Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ელჩი

 

კობრზე მანდ კარგი დაკვება, მცენარეული სატყუარები და დრო იმუშავებს.

 

უცებ არ გამოვა.

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

კარგია გიორგი რომ ახეხებხოლმე თევზაობას :yes: ,მე ვერ გავტეხე ნამსი :karochera: ...კობრზე საუკეთესო იქნბა ბოილები მანდ,მაგრამ რათქმაუნდა ნაპირიდაბ უნდა ჩაუჯდე...

Link to post
Share on other sites

ეს თევზი გიო ყველაფერს ჭამს? რამე ისეთი რომ დაუგო ამას რო არ მოეწონოს და კობრმა აიღოს იმიტომ გეკითხები :scratchchin:

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

დავით, შენზე ვარ შეპირებული მაგ ადგილზე კობრის დაჭერას და ვერა რააა. :karochera:

არ სჩანს ვიდეოზე, თან "კარქა" წვიმდა, გამოდიან ბატების და იხვების ჭიხვინზე თავთხელში.

სამი მუჭა დამრგვალებული თეთრი პურის ბურთულები ჩავყარე, წინასწარ მოვამზადე, სანამ ანკესს დავუშვებდი.

საცდელად შევედი ერთი სპინინგით, დანარჩენი მანქანაში დავტოვე.

 

არ აცდიან ეს ტარტაროზები.

 

კობრი მაგარი "კაპრიზნი" თევზია, აიღებს სატყუარას და პირში ათამაშებს, ანუ აგემოვნებს, თუ მოეწონა ყლაპავს, თუ არადა "აფურთხებს" უკან, ან კიდევ, ჩვენთვის უკეთეს შემთხვევაში, ლაყუჩებიდან გაისვრის არასასურველს.

 

pescatore

 

არის მანდ მდინარეზე ჩასასვლელი არმენ.

შემოვლა უნდა, დაახლოებით 500 მეტრი და იმ ნახევარკუნძულზე გავჩნდები, რომელიც ვიდეოზე სჩანს.

მანდ კიდევ სწრაფი დინების და მდორეს გამყოფი ზოლია.

იცი რასაც ნიშნავს ეგ.

მაგ დღეს ნაღდად ვერ ჩავიდოდი მანდ.

მაგარი წვიმა დასცხო.

ავთო

 

ავთანდილ, მჩვევია ხუმრობით დაწერა, მაგრამ ეხლა სრული სერიოზულობით ვწერ.

ეს საზიზღრობები ყველანაირ საზიზღრობას ჭამენ.

ღორის მატორებზე არიან აწყობილები.

ქევხო

არჩილ, ვერ ითევზავებ მანდ ფიდერით და ვერც ფსკერულით.

შემოტანილი აქვს სწრაფ დინებას მოგლეჯილი ხეები და სამუდამო განსასვენებელი აქვთ ფსკერზე.

ზემოდან არ სჩანს, მაგრამ როცა ჩაწყვიტავ ერთ გასვლაზე ოცამდე სატყუარას ერთ საათში, მერე მიხვდები რომ მხოლოდ ტივტივით უნდა ითევზავო, ისიც ნელნელა გატარებით, ანუ მუდმივ მოძრაობაში უნდა გქონდეს სატყუარა.

 

დევი

 

რა გითხრა აბა ლანდერ, ბრაუნინგმა ნახა საკუთარი თვალით თუ რა და როგორ ხდება და თვითონაც დაიჭირა, მერე გემოც გავუსინჯეთ.

 

გუშინაც გავედი მდინარეზე.

მაგათზე მოზრდილი 6 ცალი დავუტოვე იგივე ყანჩას.

 

გაძლიერებულ კვებაზე გადავიყვანე, მალე ბეგემოტს დავამსგავსებ. :d030:

 

alika-alika

 

რა ვქნა ალიკ, არჩევანის საშუალება მაქვს ძმაო და ესეთი მომენტის ხელიდან გაშვება ჩვენნაირი ხალხის მხრიდან, დანაშაულის ტოლფასია.

Link to post
Share on other sites

ფსკერულით თუ ვერ დაიჭერ,მაშინ ტივტივით მაგ სიმაღლიდან აზრი არ აქვს კობრზე თევზაობას,გამორიცხულია რომ ამოიყვანო,ჩემზე უკეთ იცი ეგ,აი იმ ადგილზე ზოლს სადაც იკეთებს იქ არ უნდა იყოს ეგეთი ფსკერი და ფიდერით მართლა ისიამოვნებ,მთავარია ერთი სუფთა ადგილი მოძებნო...

თუმცა რას ვლაპარაკობ,ჩემზე უკეთ იცი რა მეთოდითაც უფრო მოსახერხებელია შენთვის.

..მე დღეს მოვახერხე დილას 2 საათით გაძრომა და საღამოს 2 საათით,მერე რომ მოვიცლი დავდევ ცოტაოდენ სურათს...

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

დღეს ვიყავი გასული სამეფო ორაგულზე.

მაგრა დავითარსეთ დილიდანვე.

ახალი დაწყებული გვქონდა თევზაობა და პოლს დაუჯდა მოზრდილი ორაგული, სანამ ამან იკლეოზნიკა ამოყვანაზე, ორმა სელაპმა მხოლოდ თავი დაგვიტოვა.

წამებში გააქრეს ამხელა თევზი.

რა აღარ ვცადეთ, მაგრამ ერთი დარტყმაც აღარ გვქონია მთელი დღე.

არადა ბლომად ხალხმა დაიჭირა იგივე მონტაჟებით და სატყუარებით, რასაც ჩვენ ვხმარობდით.

 

ნუ, არ გაგვიმართლა.

კი ვიცი რისი ბრალიც არის, ყოველთვის მიმაქვს ხოლმე ლუდი ან ვისკი, როცა ნავიდან ვთევზაობთ და რამოდენიმე ყლუპს წყალში ვღვრი ხოლმე, ერთმა აქაურმა მეთევზემ მასწავლა ეგ ხერხი. :e025:

რამდენჯერაც ეგრე გავაკეთე, იმდენჯერ ნადავლით დავბრუნდი.

შევჯექი "სუხოი ზაკონზე" და ეგე შედეგი.

 

პატარა ვიდეო გადავიღე, აიტვირთება და აქვე ჩავამატებ.

 

ჰოდა ერთ მშვენიერ დღეს ამ ჩემს ფოტო-კამერას ან ჩაუსვლელ ხევში მოვისვრი, ან კიდევ ღრმა წყალში.

სურათებს ნორმალურს იღებს, ვიდეოები ყველა გადასაყრელია, მაგარი უხარისხო გამოდის.

 

მაგ ვიდეოს როცა ვიღებდი, ეკრანზე აშკარად სჩანდა როგორ ამოიყვანა ჩოგან ბადით ორაგული, აქ კიდევ რაღაც გაუგებრობა აიტვირთა.

თან შორს არ იყო მეორე ნავი, მაქსიმუმ 30 მეტრი ყოფილიყო დაშორება.

 

ამ იუთუბს კიდევ რა ეტაკა?

 

გვეღირსა როგორც იქნა.

 

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

მთელი წელი სხვადასხვა ჯიშის თევზის მიგრაცია მიდის ოკეანედან მდინარეში და პირიქით.

 

ამათაც მეტი რა უნდათ?

 

მტკნარ წყლებში მტერი არა ჰყავთ, საკვები ბლომადაა, ასე რომ მანდ ურჩევნიათ, ვიდრე ზვიგენმა და არკამ ჩაახრამუნოს ოკეანეში.

 

აქ კიდევ რა უშავს, 6 კმ-ზე არიან შემოსულები.

აი ქაშაყზე როცა ავდივარ ჩრდილოეთში, იქ თითქმის 200კმ-ით შემოდიან.

Link to post
Share on other sites

კარგი მდინარე ჩანს და კარგი ბუნება. თევზი ყოველთვის რომ დაიჭირო მაშინ ისეთი აზარტი არ ექნება თევზაობას :yes: :yes:

Link to post
Share on other sites
:meeting: ოხ ეს სელაპი, უყურე შენ მაგას რა დღეშია))არაუშავს გიორგი, შემდეგ წასვლაზე გაგიმართლებს :spiteful: Edited by Hunter on pike
Link to post
Share on other sites

ესეიგი სუხოი ზაკონი უნდა აკრძალო ელჩი ცოტა მდინარეს დაალევინე ცოტა შენ იიი სელაპიც შეისუნთქავდა პივის სუნს და დაახვევდნენ მაქედან ან უფრო უკეთესი თვითონ დაგიჭერდა ორაგულს :d030: :d030: მაგარი ხარ რა :* , კამერას რაღას ერჩი კაცო/ ჭკვიანები არიან სელაპები მაგათ თევზაობაში რას ვაჯობებთ ჩვენ :hi:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ბრაუნინგს გავკრავ ხოლმე კბილს და ვახსენებ, რომ ბლომად შამანები არიან ჩრდილოეთ ამერიკაში.

 

ერთი-ორი შამანი მეცა მჭირდება.

ამ ბოლო დროს ნამეტანი დათარსული დავდივარ.

 

დღესაც ვიყავით გასული ოკეანესთან, ნავიდან ვითევზავეთ დელტაში ორაგულზე.

 

ჰარაააა, ინფარქტი გარანტირებული მაქვს.

 

პ.ს. ამჯერად შემამსუბუქებელი გარემოებები მიწყობს ხელს, რათა ყულფში არ გავყო თავი.

დღეს ვერავინ ვერ დაიჭირა და ცოტა "კმაყოფილი" წამოვედი.

 

ასიანი შელოცვა მჭირდება. :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

ელჩი

შენ თუ შელოცვა გინდა გიო და აქაურმა მეთევზეებმა რა ვქნათ მაშინ? :haha: მე გეტყვი ჩემო ძმაო, ასე ლიტრა ნახევარი ციანისტი კალი გჭირდება და ერთ 2 წელს საერთოდ დაასვენებ მაქაურ მეთევზეებს. :d030:

Link to post
Share on other sites

ავთო

 

მაგი პროცესი ვიცი ავთია.

გაუთვალავი/ავი თვალის შეუხედავი/ ხის ნახშირი უნდა იყვეს, ოთახის ტემპერატურის წყალი ალუმინის ჯამში და შავტარიანი დანაა კიდევ აუცილებელი, მერე ბლომად ლოცვები, რომლის სიტყვები, თვითონ შემლოცველმაც არ იცის.

 

ეგრე ბავშვობაში მიტარებდნენ მაგ პროცესებს, იქნებ ჩიტირეკიაობას გადაეჩვიოსო.

 

დამღუპეს მთლად.

 

უკუჩვენება მომცა, მთლად გავრეკე. :d030: :d030: :d030:

 

levani

 

ახალგაზრდებო, ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და მაგის არცერთ რჩევას ყური არ დაუგდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგარ შარში გაეხვევით.

 

ლეო-ეგ კონცენტრაცია რომ ვხიო იმ მდინარეში, თანაც ოკეანის შესართავთან, სუყველას დაგვიჭერენ ბიჯო. :haha:

 

შენზე უკეთესად ვინ იცის, რომ დიდ წყალს მიქცევა და მოქცევა ახასიათებს.

 

ჰოდა, ბენ ლადენი ჩემთან შედარებით მონაგონი იქნება, დაწყდება ძმაო იმ არემარეზე ყველაფერი და თუ გადავურჩი ციხეს, კი ვივლი ისევ სათევზაოდ, ოღონდ ნადავლის გარეშე მოგიწევთ ჩემი ატანა.

 

არადა საშინელი წუწუნა ვხდები, რაც ასაკი მემატება. :d030: :d030:

 

პ.ს. აფსუს, თქვენი ორივეს იმედი მქონდა და ეგაა ძმობა?

 

ვახტანგ, მოი ძამია და აუხსენი ამ ორ პატივცემულს, თუ რა გაჭირვებაში გვიწევს ნადავლის მოპოვება.

 

/ვახო თუ არ დასწერს არაფერს, იხილეთ მისი თემა კანადაში ნადირობის შესახებ და მიხვდებით ყველაფერს./

 

ხუმრობა კაია, მაგრამ ბრაუნინგს მინდა წარმატება ვუსურვო, გასულია ეხლაც.

Link to post
Share on other sites

ოხ რა დღეში ხარ გიო ააა შენ რო თევზი გყავს მანდ დაჭერილი მე მაგას სიზმარშიდაც ვერ დავიჭერ მარა რაც მეტი ძნელად მოსაპოვებელია მით მეტი გემრიელია ეს ოხერი ნადავლი კი იცი შენ მაგი მაგრამ ხანდახან არის ეგრე, გათვალულივით რო დადიხარ არაფერი შენსას არ ეკარება სხვა ვეღარ აუდის დაჭერას მაგ დროს ლუდი უნდა ლუდი უთქვია შენთვის ერთ კაი კაცს დაალევინე ცოტა წყალსაცო და წამოვა მერეოოო :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 3 weeks later...

დღეების დათვლას მოვეშვი, საათებზე გადავედი.

 

პირველ თებერვალს იხსნება კალმახის სეზონი ჩემს ამოჩემებულ ტბაზე.

 

ყველანაირად მზად ვარ, ნახევარ წელზე მეტს ველოდები ამ დღეს, კი არის ადგილები, სადაც მთელი წელი შემიძლია ვითევზავო სხვადასხვა ჯიშის კალმახზე, მაგრამ შეგნებულად არ ვთევზაობ, მაგ პერიოდში საქვირითოდ ემზადებიან და მერე ქვირითობენ თებერვლის დასაწყისამდე.

 

მრავალჯერ მაქვს დაწერილი ამ თემაში ჩემი "პრინციპების" შესახებ, მოკლედ, კაცია და გუნებაო.

 

კი გავიდა ერთი წელი რაც პირობა დავდე, სპინინგებს აღარ გავეკარები მაღაზიებშითქო, პირნათლად შევასრულე.

არა, სპინინგები დიდძალად დამიგროვდა, ერთი UL-ისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს, პატარა კოჭა უნდა ვუყიდო, თავისი ორიგინალი ბომბორებით დავუნგრიე, მიუხედავად იმისა, ყოველ წელს ვზეთავ და ვშლი-ვაწყობ კოჭებს, ვერ გაუძლო ამხელა დატვირთვას.

1500-იანით 2-3კგ-იან თევზებს რომ მოაფხოწიალებ ნაპირთან, ვერ დაადგება კაი საქმე მაგ ზომის კოჭას.

 

პ.ს. რეგვენი ამინდებია გამოცხადებული I და II-ში, ჰიიი, მაინც წავალ, სულ რომ ცა დაბლა ჩამოვიდეს, მაინც უნდა ვაშხუილო ჩემს გემოზე.

ერთია კიდევ, მთვარის ფაზა გამიხურებს ნამეტნავად, შევსებული იქნება მაგ დროისთვის, კალმახზე მაგრა მოქმედებს ეგეთი რამეები.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ლიფსიტა

გაიხარე ზაზა. :hi:

 

 

პირველში ასე თუ ისე ვივარგე, თავიდან ვუშვებდი, შემდეგ ჩემს გვერდზე მდგომ ხანშიშესულ კაცს გადავეცი ჩემი ლიმიტი, ვიდეოზე სჩანს ის ადამიანი, ადრეც ვიცნობდი.

პირველ ვიდეოში, ეტლში რომ ზის კაცი, ეგ არის ინდიელი, კარგად ვიცნობ, მაგან მომცა ერთხელ მუსტანგის შებოლილი ხორცი, კაი კაცია ეგეც, გაუჭირდა სიარული, ბერდება და ვეღარ დადის შორ დისტანციაზე, მაინც არ ეშვება ჩვენს საყვარელ საქმეს.

 

ბობორიკები ვერც მე და ვერც მაგან ვერ დაიჭირა.

ჰარიფის "ხელზე" მოგისმენიათ ბევრჯერ.

ის ორი ბიჭი თევზაობის გარტყმაში არ იყვნენ, მაგრამ კი დაიჭირეს ნახევარ მეტრზე ბევრად დიდები.

ორივე მამალი ცისარტყელაა.

ვიდეოს მეუღლე იღებდა, თან მყავდა და ამიტომ ვერ ჩავიძირე ჩვენ საქმეში მთლიანად. :e025:

 

დღესაც ვიყავი გასული, დილის შვიდზე პოსტზე ვიდექი.

შედეგი მქონდა ნული.

 

რა ხდება გეტყვით, როგორც ვივარაუდე, ისე მოხდა ყველაფერი, გუშინ თბილი ამინდი იყო და იაქტიურა მაინც თევზმა, დღეს კატასტროფა იყო.

ორჯერ დაარტყა, ისიც მსუბუქი შეტევით.

4 საათი დავხარჯე და ყურები გამეყინა.

ბრენდი ან ვისკი უნდა წამეღო, გავძლებდი საღამომდე. :drunk:

 

ესეც სეზონის გახსნის ვიდეოები.

 

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...