DMORAL 36 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 ყოჩაღ გიორგი! ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 მაგარი სურათებია, ღმერთმა ისე ნუ მამკლას რო იქ ფეხი ვერ ჩავდგა. აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე, დროის საკითხია მხოლოდ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 შიგანი მეწვის ამ სურათების ნახვისას. ეს ყველაფერი ხომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 მე და ჩემ თაობას თუ გვეღირსება ამის ნახვა ნეტა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 შიგანი მეწვის ამ სურათების ნახვისას. ეს ყველაფერი ხომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი. მეც ავთია,მეც!!!!! გიო გაიხარე მაგარი სურათებია,მადლობა ძამი!!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ეჰ, რა ვქნათ ბიჭებო, ჩვენ გვახსოვს ეგ ადგილები, მაგრამ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ რა არის დასაბრუნებელი და ამიტომ გავხსენი ეს თემა. გავაგრძელებ აბა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ჰასან-აბას ციხე. მდინარე ბზიფი (ხედი ჰასან-აბას ციხიდან). მდინარე გეგი. ოთხარა. ბერთა კელიები. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ახალი ათონი. ტყვარჩელი./მიტოვებული შენობა./ არაბიკას პლატო. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 თეთრი კლდეები. ჭოლგონის მთა. ელდორადოს მყინვარი. ფსოუს კანიონი. აცეთუხას უღელტეხილი. მთა "მონასტერი". მთა "ტეფებაშე". აჳადჰარა. მთა "აცეთუხა". ხედი რიწაზე (აცეთუხადან). ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 მთა "ჩედიმი". გულის ტბა. შვიდი ტბის ველი. ტბა პატარა რიწა. მზის ტბა. ბადუკის ტბა. აბჲუედას ტბა. ტბა აცეთუხის მთის ქვეშ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 აფხაზეთის მთიანეთი განსაკუთრებით ფსხუს ნაკრძალი ითვლება კავკასიაში ყველაზე ხელუხლებელ ბუნებად ! იუფშარის ხეობა "ქვის ტომარა" რიწიდან გამოედინება მდინარე იუფშარა, რომელიც ერთერთი უნიკალურია კავკასიაში, მდინარე მიედინება "ქვის ტომარას" ხეობაში, ხეობის სიგრძეა - 8 კმ . მდ იუფშარის სიგრძე 11კმ. იუფშარის ხეობაში გადის რიწის ტბისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა. რესტორანი "უშელიე"/ეშერაშია/. ამ ადგილის დასახელება არ ვიცი. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 29, 2012 Report Share Posted February 29, 2012 ულამაზესია ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted February 29, 2012 Report Share Posted February 29, 2012 ეს სამოთხე ჩვენია და არცერთი ქართველი არ დაზოგავს სისხლის უკანასკნელ წვეთსაც კი მის დასაბრუნებლად !! ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted March 7, 2012 Report Share Posted March 7, 2012 გიორგი მე პირადად გიხდი დიდ მადლობას,სააღდგომოდ ვაპირებ წასვლას და ფოტოაპარატი უნდა დავითრიო და კიდევ მოგაწვდით სურათებს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 7, 2012 Author Report Share Posted March 7, 2012 (edited) ძალიან გაგვახარებ პაატა. იქ ვეღარ ჩავდივართ და სურათებით მაინც გადავაყოლებთ გულს. გაფრთხილდი ძმურად. პ.ს. შენს ავათარზე რომ ბებიაა, მართლა მაგის დაჭერილია ეგ ორაგულები, ალასკაზე დაიჭირა და მაშინ 82 წლის იყო. Edited September 24, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 16, 2012 Report Share Posted August 16, 2012 ორი წლის წინ 20 წელი გავიდა აფხაზეთი ომის დაწყებიდან. ვიცი ყველას გვტკივა ამის გახსენება, მაგრამ იქ დაღუპულთა მოსაგონარი აუცილებელად უნდა ვთქვათ. წელიწადნახევარი გაძლეს მშიერ-ტიტვლებმა(დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ითქმის მაშინდელ არმიაზე). ვისურვებ დღევანდელ ქართულ ჯარს ჰქონდეს იმ ბიჭების საბრძოლო სულისკვეთება. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 31, 2013 Report Share Posted March 31, 2013 აფხაზური კანატატა შოთა ნიშნიანიძე I ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან, ბადეს შლიდა… და მშვილდ-ისრით ტყეში ნადირს არბევდა. ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად, ბეჭზე ორბად შეუფრინეს „ურაიდა რაიდა“. გადიფრინეს ყრმობის წლებმა და აფხაზურ-მეგრულით ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გადმოტოპა ენგური. II რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!) და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ. მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები, აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს. ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი. ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა, ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში. ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები, ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქანჩახებს რქებით ეკიდა და მორდუ აქეთ თუ როდესმე დააცხიკვებდა, - ხვიჩას სიცოცხლე! - ეძახოდნენ აფხაზეთიდან. ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ, ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს. ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდენბურგთან ორმოცდახუთში, თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს… შავი ქაღალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით, ძიძის კივილმა შეძრა მთელი სამურზაყანო. III ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ. მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები, ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები. ეგ დალალ-კავი, ეგ მანდილი მოიშილიფე, არ დამემდურო, არ მიწყინო, შენი ჭირიმე, თუ მორდუსავით ვერ მოგხედე, ვერ მოგიკითხე, - მუდამ შენთან ვარ, შენკენ მიხმობს ფიქრი დღითიდღე, შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი, ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე-ბედს გისურვებ. IV ოდიშში ვარ, ქორწილში ვარ… ცხენს ვაჭენებ… ჰაიდა… „ოდოიას“ გადმოუხტა „ურაიდა რაიდა“… ჩანს ანტიკურ არფასავით აივნების რიკული, ზედ სიმებად ლერწებია და სხივები ცისკრული. წაიყვანეს თამარ-ქალი აფხაზეთში დიელო და… მოწამეი ხარ, შენ საქართველო – ერო ფეხბედნიერო და… ჩანს ოდებზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ-ჯიქურის და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 31, 2013 Report Share Posted March 31, 2013 მომენატრა...გენრი დოლიძე -მომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი და ბულბულების იავნანა ქართული, ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან საქართველოს სიყვარულში გართული. მომენატრა, მომენატრა აფხაზეთი, თუმცა ის მე ჯერ არც მინახავსს. ალბათ როცა გადმოგვხედავს , ნახავს ღმერთი, ძმათა წყენა გულშუი არ შემინახავს! მომენატრა ქამარ-ხანჯალ-ხმალ-აბჯარი, ბრძოლის ველზე ამოსული ყაყაჩო, გონებაში მომეპარა ფიქრთა ჯარი, მომენატრა და კონაღამ დამახრჩო. ერთი სიტყვით, მომენატრა საქართველო, საქართველო მაღალი და ძლიერი, ავდგეთ ფეხზე, გაბზარულლი გავამრთელოთ და ქვეყანას დავუბრუნოთ იერი! -მოგვენატრა ჩვენ ნამდვილი საქართველო, ჩვენ ხზომ მისი ტრფობს ცეცხლში ვიწვებით, ავდგებით ,რომ ავკაფოთ და გადავთელოთ შური, ბოღმა, ეკლები და წიწვები... შევევედროთ, შევევედროთ ბედის ამქარს, სანამ ჩვენი არ ჩაქრება სანთელი, მისი ცეცხლი მოუკიდოს სხვა ბეცვრს ახალს, რომ მოვფინოთ კავკასიონს ნათელი... ავაყვავოთ, ავაყვავოთ საქართველო, მოვეფერიოთ სანამ გუილი თბილია, დავეუფლოთ ყველა კორდს და ყველა მდელოს, გავუფრტხილდეთ ამ სამყაროს ბრილიანტს! -მომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი და ბულბულების იავნანა ქართული, ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან გამარჯვების სიმღერებში გართული! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 4, 2013 Report Share Posted April 4, 2013 ტირის თეთრი კლავიში * რატომ, რატომ წამართვი ზღვა, რომელიც ჩემია, ზღვა, რომელმაც მარჯანი მეათასედ იშვილა, ზღვა, რომელიც გაავსო მედუზების შიშინმა, ზღვა, რომელიც მუხლამდე, მუხლებამდე მწვდებოდა, ზღვა, რომელიც ხანდახან ავი დედა ხდებოდა... რატომ, რატომ წამართვი ცა, რომელიც ძნელია ცა, რომელზეც ტირიან, ცა , რომელზეც მღერიან, ცა, რომელიც დამ ოკლდა, მაგრამ ვეღარ შველიან!!! * მშვენიერო, ორივე, ორი დიდი ცთომილი, ნიჟარებში რხეული, სადღაც ფსკერზე დაგირჩა, როგორც მწვანე უფსკრული, მთვარეს გადახვეული... ვიცი, ვეღარ გაუძლებს ახლა ტრიოლეტების მსუბუქ ამოფოთლებას და ქარებით ძლეული, ალიონზე მოსული, ალიონზე მოკვდება... * ჩუმად! ბოლო სიმღერას ისევ მღერის კალასი, ისევ ცვივა ალმასი წვიმა – წვიმა – წვიმებად, ბგერა, – ლურჯი ჩანჩქერი აღარ დაედინება და დუმილის ჭალაში ქალი – ზღვა და ქალი – ცა ერთ დიდ ფურცელ – მდინარეს უკვე ვეღარ გადაშლის! *ჟონავს სისხლი – მუსიკა, ჟონავს ცისფერ დარბაზში, ყელი, ყელი დაუშრა მოწამლული სადაფით, ვეღარ გუობს სინათლეს მიწა – ბნელი სარდაფი!!! და წავიდა! დატოვა კლდეზე მინაწერები _ შორი არაბესკების ურთულესი რიტმებით, ყელმაღალი ჯვრებით და ყელგაწვდილი ტიტებით! და წავიდა! წავიდა ამ მწუხარე სცენიდან, ყელზე მარგალიტების თუთისფერი ფანტელი ჟრუანტელად ეკიდა. და ვერასდროს, ვერასდროს, ვეღარასდროს დაძებნი, ვეღარასდროს შეუღებ კარებს უცხო დარბაზის... რატომ ჩამომამსხვრიე, რატომ, რატომ წამართვი! ასე როგორ დამტოვე ხმაჩავარდნილ ოქტავით დოდან – დომდე გამწელე, ჰოდან – ჰომდე მომკალი.. * აჰა, დარჩეს გაზაფხულს არასრული ნოტების არასრული რხევები, შავი – მუდამ მერყევი, თეთრი – მყარი ბგერები, თავისთავზე მაღალი ცრემლი ქრიზანთემების... ............................................. კივის სველი ნათება – ფიქალ – ფიქალ – ფიქალი... – რა ლამაზი მყოლიხარ, – რა ლამაზი იყავი... ნონა დავითაია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 17, 2013 Report Share Posted May 17, 2013 ოთხივე ნაწილი წაიკითხეთ კაი რამეა. კარგი მწერალია ბექა ქურხული. „მკვლელი“. ბექა ქურხული. II ნაწილი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 24, 2013 Report Share Posted September 24, 2013 27 სექტემბერი ახლოვდება და სულ მაჭრიალებს ამ დროს. არ შერჩება არავის. მთავარია ეჭვი არ შეგვეპაროს ამაში ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 18, 2015 Report Share Posted October 18, 2015 https://www.youtube.com/watch?v=NCMatNsofRM ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 25, 2018 Report Share Posted April 25, 2018 უფლის გზას არ გადავუხვიოთ და როგორც მოვიდნენ რუსები, ისევე წავლენ. არავის არ ეგონა რომ ბერლინის კედელი დაინგრეოდა, ან საბჭოეთი ჩამოიშლებოდა, მაგრამ ..... https://www.palitravideo.ge/yvela-video/eqskluzivi/94945-rogor-gamoiyureba-ochamchire-amzhamad.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 26, 2018 Report Share Posted April 26, 2018 გაანათლოთ. ამათ თავიანთი ვალი უკვე მოუხადეს ამ ქვეყანას. http://www.interpressnews.ge/geo/sazogadoeba/489914-afkhazethis-sheiaraghebuli-konfliqtisas-gauchinarebuli-mebrdzolebis-neshtebs-dghes-dighmis-dzmatha-sasaflaoze-dakrdzalaven.html ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.