Jump to content
Club-Monadire.Ge

ტიროლის ჯოხით თევზაობა


Recommended Posts

ტიროლის ჯოხით(გერ.tiroler holz) თევზაობა

 

http://de.wikipedia.org/wiki/Tiroler_H%C3%B6lzl

 

თევზაობის ამ მეთოდის შესახებ თემა არც ჩვენ ფორუმზე და არც სხვა სათევზაო ქართულენოვან

 

ფორუმებზე არაა. მგონია რომ ჩვენს პირობებში შედეგიანი და მოსახერხებელი იქნება ტიროლის ჯოხით თევზაობა

 

და ამიტომ მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმათ, ვისაც ჯერ არ ჰქონია შეხება თევზაობის ამ მეთოდთან.

 

მისი დასახელებიდან გამოდინარე, ტიროლი (ავსტრიის ერთ-ერთი ფედერალური მიწა, ალპებში ), ალბათ

 

პირველად ამ მხარეში იქნა გამოყენებული. თუმცა ახლა მთელს ევროპაშია ეს მეთოდი გავრცელებული და

 

გამოირჩევა ძალზედ მრავალმხრივი გამოყენებით. მაგრამ მისი მთავარი უპირატესობა სრულად ვლინდება

 

დინებაზე ფსკერული მეთოდით თევზაობისას , როგორც მტაცებელზე ასევე მშვიდობიან თევზზეც.

 

ის საშუალებას გვაძლევს სხვადასხვანაირი(ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშვების) სატყუარა

 

გავატაროთ ფსკერთან ახლოს და იმავდროულად არ შეგვეშინდეს სიმძიმის ქვებში

 

გაჭედვის ან ჩაბმის. რუსები მას მოსიარულე "დონკასაც" უწოდებენ.

 

d64fdbbd747c.jpg

60c51458752b.jpg

 

 

 

 

ტიროლის ჯოხი - უმეტეს შემთხვევაში ესაა პლასტიკატის დრეკადი მილი, რომლის ერთი ბოლოც ჩამოცმულია

 

ძიუს გამტარის მქონე საცობზე და მეორე კი მოგრძო ფორმის სიმძიმეზე. ასეთი კონსტრუქცია ფსკერზე

 

მოხვედრისას იღებს ვერტიკალურ მდგომარეობას და მინიმუმამდე ამცირებს ჩაბმის (" ზაცეპის") ალბათობას.

 

e608026d122b.jpg

77c23e0174c2.jpg

 

 

საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება ძირვადი ბობბარდის მაგივრადაც შეიძლება.

 

f0b87c46fe8b.jpg

22be5a3127ea.jpg

 

 

 

კონსტრუქციის სიმარტივის გათვალისწინებით, ადვილად შეიძლება მისი დამზადება სახლის პირობებშიც.

 

 

იგი განსაკუთრებით მოსახერხებელია დინებაზე მცურავი ვობლერების, ყანყალების, ტრიალებიას და სხვა

 

სასპინინგე სატყუარების გამოყენებისას, ისევე როგორც შოლტით(fly fishimg) სათევზაო სატყუარების (მწერების

 

ხელოვნური იმიტაციების) ხმარებისას.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ დინების სიჩქარის და სატყუარის ჰიდროდინამიკური პარამეტრების გათვალისწინებით

 

უნდა შევარჩიოთ სხვადასხვა სიმძიმის ტიროლის ჯოხი.

 

 

ce6d2dafa772.jpg

 

91648ac7f158.jpg

 

 

 

თუ კი რომელიმე თქვენგანი იყენებთ თევზაობის ამ მეთოდს იქნებ გაგვიზიაროთ თქვნი გამოცდილება.

 

მე კი პრაქტიკული გამოყენებისას მიღებულ შედეგებსა და შეგრძნებებზე მოგვიანებით, დამატებით მოგაწვდით

 

რეპორტს )

 

თქვენც ცადეთ

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

salamandra

 

 

ხალხო,ერთი სიტყვით,ტიროლის ჯოხი ტვირთის ნაირსახეობაა.გარეგნულად კი ნახეთ როგორც გამოიყურება. პლასტიკის მილის ბოლოში ძალიან მჭიდროდ ჩასმული სხვა და სხვა წონის ტყვიის ნაჭერს შეიცავს.ტიროლის ჯოხს ხმარობენ ძირითადად მსუბუქი წონის ხელოვნური სატყუარის შორ მანძილებზე და დიდ სიღრმეზე გასატარებლად.თუ ფსკერი უზაცეპოა ტიროლის ჯოხი არაა მაინცა და მაინც აუცილებელი,დროპ-შოტიც იკმარებს,ძალიან ქვიან და ჩაბაძაძგნარებულ ადგილებში ტიროლის ჯოხს ვერაფერი შეცვლის...

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

დაწერილია 11 February 2011 - 05:50 PM

 

ეს სხვადასხვა ზომის ტიროლის ჯოხები გუშინ დავამზადე. ქარხნულივით ლამაზები ვერ არიან მაგრამ

 

მუშაობენ(დამდგარ წყალში უეჭველად ). დინებაზე მოგვიანებით ცალ-ცალკე გამოვცდი .

 

მასალები: სილიკონის მილი, სატელელევიზიო კაბელის იზოლაციის ნაჭერი, მოგრძო სიმძიმე(ტყვია), წებო

 

მომენტი, პლასტმასის საცობები(სხვადასხვა საგნებიდან დამზადებული ).

 

a2d63bf09d4c.jpg

 

ეს ბოლო კი - ძველ მყარ ტივტივაში ( სამონტაჟო ქაფისგან დამზადებული) გატარებულია სპილენძის მავთული და

 

ბოლოში მოტავსებულია მსხლის ფორმის ტყვიის სიმძიმე.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

უბრალო, უფრო სწორად, კლასიკურ ფსკერულ მონტაჟზე საძირავად რომ გამოვიყენოთ, ზაცეპებს შეამცირებს ალბათ არა? ან საერთოდ გამოდგება ამ ვარიანტში?

Link to post
Share on other sites

sergeevich

არა,არა მასე არ ივარგებს....

სალამი ბატონო ზურა! პრინციპში მასე ვიფიქრე მარა ვიკითხე მაინც, გატარებისთვისაა ესეიგი.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 4 months later...

ტიროლის ჯოხით და სკუმბრიის(მაკრელი) სადავით(ე.წ. სამადურით) წვერაზე თევზაობა.

 

ნახეთ საინტერესოა!

 

 

 

ესეც ნახეთ

 

http://www.wobbler.tv/fischen/fliegenfischen:40/fliegenfischen-contra-tiroler-hoelzl.html

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • 3 months later...

გამარჯობათ ხალხნო პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწყივალე დღესასწაულს.

ქრისტე აღსდგა .

ახლა რაც შეეხება ჩემს შეკითხვას ვინმეს თუ გიცდიათ ეს ტიროლის ჯოხი დინებაში და მართლა ასეთი კაია? როგორი შედეგი აქვს არ იჭედება წყალში? დამტანჯა მტკვარმა დავამძიმე იქაურობა ჩატოვებული ტყვიით :D :D :D :D ეს თუ ამართლებს ძალიან გამეხარდება :)

Link to post
Share on other sites

o.cho

 

მეც გილოცავ ოთო, მრავალს დაესწარი.

 

მიცდია ბევრჯერ და მეც კაი ბლომად ტყვია მაქვს დატოვილი ფსკერზე. :karochera:

 

 

აქაც დიდ ლოდიანი ფსკერია ახლო მდინარეზე , ქვა და ღორღი რომ იყვეს კიდევ არაუშავს.

 

მდინარეზე თევზაობა შემაძულა ამ სტილმა, დიდძალ ზარალსა ვნახულობ, არადა შედეგიანია.

 

მთის მდინარეებზე კიდევ კალმახზე და ორაგულზე ვარ გადასული და ამ ხერხს არ ვიყენებ.

 

ნებისმიერი ტესტის სპინინგით შემიძლია ამ მეთოდით თევზაობა.

მთავარია სიმძიმე შეირჩეს სწორად, დანარჩენი "ტეხნიკის" საქმეა.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

o.cho

 

მრავალს დაესწარი!!!

 

მხოლოდ ერთხელ შარშან ვსინჯე(სულ 10 წუთით) მდინარეზე(ხანის წყალზე) რიყის ქვებიან ფსკერზე გატარება და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.

 

ისე, დინების და ჯოხის ტესტის მიხედვით კი უნდა ტიროლის ჯოხის წონას შერჩევა.

 

შენც მოსინჯე და გაგვიზიარე შენი აზრი.

Link to post
Share on other sites

გიორგობას გილოცავთ ყველას,ფარავდეს წმიდა გიორგის მადლი მთელ საქართველოს

 

DMORAL

 

დიდი მადლობა მეგობრებო იმფორმაციისათვის.რავიცი აი ხვალ გავდივარ მტკვარზე და ვნახოთ თუ გაამართლა. რამდენიმენაირი გავამზადე და წონებს შევხედავ და იქვე დავარეგულირებ ;) ანკესად მიმაქვს პიკერი :)

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

მოკლედ ასეა გავაკეთე ეს ტიროლის ჯოხები ორიცალი და ძალიან გაკვირვებული დავრცჰი როცა მტკვარზე 30 გასროლა ჩქერიანში და არცერთი ზაცეპი არ მქონდა პლიუს მაგას ჩვეულებრივ გრძნობს თევზის დარტყმას და კარგად იმართება დინებაში :) მადლობა სტატიის ავტორს ამ კაი იმფორმაციისათვის :) ბოლოს ძალიან გავუთამამდი და დავიწყე შემხვედრ დინებაში სროლა ანუ დინების აღმა და იქ ჩავწყვიტე ორივე ტიროლის ჯოხი მარა საერთო ჯამში მაინც ძალიან კმაყოფილი დავრჩი

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

მოკლედ ასეა გავაკეთე ეს ტიროლის ჯოხები ორიცალი და ძალიან გაკვირვებული დავრცჰი როცა მტკვარზე 30 გასროლა ჩქერიანში და არცერთი ზაცეპი არ მქონდა პლიუს მაგას ჩვეულებრივ გრძნობს თევზის დარტყმას და კარგად იმართება დინებაში :) მადლობა სტატიის ავტორს ამ კაი იმფორმაციისათვის :) ბოლოს ძალიან გავუთამამდი და დავიწყე შემხვედრ დინებაში სროლა ანუ დინების აღმა და იქ ჩავწყვიტე ორივე ტიროლის ჯოხი მარა საერთო ჯამში მაინც ძალიან კმაყოფილი დავრჩი

 

გაიხარე!!! :hi:

Link to post
Share on other sites

როგორც კი მოვახერხებ სარფისაკენ გასვლას, აუცილებლად უნდა მოვსინჯო სპინინგით (ტიროლის ჯოხის აღკაზმულობით) სილიკონზე და ვობლერზე თევზაობა.

სკორპენა მინდა დავსვა და აქამდე ვერ მოვახერხე. ტიროლის ჯოხით კი არ მომისინჯავს.

 

ვისაც გაინტერესებთ აბა გადახედეთ და კარგად დააკვირდით ფოტოებს ამ ლინკზე: http://www.izhfish.ru/forum/blog.php?u=6900&b=113

 

აი ფოტოებიც გადმოვიტანე-

 

575123bd3e7e.jpg

d7ac36f07139.jpg

a4fdd0ff0097.jpg

02f0330807a9.jpg

8de2ba8c9785.jpg

2781345169ed.jpg

a5ec8f23d7e3.jpg

 

ფოტოებზე ნათლად ჩანს ტიროლის ჯოხს რომ იყენებდნენ, რაც ზღვაზე, ნაპირიდან ფსკერული გატარებისას, მისი გამოყენების მიზანშეწონილობას ადასტურებს.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • 5 years later...
  • 2 years later...
ტიროლის ჯოხები, ჩემი ნაჯახირები 😏
მასალა: თერმოკუმშვადი მილაკი, პლასტმასის საცობი, უღანგავი მავთული და
სიმძიმეებად ვოლფრამის ელექტროდის ნატეხები. 2ცალი - 5გრ, 6,8 გრ,10გრ და 15,5გრ.
ზღვაზე გამოვცდი.

241750395_288898089287484_6672278841594064635_n.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...