Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

იარაღის ევოლუცია

 

 

 

ადამიანმა უძველესი დროიდან დაიწყო იარაღის დაამზდება და გამოიყენება. პირველად მას იარაღი თვითგადარჩენისათვის ესაჭიროებოდა. ნადირობდა საკვების მოპოვებისათვის და იცავდა სანადირო ტერიტორიას პრეტენდენტებისაგან(გარეული ცხოველებისაგან და სხვა ადამიანებისაგან). შუა საუკუნეებამდე იარაღს წარმოადგენდა დანა, ხანჯალი, შუბი, შურდული და ხელკეტი.

მეთხუთმეტე საუკუნეში ევროპაში პირველად გამოჩნდა იარაღი, რომელიც ჭურვს ისვრიდა დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი გაზების მეშვეობით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთში შავ დენთს გაცილებით ადრე იცნობდნენ. მას ძირითადად ფეერვერკებისათვის იყენებდნენ. არსებობს რამდენიმე ვერსია, იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ეს დენთი ევროპაში.

ერთი ვერსიით დენთის რეცეპტი ჩინეთიდან ვენეციელმა ვაჭარმა, მარკო პოლომ შემოიტანა(1271-1292 წლებში პოლო სავაჭრო ექსპედიციის ფარგლებში პეკინში იყო).

სხვა ვერსიით დენთის ფორმულა გერმანელებმა როჯერ ბეკონმა და ბერთოლდ შვარცმა დაადგინეს, რამაც მისი სახელი განსაზღვრა(შვარცი_შავი). დადგენილი იქნა, რომ შავი დენთი არა მარტო ფეერვერკისათვის გამოდგება, არამედ ჭურვის გასატყორცნადაც.

პირველი ჭურვის მსროლელი იარაღი წარმოადგენდა მეტალის მოკლე მილს, რომელიც ხის სადგარზე იყო დამაგრებული(ასრულებდა კონდახის ფუნქციას). მას ერთი ბოლო დახშული ჰქონდა, რომელშიც დატოვებული იყო პატარა ჭრილი ცეცხლის მისაწოდებლად. მეორე ბოლოდან ხდებოდა დენთისა და ჭურვის ჩადება(ჭურვად იყენებდნენ კენჭებს, ტყვიასა,რკინის ბურთულებს). აფეთქებას პირველად გახურებული ნახშირით ან ანთებული ხის წკირით ახდენდნენ. მოგვიანებით ამფეთქებლად პატრუქის გამოყენება დაიწყეს.

პატრუქის დეტონატორად გამოყენებას გაჩნდა რიგი ნაკლოვანებებისა. ასე მაგალითად: ქარიან და წვიმიან ამინდში ძნელდებოდა აფეთქება. აგრეთვე ღამით იარაღის გამოყენებისას ანთებული პატრუქი ხილულს ხდიდა მსროლელის მდებარეობას მოწინააღმდეგისათვის.

 

პატრუქიანი თოფი

ln8ur.jpg

 

 

პატრუქის დეტონატორის შემდეგი თაობა გახდა საკეტი გორგოლაჭის გამოგონება. ის შედგებოდა მეტალის დისკისაგან, რომელიც მოქმედებაში მოდიოდა სპირალური ზამბარით. ეს მექანიზმი იძაბებოდა ქანჩით და ფიქსირდებოდა(იკეტებოდა). დაკეტილი ბორბალი მოქმედებაში მოყავდა სასხლეტ კავს, დისკი სპირალური ზამბარის მოქმედებით ბრუნდებოდა და ეხახუნებოდა კაჟს, რის შედეგადაც წარმოიქმნებოდა ნაპერწკალი, რომელიც თავის მხრივ ანთებდა დენთს.

 

იარაღი ,,საკეტი გორგოლაჭით"

pbese.jpg

დამცემი მექანიზმის შემდეგი თაობაა ე.წ. კაჟის საკეტი. ამ საკეტში გამოჩნდა ჩახმახი, რომელშიც სპეციალური ჭანჭიკებით მაგრდებოდა კაჟი. დაძაბული ჩახმახი მოქმედებაში მოჰყავდა ზამბარას, რის შედეგადაც კაჟი ეხახუნებოდა ლითონის ფირფიტას. ფირფიტა კი თავის მხრივ განთავსებული იყო უშუალოდ დენთთან.

კაჟის საკეტის გაუმჯობესების შედეგად გააკეთეს ორჩაქუჩიანი საკეტი: პირველი მათგანი ზემოთაღწერილი ჩახმახის პრინციპით მოქმედებდა, ხოლო მეორეზე ჩამაგრებული იყო კვესი, რომელიც თავის მხრივ უშუალოდ დენთთან იყო მოთავსებული.

გაუმჯობესების მიუხედავად დენთის ანთება კვლავ პრობლემატური იყო წვიმიან ამინდში. ამიტომ გამოგონებული იყო ე.წ. საფარი(სახურავი), რომელიც ეფარებოდა ნაპერწკალის წარმოქმნის ადგილს. ამავე დროს საფარი კვესის ფუნქციასაც ითავსებდა.

 

კაჟიანი თოფი

n9h2r.jpg

 

 

6d206b80e20b.jpg

 

შუა საუკუნეებიდან მომდინარე სანადირო იარაღის ევოლუცია სამხედრო დანიშნულების იარაღის განვითარების პარალელურად ხდებოდა. პირველი სანადირო თოფი ინგლისელების მიერაა გაკეთებული. სანადირო სცენების პირველი გრავირება 1545 წლით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ნადირობა მხოლოდ დიდგვაროვანთა პრივილეგია იყო. ბრიტანეთის პარლამენტის 1542 წელს გამოცემული კანონით ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა მხოლოდ მსხვილ მიწათმფლობელებსა და დიდგვაროვნებს შეეძლოთ(მათი წლიური შემოსავალი 100 გირვანქა სტერლინგზე მეტი უნდა ყოფილიყო). გლეხებსა და მდაბიოებს ნადირობაში მხოლოდ მარეკების ფუნქციის შესრულება ევალებოდათ.

მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან სულ უფრო ფართო მოხმარებას ჰპოვებს გლუვლულიანი იარაღი.

იარაღის განვითარების ისტორიაში ნამდვილი გარღვევა იყო ბრიტანელი ქიმიკოსის ჰოვარდის 1799 წლის გამოგონება. გამოგონებას ავტორმა ,,მგრგვინავი ვერცხლისწყალი" უწოდა. მის საფუძველზე 1808 წელს შოტლანდიელმა მღვდელმა ალექსანდერ ფორსაიტმა შეიმუშავა ახალი ქიმიური ნივთიერება ფულმინატი, რომლის მოთავზებაც შესაძლებელი იყო პატარა კაფსულში. ამ გამოგონებების შედეგად დენთის ანთებამ ღია სივრციდან დახურულში გადაინაცვლა.

 

ფორსაიტის საკეტი

5tlmq.jpg

 

კაფსულის აფეთქებისათვის საჭირო იყო მხოლოდ საჭირო სიძლიერის დარტყმა. ამისათვის შემუშავებული იქნა ე.წ. ჩაქუჩები, რომლებიც პირველადი ჩახმახების ანალოგიას წარმოადგენდნენ. დარტყმის შედეგად კაფსული ფეთქდებოდა და ბრანდმილის(,,ბრანდტრუბკა") საშუალებით მიეწოდებოდა დენთს.

ზემოთაღწერილი პერიოდების იარაღები ლულის ტუჩიდან იტენებოდნენ და მათი სწრაფმსროლელობა საკმაოდ დაბალი გახლდათ.

შემდეგი ეტაპი გახდა მასრის გამოგონება.

1812 წელს შვეიცარელი მეიარაღის, იოჰან სამუელ პაულის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული თითბერის ვაზნა გახლდათ პირველი მცდელობა მასრის კეთებისა.

1832 წელს ცნობილმა მეიარაღემ ლეფორშემ შექმნა პირველი ვაზნა, რომელიც გააუმჯობესა 1840 წელს. ეს გახლდათ პირველი მეტალის სარჭიანი ვაზნა.

 

თოფი გვერითი აფეთქების ვაზნაზე

ujhjp.jpg

 

1850 წელს ინგლისში გამოგონებული იქნა T-სებური სისტემის დამცემი მექანიზმი სახაზინო გადატენვის თოფებისათვის, რომლის მრავალმხრივი გაუმჯობესების შედეგად იარაღში მოვიდა დღევანდელი სახის ჩახმახები.

შემდეგი ეტაპი სარჭიანი ვაზნის ცენტრალური აფეთქების ვაზნით შეცვლა გახდა.

 

 

გარე ჩახმახებიანი თოფი ცენტრალური აფეთქების ვაზნაზე

c0pnp.jpg

 

 

1875 წლის პატენტი, რომელიც ავტორებიც ბირმინგემელი ოსტატები ენსონი და დილი იყვნენ, წარმოადგენს დღევანდელი შიდაჩახმახებიანი თოფის საბაზო მექანიზმს. საკეტი ენსონ-დილის სახელითაა ცნობილი და ის მორიგი გარღვევა იყო იარაღის განვითარების ისტორიაში.

 

შიდაჩახმახებიანი თოფი

c0xiy.jpg

 

მეოცე საუკუნის ბოლოდან წარმოიშვა უფრო დიდი ყალიბების და მუხტების გამოყენების ტენდენცია გლუვლულიანებში. მათი სავაზნეები 76მმ ან 89მმ სიგრძის გახდა. სახსნელი ჩოკების კომპლექტი ასეთ თოფებს უნივერსალურს ხდის.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ვაზნის ევოლუცია

 

ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების პირველ ეტაპზე ვაზნის შემადგენელი ნაწილები ცალ-ცალკე იდებოდა ლულაში ტუჩიდან. შემდგომში გადავიდნენ უნიტარულ ვაზნაზე, რომლის შემადგენელი ყველა ელემენტი ჯერ მასრაში იწყობოდა და შემდეგ ხდებოდა ასეთი ვაზნის ლულაში მოთავსება სახაზინო მხრიდან.

პირველად ზარბაზნების სახაზინო ნაწილიდან დატენვა 1428 წლიდან დაიწყეს. 1597 წელს გამოჩნდა პირველი სახაზინო გადატენვის მუშკეტები, თუმცა ასეთი იარაღის განვითარება სწრაფი ტემპით ვერ ხდებოდა, რამეთუ სახაზინო ნაწილიდან დენთის, მასრის და ა.შ შემადგენელი ნაწილების ჩადება დაკავშირებული იყო შემდეგ პრობლემასთან_ ვერ უზრუნველყოფდნენ შესაბამის კომპრესიას(ობტურაციას), რაც ბალისტიკურ მჩვენებლებს აუარესებდა...

უნიტარული ვაზნა ერთიანი(მთლიანი) საბრძოლო მასალაა, რომელიც შედგება მასრისაგან, დენთისაგან, ჭურვისაგან და დეტონატორისაგან.

სულ პირველი უნიტარული ვაზნის ნარსახეობა შეიქმნა 1808 წელს პარიზელი მეიარაღის პოლის მიერ. შემდეგ 1812 წელს შვეიცარელი მეიარაღის, იოჰან სამუელ პაულის მიერ გაკეთებული იყო ექსპერიმენტული თითბერის ვაზნა. 1831 წელს დემონტინის მიერ დაპატენტებული იყო ახალი სისტემის უნიტარული ვაზნა... მათ გავრცელება ვერ ჰპოვეს იარაღის საკეტის არასრულფასოვნების გამო.

მეტნაკლებად სრულყოფილი გახდა დრეიზეს 1836 წელს დამზადებული უნიტარული, მკვრივი ქაღალდის ვაზნა და საკეტი. თავისი სარჭიანი ვაზნა გამომგონებელმა ლულაში მოათავსა სახაზინო ნაწილიდან და საკეტი ისე მოაწყო, რომ მასრა გასროლის შემდგომ სავაზნიდან გამოვარდებოდა.

1832 წელს ცნობილმა მეიარაღემ ლეფორშემ შექმნა პირველი ვაზნა, რომელიც გააუმჯობესა 1840 წელს. ეს გახლდათ პირველი სრულყოფილი მეტალის სარჭიანი ვაზნა.

დეტონატორის(კაფსულის) მოწყობის მიხედვით უნიტარული ვაზნები იყოფიან: ლეფორშეს, სარჭიან, გვერდითი აფეთქების და ცენტრალური აფეთქების ვაზნებად.

სარჭიანი ვაზნა- ესაა უნიტარული ვაზნა, რომლის აფეთქება სარჭით ხდება. მასში დეტონატორი მდებარეობს დენთსა და ჭურვს შორის(მასრის შიგნით) გავრცელებული იყო XIX საუკუნის 30-40-იან წლებში;

 

 

დრეიზეს სარჭიანი ვაზნა

7402d2352243.jpg

 

1.ჭურვი, 2. შპიგელი ანუ ქვესადგამი, 3. დეტონატორი, 4. დენთი

 

 

დრეიზეს სარჭიანი ვაზნის საკეტი

90b943e1ae8c.jpg

 

გასროლის მომენტი: 1. ვაზნა, 2. სარჭი(ნემსა), 3. დამცემი, 4. ზამბარა.

 

 

 

 

 

 

 

ლეფორშეს(სარჭიანი) ვაზნა_ ესაა უნიტარული ვაზნა, რომლის აფეთქება სარჭით ხდება. მასში დეტონატორი მდებარეობს მასრასა და დენთს შორის(მასრის შიგნით)გავრცელებული იყო XIX საუკუნის შუა წლებში;

 

ლეფორშეს ვაზნა და საკეტი ამ შემთხვევაში ბრანდმილზე

9c12c3147aa5.jpg

 

 

 

ლეფორშეს ვაზნა სარჭზე

615a19138da7.jpg

 

 

 

1. მასრა, 2. დეტონატორი, 3. დენთი, 4. ჭურვი, 5. სარჭი.

 

 

 

 

 

 

გვერდითი აფეთქების ვაზნა_ ესაა უნიტარული ვაზნა, რომლშიც დეტონატორი გამოტანილია გარეთ და მდებარეობს მასრის გვერდზე გავრცელებული იყო XIX საუკუნის შუა წლებიდან;

 

 

 

a4ae76742d28.jpg

 

 

a06c704a77a5.jpg

 

 

 

 

ცენტრალური აფეთქების ვაზნა_ ესაა უნიტარული ვაზნა, რომლშიც დეტონატორი გამოტანილია გარეთ და მდებარეობს მასრის ძირზე ცენტრში გავრცელებული იყო XIX საუკუნის შუა წლებიდან;

 

 

 

1ea181bba5e5.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

8 ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება

 

ამერიკულმა ჟურნალმა Guns&Ammo-მ გამოაქვეყნა 8 ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება საიარაღო ინდუსტრიაში. ეს შეხედულება ამ გამოცემის სუბიექტური ხედვაა, რომელსაც ალბათ უმეტესობა საკამათოდ მიიჩნევს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ინტერესს გამოიწვევს ფორუმელთა შორის ;) რეიტინგი ასე გამოიყურება:

 

1) დენთის გამოგონება;

 

2) ფოლადის წარმოება და მეტალურგია;

 

3) მრავალვაზნიანი თოფის გამოგონება;

 

4) ფისტონის გამოგონება;

 

5) უნიტარული ვაზნა;

 

6) ლულის ხრახნი;

 

7) სამიზნე სისტემები(ევოლუცია სამიზნურიდან ოპტიკამდე. ღამის ხედვის სამიზნეები და ა.შ.);

 

8) ბალისტიკური გათვლები(თანამედროვე პერიოდში აღნიშნული კომპიუტერის პრეროგატივაა).

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მზადდებოდა ხისაგან, ჯერ კიდევ XVI საუკუნეში გამოჩნდა. ეს გახლდათ ხის ქვემეხები, რომლებსაც გადაჭერილი ჰქონდათ ლითონის რგოლები. თუჯის ქვემეხისაგან განსხვავებით, ხის იარაღის დამზადება გაცილებით ადვილი გახლდათ, ადვილი იყო ტრანსპორტირება, იყო იაფი. მინუსი გახლდათ მისი გამოყენების ერთჯერადობა.

ჩვენს დროს შემორჩა ხის იარაღის მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლიარი, კონკრეტულად, იაპონური წარმოების ქვემეხები, რომლებიც გამოიყენებოდა ბოსნიასთან ომში(1868–1869წწ). ასეთივეა მეცხრამეტე საუკუნის ვიეტნამური კონსტრუქციები, აგრეთვე შუასაუკუნეების ევროპული იარაღი.

 

 

d91639c1b4be.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...