Gurulo 154 Posted June 16, 2015 Author Report Share Posted June 16, 2015 (edited) წარმოგიდგენთ ერთ-ერთ უნიკალურ ჩაკეტვის სისტემას, რომელიც ჰუსტავ ბიტნერის მიერ არის დამზადებული 1905 წელს რაფაელ მარიო ბაზილონეს პატენტის მიხედვით(Raffaele Mario Basilone (USA Patent № 806.313, 1905)). საზოგადოდ ბიტნერის ნაკეთობებს ახასიათებს ზემძლავრი და ზერთული ჩამკეტი კვანძები. ლულათა ჩაკეტვის სისტემა წარმოდგენილია 8 ძირითადი საყრდენი კვანძისა და 16 ელემენტით. ლულათა ჩაკეტვის სისტემა შედგება სამმაგი ქვედა კვანძისაგან, სამმაგი ზედა კვანძისაგან("თოჯინას თავი", სკოტის რიგელი და თავად "თოჯინას თავის" ჩამკეტი). გარდა ამ 6 კვანძისა კიდევ იკეტება გვერდიდან თავად ლულები(ორთავე გვერდზე). და ბოლოს არსებობს კიდევ დამატებითი საკეტი კვანძი(მეცხრე!!!), რომელიც მართალია მეორეხარისხოვანია, მაგრამ მაინც დამატებითი კვანძია_ ესენია კალაპოტის ფრთები. ალბათ იარაღის მოყვარულთათვის ქვემოთ მოცემული სურათებიდან არ იქნება ძნელი წარმოსადგენი თუ რას წარმოადგენს ჩაკეტვის აღნიშნული სისტემა და ამასთან ადვილი მისახვედრია ასეთი კვანძიების ერთ მწყობრ სისტემაში მოყვანა რაოდენ რთული საქმეა. Edited June 16, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 23, 2015 Author Report Share Posted July 23, 2015 გაგაცნობთ საკეტს(ჩამკეტს), რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობისათვის არ მიუღწევია, თუმცა ყურადღების ღირსია იარაღის მოყვარულთა წრეში. საკტი "ჰერკულესი" გამოგონებულია გერმანელი ავგუსტ შიულერის(August Schuler) მიერ. ზედა გასახსნელ ბერკეტზე მოქმედების შემდეგ კალაპოტის ზედა მხარეს იხსნება(გარეთ იწევა) მასიური ფირფიტები, რომელთა ნახვრეტში, თოფის დაკეტვისას ჯდება ლულის შესაბამისი ნაკვეთურები ორთავე მხარეს. ერთი შეხედვით მასიური და ძლიერი საკეტია, თუმცა აქ ძირითადი დატვირთვა მაინც ზედა "ჰერკულესთან" კომბინირებულ პერდეს ჩარჩოზე მოდის. საკეტმა Herkules Verschluss ვერ ჰპოვა დიდი აღიარება, რამეთუ კერსტენის საკეტი უფრო მყარი, მარტივი და იაფიცაა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 7, 2015 Author Report Share Posted November 7, 2015 არც ამ სისტემას მიუღწევია განსაკუთრებული პოპულარობისათვის, თუმცა ყურადღების ღირსია იარაღის მოყვარულთა წრეში. ესაა ე.წ."როლინგ ბლოკი" საკტი "Rolling Block" გამოგონებულია რემინგტონში 1860-იან წლებში. უმეტესად ხრახნილებში გვხვდება(ნაგანმაც დაამზადა რამდენიმე სასინჯი ვერსია), თუმცა ზოგიერთი ბელგიელ ოსტატს გლუვლულიანზეც გამოუყენებია. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 1, 2021 Author Report Share Posted March 1, 2021 (edited) ინგლისური Joseph Lang & Son Ltd. და ჰერბერტ უაიტის ორიგინალური საიდლოკები Key Automatic Edited March 1, 2021 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.