DMORAL 36 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 ფლუოროკარბონის(Fluorocarbon) ძუა ფლუოროკარბონი (Fluorocarbon) 1971 წლს, შეიქმნა იაპონური კომპანია Kureha-ს (Kureha Chemical Industries Co., Ltd) ინჟინრების მიერ, ნავთობმრეწველობაში გამოსაყენებლად. ის არის ქიმიური პოლიმერი, ტეფლონის ( Tefal-ის ტაფები რომაა დაფარული ) "ნათესავი" და სხვანაირად კიდევ უწოდებენ ფტორკარბონსაც და ასევე PVDF — polyvinylidene fluoride (პოლივინილდენფტორიდი). ფლუოროკარბონი გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი მდგრადობით(გამძლეობით) აგრესუიული გარემოს მიმარათ, როგორც ქიმიური ასევე ფიზიკური ზემოქმედების მხრივ. კეძოდ კი, მისგან დამზადებული ძუები თითქმის არ იცვლიან მახასიათებლებს ტემპერატურის ცვლილებასთან(-40C-დან +160C-დე) ერთად, არ ზიანდებიან(არ ბერდებიან) ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით, არ სველდებიამ, არ იწოვენ წყალს და გაცილებით (ნეილონის ძუებთან შედარებით) მედეგნი არიან გახეხვის კუთხით. ფლუოროკარბონის ძუა 50%-ით უფრო მძიმეა ნეილონის ძუებთან შედარებით და 78%-ით მძიმე წყალთან შედარებით. შედეგად ის 2,5-ჯერ უფრო სწრაფად იძირება ვიდრე ნეილონი, რაც ფრიად მოსახერხებელია თევზაობისას. მაგრამ ფლუოროკარბონის უმთავრესი უპირატესობაა, წყალქვეშ მისი უხილავობა(თითქმის). რაც აიხსნება იმით რომ მისთვის სინათლის შუქის გარდატეხის კოეფიციენტია 1.42 ხოლო წყლისათვის 1,3. იმ დროს როცა ნეილონისათვის ეს კოეფიციენტი 1,52 -ია. შედეგად,( ფლუოროკარბონის და წყლის კოეფიციენტების სიახლოვის გამო) ფლუოროკარბონის ძუა გაცილებით ძნელად შესამჩნევია წყალქვეშ ვიდრე იგივე კვეთის ნეილონის ძუა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ძუა, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე გაცილებით უფრო ხისტია (ნაკლებად წევადია) ვიდრე ჩვეულებრივი ნეილონის ძუა. ამიტომ არ ახასიათებს, ძუისათვის ისეთი არასასურველი თვისება როგორიცაა გაწელვის შედეგად ძუის კვეთის ფართობის შემცირება ანუ უბრალოდ რომ ვთქვა დაწვრილება. ფლუოროკარბონის ძუის ნაკლებად წევადობის თვისება, განსაკუთრებით გამოსადეგია მნიშვნელოვამ მანძილებზე (25 მეტრი და მეტი) თევზაობის დროს ანუ ასეთი ძუა საშუალებას გვაძლევს უფრო შედეგიანი ამოკვრა("პადსეჩკა") გავაკეთოთ შედარებით დიდ დისტანციებზეც კი. წევადობის თვალსაზრისით მას შუალედური პოზიცია უკავია ჩვეულებრივ(ნეილონის) და წნულ ძუებს შორის. ამჟამად, თავიანთ ასორტიმენტში, ფლუოროკარბონის ძუები, გააჩნია თითქმის ყველა სათევზაო აღჭურვილობით მოვაჭრე კომპანიას. მაგრამ აღსანიშნარია, რომ უმეტესობა მათგანი მას თვითონ არ აწარმოწბს, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ გადახვევას ახორციელებენ დოლურებზე, რომლებზეც თავიანთი ლოგოა გამოსახული. მწარმოებელი კომპანიებიდან უცნობილესი - Kureha Chemical Industries Co., Ltd უკვე ავღნიშნეთ. ის ამერიკის ბაზრისათვის ფლუოროკარბონის ძუებს ამზდებს Seaguar-ის( www.seaguar.com )ბრენდით, ხოლო ევროპის ბაზრისათვის Riverge-ს ბრენდით. ასეთ ძუებს ასევე აწარმოებენ სხვა იაპონური კომპანიები: Yotsuami, Sanyo, Duel (Yo-Zuri), SUNLINE და სხვები(ბაზრის უდიდესი ნაწილი იაპონლებს უკავიათ); ამერიკული კომპანიები 3M Company და DuPont; ასევე გერმანული Bayer. იწარმოება ჩინეთშიც თუმცა ჯერჯერობით გაცილებით დაბალი ხარისხის. ფლუოროკარბონის წარმოება ჯერ კიდევ მაღალ ტექნოლოგიურ წარმოებად ითვლება, შესაბამისად იაპონური კომპანიები ყველაფერს აკეთებენ რომ აკონტროლონ მისი გავრცელების ბაზრები და იქონიონ ამ ბაზრებზე მარკეტინგული გავლენა. ამასთან მუდმივად მიმდინარეობს კვლევები და წარმოებაში ინერგება სულ ახალ-ახლი ტექნოლოგიები, იზრდება ხარისხის დონეც. ამ ფონზე ამერიკელებიც და ევროპელებიც დღემდე მდევრების როლში რჩებიან.აღსანიშნავია,რომ იაპონურ მაღალ ხარისხთან ერთად იაპონიაში მუშახელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, რაც პროდუქციის ფასზეც აისახება და ამიტომაა ჯერჯერობით ეს პროდუქტი მნიშვნელოვნად ძვირია ჩვეულებრივ ძუებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ არსებობს 100%-ით ფლუოროკარბონის ძუები, ასევე უფრო ნაკლები პროცენტული შემადგენლობით და ნეილონის ძუები ფლუოროკარბონის გარეგანი დაფარვით, ეტიკეტზე შემდეგი წარწერით- Fluorocarbon coated. ბოლო ორი სახის ე.წ. ბიუჯეტური ვარიანტია და ხარისხით თუ თვისებებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება 100% იანს. ფლუოროკარბონს წარმატებით იყენებენ თევზაობის ყველა სახეობაში სადაც კი ძუა გამოიყენება: ტივტივაზე, ფსკერულზე( საუკეთესო სადავეა), სპინინგით თევზაობისას, ზამთრის ტევზაობისას, შოლტით( fly fishing) თევზაობისას, ტენკარეაზე და ა.შ მაგალითად, მე, 2 იანვრის ერთობლივი გასვლისას, შამაიაზე თევზაობისას, სადავედ 0.17- იანი ფლუოროკარბონი( Berkley Trilene fluorocarbon) მეყენა და ნაღდად არ გამაწბილა. ეს კვანძებია ვიზიალურად ლამაზად და გასაგებად http://www.seaguar.com/seaguar-community/knot-guide.htm P.S. როგორც ბევრ სხვა საქონელს, ასევე ფლუოროკარბონის ძუების გაყალბებულ ვარიანტებს ბლომად ამზადებენ ჩინელები. ამიტომ, ეჭვის შემთხვევაში, რომ არ მოვტყუვდეთ( ეს მეთოდი სადღაც წავიკითხე ადრე) სულ პატარა ნაჭერი მოვაჭრათ ფლუროკარბონის ძუას და ასევე ჩვეულებრივსაც. ორთავე ნაჭერს ცალ-ცალკე სანთებელით მოვუკიდოთ ცეცხლი და შევადაროთ თუ როგორ იწვება თითოეული მათგანი. უბრალო ძუა, ასევე უბრალოდ უნდა დაიგრიხოს და თითქოს დადნეს, ხოლო ფლუროკარბონის ძუის წვისას საკმაო დიდი რაოდენობით სიშავე (ჭვარტლი) უნდა წარმოიშვას და იგი რაც უფრო მაღალი ხარისხისაა მით მეტი. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 Salamandra კარგი და საჭირო სტატიაა დავით ! ჩემი მხრიდან დავამატებ რომ ფტოროკარბონის თანამედროვე ძუები გაცილებით უფრო რბილები და სიმძიმეგამძლეები არიან.მსხვილ ფლუროკარბონს ხმარობენ სპორტსმენი ფიდერმენები როგორც შოკ ლიდერს და მას ვერაფერი შეედრება ნიჟარებით დაფარულ ფსკერზე.მას ზამთარშიდაც ხმარობენ. ერთ ერთი საუკეთესო ფლუროკარბონის ძუა colmic stream ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ზურაბ, დიდი მადლობა. KORDA-ს ფილმების (კობრზე წყალქვეშა კამერასთან ერთად თევზაობა) შემდეგ დავფიქრდი ფლუოროკარბონის სადავეებად("პავადოკებად") აქტიურად გამოყენებაზე ან კომბინაციაში წნულ ძუასთან. თითქმის ყველანაირ სადავედ კარგია და ვაპიროებ გამოვიყენო ტივტივაზეც, სპინინგით ბომბარდაზე და ფსკერულზე. მიხარია რომ ცოტა რაღაცეები ჩვენსკენაც გამოჩნდა გაყიდვაში და ყველაფრის გამოწერა აღარაა საჭირო. მაგალითად Berkley Trilene fluorocarbon-ის გარდა trabucco diamond fluorocarbon-იც ვნახე და მომეწონა კარგი იაპონური ძუაა. თან ეწერა რომ იაპონიაშივეა დოლურაზე დახვეულიო თან შენგანაც მახსოვდა რომ აქებდი ტრაბუკოს ძუებს ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 ჩემი ფლუროკარბონის სადავე.როგორაც მითხრეს ძვირი არ ღირს.levani-ს რჩევით დავაბარე ჩემებს.მადლობა ლევანის. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 14, 2014 Author Report Share Posted February 14, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 15, 2014 Report Share Posted February 15, 2014 მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ფლუროკარბონის ძუა !! იაპონიაში წარმოებული SEAGUAR SOFT.50 მეტრის მოცულობის ბაბინა საშუალოდ რუსეთში 30 $ ღირს ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 28, 2017 Author Report Share Posted March 28, 2017 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 9, 2018 Author Report Share Posted August 9, 2018 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.