Gurulo 154 Posted February 3, 2016 Report Share Posted February 3, 2016 გიორგი გილოცავ სეზონის გახსნას. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted February 3, 2016 Report Share Posted February 3, 2016 მაგარია გიო,გილოცავ ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 3, 2016 Author Report Share Posted February 3, 2016 მადლობა ყველას. ვერ მოვხსენი შარშანდელი რეკორდი. მაგარი წვიმა იყო. ხუთი მეტრის იქით რომ არ სჩანს, ისეთი თავსხმა იყო. ეს ერთი ავიღე და წამოვედი, გაუსაძლისი გახლდათ, თან ისეთი ადგილია, ვერაფერს შეაფარებ თავს. სიგრძეში 63 სმ, წონა 2,900კგ. კვირის ბოლოს გაჩვენებთ "მეთევზის სამზარეულოში", თუ რას გავაკეთებ ამ თევზისგან. პ.ს. ჩემი სასწორი უნდა გადავაგდო. ასიანი ურევს. ელექტრო უნდა ვიყიდო. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 4, 2016 Report Share Posted February 4, 2016 ელჩი საღოლ გიო, დაერიე ხო ? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 4, 2016 Report Share Posted February 4, 2016 მაგრებია....შებოლვა დაამშვენებდა დიდებს. აიშვა ელჩმა აწი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 4, 2016 Author Report Share Posted February 4, 2016 ქევხო ენგრე გამოდის. წელსაც ასე გააკეთეს, პატარები ჩაუშვეს. დიდების დაჭერა ლატარეაა რა. BROWNING ვახტანგ, მე რავა უნდა გასწავლო ყველაფერი? აიღე ბიძია-ბაბუა ბილეთი და წამოი აქეთ. დავუშვათ ერთად. ისე როგორ ვერ მოახერხებ, ერთი ათი დღით რომ ჩამოხვიდე?! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 5, 2016 Author Report Share Posted February 5, 2016 ნუ ზარმაცობთ, შეუძლებელი უნდა გადალახოთ. გუშინდელი ვიდეო. დღეს საქმე გამოჩნდა, დილითვე მივაბულდოზერებ, მოვითავებ შუადღისთვის და ყველაზე მთავარი, სალომე მომყვება სათევზაოთ. ეს თქვენთვის: ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted February 5, 2016 Report Share Posted February 5, 2016 :yes: ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted February 5, 2016 Report Share Posted February 5, 2016 მაგარი თევზებია. გიო შერს მეტი არავინ თევზაობს მანდ. არავინ ჩანს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 5, 2016 Author Report Share Posted February 5, 2016 (edited) TOZI777 გაიხარე ნიკა, მადლობა. zaza-04 ზაზა, თევზაობა შევაზიზღე ხალხს. მიყურებენ მაქსიმუმ ნახევარი საათი და მერე მიდიან სახლში. :d030: ჯიმა, აქ ვარ კეთილი, თორემ მაგარი აუტანელი ვინმე ვარ. ბევრ "შტერობას" ვაკეთებ. ამ დილით დავქექე და რამოდენიმე ისეთი ბერკლის "ცომი" ვნახე, რომლებსაც არ ვიყენებ ბოლო 5 წელი, გადავზილე ერთმანეთში, დავნაყე ცოცხალი ნიორი და ვნახოთ რა შედეგს მომცემს დღეს. Edited February 5, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted February 5, 2016 Report Share Posted February 5, 2016 ელჩი გიო რა უნდა გკითხო. ეგ ცისარტყელა თბილ წყალს იტანს? რა ხდება იცი? აქ საკლამახეებიდან გაეპარათ ხალხს და შეერია მდინარეებს. კი იცი რა ღორმუცელა და სარეველა თევზია ეგ , ხოდა გამრავლდა ისეთ მდინარეებშიც, რომლებიც ზაფხულში კაი რამედ თბება. ანუ ღელის კალმახთან შედარებიტ უფრო გამძლეა ვითომ? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 5, 2016 Report Share Posted February 5, 2016 უღრმესი მადლობა გიო ! კარგი რეპორტებია +სუპერ ვიდეო ! დაინდე ეგ ძვირფასი თევზი და ტომატს მოარიდე თუ კაცი ხარ შეიძლება გიყვარს ეგრე მომზადებული მარა მე პირადათ კალმახს მწყერს და ნიყვს საკაზმებს არ ვუკეთებ .ეგ ღმერთმა შეკაზმა უკვე . ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 6, 2016 Author Report Share Posted February 6, 2016 TOZI777 მაგარი ამტანი ვინმეა ცისარტყელა კალმახი. კიბორგია რა. ყველანაირ კონდიციას ეგუება. ავთო ზომიერად გავაკეთებ ავთია. ვსინჯე ადრე მომცროები კეტჩუპი-რაღაცეებში და მაგარი ბომბა გამოვიდა. ვსინჯოთ, ჩვენი რა მიდის? ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted February 6, 2016 Report Share Posted February 6, 2016 ბრაო გიო,მაგარია მეგობაროოო,ბომბავ როგორც ყოველთვიის ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 6, 2016 Author Report Share Posted February 6, 2016 ვერ დავიძინე. თქვენ რა გიშავთ, ყოველფღე ჰხედავთ ქართველებს. სამი საათი დარჩა გათენებამდე. მოვლენ და წავალთ თქვენზე მონატრებული სამი ქართცელი კალმახის დასაჭერად. მაგრა გიყვარდეთ ერთმანეთი, სცადეთ და თქვენზე ბედნიერი არსება არ იქნება დედამიწაზე. პ.ს. არ ვარ ნასვამი, არც ვაფრენ, უბრალოდ ბევრს ვფიქრობ და თუ ერთმანეთს გვერდში არ დავუდექით, წასულია ჩვენი მომავალი. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 6, 2016 Report Share Posted February 6, 2016 საღოლ გიორგი ...მაგარი ბომბა კალმახებია ,მე წელს ცისარტყელასთვის ვერ მოვიცალე ... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 6, 2016 Report Share Posted February 6, 2016 ვერ დავიძინე. თქვენ რა გიშავთ, ყოველფღე ჰხედავთ ქართველებს. სამი საათი დარჩა გათენებამდე. მოვლენ და წავალთ თქვენზე მონატრებული სამი ქართცელი კალმახის დასაჭერად. მაგრა გიყვარდეთ ერთმანეთი, სცადეთ და თქვენზე ბედნიერი არსება არ იქნება დედამიწაზე. პ.ს. არ ვარ ნასვამი, არც ვაფრენ, უბრალოდ ბევრს ვფიქრობ და თუ ერთმანეთს გვერდში არ დავუდექით, წასულია ჩვენი მომავალი. კარგად ვხვდები, არც ნასვამი ხარ, არც აფრენ... ნოსტალგია მოგეძალა ძამა შენ. ნეტა შენსავით ბევრს ფიქრობდეს აქ მცხოვრები ბარე ორი ქართველი... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 7, 2016 Author Report Share Posted February 7, 2016 (edited) დავბომბეთ იქაურობა. სამი ქართველი ხუმრობა საქმე არააა. მათთვის პირველი თევზაობა იყო. სახლში წამოსვლა აღარ უნდოდათ. მივაყარე წინასწარ გაწყობილი 5 სპინინგი. მე ორით შემეძლო თევზაობა/ მასეთი ლიცენზია მაქვს/ დავითმა და ნიკამ თითოთი შეუბერეს, უცებ დაუჭირეს მუღამი. აღიარა ორივემ, დამთავრებულია ჩვენი წყნარი ცხოვრებაო, როდის მოვდივართ შემდეგშიო? შევასრულეთ ჩვენი ლიმიტი, დავიგრუზეთ და მოვხოდეთ სახლისკენ. ერთია კიდევ, მე მიჩვეული ვარ, ბიჭებმა უცებ შეატყვეს. გიო, ვერ იჭერენ ესენი და რამე შარში არ გავეხვათო. მართლა ვერ იჭერდა ვერავინ, ჩვენ კიდევ ლიწინ-ლიწინით ამოგვვყავდა, თან პატარებს ვუშვებდით კაცოუ. კაი დღე დავიყენეთ. ყველა კმაყოფილი დავრჩით. სურათები დავითმა გადაიღო, მე აღარ შევაწუხე ჩემი ვიდეო-კამერა. და ერთი კიდო, ახლა სახლში რომ მივალთ, წიხლით შეგვიძლია კარები შევაღოთო, ამისთანა ნადავლით რომ დავბრუნდითო. :d030: ჩემი წილიც გადავუნაწილე და ისე დავემშვიდობე. Edited February 7, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 7, 2016 Report Share Posted February 7, 2016 ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 11, 2016 Author Report Share Posted February 11, 2016 (edited) გუშინ პოლთან წავედი. ვერ მოუვიდა კაი საქმე. რაღაცა ხუხულას აშენებს კატერებისთვის და მაღალი კიბიდან გადმოვარდნილა. დალეწილია ამხელა კაცი, წელს ზევით თაბაშირში ზის. გავუჩერდი ცოტა ხანი და იმაზე წუწუნებს, ეს რა დამემართა, ვერა ვთევზაობო. ჩემი არ იყვეს, ეგეც არაა ნორმალური, გადარჩა და თევზებზე აბოდებს. ჩვენი ბრაუნინგი ნამყოფია იმ ადგილზე, SWEET HOME ჰქვია. გავგაზე იქ და ვერ ვქაჩავდი 5 საათამდე. რა აღარ ვცადე და არა რააა. ხუთის მერე დაიწყო დაბომბვა. სულ რაღაც 45 წუთში 7 გავუშვი და დავიტოვე ჩემი ლიმიტი. გამოუარე ისევ პოლს, სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ, მეთქი კბილები დაგიჭიანდება, შენ თუ თევზი არ ჭამეთქო, სულ შენი იყვესთქო. არა, მომცროები დამიტოვე, შემწვარი ეგენი უფრო გემრიელიაო. სურათების ატვირთვა მიჭირს, აჯაზებს ჩემი ინეტი, გაჩვენებთ ბომბორებს. ბევრი სურათები და ვიდეოები დამიგროვდა, მაგრამ ვეღარ ვასწრებ თქვენამდე მოტანას. Edited February 11, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 11, 2016 Report Share Posted February 11, 2016 მოგვიკითხე მაგ კარგი კაცი გიორგი,მაგი ახლა სეზონის გაცდენას უფრო დარდობს როგორც ჩანს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 18, 2016 Author Report Share Posted February 18, 2016 pescatore მართლა კარგი კაცია. ესეც იმ ორი ბომბორას სურათი. თან ყველა დამიჯდა პანთერ მართინის ბზრიალებზე. მომცროები ექვს ნომერზე დასხდნენ, ესენი კიდევ ოთხიანზე. რას გაუგებ ამ თევზებს? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 23, 2016 Author Report Share Posted February 23, 2016 ეს გუშინდელია. დღესაც ვაპირებ გასვლას. ჩამოვალ და დაწვრილებით მოგიყვებით ყველაფერს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 23, 2016 Report Share Posted February 23, 2016 ეეეეეეეუუუუუუუუუუუუუუფფფფფფფფფფფფფფფფფ მაგარია ძალიან! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 23, 2016 Report Share Posted February 23, 2016 ეს გუშინდელია. დღესაც ვაპირებ გასვლას. ჩამოვალ და დაწვრილებით მოგიყვებით ყველაფერს. პირველი რა სიგრძისაა გიორგი? კაი ბომბორა ჩანს... ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.