Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Bracco Italiano იტალიური პოინტერი

 

 

 

 

7f0234170610.jpg

ბრაკო იტალიანო(იტალიური პოინტერი) არის სპორტული და ძლიერი აღნაგობის ძაღლი, გარეგნულად გავს პოინტერს და ბლოდჰაუნდს.მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ჯიშის გაკეთილშობილება ინგლისურ პოინტერებთან შეჯვარებით დაიწყეს და მიიღეს უფრო მსუბუქი, შდარებით ელეგანტური და სწრაფი მეძებარი. ზემოთ აღნიშნული ძაღლის ჯიში გამოირჩევა მაღალი ყნოსვით, ყველასგან განსხვავებული ძებნის მანერით (ეძებს ჩორთით). იგი უნივერსალური მონადირეა და გამოიყენება ყველა სახის ნადირობისთვის.მსხვილფეხა ნადირსაც დაზდევს... და ყველა უნივერსალებისგან განსხვავებით ფრინველს სტოიკას უკეთებს, იგეშება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე... იდეალური კომპანიონია... თავის მონაცემებიდან გამომდინარე საჭიროებს მუდმივ და რეგულარულ ვარჯიშებს რათა არ დაკარგოს სანადირო ფორმა. მას ხანდახან კუდს აჭრიან იმის გამო რომ დიდია ტრავმების რისკი.

 

ბეწვი აქვს მოკლე,მკვრივი,უხეში და პრიალა,ნაგრამ თავზე, ყელზე, ყურებზე და ფეხებზე აქვს შედარებით რბილი და დაბალი ბეწვი.იგი წელიწადში რამოდენიმეჯერ იცვლის ბეწვს,ძირითადად გვხვდება თეთრი-ნარინჯისფერი,ყავისფერ-წაბლისფერი და ქარვისფერი ლაქებით სახეზე, ყურებზე სხეულზე და კუდზე.

მასა 25-40კგ.

ნადირობას იწყებს სწრაფი ტემპით, მაგრამ ტემპს აგდებს როდესაც კვალს იღებს.რაც უახლოვდება ობიექტს მით უფრო ანელებს მოძრაობას და ფეხის აწევით აკეთებს ნაბულს.

 

ხასიათით არის წყნარი,იდეალური ოჯახის პირობებში, ძალიან უყვარს ბავშვები, კარგად ეგუება ოჯახში მყოფ სხვა ძაღლებს და შინაურ ცხოველებს,ნადირობის დროს იოლად უჯერებს პატრონს თუ შეამჩნია რომ პატრონის აზრი ჯობია მისას რაც ბევრს ითხოვენ მისგან უფრო მეტად ცდილობს და უკეთ ასრულებს ბრძანებებს.მიუხედავად იმისა რომ წყნარი ძაღლია როდესაც საჭიროა თავის ძალას და აგრესიას ავლენს.

ამ ჯიშს უყვარს ნადირობა "ბრაკო რომელიც არ ნადირობს არაა ბედნიერი ბრაკო".

Link to post
Share on other sites

მე მქონდა ერთი რეპორტი გაკეთებული ამ ძაღლის ჯიშის თაობაზე,მაგრამ ვეღარ მივაგენი..

ეს ჯიში საკმაოდ გავრცელებულია იტალიაში და მთელ ევროპაში,იტალიაში ჩემი ახლობლის სიმამრს აქვს გაკეთებული ძაღლსაშენი სადაც თითქმის მარტო ეს ჯიში ყავს.თვითონ წვრთნის ძაღლებს და 2010 წელს მისმა ძაღლმა 1 ადგილი აიღო ევროპის ჩემპიონატზე.ერთ ვიდეოს მივაგენი პირად არქივში, თუ მივაგენი ფოტომასალას აუცილებლად დავდებ

Link to post
Share on other sites

ერთ ვიდეოს მივაგენი პირად არქივში, თუ მივაგენი ფოტომასალას აუცილებლად დავდებ

საინტერესოა, ფოტოების საინტერესო იქნება, მომეწონა ეს ძაღლი ნეტა საქართველოს როგორ შეეგუება აქაურ პირობებს? :taunt:

Link to post
Share on other sites

კარგი რამე ჩანს, თუ არ არის საქართველოში კარგი იქნება რომ შემოვიდეს.

ალბათ მაგის დროც მოვა...

ეს არის მისი საიტი და სურათები არის თუ აინტერესებს ვინმეს

http://www.braccoitalianodeltognolo.it/

 

ესეც ერთი ვიდეო

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

საქართველოში შემოვიყვანე ბრაკოს ლეკვი(როგორც ვიცი პირველი). სანადირო თვისებებით ამბობენ მაგარიაო, ექსტერიერი მაგარი აქვს.

არის 4 თვის.

 

IMG_0230_2.jpg

IMG_0239_2.jpg

Edited by vazhaooo
Link to post
Share on other sites

vazhaooo

მაგარია, ბრავო!!. ძალიან მაინტერესებს როგორი მონადირე დადგება და რა თვისებები აქვს. :yes: როგორც ვიცი ეს პირველი ბრაკოა და ვუსურვებ პატრონის ყველა იმედი და სურვილი აესრულებინოს. ზოგჯერ თუ მოგვაწვდი ინფორმაციას ამ ლეკვზე კარგი იქნება.

Link to post
Share on other sites

vazhaooo

ძუა თუ ხვადია?საიდან შემოიყვანე?უფრო ვრცლად რომ დადო ინფორმაცია ძალიან კარგი იქნება :Laie_99:

Link to post
Share on other sites

მადლობა ყველას კეთილი სურვილებისათვის!!! აუცილებლად დავდებ დრო და დრო ინფორმაციას ბრაკოს ჩვენთან ადაპტირების შესახებ.

რაც შეეხევა ლეკვებს: შემოვიყვანე იტალიიდან, კერძოთ თენსენიდან, ხვადი 4 თვის და ძუ 5 თვის თავის საგვარეულოთი.

მართლა ვერც წარმოვიდგენდი, როცა ვკითხულობდი ბრაკოზე, თუ ასეთი დიდები იქნებოდნენ, მითუმეტეს ხვადები, გაოცებული დავრჩი რამდენად "მოშნები: არიან :)

Edited by vazhaooo
Link to post
Share on other sites

ორივე შემოიყვანე?ანუ ძუც და ხვადიც??ხო სხვადასხვა ბუდობისაა?

კი რა თქმა უნდა სხვა და სხვა ბუდისაა, სხვანაირად არ შეიძლება , როგორც დავწერე წინა პოსტში ერთე 4 თვისაა მეორე 5 თვისაა და დიდი საგვარეულოთი, სადაც მითითებულია წინაპრების გამარჯვევები და მედლები.ძალიან კარგი ეგზემპლარები არიან თავისი ჯიშის!:)

Link to post
Share on other sites

vazhaooo

ძალიან დამაინტრიგე.ძალიან დიდი სირვილი მაქვს შენი ლეკვების ნახვის.

კინოლოგისთვის რომელიც ნადირობის მოყვარულია დამერწმუნე ახალ ჯიშებთან შეხება მეტად სიამოვნების მომტანია

Link to post
Share on other sites

vazhaooo

ძალიან დამაინტრიგე.ძალიან დიდი სირვილი მაქვს შენი ლეკვების ნახვის.

კინოლოგისთვის რომელიც ნადირობის მოყვარულია დამერწმუნე ახალ ჯიშებთან შეხება მეტად სიამოვნების მომტანია

 

ჯაბა გვესტუმრე და შეგვიფასე, ჩვენც მოხარული ვიქნებით ...

 

IMG_1019.jpg

Edited by vazhaooo
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

დიდად ვერ ვერკვევი ძაღლების ჯიშებში,მაგრამ არ გავს ეგ ბრაკოს,ჩემი ახლობლის სიმამრს აქვს ძაღლსაშენი სადაც ძირითადად ეგ ჯიში ყავს...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...