soso 1 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 Bracco Italiano იტალიური პოინტერი ბრაკო იტალიანო(იტალიური პოინტერი) არის სპორტული და ძლიერი აღნაგობის ძაღლი, გარეგნულად გავს პოინტერს და ბლოდჰაუნდს.მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ჯიშის გაკეთილშობილება ინგლისურ პოინტერებთან შეჯვარებით დაიწყეს და მიიღეს უფრო მსუბუქი, შდარებით ელეგანტური და სწრაფი მეძებარი. ზემოთ აღნიშნული ძაღლის ჯიში გამოირჩევა მაღალი ყნოსვით, ყველასგან განსხვავებული ძებნის მანერით (ეძებს ჩორთით). იგი უნივერსალური მონადირეა და გამოიყენება ყველა სახის ნადირობისთვის.მსხვილფეხა ნადირსაც დაზდევს... და ყველა უნივერსალებისგან განსხვავებით ფრინველს სტოიკას უკეთებს, იგეშება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე... იდეალური კომპანიონია... თავის მონაცემებიდან გამომდინარე საჭიროებს მუდმივ და რეგულარულ ვარჯიშებს რათა არ დაკარგოს სანადირო ფორმა. მას ხანდახან კუდს აჭრიან იმის გამო რომ დიდია ტრავმების რისკი. ბეწვი აქვს მოკლე,მკვრივი,უხეში და პრიალა,ნაგრამ თავზე, ყელზე, ყურებზე და ფეხებზე აქვს შედარებით რბილი და დაბალი ბეწვი.იგი წელიწადში რამოდენიმეჯერ იცვლის ბეწვს,ძირითადად გვხვდება თეთრი-ნარინჯისფერი,ყავისფერ-წაბლისფერი და ქარვისფერი ლაქებით სახეზე, ყურებზე სხეულზე და კუდზე. მასა 25-40კგ. ნადირობას იწყებს სწრაფი ტემპით, მაგრამ ტემპს აგდებს როდესაც კვალს იღებს.რაც უახლოვდება ობიექტს მით უფრო ანელებს მოძრაობას და ფეხის აწევით აკეთებს ნაბულს. ხასიათით არის წყნარი,იდეალური ოჯახის პირობებში, ძალიან უყვარს ბავშვები, კარგად ეგუება ოჯახში მყოფ სხვა ძაღლებს და შინაურ ცხოველებს,ნადირობის დროს იოლად უჯერებს პატრონს თუ შეამჩნია რომ პატრონის აზრი ჯობია მისას რაც ბევრს ითხოვენ მისგან უფრო მეტად ცდილობს და უკეთ ასრულებს ბრძანებებს.მიუხედავად იმისა რომ წყნარი ძაღლია როდესაც საჭიროა თავის ძალას და აგრესიას ავლენს. ამ ჯიშს უყვარს ნადირობა "ბრაკო რომელიც არ ნადირობს არაა ბედნიერი ბრაკო". ციტირება Link to post Share on other sites
aleko22 0 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 საინტერესო ჯიშია რატომღაც არსად შემხვედრია, საქართველოში იშოვება ეს ჯიში? ციტირება Link to post Share on other sites
soso 1 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 aleko22 როგორც მე ვიცი არა ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 მე მქონდა ერთი რეპორტი გაკეთებული ამ ძაღლის ჯიშის თაობაზე,მაგრამ ვეღარ მივაგენი.. ეს ჯიში საკმაოდ გავრცელებულია იტალიაში და მთელ ევროპაში,იტალიაში ჩემი ახლობლის სიმამრს აქვს გაკეთებული ძაღლსაშენი სადაც თითქმის მარტო ეს ჯიში ყავს.თვითონ წვრთნის ძაღლებს და 2010 წელს მისმა ძაღლმა 1 ადგილი აიღო ევროპის ჩემპიონატზე.ერთ ვიდეოს მივაგენი პირად არქივში, თუ მივაგენი ფოტომასალას აუცილებლად დავდებ ციტირება Link to post Share on other sites
soso 1 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ერთ ვიდეოს მივაგენი პირად არქივში, თუ მივაგენი ფოტომასალას აუცილებლად დავდებ საინტერესოა, ფოტოების საინტერესო იქნება, მომეწონა ეს ძაღლი ნეტა საქართველოს როგორ შეეგუება აქაურ პირობებს? ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 ვერაფრით ვერ მივაგენი,მაგრამ ამ დეებში მიწევს მისვლა მაგ კაცთან და ახლებს გადავიღებ... ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 კარგი რამე ჩანს, თუ არ არის საქართველოში კარგი იქნება რომ შემოვიდეს. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 კარგი რამე ჩანს, თუ არ არის საქართველოში კარგი იქნება რომ შემოვიდეს. ალბათ მაგის დროც მოვა... ეს არის მისი საიტი და სურათები არის თუ აინტერესებს ვინმეს http://www.braccoitalianodeltognolo.it/ ესეც ერთი ვიდეო ციტირება Link to post Share on other sites
vazhaooo 0 Posted May 12, 2015 Report Share Posted May 12, 2015 (edited) საქართველოში შემოვიყვანე ბრაკოს ლეკვი(როგორც ვიცი პირველი). სანადირო თვისებებით ამბობენ მაგარიაო, ექსტერიერი მაგარი აქვს. არის 4 თვის. Edited May 12, 2015 by vazhaooo ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 12, 2015 Report Share Posted May 12, 2015 კაი მასტია. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted May 12, 2015 Report Share Posted May 12, 2015 vazhaooo მაგარია, ბრავო!!. ძალიან მაინტერესებს როგორი მონადირე დადგება და რა თვისებები აქვს. როგორც ვიცი ეს პირველი ბრაკოა და ვუსურვებ პატრონის ყველა იმედი და სურვილი აესრულებინოს. ზოგჯერ თუ მოგვაწვდი ინფორმაციას ამ ლეკვზე კარგი იქნება. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 13, 2015 Report Share Posted May 13, 2015 vazhaooo ძუა თუ ხვადია?საიდან შემოიყვანე?უფრო ვრცლად რომ დადო ინფორმაცია ძალიან კარგი იქნება ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 13, 2015 Report Share Posted May 13, 2015 მიხარია ამ ჯიშის გამოჩენა,კარგიაა!! ციტირება Link to post Share on other sites
vazhaooo 0 Posted May 13, 2015 Report Share Posted May 13, 2015 (edited) მადლობა ყველას კეთილი სურვილებისათვის!!! აუცილებლად დავდებ დრო და დრო ინფორმაციას ბრაკოს ჩვენთან ადაპტირების შესახებ. რაც შეეხევა ლეკვებს: შემოვიყვანე იტალიიდან, კერძოთ თენსენიდან, ხვადი 4 თვის და ძუ 5 თვის თავის საგვარეულოთი. მართლა ვერც წარმოვიდგენდი, როცა ვკითხულობდი ბრაკოზე, თუ ასეთი დიდები იქნებოდნენ, მითუმეტეს ხვადები, გაოცებული დავრჩი რამდენად "მოშნები: არიან Edited May 13, 2015 by vazhaooo ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 13, 2015 Report Share Posted May 13, 2015 ორივე შემოიყვანე?ანუ ძუც და ხვადიც??ხო სხვადასხვა ბუდობისაა? ციტირება Link to post Share on other sites
vazhaooo 0 Posted May 14, 2015 Report Share Posted May 14, 2015 ორივე შემოიყვანე?ანუ ძუც და ხვადიც??ხო სხვადასხვა ბუდობისაა? კი რა თქმა უნდა სხვა და სხვა ბუდისაა, სხვანაირად არ შეიძლება , როგორც დავწერე წინა პოსტში ერთე 4 თვისაა მეორე 5 თვისაა და დიდი საგვარეულოთი, სადაც მითითებულია წინაპრების გამარჯვევები და მედლები.ძალიან კარგი ეგზემპლარები არიან თავისი ჯიშის! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 15, 2015 Report Share Posted May 15, 2015 vazhaooo ძალიან დამაინტრიგე.ძალიან დიდი სირვილი მაქვს შენი ლეკვების ნახვის. კინოლოგისთვის რომელიც ნადირობის მოყვარულია დამერწმუნე ახალ ჯიშებთან შეხება მეტად სიამოვნების მომტანია ციტირება Link to post Share on other sites
vazhaooo 0 Posted May 17, 2015 Report Share Posted May 17, 2015 (edited) ჩემი ძუ ბრაკოს სურათები ... Edited May 17, 2015 by vazhaooo ციტირება Link to post Share on other sites
vazhaooo 0 Posted May 17, 2015 Report Share Posted May 17, 2015 (edited) vazhaooo ძალიან დამაინტრიგე.ძალიან დიდი სირვილი მაქვს შენი ლეკვების ნახვის. კინოლოგისთვის რომელიც ნადირობის მოყვარულია დამერწმუნე ახალ ჯიშებთან შეხება მეტად სიამოვნების მომტანია ჯაბა გვესტუმრე და შეგვიფასე, ჩვენც მოხარული ვიქნებით ... Edited May 17, 2015 by vazhaooo ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 17, 2015 Report Share Posted May 17, 2015 ძალიან მომწონს მეგობარო,წარმატებებს გისურვებ!!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 17, 2015 Report Share Posted May 17, 2015 :yes: :yes: ციტირება Link to post Share on other sites
vazhaooo 0 Posted May 18, 2015 Report Share Posted May 18, 2015 ძალიან მომწონს მეგობარო,წარმატებებს გისურვებ!!!! მადლობა მამუკა, ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted June 7, 2015 Report Share Posted June 7, 2015 ეს იტალიური ბრაკოა? ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 7, 2015 Report Share Posted June 7, 2015 დიდად ვერ ვერკვევი ძაღლების ჯიშებში,მაგრამ არ გავს ეგ ბრაკოს,ჩემი ახლობლის სიმამრს აქვს ძაღლსაშენი სადაც ძირითადად ეგ ჯიში ყავს... ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 8, 2015 Report Share Posted June 8, 2015 ალექსანდრე ბაბუნაშვილი არა არ გავს.რაღაცის მეტისია ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.