Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მაგარი სურათებია, ღმერთმა ისე ნუ მამკლას რო იქ ფეხი ვერ ჩავდგა. აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე, დროის საკითხია მხოლოდ.

Link to post
Share on other sites

შიგანი მეწვის ამ სურათების ნახვისას. ეს ყველაფერი ხომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი.

მეც ავთია,მეც!!!!!

გიო გაიხარე მაგარი სურათებია,მადლობა ძამი!!!!

Link to post
Share on other sites

ეჰ, რა ვქნათ ბიჭებო, ჩვენ გვახსოვს ეგ ადგილები, მაგრამ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ რა არის დასაბრუნებელი და ამიტომ გავხსენი ეს თემა. :dato:

 

გავაგრძელებ აბა.

Link to post
Share on other sites

ჰასან-აბას ციხე.

 

a589dff8cf88.jpg

 

მდინარე ბზიფი (ხედი ჰასან-აბას ციხიდან).

 

330cf661c776.jpg

 

მდინარე გეგი.

 

2f782efcaf86.jpg

 

ოთხარა. ბერთა კელიები.

 

f793b4bb24d7.jpg

Link to post
Share on other sites

თეთრი კლდეები.

 

0a29a7ba6ca6.jpg

 

ჭოლგონის მთა.

 

8f9ca901a035.jpg

 

ელდორადოს მყინვარი.

 

4f740349825a.jpg

 

ფსოუს კანიონი.

 

bf7bdbaead92.jpg

 

აცეთუხას უღელტეხილი.

 

65654045174f.jpg

 

მთა "მონასტერი".

 

f3ebaa38c4f8.jpg

 

მთა "ტეფებაშე".

 

380f8fd9269d.jpg

 

აჳადჰარა.

 

3a5dd0994bde.jpg

 

მთა "აცეთუხა".

 

87a5761737fb.jpg

 

ხედი რიწაზე (აცეთუხადან).

 

1cefa7dd1bde.jpg

Link to post
Share on other sites

მთა "ჩედიმი".

 

22acba3a87c7.jpg

 

გულის ტბა.

 

3dd258366d2a.jpg

 

შვიდი ტბის ველი.

 

9a8af6fbd394.jpg

 

ტბა პატარა რიწა.

 

39a89106d62c.jpg

 

მზის ტბა.

 

439c1565f374.jpg

 

ბადუკის ტბა.

 

f5dced5fa6dd.jpg

 

აბჲუედას ტბა.

 

196ae78d1f46.jpg

 

ტბა აცეთუხის მთის ქვეშ.

 

d0873b755295.jpg

Link to post
Share on other sites

აფხაზეთის მთიანეთი განსაკუთრებით ფსხუს ნაკრძალი ითვლება კავკასიაში ყველაზე ხელუხლებელ ბუნებად !

 

იუფშარის ხეობა "ქვის ტომარა"

 

რიწიდან გამოედინება მდინარე იუფშარა, რომელიც ერთერთი უნიკალურია კავკასიაში, მდინარე მიედინება "ქვის ტომარას" ხეობაში, ხეობის სიგრძეა - 8 კმ . მდ იუფშარის სიგრძე 11კმ. იუფშარის ხეობაში გადის რიწის ტბისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა.

 

3816110749f1.jpg

 

92174f82bb5f.jpg

 

84d73c5ba77c.jpg

 

რესტორანი "უშელიე"/ეშერაშია/.

 

8a0aef741c06.jpg

 

08fdbe7abbf9.jpg

 

ამ ადგილის დასახელება არ ვიცი.

 

dc2e12bdfc9b.jpg

Link to post
Share on other sites

ეს სამოთხე ჩვენია და არცერთი ქართველი არ დაზოგავს სისხლის უკანასკნელ წვეთსაც კი მის დასაბრუნებლად !!

Link to post
Share on other sites

გიორგი მე პირადად გიხდი დიდ მადლობას,სააღდგომოდ ვაპირებ წასვლას და ფოტოაპარატი უნდა დავითრიო და კიდევ მოგაწვდით სურათებს

Link to post
Share on other sites

ძალიან გაგვახარებ პაატა. :friends:

იქ ვეღარ ჩავდივართ და სურათებით მაინც გადავაყოლებთ გულს.

გაფრთხილდი ძმურად.

 

პ.ს. შენს ავათარზე რომ ბებიაა, მართლა მაგის დაჭერილია ეგ ორაგულები, ალასკაზე დაიჭირა და მაშინ 82 წლის იყო.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

ორი წლის წინ 20 წელი გავიდა აფხაზეთი ომის დაწყებიდან. ვიცი ყველას გვტკივა ამის გახსენება, მაგრამ იქ დაღუპულთა მოსაგონარი აუცილებელად უნდა ვთქვათ. წელიწადნახევარი გაძლეს მშიერ-ტიტვლებმა(დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ითქმის მაშინდელ არმიაზე). ვისურვებ დღევანდელ ქართულ ჯარს ჰქონდეს იმ ბიჭების საბრძოლო სულისკვეთება.

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

აფხაზური კანატატა

შოთა ნიშნიანიძე

 

I

 

ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან,

ბადეს შლიდა… და მშვილდ-ისრით ტყეში ნადირს არბევდა.

ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად,

ბეჭზე ორბად შეუფრინეს „ურაიდა რაიდა“.

გადიფრინეს ყრმობის წლებმა

და აფხაზურ-მეგრულით

ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გადმოტოპა ენგური.

 

II

 

რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!)

და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ.

მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები,

აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს.

ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები

და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.

ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,

ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში.

ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები,

ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქანჩახებს რქებით ეკიდა

და მორდუ აქეთ თუ როდესმე დააცხიკვებდა,

- ხვიჩას სიცოცხლე! - ეძახოდნენ აფხაზეთიდან.

ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,

ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს.

ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდენბურგთან ორმოცდახუთში,

თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს…

შავი ქაღალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით,

ძიძის კივილმა შეძრა მთელი სამურზაყანო.

 

III

 

ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,

ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.

მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,

ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები.

ეგ დალალ-კავი, ეგ მანდილი მოიშილიფე,

არ დამემდურო, არ მიწყინო, შენი ჭირიმე,

თუ მორდუსავით ვერ მოგხედე, ვერ მოგიკითხე, -

მუდამ შენთან ვარ, შენკენ მიხმობს ფიქრი დღითიდღე,

შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი,

ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე-ბედს გისურვებ.

 

IV

 

ოდიშში ვარ,

ქორწილში ვარ… ცხენს ვაჭენებ… ჰაიდა…

„ოდოიას“ გადმოუხტა „ურაიდა რაიდა“…

ჩანს ანტიკურ არფასავით აივნების რიკული,

ზედ სიმებად ლერწებია და სხივები ცისკრული.

წაიყვანეს თამარ-ქალი აფხაზეთში დიელო და…

მოწამეი ხარ, შენ საქართველო – ერო ფეხბედნიერო და…

ჩანს ოდებზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ-ჯიქურის

და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული.

Link to post
Share on other sites

მომენატრა...გენრი დოლიძე

 

-მომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი და

ბულბულების იავნანა ქართული,

ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან

საქართველოს სიყვარულში გართული.

მომენატრა, მომენატრა აფხაზეთი,

თუმცა ის მე ჯერ არც მინახავსს.

ალბათ როცა გადმოგვხედავს , ნახავს

ღმერთი,

ძმათა წყენა გულშუი არ შემინახავს!

მომენატრა ქამარ-ხანჯალ-ხმალ-აბჯარი,

ბრძოლის ველზე ამოსული ყაყაჩო,

გონებაში მომეპარა ფიქრთა ჯარი,

მომენატრა და კონაღამ დამახრჩო.

ერთი სიტყვით, მომენატრა საქართველო,

საქართველო მაღალი და ძლიერი,

ავდგეთ ფეხზე, გაბზარულლი გავამრთელოთ

და ქვეყანას დავუბრუნოთ იერი!

-მოგვენატრა ჩვენ ნამდვილი საქართველო,

ჩვენ ხზომ მისი ტრფობს ცეცხლში ვიწვებით,

ავდგებით ,რომ ავკაფოთ და გადავთელოთ

შური, ბოღმა, ეკლები და წიწვები...

შევევედროთ, შევევედროთ ბედის ამქარს,

სანამ ჩვენი არ ჩაქრება სანთელი,

მისი ცეცხლი მოუკიდოს სხვა ბეცვრს ახალს,

რომ მოვფინოთ კავკასიონს ნათელი...

ავაყვავოთ, ავაყვავოთ საქართველო,

მოვეფერიოთ სანამ გუილი თბილია,

დავეუფლოთ ყველა კორდს და ყველა მდელოს,

გავუფრტხილდეთ ამ სამყაროს ბრილიანტს!

-მომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი და

ბულბულების იავნანა ქართული,

ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან

გამარჯვების სიმღერებში გართული!

Link to post
Share on other sites

post-30-0-15492000-1365041558_thumb.jpg

 

 

ტირის თეთრი კლავიში

 

 

* რატომ, რატომ წამართვი

ზღვა, რომელიც ჩემია,

ზღვა, რომელმაც მარჯანი

მეათასედ იშვილა,

ზღვა, რომელიც გაავსო

მედუზების შიშინმა,

ზღვა, რომელიც მუხლამდე,

მუხლებამდე მწვდებოდა,

ზღვა, რომელიც ხანდახან

ავი დედა ხდებოდა...

რატომ, რატომ წამართვი

ცა, რომელიც ძნელია

ცა, რომელზეც ტირიან,

ცა , რომელზეც მღერიან,

ცა, რომელიც დამ ოკლდა,

მაგრამ ვეღარ შველიან!!!

* მშვენიერო, ორივე,

ორი დიდი ცთომილი,

ნიჟარებში რხეული,

სადღაც ფსკერზე დაგირჩა,

როგორც მწვანე უფსკრული,

მთვარეს გადახვეული...

ვიცი, ვეღარ გაუძლებს

ახლა ტრიოლეტების

მსუბუქ ამოფოთლებას

და ქარებით ძლეული,

ალიონზე მოსული,

ალიონზე მოკვდება...

* ჩუმად! ბოლო სიმღერას

ისევ მღერის კალასი,

ისევ ცვივა ალმასი

წვიმა – წვიმა – წვიმებად,

ბგერა, – ლურჯი ჩანჩქერი

აღარ დაედინება

და დუმილის ჭალაში

ქალი – ზღვა და ქალი – ცა

ერთ დიდ ფურცელ – მდინარეს

უკვე ვეღარ გადაშლის!

*ჟონავს სისხლი – მუსიკა,

ჟონავს ცისფერ დარბაზში,

ყელი, ყელი დაუშრა

მოწამლული სადაფით,

ვეღარ გუობს სინათლეს

მიწა – ბნელი სარდაფი!!!

და წავიდა! დატოვა

კლდეზე მინაწერები _

შორი არაბესკების

ურთულესი რიტმებით,

ყელმაღალი ჯვრებით და

ყელგაწვდილი ტიტებით!

და წავიდა! წავიდა

ამ მწუხარე სცენიდან,

ყელზე მარგალიტების

თუთისფერი ფანტელი

ჟრუანტელად ეკიდა.

და ვერასდროს, ვერასდროს,

ვეღარასდროს დაძებნი,

ვეღარასდროს შეუღებ

კარებს უცხო დარბაზის...

რატომ ჩამომამსხვრიე,

რატომ, რატომ წამართვი!

ასე როგორ დამტოვე

ხმაჩავარდნილ ოქტავით

დოდან – დომდე გამწელე,

ჰოდან – ჰომდე მომკალი..

* აჰა, დარჩეს გაზაფხულს

არასრული ნოტების

არასრული რხევები,

შავი – მუდამ მერყევი,

თეთრი – მყარი ბგერები,

თავისთავზე მაღალი

ცრემლი ქრიზანთემების...

.............................................

 

კივის სველი ნათება –

ფიქალ – ფიქალ – ფიქალი...

– რა ლამაზი მყოლიხარ,

– რა ლამაზი იყავი...

 

ნონა დავითაია

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ოთხივე ნაწილი წაიკითხეთ კაი რამეა. კარგი მწერალია ბექა ქურხული.

 

 

„მკვლელი“. ბექა ქურხული. II ნაწილი

 

 

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

27 სექტემბერი ახლოვდება და სულ მაჭრიალებს ამ დროს. არ შერჩება არავის. მთავარია ეჭვი არ შეგვეპაროს ამაში

post-3-0-21295300-1379981698_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...
  • 2 years later...

უფლის გზას არ გადავუხვიოთ და როგორც მოვიდნენ რუსები, ისევე წავლენ. არავის არ ეგონა რომ ბერლინის კედელი დაინგრეოდა, ან საბჭოეთი ჩამოიშლებოდა, მაგრამ .....

 

https://www.palitravideo.ge/yvela-video/eqskluzivi/94945-rogor-gamoiyureba-ochamchire-amzhamad.html

Link to post
Share on other sites

გაანათლოთ. ამათ თავიანთი ვალი უკვე მოუხადეს ამ ქვეყანას.

 

http://www.interpressnews.ge/geo/sazogadoeba/489914-afkhazethis-sheiaraghebuli-konfliqtisas-gauchinarebuli-mebrdzolebis-neshtebs-dghes-dighmis-dzmatha-sasaflaoze-dakrdzalaven.html

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...