Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ბჯოოო, რა უშნო ვინმე გყავთ სამეგობროში, ეს რატომ უნდა დამჭირდეს?

 

 

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

  • 2 months later...

ბარდაველი ნახეთ, რამხელა კობრებს იჭერს.

 

თვითონ ვერ დებს ვიდეოს და რადგან შტატებშია გადაღებული, ამიტომ დავდებ ვიდეოს აქ.

 

Link to post
Share on other sites

ბარდაველი ნახეთ, რამხელა კობრებს იჭერს.

 

თვითონ ვერ დებს ვიდეოს და რადგან შტატებშია გადაღებული, ამიტომ დავდებ ვიდეოს აქ.

 

 

 

ერიჰაა, პირდაპირ კაპიტოლიუმის წინ თევზაობს? :blink: :haha:

 

 

პ.ს. წელსაც გავმაზე გრინი, რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი :(

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

თითქმის ყოველდღე გავდივარ.

თავისუფლად ვასრულებ ლიმიტს, ბევრს ვუშვებ.

 

ძირითადად დიდებზე ვნადირობ.

გუშინ ნაპირზე მოყვანილი ორი ცალი გამექცა.

ერთმა კაუჭი გაიძრო, მეორემ სადავე გაწყვიტა.

 

მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო.

ვინმე რომ მყოლოდა გვერდში, ახლა ორივე საყინულეში იქნებოდა.

Link to post
Share on other sites

კი ზურაბ, კალმახები ძმაო.

 

ამ პერიოდში მაგათზე ვარ კონცენტრირებული, მთელი წლის მარაგი ახლა უნდა მოვაგროვო, ივნისის შუა რიცხვებში ქაშაყზე წავალ კოლუმბიაზე, მერე ორაგულზე გადავერთვები საქართველოში წასვლამდე, ჩამოვალ უკან და ნადირობის სეზონი მეწყება ცხოველებზე.

თებერვალში გაიხსნა კალმახზე, მაგრამ ვერა რა, ასეთი საშინელი ზამთარი ჯერ არ გვქონია. თებერვალს და მარტს თავი დავანებოთ, აპრილში მხოლოდ სამი "მშრალი" დღე გვქონდა მთელი თვის განმავლობაში, არც მაისმა დააკლო, მაგრამ მაინც გავდივარ, ახლაც დილის 4 საათი ხდება, ინათებს თუ არა უნდა ავგლიჯო ტბისკენ, სავსეა კალმახით, ვერ ითევზავა ხალხმა, თან ესენიც ამატებენ თევზსაშენიდან, თუ იცი როგორ უნდა დაიჭირო, სატყუარაზე მოდის მგელივით.

Link to post
Share on other sites

ბარდაველი ნახეთ, რამხელა კობრებს იჭერს.

 

თვითონ ვერ დებს ვიდეოს და რადგან შტატებშია გადაღებული, ამიტომ დავდებ ვიდეოს აქ.

 

 

მაგარია თეთ სახლთან თევზაობა!!! :) ყოჩაღ!!!

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

გიო, აცალე ცოტა. არ გიყვარს კოჭის მუხრუჭის გამოყენება და იმიტომ გიწყვიტავს. :friends:

Link to post
Share on other sites

არა დავით, არა ჩემო კეთილო კაცო, ფრიქციონი არაფერ შუაშია.

მე თუ ეგ მესწავლება კიდევ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

ფრიქციონს ვუკეტავ ორაგულებს, როცა მსხვილი წნული ძუა მაქვს დახვეული და გრძელი ელასტიური ჯოხი მიკავია, მაშინ მართლა ვარღვევ თევზაობის ყველა კანონს.

სხვა რამეშია პრობლემა.

დაახლოებით მეტრნახევარი აკლია ტბას, არ ჩაკეტეს გასასვლელი.

ის ადგილი, რომელიც ამოჩემებული მაქვს, უკვე იქცა დამრეც ფერდობად.

რომ იყვეს წყალთან გაწონასწორებული ნაპირი, ფხოწიალით გამოათრევდი, მაგრამ ფერდობზე ვერ ამოათრევ.

რეხვავს თავს მიწას და გაწყვიტავს სადავეს.

ჩოგანბადე ფაფუ.

ვერ დავათრევ ამდენ რამეს.

 

ეგ არი.

 

დღევანდელ რეპორტს მოგვიანებით დავდებ.

მოკლედ გეტყვით, აზრი შევიცვალე და სხვაგან წავედი.

ავიღე და თავზე დავიმხე იქაურობა.

Link to post
Share on other sites

არა ძმებო...ეს კაცი დამაწყებინებს თევზაობას :karochera: არ შემოვდივარ სპეციალურად აქ, არ მინდა ნერვები მოვიშალო, მაგრამ დრეს ვერ გავძელი. 3 საათია მარტო გიოს პოსტებს რომ ვათვალიერებ :dance: და სულ უფრო ავადმყოფდები :karochera: :karochera:

 

მაგარი მეთევზე და მაგარი კაცი ხარ ეჩიბეგაშვილო :friends:

Link to post
Share on other sites

კობა

 

გაიხარე ჯიმა. :hi:

 

 

სურათს ვერ ვპოულობ, რომელ ფოლდერშია ეშმაკმა უწყის.

მოკლედ, დილის ექვსზე დავიწყე.

პირველი ბომბარდიანი სპინინგი გავუშვი, დავაპირე მეორეს აწყობა და პირველი ურტყავს გაქანებული.

გამოვათრიე კაი ზომისა, დაახლოებით 40სმ-იანი.

გავისროლე ისევ, მივტრიალდი მეორესკენ და ისევ ზანზარებს პირველი.

აღარ ჰქონდა მეორე სპინინგის ხმარებას აზრი და სადღაც ორ საათში თევზაობამაც აზრი დაკარგა.

თითქმის ყველა გადაგდებაზე ვიჭერდი.

მაგ ადგილზე 25-ია კალმახის ლიმიტი.

მოზრდილებს ვიტოვებდი, მომცროებს ვუშვებდი.

მოვედი სახლში და მეუღლე მეკითხება, აკი სათევზაოდ უნდა წასულიყავიო?

მეთქი მოვედი უკვე, ვერა მხედავთქო.

ეტყობა ვერ დაიჭირეო.

გადმოვიღე ნადავლი და 25 ცალი მოზრდილი კალმახი რომ დაინახა, ძალიან საშიში ადამიანი ხარ შენო. :d030: :d030:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

....................................................................................................

ეტყობა ვერ დაიჭირეო.

გადმოვიღე ნადავლი და 25 ცალი მოზრდილი კალმახი რომ დაინახა, ძალიან საშიში ადამიანი ხარ შენო. :d030: :d030:

 

:d030::e025::alfons:

Edited by კობა
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

აი რატომ არ ვიღებ მანქანიდან სათევზაო აღჭურვილობას.

კლიენტთან გავემგზავრე სხვა ქალაქში მოსალაპარაკებლად.

უცებ მოვრჩით ყველაფერს, გამოვწიე სახლისკენ.

გზა მდინარის პირას მოუყვება, ერთი ადგილი ძალიან მომეწონა, ჰოდა ორ წუთში თევზაობაც დაიწყო.

წინა დღისით ხინკალის ცომი დამრჩა, ოდნავ მცენარეული ზეთი დავამატე, გადავზილე ისევ და ეგ იყო სულ.

ბომბარდით და სამმეტრიანი სადავით ვითევზავე.

ნახევარ საათში ეგ ხუთიცალი ამოვახმელეთე, მერე ახალი ჯოხის გასინჯვა მინდოდა, გავუშვი ფსკერულზე.

ამასობაში ავიტანე მანქანასთან ყველაფერი, დავბრუნდი და რას ვხედავ, დამაგრებულ სპინინგს ისტერიკა და ბნედა ერთდროულად დამართნია.

გამოცდილები დამეთანხმებით, კობრის მდინარიდან გამოყვანა ბევრად რთულია, ვიდრე ტბიდან.

სადღაც თხუთმეტ წუთში ნაპირზე იღებდა "ზაგარს".

ბევრი არაფერი, ზუსტად 3.6 კგ გამოვიდა.

 

პ.ს. სურათი არ იდება, იძულებული ვარ FB-ზე დავდო. მერე ლინკსაც დავდებ აქ იმათთვის, ვისაც FB არა აქვს.

 

 

 

7b69f69a1f22.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

აი რატომ არ ვიღებ მანქანიდან სათევზაო აღჭურვილობას.

კლიენტთან გავემგზავრე სხვა ქალაქში მოსალაპარაკებლად.

უცებ მოვრჩით ყველაფერს, გამოვწიე სახლისკენ.

გზა მდინარის პირას მოუყვება, ერთი ადგილი ძალიან მომეწონა, ჰოდა ორ წუთში თევზაობაც დაიწყო.

წინა დღისით ხინკალის ცომი დამრჩა, ოდნავ მცენარეული ზეთი დავამატე, გადავზილე ისევ და ეგ იყო სულ.

ბომბარდით და სამმეტრიანი სადავით ვითევზავე.

ნახევარ საათში ეგ ხუთიცალი ამოვახმელეთე, მერე ახალი ჯოხის გასინჯვა მინდოდა, გავუშვი ფსკერულზე.

ამასობაში ავიტანე მანქანასთან ყველაფერი, დავბრუნდი და რას ვხედავ, დამაგრებულ სპინინგს ისტერიკა და ბნედა ერთდროულად დამართნია.

გამოცდილები დამეთანხმებით, კობრის მდინარიდან გამოყვანა ბევრად რთულია, ვიდრე ტბიდან.

სადღაც თხუთმეტ წუთში ნაპირზე იღებდა "ზაგარს".

ბევრი არაფერი, ზუსტად 3.6 კგ გამოვიდა.

 

პ.ს. სურათი არ იდება, იძულებული ვარ FB-ზე დავდო. მერე ლინკსაც დავდებ აქ იმათთვის, ვისაც FB არა აქვს.

 

 

 

7b69f69a1f22.jpg

 

 

:yes: მაგარია, მაგრამ მე მეგონა მარტო კალმახ-ორაგულებს დასდევდი მანდ :)

Link to post
Share on other sites

ავთო

 

არა ავთია, სხვა რამეშია პრობლემა.

ჩვენი ფორუმიდან ვერც ადრე ვტვირთავდი და ვერც ახლა.

რადიკალმა საერთოდ დამაპაშოლა.

შეიძლება შტატებიდან რომ შევდივარ, არ არის გამორიცხული დაბლოკილი ჰქონდეთ.

აგერ ნიკას გადმოუტანია ლინკი, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

კობა

 

შენ ხუმრობ ჯიმა და სპეც-ნებართვის აღებაა საჭირო, რომელიც თევზის გაყიდვის უფლებას მომცემს, ასევე შემეძლება ნანადირევის მარკეტებში ჩაბარება.

ეგ სერთიფიკატი ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ერთი ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ჯიგარო.

იცი შენ, მე მაგის კაცი არა ვარ ძმაო, არაა ეგ ჩემი საქმე, თანაც ვერანაირად ვერ გამოვა.

არის ერთი ვარიანტი, გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და მოსწავლეები ავიყვანო.

ეგეც პრობლემაა ბიჯო, ერთ დღეში დავიფრენ ყველას. :d030:

აუტანელი მასწავლებელი ვარ.

როცა არ მისმენენ და ისე არ აკეთებენ ყველაფერს,როგორც მე მინდა, მერე დეერხათ ყველას. :d030:

 

TOZI777

 

ნამეტანი "გამაფუჭა" აქაურობამ, გადასული ვარ სალმონოიდებზე.

ამჟამად საკალმახე სპინინგები მივაძინე კარადაში, ახლა ორაგულების "მტერი" ვარ მე. :e025:

 

 

წინა კვირას მოვახერხე და გავედი ჩანჩქერზე ორაგულის დასაფრთხობად და ხალხის ნერვების მოსაშლელად.

სადღაც ერთ საათში კაი მოზრდილი მამალი ქინგი ჩავსვი ჩოგან ბადეში.

ავიტანე მანქანასთან, ჩავდე საველე მაცივარში და დავუბრუნდი პოზიციას.

მოვიდა ახალგაზრდა კაცი და რომ დაინახა როგორი მონტაჟით ვთევზაობდი, ამოიღე ბრადერ, მაგაზე ძალიან დიდი ჯარიმა დააწესესო.

ამ "შარუმ-შათლახებმა" კი არ გააფრთხილეს მეთევზეები, რომ შეცვალეს მაგ მონაკვეთზე რეგულაციები, პირდაპირ ჯარიმა დააწესეს.

ბოლოს გეტყვით თანხის რა რაოდენობა უნდა გადაიხადო კანონის "დარღვევის" შემთხვევაში.

 

წამებში ავკეცე ყველაფერი.

ჩავალაგე და მადლობა ვუთხარი ოჯახის ბიუჯეტი რომ გადამირჩინა.

ბჯოოოოო, ყოველ წელს ვიღებ სპორტულ პაკეტს, ყოველ წელს ვაბარებ პატაკს, თუ რა დავიჭირე და რა მოვინადირე.

ე დედა დანგრეული, ამ ბროშურას რომ მაძლევ წლის დასაწყისში და მერე ამატებ ცვლილებას კანონში, როგორ უნდა გავიგო მე?

ან ტელევიზიით უნდა გავრცელდეს ეგ ცვლილება და მთლად მთავარი, როცა გყავს ასეთი პატიოსანი მეთევზე-მონადირე, რომელიც ათ წელზე მეტია იღებს სპორტულ პაკეტს და იხდის ამდენ თანხას, არ უნდა მისწერო იმეილზე, ან ფოსტით არ უნდა გაუგზავნო შეტყობინება?

 

მერეა და ვინც ახლოს მიცნობს, ყველა მეუბნება, მოჩხუბარა და დოღრიალა ხარო.

 

ჯარიმა ყოფილა კატასტროფა.

 

5000 $ პირველივე შემთხვევაზე./არ მეშლება ციფრები, დიახ, ხუთი ათასი დოლარი ჯარიმა.

 

ახლა არ მაქვს საშუალება, ახლო მომავალში დაგიდებთ წინა და ახლანდელ მონტაჟებს, თქვენს გაკვირვებას საზღვარი არ ექნება, როცა ნახავთ ე.წ. "განსხვავებას".

 

 

P.S. ასეთ სამსახურებში, რატომ და როგორ მუშაობენ ყველგან "გამორჩეული შტერები"?

ამ კვირაში ვერ მოვიცლი, მეორეში უნდა ავიდე გარემოს დაცვის დეპარტამენტში და თავზე უნდა დავიმხო იქაურობა. :vinsent:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება.

გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო.

მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩამოვსულიყავი.

ჯერ კიდევ დარეტიანებული ვარ, მანდ ჩამოსვლისას არ მქონდა აკლიმატიზაციის პრობლემა, აქ გავჭედე, დღე და ღამე მაქვს არეული.

უარი ვუთხარი.

 

მაგის მეუღლეს წინა კვირას 13 კგ-იანი კინგი დაუჭერია. :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ესეც შემთხვევით გავიგე, თურმე მდინარის თევზის გაშვების უფლება აღარ მაქვს, სალმონოიდები კი ბატონო, დანარჩენები განადგურებას ექვემდებარებიან.

კალმახის, ორაგულის და ზუთხის ქვირითს ანადგურებენ და ამიტომ მიუღიათ  ასეთი კანონი, არადა სარეგულაციო ბროშურაში არაფერი არ სწერია ამის შესახებ, თქვენ წარმოიდგინეთ და მაღალი ჯარიმებიც არის, თუ ეგეთი თევზი გავუშვი.

Link to post
Share on other sites

მოიცა ახლა რა გამოდის გიო, დგახარ მთელი დღე ითევზავებ გულს იჯერებ, მე რომ ვუყურებ მაქ შეიძლება 100 კილო დაიჭირო დღეში და თუ უკან ვერ უშვებ, ვერ ჭამ, ვერ ყრი გამოდის სათევზაოდ არ უნდა იარო?

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

არ ვიცი ძმაო, მე კიდევ სასამართლო და ჯარიმა მინდა?

ნაპირზე დაყარე , მაგას ფრინველები და ცხოველები მოუვლიანო.

არადა როგორია 5-7 კგ-იანი კობრის დატოვება, რომც წამოვიღო, ვის ვაჭამო?

Edited by გიორგი
Link to post
Share on other sites

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...