მოვდიოდი, მივეჩვიე ამ ბოლო დროს მსგავს სიარულს.

გულში ლაპარაკს დავეჩვიე, დავღუნავ თავს და დავღიღინიბ, თუ თოფი მიჭირავს, მაღლა ცაში ვიყურები და უფრო ლაღი ხმები მომდის და ამომდის მერე სხეულიდან.

ბიჭმა სამხედრო მისალმება გამიკეთა, ინსტიქტურად გავჩერდი და პატივი ვეცი ხელის აწევით, მეც მხედრული სალამი მივართვი.

 

ბავშვებმა, დაახლოებით 15-17 წლისებმა, მადლობა მომიხადეს, რომ მე ვემსახურე მათ ქვეყანას.

 

პ.ს. ACU-ს ნებისმიერი ატრიბუტიკის მტარებელი აღარა ვარ, მერამდენედ შემრცხვა.

კი ვუთხარი 90-იანებში მეცვა სამხედრო ფორმათქო, მარგამ იმათ რა იფიქრეს, არ ვიცი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...