Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

გიორგი, ცოტა ამერიკელებსაც დაუტოვე კალმახი,ხმაზე გეტყობა მაგარი კმაყოფილი ხარ თევზაობით

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

ზაზა-04, ამათ ისიც ეყოფათ ესეთი ქვეყნის პატრონები რომ არიან და თან აზრზეც რომ არ არიან თუ რა დაცულები ცხოვრობენ.

 

ქევხო, საკმარისია ჭიაყელა ვიხმარო, მაგარი აურზაური ატყდება, ათასი ხარახურა წაეტანება, აი ის სანფიში არცერთს არ დააცდის, პირველი წამოეცმევა ნემსკავს.

 

ლევან, ცოცხლებიდან მხოლოდ ჭიაყელა დანარჩენზე გაფიქრებაც არ ღირს, მაღალი ჯარიმებია.

სადავეზე მხოლოდ ერთი ნემკავი, გამონაკლისია ქაშაყის მსგავსზე როცა ვთევზაობ, მაშინ დაშვებულია სამი კაუჭი ჩავაბა, ისიც მიმდევრობით ერთ სადავეზე.

Link to post
Share on other sites

ინტერნეტი აჩმახებს ამ ბოლო დროს, ამიტომაც დამიგვიანდა ინფოს მოწოდება.

 

სახლში გავზომე ყველაზე დიდი და 52სმ გამოვიდა.

ვერ მოვხსენი შარშანდელი რეკორდი.

 

00dfc0c18d8f.jpg

 

96c9571ee87e.jpg

 

აი ზუსტად ასეთები დავიჭირე დღეს 4-ი ცალი!680,950,970 და 980 გრამიანი !

Link to post
Share on other sites

:old:

 

მაგარია!!!

 

გიორგი, panther martini-ს ტრიალებით არ მოგისინჯავს?

 

როგორ არა დავით, ვსინჯე ბევრჯერ, მაგრამ საერთოდ არ ეკარება.

თუ რამენაირი კასტმასტერი იყო მაღაზიაში ყველა ვიყიდე, არც მაგათ ეკარება, მეფსისა და ფოქსის ბზრიალებზეც შედეგი იყო 0.

 

მხოლოდ ბერკლის ცომზე, ისიც მხოლოდ მწვანეზე მოდის.

 

 

salamanda-ბარაქა ზური :haha: , ველით აბა ფოტო მასალას.

Link to post
Share on other sites

კარგია გიორგი!!! როგორც ყოველთვის მხეცი ხარ :dato: მაგ ცომზე(ისე ცომი არ არის,რაღაც ნარევებითაა გაკეთებული)ალბათ იმიტომ მოდის კარგად რომ სპეციფიკური სუნი აქვს(ხელზეც გვიან შორდება)და ფერიც რომ მიმზიდველია ჯამში სატყუარაც კარგად მუშაობს...გაიხარე გიო დღეს შენი უკვე მე4 ვიდეო ვნახე...მადლობა!!! :) :) :hi:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

გავედი დავით პარასკევს.

როგორც შეგპირდი ექსპერიმენტების კასკადი ჩავატარე.

სილიკონის სატყუარებიდან შედეგი იყო 0.

ასევე არ იმუშავა სხვადასხვა ფერის კასტმასტერებმა და "ნიანგის კუდებმა".

გადავედი ბზრიალებზე, მაქვს უამრავი, მაგრამ მხოლოდ ერთმა FOX-ის ლურჯ ზარიანმა, ვერცხლისფერი ფირფიტით მომცა ორი ბომბორის დაჭერის საშუალება.

ამავე დროს მეორე სპინინგი ფსკერულზე მქონდა დაშვებული, რომელმაც ერთი ბოხორიე კიდევ გამომატანინა ნაპირზე.

მერე გაუბერე ჩემი სტილით, გადასავსები ტივტივით.

ჰოდა ავტეხე "უშვი ქოჩორს". :hi::yes:

 

კაი ხანი დავრჩი, საინტერესო დღე იყო.

უმეტესად პატარები მოდიოდა, რომლებსაც უკან ვაბრუნებდი.

 

საინტერესო რამ მოხდა.

ხალხი ბევრი არ იყო, ციოდა და ქარი ქროდა.

შუადღისას შემოვიდა რვა კაციანი ბრიგადა, იქნებოდნენ 18-დან 25-წლამდე ბიჭები.

დადგნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ და ნაპირიდან დაახლოებით 25-30 მეტრში, ნაპირთან პარალელურ ზოლში დაუშინეს FOX-ის N1 ბზრიალები, შავი ბუმბულით.

 

შედეგი ჰქონდათ უზააარმაზააარი. :haha:

დაახლოებით 2 საათში 25-მდე დიდი თევზი ამოიღეს.

გავისაუბრეთ, ვაჩვენეთ ერთმანეთს ჩვენი ტროფეების სურათები ფოტოკამერებით და ინფოები გავცვალეთ.

თურმე ესე დადიან ერთად სანადიროდ და სათევზაოდ.

 

თეთრი შურით შემშურდა მასეთი ჯაზბანდა რომ არ მყავს. :hi:

 

/შაბათს მთელი დღე "დრუჟბა" მეჭირა, დილიდან ვხერხამდი საბუხრე შეშას, დღეს გათენდება თუ არა ავგლიჯავ ისევ ტბაზე./

პ.ს. ჰო, ახალი პოლაროიდის ფოტო კამერის სადგამი ვიყიდე, მგონი ეს მაინც აღარ გამიხდება მოსასროლი ბუჩქებში. :old:

Link to post
Share on other sites

ჰარიქა, ინათა როგორც იქნა.

გავეშვი ეხლა ჩვენს სტიქიაში. :haha:

 

 

დავაყრი დღესვე სურათებს და ვიდეოსაც მოვახერხებ მგონი.

Link to post
Share on other sites

მოვედი ხელდამშვენებული.

 

კიდევ კარგი გამთენიისას გავედი, 9 კაცი იქ დამხვდა და ერთი 9 კიდევ ერთმანეთის გადასწრებაზე ვიყავით სანამ ტბასთან მივიდოდით.

 

ეგ მიდამოები ხუთი თითივით ვიცი, გავეშვი მოკლეებზე. :haha:

 

სანამ ეს 8 დაბდური შემეეხეტა ტბასთან, 1 კაი ბობოლიკი უკვე გამოთრეული მქონდა ბუზანკალით.

 

ჰო, გადასავსებ ტივტივაზე მიყოლებულ 2 მეტრიან სადავეს შავი შეფერილობის ხელოვნური ძირვადი ბუზანკალი ავასხი და ვხიე კიდევაც მოზრდილი მამალი.

 

ბევრი ხერხი ვცადე, სხვადასხვა სატყუარების გამოყენებით.

 

თქვენ წარმოიდგინეთ და ჭიაყელაც ავტყლიზნე ნემსკავზე :haha:

 

პატარებმა შემაღონეს და მოვეშვი.

 

იგივე სიტუაცია მქონდა ბერკლის ბოილებზე, მაგრამ ქაჩავს რა ეს ტაქტიკა, 5-დან ერთი ნახევარმეტრიანი მოდის.

 

პირველი საათისთვის დავტოვე პერიმეტრი, რადგან ლიმიტი შესრულებული მქონდა.

 

სურათების გადაღებას აზრი არ ჰქონდა მეგობრებო, ჯერ მარტო უთენიას, რძისფერი იყო ყველაფერი და არ სჩანდა მკაფიოდ, მერე კიდევ მოგვიანებით იმდენი ხალხი შემოვიდა, სრული უაზრობა იყო ჩემი ახალი შენაძენი, ვიდეო-ფოტო-კამერის სადგამი გამომეყენებინა.

 

გადაივსო იქაურობა ხალხით.

 

ჰოდა, დროულად დავახვიე იქიდანა.

 

სამზარეულოს ონკანთან გასუფთავებულებს დავჯერდეთ ამჟამად კეთილო მეთევზენო, მომავალში ასე არ გაგაწბილებთ. :karochera:

 

/აქ სურათს ჩავამატებ./

Link to post
Share on other sites

ყოჩაღ გიორგი!!! შენ ნაწერს რომ ვკითხულობ,ისე წარმოვიდგენ იმ სიტუაციას თითქოს მანდ ვიყავი...ახლა მაგალითად წარმოვიდგინე ის თუ როგორ ჩქარობდი იმ 8 კაცს რომ გადაგესწრო და მეცინება ამაზე...

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ძმებო. :hi:

 

არმენ, მართლა რა ძუგძუგით და თხლიშინ-თხლიშინით გავიარე მოკლეებზე ბუჩქებში, რომ დაგენახე მართლა ვეღარ მოგაბრუნებდნენ სიცილისგან.

არადა არ არის ისეთი დიდი ადგილი, რომ დიდი არჩევანი გქონდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ადგილის შერჩევა.

საერთოდ მაგ ადგილას ორ პოზიციას ვიკავებ ხოლმე, რადგანაც ქარი ხშირად იცვლის მიმართულებას.

სადაც "დაზაპასება" მინდა, ფსკერულს ვხევ და ვკეტავ პერიმეტრს, მეორეთი ვერთობი სასურველ ადგილას.

ქარის მიმართულების შეცვლისას იცვლება პოსტი და ასე ვუშლი ხალხს ნერვებს, ვინც გაბედავს და უყურებს როგორ ვთევზაობ. :e025::haha:

 

დღესაც ვიყავი გასული, დილით აუცილებელი საქმეები მქონდა და გასვლა დამიგვიანდა.

3-ისთვის პირველმა სატყუარამ დაყვინთა წყალში.

მანამდე მაგარი ამინდი იყო, რაღაც ნახევარ საათში შეშლილი სიდედრივით გადაირია ცა.

დაგვიშინა კაი ცივ-ცივი ხორხოშინა ქართან ერთად.

 

ფსკერულზე ავიღე ერთი დიდი დედალი და ტივტივით ერთმანეთი ვტანჯეთ მე და პატარა კალმახებმა, სხვა ტექნიკამ არ იმუშავა.

 

კაი გათოშილი ჩამოვედი, ვიმკურნალე ძალდატანებით ლევანის რეცეპტით და მაშინვე ბუხრის წინ ნანაააში. ;)

 

გამეღვიძა ამ შუა ღამისას და ვზივარ ბუსავით ამ შუშის წინ და ვჯღაბნი ხზ რას. ;)

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ძმებო. :hi:

 

არმენ, მართლა რა ძუგძუგით და თხლიშინ-თხლიშინით გავიარე მოკლეებზე ბუჩქებში, რომ დაგენახე მართლა ვეღარ მოგაბრუნებდნენ სიცილისგან.

არადა არ არის ისეთი დიდი ადგილი, რომ დიდი არჩევანი გქონდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ადგილის შერჩევა.

საერთოდ მაგ ადგილას ორ პოზიციას ვიკავებ ხოლმე, რადგანაც ქარი ხშირად იცვლის მიმართულებას.

სადაც "დაზაპასება" მინდა, ფსკერულს ვხევ და ვკეტავ პერიმეტრს, მეორეთი ვერთობი სასურველ ადგილას.

ქარის მიმართულების შეცვლისას იცვლება პოსტი და ასე ვუშლი ხალხს ნერვებს, ვინც გაბედავს და უყურებს როგორ ვთევზაობ. :e025::haha:

 

დღესაც ვიყავი გასული, დილით აუცილებელი საქმეები მქონდა და გასვლა დამიგვიანდა.

3-ისთვის პირველმა სატყუარამ დაყვინთა წყალში.

მანამდე მაგარი ამინდი იყო, რაღაც ნახევარ საათში შეშლილი სიდედრივით გადაირია ცა.

დაგვიშინა კაი ცივ-ცივი ხორხოშინა ქართან ერთად.

 

ფსკერულზე ავიღე ერთი დიდი დედალი და ტივტივით ერთმანეთი ვტანჯეთ მე და პატარა კალმახებმა, სხვა ტექნიკამ არ იმუშავა.

 

კაი გათოშილი ჩამოვედი, ვიმკურნალე ძალდატანებით ლევანის რეცეპტით და მაშინვე ბუხრის წინ ნანაააში. ;)

 

გამეღვიძა ამ შუა ღამისას და ვზივარ ბუსავით ამ შუშის წინ და ვჯღაბნი ხზ რას. ;)

 

გიორგი,

 

მოკლედ დღეს არ "მაზავ" ;)

 

მაგარი კაცი ხარ!

 

ერთი კითხვა მაქვს. ფსკერულზე რა სატყუარას ხმარობ?????

 

:hi:

Link to post
Share on other sites

ვერ გადავიღე რა ნორმალური ვიდეო დავით, ვაპირებ მთლიანი თევზაობის გადაღებას გასროლიდან-გამოტანიანად, მაგრამ საშინელი ამინდებია და მხოლოდ ქარის შხუილი ისმის ფირზე.

ძნელად საყურებელი და უინტერესო გამოდის, ვცადე რამოდენიმე და თავს ვიკავებ ჯერჯერობით მათ საჯაროდ დასადებად.

 

სიტყვიერად ეხლავე მოგახსენებ.

 

4-კგ-იანი ძირითადი მკედი, რომელზეც ზეთის ხილის მსგავსი სიმძიმე დაცურავს, წონით 3/4 უნცია, ანუ 21გრ, მერე დაახლოებით 1. 20სმ-1.60სმ-ის სადავე, რომლის ტესტი 3-კგ-იანია, ბოლოს 14 ნომერი სამკაუჭა, რომელზეც ბერკლის სხვადასხვა სახეობის უძირავ ცომებს ვაყენებ, ვაძლევ მსხლის ფორმას.

სადავის სიგრძეს ვარეგულირებ იმის მიხედვით, სად რა სიმაღლის წყალმცენარეა.

როცა სიმძიმე დაიძირება, ეს ბურთულა წყალმცენარეების ზედაპირზე "დაჯდება".

თუ არის ცოტა ნიავი მაინც, ბევრად სჯობს დაწყნარებულს, რადგანაც მიმოიქცევა დინება ტბაში და ეს სატყუარა სხვადასხვა მოძრაობებს აკეთებს, როგორც ჰორიზონტალურს, ასევე ვერტიკალურს.

Link to post
Share on other sites

ე.ი. ფსკერულზეც "ბერკლის"( ან სხვა ფირმის, მაგ ტიპის) ცომ-პასტას იყენებ.

 

მადლობა გიორგი.

Link to post
Share on other sites

როგორმე უნდა "ავაცილო" სატყუარა წყალმცენარეების ზემოთ და ეს გამოსავალი მოვნახე.

 

დათბება თუ არა, გაიზრდებიან მინიმუმ 1.50სმ-მდე.

 

აგვისტოში ძირითად ზედაპირს დაფარავენ ნაწილობრივ, ამოვლენ ზედაპირზე, 3-მეტრამდე იზრდებიან.

 

მერე 1.80-დან 2-მდე ამყავს სადავე, გააჩნია ადგილს.

 

სხვადასხვა ტემპერატურაზე, სხვადასხვა ცომები მუშაობენ.

 

ძალიან როცა ცივა ან ცხელა, ნიორის/GARLIC/ ცომს ვიყენებ.

 

დღეს ვიხმარე ეგ ბოილი რამოდენიმეჯერ და ძლივს გავიცალე ნიორის მძაფრი სუნი ხელიდან.

 

აი ნივრის სუნად ყაარსო რომ იტყვიან, ეგეთი სუნი აქვს. :e025:

Link to post
Share on other sites

ეხლა ვკითხულობდი ახალ ამბებს და წარმოდგენაც არ მქონდა, თუ მზეზე აფეთქებები და ცეცხლოვანი გრიგალები იყო.

 

მეც არ გამიკვირდა, თუ რატომ ვერ დავიჭიირე თევზი გუშინ.

 

დილის 10-დან საღამოს 6-მდე, ერთსაც არ დაურტყია, არადა მაგარი ამინდი იყო.

Link to post
Share on other sites

გიო,ჯერ არ გასულა არცერთი კვირა რომ ერთ ორჯერ რო არ ვყოფილვიყავი სათევზაოდ, მაგრამ თევზი ძალიან პასიურია,შარშან ამ დროს მაგრათ ვიჭერდი,

 

არვიცი რისი ბრალია,თუმცა დღეს იყვნენ ბიჭები წასული და დაიჭირეს 12 ქარიყლაპია ერთი 8 კილოიანი

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...