lander 2 Posted June 16, 2014 Report Share Posted June 16, 2014 აცხონოს ღმერთმა! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 17, 2014 Report Share Posted June 17, 2014 გაანათლოს უფალმა . ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 17, 2014 Report Share Posted June 17, 2014 გაანათლოს უფალმა . ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 17, 2014 Report Share Posted June 17, 2014 ვიზიარებ გიორგი შენ მწუხარებას... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 17, 2014 Report Share Posted June 17, 2014 აუჰ, ცუდი ამბავია, ღმერთმა გაუნათლოს სული. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 17, 2014 Author Report Share Posted June 17, 2014 მადლობა თანაგრძნობისთვის მეგობრებო. 3 თვის წინ მოტოციკლი იყიდა, ბენზინზე დავზოგავო, შორს ცხოვრობდა და 8 ცილინდრიანი პიკაპი ბევრს უწვავდა. მიყოლებით ვმუშაობდით თითქმის ყოველ ღამე 13-14 საათებს, ბოლოს მაგრა გადავიღალეთ და ერთხმად გადავწყვიტეთ წინა შაბათს დაგვესვენა, რადგან 5 ღამეში 68 საათი გვქონდა ნამუშევარი, თან კვირასაც უნდა გვემუშავა. ყველამ ავიღეთ დასვენება, მე სათევზაოდ წავედი, ეს უბედური კიდევ იმავე კომპანიის სხვა პროექტზე გავიდა მაინც. სახლში ბრუნდებოდა და მოპირდაპირე მხარეს გადავიდა, სადღაც 110კმ/სთ-ით და იგივე სიჩქარით მომავალ მანქანას შეასკდა. ასიანი ჩაეძინა. მეც რომ მივდიოდი, ღამის სამზე გავედი და მაგრა მაკიმარებდა, თან თითქოს გამოძინებული ვიყავი. საშინელება კიდევ ის არის, იმ მანქანის უკან დატვირთული ტრაილერი მოდიოდა. ვერ მოასწრო გაჩერება და კაცი გააქრო. :karochera: დარჩა სამი შვილი, უფროსი 15-ისაა, თვითონ 41 -ის იყო. მართლა კაი ტიპი იყო, მსიამოვნებდა იმასთან მუშაობა. გაანათლოს. გუშინ სანთელი დავუნთეთ მე და მეუღლემ და მის სულზე ვილოცეთ. მაგრა დამენანა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 22, 2014 Author Report Share Posted June 22, 2014 გავცემ თქვენს შეკითხვებს პასუხს, თან რამოდენიმე სურათსაც მოგართმევთ. ქუთათური-არ არის ადვილი მანდ თევზაობა, თავისი მუღამი აქვს, თუ ვერ დაუჭირე ეგ , შანსი არა გაქვს. სადავის სიგრძე ძალიან მნიშვნელოვანია, გააჩნია რა დინებით მოდის წყალი კაშხალიდან. მაგალითად, შარშან ნახევარ უნციანი ტვირთები მუშაობდა, წელს გაორმაგება მომიწია./კიდევ კარგი მარაგი მქონდა./ 28 გრამზე ავედი და სადღაც 50-60 მეტრში ვურახუნე. ეგ დისტანცია მაქსიმუმია იმ კონდიციაში, რომელშიც მე ვიდექი, მაგრა უბერავს კაშხალიდან ჩემსკენ მონაბერი ქარი, თუნდაც წყნარი ამინდი იყვეს. DMORAL-დავით, იგივე მდინარეზე მყავს დაჭერილი ის ზე-ორაგულები , რომლების "ფაქტებიც" ყველამ ნახეთ ჩემი ვიდეო-სურათების მეშვეობით, მაგრამ ისინი დაახლოებით 6 კმ-ის ზემოთ ვიჭირე. აქ, მხოლოდ ქაშაყის გასაბმელად მოვდივარ. BROWNING- ოკეანის თევზია ვახო, იცი შენ მაგათი სუნი და გემო, აქ ასეა, მივეჩვიეთ სალმონოიდებს, მაგრამ ეგეც მაგარი გემრიელია, როცა შებოლავ, ან დაამარილებ ლუდისთვის, ფანტასტიკა რამე გამოდის. წელს მსუქანი შემოვიდა, მაგრამ ერთი რამ მოხდა წელს, წერილის ბოლოს დავწერ დასკვნას. ავთო-ყველგან არის მეთევზეთა "საზღვარი" ავთანდილ. მარტო მაგ კაშხალზე არა, ნებისმიერ წყალსაცავზე, ტბა იქნება, თუ მდინარე, ყველას თავის წესი და კანონი აქვს, ამიტომ გამოდის სეზონის გახსნამდე ბროშურები, სადაც მითითებულია, სად რა რაუნდა გავაკეთოთ. წელს მამალი და დედალი ძნელად გასარჩევი იყო ზომაში. თითქოსდა, დედალი დაპატარავდა და მამალი ზომაში დაეწია. წინა წლებში ადვილი გასარჩევი იყო, რომელი იყო ჯიშის გამაგრძელებელი. დედლებმა წინა წლებში, ზოგიერთმა 2კგ-ს გადააჭარბა. რაც ქუთათურმა ივარაუდა წონაში, მასე გამოვიდა რაც სახლში ჩამოვიტანე, იმავე დღეს გავაჩუქე ნახევარზე მეტი და მხოლოდ 7 ცალი დავიტოვე შესაბოლად და დასამარილებლად. სამაგიეროდ ჩემი საყვარელი ნუგბარი ლუდთან ერთად, ბლომად მაქვს, პ.ს. დამარილებულ ქვირითზე ვუბნობ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 22, 2014 Author Report Share Posted June 22, 2014 (edited) ლოდებში ჩასული, ჩქარ დინებაზე თევზაობისას. ნადავლის რაღაც ნაწილი. ამ რაოდენობის ქვირითი, მხოლოდ სამი თევზიდან ამოვიღე. Edited June 22, 2014 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted June 23, 2014 Report Share Posted June 23, 2014 :yes: მშვენიერია! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 24, 2014 Report Share Posted June 24, 2014 ლოდებში ჩასული, ჩქარ დინებაზე თევზაობისას. ნადავლის რაღაც ნაწილი. ამ რაოდენობის ქვირითი, მხოლოდ სამი თევზიდან ამოვიღე. მაგარია!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 25, 2014 Author Report Share Posted July 25, 2014 თუ ორ დღეში არ გამოვჩნდი, ე.ი. რაღაცა ძალიან დიდი წამოედო ჩემს სპინინგს, ნაპირზე არ გამომყვა და წამიღო ოკეანეში./მე ძუის გადამჭრელი არა ვარ./ მაგარი "პურმარილი დავყარე" ძმებო, რაც მე მაგათ სატყუარებში გადავიხადე დღეს, ერთ ძველ, კაი მოზრდილ ჩამოწერილ პარახოდს ვიყიდიდი. საღამოს ჩამოვალ და "მოგიყვებით" სურათებით, რა და როგორ იყო, იქნება ვიდეოც გავახერხო. P.S. ეჰ და ჰაი დედასა, როგორ მჭირდება ერთი-ორი კარგი ოპერატორი?! რამდენს "ვკარგავთ, ვერ წარმოიდგენთ ბიჭებო. ვერ ვასწრებ სროლას-დაჭერას და თან ერთდროულად ვიდეოს გადაღებას. არა, ციცერონს ვაჯობე რამოდენიმეჯერ. :d030: გინდათ ფაქტები??? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 25, 2014 Report Share Posted July 25, 2014 ელჩი აბა წარმატებები, და რაზე აპირებ ნადირობას? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 25, 2014 Author Report Share Posted July 25, 2014 ქევხო სალმონოიდებზე ვაპირებ ქევხოს ვენაცვალე. ორაგულის ორ სახეობას/KING-ს და COHO-ს/ და ზღვის კალმახს/STEELHEAD-ს/ უნდა შევეჯიბრო თვითგადარჩენაში. წავალ და გავერთობი, თორემ ამოვიდა ყელში ყოვედღე მუშაობა. მახსოვს, "შენიშვნა" მომეცი, წელს მოიკოჭლებო, ენგრეა ძმაო, მაგრა დავიჩაგრე ჩვენს ამბავში. /შარშანდელ ნადირობაზე ხმას აღარ ვიღებ./ ლუდი ჩაცივებულია, იმ ორაგულის ქვირითს, რომელიც მათ დასაჭერადა მაქვს გამზადებული, წავაყრი ცოტა ხორხოშინა მარილს, ავითრევ საცხობიდან ცხელ პურებს, კაი ცივი არაყიც და გამოვა თევზაობა. ჰო, შრიმპები კიდევ დესერტათ წავა. თევზაობას რა უნდა? -დაასხი, დალიე. პ.ს. არა არჩილ, სერიოზულად მოვემზადე, ვნახოთ ძმაო რა იქნება. პირობას ვდებ, მინიმუმ 6-7 საათი სპინინგს მხოლოდ თევზი თუ გამაგდებინებს ხელიდან, დანარჩენი პოსტზე ვიქნები. მკვდარი არა, მაგრამ იგივეა რა, მაგარი გადაღლილილი ვარ და ვერ ვიძინებ ბიჯო, ეს რა ჭირი გვჭირს??? :d030: ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted July 25, 2014 Report Share Posted July 25, 2014 გიორგი აბა ხეირი ძმა !!! გელოდებით !!! ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 25, 2014 Report Share Posted July 25, 2014 აბა ხეირი გიორგი,ისე დაგვიბრუნდი შენ რო გეკადრება ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 25, 2014 Author Report Share Posted July 25, 2014 ვაი. მამაჩემის ძმაკაცები გამახსენდა, მაგათ ეგრე იცოდნენ, წავიდოდნენ სანადიროთ და სანამ თბილისს გასცდებოდნენ, რესტორან მარაბდაში გაპუტულ მწყერს უკვეთავდნენ. ჩვენ ბიძია ქე ვართ 21-ში, აიწია ცხოვრების დონემ. უკან როცა ვბრუნდებოდი, სუპერმარკეტში შევედი, ვეტაკე ეგრევე თევზის განყოფილებას. რა გინდა სულო და გულო, ყველაფერი აქვთ ამ ჩემის თვრამეტიანებს. მოვხვეტე და წამოვიღე დიდძალი თევზეული. თქვენ გაგიძლებთ როგორმე, გავთიშავ კომპს და მოვისვენებთ ყველა, მაგრამ ჩემებს რა ვუყო? წარამარა მირეკავდა სალომე:-დაიჭირე? დაიჭირეო? ჰოო შვილო, პინკ სალმონის ოთხი კონსერვი, ზედ ალასკისაც გამოება ჩეკს, მერე სარდინები ბლომათ ტომატის და "გარციცის" სოუსში და მოკლედ, ხელცარიელი არ მოვდივარ, სუფრა გაშალეთთქო. თქვენი არ ვიცი და ეს მომიღებს ბოლოს. ვიდეო გადავიღე, ავტვირთავ და გაჩვენებთ. ეს ბოლო სამი წელია მაგრა დავითარსე ორაგულზე. ადრე შვლიპინ-შვლიპინით ვიჭერდი. თუ დამავიწყდა თევზაობა? ჩორთ ევო ზნაეთ. მაგარი პურმარილი ჩავუტანე მდინარეზე, ეგეთი რამეები 80-იანებში რუსეთში რომ დაგედო მაგიდაზე, ბრეჟნევი მოგცემდა, ნაშებს ვინღა სჩივის. კაი, ცოტას დავისვენებ და ვიდეოს ავტვირთავ. მეორის გადაღება მინდა, თუ რა მონტაჟებს ვიყენებდი, თუ გავქაჩე ხომ კარგი, თუ არა და ჩვენ კარგად ვიყვეთ ყველა. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 26, 2014 Report Share Posted July 26, 2014 აბა გელოდებიით! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 26, 2014 Author Report Share Posted July 26, 2014 ესეც პირველი ვიდეო, მეორეს მოგვიანებით მოგაწვდით. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 27, 2014 Report Share Posted July 27, 2014 ესეც პირველი ვიდეო, მეორეს მოგვიანებით მოგაწვდით. გიო არ იხსნება ეს ვიდეო. ამას აწერს - Это личное видео. საჯარო უნდა გახადო ისე ვერავინ ნახავს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 27, 2014 Author Report Share Posted July 27, 2014 რატომ ედება PRIVATE-ი არ ვიცი, განვაახლე და ეხლა სცადეთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 27, 2014 Author Report Share Posted July 27, 2014 ესეც "ნადავლი". მე რომ თევზს ვიყიდი, ხომ ვარ თოფ-დასახლელი.? ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted July 27, 2014 Report Share Posted July 27, 2014 კარგი ვიდეო გადაგიღია გიორგი განსაკუთრებით ჩასასვლელი თავისი ატრიბუტიკით.ამას ხომ არ უნდა მილიონები ჩვენთანაც რომ გააკეთონ. თევზი?...თევზს კიდე ბევრს დაიჭერ შენ ეგ არ იდარდო ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 28, 2014 Report Share Posted July 28, 2014 ელჩი შენ გული არ გაიტეხო ადექი და დასცხე კალმახს ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted July 28, 2014 Report Share Posted July 28, 2014 გაიხარე გიორგი კარგი ვიდეოა! აბა კაცო შენ რომ თევზს იყიდი აა, დაგავიწყდა ნაყიდის გემო ხოო :e025: ისე ვინმე რიჟა ხომ არ შეგხვედრია მაგ დილით მანდა ააა :d030: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 2, 2014 Author Report Share Posted August 2, 2014 დევი არ ვიცი ძმაო, "რიჟა" არა, მაგრამ ვიღაც ორი "პიანიცა" დამხვდა იქ როცა მივედი. მოწამლული თაგვებივით დაბოდიალობდნენ იმ ლოდებში. მერე ერთი გაინაბა, ანუ გაითიშა./ე.ი. ამოყირავდა/ პ.ს. კაი რამეები გელოდებათ აგვისტოს ნახევრიდან. მაგარ რეპორტებს მოვაყრი. ჯერ არ გეტყვით რა, სად და როგორ იქნება. /როდის უკვე გითხარით./ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.