Jump to content
Club-Monadire.Ge

საკეტები, მექანიზმები


Recommended Posts

საკეტები, მექანიზმები

 

 

 

 

უმაღლესი კლასის იარაღი, რომელიც The Best კატეგორიად იწოდება, თითქმის წარმოუდგენელია გვერდით დაფებზე განლაგებული საკეტების გარეშე. დღეს მოკლედ მოგითხრობთ რამდენიმე ბრიტანულ კომპანიაზე რომლებიც ასეთ საკეტებს ამზადებენ.

 

 

Joseph Brazier, Ltd

 

342cca2cd1a0.jpg

 

საკეტების პირველი ოსტატი ამ გვარში ბენჯამინ ბრაზიე იყო, რომელიც 1827 წელს უკვე პოპულარული გახლდათ. მისი საამქრო ვულვერჰემპტმონში(ბირმინგემთან ახლოს) გახლდათ განლაგებული. საწარმო 1838 წელს ჯოზეფ ბრაზიეს საკუთრება გახდა, რომელიც თავადაც ამ პროფილის სპეციალისტი იყო.

ამ ქალაქში ბრაზიეს გვარის 6 ოსტატი მოღვაწეობდა, თუმცა ყველაზე ცნობილი ჯოზეფი გახლდათ. ჯოზეფი არა მარტო საკეტებს, არამედ სამიზნებს, საბრძოლო ზამბარებსა და სხვა ნაწილებსაც ამზადებდა.

1920 წელს ჯოზეფ ბრაზიე ედვინ ჩილტონის ფირმასთან გაერთიანდა. ამ დროისათვი ორთავე ფირმის ბრენდი უკვე კარგად იყო ცნობილი.

 

 

db57874e0a43.jpg

 

 

1926 წელს გაერთიანებული ფირმა ჩარლზ სმიტმა შეიძინა(ამ დოისათვის საწარმოში 26 ოსტატი მუშაობდა). 1947 წელს დაიწყო ფირმის მფლობელთა ხშირი ცვლა და 1978 წელს კომპანიამ საერთოდ შეწყვიტა წარმოება(და არა არსებობა).

1983 წლიდან კვლავ აღდგენილია უმაღლესი კლასის საკეტებისა და საბრძოლო ზამბარების გამოშვება. დღეს ამ ფირმის საკეტებს ბევრი წამყვანი ფირმა აყენებს თავის თოფებზე. ბრაზიეს გვერდით დაფებზე განლაგებულ საკეტებს შიდა მხრიდან აქვთ საფირმო წარწერა Joseph Brazier Ashes.

 

 

 

61c0c5869903.jpg

 

 

 

 

 

 

 

John Stanton & Son

 

 

ვულვერჰემპტმონში არის არანაკლებ ცნობილი ფირმა ,,ჯონ სტენტონი", რომელიც 1870 წლიდანა აწარმოებს უმაღლესი კლასის საკეტებს. მისი დამფუძნებელია ჯ. სტენტონი, რომლის პირველი პატენტები 1867 წლით თარიღდება. ფირმა საკმაოდ ცნობადი იყო და დიდი წვლილი მიუძღვის მაღალი კლასის ოსტატთა აღზრდის საქმეში.

1887 წელს ფირმაში დამფუძნებლის შვილი მოვიდა და სახელწოდებაც John Stanton & Son გახდა. აღნიშნული სახელი საკეტების შიდა მხრიდან აქვს დასმული ფირმის პროდუქციას.

 

 

 

Edwin Chilton & Son

 

ედვინ ჩილტონმა ჯ. სტენტონის მოსწავლეობიდან დაიწყო მოღვაწეობა. საკუთარი ფირმა მან 1873 წელს დააფუძნა. მოგვიანებით ბიზნესში მისი შვილი შემოვიდა და სახელწოდებაც Edwin Chilton & Son გახდა. ფირმის ნააწრმზე დიდი იყო მოთხოვნილება და კომერციული წარმატებაც სახეზე იყო.

1980 წელს ფირმა კიდევ უფრო მეტად ცნობილ და დიდ ფირმას, ჯოზეფ ბრაზიეს შეუერთდა.

 

ბრიტანული კომპანიები უმეტესად ამ ფირმათა საკეტებს იყენებენ, მაგრამ ჩამონათვალი სრულყოფილი არ იქნება თუ არ აღვნიშნავთ კიდევ 2 მწარმოებელს ესენია:

ს. ბ. მენსფილდი(S. B. Mansfield) და ჯონ გრეინჯერი(John Grainger).

მენსფილდის საკეტები გვხვდება ბოსის ფირმის ნაწარმზე, ხოლო გრეინჯერის საკეტები კი პერდეს თოფებზე

Link to post
Share on other sites

side-lock და box-lock

 

 

თოფებში საკეტს უწოდებენ დამცემ მექანიზმს, რომელიც ფისტონის აფეთქებას იწვეწვს. დღევანდელი კლასიკური შიდაჩახმახებიანი საკეტი რიგი კონსტრუქციების გაუმჯობესების შედეგად მოვიდა ჩვენამდე.

გვერდით დაფებზე განლაგებულ საკეტის(side-lock) ღირებულება ძალიან მაღალია და ელიტკლასის თოფების(ჰორიზონტალურზეც და ვერტიკალურზეც) უმეტესობაზე ისინია დაყენებული.

ამ საკეტებიანი თოფების გამოშვებას ყველა მეტნაკლებად ცნობილი ფირმა ცდილობს, რამეთუ ხაზი გაუსვას პრესტიჟს.

W.&C. Scott & Son-მა 1875 წელს დააპატენტა ძალიან ორიგინალური საკეტი, რომელსაც პატარა მრგვალი ფანჯარა ჰქონდა დაფაზე. ფანჯარაში ბროლია ჩასმული. ამ ფანჯრიდან მექანიზმის დათვალიერება ხდება შესაძლებელი(შეყენება დაშვების). დაშვებისას ჩაქუჩი ფარავს ფანჯარას. ამ საკეტს ფირმა ყველაზე ძვირფას მოდელებზე აყენებდა.

 

 

 

b1a2b10ae888.jpg

W.&C. Scott & Son-ის ,,ფანჯრიანი" საკეტი

 

 

 

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ფედერიკ ბიზლი, რომელმაც შექმნა საინჟინრო სილამაზის შედევრი საიდლოქი. ის დღემდე ამშვენებს პერდეს იარაღს. პერდემ 1880 წელს ხელშეკრულება დადო ბიზლისთან და მიიღო პატენტი. წარმოებას კი 1881 წელს შეუდგა. ამ საიდლოქში საბრძოლო ზამბარა იძაბება მხოლოდ თოფის დაკეტვისას. გახსნისას კი ლულები ძალისხმევის გარეშე, თავისი სიმძიმით მიდის ქვემოთ. ასეთ თოფებს self-opening-ს უწოდებენ.

 

 

პერდეს self-opening

 

 

65ddae40499b.jpg

 

 

 

საკეტის ასეთი სისტემა Holland & Holland-მა გააკეთა დიდი ხნის შემდეგ, კერძოდ 1922 წელს.

მანამდე კი, კერძოდ 1908 წელს ჰენრი ჰოლანდმა თომას ვუდვარდთან ერთად დააპატენტა სახსნელი საკეტი გვერდით დაფებზე, რომელიც ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე შეიძლება მოიხსნას.

ეს კონსტრუქცია ბევრმა ფირმამ ეტალონად აიღო.

 

 

a754e1d2fdca.jpg

 

 

უმეტესწილად საიდლოქებზე V-სებური საბრძოლო ზამბარაა, რომელიც დგას დაფაში წინ ან უკან. საკეტებს რომლებშიც საბრძოლო ზამბარა დაფის წინა მხარეს დგას ეწოდება Bar Action Side Lock, მას აგრეთვე ,,სრულ" საკეტსაც უწოდებენ. თუ საბრძოლო ზამბარა დაფის უკანა მხარეს დგას ასეთ საკეტს ,,არასრული" ან ,,შებრუნებული" საკეტი" ეწოდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცნება ,,სრული-არასრული" პირობითია(ბევრი ექსპერტი ასეთ შეფასებებს არ იზიარებს).

გარდა ამისა, იარაღის მოყვარულთა შორის არც თუ იშვიათად წარმოიშობა კამათი შტიფტების რაოდენობის მიხედვით საიდლოკის ნამდვილობის თაობაზე.

ვუდვარდის პირველ საიდლოკებზე ითვლიდნენ 8 შტიფტს + 1 ჩახმახის ღერძს + 1 სამაგრ ჭანჭიკს +1 დაფების შემაერთებელ ჭანჭიკს.

გვერდითი დაფა დროთა განმავლობაში მოდერნიზებას განიცდიდა და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან შტიფტებისა და ჭანჭიკების საერთო რაოდენობამ 7 შეადგინა. მაგალითად პერდეს ამ თოფის დაფას წარმოგიდგენთ

 

8a56f5bf1a22.jpg

 

ინგლუსური ფირმა Vickers, Ltd 20-იანი წლებიდან უშვებს საიდლოქებს სპირალური საბრძოლო ზამბარით(თოფის მოდელია Imperial). ასეთი საიდლოქის გამომგონებელია ბირმინგემელი ოსტატი უილიამ ბეიკერი(William Baker).

ამ მოდელის(იმპერიალი) ფასი ყოველთვის მაღალი იყო. დღეისათვის ის(ნახმარი) დაახლოებით 6000-7000 გირვანქა სტერლინგია.

 

 

0ae201ce07ed.jpg

 

 

 

 

საიდლოქი

 

01f80bea9d4a.jpg

 

 

3fc72d994f72.jpg

 

 

 

1. ჩახმახი; 2. V-სებური საბრძოლო ზამბარა; 3. მერყევა; 4. მერყევას ზამბარა; 5. ინტერსეპტორი; 6. ინტერსეპტორის ზამბარა; 7. გვერდითი დაფა; 8. სადგარი;

 

 

 

 

შტუცერებში გამოყენებული საიდლოკების უფრო ახალ კონსტრუქციად ე.წ. ,,სამოტაჟო შტიფტები" ითვლება. ისინი დაფასთან მთლიანობაშია დამზადებული(მეორენაირად მათ ,,ყრუ საიდლოკებს" ეძახიან). ეს კონსტრუქცია უდიდეს სიზუსტეს მოითხოვს და დამზადება მხოლოც ციფრული ჩარხებითაა შესაძლებელი

 

 

Famars-ის ,,სამონტაჟო შტიფტებიანი" გვერდითი დაფა

 

8551b4e7235a.jpg

 

 

 

საილოკის კიდევ ერთი სახეა საკეტი ,,ყელში" , რომელსაც 2 ტიპისაა გრძელი საბრძოლო ზამბარით და მოკლე საბრძოლო ზამბარით. მეორე სახის საკეტს ,,ყელში"(ანუ მოკლე ზამბარიანს) მეორენაირად ,,ლიეჟის ტიპის" საკეტსაც უწოდებენ.

 

 

dc75a0a5cdb7.jpg

 

 

დამცემი მექანიზმი, რომელიც წვრილ და გრძელ დამოუკიდებელ გვერდით დაფაზეა დაფიქსირებული(დაფა განლაგებულია კონდახის ყელში).

 

 

 

ბოქსლოქი ანუ Anson-Deeley

 

 

 

1875 წელს ბრიტანელმა მეიარაღეებმა ენსონმა და დილიმ ერთობლივად შეიმუშავეს დამცემი მექანიზმი(მას ენსონ-დილის სახელითაც იცნობენ), რომლის ყველა ნაწილი კალაპოტშია განლაგებული. ეს მექანიზმი ორლულიანებს 2 აქვთ(ერთი ყოველ ლულაზე)

 

4fe6632b1c21.jpg

 

 

3a8ff4f069a9.jpg

 

 

089a403e1d52.jpg

 

 

 

 

 

1 - კალაპოტი; 2 - ჩახმახი; 3 - ჩახმახის შემყენებელი; 4 - საბრძოლო ზამბარა; 5 - მერყევა; 6 - მერყევას ზამბარა; 7 - ჩახმახის შეყენების მაჩვენებელი.

 

 

 

 

 

საკეტი blitz(ბლიც)

 

 

 

af315d9ce042.jpg

 

 

ესაა დამცემი მექანიზმი V-სებული მოკლე საბრძოლო ზამბარებით, რომელსაც მოქმედებისათვის ესაჭიროება მინიმალური დრო. ბლიცი(ანუ ,,ელვა") შეიძლება განხილული იქნას როგორც ენსონ-დილის ერთ-ერთი ვარიანტი, თუმცა ის იმდენად გაუმჯობესებულია, რომ სრულიად იმსახურებს დამოუკიდებელ სისტემად აღიარებას.

მისი თითქმის ყველა ელემენტი ერთ ბლოკშია გაერთიანებული და ამიტომ მათი თოფიდან მოხსნა და დაყენება ერთი კვანძის სახით ხდება.

ბლიცი წარმოიშა გერმანიაში. ისეთმა ფირმებმა, როგორიცაა ზაუერი და მერკელი სრულყოფილებამდე მიიყვანეს სისტემა.

ზაუერის ბლიცები ფირფიტოვანი(V-სებური) საბრძოლო ზამბარებითაა აღჭურვილი, ხოლო მერკელის კი სპირალურით. ბერეტამ საკუთარი ბლიცი გააკეთა ერთ სასხლეტსა და სროლის ფიქსირებულ რიგზე.

 

 

 

განსხვავებული სისტემები

 

ენსონ-დილის საკეტის ერთ-ერთი სახესხვაობა წარმოდგენილი აქვს ვესტლი-რიჩარდსს droplock სახელწოდებით. ამ მექანიზმის კალაპოტიდან გამოღება ხელითაა შესაძლებელი

 

droplock

81481064776d.jpg

 

 

 

ამავე ტიპის საკეტის მეორე სახესხვაობაში მექანიზმი და სასხლეტები ერთ მთლიანს წარმოადგენენ და ასევე იხსნება. ასეთი საკეტები უმთავრესად სპორტულ მოდელებში გამოიყენება, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეიცვალოს მექანიზმი.

 

 

390b50464fba.jpg

4539e34950e1.jpg

 

 

დიქსონის სისტემა trigger plate lock-ში მექანიზმი აწყობილია კალაპოტის ძირზე.

 

trigger plate lock

a117a2ce70c4.jpg

Link to post
Share on other sites

მოკლედ მექანიზმის დეტალებსა და ტერმინებზე

 

 

გვერდითი დაფა_ ფირფიტა, რომელზეც განლაგებულია დამცემი მექანიზმი(მექანიზმი დაფაზე განთავსებულია მარჯვნივ და მარცხნივ);

 

box-lock_ დამცემი მექანიზმი, რომელიც კალაპოტშია დაფიქსირებული;

 

side-lock_ დამცემი მექანიზმი, რომელიც კალაპოტის დამოუკიდებელ გვერდით დაფებზეა დაფიქსირებული;

 

საკეტი ,,ყელში"_ დამცემი მექანიზმი, რომელიც წვრილ და გრძელ დამოუკიდებელ გვერდით დაფაზეა დაფიქსირებული(დაფა განლაგებულია კონდახის ყელში).

 

 

გვერდითი დეკორატიული დაფა_ გვერდითი დაფა, რომელიც side-lock-ის იმიტაციას ქმნის(გრავირდება);

 

 

საკეტი blitz(ბლიც)_დამცემი მექანიზმი V-სებული მოკლე ზამბარებით, რომელსაც მოქმედებისათვის ესაჭიროება მინიმალური დრო;

 

საკეტი spannschieber_ დამცემი მექანიზმი, რომელიც ხელით უნდა შეყენდეს(შემყენებელი ბერკეტი განლაგებულია კალაპოტის ზედა მხარეს);

 

დაკეტვა_ ლულათა ბლოკის ჩაკეტვა კალაპოტში. სახაზინო გადატენვის თოფებში მოიცავს ზემოთა ელემენტს(სამიზნე თამასის დონეზე) და ქვედა საკეტს(ლულის კაუჭების დონეზე)

 

აკეტი ,,ბოლტი"_ ჩამკეტი მექანიზმი თოფებში უძრავი ლულებით, კონსტრუქციულად შეიცავს დამცემ მექანიზმსაც;

 

 

ინტერსეპტორი_ დამცემი მექანიზმის ნაწილი, რომელიც ჩახმახის ჩაქუჩს იჭერს;

 

 

გრინერის (Greener) ურდული_ ლულათა ბლოკის ზედა საკეტი, რომელიც სამიზნე თამასის გაგრძელებას კეტავს კალაპოტის შესაბამის ჭრილში ჭანჭიკით;

 

 

 

კერსტენის (Kersten) ურდული_ ლულათა ბლოკის ზედა(ორმაგი) საკეტი( შედარებისათვის ორმაგი გრინერის ჭანჭიკი).

 

 

 

"თოჯინას თავი"_ ლულათა ბლოკის ზედა საკეტი, სამიზნე თამასის გაგრძელება, რომელსაც აქვს კონუსური ფორმა(თოჯინის თავის ფორმის). ის ჩადის კალაპოტის შესაბამისი ფორმის ჭრილში და იკეტება

Link to post
Share on other sites

თოფის ჩამკეტი(ლულა კალაპოტთან) სისტემა

 

თოფის ლულაში წარმოქნმილმა მაღალმა წნევებმა მსროლელი რომ არ დააზიანოს, ამისათვის კალაპოტში ლულათა ბლოკი მყარად უნდა ჩაიკეტოს

 

სახაზინო გადატენვის პირველ თოფებში ლულა კალაპოტთან ქვედა ბერკეტის საშუალებით იკეტებოდა

 

ლეფორშეს საკეტი სისტემა

 

cbf6c8054172.jpg

 

 

1856 წელს ფრანგმა გამომგონებელმა ბელფორდმა საკუთარი გამოგონების საკუთრების უფლება ჩარლზ ლანკასტერს გადასცა, რომელმაც იმავე წელს დაიწყო ცენტრალური აფეთქების თოფების დამზადება. ამ თოფების საკეტები ქვედა ბერკეტით იმართება

 

 

ლანკასტერის საკეტი სისტემა

 

492c9d5d0562.jpg

 

 

1859 წელს ინგლისელმა ოსტატმა ჰენრი ჯოუნსმა დააპატენტა ორმაგი საკეტი, რომელიც ლულის კაუჭებს კეტავდა. ისინი ერთმანეთის მიმართ T-სებურ ჭრილს ქმნიდნენ.

 

ჯოუნსის საკეტი სისტემა

 

1ab17dd422c9.jpg

 

 

1860 წელს პარიზელმა ოსტატმა ფრანსუა შნეიდერმა დააპატენტა საკეტი რომელიც არა ბერკეტის მობრუნებით, არამედ წინ და უკან მოძრაობით მუშაობდა.

 

ჯორჯ შნეიდერის საკეტი სისტემა

 

 

e2f7ae5c82ff.jpg

 

4ead52ced167.jpg

 

 

 

1863 წელს ჯეიმს პერდემ დააპატენტა უნივერსალური საკეტი, რომელსაც ,,პერდეს ჩარჩო" ეწოდა.

კონსტრუქციის მიხედვით პერდეს ჩარჩო იმართება ზედა, გვერდითი ან ქვედა ბერკეტით

 

პერდეს ჩარჩო გვერდით ბერკეტზე

 

6599979ae0f1.jpg

 

 

პერდეს ჩარჩო ქვედა ბერკეტზე

 

107af8d46e82.jpg

 

 

 

პერდეს ჩარჩო ზედა მცოცავ ბერკეტზე

 

 

c7739a615166.jpg

 

1865 წელს ბირმინგემელმა მეიარაღემ სკოტმა გააერთიაანა ვესტლი რიჩარდსსის ზედა ბერკეტი და პერდეს ჩარჩო

 

 

cc5e9dc26990.jpg

 

 

 

გრინერის ურდული და სამმაგი საკეტი

 

 

1865 წელს უილიამ ველინგტონ გრინერმა გააკეთა მყარი საკეტი. ის წარმოადგენს ლულათა ბლოკის ზედა ჩაკეტვის სისტემას. სამიზნე თამასის გაგრძელება, რომელსაც მრგვალი ნახვრეტი აქვს, ჩადის კალაპოტის შესაბამის ჭრილში და იკეტება ჭანჭიკით(ჭანჭიკი იმართება გასახსნელი ბერკეტით). 1873 წელს გამომგონებელმა გააერთიანა ზედა და ქვედა ომაგი(პერდეს ჩარჩო) საკეტი და დააპატენტა ის.

 

 

 

 

71e67d243d86.jpg

 

 

 

 

 

საამაგი საკეტის სქემა ასე გამოიყურება

 

a4a62e655429.jpg

 

 

1 — ლულის კაუჭები; 2 — ჩამკეტი ჩარჩო; 3 — სამიზნე თამასის გაგრძელება; 4 — გრინერის ჭანჭიკი

 

 

 

 

კერსტენის ურდული

 

 

გრინერის ურდულის მოდიფიცირების შედეგად მიიღეს კერსტენის ურდული(იგივე ორმაგი გრინერი), რომელიც თითქმის ყველა გერმანულ ვერტიკალურზე გვხვდება.

 

 

f595d5c8ca13.jpg

 

3e5577b18a62.jpg

 

"თოჯინას თავი"

 

 

ზედა ჩაკეტვის სისტემა_ სამიზნე თამასის გაგრძელება, რომელსაც აქვს კონუსური ფორმა(თოჯინის თავის ფორმის). ის ჩადის კალაპოტის შესაბამისი ფორმის ჭრილში და იკეტება

 

 

 

306972aaddff.jpg 64f1423efefe.jpg

 

 

 

 

შტიფტი

 

 

 

 

ლულათა ჩაკეტვის ერთ-ერთი მყარი სისტემაა ე. წ. ,,შტიფტი". ამ სისტემის დროს ლულათა ბლოკს იჭერენ კალაპოტიდან გამომავალი ღერძები(იმართებიან გასახსნელი ბერკეტით).

ვერტიკალური ლულების შემთხვევაში ლულათა ბლოკის გვერდებზე გაჭრილია შესაბამისი ღარები.

სურათზე ნაჩვენები სტეფენ გრანტის ამ მოდელს ღარები ქვედა ლულის ორთავე მხარეს აქვს.

 

 

8716df5e4fb0.jpg

 

 

ლულათა ჰორიზონტალური წყობის შემთხვევში ღერძი შედის სამიზნე თამასის საწყისში გაკეთებულ ხველში

სურათზე ნაჩვენები ვერნეი კარონის ამ მოდელს შესაბამისი ხვრელი ლულებს შორის ზემოთაა გაკეთებული

 

 

62ce6ead11e4.jpg

 

 

 

თვითდამტენი თოფების ჩაკეტვა

 

თვითდამტენი თოფების მექანიკაში გამოიყენება ა)უკუქცეული გაზების ენერგია ბ)უკუცემის ენერგია.

პირველ შემთხვევაში დენთის წვის შედეგად გამოყოფილი ენერგიის ნაწილი გადაეცემა სპეციალური არხის მეშვეობით ცილინდრში, რომელის საკეტს ხსნის, შემდეგი ეტაპია მასრის ექსტრაქცია, შემდეგი_ ახალი ვაზნის მიწოდება, ბოლოს კი ზამბარის მოქმედებით ხდება საკეტის კვლავ ჩაკეტვა.

მეორე შემთხვევაში დენთის წვის ენერგიის ნაცვლად გამოყენებულია უკუცემის ენერგია(ლულის ან თავად საკეტის).

 

 

პომპიანი თოფების ჩაკეტვა

 

პომპიანი თოფების ჩაკეტვა თვითდამტენების ანალოგიურია, ოღონდ მექანიკაში გამოყენებულია მსროლელის ხელის ზემოქმედება.

 

 

 

 

აქვე მინდა აღვნიშნო ორი ძალიან არატრადიციული საკეტი სისტემის შესახებ. ესენია ბრეტონისა და დარნის სისტემები.

 

ბრეტონი

 

გასახსნელი ბერკეტი მარჯვენა მხარესაა განლაგებული. მასზე დაწოლით კონდახი და მექანიზმი იწევს

უკან წყვილ მიმმართველზე, ბერკეტზე განმეორებითი დაწოლით ეჟექტორი ყრის ვაზნებს

 

908e7818ddc2.jpg

 

 

დარნი

 

 

გასახსნელი ბერკეტის ზემოქმედებით ერთ შემთხვევაში კალაპოტის ზედა მხარე იწევს უკან მიმმართველზე და ხსნის სავაზნეს, ხოლო მეორე შემთხვევაში ღერძის გარშემო ბრუნავს

 

fa8fb17536c6.jpg

 

1dda2c5e97cf.jpg

Link to post
Share on other sites

გაგრძელება

 

 

 

 

ძალიან ორიგინალური საკეტი გერმანელი ოსტატების შესრულებით(ზული) წარმოებულია 1875-1900 წლების შუალედში.

 

 

92be1fe593f6.jpg

 

 

 

 

ბელგიელი М.Leve-ს მიერ დაპატენტებული ორიგინალური საკეტი(1926-1928 წლები)_ორლულიანი 4 ვაზნაზე!!!

 

 

1a1864cdbf61.jpg

 

 

 

 

 

 

 

ძალიან ორიგინალურია ჯორჯ ჰენიგის(აშშ) საკეტი სისტემა. ოსტატმა 1995 წელს დაასრულა მრავალწლიანი მუშაობა საკეტზე, რომელიც ,,როტორულ სისტემაზეა" დამყარებული. კალაპოტი შედგება ორი ნაწილისაგან: კორპუსისა და ცილინდრული(მრგვალი) საკეტისაგან.

თოფის გადახსნისათვის ლულები უნდა გადავაბრუნოთ საათის ისრის მიმართულებით 90 გრადუსით, ლულები წაიწევენ წინ და სიმძიმით დაეშვებიან ქვემოთ. დაკეტვა ხდება უკუმიმართულებით(მეორდება მოქმედება).

ასეთი საკეტი არასოდეს ირყევა.

 

e5f88c64aaa1.jpg a5ed148db734.jpg

Link to post
Share on other sites

ექსტრაქტორი და ეჟექტორი

 

 

ექსტრაქტორს ვაზნები გამოაქვს სავაზნიდან იმ მანძილზე, რომ შესაძლებელი იყოს მათი ხელით გამოღება. როგორც წესი ორლულიანების ორთავე ლულას ერთი ექსტრაქტორი ემსახურება.

 

 

d969eeb90a52.jpg

 

 

 

 

1 – ღარი, რომელშიც ,,ბიბილო" მოძრაობს; 2 –ექსტრაქტორის ბიბილო; 3 - ექსტრაქტორი; 4 - სამაგრი(შემზღუდველი) ჭანჭიკი.

 

 

 

 

ეჟექტორი ნასროლ ვაზნებს ავტომატურად აგდებს სავაზნიდან თოფის გადახსნის დროს. ვაზნის ამოგდება ხდება იმ ლულიდან, საიდანაც განხორციელდა გასროლა. ეჟექტორი გაუსროლელი ვაზნის შემთხვევაში მხოლოდ ექსტრაქციას ახდენს.

 

 

 

 

536b14493b73.jpg

 

 

31c3e09474f3.jpg

Link to post
Share on other sites

მცველი

 

 

მცველი განკუთვნილია უნებლიე, გაუთვალისწინებელი გასროლის აღმოსაფხვრელად.

დამცველ სისტემებს გააჩნიათ მრავალნაირი კონსტრუქცია. მათი სისტემატიზაციის შედეგად სულ განასხვავებენ 7 სახესხვაობას:

 

1) სასხლეტი კავის მცველი_ მეორენაირად გრინერის მცველსაც უწოდებენ;

2) ჩახმახის ან მერყევას მცველი_ ბლოკირებას უკეთებს ორმაგ გასროლას(გამოიყენება ერთსასხლეტიან თოფებში, რომლებსაც რიგითობის გადამრთველი არა აქვთ);

3) ნემსას ან ჩახმახის მცველი;

4) ავტომატური მცველი_მეორენაირად შეყენების მცველი. გადახსნილი თოფის პირობებში ზამბარები დაძაბული არაა. მათი შეყენება ხელით უნდა მოხდეს ბერკეტის ან ღილაკის მეშვეობით;

5) ბლოკირება იარაღის დაცემისას_ ეს სისტემა აღჭურვილია სპეციალური დეტალით, რომელიც თოფის დაცემის შემთხვევაში ამობრუნდება და ბლოკავს სასხლეტ სისტემას ან ავტომატურად ხსნის თოფს შეყენებიდან;

6) ბლოკირება არასრული დაკეტვისას_ ამ სისტემის დროს თუ თოფი არასრულადაა დაკეტილი, ნემსა ფისტონს ვერ მიწვდება;

7) ჩახმახის შეყენების მაჩვენებელი მიუთიებენ ერთი ან რამდენიმე მიმანიშნებლით ჩახმახის შეყენებას(მდებარეობს კალაპოტის სხვადახვა ადგილზე).

 

 

მცველი სხვადასხვა ადგილზე შეიძლება იყოს განლაგებული.

 

 

 

 

მცველი განთავსებულია ფარში სასხლეტი კავის უკან და მარცხნივ

90b39b46f951.jpg

 

 

 

 

მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე ზემოთ

5c50af9d3c2e.jpg

 

 

 

 

კრიგჰოფის K 80 -ში მცველი განლაგებულია სასხლეტი კავის წინ

03fc649f9ad0.gif

 

 

 

 

 

ეს მცველი უშუალოდ სასხლეტ კავს ბლოკავს, იქვე კალაპოტის გვერდზე ჩანს ჩახმახის შეყენების მაჩვენებელი.

7bff61fde9ae.jpg

 

 

 

ამ სურათზე ჩანს ჩახმახის შეყენების მაჩვენებლები გასახსნელი ბერკეტის ორთავე მხარეს

c065219eacef.jpg

Link to post
Share on other sites

პატენტები

 

 

თოფის დეტალების, კვანძებისა და მექანიზმების უმეტესობა პატენტებითაა დაცული(გამოგონების საავტორო რწმუნება, სავაჭრო ნიშანი... ზოგ-ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლები ამას არაფრად დაგიდევს ). პატენტები ძალიან ბევრია. მეიარაღეები გამუდმებით აუმჯობესებდნენ ერთსა და იმავე კვანძსა თუ დეტალს. ბევრი პატენტი დღეისათვის რეალიზებულია, მაგრამ ყველა მათგანს აღიარება და დიდება არ მოუტანია ავტორისათვის.

თანამედროვე ეტაპზე საიარაღო ტექნოლოგიაში დარჩენილია მხოლოდ ყველაზე პერსპექტიული პატენტები(მათ შორის ბევრს ბრიტანული წარმოშობა აქვთ).

 

_ ლეკპერკის პირველი ზუმბიანი ორლულიანი ლულათა ჰორიზონტალური წყობით(1738წ). საფრანგეთი;

 

 

__ლეფორშეს თოფი(მოდელი) სახაზინო გადატენვით(1834–1837წ). საფრანგეთი;

 

 

_ ფლობერის ვაზნა ფისტონზე(1842წ). მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ფირმა,,ჟეველომ" დახურული ფისტონი დააპატენტა. საფრანგეთი;

 

 

_ პერდეს ჩარჩო(1867წ).დიდი ბრიტანეთი;

 

_ გრინერის ჭანჭიკი(1873წ). დიდი ბრიტანეთი;

 

_ ენსონ დილეის საკეტი (1875წ). დიდი ბრიტანეთი;

 

_ გვერდით დაფებზე განლაგებული ბიზლი-პერდეს საკეტი (1880 წ). დიდი ბრიტანეთი;

 

_ კურალის ეჟექტორების სისტემა ჰორიზონტალური ლულათა წყობისათვის(1890წ). ბელგია;

 

_ მაუზერის კარაბინის საკეტი(1898წ). გერმანია;

 

_ ჰოლანდ-ჰოლანდის ხელით სახსნელი(ინსტრუმენტის გარეშე) გვერდითი დაფები( 1908წ). დიდი ბრიტანეთი;

 

_ ბოსის ლულათა ვერტიკალური წყობა(1909წ). დიდი ბრიტანეთი;

 

_ჰოლანდ-ჰოლანდის ლულათა თვითგადახსნის სისტემა self-opening(1922წ). დიდი ბრიტანეთი;

 

_პერდე ვუდვარდის ლულათა ვერტიკალური წყობა(1949წ). დიდი ბრიტანეთი.

Link to post
Share on other sites

მსუბუქი ლითონის შენადნობის კალაპოტი

 

 

ქვემოთ მოტანილი შეხედულება სუბიექტურ ხედვას მოკლებული ვერ იქნება, თუმცა ეყრდნობა რამდენიმე ცნობილი ექსპერტის მოსაზრებას

 

იარაღის წარმოებაში ბოლო ათწლეულებში ფართოდ შემოიჭრა მსუბუქი ლითონების გამოყენების ტენდენცია(მოდელების ჩამოთვლისაგან შეგნებულად შევიკავებ თავს). მზეზი_ მასალის დამუშავების გაადვილება, სიიაფე და იარაღის წონის შემცირებაა.

ფოლადსა და მსუბუქ შენადნობს შორის მექანიკური ზემოქმედების შედეგად ცვეთა გაცილებით მეტია ვიდრე ფოლადსა და ფოლადს შორის. აქედან გამომდინარე ფოლადის კალაპოტის რესურსი უფრო დიდია. გარდა ამისა ისეთ თოფებში, რომლებსაც მსუბუქი მეტალების შენადნობის კალაპოტი აქვთ, შეზეთვა უფრო მეტადაა მნიშვნელოვანი. ამას ემატება კალაპოტისა და ლულის ბალიშებს შორის უცხო სხეულის(თუნდაც ქვიშის მარცვალის) მოხვედრის ალბათობა. ასეთ შემთხვევაში ,,ალუმინის" კალაპოტი ისე შეიძლება გაიხეხოს, რომ ლულათა რყევა არც თუ ისე შორი პერსპექტივის საგანი გახდეს(ფოლადის კალაპოტში ეს პროცესი გაცილებით მეტადაა დროში გაწელილი).

შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ისეთ იარაღში, რომელთა ლულა არ მოძრაობს(პომპები, ნახევარავტომატები უკუქცეულ გაზებზე), მსუბუქი ლითონების კალაპოტი კარგი მიგნებაა, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია დატვირთვა და დარტყმები, რომლებსაც ახდენს საკეტი. ეს უკანასკნელი მაღალი ხარისხის ფოლადისაგან მზადდება და მისი ზემოქმედების შედეგად არც თუ იშვიათია კალაპოტის დაბზარვა და გატეხვაც კი.

აღსანიშნავია, რომ ფოლადთან შედარებით ნაკლები სიმკვრივის გამო მსუბუქ ლითონში შტიფტებისა და ღერძების მორყევის შანსები უფრო დიდია. ამას ემატება ,,ალუმინის" კალაპოტების ფოლადთან შედარებით ნაკლები მედეგობა უცხო მექანიკური ზემოქმედების მიმართ(დარტყმა, დაგდება).

,,მსუბუქი" დეტალების დამზადებაში კარგადაა ცნობილი ე.წ. ,,ფხვნილოვანი" მეთოდი, რომლითაც ნაკეთობა შესაძლებელია ძალიან მაღალ სიმკვრივემდე იქნას აყვანილი, თუმცა აქ მეორე უკიდურესობა იჩენს თავს_ მასალის სიმყიფე. ასეთი ნაკეთობა აქვილად ტყდება(!!!); მათზე შედუღების წარმოება ძალიან დაბალეფექტურია(ასეთი მანიპულაციის შემდეგ არც თუ იშვიათია მიკრობზარები). მსუბუქ მეტალებში ხრახნის გაკეთება ადვილია, მაგრამ რამდენიმეჯერ მოსხნა დაჭერის შემდეგ ხრახნი ადვილად ცვდება.

 

 

დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია. :flirt:

 

 

 

c19745e8079c.jpg

 

ერთი შეხედვით ერთნაირი გვგონია კალაპოტები. თუმცა ზედა ფოლადისაა, ხოლო ქვედა Ergal-ის :flirt:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ფოლადის კალაპოტი

 

 

08f59b8f4858.jpg

 

სპორტული და სანადირი იარაღის კალაპოტზე მაღალი დატვირთვები მოდის, ამიტომ მათი მასალის ფიზიკო-მექანიკური მაჩვენებლებისადმი, მათ შორის სიმკვრივის, მედეგობისა და ელასტიურობისადმი განსაკუთრებული მოთხოვნებია წაყენებული. სწორედ ეს განსაზღვრავს მასალის არჩევანს. მაგალითად, ფოლადს რომლითაც მზადდება რიგითი, სერიული თოფების კალაპოტები გააჩნია სიმკვრივე 80კგ/მმ2.

ფოლადის კალაპოტები იმდენად მკვრივია, რომ ხშირად მათთვის ახალ ლულებს ამზადებენ(რადგან ძველი მოინელეს :alfons: ).

ფოლადის შემადგენლობა განაპირობებს საბოლოო დამუშავების სახეს, რომელიც აუცილებელია სიმკვრივის გასაზრდელად, კოროზიისადმი მედეგობის გასაზრდელად და ცვეთისადმი მედეგობის გასაზრდელად. დამუშავების ტიპიური პროცესებია დიფუზიური გაჯერება მაღალი ტემპერატურის პირობებში: ა)ნახშირბადით(ცემენტაცია) ან ბ)აზოტით. ისინი სიმკვრივის ზრდასთან ერთად დეკორატიულ ფუნქციითაც ავსებენ ნაკეთობას.

კალაპოტის დამუშავების მთავარი იარაღებია ფრეზერული და სახარატო დაზგები. ბოლო წლებში მათ დაემატათ ზუსტი ელექტროეროზიული ჩარხი, რომელზეც მუშავდება რთული ნაწილები, მათ შორის ტიბჟირისა და ლულის საკონტაქტო და ზედაპირები. ეს საბოლოო დამუშავება ჯერ კიდევ არაა_ დაყვანის პროცესში ეს ზედაპირები სარკისებურამდე დაჰყავთ. დაყვანის სიზუსტეს ძალიან მაღალი ხარისხის თანამედროვე ინსტრუმენტებით ამოწმებენ(და ამ დროს პერდე, ჰოლანდი და სხვა ბრენდები დამატებით ჭრაქს ხმარობენ :alfons:)

Link to post
Share on other sites

დაყვანის სიზუსტეს ძალიან მაღალი ხარისხის თანამედროვე ინსტრუმენტებით ამოწმებენ(და ამ დროს პერდე, ჰოლანდი და სხვა ბრენდები დამატებით ჭრაქს ხმარობენ :alfons:)

 

აზრზე ხარ გურულო რა ოსტატები ყავთ მაგათ?

სულს დებენ ყველაფერში სულს ! ვერცერთი ულტრათანამედროვე დანადგარი ამას ვერ გააკეთებს.

 

პ.ს ჰოლანდს აქვს ეგ (ჭრაქის მჭვარტლით შემოწმება) თავის ოფიციალურ გვერდზე სარეკლამო როლიკში.

Link to post
Share on other sites

აზრზე ხარ გურულო რა ოსტატები ყავთ მაგათ?

სულს დებენ ყველაფერში სულს ! ვერცერთი ულტრათანამედროვე დანადგარი ამას ვერ გააკეთებს.

 

პ.ს ჰოლანდს აქვს ეგ (ჭრაქის მჭვარტლით შემოწმება) თავის ოფიციალურ გვერდზე სარეკლამო როლიკში.

 

 

ძალიან ხშირად ვუცქერ მაგ როლიკს... :nyam:

 

რა თქმა უნდა, ვერცერთი თანამედროვე კიბერმიღწევა და ჩარხი იმას ვერ შეძლებს რასაც ეგ ოსტატები აკეთებენ... :old:

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

საკმაოდ ძნელია მყიდველს შესთავაზო რაიმე განსაკუთრებული, თუმცა ხალხი(მწარმოებელს ვგულისხმობ)მაინც ფიქრობს... :alfons:

წარმოგიდგენთ გასახსნელ(არა მოსახსნელ) გვერდით დაფებს, რით დამშვენებული თოფებიც 60 ათასი ევრო ღირს. ამ საკეტს "მფრინავს" უწოდებენ (Flaying Lock).

 

 

cd44a28947a8.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

1865 წელს უილიამ ველინგტონ გრინერის მიერ გამოგონებული მყარი საკეტი რომ მაგარი რამეა ამაზე ყველა თანხმდება.

დღეს მინდა მოგითხროთ ძალიან ორიგინალური გრინერის ურდულის შესახებ, რომელიც ,,არ ჩანს" :hi3:

 

 

ამ სურათზე ნათლად ჩანს, რომ საკეტი გრინერის ურდულზეა, თუმცა უშუალოდ ურდული გვერდიდან არ გამოდის(კალაპოტის მარცხნივ გვერდიდან)

 

 

901647597ebe.jpg

 

 

აბა სხვა ხედიდან დაათვალიერეთ

 

 

ded58c9b0cfc.jpg

 

 

 

ააა ბატონო ცალკე კალაპოტიც დაათვალიერეთ

 

a1b670540c4e.jpg

 

 

 

გრინერის მექანიზმი ჩვეულ სტილშია წარმოდგენილი

 

f388947bcdf8.jpg

 

 

 

 

 

საქმე იმაში გახლავთ, რომ ურდული ძალიან ორიგინალურადაა დამალული კალაპოტში

 

aacaf27dc338.jpg

 

 

 

ააა კიდევ სხვა ხედიდან

 

9df1fa66eedd.jpg

 

 

 

 

სურათზე: 1-დაფარული გრინერის ურდულის არხის საცობი(ისეა გრავირებულ-შენიღბული, რომ ვერც კი ამჩნევ); 2 — საცობის დასაფიქსირებელი ჭანჭიკი

 

 

 

 

ჩემის აზრით ძალიან ორიგინალური და ლამაზი გრინერის ურდულია :hi3:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

კი, მაგარია ძალიან,დახვეწილი და ლამაზია!!!!(გელა მიხედე შენებურად ამ განყოფილებას,მორჩა არჩევნები,მორჩაა!!!!!) :*

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...

ცოტა უფრო ვრცლად droplock-ის შესახებ

 

 

 

ლებოს მოდელმა ,,კურაკინმა" გადამაწყვეტინა ცოტა ვრცლად დამეწერა ძალიან საინტერესო ბოქსლოკის შესახებ. მაშ ასე:

 

 

უდიდესი საიარაღო კომპანია ვესტლი რიჩარდსი გამოგონებათა სამჭედლო გახლდათ და მისი მაღალი იმიჯი უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ჯონ დილისთან(John Deeley), უილიამ ენსონთან(William Anson) და ლესლი ტეილორთან(Leslie Taylor).

1875 წლის 11 მაისის პატენტი №1756 იყო ერთ-ერთი ფუნდამენტური გამოგონება_ დღის სინათლე იხილა საკეტმა boxlock. ამ საკეტის ერთ-ერთი მოდიფიკაციაა hand-detachable lock(ხელით გამოსაღები(სასხნელი) საკეტი). ამერიკელებმა მას ,,დროპლოკი"(droplock) უწოდეს და დროთა განმავლობაში ეს სახელწოდება ინტერნაციონალური ტერმინი გახდა.

დროპლოკის წარმოშობის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ლესლი ტეილორს, რომელიც 1880 წელს სამუშაოდ მივიდა ვესტლი რიჩარდსში(შემდგომში, 1899 წელს, ტეილორმა ჯონ დილი შეცვალა კომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე). მართალია ამ საკეტის გამომგონებლებად(პატენტშიც იგივე აღნიშვნაა) ტეილორი და დილი ითვლებიან, თუმცა არის კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც ვესტლი რიჩარდსში მუშაობდა ამწყობი საამქროს უფროსად(სამწუხაროდ მისი სახელი უცნობია). დაახლოებით 1895 წელს სწორედ ამ უფროსი ოსტატის წინაშე დაისვა საკითხი მოძებნილიყო ბოქსლოკის ვარიანტი, რომელშიც შემყენებლების ღერძები კალაპოტის მთელ სიგრძეზე გამჭოლი არ იქნებოდა.

ამოცანის ამოხსნა მალევე იქნა ნაპოვნი: საკეტები ისე დამონტაჟდა, რომ ისინი ემაგრებოდნენ კალაპოტის ძირს ჭანჭიკით. ასეთი კონსტრუქცია გარკვეული რაოდენობის იარაღზე დადგა და ისინი იწარმოებოდა 1895-1898 წლების შუალედში.

1897 წლის 28 ივლისს დილიმ და ტეილორმა მიიღეს ბრიტანული პატენტი №17731 სახსნელ საკეტზე, მისი არსი მდგომარეობდა შემდეგში: საკეტები ისმებოდა კალაპოტის სპეციალურ ბუდეებში და ისინი იხურებოდა ფირფიტით, რომელიც ფიქსირდებოდა კალაპოტზე ჩამკეტით.

1898 წლის 11 ოქტომბრის პატენტში №612313 ჩაქუჩები ინერციული გახდა

 

 

სწორედ ასეთი იყო პირველი დროპლოკი, რომელშიც დილისა და ტეილორის გარდა ,,უცნობი" ოსტატის წვლილიც დევს

 

af8c99f340a2.jpg

 

 

 

 

კლასიკური დროპლოკი დილი და ტეილორის 1897 წლის 28 ივლისის პატენტით

 

 

b471982645fc.jpg

 

 

c0c69699b732.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 2 weeks later...

ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ თოფის საკეტი ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია კლასის, ხარისხის და ღირებულებისა...

 

წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო საკეტს(ჩამკეტ სისტემას), რომელმაც კომპანია ბლაზერს შორს გაუთქვა სახელი:

 

ძალიან მყარი და საიმედო(ძვირიც) საკეტი ბლაზერის ერთლულიან შტუცერზე პირველად 1977 წელს გამოჩნდა. ეს იყო მოდელი Blaser K77. მან უმალ მიიპყრო ყურადღება და ძალიან პოპულარული გახდა. აღნიშნული მოდელი რამდენიმე ვარიანტით მზადდებოდა. 1995 წელს მოდელი შეცვალა К95-მა, რომელიც კიდევ უფრო დახვეწილი აღმოჩნდა(საკეტის აღნიშნული პრინციპი გამოიყენება ორლულიან შტუცერში S2 და დრილინგში D99).

 

 

Blaser K77 კალაპოტის ჭრილში

 

371ac6d30bb2.jpg

 

 

ესეც ,,გაუჭრელად" :hi:

 

46627387ae2c.jpg

 

 

ეს კი Blaser K95

 

 

96d25c7957f0.jpg

Link to post
Share on other sites

რადგან 3 სურათზე მეტს თითო პოსტში ვერ ვათავსებ, ამიტომ აქ წარმოგიდგენთ

 

 

 

ესეც ორლულიანი შტუცერი Blaser S2

 

5f672e84c280.jpg

 

 

 

ეს კი დრილინგი D99

 

ce81956a1df6.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

თემას გადავხედე და უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, რადგან თითქმის არაფერი გვაქვს ნათქვამი საინჟინრო შედევრზე, რომელსაც ინგლისელებმა self-opening action უწოდეს(ეს ამ თემას ეხება... სულ მოკლედ კი პერდეს და ჰოლანდის თემაში გვაქვს ნასაუბრი).

შევეცდები შევავსო ვაკუუმი :hi3:

 

საკეტებს self-opening action(შეიძლება ითქვას, რომ ეს სისტემა ცალკე კლასიცაა) საფუძველი დაუდო ფრედერიკ ბიზლიმ, რომელიც სულ ადრე პერდესთან მეკონდახედ მუშაობდა...

1880 წლის 3 იანვარს მან მიიღო პატენტი N 31. მექანიზმის სიახლე მდგომარეობდა იმაში, რომ საბრძოლო ზამბარა იძაბება იარაღის დაკეტვისას.

თავისი გამოგონების შესახებ ბიზლიმ პერდეს აცნობა 1879 წლის 18 დეკემბერს. უკვე 1880 წლის 2 იანვარს მომზადდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჯერ კიდევ დაუპატენტებელი გამოგონება პერდეს მიეყიდა 20 გირვანქად და 5 შილინგად. პირველი 200 საკეტისათვის პერდემ ცალში 35 გირვანქა გადაიხადა. ჯამური 55 გირვანქა და 5 შილინგის ფასად პერდე პატენტის სრული მეწილე გახდა.

1880 წლიდან, როცა ამ სისტემის პირველი თოფი დამზადდა, ვიდრე დღემდე, პერდე ბიზლის საკეტიან თოფებს ამზადებს.

 

პერდე-ბიზლი

aef8ad8cd0d4.png

 

მოქმედების პრინციპი

b11a88404fa8.png

 

 

 

პ.ს. სურათების დადებაზე პრობლემაა ამიტომ გაგრძელება შემდეგ პოსტში

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

განსაკუთრებულად მოდაში self-opening action შემოვიდა მეოცე საუკუნის 20-იან წლებში. ინგლისელები როგორც ამ საქმის დიდი პროფესიონალები საუკეთესოდ ართმევდნენ საქმეს თავს და ვინ თუ არა ბელგიელები იქნებოდნენ მათი კონკუტენტები?!

 

ბელგიელი ოსტატი ჟიულ ბური(Jules Bury) თავისი ორიგინალური self-opening action საკეტით, რომელიც განსხვავებულია ბიზლის საკეტისაგან

 

 

ჟიულ ბური

809b6e1cf274.png

 

 

კიდევ ერთი ბელგიელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს არის ანტუან ჯოზეფ დეფურნი(Antoine Joseph Defourny), მისი ერთ-ერთი პატენტი თარიღდება 1922 წლით,რომელშიც სწორედ ეს სისტემაა მოცემული. აღსანიშნავია, რომ დეფურნის გააჩნდა ამ სისტემით როგორც საიდლოკები ასევე ბოქსლოკებიც.

 

 

დეფურნი საიდლოკი

ab224d458ce1.png

 

დეფურნი ბოქსლოკი

99d2cdf6b59c.png

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

და ბოლოს ფრანკოტის ბოქსლოკი აღნიშნული სისტემით

 

 

23d5003f77fa.png

 

 

 

ბელგიური კონსტრუქციები საფუძვლიანად განსხვავდებიან ინგლისურისაგან, რაც განსხვავებულ სკოლაზე, განსხვავებულ საინჟინრო ხელოვნებაზე, მდიდარ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მემკვიდრეობაზე მეტყველებს.

 

აღნიშნული პოსტი კიდევ ერთი უარყოფაა იმ მოარული ხმებისა, რომლებიც ამბობენ: ბელგიელებს არაფერი საკუთარი არ შეუქმნიათ და მხოლოდ სხვისი გამოგონებების გადმოღებას ახერხებდნენო :hi3:

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

პერდე თავის თოფებში დებდა ბიზლის საკეტების სამ ვარიანტს(სამთავე საიდლოკი, სრული საკეტი, თვითგადახსნის სისტემით): პირველი ორი გახლდათ 9 შტიფტიანი, ხოლო მესამე კი 7 შტიფტიანი

 

 

373193a8753d.png

 

 

სურათზე ნაჩვენებია საკეტების შიგა მხარე. პირველ ორს 9 შტიფტი აქვს, მესამეს კი 7

 

 

 

პ.ს. მამუკა გრიგოლიას თოფზე(ვოლფს ვგულისხმობ) კარგა ხნის წინ იყო მსჯელობა, რომ ის საიდლოკი არააო, რადგან შტიფტების რაოდენობა 7 ცალი დაუთვალეს...

ამ სურათით დასტურდება, რომ თავად პერდეც კი ამზადებდა 7 შტიფტიან სრულ საკეტიან თოფებს თვითგადახსნის სისტემით :hi3:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...