Jump to content
Club-Monadire.Ge

მდინარეზე ფსკერული გატარებით თევზაობა

Recommended Posts

მდინარეზე ფსკერული გატარებით თევზაობა

შარშანწინ ზაფხულში მდ. ფარავანზე და მის შენაკადებზე ფსკერული გატარებით თევზაობისას( მურწაზე)

დავიტანჯე იმდენჯერ შემივიდა "ზაცეპში". ყველანაირად მოვსინჯე: ფიქსირებულუ ტივტივითაც რომ ცოტა

სიმძიმე წამომეწია, სხვადასხვა ფორმის სიმძიმეებიც გამოვიყენე და რავიცი კიდე რამდენი რამ. დიდად

განსხვავებული, უკეთესი შედეგი ვერ მივიღე. პერიოდულად მაინც იჭედებოდა სიმძიმე ქვებში. სწორედ მას

შემდეგ მქონდა მაგ პრობლემის გადაჭრის სურვილი.

ტიროლის ჯოხზე უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია და ახლა მინდა უფრო მარტივი მეთოდიც შემოგთავაზოთ. არც

მის შესახებას შემხვედრია ინფორმაცია ქართულ ფორუმებზე თუმცა ალბათ ჩვენთანაც იყენებს ვინმე მას. მის

შესახებ პირველად ძმები შერბაკოვების ერთ-ერთი ფილმიდან გავიგე და ისინი მას ფრანგულ აღკაზმულობად

მოიხსენიებენ( ასე უწოდებდნენ) და აზუსტებენ რომ მას ფრანგები მდინარეებში დინებაზე ორაგულზე

სათევზაოდ იყენებენ.

დინებაზე(დამდგარ წყალშიც) ფსკერულად გასატარებელი ამ აღკაზმულობის მუშაობის პრინციპი ამ სურათებიდან

ჩანს ძალიან კარგად.

e6279e7bc58e.jpg

04e16b26d6fe.jpg

bd4c8f499ecb.jpg

სიახლე და მთავარი არსი იმაშია რომ დამატებით სადავეზე გატანილია ბურთულოვანი( შუაზე ნახევრად გაჭრილი)

სიმძიმეები. ისინი შეიძლება იყოს სხვადასხვა წონის და რამოდენიმე, სათევზაო პირობების (დინების სიჩქარე,

ფსკერის სტრუქტურა, სატყუარის ზომა და ჰიდროდინამიკა) გათვალისწინებით.

მთავარია რომ ამ სიმძიმეებიდან ერთ-ერთის მაინც ჩაჭედვა- ჩაბმის შემთხვევაში, მცირეოდენი მოქაჩვის შემდეგ,

თავისუფლად უნდა ჩამოძვრნენ( ჩასრიალდნენ) სადავიდან და გაანთავისუფლონ იგი. საჭიროა მხოლოდ

თევზაობისას გქონდეთ ამ სიმძიმეების გარკვეული მარაგი, რომ ისევ დატვირთოთ აღკაზმულობა.

b787b42114a6.jpg

ასეც შეიძლება , ტივტივასთან ერთად.

სატყუარების სპექტრიც არაა შეზღუდული, ისევე როგორც ტიროლის ჯოხის შემთხვევაში.

გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები და პრაქტიკული გამოცდილებაც.

სულ ესაა მგონი.

თქვენც ცადეთ.

გამოხმაურება რედაქტირებულია dmoral: 10 February 2011 - 10:39 PM

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ფსკრული მეთოდით(დონკით)თევზაობა არათუ საინტერესო არამედ აუცილებელია ბევრი თევზის სახეობის დასაჭერად..ფსკერული მეთოდი უველაზე გავრცელებულია თევზაობაში,მიუხედავად იმისა რომ ფსკრული თევზაობის სხვადასხვა ხერხები გახდა აქტუალური ბოლო პერიოდში მაგ. ფიდერი.

არის ისეთი ადგილები,სადაც სხვადასხვა მეთოდით არ უხერხდება მდინარეს ან ტბას,და ამ დროს არის ჩვეულებრივი ფსკრული მეთოდი ძალზედ მიმზიდველი.არის ძალიან მარტივი და შედეგიანი.

მე პირადად ძალიან მიყვარს მდინარეზე ფსკრულით ჩაყოლებაზე თევზაობა,რაც შეიძლება პატარა ტყვიით დინების ზემოდან ჩამოყოლება.. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ძუას,იგი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს,ზაფხულში ძირითადი მაქსიმუმ 0,20, და სადავე 0,18 და ზამთარში ძირითადი 0,18 და სადავე 0,16 ეს რათქმა უნდა კარგი ხარისხის ძუაზე არის საუბარი...ჯოხი იმდენად გრძელი რომ ტყვიის ქვებში ჩარჩენის ან მოსილვის შემთხვევაში საშუალება გვქონდეს რომ ზემოთ წამოვწიოთ და ამოვაგდოთ,4 ან 5 მეტრიანი მსუბუქი ჯოხი საკმარისი უნდა იყოს საშუალო მდინარისთვის.ტყვია მცოცავი(скользящий ) კონუსური და იმ სიმძიმის რომ მისი გაჩერების საშუალება მოგვცეს დინებამ,მდინარე ყვირილაზე 2-დან 5 გრ-მდე ვხმარობ.სადავე 30-50 სმ.

თუ მდინარე არ არის ძალიან ღრმა,კარგი იქნება მთავარ ძუაზე ტყვიიდან 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე ძალიან მსუბუქი ღეროს მიმაგრება მაგ:ასათის ღერი,მანათობელა(ფოსფორი) ან რამე სხვა,ამით თქვენ გეცოდინებათ თუ რა მანძილზე არის სატყუარა და ამასთან თევზის დარტყმის შემთხვევაში უკვე დამატებითი სიგნალის მომცემი გექნებათ.ანუ ხედვითი სიგნალი..მთავარია ეს ღერი არ იყოს მძიმე და იყოს ადვილად შესამჩნევი.(მე ნახმარ წითელ მანათოველს ვხმარობ)

ეს მეთოდი მაქვს რამოდენიმე საშუალო მდინარეზე ნაცადი და ყველგან კარგად იმუშავა.

Link to post
Share on other sites

ძალიან საინტერესოა, მადლობა არმენ კარგი სტატიისათვის. ფსკერული მონტაჟი წყალუხვ და სწრაფდინებიან მდინარეზე შეუცვლელია.

Link to post
Share on other sites

ერთ პატარა ამბავს დავწერ ფსკრულის თაობაზე...

ჩემს ერთ მეგობართან შმაგისთან ერთად საჩხერეში ავედით ჭიათურიდან სათევზაოდ,მარტი იყო...ერთი კარგი ადგილი მეგულებოდა და პირდაპირ იქ მივედით,2 ადგილობრივი დაგვხდა იმ ადგილას და ტივტივით ტობზე თევზაობნენ და

საშუალო ზომის თევზსაც კარგად იჭერდენ,მე და შმაგიმ(ზურაც კარგად იცნობს) ფსკრულით დავიწყეთ ჩაყოლებაზე თევზაობა.სატყუარად ნაკელის წითელი ჭია გვქონდა.

დაგვცინეს ამ ადგილობრივებმა...მასე რას დაიჭერთო...1,5 საათში 3 კილო კარგი ბომბორა ტობები დავიჭირეთ.დასაცინები უკვე ისენი გახდნენ როდესაც დეტალურად გამოგვკითხეს ამ მეთოდის შესახებ,მეორე დღეს უკვე ფსკრულით გაწყობილი ანკესებით დაგხვდნენ ეს ჩვენი მეგობრები :yes:

:yes: კარგი ისტორიაა.

არმენ,

ერთი თხოვნა მაქვს კიდევ.

მინდა, რომ შენი გამოცდილება გაგვიზიარო მდინარის "წაკითხვის" კუთხით. ანუ, ცნობილია, რომ წლის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯიშის თევზი მდინარის სხვადასხვა მონაკვეთებს ირჩევს. მაგალითად ზაფხულის ცხელ დღეებში ჩქერს("პერეკატებს") ეტანება, ზამთარში ორმოებში იყრის თავს.

დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცი და გესმის.

იქნებ დეტალურად მოგვითხრო ამის თაობაზე.

წინასწარ დიდი მადლობა!

Link to post
Share on other sites

ეს ძალზედ რთული საკითხი არის...რადგან ყველა წყალსაცავს თავისი წესები აქვს,ერთმა მეთოდმა შეიძლება ერთი სახეობის თევზზე ერთგან იმუშავოს და სხვაგან არა.ერთ წყალსაცავში შეიძლება თევზი ჩქერში იდგეს და სხვაგან შეიძლება მდორეში დაიჭირო კარგად...

ამიტომ ჩემი თევზაობის პირველი წესი არის იმ წყალსაცავის შესწავლა სადაც ვაპირებ თევზაობა...ყველაფერს აქვს მნიშვნელობა,ყველა ნიუანსს და თვალით შეუმჩნეველ დეტალს.ჩამოვთვლი ყველაზე მთავრებს: სათევზაოდ როდესაც მიდის ადამიანი,მან უკვე უნდა იცოდეს რა სახეობის დასაჭერად მიდის(ალბათ დამეთანხმდებით რომ ხშირად ეს ასე არ ხდება) ანკესი იმის მიხედვით უნდა ააწყოს და რათქმაუნდა სატყუარაც იმის მიხედვით უნდა წაიღოს.,,,

არ არის აუცილებელი მაინცდმაინც თევზაობის მიზნით გახვიდე წყალსაცავზე,კარგი იქნება თუ ხანდახან ისე გავა მეთევზე და დააკვირდება თუ რა დონეზე არის წყალი და კონკრეტულ დონეზე სად უფრო მოძრაობს თევზი,სად უფრო ხტის წყლიდან,(დღის მანძილზე თუ თევზი ხტის და სატყუარას არ ეკარება,გვიან საღამოს ძალიან ისიამოვნებ იმ ადგილას)დააკვირდება თუ რა გამჭირვალობა აქვს წყალს,შედეგიანი თევზაობის შემთხვევაში დაიმახსოვროს თუ როგორი ამინდი იყო, რა სატყუარაზე უფრო იაქტიურა თევზმა,როგორი წნევა იყო და ბევრი სხვა..და ეს ყველაფერი უნდა კარგად დაიმახსოვროს მომავლისთვის.გაზაფხულის დასაწყისში დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურის კონტროლს...

სიცხეში რათქმაუნდა დიდი თევზი ძირითადად ჩქერში დგება,მაგრამ საღამოს იგი თხელ წყალში გამოდის და ღამე მშვენივრად იკვებება ნაპირთან ახლოს,მდინარე ყვირილაზე ჩემი თევზაობა დაბნელებასთან ერთად იწყებოდა.( ამისთვის მერე ღამე თევზაობის გვერდის გაკეთება მოგვიწევს).

ახლა მაქვს დაწყებული აქ ჩემთან ახლოს ერთი მდინარის ADIGE-ს შესწავლა,თავისყფალ დროს გავივლიხოლმე და ვაკვირდები,თუ სადმე მეთევზეს ვნახავ მივალ და იმის მიხედვით თუ როგორ მიპასუხებს გამოვკითხავ ყველაფერს.ძალიან ცოტანი თევზაობენ ამ მდინარეზე,არადა ძალიან მაგარი ჩანს.

შესწავლა შესწავლა და კიდევ შესწავლა!!! :haha:

შესწავლა შესწავლა და კიდევ შესწავლა!!! :e025:

კარგია!

დიდი მადლობა!

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

pescatore დაწერილია 27.12.12 , 23:29

კარგი ვიდეო არის,ფაქტიურად რასაც ადრე ვამბობდი ჩაყოლებაზე ფსკრულით თევზაობა სწორედ ეგაა...

P.S. კომენტარი და ვიდეო გადმოტანილია აქედან:

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=65&pid=28424&st=0entry28424

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 4 months later...
  • 4 months later...
  • 4 weeks later...
  • 1 year later...

კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე, გამარჯობა მეგობრებო, პატარა, ჩქარ მდინარეებში როგორ მეთოდს მირჩევთ ფსკერული მეთოდის? მურწზე და წვერაზე სათევზაოდ? ზემოთ დაწერილი წავიკითხე, მაგრამ ის სიმძიმეები რაც აღწერილი გაქვთ, ჩქარ წყალში ხომ ვერ გაქაჩავს? და მაინტერესებს კიდევ სატყუარა რომელია საუკეთესო ამ თევზებისტვის? მტკვარზე და ლიახვზე მაინტერესებს კიდევ რას მირჩევთ, თუ გაქვთ გამოცდილება ამ მდინარეებზე თევზაობის დაწერეთ კარგი იქნება

Link to post
Share on other sites

BRAVO

თუ გვაჩვენებ როგორ ადგილებში გიწევს თევზაობა,უფრო დაგეხმარებით...ტიროლის ჯოხით თევზაობა თუ გაქვს გაგონილი... http://club-monadire.ge/index.php?showtopic=254 მგონი გამოგადგება...სატყუარად მურწაზე და წვერაზე ნაკადულის მატლს (Ручейник)-ს გირჩევ... http://club-monadire.ge/index.php?showtopic=632&st=0&p=3372&hl=ბუნებრივი%20სატყუარები&fromsearch=1entry3372

Edited by pescatore

გაიხარე, მადლობა, ყველს ან სოსისს სატყუარად რომ გამოვიყენო ფსკერულზე, თუ ექნება აზრი მტკვარზე? იტალიელი რომ თევზაობს გატარებიტ, დაახლოებიტ ეგეთ დინებაზე მაინტერესებდა გატარებით თევზაობა, ტიროლის ჯოხის გარეშე Edited by BRAVO
Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

გაიხარე, მადლობა, ყველს ან სოსისს სატყუარად რომ გამოვიყენო ფსკერულზე, თუ ექნება აზრი მტკვარზე? იტალიელი რომ თევზაობს გატარებიტ, დაახლოებიტ ეგეთ დინებაზე მაინტერესებდა გატარებით თევზაობა, ტიროლის ჯოხის გარეშე

ბუზის მატლი,ეგრედწოდებული კუდიანი მატლი ნაკელის მატლი რომაა,სნასალა, ხავსი ყველაფერი შეიძლება,ლიახვზე რაც ჩამოვთვალე ყველაფერი კარგად მუშაობს ხავსი არ მიცდია და ეგრედწოდებული ჭუპრის მატლი

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...