courage 2 Posted February 3, 2013 Report Share Posted February 3, 2013 მშვენიერია ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted February 3, 2013 Report Share Posted February 3, 2013 მაგარი ხარ გიო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 3, 2013 Author Report Share Posted February 3, 2013 გაიხარეთ ხალხო, დიდი მადლობა ყველას. სეზონის გახსნა პარასკევს მოუწია, სამუშაო დღე იყო, მაგრამ რომ ავედი გავსებული იყო ხალხით. ცოტა დავაგვიანე, რადგან პოლს ველოდებოდი და ვერაფრით ვერ მოახერხა წამოსვლა, მაგარი გრიპი ჰქონდა, ამიტომ 9 საათზე გავედი. თევზი ძალიან ბევრია, არის გიგანტური ზომებისაც. წელს ასევე ბევრი BROOK TROUT-ია შემოსული. დღეს 7-ზე გავედით მე და პოლი, პირველად თევზაობდა ტბაზე. კაცი დაბერდა და მდინარეებზე და ოკეანეზე გაატარა ცხოვრება, მაგრა გამიკვირდა ტბაზე თევზაობის გამოცდილება რომ არ ჰქონდა. უცებ მოვაგვარეთ პრობლემა, ავუხსენი და ვაჩვენე რა და როგორ და შეუბერეთ, ძალიან კმაყოფილი დარჩა. ბლომად გავუშვით, ჩვენი ლიმიტები შევასრულეთ, მთელი ნადავლიდან 3 ცალი შევწვით სახლში დაბრუნებულებმა და დანარჩენი გავატანე. ძირითადად ბერკლის ცომზე ვიჭირეთ, რამოდენიმე, დაახლოებით 7 ცალი ვერცხლისფერ კასტმასტერზე/ფორთოხლის ფერის ზოლით/ და "ნიანგის" მერყევაზე დავსვი/ესეც იგივე შეფერილობის/. ჯერჯერობით ვიდეოს ვერ ვიღებ, ნაღდი საგიჟეთია, დაწყნარდეს ცოტა სიტუაცია და მერე მოვაყრი. ესეც დღევანდელი ნადავლის სურათები. პ.ს. ხვალ დილით აუცილებელი საქმე მაქვს, მოვრჩები თუ არა გავგაზავ ისევ სათევზაოდ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ გიგანტები დაცურავენ, ვეცდები წელს მაინც მოვხსნა ჩემი კალმახის რეკორდი. ეს არის BROOK TROUT. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 3, 2013 Report Share Posted February 3, 2013 გაიხარეთ ხალხო, დიდი მადლობა ყველას. სეზონის გახსნა პარასკევს მოუწია, სამუშაო დღე იყო, მაგრამ რომ ავედი გავსებული იყო ხალხით. ცოტა დავაგვიანე, რადგან პოლს ველოდებოდი და ვერაფრით ვერ მოახერხა წამოსვლა, მაგარი გრიპი ჰქონდა, ამიტომ 9 საათზე გავედი. თევზი ძალიან ბევრია, არის გიგანტური ზომებისაც. წელს ასევე ბევრი BROOK TROUT-ია შემოსული. დღეს 7-ზე გავედით მე და პოლი, პირველად თევზაობდა ტბაზე. კაცი დაბერდა და მდინარეებზე და ოკეანეზე გაატარა ცხოვრება, მაგრა გამიკვირდა ტბაზე თევზაობის გამოცდილება რომ არ ჰქონდა. უცებ მოვაგვარეთ პრობლემა, ავუხსენი და ვაჩვენე რა და როგორ და შეუბერეთ, ძალიან კმაყოფილი დარჩა. ბლომად გავუშვით, ჩვენი ლიმიტები შევასრულეთ, მთელი ნადავლიდან 3 ცალი შევწვით სახლში დაბრუნებულებმა და დანარჩენი გავატანე. ძირითადად ბერკლის ცომზე ვიჭირეთ, რამოდენიმე, დაახლოებით 7 ცალი ვერცხლისფერ კასტმასტერზე/ფორთოხლის ფერის ზოლით/ და "ნიანგის" მერყევაზე დავსვი/ესეც იგივე შეფერილობის/. ჯერჯერობით ვიდეოს ვერ ვიღებ, ნაღდი საგიჟეთია, დაწყნარდეს ცოტა სიტუაცია და მერე მოვაყრი. ესეც დღევანდელი ნადავლის სურათები. პ.ს. ხვალ დილით აუცილებელი საქმე მაქვს, მოვრჩები თუ არა გავგაზავ ისევ სათევზაოდ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ გიგანტები დაცურავენ, ვეცდები წელს მაინც მოვხსნა ჩემი კალმახის რეკორდი. ეს არის BROOK TROUT. ხოშიანია! ცისარტყელა კალმახით განებივრებული გყავდით და ამ BROOK TROUT შემოსლაც ძალიან გამეხარდა. ისე მაგ ფოტოებში შენც გამოჩნდი და მაგ პოლიც გამოაჩინე! თორემ ფეისბულზე მარტო თევზების ფოტოების დადება მიწევს. ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted February 3, 2013 Report Share Posted February 3, 2013 სამოთხეში ხარ გიორგი სამოთხეში,ნეტა ჩვენს ბუნებას ეშველებოდეს რამე,ღმერთმა ქნას ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted February 3, 2013 Report Share Posted February 3, 2013 მაგარი ხარ გიო ! ამას ქვია სეზონის გახსნა :yes: ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted February 3, 2013 Report Share Posted February 3, 2013 ბარაქა გიორგი გაიხარე მაგარია! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 4, 2013 Report Share Posted February 4, 2013 ვახ რა მაგარიაააააააააააააა! :yes: სამოთხეში რომ ხარ ეგ ერთი საკითხია, მაგრამ მაგ საქმეს შესაბამისი ცოდნაც უნდა... ბრავო გიორგი! B) ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 4, 2013 Author Report Share Posted February 4, 2013 ბევრი მადლობა თქვენ. გუშინაც ავედი, იქნებოდა დაახლოებით შუადღის 3 საათი. შესვლისას ბილიკზე შემხვდა ჩემი ძველი ნაცნობი, დაწერილი მაქვს მაგ კაცზე სადღაც, ხანშიშესული ინდიელია. მოკლედ ვერ მოხდა "კაი" ამბავი. მაჩვენა თავისი ნადავლი და მაგხელა ცისარტყელა კალმახი რეალში პირველად ვნახე. იქვე გავაზომინე და ავაწონინე,/ჩვენში დარჩეს და მაგარი კლეოზნიკი ვარ, ძალიან მძიმე ხასიათთან ერთად./ თვალებს არ ვუჯერებდი. 69სმ იყო სიგრძეში და 3,800კგ წონაში. მოსვენება მაქვს დაკარგული, გუშინ უკვე მაგრად ბნელოდა ტბა რომ დავტოვე. 5 ცალი მომცრო/25-30სმ/ გავუშვი, სამი ცალი 45-იანები წამოვიღე. მძიმე დღე იყო, მაგრად ზარმაცობდა თევზი. წნევაა მაღალი და ნისლია, მზის ნასახი არ სჩანდა მთელი დღე. ეხლა შუადღის 12 ხდება აქ, მოვრჩები რაღაც პატარა საქმე მაქვს სახლში და შხუილ-შხუილით უნდა გავეშვა ისევ სათევზაოდ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 5, 2013 Author Report Share Posted February 5, 2013 სანამ რაიმეს მკითხავთ, სჯობია ეხლავე გითხრათ. გასული ვიყავი დღესაც./ვაღიარებ, სრულყოფილი "ბალნოი" ვარ./ შედეგი იყო ნოლი. მხოლოდ ორჯერ ისეთი წაარტყა სატყუარას 3 საათში , აი რომ არ გინდა ვიღაცას ხელი ჩამოართვა და ისე რო აუწევ ხელს მოვალეობის გულისათვის. ხდება ასეთიც ძმებო, ხელცარიელი დაგიბრუნდით. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 5, 2013 Report Share Posted February 5, 2013 სანამ რაიმეს მკითხავთ, სჯობია ეხლავე გითხრათ. გასული ვიყავი დღესაც./ვაღიარებ, სრულყოფილი "ბალნოი" ვარ./ შედეგი იყო ნოლი. მხოლოდ ორჯერ ისეთი წაარტყა სატყუარას 3 საათში , აი რომ არ გინდა ვიღაცას ხელი ჩამოართვა და ისე რო აუწევ ხელს მოვალეობის გულისათვის. ხდება ასეთიც ძმებო, ხელცარიელი დაგიბრუნდით. ხელცარიელიო?!!! გიორგი, მაგაზე მეტი პრობლემა არ გქონოდეს!!! მასეთებზე რომ მედარდა ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. თევზაობაშიც და ყველა სხვა საქმეში ღმერთმა ხელი მოგიმართოს და დაგიმშვენოს!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 5, 2013 Author Report Share Posted February 5, 2013 DMORAL ამიტომ არის საჭირო ამინდის შემოწმება. მე რომ გუშინ მენახა, თუ რა ამინდი იქნებოდა დღეს, ფეხს არ გავადგავდი. ჩამოიქცა ცა ისეთი წვიმაა. ასეა, როცა რადიკალურად იცვლება ამინდი, ვერ მიაკარებ კალმახს სატყუარაზე, წინა კვირა მშრალი ამინდები იყო. დღესაც არ წავალ, ხვალეც წვიმაა, მაგრამ უკვე შეიძლება ხვალისთვის გასვლა. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 6, 2013 Report Share Posted February 6, 2013 ძალიან არ ინერვიულო ჩემო გიორგი !!! მარააა,3.800-სიო !!!მართლა მაგარი კალმახი დაუჭერია ოცეოლას !!აბა კი გქონია სტიმული მოხსნა რეკორდი.აბა შენ იცი,ერთი ცალი ხომ არ იქნებოდა მაგ ზომის მაგ წყალსატევში??? ასე რომ ბალეიშიკები შენ რომ გყავს ძმა ამდენი უნდა.. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 7, 2013 Author Report Share Posted February 7, 2013 (edited) 6-ში დილის 7-ზე გავედი, ანუ გუშინ. წვიმდა და საშინელი ამინდი იყო, ქარმა თავი წამაცალა, ისე უწუწუნებდა. ბერკლის ცომზე საერთოდ რეაგირება არ იყო. კასტმასტერზე და მერყევაზე დავსვი თითო, მერე პანთერ მართინი ვსინჯე. გადაგდება იყო და რაღაც "საშინელება" დაჯდა, თან UL-ის ჯოხით ვთევზაობდი. ჩაწყვიტა ძუა და გაიყოლა სატყუარაც. მეორეც მქონდა იგივე ფერებში, ორიცალი კილოზე მეტიანი კიდევ გავაშრე. მერე კიდევ დაჯდა გიგანტი, სადღაც 5-6 მეტრში მოვიყვანე, მაგრამ წავიდა ისიც სატყუარასთან ერთად. ეხლა რა მოხდა, სულ მთლად ახალი კოჭა მეყენა, ადრე სურათებიც დავდე, OKUMA, SAFINA Pro, SPa-35, 4 საკისრიანი. მერე დავაკვირდი და სახელური გაღუნული იყო, ღერძი გაიღუნა. მეხუთე ჩემს გაკეთებულ მერყევაზე შეჯდა. მაღაზიაში მხოლოდ სახელური შემიცვალეს/მაგარი ჟმოტი მენეჯერი ჰყავთ/ და ახალი სატყუარებიც ავიღე. 1-2 პანთერ მართინის N6-ებია, შუაში THOMAS-ის უნივერსალური მერყევაა, ბოლო ორი LITTLE CLEO-ს მერყევებია. ჰო, ყველაზე მთავარი, ის ძუა რაც მეხვია კოჭაზე, ნაგავში განისვენებს, ძაფივით წყდებოდა, ახალი "ტროსი" დავახვიე. სადღაც 5 საათში ისევ უნდა წავიდე, სანამ არ დავიჭერ მაგ დიდებს, არ მოვეშვები. ამ ხუთცალმა საერთო ჯამში დაახლოებით 6კგ შეადგინა. Edited February 7, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted February 7, 2013 Report Share Posted February 7, 2013 საღოლ გიო საღოლ B) ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 7, 2013 Report Share Posted February 7, 2013 ოხ გიორგი შენ გადამრევ მე !!! ფრიქციონი გქონდა მოშვებული თუ ისევ ჩაკეტილი გქონდა?თუ წნული დააყენე ბოლოში ფლუროკარბონის 50 სმ.სადავე მიაბი 0.25-0.27მმ.პასტას რომელს ხმარობ ძირითადად? ხანდა ხან პასტის ფერის შეცვლა კარგ შედეგს იძლევა.ჩვენ რომ ვიყავით ყვითელმა საერთოდ არ იმუშავა,მუშაობდა მარტო მუქი მალინის ფერი Fl.Red-ი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 7, 2013 Author Report Share Posted February 7, 2013 დაშვებული მქონდა ზური ფრიქციონი, ძუა იყო გამხმარი, შარშანდელი მეყენა. წნული კიდევ 4,6კგ-იანზე ნაკლები არ იყიდება აქ, მაგ სისქის ძიუთ კიდევ ნაპირიდან ვერ გავისვრი სატყუარას შორს, მინიმუმ 50-60 მეტრზე მაინც უნდა გავაშხუილო, შედეგი რომ მქონდეს. ცომები სხვებმაც სინჯეს და არცერთს არ გაეკარა. ამაზეც ფლუროკარბონი დავახვიე ამ საღამოს, უხილავი და უძირავი ძუა. ვნახოთ ხვალ რა იქნება./რაღა ხვალ, გათენდება 4 საათში, გავგაზე ლოგინში ./ ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted February 7, 2013 Report Share Posted February 7, 2013 :hi: ბარო გიო მაგარი ხარ რა როგორც ყოველთვის გაიხარე! აბა წარმატებები გიგანტების ჭერაში! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 7, 2013 Report Share Posted February 7, 2013 გასაკვირია! თხელი წნულები რატომ არ იყიდება მანდ??? :blink: ხო მართლა იაპონური წნულები თუ აქვთ მანდ გაყიდვაში?იაპონელებს აქვთ საკაიფო,მაგრამ ძვირფასიანი სრიალა წნულები ულტრა ლაითისათვის. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 7, 2013 Report Share Posted February 7, 2013 ხო მოსპო თუ სადმე კალმახი დაცურავდა ორეგონში! პროფესორი ხარ გიო ნამდვილი შენი საქმის! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 7, 2013 Report Share Posted February 7, 2013 ვაა რა აზარტში ჩაუგდიათ ბომბორა თევზებს ჩვენი გიორგი...წნულს რაც შეეხება 4,6 კგ თუ უწერია, საშუალო ხარისხისიც რომ იყოს 1,2 -1,4 ძუა იქნება და თავისუფლად მოისვრი სატყუარას,თუმცა მეც მონოთი უფრო მეტ სიამოვნებას ვღებულობ. ხშირად მომსვლია რომ დიდი თევზი დამიკარგავს ძუის ან კავის გამო,ვიცი რა აზარტიც აქვს შემდეგ გასვლაზე მომზადებას,ჯიბესაც კარგად ეტყობა,მაგრამ ხომ ყველამ ვიცით რომ რაც ჩვენი დასაჭერია იმას მაინც ჩვენ დავიჭერთ წარმატებები გიორგი!!!შენი ჩაწყვეტილი მარტინების სურათების მოლოდინში ვარ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 8, 2013 Author Report Share Posted February 8, 2013 (edited) დამიჯერეთ ძმებო, ამ ყველაფერს, რასაც ჰკითხულობთ და ჰხედავთ ჩემი გადმოცემულიდან, თქვენი დამსახურებაა. რომ არა თქვენ, არც ვწერდი, არც სურათებს და ვიდეოებს ვიღებდი, მანამ თქვენ გაგიცნობდით,, ჰაა-ჰა მე და სალოს გვქონდეს თევზაობის რამოდენიმე ვიდეო გადაღებული, ისიც ოჯახის ისტორიისთვის.. გავედი დღესაც. მეშვიდე დღეა სეზონის გახსნიდან და მხოლოდ ერთი დღე გამოვტოვე, ისიც შეგნებულად. ვიდეოებით და სურათებით გეტყვით სათქმელს. /ეს ვიდეო ოთხში დილით გადავიღე./ Edited February 8, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 8, 2013 Author Report Share Posted February 8, 2013 ესენი დღევანდელებია. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 8, 2013 Author Report Share Posted February 8, 2013 ესეც სურათები. ესეც დღევანდელი მთლიანი ნადავლი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 8, 2013 Author Report Share Posted February 8, 2013 ერთი ძალიან "რაღაცა" კიდევ. სურათებზე ჰხედავთ რომ მახურავს აშშ-ს არმიის ქუდი და მათივე არმიის ეკიპირების ფეხთსაბურავი მაცვია ფეხზე. გამოსვლისას, პატარა გოგო-ბიჭი მოდიოდა ბილიკზე. სასეირნოდ გამოსულიყვნენ ტყეში. დაღლილი და თავდაღუნული მოვდიოდი, მივეჩვიე ამ ბოლო დროს მსგავს სიარულს. გულში ლაპარაკს დავეჩვიე, დავღუნავ თავს და დავღიღინიბ, თუ თოფი მიჭირავს, მაღლა ცაში ვიყურები და უფრო ლაღი ხმები მომდის და ამომდის მერე სხეულიდან. ბიჭმა სამხედრო მისალმება გამიკეთა, ინსტიქტურად გავჩერდი და პატივი ვეცი ხელის აწევით, მეც მხედრული სალამი მივართვი. ბავშვებმა, დაახლოებით 15-17 წლისებმა, მადლობა მომიხადეს, რომ მე ვემსახურე მათ ქვეყანას. პ.ს. ACU-ს ნებისმიერი ატრიბუტიკის მტარებელი აღარა ვარ, მერამდენედ შემრცხვა. კი ვუთხარი 90-იანებში მეცვა სამხედრო ფორმათქო, მარგამ იმათ რა იფიქრეს, არ ვიცი. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.