pescatore 27 Posted February 1, 2012 Report Share Posted February 1, 2012 ჰოოო მეც მასე ფიქრობ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 1, 2012 Author Report Share Posted February 1, 2012 ძმებო, კმაყოფილი დავბრუნდი, გაიხარეთ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 ფოტოებიც გვინდა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 2, 2012 Author Report Share Posted February 2, 2012 ამჯერად სურათები ვერ გადავიღე ვახტანგ, უნდა დაგენახე სახლში როგორი ტალახიანი შევედი. არაუშავს, იმდენ სურათებს მოვაყრი, მერე დათვალიერება დაგეზაროთ. ეს ვიდეოც გამოსვლისას გადავიღე, ცოტა გადაიღო წვიმამ და მაშინ მოვასწარი მცირე ნარკვევის ჩაწერა. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 საღოლ! გილოცავ გიო სეზონის გახსნას ! ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 გიორგი მოგილოცავ სეზონის გახსნას და კარგ თევზაობას B) :hi: ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 გილოცავ გიორგი სეზონის გახსნას. გაუჩნდათ ჭირი ხო კალმახებს უკვე? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 2, 2012 Author Report Share Posted February 2, 2012 ქევხო და ზაზა გაიხარეთ ძმებო. ავთია, მარტო თევზებს დაეწყოთ გაჭირვება და ციებცხელება??? B) სხვამ არაფერმა იმუშავა ბიჭებო, მანდ ვიდეოში აღარ დავწვრილმანდი და 2 საათი "გავასუხარე". დილით 8-ზე დავცხე, წვიმამაც დამცხო, მაგრამ შედეგი მქონდა ნული. არცერთი წამოდება. სამი საპატიო წრე დავცხე ტბას, საიდან აღარ ვსინჯე და რითი არა, მაგრამ არ მოდიოდა. BROWNING-ის მძიმე არტილერია ვხიე სხვადასხვა მრავალფეროვნებით, მაინც ვერა. მერე ისევ ძველ ხერხს მივმართე. მკედზე მოცურავე გადასავსები ტივტივა, 1,80სმ-2მ სადავით, რომლის ბოლოზეც სამკაუჭა ბღუჯავდა ბერკლის მწვანე ბოილს მსხლისებურად მოთელილს და ჰეეეეეეეეეეეეეჰ. ეეწყო ცხოვრებაი. შემდეგ ორ საათში მანგრა გევერთე. აზელილი იყო იქაურობა, ძალიან სრიალებს ფეხი ტალახზე, დაუზიანებელი კი გამოვედი, მაგრამ სახლში არ შემესვლებოდა, ისეთი ამოგანგლული ვიყავი. ხვალ და ზეგ სალომეს დასვენება გამოუცხადეს სკოლაში/ხუთშაბათს-პარასკევს/, ამან კიდევ მე გამომიცხადა, როცა დაინახა თევზები "რაკოვინაში":-ხვალ დილით რომელ საათზე გავდივართო??? B) გავალ მა რას ვიზამ, თორე ცოცხლად შემჭამს ეს მამა............... :( :P /გადარეული/ ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 გაიხარე გიო! მადლობა შენ ამ ვიდეოსათვის! რა მაინტერესებს იცი?! ბერკლის პასტები brown კალმახზე თუ მასეთივე წარმატებით მუშაობს ? ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 გილოცავ გიორგი,მრავალი სეზონის გახსნას დაგასწროს რმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 კაია გიორგი. თუმცა სხვაგან ან სხვა დროს შეიძლება მაგეებმაც იმუშავოს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 2, 2012 Author Report Share Posted February 2, 2012 გაიხარე გიო! მადლობა შენ ამ ვიდეოსათვის! რა მაინტერესებს იცი?! ბერკლის პასტები brown კალმახზე თუ მასეთივე წარმატებით მუშაობს ? მითევზავია brown-ზე, ოღონდაც მთის მდინარეებზე, სადაც დაიჭირე-გაუშვის პრინციპით თევზაობ, ასევე წყლიდან არ უნდა ამოიყვანო, ისე უნდა გაუშვა. აქ ჩემთან, მათი შენახვა აკრძალულია. თევზაობ შოლტით, რომელიც ჯერ არ მიცდია და სპინინგით. ორივეზე ხელოვნურ ბუზანკალს და სპინინგზე ჭიაყელასაც ხმარობ. დავით, არ მინახავს და არ გამიგია, რომ ვინმეს ეს ცომები ეხმაროს მდინარეზე მაგ სახეობის დასაჭერად. ვნახოთ ამ ზაფხულს თუ მომიხერხდა, წავალ ერთხელ და ფოტო-ვიდეო მასალასაც მოგაწვდით. drakoni-სადა ხარ კაცო აქამდე? მადლობა ჯაბა. BROWNING-იცი ვახტანგ მაგ ჯიშის საქციელი, არ არის გამორიცხული წინა დღეს რასაც არ გაეკარა, მეორე დღეს თავი გაიგიჟოს. გეხსომება "პანთერ მარტინის" ტრიალები, რომლებითაც სასწაულ შედეგებს ვაღწევდი, მაგრამ გუშინ საერთოდ არავითარი ყურადღება პატივცემული კალმახებისგან. მოკლედ, ექსპერიმენტები გრძელდება. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 ვიცოდი გიორგი შედეგიანად რომ დაბრუნდებოდი.... გაიხარე!!! მგონი პირველი ხარ აქ შედეგიანი გასვლა ვინც მოახერხა თევზაობაში. თუ გაქვს სტაფილოსფერიც გასინჯე ბოილი,მე ერთ დღეს მწვანეზე კარგად დავიჭირე,მეორედ საერთოდ არ გაეკარა მწვანეს და სტაფილოსფერზე მოვიდა... და კიდე ჩემს სახელზე ერთი ასე მოსინჯე...მსხლის ფორმის მაგივრად ხოკეის ჯოხის ან(ბუმერანგის) ფორმა მიეცი,მაგრა ბზრიალობს,მე სულ მასე ვიჭირე მაგ ბოილებზე ბომბარდით. პს...ჩემი კი არ გესწავლება,მაგ საკითხში მგელი ხარ და აქეთ გვასწავლი ყველას.. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 3, 2012 Author Report Share Posted February 3, 2012 გაიხარე არმენ. ძალიან დიდი არჩევანი მაქვს ბერკლის და სხვა კომპანიების მიერ დამზადებული ბოილების მხრივ. ბევრი გამომიცდია და ბევრი კომბინაციაც გამიკეთებია. არის ადგილები სადაც იგივე ცომი გაძლევს სხვადასხვა შედეგს. ნაღდად არ მეზარება ექსპერიმენტების კეთება. ეს ყველაფერი რაც ვიცი აქური თევზაობის შესახებ, არავის უსწავლებია, ჩემი დაკვირვებით და მცდელობით შევიძინე. რაც შეეხება მოხრილი ბოილის დაყენებას, სამკაუჭიან ნემსკავზე ნამდვილად ვერ და არ გავაკეთებ, შორს მიწევს გასროლა და თავად წარმოიდგინე, ყველა გასროლაზე მომიწევს ახალი ცომის დაყენება, რადგანაც გამოტანისას, "ცომის კუთხეს" დავკარგავ. რომ ვხმარობდე ცალკაუჭას, მაშინ დასაშვებია ეგ ვარიანტი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, მხოლოდ სამიანებს ვიყენებ. ბრტყელი ოვალური ფორმაც კარგად მუშაობს ცალიანზე. ვიპოვე ერთგან ისეთი ბოილი, რითაც კვებავენ კალმახის ლიფსიტას საკალმახეში, შენ წარმოიდგინე და შედეგი იყო 0. სად აღარ ვცადე, არავითარი შედეგი. ამიტომაც არის თევზაობა ასეთი საინტერესო. ჰო, დღესაც ვიყავით "ბრიგადა" გასული. მშვენიერი ამინდი, მშვენიერი ნადავლით. დღეს სალომემ შეიძინა ლიცენზია და ტოლი არ დამიდო თევზაობაში. ყველაზე დიდი მაგ მამა.... დაიჭირა ისევ. ეხლა ავტვირთავ სურათებს და ვიდეოს, მალე მოგართმევთ. ასევე პატარა სიურპრიზსაც იხილავთ. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 3, 2012 Report Share Posted February 3, 2012 გაიხარე გიორგი!!! სამკაუჭაზე რათქმაუნდა არ მიგულისხმია,არც გამხსენებია სამკაუჭათი რომ თევზაობ., სალომემ კი უნდა გვაჯობოს აპა როგორ გინდა შენ,მიულოცე ლიცენზიის აღება!წარმატებებს გისურვებთ ორთავეს თევზაობაშის და კიდე ბევრ რამეში!!! რა მაინტერესებს სალომე არის 14 წლის? და თუ არის განსხვავება ლიცენზიის გადასახად თანხაში ზრდასრულსა და არასრულწლოვანს შორის. და კიდე მაგ ტბა ფასიანია თუ უფასო და ხელოვნურია თუ ბუნებრივი ახლა კი ახალ რეპორტს ველოდებით ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 4, 2012 Author Report Share Posted February 4, 2012 სალომე 15 წლისაა. 14 წლამდე ბავშვებს ლიცენზია არ სჭირდებათ. 14-დან 17-მდე, ლიცენზია ღირს 9$, თუ სრულ კომპლექტს აიღებ, ვგულისხმობ 5 ზუთხს, 6 ჰალიბატს და 20 ორაგულისებრს, მაშინ ლიცენზია ღირს 18$. უფროსების ჩვეულებრივის ფასია 33$, სრული კომპლექტი+27$. ვეტერანებზე და პენსიონერებზე დიდი შეღავათებია. ტბაზე თევზაობა უფასოა, პატარა მდინარე შემოდის, რომელსაც რაბი გაუკეთეს და წყლის სიღრმეს არეგულირებენ. ესეც სურათები და ვიდეო. ლიცენზიას აწერს ხელს. ნადავლთან. ნადავლი. ესეც სიურპრიზი. ასე გამოიყურება მამალი ცისარტყელა კალმახი ქვირითობისას. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 4, 2012 Author Report Share Posted February 4, 2012 ესეც დღევანდელი. დღეს მაგარი დღე გვქონდა, პირველი სალომ დაიჭირა 47სმ-იანი ცისარტყელა, ბოლოს მეც დავამატე ერთი გიგანტი. წონაში 1,300-ები გამოვიდნენ. დღეს მაჯობა, 5 მაგან 4 მე დავიჭირეთ. ციტირება Link to post Share on other sites
chubini 0 Posted February 4, 2012 Report Share Posted February 4, 2012 მაგარია გიო, შენ სურათებს რომ ვნახავ ეგრევე მინდება სათევზაოდ წასვლა, მაგრამ სად წავიდე, აქ ჯერ არაფერია ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted February 4, 2012 Report Share Posted February 4, 2012 აუ'სალო რა გახარებულია!მაგარია ძალიან,აბა შენ იცი სალო,მამიკომ არ გაჯობოს,წარმატებულ სეზონს გისურვებთ მამა-შვილს. ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted February 4, 2012 Report Share Posted February 4, 2012 რა მაგრათ გითევზავიათ,ბრაო სალომეს :karochera: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 4, 2012 Author Report Share Posted February 4, 2012 მაგარია გიო, შენ სურათებს რომ ვნახავ ეგრევე მინდება სათევზაოდ წასვლა, მაგრამ სად წავიდე, აქ ჯერ არაფერია ვახტანგ , მდინარეებზე საერთოდ არც იფიქრო ამ დროს ძმაო, ტბებზე კი შეიძლება თევზაობა. აქ სადაც ვარ, იმდენად ადიდებულია მდინარეები, ახლოს მისვლაც სახიფათოა, მოაქვს ტყე-ღრე. მდინარეებზე გამორიცხულია რამის დაჭერა, დაგიჟებულები მიექანებიან ოკეანისკენ და თან მიაქვთ ყველაფერი. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 4, 2012 Report Share Posted February 4, 2012 კაი მსხვილები დაგიჭერიათ გიო, სალომე აღარ ხუმრობს, მაგრები ხართ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 4, 2012 Author Report Share Posted February 4, 2012 ჯაბა და ზაზა, გაიხარეთ გენაცვალეთ. ხვალ კიდევ ვაპირებთ გასვლას, მაგრამ დილით აუცილებლად უნდა ავიღო ვერცხლისფერი კასტმასტერები. ჩვენს გვერდით, ჩემი ძველი ნაცნობი კოლუმბიელი თევზაობდა 7გრ-იანი ვერცხლისფერი კასტერით და დახია რასაც ჰქვია. 8 ცალი ესეთი დიდები ამოიყვანა. მქონდა რამოდენიმე მსგავსი, მაგრამ ისეთი არა, როგორითაც ის იჭერდა. ნუ, დროსაც გააჩნია, ჩვენ გვიან მივედით, დაახლოებით 3-ისთვის, ის 12-ისთვის დამდგარა პოსტზე. ხვალ 11-ზე პოსტზე ვიქნებით, მანამდე არ მოვა 100%-ით დარწმუნებული ვარ. რა წამს ჰაერის ტემპერატურა აკლდება დაბლა 10გრადუსს, ამ ტბაზე წყალქვეშა ყველა არსება გამოდებილების პროცესში გადადის, არავითარი რეაქცია არა აქვთ. საკმარისია ერთი გრადუსით სითბოსკენ გადაიხაროს, მერე იწყებენ სატყუარებზე შეტევებს. ვფიქრობ, ხვალ უფრო საინტერესო რეპორტი გვექნება ყველას. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 4, 2012 Report Share Posted February 4, 2012 არა რა გიორგიევნა რომ უკვე ჯობია მამას ფაქტია გიო მე რომ ვუყურებ სულ ცოტა ხანში შენ დაუწყებ ხვეწნას სალომეს სათევზაოდ რომ გაგიყოლოს ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 4, 2012 Report Share Posted February 4, 2012 კარგია კარგი !!!!! ყოჩაღ სალომე !!!!სეზონის კარგი გახსნა მოგიწყვიათ ! :karochera: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.