Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზის დამარილება და შებოლვა


Recommended Posts

თევზის დამარილება და შებოლვა

 

 

დასამარილებლად ძირითადი კლასიკური სახეობებია კაპარჭინა,ბლიკა,ნაფოტა.შამაია და ვიმბა კი დელიკატესებათ ითვლებიან რადგან ეს სახეობები ძალზე გემრიელები და ცხიმიანები არიან.ტობი ამ თევზებს ჩამოუვარდება გემოთი მაგრამ დამარილებული მაინც კარგი გამოდის.აგრეთვე ამარილებენ ქორჭილას და ქარიყლაპიას,დიდი ზომის ზღვის ღორჯოებს....

 

b4930e4f0223.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 79
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ჩემმა ქვისლმა ჯერ შამაია დამაჭერინა, მერე დამარილება მასწავლა და აგერ ნახეთ რა გამოვიდა:     ადრე არასოდეს გამიკეთებია, პირველი ნახელავია, მაგრამ უმაგრესი გემო აქვს...  

წავიდა შებოლვა

წლევანდელი 

Posted Images

ადრე სადღაც დავწერე მაგრამ აქაც დავწერ. დონზე მასწავლა ერთმა მეთევზემ ,როცა გავაკეთე სულ კარგი გამოვიდა.

 

ემალის ქვაბში ვყრით მარილს ისე რომ ფსკერი დაიმალოს,ვაწყობთ თევზს ერთ ფენად,ვაყრით ისევ მარილს და ვალაგებთ მომდევნო ფენას და ასე შემდეგ . ვახურავთ თავსახურს და ვდებთ გრილ ადგილზე. თუ თევზი ძალიან დიდები არაა 3 დღის შემდეგ ამოვიღებთ და კარგად ვრეცხავთ. როგორც სალამანდრა ადასტურებს იმდენი საათი უნდა რეცხვა გამდინარე წყლით რამდენი დღეც იყო მარილში.

გარეცხილ თევზს ავაცვამთ ჯერ კუდებით და გავფენთ ისეთ ადგილზე სადაც ჰაერი კარგად გაუვლის.ვაკვირდებით ყოველდღე,როცა ცხვირზე ცხიმის წვეთები დაეკიდება ეგრევე ვატრიალებთ და ავაცვამთ თვალებით ან ლაყუჩით.

გაშრობა აცალეთ იმდენ ხანს როგორი გამშრალიც მოგწონთ. შეგარგოთ!

მე მაგალითად ძალიან არ ვახმობ,შედარებით რბილს ვანიჭებ უპირატესობას.

Link to post
Share on other sites

დამარილებულ თევზს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს. რაღათქმაუნდა ლუდის დელიკატესია! მეც ვამარილებ თევზს, ძალიან მიყვარს დამარინადებული ორაგული, არაჩვეულებრივი გამოდის.

 

ვაკეთებ შემდეგნაირად: ორაგულს კარგად ვასუფთავებ და ვაკეთებ ფილეს, ოღონდ კანს არ ვაცლი, კუნთთაშორისი ფხა გასდევს მხოლოდ ერთ ზოლად და მთავარია ეგ ამოიღო ყველა, შიგნითა მხრიდან ხელის გასმით იგრძნობა კარგად. (იმიტომ უნდა ამოიღო რო მერე დაჭრაში ხელი არ შეგიშალოს, ნაჭერს აკარგვინებს ფორმას). შემდეგ ამ ფილეებს ვათავსებ ემალის ქვაბში ან ცელოფნის კონტეინერში სადაც ძირზე ვაყრი მარილს ასევე სანამ ჩავდებ ყველგან ვუსვავ მარილს. ქვაბს ვდგავ მაცივარში რამდენიმე დღის განმავლობაში მესამე დღეს უკვე მომწიფებულია და გემრიელი საჭმელი მარა ცოტა დიდხანსაც ვაჩერებ ხოლმე. მაცივარში შედგმის მერე დროდადრო ვნახულობ ქვაბს, ვღვრი მომდგარ წვენს, ვიღებ ფილეებს და ისევ ვუსვავ მარილს, აქვე ერთჯერზე ვაწურავ ლიმონს (ძალიან უხდება როგორც გემოს ასევე კოსისტენციას). ამას ვაკეთებ 3 დღე მერე უკვე წყალს აღარ იყენებს და ე.ი. მარილი უკვე საკმარისადააქვს. ეს დამარილება, ეხლა შემდეგ უკვე მზა დამარილებულ თევზს ასე 5 დღიანი გამოყვანის შემდეგ ვიღებ და ვჭრი უკვე ისეთ ნაჭრებად რო პირდაპირ წავიდეს ბუტერბროდზე. ამ ნაჭრებს ვალაგებ პატარა ემალის ქვაბში ფენაფენა და ვასხავ რაფინირებულ ზეთს (ზეითუნის არ დაასხათ ძალიან მიყავს თავის გემოზე) ზეთი საკმაო რაოდენობის ესაჭიროება, ნაჭრები მეორე დღისთვის უკვე იწოვს ზეთს და გამოდის ძალიან ნოტიო, ფაფუკი, და გემრიელი შეუბოლავი სათალი გემრიელად მიირთვით.

 

ამ თევზის დამარილების დროს შეიძლება პატარა ინტერპრეტაციების ჩართვა მაგალითად გააკეთო პიკანტური სხვადასხვა მოხდენილი თევზის სპეციებით, ისეთებით როგორიცაა შავი პილპილი, ხახვი, დაფნის ფოთოლი. ასევე სხვადასხვა სურნელოვანი სპეციები მიხაკი, დარიჩინები და ა.შ.

 

 

სადღაც სურათიც მაქვს მგონი და ვნახავ თუ მაქვს დავდებ.

Link to post
Share on other sites

კუსტარულად დამზადებული შესაბოლი, თუ მას ამ თანამიმდევრობით გავაკეთებთ, რომელსაც დავწერ, არაფრით ჩამოუვარდება ქარხნულს.

 

200 ლიტრიან კასრს, თუნდაც მომცრო იყვეს, მეტი ზომისა მოუხერხებელი იქნება დამწყებისათვის, მაგრამ პრინციპი ერთი აქვს ყველას, სამად გადაჭრა მოუწევს.

1. ძირი დაახლოებით მინიმუმ 20-30სმ მაინც უნდა იყვეს, რათა შიგნით ალუმინის ტაშტი უნდა ჩადოთ, რომელშიც ნაღვერდალი გექნებათ, ტაშტის ძირი კიდევ დახვრიტეთ წვრილი ბურღით, დაახლოებით ისეთი კონფიგურაციით როგორც ქაფქირზეა ნახვრეტები.

2. თავსახურად მეორე ბოლო გამოდგება, სახელური დასჭირდება, რომელზეც ებონიტის ან ხის მასალა მიამაგრეთ.

3. დაგვრჩა ცილინდრი, რომლის შუა წელზე 90 გრადუსიანი მოხრილობის ანჯამების დაყენებაა საჭირო რათა მათზე უნდა დაიდოს, უკეთეს შემთხვევაში რკინის ბადე და მასზე მომძრო ტაშტი/შემისწორეთ ეს სიტყვა, ვიცი რომ ქართულად სხვა სახელი აქვს და ვერაფრით გავიხსენე ეხლა. , წინასწარ გმადლობთ/

ამ ჭურჭელში წყალში გაზავებული ნებისმიერი არომატიზატორის მოთავსება შეგიძლიათ, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, პირადად მე ვიყენებ ღვინოს, ბადაგს და სხვადასხვა ხილის ნატურალურ წვენებს, გააჩნია რას ვბოლავ.

მაგ, თევზზე თეთრ ღვინოს ვხმარობ, საქონლის და ღორის ხორცზე წითელს, ფრინველსაც თეთრი უხდება, მოკლედ თქვენი პირის გემოზეა დამოკიდებული.

ასევე აუცილებელია ცილინდრის ზედა ნაწილზე დაამაგროთ თერმომეტრი, რათა აკონტროლოთ ტემპერატურა, ტემპერატურას კიდევ შეცვლით პატარა კარებიდან, რომელსაც ცილინდრის ქვემო ნაწილში ამოჭრით. ამ ჭრილიდან შეგეძლებათ სხვადასხვა ჯიშის ხეების ნაფოტები ამატოთ ნაღვერდალს.

 

აუცილებელია: 1.კასრი იყვეს უჟანგავი ფოლადის ან წინათ არ იყვეს გამოყენებული ქიმიური ხსნარებისთვის.

2.აუცილებლად გამოწვით, სანამ შებოლვას დაიწყებთ.

 

შეგიძლიათ ცეცხლგამძლე საღებავითაც შეღებოთ, თუ თვლით რომ თქვენი შესაბოლი მეტ ყურადღებას იმსახურებს.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

სალამანდრა, ამ თემას მეთევზის სამზარეულო ხომ არ გადავარქვათ?

 

 

ცივად შებოლილი ორაგული

 

 

6wnvn.jpg

 

 

qv2qg.jpg

 

 

tx8rp.jpg

Link to post
Share on other sites

თევზი ქართულ სამზარეულოში

 

http://vinoge.com/samzareulo/Tevzi-qarTul-samzareuloSi

 

რუსუდან სავანელი

 

ბევრჯერ მსმენია, რომ ქართული სამზარეულო განებივრებული არ არის თევზის მომზადების მრავალფეროვანი რეცეპტებით. თუმცა, რაც ძველ ლიტერატურასა და რეცეპტებს თვალი გადავავლე, აღმოვაჩინე, რომ ბევრი რეცეპტი უბრალოდ დროთა განმავლობაში დაიკარგა.

ჩვენი წინაპრები თევზის მრავალ სახეობას იყენებდნენ საკვებად. ამ დიდ ჩამონათვალში შედიოდა ლოქო, კალმახი, შამაია, ჭანარი, ზუთხი, კობრი, კეფალი და მრავალი სხვა. თევზს მიირთმევდნენ მოხარშულს, შემწვარს, მარილში გამოყვანილსა და შემდეგ ჰაერზე გამშრალს. მოხარშვის დროს მდუღარე მარილწყალში აწყობდნენ თევზის ნაჭრებს და იქამდე ხარშავდნენ, სანამ ქალბატონი თინა იველაშვილის თქმით, ქვაბიდან ამოსული ორთქლი არ “გაცივდებოდა”, ანუ როცა მდუღარე თავახდილ ქვაბზე ხელის მოტარებისას სიმხურვალეს ვეღარ იგრძნობდნენ. თევზის ჩახარშვის და ჩაშლის თავიდან ასაცილებლად ზოგიერთი დიასახლისი მარილთან ერთად ცოტაოდენ შაბსაც უმატებდა, თუმცა შაბით გამაგრებული თევზი ნაკლებ გემრიელია. ზუთხის მოხარშვისას მარილწყალში უმატებენ დაფნის ფოთოლს, ბაჰარსა და შავი პილპილის მარცვლებს. შესაწვავ თევზს წინდაწინ აყრიდნენ მარილს, ან ამოავლებდნენ მარილარეულ ფქვილში და ტაფაზე გაცხელებულ ცხიმში ორივე მხრიდან წვავდნენ. მეთევზეები კი მდინარის პირას, წვრილ-წვრილ თევზს მარილს აყრიდნენ და შამფურზე აგებულს ნაკვერჩხლებზე წვავდნენ. დამარილებული და გამომშრალი თევზის შენახვა ძირითადად სამხრეთ საქართველოსა და ზღვისპირა რაიონებში იყო გავრცელებული. თბილისში მაღალი ხარისხის ხიზილალა და გამოყვანილი თევზეული აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შემოდიოდა.

ბარბარე ჯორჯაძეს თავის წიგნში მოყვანილი აქვს რეცეპტები, მათ შორის რამდენიმე ორიგინალურიც, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს პოპულარული აღარ არის. ერთერთი მათგანია “ორაგულის შიგანურები.” ორაგულის შიგნეულობას, გულ-ღვიძლს, კუჭსა და ნაწლავებს კარგად რეცხავდნენ, შემდეგ ხარშავდნენ მარილით, პილპილით და დაფნის ფოთლით გაზავებულ წყალში. დუღილის დროს ქაფს ხდიდნენ. ცხიმს მოხდიდნენ, დანარჩენი ნახარშიდან ამოწურავდნენ მოხარშულ შიგნეულობას, დაუმატებდნენ ძმარს, თავისივე მოხდილ ცხიმს და ქინძს. ასევე საინტერესოა ლოქოს მომზადება ტყემლის ტყლაპით. ლოქო იხარშება მარილწყალში წვრილად დახეულ ტყემლის ტყლაპთან ერთად და ხარშვის დროს ემატება დაფნის ფოთოლი, პილპილი, ქინძი და ჯავზი. “მანამდის უნდა იხარშოს, სანამ წვენი გაუსქელდება ხაშსავითა”- წერს ბარბარე ჯორჯაძე.

წინა საუკუნეების თბილისში რომ თევზი დიდად ფასობდა, ამაზე მოუთითებს არაერთი ნაწყვეტი მხატვრული ლიტერატურიდან, სიმღერები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები. გელაქნურის მომზადების რამდენიმე ორიგინალური რეცეპტია შემორჩენილი, მათ შორის - გელაქნური ნიგვზით, ხახვითა და შინდის ჩურჩით, სადაც შინდის ჩურჩა იხარშება 1 ჯამ წყალში წვრილად დაჭრილ ხახვსა და ნიგოზთან ერთად და მერე ესხმება მოხარშულ თევზს. როგორც ჩანს, საქართველოში თევზის წვნიანსაც მიირთმევდნენ და ამისათვის გამოიყენებოდა ნებისმიერი სახის წვრილი თევზი. ამზადებდნენ ორაგულის წვნიანს ზაფრანითა და ქინძით. ბარბარე ჯორჯაძეს ასევე განხილული აქვს მოხარშული ფარგას საწებლის და ზუთხის თილიმის რეცეპტებიც. ორივე მათგანში ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მომჟავო გემო. ფარგას საწებელი წარმოადგენს ძმარში ან ტყემლის წვენში გახსნილ დანაყილ ნიგოზს, ხოლო ზუთხის თილიმის მომზადებისას ძმართან ერთად იხარშება მიხაკი, დარიჩინი, მარილი, ილი, ბაჰარი, დაფნის ფოთოლი და ამ მარინადში იდება მოხარშული ზუთხის ნაჭრები. ძალიან საინტერესოდაა აღწერილი დოშის მოხარშვის წესი – “დოში ჩადეთ ქვაბში, დაასხით ზედ ცივი წყალი ერთ ღამეს და მეორე დილით შიგ ჩააყარეთ ორი მუჭა გაცრილი ნაცარი, მერე დადგით და აადუღეთ, შემდეგ ამოიღეთ დოში, კარგად გარეცხეთ, გაფხიკეთ ქერქები, წმინდა წყალი აადუღეთ და შიგ ჩადეთ დოში, მანამ შეატყობთ, საკმაოდ არის მოხარშული. თუ გნებავთ, ნაცრის მაგივრად ქატოს ჩააყრით. ორივე დოშს თეთრად მოხარშავს და სიმლაშეს გამოაცლის.” როგორც მოხარშულ, ასევე შემწვარ თევზს ხშირად დებენ ქინძი-ძმრის საწებელში. ეს არის ცოტაოდენი დანაყილი ნივრითა და წვრილად დაკეპილი ქინძით შეზავებული ძმარი, რომელიც არა მარტო უხდება თევზს, არამედ ინახავს გაფუჭებისაგან და ამ ქინძ-ძმარში ჩაწყობილი თევზი რამდენიმე დღე უპრობლემოდ ძლებს. ამასთანავე ძმარი ანეიტრალებს ცხიმიანი თევზის სიმძიმეს. თუ ძმარი ძალიან ცხარეა, მას გადააზავებენ ანადუღარი წყლით.

შემწვარი თევზიდან ცნობილია ორაგულის ჩახოხბილი ძმრითა და ხახვით, ნიგვზის ზეთში შემწვარი ლოქო, “ნაფიცხოური” – ზუთხის მწვადები, კეცზე შემწვარი თხელ ცომში ამოვლებული კალმახი. აჭარაში ამზადებენ უგემრიელეს კერძს - შემწვარ სტავრიდას მოშუშული ხახვითა და ტომატით ან ცოცხალი პამიდვრით. სულ სხვა არომატი აქვს ბუხარში კეცზე ან სქელძირიან ტაფაზე შემწვარ ქაფშიას, აგრეთვე წიწაკითა და მარილით შეზავებულ ფქვილში ამოვლებულ, ზეთში შემწვარ ბარაბულს. თევზის ამ სახეობას სხვაგვარად ხონთქარსაც უწოდებენ. აჭარაში ზამთრის პირას დიდი რაოდენობით ქაფშიას იჭერენ, რომელსაც სხვადასხვა სახით ინახავდნენ – დამარილებულს, ლიმონის წვენში ხახვთან ერთად დამარინადებულს, მაგრამ ყველაზე განსხვავებული მაინც ქაფჩიონი და კარღანაა. ქაფჩიონი არის მჭადი ქაფშიას, პრასასა და ოხრახუშთან ერთად. გასუფთავებულ და გარჩეულ ქაფშიას უმატებენ ბლომად წვრილად დაჭრილ პრასას, წიწაკას, მარილს, ზეთს, მჭადის ფქვილს და კარგად ზელენ. შემდეგ აცხობენ სქელ მჭადს. არსებობს ქაფჩიანას ვარიაციები კვერცხის, ტომატის, ოხრახუშის, ხმელი ქინძისა და წითელი ფხალის დამატებით. კარღანას კი ამზადებენ თითქმის ისევე, როგორც ქაფჩიონს, მაგრამ ცხვება არა ღუმელში, არამედ იწვება ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. ლაზურ სამზარეულოში ვხვდებით კაკლის ფოთლებში გახვეულ კეცზე შემწვარ კეფალს ან კალმახს, რომელიც გაუჭრელადაა გამოწელილი და ფარშირებულია სანელებლებით შეზავებული დანაყილი ნიგვზის, ნივრის, წვრილად დაჭრილი ქინძის, მოშუშული ხახვის, მარილის, წიწაკის და ლიმონის წვენის გულსართით.

საუკუნეზე მეტია, რაც ქართულ სუფრაზე დამკვიდრდა თევზის საცივი, მოხარშული და შემწვარი თევზი ქინძმარში ან ბაჟეში ჩადებული. თევზმა გადაინაცვლა სხვადასხვა სალათებშიც. სუპერმარკეტებში გამოჩნდა შებოლილი თევზის დიდი ასორტიმენტი. აქვე აღსანიშნავია თევზის უძვირფასესი პროდუქტი, ხიზილალა, რომლის მომზადების წესსაც ჯერ კიდევ XVII საუკუნეში მოღვაწე იტალიელი მისიონერი, არქანჯელო ლამბერტი “სამეგრელოს აღწერაში” გვთავაზობს. ამასთან ერთად აღწერს ზუთხის დამარილების პროცესსაც: “ანჯაქიას და ფორონჯს უფრო გამხმარს ინახავენ. ამისთვის დასჭრიან რამდენსამე ნაჭრად, სიგრძით ორ-ორ ტკაველას. ჩასდებენ სამი დღით მარილწყალში, შემდეგ გაახმობენ მზეზე და შეინახავენ. სამთავე თევზების კვერცხებისაგან ამნაირად ამზადებენ ხიზილალას: კვერცხებს ცოტაოდენი მარილით ჩაჰყრიან ფართო ხის ჭურჭელში, რომელსაც გასდგამენ მზეში; დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჯოხით აურევენ და როცა ოდნავ გამაგრდება, გადაჰყრიან სხვა შესაფერ ჭურჭელში და შეინახავენ.” ლამბერტი გამოყოფს ზუთხის სამ სახეობას – თავად ზუთხს, ანჯაქიასა და ფორონჯს. მისივე ცნობით, სამეგრელოში ზუთხის ყველა ნაწილი გამოსადეგი იყო. ხრტილოვანი ნაწილიც კი საკვებად გამოიყენებოდა. მას აშრობდნენ და შემდეგ, მარხვის პერიოდში საკვებად იყენებდნენ. ზოგადად თევზისა და მეთევზეობის შესახებ ლამბერტისგან ბევრი რამე შეგვიძლია შევიტყოთ. აღწერილია იმ პერიოდის სამეგრელოში თევზის ჭერის თავისებურებანი და წყლის ბინადართა სახეობები, რომლებიც მაშინ ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. როგორც ჩანს, ჩვენს წინაპრებს კარგი გემოვნება ქონდათ. ზუთხთან და ორაგულთან ერთად დიდი მოწონებით სარგებლობდა კეფალი და სვია. ზღვაში დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა ქაფშიაც, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ზღვის მოსახლეობა დიდად არ ეტანებოდა. ლამბერტი აღწერს, რომ 1642 წელს საოცარი რაოდენობით ყოფილა ანჩოუსი. ზღვის მთელი სანაპირო ტრაპიზონიდან აფხაზეთამდე სავსე იყო გამორიყული წვრილი თევზით, რომლის სიმაღლეც სამ მტკაველს აღწევდა, მოსახლეობა კი ახლოს არ ეკარებოდა და იმისი შიში ჰქონდა, დამპალ თევზს რაიმე დაავადება არ გაეჩინა. ბოლოს ეს აუარებელი რაოდენობით თევზი ყვავ-ყორნის ლუკმა გამხდარა.

XIX საუკუნეში ხიზილალისგან ქაბაბსაც კი ამზადებდნენ, თუმცა ეს დელიკატესი ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან პრესტიჟული სუფრების აუცილებელ ნაწილად იქცა შავი და წითელი ხიზილალა, რომელსაც კარაქითა და ლიმონის ნაჭრებით აფორმებდნენ.

ცალკე აღსანიშნავია კიბორჩხალები, რომლებიც მრავლად მოიპოვება საქართველოს მდინარეებსა და ტბებში. კიბორჩხალებს ხარშავდნენ მარილწყალში, არჩევდნენ და მიირთმევდნენ. ზოგიერთი დიასახლისი მოხარშულ და გარჩეულ კიბორჩხალებს ძმარში გახსნილი დანაყილი ნიგვზით და ცოტაოდენი ნივრით აზავებდა. ბარბარე ჯორჯაძეს მითითებული აქვს რეცეპტი, სადაც ქოთანში მზადდება წვნიანი კერძი - მოხარშული კიბოს რბილობი და ქვირითი ძმართან, ნიგოზთან, ცოტა მარილიან წყალთან, პილპილთან და დარიჩინთან ერთად. რაც შეეხება მიდიებს, ზღვისპირეთში მათი მოპოვება პრობლემას არ წარმოადგენდა. აგროვებდნენ, გულდაგულ ასუფთავებდნენ, რეცხავდნენ, მდუღარე მარილიან წყალში ხარშავდნენ და როცა ნიჟარები გაიხსნებოდა, აგროვებდნენ რბილობს, ან ხახვთან ერთად შუშავდნენ, ან ისე, პირდაპირ მიირთმევდნენ. ბევრი სოხუმელისაგან გამიგონია, რომ იქაური ბერძნები მიდიებისაგან წვნიანს ამზადებდნენ, თანაც ისე, რომ გარეცხილ-გახეხილი ნიჟარებიც ბოლომდე ქვაბში იყო და იხარშებოდა.

დღეს ჩვენს წყლებში თევზის რაოდენობამ და ასორტიმენტმა მნიშვნელოვნად იკლო. მრავალი სახეობა საერთოდ გაქრა ან გადაშენების პირასაა მისული. ეს ყველაფერი ჩვენთვის კარგად ცნობილ ეკოლოგიურ პრობლემებსა და ბრაკონიერობას უკავშირდება, რასაც საქართველოში სათანადო ყურადღება არ ექცევა.

© ღვინის კლუბი/Weekend

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

დამარილებულ თევზს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს. რაღათქმაუნდა ლუდის დელიკატესია! მეც ვამარილებ თევზს, ძალიან მიყვარს დამარინადებული ორაგული, არაჩვეულებრივი გამოდის.

 

ვაკეთებ შემდეგნაირად: ორაგულს კარგად ვასუფთავებ და ვაკეთებ ფილეს, ოღონდ კანს არ ვაცლი, კუნთთაშორისი ფხა გასდევს მხოლოდ ერთ ზოლად და მთავარია ეგ ამოიღო ყველა, შიგნითა მხრიდან ხელის გასმით იგრძნობა კარგად. (იმიტომ უნდა ამოიღო რო მერე დაჭრაში ხელი არ შეგიშალოს, ნაჭერს აკარგვინებს ფორმას). შემდეგ ამ ფილეებს ვათავსებ ემალის ქვაბში ან ცელოფნის კონტეინერში სადაც ძირზე ვაყრი მარილს ასევე სანამ ჩავდებ ყველგან ვუსვავ მარილს. ქვაბს ვდგავ მაცივარში რამდენიმე დღის განმავლობაში მესამე დღეს უკვე მომწიფებულია და გემრიელი საჭმელი მარა ცოტა დიდხანსაც ვაჩერებ ხოლმე. მაცივარში შედგმის მერე დროდადრო ვნახულობ ქვაბს, ვღვრი მომდგარ წვენს, ვიღებ ფილეებს და ისევ ვუსვავ მარილს, აქვე ერთჯერზე ვაწურავ ლიმონს (ძალიან უხდება როგორც გემოს ასევე კოსისტენციას). ამას ვაკეთებ 3 დღე მერე უკვე წყალს აღარ იყენებს და ე.ი. მარილი უკვე საკმარისადააქვს. ეს დამარილება, ეხლა შემდეგ უკვე მზა დამარილებულ თევზს ასე 5 დღიანი გამოყვანის შემდეგ ვიღებ და ვჭრი უკვე ისეთ ნაჭრებად რო პირდაპირ წავიდეს ბუტერბროდზე. ამ ნაჭრებს ვალაგებ პატარა ემალის ქვაბში ფენაფენა და ვასხავ რაფინირებულ ზეთს (ზეითუნის არ დაასხათ ძალიან მიყავს თავის გემოზე) ზეთი საკმაო რაოდენობის ესაჭიროება, ნაჭრები მეორე დღისთვის უკვე იწოვს ზეთს და გამოდის ძალიან ნოტიო, ფაფუკი, და გემრიელი შეუბოლავი სათალი გემრიელად მიირთვით.

 

ამ თევზის დამარილების დროს შეიძლება პატარა ინტერპრეტაციების ჩართვა მაგალითად გააკეთო პიკანტური სხვადასხვა მოხდენილი თევზის სპეციებით, ისეთებით როგორიცაა შავი პილპილი, ხახვი, დაფნის ფოთოლი. ასევე სხვადასხვა სურნელოვანი სპეციები მიხაკი, დარიჩინები და ა.შ.

 

 

სადღაც სურათიც მაქვს მგონი და ვნახავ თუ მაქვს დავდებ.

ზურა დიდი წვერა რომ გავაკეთო მასე გამოვა რამე?

Link to post
Share on other sites

ზურა დიდი წვერა რომ გავაკეთო მასე გამოვა რამე?

არა არმენ.წვერა კია გემრიელი თევზი მაგრამ არა აქვს სათანადო ცხიმიანობა.წვერა მაგარი იქნება ცხელი შებოლილი !

Link to post
Share on other sites

არა არმენ.წვერა კია გემრიელი თევზი მაგრამ არა აქვს სათანადო ცხიმიანობა.წვერა მაგარი იქნება ცხელი შებოლილი !

კარგი ზურა...გადავდებ დღევანდელს და ხვალაც თუ დავამატე ერთად შევბოლავ.

Link to post
Share on other sites

ვახო!

გიო!

ზურა!

ეს რა სურათები დადეთ?

გახშირებული ნერწყვდენისაგან რამის დავიხრჩე :yes:

 

შეგვიბრალეთ ცოტა უბრალო მოკვდავები.

 

ისე კი წარმომიდგენია რა გემრიელი იქნება. :yes:

Link to post
Share on other sites

სალამანდრა, ამ თემას მეთევზის სამზარეულო ხომ არ გადავარქვათ?

 

 

ცივად შებოლილი ორაგული

 

ვახტანგ,

 

უკვე გავხსენი ეგ თემა -

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=694

Link to post
Share on other sites

გიო რამედნი დრო ჭირდება მაგის შებოლვას?

ცეცხლს ალბათტ აქვს მნიშვნელობა ხომ? რა მასალას გამოიყენებ.

 

წავშალე გუშინდელი პოსტი ალეკო.

ორი ეტაპი გადავიღე ვიდეოზე და ბოლოს როცა უნდა გადამეღო მზა სასუსნავისთვის, მაგრა ამშალეს სახლში.

ჩართული ჰქონდათ კომპი და კურიერის ხმა ისმოდა, სამჯერ უყურებენ ყოველ დღე. :haha: :haha: :haha:

მივქარე, როცა კომპის ჩართვა ვასწავლე ბებრებს. :dato:

ვთხოვე დაუწიეთ ხმას, არ მინდა ჩაიწეროს აქთქო და ვინ გისმენს?

მერე გადავიღებ კიდევ.

 

ეხლა შენს კონკრეტულ შეკითხვებზე გიპასუხებ.

დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე ტემპერატურას.

სხვადასხვა შესაბოლ პროდუქტზე, სხვადასხვა დრო არის საჭირო, თევზი ყველაზე იოლია.

მაგ, მოზრდილ კალმახის ფილეებს და ორაგულისას, მათთვის 2-3 საათი საკმარისია.

თან უნდა აკონტროლო, თავსახურის მოხდაც მიწევს, მართალია ტემპერატურას ვკარგავ, მაგრამ აუცილებელია შემოწმება.

ხილის ნაფოტებია ყველაზე კარგი გამოსავალი.

2-3 საათით ადრე ვალბობ თბილ წყალში, მერე მაგ გაჟღენთული ნაფოტებით ვარეგულირებ შიდა ტემპერატურას.

თერმომეტრი უყენია თავსახურს.

ბევრს შეყრი და დაეცემა, ნაკლებს კიდევ უცებ დაწვავს.

ბლის, ალუბლის, მსხლის და ვაშლის ნაფოტებს ვიყენებ ხოლმე ძირითადად.

 

პ.ს. ავტვირთავ იმ ორ ვიდეოს და იქაც იგივეს ვამბობ, მესამე არ დამაცადეს. :dato:

Link to post
Share on other sites

ეხ რა დროს გამუფუჭდა აპარატი.... ჩემთან სოფელში აქვთ სოფლის პირობაზე შექმნილი ხელოვნური საბოლი. ძალიან საინტერესო ნაკეთობაა და იქ რომ მოვხვდები მობილურით გადაუღებ აუცილებლად.ძალიან პატარა და კომპაკტურია :dato:

Link to post
Share on other sites

18 თებერვალს დაჭერილები, რომლებსაც ზაგარის მიღება მოუწიათ შესაბოლში. :old:

 

5df6655163d9.jpg

 

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

ვინც რეგულარულად კითხულობს ფორუმს, ემახსოვრება თუ რა ტანჯვაში და სასოწარკვეთილებაში ჩამაგდეს ბუზებმა/ბუზებმა, და არა ბოზებმა/ :d030:

 

მიუხედავად იმისა, რომ საგულდაგულოდ გავახვიე მარლაში, შეძვრნენ, დადეს ოხრად კვერცხი და ქორწილიც გადაიხადეს. მომიწია დაახლოებით 30 კგ თევზის გადაყრა. :karochera:

 

ასეთი გამოსავალი მოვნახე.

სახელდახელოთ შევკარი ასეთი ჩარჩო და ფანჯრის ბადურა "შემოვასტეპლე". :e025: , კარებიც კი დავუყენე მააშ.

 

მეორე დღესვე, ინფარქტდარტყმული, დაელმებული და ნევროზიანი ბუზებით გაივსო იქაურობა.

მე კიდენა, სიამოვნებითა ვდნებოდი და ვტკბებოდი. :d030:

 

ეგე.

 

პირველი მდინარის თევზია, ჩვენს წვერას წააგავს, სხვათაშორის კარგი გამოვიდა, მეორე კიდევ ოკეანის ქაშაყია, ამან დაგლიჯა საერთოდ, ცხიმი გასდის წურწურით.

 

cd306067dd7c.jpg

 

fdd60f8fff8e.jpg

Link to post
Share on other sites

ელჩი

აი საღოლ! ე რა კაი რამე მოგიფიქრებია :)

 

გადასაკოპირებელ პირდაპირ, თუ საავტორო უფლებებზე არ მოგვედავები :D

Edited by ქევხო
Link to post
Share on other sites

ძალიან ადვილი გასაკეთებელია.

 

ერთ ზომაზე ჩააჭრევინე რეიკები, გაგიადვილდება თუ ლურსმნის პისტოლეტით ააწყობინებ, შემოახვიე თუნდაც მარლა და დაისვენებ რა.

Link to post
Share on other sites

კარგია გიო ! ახალი გამოყვანილი ქაშაყი მაგარი გემრიელი და ნაზი სასუსნია,შარშანწინ ახტუბაზე რომ ვიყავი იქ გაგვასინჯა მასპინძელმა.დედაა რაც ჩვენ იმას არაყი ვაყოლედ :drunk: ...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...